Jump to content

სოსო

OC Legends
  • Posts

    10296
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by სოსო

  1. +1 სენდი მაგარია (დარია თუ ავდარია )
  2. ბალაგანი იქნება მაგრამ ფორუმიდან რა შეკრებაზეც ვყოფილვარ ყველა კარგად გამოვიდა უბრალოდ 30 კაცი არ შევკრებილვართ არასდროს
  3. პივას ვსვავ დიდი სიამოვნებით თბილისში ვარ აი დროის ამბავი რა გითხრა სამსახურს და ოჯახს მიაქვს მთელი ჩემი დრო თორემ ეხლაც რაზგონზე ვიქნებოდი მე რაც გითხარი ის გააკეთე და პროცესორზე მხოლოდ ძაბვა და მამრავლი შეცვალე მეტი ფილოსოფია მაგ სოკეტზე არ არის უბრალოდ სტაბილური სიხშირე და მაქსიმალურად დაბალი სამუშაო ძაბვა უნდა გადასინჯო ხელით რომ 24 საათი ისე დატოვო
  4. 42 მამრავლზე 1.25 ვოლტზე მეტი არ დასჭირდება შეიძლება ნაკლებიც გააჩნია როგორი ჩიტი შეგხვდა პროცესორი XMP ოპერებისთვის გინდა მარა ხელითაც შეიძლება გაწერა ოპერების დაყენება ადვილია ძალიან პრობლემა არ გექნება pll overvoltage ბაგის პონტში იყო როგორც მახსოვს მგონი ახალ ბიოსებზე გაასწორეს ეგ მაგრამ მაინც გამორთეთ პრობლემა რომ არ შეიქმნას ტურბოს რაც შეეხება ეგ მგონი პირველი ჩიპსეტი იყო რომელზეც აუცილებლად უნდა ჩართო რომ მამრავლი მოუმატოს ეგ მამრავლი ტურბო რეჟიმში მატულობს იდეაში თუ გამორთე სტოკ მამრავლს არ გასცდება ორ წუთში შედეგები უნდა მანახოთ რაზგონით
  5. max TDP Thermal design power იგულისხმება მაქსიმალური სითბო რომელსაც გამოყოფს პროცესორი ანუ რამდენად ცხელდება ძაბვის მომატებისას და აჩქარებისას მატულობს ავტომატურად პარალელურად იულისხმება მაგაში ძაბვა რასაც პროცესორი მოიხმარს ანუ კვების ბლოკიდან რამდენი ვატი დასჭირდება 100% დატვირთვაზე 100% იქნება და 50%-ზე 50% ცოტა ვერ გავიგე რა არის აქ გაუგებარი თუ პროცესორის TDP 120W შეადგეს სრულ დატვირთვაზე 120 ვატ სითბოს გამოყოფს და 50% დატვირთვაზე მხოლოდ 60 ვატს შესაბამისად 100% დატვირთვაზე მეტ დენს მოიხმარს და 50 პროცენტ დატვირთვაზე ნახევარს ეგ არის მთელი ფილოსოფია
  6. მამრავლს ვერ უმატებ? turbo mode ჩაურთე ეგ რომ გამორთულია მამრავლს არ მოგამატებინებს მაგ სისტემაზე internal PLL overvoltage - disable აუცილებლად და მერე ჩვეულებრივ AI overclock - manual უმატებ მამრავლს და უმატებ ძაბვას ძაბვას 1.4-ის ზევით ნუ გაუშვებ ტემპერატურის კონტროლით ნაკლებიც შეიძლება ჯობდეს თუ გაცხელად 1.5 ვოლტი მარტო ბენჩების გატარებას თუ აპირებ მაშინ 24 საათი არ გირჩევ მაგხელა ძაბვას load line calibration მაქსიმუმ 25% ან აუტო ბევრს რომ აძლევ კარგად რაზგონდება მაგრამ პროცესორი დეგრადაციას განიცდის
  7. 460 უფრო ნაკლებ ძაბვას მოითხოვს ვიდრე 260 და დვდ და ვინჩესტერები ასე 10 ვატს თითო ვერ გავიგე რისი გასწორება გინდა საიტზე ან გამოხმაურებით უნდა უპასუხო ან ციტირებით სხვანაირად რა არ გამოდის?
  8. სად ნახე ასეთი ვიდეო კარტა? 64 შეიდერი უნდა ჰქონდეს და 8 აქვს ეგეთი არც გამიგია ვღაცას აინტერესებდა ყალბი პროცესორები და ა ბატონო კი გაიჩითა "ყალბი" 9600 G73 ბირთვია 7600 GT ან 7600 GS იქნება მონაცემებით მაგაში ჯდება და ბირთვიც ემთხვევა და ბიოსი იქნება დაფლეშილი რომ სახელი გადაერქვათ
  9. პირველ კვებაზე +12 ვოლტზე 22 ამპერია ანუ 12*22=264 ვატი საკმაოდ ძველი კვებაა და მონაცემებიც შესაბამისად არასახარბიელო 300 ვატიან კვებებს აქვთ ეგეთი სიმძლავრე ეხლა მეორე კვებას რაც შეეხება 585 ვატი არის +5 და +3.3 განხრებთან ერთად ცალკე +12 ვოლტებზე 264+264+528 ვატი აქვსო ნუ სადღაც 450-500 ალბათ ექნება ჯამში ეგეც ძველი კვებაა passive PFC დიდი ვერაფერი მარა პირველს ბევრად ჯობია
  10. ხო ნუ გადავსებული რა თქმა უნდა ნელდება მაგრამ SSD-ზე ეს უფრო მეტად შესამჩნებია მაგაზე მინდოდა ხაზის გასმა ისე კონტროლერსაც ძალიან გააჩნია როგორ გაუძლებს გადავსებას
  11. 8-ის შედეგები შეგიძლია არ ატვირთო არ მიიღება ეგეთი შედეგები მაქსიმუმ 7 და ძველ ბენჩებში XP ჯობია ქულებისთვის მაგის გამო ორი სისტემა მქონდა დაინსტალებული მუდმივად საბენჩაოდ ისე შენი პროცესორით და სუსტი ვიდეო კარტებით 8600, 9600 და ეგეთებით კარგი ქულების დაგროვება შეიძლება, ძველ და ახალ ბენჩებშიც პროცესორის კარგ რაზგონზე საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს მაგ პროცესორს ქულებისთვის
  12. ორი რამე მომწონს მაკში მხოლოდ გადაიყვან ენას ქართულზე და მხოლოდ caps lock-ით შეგიძლია გადართო ისევ ინგლისურზე და უკან ქართულზე ფორუმზე დასაპოსტად ძალიან მოხერხებულია და მეორე მე touch pad-ს საერთოდ ვერ ვხმარობ-დი აქამდე მაუსი მერჩივნა ყოველთვის და მაკზე ვნახე touch pad რომელმაც მანახა როგორი უნდა იყოს touch pad რომ არც მაუსი დაგჭირდეს და არც "მარჯვენა" კნოპკა იმისთვის რომ ყველაფერი გააკეთო
  13. სურათების დადებას რაც შეეხება ვინდოუსიდან print screen კლავიშია კლავიატურაზე მაგით სრათს გადაიღებ და paint-ში ctrl + v გააკეთებ paste-ს პლუს მაგას ცხრა სურათი რომ არ გადაიღო 6-ჯერ შეგიძლია CPU-z გაუშვა და 6 სხვადასხვა ფანჯარას გადაუღო ერთდროულად სურათი და ბოლოს პროცესორი რაზგონზეა FSB მაგას მეტყველებს მანდ სადაც 2.8-ს გიჩვენებს ეგ ნომინალური სიხშირეა და მაგას არ შეცვლის პროგრამა აი სადაც core speed წერია ეგ არის მოცემულ მომენტში რეალური სიხშირე IDLE რეჟიმში სიხშირეს აგდებს EIST და C1E ფუნქციების გამო რომ დენი და ძალები დაზოგოს დატვირთვაზე სიხშირე ავტომატურად გაიზრდება რომ ნახო რეალურად როგორ იზრდება დატვირთვაზე სიხშირე გაუშვი CPU-z პროგრამა არ გამორთო და პარალელურ რეჟიმში აიღე რამე დიდი ფაილი 1GB მოცულობის მაგალითაად და დაიწყე არქივაცია winrar, winzip ან მსგავსი პროგრამით და მაგ პროცესშ ნახე core speed CPU-z პროგრამაში 3550-ის ფარგლებში უნდა განახოს ანუ 3.55 ghz როცა FSB 253-ია
  14. ვერ ამოგშლი და არც ამოგშლი ეგება გეწვიოს მუზა და რამე სასწაული მოახდინო 1,7 ქულით დაივიწყე მეც თავიდან
  15. მთლად სწორი შედარება არ არის სხვადასხვა კატეგორიის ლეპტოპებია ეგენი მარტო ეკრანის ზომის გამო არის სხვადასხვა კატეგორია და მერე წონა წონას ეხლა ლეპტოპებში დიდი ფასი აქვს ანუ დაბალ წონას ალბათ ამათი შედარება უფრო სწორი იქნებოდა http://www.amazon.com/Apple-MacBook-MD760LL-13-3-Inch-VERSION/dp/B00746YPQI/ref=psdc1_t1_B0074703CM_B00746YPQI http://www.amazon.com/Acer-S7-392-6832-13-3-Inch-Touchscreen-Ultrabook/dp/B00D4AX6DG/ref=psdc1_t3_B00D4AX780_B00D4AX6DG ნებისმიერ შემთხვევაში მაკი არ არის გეიმინგზე გათვლილი კომპიუტერი და სიძლიერე იმ გაგებით რითაც ვინდოუსის მომხმარებლები აფასებენ მაკში არ არის გათვალისწინებული მაკის ძირითადი პლიუსები აგერ ბარსას აქვს ჩამოწერილი ანუ ხარისხიანი მასალა ძალიან მაღალი ხარისხის აწყობა მაღალი ხარისხი დიზაინი ძალიან კარგი ელემენტი მორგებული ძალიან კარგ ოპერაციულ სისტემაზე რომელიც უფრო მეტ ხანს ძლებს ვიდრე სხვა ლეპტოპებზე თუმცა ამის მიზეზი mac os-ია იმიტომ რომ მაკზე ვინდოუსის დაყენებისას ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა ისე დიდი არ არის ანუ მანდ ოპერაციულ სისტემას აქვს დიდი დატვირთვა მაგრამ მაკზე ვინდოუსის დაყენება არც უნდა გინდოდეს რაც შეეხება ვინდოუს ლეპტოპებს მანდ გექნება თამაშები და უამრავი თავსატეხები თუ თავსატეხების ამოხსნა გიყვარს მე ორივე მიყვარს თავსატეხებიც და თამაშებიც ანუ ვინდოუსი )) მაკს რა აქვს იცი დააყენებ, ჰაჰა ერთხელ დაანასტროიკებ და იმუშავებს და იმუშავებს (აქ ვინდოუსის გადაყენება მოგიწევდა) და იმუშავებს და იმუშავებს (აქაც მოგიწევდა ვინდოუსის გადაყენება) და იმუშავებს (აქ ხელმეორედ მოგიწევდა რაღაც აურიე და იმიტომ ან პატარა ძმამ აურია რაღაც) ხოდა ესეა გაქვს მაკი არაფრის გადაყენება გადმოყენება არ გჭირდება იმიტომ რომ არ იცი და იმიტომ რომ არც გინდა იცოდე გაქვს ლამაზი ხარისხიანი პროდუქტი და ზედ ვაშლი ახატია ჩაკბეჩილი ვაშლი ვინდოუსი ჩელენჯია იქ სადღაც შეძვერი რაღაც შეცვალე იქ რაღაც დრაივერი არ წავიდა და გადაქექავ მთელ გუგლს ეძებ, პოულობ, გიხარია, ცოცხალი ხარ, Ты живешь полной жизнью !!! შეგიძლია ითამაშო შეგიძლია დაარაზგონო შეგიძლია blue screen ნახო მოკლედ თავგადასავალია მაკს ეგ არა აქვს ვიცი ზუსტად აგერ ვზივარ მაკთან... ჩემი acer მომენატრა...
  16. არ არის ეგრე hwbot-ზე იქ თუ DDR3-ს არაზგონებ ისევ DDR3-თან გიდარებენ შედეგს და ისე გიწერენ ქულებს შენ თუ 2600K-თი ყველა 920-ს აჯობე ქულებს არ მოგიტანს თუ სხვა 2600K-ებზე უკეთესი ქულა არ გქონდა 780ti რომ გაქვს სხვა 780ti-საც უნდა აჯობო რომ ქულები აიღო მე იმას კი არ გეუბნები გუნდში არ შემოხვიდეთქო იმას გეუბნები რომ გუნდში შემოდი ოღონდ რამე ღირებული გააკეთე ხალხის რაოდენობაში ქულებს არ გვიწერენ აქ რომ შედეგები იდება ბენჩმარკებში შენ გგონია ეგენი ბევრი ქულის მომტანია? არც ისე უმეტესობა შედეგებისა ასე 90% საერთოდ ქულას ვერ აიღებს hwbot-ზე
  17. ssd ჩვეულებრივ შეგიძლია ვინჩესტერად გამოიყენო ანუ მაგისთვის შეიქმნა რომ ჩვეულებრივი ვინჩესტერი შეცვალოს ssd არის იდეაში არაჩვეულებრივი ვინჩესტერი რომელიც არ ტრიალებს ანუ არ ხმაურობს ანუ ბევრად ნაკლებად ცხელდება ბევრად ნაკლებ დენს მოიხმარს ნაკლებს იწონის ბევრად სწრაფია მაგნიტი არაფერს წაშლის ზედ როგორც HDD-ზე და იდეაში მეტი აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობა ვიდრე HDD-ს SLC ძალიან ძვირია თორემ მაგის სიცოცხლის ხანგრძლივობა ადამიანის სიცოცხლეზე მეტია მგონი MLC სიცოცხლის ხანგრძლივობა სადღაც 5-10 წელია თეორიულად მაგრამ მეტი ვიდრე HDD და რაც უფრო დიდია SSD მით უფრო ხანგრძლივად იცხოვრებს 128GB-ზე დიდხანს გაძლებს 256GB-იანი და კიდევ უფრო მეტ ხანს 512GB-იანი და ა.შ. ყველაზე სუსტი TLC ვარიანტია მაგრამ 128GB ზევით ეგეც მინიმუმ 3 წელია ან მეტი ეს ვარიანტები ისეთ მუშაობას ეხება როცა ჩაწერა წაკითხვა დღეში 10GB-ს აღწევს ყოველდღე არა მგონია აქ ვინმე ყოველდღე ამდენს წერდეს და შლიდეს მინუსი ფაქტიურად მხოლოდ ერთია ბევრად უფრო ძვირია მაგრამ ესეც დროებითია ფასი უკვე განახევრდა და კიდე მცირდება მალე სულ ჩაანაცვლებს HDD-ებს ჩემის აზრით მეორე მინუსი ის არის რომ როცა SSD ძალიან გადაივსება მისი სიჩქარე მნიშვნელოვნად მცირდება თუ მოცულობის ნახევარზე მეტი დაკავებულია HDD-ზე ასე არასდროს ხდება თითქმის 90% შეგიძლია შეავსო ისე რომ სიჩქარე არ დაეცემა ასე რომ SSD-ს რომ ყიდულობ დაახლოებით უნდა გათვალო რომ 256GB-იანი საუკეთსოდ მაშინ იმუშავებს როცა ასე 128GB-მდე შეავსებ მაქსიმუმ მოკლედ რომ არა ფასი და მცირე მოცულობა ყველაფრით ჯობია HDD-ს და არც ისე ბევრი "ნასტროიკები" არ სჭირდება კარგად რომ იმუშავოს უნდა გამორთო დეფრაგმენტაცია და ისეთი ფუნქციები რომლებიც ხშირ ჩაწერა წაკითხვას გულისხმობენ და ეგ ცვლილებებიც არ იძლევიან სისწრაფის მხრივ ისეთ დიდ ცვლილებას რომ ჩვეულებრივმა იუზერმა მაგის გამო თავი აიტკიოს დღეისათვის ყველამ იცის რომ SSD-ს გამოყენების ადგილი C ანუ სისტემური დისკია ხოლო შემნახველ storage დისკად HDD ყენდება და ყველა ბედნიერია
  18. ცუდად არ გამიგო მაგრამ რისთვის რეგისტრირდები? რამე დაგირაზგონებია? ჩენ ბევრი ხალხი კი არ გვჭირდება ისეთი ხალხი გვჭირდება ვინც გუნდს ქულებს მოუტანს
  19. არ დააზიანებს რატო უნდა დააზიანოს მშვენივრად იმუშავებს საერთოდ SSD-ეებზე რაღაც ჭორის დონეზე გავრცელებული ინფორმაციები მუსირებს და მარტო საქართველოში არა ყველგან მერე მოვიცლი და დავწერ ერთ დიდ მიმოხილვას მაგაზე SSD ყველა გაგებით უფრო გამძლეა ვიდრე HDD უფრო სანდო უბრალოდ ახალი ხილია და მხოლოდ თეორიული მონაცემები არსებობს მაგრამ ფაქტია მაგ ტექნოლოგიით მყარი დისკი უფრო საიმედო უნდა იყოს ვდრე ძელი ბებერი HDD
  20. ვალიდაცია ხელახლა გააკეთე რა პოსტის დაწერისას მენიუ რომ გამოდის ფონტის ზომა და ა.შ. მანდ მარცხენა ზედა კუთხეში პირველ კნოპკას დააჭირე და ისე დააკოპირე პოსტში ვალიდაცია
  21. სტაბილური იქნება და უფრო მეტ სიხშირემდე ავა და შემდეგ უფრო მეტადაც გაცხელდება მარა როგორც გითხრეს არ ქონია მაგ ამზერს ძაბვის გაზრდის ფუნქცია
  22. ნუ მეორე აშკარაზდ უკეთესი მოდელია FSP წარმოების და მეტი ეფექტრურობითაც ნამდვილად კარგი კვება და არც ექნება არანაირი პრობლემა ნებისმიერ ორ GPU-ს დაძრავს და ნებისმიერ სისტემას ეყოფა ერთი GPU-თი ექსტრემ რაზგონზეც
  23. CPU-z სურათი მანახე როგორ დაარაზგონე თემა გადავიდა აჩქარების განყოფილებაში
  24. ზოგადად ულტრაბუკები ღირს ეგრე ასუსი საერთოდ გაგიჟდა http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=5949 http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=333&category_id=55&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=en http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=335&category_id=55&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=en 128-256გბ აქვთ სსდ და სასწაული ფასები ადევთ ადრე მართლა ძალიან ძვირი იყო მაკები მაგრამ ეხლა საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასებიი დაადეს პირიქით იაფიც კი არის ხშირად უბრალოდ მე მაკის ოპერაციული სისტემა ვერ დავამუღამე ისევ ბებერი ვინდოუსი მირჩევნია არჩევანი უკვე რეალურად ასე დგას ვაშლი გირჩევნია თუ ფანჯარა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.