მე მაქსიმალურად ვეცდები რომ წამოვიდე.
ოღონდ ეს უკანასკნელი იყოს რესტორანში წასვლა რამე სხვა პონტი მოვიფიქროთ, თორე ვცდილობ ვეგეტარიანელობას მივაწვე და სუფრაზე იმდენი ხორცი იქნება გამიჭირდება მაგის გაკეთება.
ისედაც არ ვარ რა სუფრის კაცი მე და ამომივიდა ყელში, მიუხედავად იმისა რომ ქართულ სუფრას და წესჩვეულებებს დიდ პატივს ვცემ.
აი მაგალითად ვისაც აქ ცოტა ნორმალური ზომის ფართი მანდ შევიკრიბოთ და ვინც რა ნაწილს მოვრჩებით წამოვიღოთ და შინაურული ლანფართი მოვაწყოთ. overclockers.ge-ს წევრები ვართ და ბოლოს არც მახსოვს როდის იყო მსგავში შემთხვევა რომ თუნდაც 4-5 კაცი შეკრებილიყო და რამე კაი შედეგი დაედო.
აი მე ოპერატიულებს, პროცესორის ქულერს, თითონ პროცესორსააც და ვიდეოკარტასაც წამოვიღებ თუ მსგავსი რამ მოეწყობა და რომც დაითქუთქოს არაფერს ვიტყვი. ჰო კიდე კვების ბლოკი დამავიწყდა.
ჩემი სისტემით რეკორდებს ვერ მოვხსნით მაგრამ სხვებს ხო აქ შედარებით უკეთესები და რა იცით იქნებ გამოვიდეს რამე, აბ მეტი რისთვის ყიდულობთ 2500K ან 2600K და სხვვა High-End ნაწილებს.