Intel-ის მეექვსე სერიის ჩიპსეტების პრობლემებზე ყველამ მოვისმინეთ უკვე მაგრამ მინდა დეტალურა დავწერო თუ რა პრობლემაზეა საუბარი. 9 იანვირიდან კომპანიამ ოფიციალურად დაიწყო აღნიშნული ჩიპსეტით დედა დაფების გაყიდვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ამ დღიდან ჩიპსეტი ახალ რევიზიაზე იყო უკვე რადგან მანამდე გამოსული იგივე ჩიპსეტის დედა დაფებს პრობლემა არ აქვთ SATA-300 პორტებთან. როგორც საიტი AnandTech იუწყება პრობლემა ეხება B2 სტეპინგზე ჩიპსეტებს. პრობლემა კი მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეულ პირობებში Serial ATA პორტებზე ზოგეირთ დედა დაფაზე ეცემა სიჩქარე. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველა დედა დაფას, რომლებიც მასიურ გაყიდვაში აღმოჩნდა გააჩნია ეს დეფექტი. Intel-ი ამ თვეში აპირებს ყველა დეფექტურ ჩიპსეტზე დეფექტური ტრანსიზტორების გათიშვას. პრინციპში თუ მომხმარებელი SATA-300 პორტებს არ გამოიყენებს არავითარი პრობლემა არ იქნება რადგან SATA-600 პორტებზე აღნიშნულ ჩიპსეტს არანაირი დეფექტი არ გააჩნია.
Intel-ის პარტნიორებმა, როგორიც არიან GIGABYTE, MSI, Asus დაიწყეს დეფექტური დედა დაფების უკან გაწვევა. MSI-მ მაგალითად შეწყვიტა არა მარტო დედა დაფების არამედ GT680 სერიის ნოუთბუქების გაყიდვაც რომლებიც აღნიშნულ ჩიპსეტზეა აგებული. თებერვლის ბოლოს უკვე იგეგმება ახალი დედა დაფების პარტიის გამოშვება, რომლებიც არ იქნება დეფექტური ასევე. თუმცა შესაძლოა მარტამდე ეს ვერ მოხერხდეს. კომპანია Gigabyte-მა უკვე დაიწყო ყველა დედა დაფის უკან გაწვევა. თუ თქვენ გაქვთ ამ კომპანიის დედა დაფა შესაძლებელი იქნება მისი დაბრუნება სხვა მიზეზით დაზიანებულიც რომ იყოს და მოხდება მისი ჩანაცვლება ახალი B3 სტეპინგის მქონე ჩიპსეტზე დედა დაფით.