იმიტომ რომ core 2 duo E6600 უფრო სუსტი პროცესორია ვიდრე E6600 pentium dual core
ამ საკითხზე ბევრჯერ გვილაპარაკია რომ dual core შეიძლება ჯობდეს core 2 duo-ს მით უმეტეს რომ ეგრე არ ყოფს ინტელი ოჯახებს
dual core ნიშნავს 2 ბირთვიანს მეტს არაფერს
ანუ დაახლოებით ასე იქნება
dual core - core 2 duo - E6600
ორ ბირთვიანი - core 2 duo ოჯახი - კონკრტული მოდელი
და
dual core - Pentium - E6600
ორ ბირთვიანი - Pentium ოჯახი - კონკრეტული მოდელი
რაც შეეხება ჯობნა არ ჯობნას
Pentium E6600 უფრო ახალი მოდელია 45 ნანომეტრულია 3.06GHz მუშაობს და ბევრად უკეთესი wolfdale ბირთვი აქვს
http://ark.intel.com/products/42807/Intel-Pentium-Processor-E6600-(2M-Cache-3_06-GHz-1066-FSB)
ხოლო Core 2 duo E6600 უფრო ძველი მოდელია, 65 ნანომეტრულია, 2.4 ghz აქვს სიხშირე და Conroe ბირთვზეა
http://ark.intel.com/products/27250/Intel-Core2-Duo-Processor-E6600-(4M-Cache-2_40-GHz-1066-MHz-FSB)
ერთადერთი პლუსი მეტი ქეშ მეხსიერებაა
რაც არ არის საკმარისი იმისთვის რომ აჯობოს