ალბათ ბევრს აინტერესებდა თუ რა იქნებოდა Fermi-ს შემდეგ. Fermi-ის საშუალებით NVIDIA ფლობდა წარმადობაში ლიდერობას არა მარტო გეიმინგ სეგმენტში, არამედ მან შექმნა პროფესიონალური მარკეტისთვის ახალი თაობის Tesla და Quadro პროდუქტები. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისი არ იყო კარგი, საბოლოო ჯამში, Fermi საკმაოდ კარგი პროდუქტი აღმოჩნდა. ეფექტურობაზე ფოკუსირებით NVIDIA-მ ჯერ შეამცირა Fermi-ის ბირთვი და შემდეგ კვლავ შეძლო მისი გაზრდა; შეამცირა რა ენერგომოხმარება და კრისტალის ზომა. შემდეგი ნაბიჯი უკვე ახალი პროდუქტია: Kepler.
დღეს უკვე ოფიციალურად ანონსირებული პროდუქტი არის GeForce GTX 680 რომლის გულიც GK104 ბირთვია ახალ არქიტექტურაზე. მისი საშუალებითაც კომპანიამ დაიბრუნა გვირგვინი და ეს გააკეთა საკმაოდ ეფექტურად.
პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ორი კეპლერის ანონსი მოხდა. დესკტოპ სეგმენტში GTX 680 GK104 ბირთვზე და მობილურ სეგმენტში GT640M - GK107 ბირთვზე. მომავალში ჩვენ შეიძლება ვიხილოთ GK104 მობილურ სეგმენტში და GK107 დესკტოპ სეგმენტში.
G80-დან მოყოლებული, NVIDIA მუდამ უშვებდა დიდი 500mm2+ ზომის GPU-ს როგორც გეიმინგ სეგმენტისთვის ასევე Quadro და Tesla პროდუქტებისთვის, და ახალი თაობიდან პირველად სწორედ ამ დიდ GPU-ს უშვებდა. 294mm2 ზომით GK104 ვერ ჩაითვლება დიდ Kepler-ად, და სანამ NVIDIA არაფერს ამბობს წინასწარ შესაძლოა სადღაც უკვე არსებობს ის დიდი Kepler და ერთ დღესაც მზის შუქს იხილავს.
სანამ არქიტექტურაზე გადავალთ, უნდა ვთქვათ, რომ GK104 არ არის რადიკალურად ახალი არქიტექტურა, მასში არის სიახლეები, მაგრამ ის სინამდვილეში Fermi-ის ნანომეტრებში შემცირებული ვარიანტია და ამით GF114-თან უფრო ახლოს დგას, ვიდრე GF110-თან.
GTX 680 აქვს ჩართული ყველა ბირთვი და კლასტერი და მთლიანობაში მას აქვს 1536 CUDA ბირთვი, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა GTX 580 (512) შედარებით. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ NVIDIA-მ უარი თქვა შეიდერების ცალკე დარაზგონებაზე და როცა 1536 CUDA ბირთვი დიდი რიცხვი გვეჩვენება დაბალი შეიდერების სიხშირის გამო ის იძლება მხოლოდ ორჯერ უფრო მეტ წარმადობას GF114-თან შედარებით. გარდა ბირთვებისა GPU-ს აქვს 32 ROP და 128 ტექსტური ერთეული. და როცა ROPარ გაზრდილა GF114 შედარებით, ტექსტურების რაოდენობა ზუსტად ორჯერ არის გაზრდილი. მეხსიერების მხრივ, გვაქვს 256 ბიტიანი ინტერფეისი და 512KB L2 დონის ქეში.
რაც შეეხება სიხშირეებს, როგორც ვთქვით, შეიდერების სიხშირე უნდა დავივიწყოთ, და GPU-ში ყველა კომპონენტი მუშაობს core სიხშირეზე. თუმცა Kepler-ში გაჩნდა ე.წ. Boost Clock. რაც ნიშნავს, რომ თუ სამუშაო სიხშირე 1006MHz-ია მან შეიძლება მოიმატოს ავტომატურად 1058MHz-მდე. მეხსიერების სიხშირე ახალი მეხსიერების კონტროლერის წყალობით, საკმაოდ მსუყეა და აღწევს სრულ 6.006GHz-ს!
მთლიანობაში უხეშად რომ დავთვალოთ, გამოდის, რომ GTX 680-ს აქვს GTX 580-ის წარმადობის 195% (95%-ით მეტი) შეიდერების მხრივ, 260% (160%-ით მეტი) ტექსტურების წარმადობის, 87% (13%-ით ნაკლები) ROP წარმადობის, 100% (ანუ იგივე) მეხსიერების წარმადობის მხრივ. ან თუ მის უფრო პირდაპირ წინაპარს GTX 560 Ti-ს შევადარებთ GTX 680-ს აქვს მისი წარმადობის 244% შეიდერების მხრივ, 244% ტექსტურების მხრივ, 122% ROP წარმადობის და 150% მეხსიერების გამტარობის მხრივ. ასე რომ GTX 560 Ti თუ შევადარებთ წარმადობა ფაქტიურად გაორმაგებულია, გარდა ROP წარმადობისა.
რაც შეეხება ენერგომოხმარებას, NVIDIA ოფიციალურად გვაძლევს TDP 195W-ს, თუმცა ეს საშუალო რიცხვია და არა მაქსიმუმი. მეორე TDP ეს არის 170W, ეს არის უმაღლესი წერტილი როცა GPU Boost ტექნოლოგია ჩაირთვება. და საბოლოოდ idle რეჟიმში TDP სავარაუდოდ 15W იქნება თუმცა კომპანიას ეს ციფრი ოფიციალურად არ დაუსახელებია. მთლიანობაში GTX 680 ენერგომოხმარება სადღაც GTX 560 Ti და GTX 580 შორის მდებაროებს.
როგორც ავღნიშნეთ, GK104 საკმაოდ მცირეა ზომით ვიდრე NVIDIA-ს საშუალო GPU და კრისტალის ზომა მხოლოდ 294mm2-ია. ეს GF114 ბირთვის 89%-ია ხოლო GF110 ბირთვის მხოლოდ 56%. კრისტალში 3.5 მილიარდი ტრანზისტორია რაც TSMC 28nm ტექნოპროცესის დამსახურებაა. მხოლოდ 500 მილიონით მეტი ტრანზისტორით აიხსნება რომ GK104 ასე პატარაა ზომაში GF110-თან შედარებით. GF114-თან შედარებით, მას აქვს 1050 მილიონით მეტი რის წყალობითაც წარმადობა ორჯერ მეტია.
რაც შეეხება ფასს, GTX 680 არის GTX 580-ის შთამომავალი და ფასიც შესაბამისად არის დაწესებული და რეკომენდებული ფასი შეადგენს 500დოლარს. ეს იგივე ფასია, რაც თავის დროზე GTX 580 და GTX 480 ჰქონდათ. NVIDIA-მ უნდა შეარჩიოს თავისი ფასები სწორად, თუ უნდა AMD-სთან ჭიდილი და ასეთი ფასი საკმაოდ კონსერვატულია.
შეჯიბრის საგანი რა თქმა უნდა ახლახანს გამოსული Radeon HD 7970 და 7950 რომელთა ფასებიც შესაბამისად 550 და 450 დოლარია და GTX 680 ჯდება სწორედ მათ შორის. გეიმინგ წარმადობით, GTX 680 საკმაოდ ჯობნის 7970-ს რაც საკმაოდ ცუდ სიტუაციაში ჩააყენებს AMD-ს. AMD-ს პარტნიორები უკვე უშვებენ 7970-ის აჩქარებულ ვარიანტებს, თუმცა წარმადობაში სხვაობის შემცირებასთან ერთად, სხვაობა ფასში მატულობს.
რაც შეეხება ბაზარზე პროდუქციას, NVIDIA-ს თქმით, ისევე საკმარისი რაოდენობა იქნება, როგორც წინა თაობის high end ვიდეო დაფები, თუმცა GTX 680 დაიყიდება სავარაუდოდ პირველივე დღეებში. კომპანია ალბათ შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას მომდევნო თვეებში, თუმცა TSMC აშკარად არ ყოფნის ვაფლები მომხმარებელთ მოთხოვნის სრული დაკმაყოფილებისთვის. ანალოგიური პრობლემა ჰქონდა AMD-ს 7970-ის მოწოდებასთან დაკავშირებით და NVIDIA-საც ანალოგიური ბედი ელის თავიდან.
არქიტექტურა
არქიტექტურის განხილვისას შევადარებთ GF114-ს (GTX 560 Ti). რადგან ახალი ჩიპის სახელია GK104 და სავარაუდოდ ის უფრო GF114-ს შთამომავალია ვიდრე GF110-ის.
დავიწყოთ SM აღწერით. GF114 შემთხვევაში იგი შეიცავდა 48 CUDA ბირთვს 3 ჯგუფად, ჯგუფში 16. ამ ბირთვებთან ერთად SM ბლოკი შეიცავს 16 load/store ერთეულს, 8 სპეციალური ფუნქციის SFU-ს და 8 ტექსტურ ერთეულს. და ამ ბირთვებს ინფორმაციას აწვდიდა ორი warp scheduler-ი თითოულს შეეძლო ორი ინსტრუქციის გადაცემა ერთ ტაქტურ ციკლზე ანუ ჯამში 4 ინსტრუქცია ტაქტურ ციკლზე. Scheduler და ტექსტური ერთეულები მუშაობენ Core სიხშირეზე ხოლო დანარჩენი ნაწილი შეიდერების სიხშირეზე.
GK104 ამ ბლოკს Nvidia ეძახის SMX-ს და მთლიანობაში შეიცავს 192 CUDA ბირთვს 6 ჯგუფად, ჯგუფში 32 ბირთვი. 32 load/store ერთეული, 32 Special Function SFU. 16 ტექსტური ერთეული და დამატებით 8 CUDA FP64 ბირთვი. როგორც ავღნიშნეთ Kepler შემთხვევაში ბირთვის ყველა კომპონენტი ერთ სიხშირეზე მუშაობს, აქ warp scheduler ერთეულების სამუშაო სიხშირე ნაკლებია თუმცა ჯამში მათი რაოდენობა გაორმაგებულია. გარდა ამისა ბირთვი შეიცავს 8 ცალ CUDA FP64 რომელიც კომპანიის არც ერთ დიაგრამაში შეტანაილი არ არის და ისინი აწარმოებენ გამოთვლას 64 ბიტიან ციფრებზე რაც მანამდე არც ერთ ვიდეო დაფას არ ჰქონდა. თუ წავალთ არქიტექტურის იერარქიაში ზევით ორი ცალი SMX და ორი რასტერიზაციის ერთეული გვაძლევს GPC-ს, რომელთა რიცხვი GF114-თან შედარებით გაორმაგებულია. მთლიანობაში 4 GPC L2 დონის ქეშთან ერთად ქმნიან GK104-ს
ROP ორგანიზაცია არ შეცვლილა ისინი დაყოფილია 4 ბლოკად თითოში 8 ROP, თითო ბლოკი უკავშირდება 64 ბიტიან მეხსიერების კონტროლერს და 128KB L2 დონის ქეშს და რადგან ჯამში 32 ROP გვაქვს მთლიანობაში გამოდის 256 ბიტი მეხსიერების ინტერფეისი და 512KB L2 დონის ქეში. მეხსიერების კონტროლერი კი საშუალებას გვაძლევს ორჯერ მეტი სიხშირის მიღწევას GF114 შედარებით და აღწევს 6GHz-ს.
GPU Boost: ტურბო ვიდეოსთვის
რაც დრო გადის, GPU ენერგომოხმარება იზრდება თაობიდან თაობაში და ენერგომოხმარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება წარმადობაც, თუმცა Nvidia ცდილობს აქცენტი გააკეთოს ეფექტურობაზე და GPU-ს დღეს მოეთხოვება მეტი ნაკლები ენერგომოხმარებით. TDP გავლენას ახდენს როგორც ენერგომოხმარებაზე ასევე გამოყოფილ სითბოზე და GPU უნდა დარჩეს მის ფარგლებში ნებისმიერ დატვირთვაზე პლუს უნდა გაზარდოს წარმადობა. CPU შემთხვევაში ეს მიიღწეოდა შედარბით მარტივად იზრდებოდა ყველა ბირთვიდან მხოლოდ რამოდენიმეს სიხშირე მაშინ როცა მთლიანი პროცესორის TDP არ იზრდებოდა. GPU შემთხვევაში საკმაოდ ძნელია იგივეს გაკეთება რადგან ისეთ თამაშში როგორიც არის მაგალითად Metro 2033 ან ისეთ პათოლოგიურ პროგრამაში როგორიც არის Furmark ფაქტიურად არ არსებობს მსუბუქი მომენტი როცა GPU არ არის მთლიანად დატვირთული. 2010 წელს AMD-ს სცადა ანალოგიური ტექნოლოგიის დანერგვა PowerTune სახელით Radeon HD 6900 სერიაში. ვიდეოს შეეძლო მცირედი აჩქარება ხოლო თუ დატვირთვა ძლიერ გაიზრდებობდა და TDP გასცდებოდა ფარგლებს ტროტლინგის სახით სამუშაო სიხშირე იკლებდა. NVIDIA გვთავაზობს ამ ტექნოლოგიის ანალოგს GPU Boost სახელით.
ამ ტექნოლოგიის საშუალებით, GTX 680 სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ბაზისური 1006MHz-იდან ტურბო საშუალოდ 1058MHz-მდე თუ მისი ენერგომოხმარება და ტემპერატურა არ გასცდება დადგენილს ნორმებს. ხოლო ბაზისური 1006MHz სიხშირეზე ვიდეო იმუშავებს ნებისმიერ დატვირთვაზე და ამ სიხშირის დაკლება არ მოხდება. მაქსიმალური ტურბო მატება შეიძლება 100MHz-საც კი შეადგენდეს. ბიჯები შეადგენს 13MHz-ს და სულ 9 ბიჯია რომლითაც შეიძლება ვიდეოს სიხშირემ მოიმატოს.
ცხრილში ნაჩვენებია ბიჯები თავისი სიხშირით და ძაბვით. ვიდეო დაფას აქვს ჩაშენებული ინდიკატორი, რომელიც არაოფიციალური ცნობით ტურბო სიხშირეს რთავს იმ შემთხვევაში თუ TDP არ სცდება 170W-ს. ასევე ტურბო სიხშირე კონტროლდება ტემპერატურით და თუ ტემპერატურა არ აღწევს 70 გრადუსს ტურბო რეჟიმი ირთვება ხოლო თუ ტემპერატურა 70 გრადუსს მიაღწევს ტურბო სიხშირე კლებულობს ერთი ბიჯით ქვევით. რეალურ პირობებში ჩვენ შეიძლება გვქონდეს 3%-დან 5%-მდე მატება რაც არც ისე დიდია თუმცა უფასოა
Adaptive V-sync
კიდევ ერთი სიახლე შემოგვთავაზა Nvidia-მ ახალ არქიტექტურასთან ერთად. საერთოდ ვერტიკალური სინქრონიზაცია მუშაობს ასე, თუ გვაქვს 60 ჰერციანი მონიტორი სანამ ვიდეოს შეუძლია FPS-ს არ უშვებს 60-ის ზევით რათა მონიტორის სინქრონული იყო, ხოლო თუ ვიდეოს დატვირთვა იზრდება და FPS იწყებს ვარდნას იგი ეცემა ზუსტად ორჯერ ანუ ხდება 30 FPS რაც საკმაოდ ცუდად ხვდება თვალსს.
Adaptive VSync შემთხვევაში თუ FPS-ის ვარდნის საშუალება ჩნდება ვერტიკალური სინქრონიზაცია ავტომატურად ითიშება და FPS-ის ვარდნა უფრო ნაკლებია შესაბამისად.
ასევე სიახლე ანტი-ალიაზინგის ახალი ტექნოლოგია რომელსაც Nvidia TXAA-ს უწოდებს და ის ორი პროფილით იქნება TXAA 1 და TXAA 2. ჯერჯერობით ამ ტექნოლოგიის დატესტვა ვერ მოხერხდა რადგან ეს ფუნქცია გაჩნდება ახალ დრაივერებთან ერთად, ასევე ახალი დრაივერებით ამ ფუნქციის ჩართვა შეიძლება GTX 500 სერიაზეც.
ფურცელზე TXAA 1 მოგვცემს უკეთეს ხარისხს ვიდრე 8x MSAA ხოლო FPS გვექნება ისეთივე როგორც 2x MSAA დროს.
TXAA 2 კიდევ უფრო უკეთეს გამოსახულების ხარისხ მოგვცცემს მაგრამ წარმადობა იქნება როგორც ჩართული 4x MSAA დროს.
NVENC
ტრანსკოდირების ახალი ალლგორითმით Nvidia გვპირდება უკეთეს წარმადობას ვიდეო ფაილების ტრანსკოდირებისთვის ვიდრე ინტელის Quick Sync.
და თუ დავუჯერებთ შედეგებს ტრანსკოდირების ახალი მეთოდი მართლაც ეფექტურია
ეხლა კი ვნახოთ თავად კარტა
როგორც ხედავთ FAN-ი ოდნავ აწეულია ზევით GTX 580-ისგან განსხვავებით.
საინტერესოა PCI-e კონექტორების ახლებური განლაგება.
ასევე თვითონ რადიატორს აქვს სამი სითბური მილაკი, როგორც ჩანს კომპანიამ უარი თქვა vapor chamber ტექნოლოგიაზე რომელსაც იყენებდა 580-ის შემთხვევაში და სავარაუდოდ ეფექტურობაც ნაკლები უნდა იყოს თუმცა უცნობია რამდენად.
თავად GPU არ არის დაფარული IHS-ით როგორც წინამორბედების შემთხვევაში რაც შეიძლება უკეთესი იყოს რადგან რადოატორი უშუალოდ იქნება კონტაქტში მასთან. GPU-ს გარშემო ჩანს 8 ცალი 2Gb GDDR5-ის მოდულები. მთლიანობაში მისი სიგრძე 10 დიუმია რაც 0.5 დიუმით ნაკლებია 580-თან შედარებით.
უკანა მხრიდან გვაქვს ორი DVI, ერთი HDMI და ერთიც DisplayPort, ორივე მათგანი სრულია და არა შეკვეცილი
ეხლა კი გადავიდეთ ტესტებზე. სატესტო კონფიგურაცია ასეთია
Intel Core i7-3960X @ 4.3GHz EVGA X79 SLI Antec True Power Quattro 1200 Samsung 470 (256GB) G.Skill Ripjaws DDR3-1867 4 x 4GB (8-10-9-26)
ვიდეო დაფები:
AMD Radeon HD 7950 AMD Radeon HD 7870 AMD Radeon HD 7850 AMD Radeon HD 6990 AMD Radeon HD 6970 AMD Radeon HD 6950 AMD Radeon HD 5870 AMD Radeon HD 4870 AMD Radeon HD 3870 NVIDIA GeForce GTX 680 NVIDIA GeForce GTX 590 NVIDIA GeForce GTX 580 NVIDIA GeForce GTX 570 NVIDIA GeForce GTX 560 Ti NVIDIA GeForce GTX 285 NVIDIA GeForce 8800GT
ვიდეო დრაივერები:
NVIDIA ForceWare 296.10 NVIDIA ForceWare 300.99 AMD Catalyst Beta 8.95.5
Crysis: Warhead
კრიზისი GTX 580-სთვის კომფორტული თამაში იყო თუმცა 680-ზე იგივეს ვერ ვიტყვით ცუდი დასაწყისია ნამდვილად და HD 7970 ადვილად ჯაბნის თუმცა თავის წინამორბედს GTX 680-მა აჯობა.
საინტერესოა რომ GPU აჩქარებამ კრიზისში არ მოგვცა შედეგი, მაშინ როცა მხოლოდ მეხსიერების აჩქარებამ 8% მატება მოგვცა და როგორც ჩანს სწორედ აქ ჯობნის 7970. როგორც ვიცით კრიზისს უყვარს მეხსიერების მაღალი გამტარობა.
მინიმალური FPS-ის მხრივ კიდევ უფრო ცუდ დღეშია 680 როგორც ჩანს მეხსიერების დაბალი გამტარობა შანსს არ უტოვებს ამ შემთხვევაში კეპლერს.
Metro 2033
Metro 2033 შედარებით უკეთესი გამოდგა GTX 680-ისთვის და მართალია 2560 გარჩევადობაზე კვლავ ჩამორჩება 7970-ს რამოდენიმე პროცენტით, 7950 ცხადად ჯობნის. ხოლო GTX 580-თან შედარებით 34%-იანი მატება გვაქვს.
DiRT 3
ეს თამაში გენეტიკურად არის კეთილგანწყობილი Nvidia-ს კარტების მიმართ ასე რომ შედეგები არც არის გასაკვირი. და ეს პირველი დასტურია იმის რომ GTX 680-ს შეუძლია აჯობოს 7970-ს.
მინიმალურ FPS-ში მსგავსი სიტუაცია GTX680 ჯობნის 7970-ს ხოლო 580-თან შედარებით 30%-იანი მატება აქვს.
Total War: Shogun 2
ამ თამაშში GTX 680 გვაჩვენებს თავის ნამდვილ ძალას და 2560 რეზოლუციაზე ერთადერთი ვიდეოა ერთი GPU-თი, რომელმაც გადალახა 30 FPS-იანი ზღვარი. GTX 580 შედარებით 2560 გარჩევადობაზე მატება 51%-ია ხოლო 1920 გარჩევადობაზე 63%.
Batman: Arkham City
კიდევ ერთხელ GTX 680 ლიდერობს 7970-თან შედარებით.
Portal 2
ამ თამაშში 7970-თან შედარებით მოულოდნელი 44% გვაქვს მატება თუმცა აქ GTX 680 ჯობნის GTX 590-საც და Radeon HD 6990-საც.
Battlefield 3
ეს თამაში Nvidia-ს კარტებისთვის ყოველთვის კომფორტული იყო და Radeon HD 7900 სერიის კარტები ყველა ტესტში უკან არიან.
Starcraft II
აქ მატება 7970 შედარებით 13%-ია და GTX 580 შედარებით 39%
The Elder Scrolls V: Skyrim
Civilization V
მიმოხილვის ძირითადი ნაწილი anandtech-დან არის მაგრამ აქ მე მინდა მოვიყვანო სინთეთიკური ბენჩები სხვა საიტებიდან:
Unigine's Heaven
ჯობნის როგორც AMD-ს Single GPU ისევე Multi GPU გადაწყვეტილებებს.
Futuremark 3DMark11
Radeon HD 7970 ჯობნის 16.6%-ით ხოლო GTX 580-ს მთელი 50%-ით.
3DMark Vantage P score
3DMark Vantage GPU score
შედეგები ფრიად საინტერესოა აქ 6990-იც კი დაიჩაგრა.
ტემერატურა, ენერგომოხმარება და ხმაურის დონე
ალბათ ისტორიაში პირველად არის როცა Nvidia-ს კარტა უფრო ნაკლებ ძაბვას მოითხოვს ვიდრე AMD
ტემპერატურის მხრივ AMD-სთან დიდი სხვაობა არ არის მაგრამ GTX 580-ს აშკარად ჯობნის მიუხედავად იმისა რომ vapor chamber აქ არ გვაქვს.
ხმაურის დონეც საკმაოდ კარგია და GTX 480-ის შემთხვევა აქ არ განმეორებულა.
რაც შეეხება აჩქრებას როგორც ჩანს ვოლტაჟის მატების ფუნქცია ჯერ არ გვაქვს და აჩქარება საშუალდ +150 Mhz ხდება ძაბვის მატების გარეშე
საბოლოო ჯამში Nvidia-მ კვლავ შეძლო Single GPU ლიდერი კარტის გამოშვება. ფრიად საინტერესოა რომ ახალი პროდუქტი კონკურენტ AMD-ზე ნაკლებ ენერგო მოხმარებით, ნაკლები ტემპერატურით და ნაკლები ხმაურის დონით გამოირჩევა რაც აქამდე დიდი ხანია არ მომხდარა, ასევე საინტერესოა რომ GPU კრისტალის ზომა ბევრად უფრო პატარაა ვიდრე ეს Nvidia-ს სჩვევია. ხოლო ყველაზე საინტერესო და დიდი სიახლე ეს არის მისი ფასი რომელიც საშუალდ 500 დოლარს შეადგენს რაც საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში აყენებს AMD-ს, ხოლო ახალი დრაივერების გამოსვლასთან ერთად როგორც ეს ხშირად ხდება, მოსალოდნელია წარმადობის კიდევ უფრო მატება. ვნახოთ რა იქნება შემდეგი და კიდევ რა პროდუქციას შემოგვთავაზებს კომპანია Kepler არქიტექტურაზე.