NVIDIA აპირებს გამოუშვას კიდევ ერთი ვიდეო დაფა GTX 560 SE რომელიც იქნება GF114 გრაფიკული ბირთვით რომელშიც გაუქმებული იქნება ორი SM ბლოკი. ვიდეო დაფას ექნება დაახლოებით GeForce GTX 555 (OEM edition) წარმადობა და გათვლილი იქნება Radeon HD 7770 კონკურენტად. დაფა უნდა გამოჩნდეს გაყიდვებში რამოდენიმე კვირაში.
როგორც აღვნიშნეთ GTX 560 SE არის GF114 ბირთვზე ორი გათიშული SM ბლოკით და ჯამში მას აქვს 288 Streaming Processor და 48 TMU. სამუშაო სიხშირები იქნება Core 776 MHz და შეიდერები 1552 MHz. მეხსოერების ერთი კონტროლერი გათიშულია და ინტერფეისი იქნება 192 ბიტიანი ხოლო თავად ოპერატიული იქნება 1GB GDDR5 3828 MHz სამუშაო სიხშირით.
GF114 ბირთვი ვერ იქნება კარგი არჩევანი წარმადობა/ვატების გათვალისწინებით ისე როგორც AMD-ს ბოლო თაობის 28nm გრაფიკული ბირთვებია, თუმცა წარმადობა/ფასის გათვალისწინებით GTX 560 SE შესაძლოა გახდეს კარგი არჩევანი თუ მისი ფასი 150 დოლარის ფარგლებში იქნება.