ტურები არაა წაშლილი. ალბათ იმის გამო ამბობ, რუსებმა რომ მისია ამოჭრეს CoD 6-იდან. არაა CoD 7-ში მასეთი მაიმუნობა გაკეთებული
Full როგორც წესი "ორიგინალი" საინსტალაციოდანაა გაკეთებული, ხოლო Repack დაინსტალირებული თამაშისგან გაკეთებულ საინსტალაციოს ქვია, რომელიც უფრო პატარაა ზომაში, მაგრამ არაა გამორიცხული რომ ხარვეზები ჰქონდეს. ამასთან ერთად რეპაკში ხშირად ვიდეოების ხარისხიც გაუარესებულია, რათა კიდევ უფრო პატარა გახდეს საინსტალაციო. კიდევ არსებობს RIP, რომლიდანაც თამაშის ვიდეორგოლებია ხოლმე ამოჭრილი.
თუ შესაძლებლობა გაქვს და ნეტიც ხელს გიწყობს, Full გადმოწერე, უფრო უპრობლემო იქნება.
თემის დახურვას რაც შეეხება, ამ განყოფილების მოდერი მოვა და დახურავს
P.S. ახალი მომხმარებელი ხარ და კარგია, რომ ყურადღება მიგიქცევია და სწორ ადგილას გაგიხსნია თემა :thumbsup: