მეცნიერთა ჯგუფმა ჟუნ სიუს (Jun Xu) მეთაურობით - რომლებიც ოაკ რიჯის (Oak Ridge) ა.შ.შ. ნაციონალურ ლაბოარტორიაში მუშაობენ, შეიმუშავეს მზის ელემენტების ახალი ტიპი. ახალი ელემენტები სამგანზომილებიანი სტრუქტურის მქონე ფოტოელემენტებისგან არის დამზადებული. ამ ფოტოელემენტების ძირითად კომპონენტს კონუსური ნანსკოპური ზომის n-ტიპის ნახევარგამტარია, რომელიც თუთიის ოქსიდისგან არის დამზადებული. ასეთი ტიპის მზის ელემენტი გაცილებით მეტ მზის ენერგიას იკავებს და დაახლოებით 80 პროცენტით (!!!) უფრო ეფექტურია ვიდრე იგივე ფართობის ძველი ელემენტები.
ოაკ რიჯის ნაციონალური ლაბორატორიის საიტზე მოყვანილია ჟუნ სიუს კომენტარი: " სამგანზომილებიანი სტრუქტურის ელემენტის გამოყენება ელექტრული დენის განსაკუთრებული მეთოდით განაწილების საშუალებას იძლევა, რაც ზრდის მზის სინათლის ელექტულ დენში გარდაქმნის ეფექტურობას." მეცნიერთა ეს ნამუშვეარი ელექტროობის და ელექტრული ინჟინერიის ინსტიტუტის კონფერენციის წევრების მიერ მოწონებულ იქნა და შედეგები გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალ Proceedings of IEEE-ში.