ახალი კიშკა!
ღომი სულგუნთან ერთად!
ვაკეთებთ ჩვეულებრივად ღომს(მე არ ვიცი დედაჩემი აკეთებს თუმცა ძალიან ადვილია), მივირთმევთ ახალ გაკეთებულ ღომს სულგუნთან ერთად, მშვენიერია.
ღომი თუ კეთდება, კეთდება ერთი ქვაბი და ერთ ჭამაზე ერთი ქვაბი არ შეიჭმევა, ხომ ასეა? სად წავიღოთ ღომი? შევინახოთ მაცივარში, ცოტა შეიყინოს და თუ მოგვინდება ისევ ღომი, გამოვიღოთ მაცივრიდან! ცივი ღომი ვის რათ უნდა?! შესაბამისად, გვინდა ცხელი ღომი. ცივი ღომი კი ასე გადავაქციოთ ცხელ ღომად:
გაყინულ ღომს ვჭრით თხელ ფენებად, სადღაც 1,5-2სმ რომ იყოს სისქეში. ვაცხელებთ ტაფას სადაც "ეგდება" საკმარისი რაოდენობის ერბო ან კარაქი(კარაქში უფრო გემრიელია), კარგად რომ გაცხელდება ტაფა ვიღებთ ღომის თხელ ფენებს და "ვანარცხებთ" ტაფაზე, როდესაც ერთი მხარე დაებრაწება ამოვატრიალებთ და დაბრაწულ მხარეს დავაწებებთ სულგუნს("ერთ ცალ" ღომზე ერთი ნაჭერი) და დავბრაწავთ მეორე მხარესაც. დაიბრაწება თუ არა მეორე მხარე გადმოაგდეთ თეფშზე და გაუშვით მუცელში.
ეხლახანს მივირთვი "ოთხი ცალი" ღომი და ძალიან გემრიელი იყო.
თუ ღომი გიყვართ და ეს არ გაქვთ გასინჯული, სასწრაფოდ გასინჯეთ!