გამარჯობა Aetheris! კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე!
აქ რასაც იყიდი და იქ რასაც იყიდი, მაგათ შორის არანაირი სხვაობა არ არის. მე გამოვიწერე მაგალითად და მაინც ჩინეთში აწყობილი ჩამომივიდა აქ ყიდვას ჩემი აზრით ის უპირატესობა აქვს, რომ გარანტიას მოგცემენ. ჩამოტანილზე გარანტია არ გექნება...
მაგ მოდელებში, რაც შენ ჩამოწერე, D3000 და EOS 1100 ცოტა არ იყოს მოძველებულია. საუკეთესო ვარიანტია Nikon D5100-ის ყიდვას თუ შეძლებ. ორი დღის წინ კიდობანში ვიყავი, ზუმერის მაღაზიაში და 1680 ლარად ყიდიდნენ "კიტ" ლინზით (18-55მმ-იანი, ასე ვთქვათ "3x ზუმის" მქონე ობიექტივი, რომელიც კარგია პეიზაჟებისთვის და სახლში გადაღებისთვის). მეორე ობიექტივი ყველა ვარიანტში დაგჭირდება, თავიდან არა, მაგრამ მოგვიანებით კი. ხოლო რანაირი ობიექტივი დაგჭირდება, ეგ უკვე შენი ინდივიდუალური მისწრაფებების მიხევით უნდა გამოარკვიო. მე მაგალითად "ტელეფოტო" მიყვარს, მოშორებული ობიექტების გადაღებისთვის კარგია, კარგად აახლოებს. 500მმ-იანი ობიექტივი "ვიჩუქე" () მაგის გამო. აგერ walkman-ს მაგალითად "მაკრო" გადაღება უყვარს და მაგისთვის სულ სხვანაირი ობიექტივია საჭირო.
რაც შეეხება იაფ აპარატს და ძვირ ობიექტივს, სჯობს კარგი აპარატი გქონდეს, ობიექტივის შეძენას ყოველთვის მოასწრებ და რაც უფრო კარგი აპარატი გექნება, ლინზების მით მეტი არჩევანი გამოგიჩნდება და უფრო სრულყოფილად გამოიყენებ მათ!
P.P.S. უკმარისობის შეგრძნება სამწუხაროდ ყველა ვარიანტში გექნება თავიდან, სანამ მეორე (მესამე და ასე შემდეგ ) ობიექტივს არ შეიძენ. ჩემი გამოცდილებით ვამბობ...