Jump to content

bloodred

წევრი
  • Posts

    124
  • Joined

  • Last visited

Everything posted by bloodred

  1. Ერთი მინუსი აქვს b450. Ოპერებს მაქსიმუმ 3600 ამუშავებს. B550 უნდა აეღო
  2. არ სჭირდება ბიოსში შესვლა. მე ეგ გავაკეთე გიგაბაიტის მაზერზე. მაგ ვიდეოშია ახსნილი. ჩაწერ ბიოსის ფაილ სფლეშკაზე, შეაერთებ მაზერში და მერე მანდაა ახსნილი რა და როგორ. არ მქონდა მეც 3 სერიის პროცესორი. ასუსზეც იქნება მსგავსი ვიდეო. იქნებ ეს გამოგადგეს
  3. Ნუ ყველას არ აქვს ინთელივით კომპანიების დირექტორების მოსყიდვის უნარი. სხვა გამორიცხულია იმიტომ რომ ბოლო წლებში აემდეს სერვერული პროცესორები აშკარად ჯობდა ინთელისას.
  4. Მაგას ვამბობ მეც. ტელეფონში თამაში ნუ ეს ყველამ ვიცით რომ არაა ეს ის რასაც გეიმინგი ქვია. Ლეპტოპის სიმძლავრეზე არაა უბრალოდ მაგხელა ეკრანზე და დაბლა რომ იყურები ვერაა კომფორტული. Პლიუს მაგ კლავიატურაზე თამაში უბრალოდ კატასტროფაა. სითბოს გამოყოფა და სითბოს ართმევა უზარმაზარი პრობლემაა. Ისე ადრე ვიყიდე სამუშაოდ i7 3630qm-ზე სონის ლეპტოპი. 100-102 გრადუსზე მუშაობდა რენდერზე. Ერთი 7 წელი მე მქონდა და რავი არ დამწვარა. ხელზე რომ მციოდა გვერდიდან გამოსულ ცხელ ჰაერზე ვთბებოდი
  5. Გეიმინგ ლეპტოპი მაგარი ღადო თემაა კიდე რაც არ უნდა ძლიერი იყოს მე ვერ ვთამაშობ ლეპტოპის ფორმის აპარატზე
  6. არ დავკვირვებივარ ინთელის კარტების გაყიდვის სტატისტიკას და საერთოდ ოემის გარდა ვინმე ყიდულობს მაგ კარტებს? ფასი დაბალი არ აქვს და ობიექტურად რომ ვთქვა მე პირადად არ ვიყიდიდი მაგ კარტებს.
  7. იმას ვგულისხმობ რომ, ვისაც უკვე აქვს ინთელის მეთერთმეტე მეთორმეტე ან აემდეს მეხუთე სერია არაფერში არ სჭირდება აფდეითი თუ ვიღაც მარკეტინგს აყოლილი ტიპი ან ტექნოლოგიების მოყვარული ფულიანი ენთუზიასტი არაა. შეადარე თაობები და კარგად ჩანს რამხელაზე მოიმატა ენერგიის მოხმარებამ გინდა პროცესორებში და გინდა ვიდეო კარტებში. საერთოდ მეც და ბევრიც უკვე ფიქრობს რომ იყიდოს მინი ქეისი, მინი მაზერით და მინი კვებით. 5700G იმიტომ ავარჩიე რომ არც გაგიჟებული მოთამაშე ვარ და თამაშებს კიდე სრედნებზე და ლოუზე ყელამდე ყოფნის ამის ინტეგრირებული. არანაირი ლაგები და სტატერები არ აქვს. პროცესორის ჩასტიც ყელამდე მყოფნის მართლა ყველაფერში. 3600 რამები მიყენია ბალისტიკები. ვიფიქრე 4000 გავცვლი მეთქი მაგრამ რომ გადავხედე ტესტებს იმდენად მიზერია სხვაობა რომ გადავიფიქრე. მე პირადად ერთ სამ თაობას გადავახტები გინდა ერთი კომპანიის და გინდა მეორის.
  8. ჩვეულებრივი და დაჟე ცოტა მეტი რო უნდა იმ მომხმარებლისთვისაც კი სრულიად საკმარისია მეთერთმეტე სერიაც მეთორმეტეც და აემდეს მეხუთე სერიაც. 99% არ აქვს 500 ჰერციანი უზარმაზარი მონიტორები 1500 ვატიანი კვება და 2000$ ვიდეო კარტები ერთი ელექტრო სადგური და 1000$ წყლის გაგრილება რომ სჭირდება. Აი როგორც ჯორჯს უყვარს თქმა ჩემი 5800× და მეორე 5700g მეყოფა დობრად ხუთი და მეტი წელიც. თამაშსიც მუშაობაშიც და ა.შ. თუ ვინმეს სერვერი ან უზარმაზარი პროექტებისთვის უნდა ეგერაა თრიდრიპერი და ზიონები 500 ბირთვით. რეალურად ზედმეტია უკვე ამხელა წარმადობები მასიური მომხმარებლისთვის
  9. Გამოვა და ვნახავთ
  10. ზუსტად შენს აზრზე ვარ მეც. თუ აემდე ახალ ძლიერ apu გამოუშვებს აუცილებლად ვიყიდი მასზე აწყობილ მინი პისის. Არც 4k ვთამაშობ და არც 8k. Არც ონლაინ გეიმერი ვარ. Უზარმაზარ 9 სლოტიან და 80სანტიმეტრიანი ძლიერ ვიდეო კარტას უბრალოდ უნდა ვაწვევინო დენი. Დავდო უზარმაზარი ქეისი 9 ფშვიტინა ქულერით და წყლის გაგრილების პომპებით, უზარმაზარი ვატიანი ბლოკპიტანიით. 400 ვატიანი ინთელის 999 დიდი და დაკოდილ ბირთვებიანი პროცესორით. Დღეს ჩემი პრიორიტეტებია ჩუმი გრილი კომპიუტერი. Დენის მოხმარება და სიმძლავრის შეფარდება. კომპაქტურობა. შარშან ბევრი ავწონ დავწონე და ამ კრიტერიუმებით ავაწყე 5700G. Არქიკადში ლუმიონში, ფოტოშოფში 3დ მაქსში ყველაფერში გვყოფნის სამ ოჯახის წევრს ვინც რაში ვმუშაობთ. 32გბ 3600 რამები დავაყენე crusial დაბალი ტაიმინგებით. თამაშებსაც ვთამაშობთ 1080p ყველანაირს არც სტრატერები აქ და ლაგები.
  11. რა შედარებაა. ჯობია ბევრად. Პრემიერში არ ვიცი ალბათ გამოდგება. Ბიოსიდან შეგიძლია გაუზარდო მეხსიერება თუმცა 512 და 4გბ დატესტეს და არ ჰქონდა სხვაობა. Ალბათ ავტომატურად იყენებს იმდენს რაც სჭირდება. Მე მაქვს ამისი უფროსი ძმა 5700g Და თამაშებში არ მეგონა თუ ასე კარგად მათამაშებდა.
  12. ხო საინტერესოა. კიდე ის მაინტერესებს შესაბამისი დატვირთვის არ არსებობის შემთხვევაში ენერგო ეფექტირობისთვის ეს პატარა ბირთვები მუშაობს მხოლოდ თუ მთლიანი პროცესორი. ეს თუ ასეა ეს იქნება ყველაზე სწორი მიდგომა ამ პროცესორში. ახალი ინტეგრირებული რომ ჩადეს მიდლში ეგეც ყველაზე მეტად საინტერესოა ვიდეო კარტების დეფიციტის პერიოდში. საინტერესოა რა სიმძლავრისაა ეგ ინტეგრირებილი ჯპუ.
  13. არა მგონია ეს ინფო მართალი იყოს რადგან ერთერთი ენთუზიასტის დადებულია. როგორც წერენ ინთელის ამ პროცს აქვს 8 ძლიერი ბირთვი თავისი 8 თრიდით და 8 სუსტი ბირთვი უთრიდოთ. გამოდის 16 ბირთვი 8ძლიერი + 8სუსტი + 8 თრიდი. ანუ სულ 24 აემდეს აქვს სრული ძლიერი 16 ბირთვი + 16 თრიდი სულ 32. კაი შეიძლება ერთ თრიდში ჯობდეს. ნუ მე ეჭვი მეპარება 26% ჯობდეს მაგრამ ვთქვათ. აი მრავალ ბირთვიან რეჟიმში რანაირად აჯობებს ვერ ვხვდები. ვნახოთ რამდენიმე თვეში გავიგებთ.
  14. პრობლემა აემდესი არის ის რომ ჩიპების მწარმოებლები ვერ აკმაყოფილებენ მიწოდებას რადგან ვაშლს აქვს ყველა რესურსი დაკავებული. ამ მომენტისთვის ერთ კი არა ორი თაობა აქვთ წინსწრებით უკვე მზად მაგრამ ვერ უმზადებს tsmc.
  15. ეს სისტემა ჩვეულებრივი ყოველდღიური მოხმარებისთვის რაც არ უნდა გეიმერი ან პრადვინუტი მომხმარებელი იყო ზედმეტია. ეს არის რაბოჩი სისტემა. 3დ, არქიტექტურული გრაფიკული ან დიდი გამოთვლითი პროგრამებისთვის. ესეთი სამუშაო პროგრამები ასეთი სისტემის ფულს თავისუფლად ამოიღებს.
  16. ვნახოთ. მეც არაერთხელ დავწერე რომ მივესალმები ინტეგრირებული გრაფიკის განვითარებას თორემ მაინიგმა და ფასების კატასტროფულად აწევამ მსოფლიო დატოვა ხელცარიელი. ბევრი პლიუსიც აქვს ინტეგრირებულს. ცოტა დენის მოხმარება მინი ქეისებში მოთავსება წონა და ა.შ. მე მაგალითად აღარ ვთამაშობ ან იშვიათად. თანახმა ვარ საშუალო რეზოლუციაზე და საშუალო სეტინგებზე თუ გაქაჩავს თამაშებს ინტეგრირებულები.
  17. არ მჯერა მე ინთელის ზღაპრების. ჯერ გამოუშვას და მერე ვილაპარაკოთ
  18. მე ვფიქრობ დდრ5 უნდა დაელოდო ორივე მწარმოებელზე და მერე აირჩიო.
  19. ხო ამ პაპსა ეპლმა შეჭამა ყველა რესურსი. მაინინგმა ვიდეო კარტები შეჭამა მაგრამ წარმოების სიმძლავრეები არ ყოფნის უკვე მსოფლიოს. ხან მეხსიერების ჩიპებია დეფიციტში ხან პროცები და ხან ჯეპეუები. წელს კიდე ახალი კონსოლების გამოშვებაც დაემატა და კატასტოფა დეფიციტია ყველგან.
  20. ბევრს სულ არ აინტერესებს თამაშები. აი მე მაგალითად დამაინტერესებდა ამ ორი პროცესორის შედარება პროგრამებში. გაძვირდა ძველი რიზენებიც. ალიზე მეგონა დავარდებოდა ფასი მაგრამ უფრო მოიმატა. ესეც ვიდეო კარტები ხო არაა კაცო.
  21. შენ შეიძლება კარგი ჩიპი შეგხვდა
  22. დღეს თქვა ინთელის დირექტორმა მომავალ წლებში პისი სექტორში მთავარ კონკურენტად ეფლს განვიხილავთო. ზოგადად კარგია ბაზარი რომ გაიშალა და ერთ კომპანიას არ მიყავს პარადი მაგრამ ახლა სხვა პრობლემა გამოჩნდა. ადრე თუ ინთელი გლობალ ფაუნდერსი ტიესემსი სამსუნგი და კიდე იყვნენ კომპანიები უშვებდნენ ჩიპებს ახლა ეს TSMC გაიჭრა წინ და ყველა ცდილობს ამათ დაუკვეთოს. ამათ კიდე სიმძლავრეები აღარ ყოფნით. ამიტომ დეფიციტი წარმოიქმნა ბევრ სეგმენტში. ჯერ აემდეს პროცესორებს და ვიდეო კარტებს ძლივს ასწრებდა და ახლა ვაშლი და ინთელიც ემატება. ამიტომ თუ კონკურენციამ ფასები დააგდო ეს დეფიციტი ფასებს ზემოთ წევს. ამას ემატება ეს ოხერი კიბო მაინინგიც. ახლა აშკარად გამოჩნდა რომ საჭიროა ახალი ჩიპების დამამზადებელი. აქაა უკვე საჭირო კონკურენცია.
  23. მე მქონდა ადრე E5450 მაგ მაზერზე 3.8 მეტი ვერ დავიჭირე სტაბილურად. 3.9 ლურჯ ეკრანს მიგდებდა. ვოლტაჟი არ მახსოვს მაგრამ კაი ბლომად მქონდა დაყენებული. თუ 3.8 იმუშავებს დატოვე. 3.8 და 4.0 შორის დიდი სხვაობა არ იქნება.
  24. ინთელმა იმიტომ გადაასწრო მაშინ რომ უკეთესი პროცესორები გამოუშვა რასაც აემდემ 15 წელი ვეღარ უპასუხა. როცა უპასუხა შედეგიც სახეზეა. გოგლა თქმის არ იყოს 3-4 წელი უნდა კიდე ასეთი ტემპით რომ აემდე ფეხზე დადგეს. ჩინური რუსული და სხვა ალტერნატივა თუ შემოვა მივესალმები. იგივეს მივესალმები ვიდეოკარტების ბაზარზე თორემ არაადეკვატური კოსმოსი ფასებია. თან ეს ორი კომპანია ვეღარც აკმაყოფილებს ბაზარს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.