-
Posts
124 -
Joined
-
Last visited
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by bloodred
-
ინთელი იძულებილია მაქსიმალურად დაწიოს ფასები. შეტრიალდა სიტუაცია. ადრე აემდე აკეთებდა იგივეს. ახლა ფასი წარმადობით ინთელი უკეთესი გახდა. რომ შეეძლოს ინთელი არაფრით არ იზავდა ფასის დაწევას. როგორც ჩანს არ შეუძლიათ. როგორც ჩანს ვერც 10 ნანომეტრი გამოდის ისეთი რომ რამედ ღირდეს. მოკლედ ასე თუ გაგრძელდა ნელნელა ფინანსური გათანაბრებაც მოხდება.
-
მე იმას ვამბობ რომ ამ სერიით აემდეს 5000 სერიას ვერ გადაასწრო. კონკურენტული გარემო ვერ შექმნა. ამდს პროცესორების გაყიდვის პრობლემა არ აქვს. პირიქით დამზადების პრობლემა უფრო აქ. მყიდველი მეტია ვიდრე მიწოდება შეუძლია. ეს კი იმას ნიშნავს რომ ფასს არ დააგდებს. შენ კი იცი ამას მე სულ ინთელზე ვწერდი და ახლა აემდე დგას მაგ რელსებზე. რაც მომეწონა და მთელი გულით ვგულშემატკივრობ ეს ინტეგრირებული ვიდეოა ინთელის. ინთელმა თუ ვიდეოკარტების გამოშვებაში წარმატებას მიაღწია ეს ყველას წაგვადგება. ისეთი ცუდი სიტუაციაა ვიდეოკარტების მხრივ ეს შვება იქნება.
-
ის. მაზერი რა ღირს მაგხელა ენერგო მოხმარებას რომ გაუძლოს? მაგას იაფიანზე ვერ დააყენებ. რა შუაში კიდე აემდეს ლიმიტი რომ მოუხსნა ენერგომოხმარების? რატომ უნდა მოუხსნა? არ სჭირდება მეტი. აი ამ 11900 სჭირდება. ვერ ეტევა მაგ პაკეტში. ფასს თუ დაადებენ იაფს თორემ ძვირი მაზერი ძვირი პროცესორი ძვირი გაგრილება კაი ფასს აარტყავს და ვის რა ჯანდაბად სჭირდება მაგი ამხელა ფასად? მე ველოდებოდი ამ ყველაფერში რომ წინ წავიდოდა და კონკურენცია იქნებოდა. ახლა ეს არაფერი არაა. ინთელის თავგადაკლული ფანი ან გაუთვიცნობიერებელი მყიდველი თუ იყიდის. აი ვკითხოთ აქაურ უზერებს 5800x da 11900 შორის რომელს აიღებდნენ და უცბათ გავიგებთ. შენ უფრო მეტად ხარ ფასებში გათვიცნობიერებული და დადე აბა რა დაჯდება ზბორკა აემდესი და ზბორკა ინთელის.
-
ამ ინთელის მეთერტმეტე სერიამ აემდეს FX და ინთელის პრესკოტის დაპირისპირება გამახსენა. მაშინაც ზუსტად იგივე სიტუაცია იყო როცა იმ მონენტში ინთელმა ვერაფერი ვერ დაუპირისპირა თანამედროვე აემდეს FX და გამოუშვა ორბირთვიანი სიხშირებ გამოწურული უცხელესი პრესკოტები უზარმაზარი ენერგო მოხმარებით. მაზერბორდებს წვავდა ის პროცესორები. ახლაც ცდილობს ოღონდ რამდენიმე პროცენტით გადაასწროს და 250 ვატიან 14+++++++++++ ტექნოლოგიას წურავს ბოლომდე. მაქს 125 ვატიან 5800x 250 ვატიანი 11900კ 6.5% ასწრებს. არ ვიცი ვინ იყიდის ამხელა თბოპაკეტიან პროცესორს რომელიც ბოლომდე გაჭინთული 6% ასწრებს მხოლოდ კონკურენტს. ისიც რეალურ პროგრამებში არ ვიცით გაასწრებს თუ არა. ეს არის სრული ფიასკო. ერთადერთი ინტეგრირებული ვიდეო არის მანდ წარმატება რაც უდაოდ გასახარია.
-
დაკარგავენ და დაკარგონ ჯორჯ. ეგ არაა სადარდებელი ჩვენი. ფასსაც დაუწევენ. ვიდეო კარტაზე ვარ გამწარებული. ამ ზაფხულს 250 ლარად აემდეს 570 580 ვყიდულობდით და ახლა 500 ლარი უნდა. უნდა რაღაც შეზღუდვა დააწესონ ლიცენზიის გამცემმა ორგანოებმა ამერიკა ევროპაში რომ ვიდეო კარტებს აღარ ქონდეს მაინინგის ფუნქცია. გამოუშვან სპეციალური ვიდეოკარტები მაგისთვის რომელსაც სხვა ფუნქციები არ ექნებათ. ვიღაცა რომ მაინინგობს ამის გამო ჩვეულებრივ უმრავლესობას რატომ უნდა გაგვიძვირდეს ორჯერ სამჯერ? იმას ამოუწყდა ოჯახი ვინც ეგ მაინინგი გამოიგონა პირველად. მაგისი წვრილი მზერა გავფანტე.
-
მოკრძალებული კი არაა აემდეს გეგმები უბრალოდ არ სჭირდებათ მეტი. აემდე უკვე დაადგა ნელნელა გაძვირების გზას. იყიდება ეგრევე და ფასმაც მოიმატა. ახლა ინთელის პროგრესი გვჭირდება რომ ფასები დარეგულირდეს ისევ. ნეტა ვიდეოკარტების ბაზარზე გამოჩნდებოდეს რამდენიმე მწარმოებელი თორემ კარტა ვერ გიყიდია კაცს მანქანის ფასი დაედო ამ დებილი მაინინგის გადამკიდე. ნეტა აკრძალავდნენ.
-
ჰო ეგრეა ვიდეოებზე. გადავხედე სხვადასხვა ტესტებს. 1060 ჯობნის. ახლა დავაკვირდი და ლუმიონს სულაც არ სჭირდება თურმე ამდენი ბირთვები. უფრო ვიდეო კარტის სიმძლავრე უნდაო და ოპერატიული მინიმუმ 16გბ. მაშინ 1155 მაქვს ი5 3570 და იმაზე ჩავსვავ რამე ზიონს 3770 შესაბამის. ვიდეოზე ავიღებ ორიენტაციას
-
ჯორჯ შენ როგორ ფიქრობ. რენდერისთვის მჭირდება კომპი სასწრაფოდ. ამდს ვერ ავიღებ ამ ეტაპზე მაგდენი ფული არ არის. აი ეს რომ ავიღო სიმძლავრე ფასის შეფარდებაში წავა? Kllisre X99 LGA2011-3 DDR3- DDR4 + E5 2678v3 +16gb ram სადღაც 100$ ღირს პროცესორი და გაგრილება ძვირი დაჯდება ამისი? ხო კიდე ლუმიონს უფრო ვიდეოკარტა ჭირდება მძლავრი და 150-200$ ფარგლებში 1060 ავიღო თუ 580
-
მამალი ინთელბოია. 5 სისულელე ჩამოწერა.
-
მეც ამას ვამბობ 2 წელია. პრინციპში ყველა ამას ვამბობთ ამ ფორუმზე ჯორჯის გარდა.
-
AMD-მ წარადგინა Radeon RX 6000-სერიის ვიდეო დაფები
bloodred replied to Magdalena's topic in AMD (ვიდეო დაფები)
ყოჩაღ ამდ! აი კომპანია და ხალხი. სად მოაგროვეს ამდენი ნიჭიერი ხალხი ერთად. კომპანია რომელიც კაპიტალიზაციით და რესურსით ბევრად ჩამორჩება გინდ ინთელს და გინდ ნვიდიას მაინც წინ მიდის და სისხლს უშრობს ორ მონოპოლისტ გიგანტს. მაგარი კარტებია. ვნახოთ რეალური ტესტები აბა. -
ნუ ჩქარობ ჩემო გიორგი ნუ ჩქარობ. არც აემდეს ეჩქარება ახლა და არც ჩინელებს. დრო ახლა მილიარდერი კომპანიის წინააღმდეგ მუშაობს. ეგ მილიარდები ნელნელა დაეხარჯებათ თუ ისეთ ბანძ პროდუქციას გამოუშვებენ რასაც ახლა უშვებენ. დაჟე ისიც კადრეს მომხმარებელს და აქციონერებს რომ 14 ნანომეტრზე ახლა უფრო მეტი გვრჩება ვიდრე 10 ნანოზე და ამიტომ ჯერ 2023 წლამდე გამოვუშვებთ ამ ხლამსო. ეს პოსტიც დაიმახსოვრე. 2-3 წელში ვნახავთ სად იქნება ინთელი. გეიმერებსაც წაართმევს გოს სექტორსაც ნოუთბუქებსაც და სერვერებსაც. ერთმანეთს ვერ ასწრებენ ინვესტორები აემდეს აქციების ყიდვას. ინთელ რიპ!
-
აგებს ყველგან და ყველაფერში უკვე ინთელი. ზატო გოსზაკაზები და ბევრი ფული აქ დ: შარშანწინდელი პოსტების ძებნა მეზარება რეებს წერდნენ აემდეს რიზენების საცოდაობაზე და ინთელის მიუწვდომელ დიდებაზე ზოგიერთი ღრმად პატივცემული უზერები. ინთელ რიპს ვიტყვით მალე როგორც კოდაკი ნოკია და კონიკა ჩაიძირა.
-
აღარ დარჩა არცერთი არგუმენტი რატომ უნდა იყიდო ინთელი. აი ესაა კონკურენცია. ახლა საჭიროა აემდემ კაპიტალიზაცია დაიწყოს. ინთელის კაპიტალიზაციას უნდა მიუახლოვდეს რაც შეიძლება მალე. აუცილებელია სასერვერო და მობილ სეგმენტიც წაართვას. ეს მატყუარა კომპანია თავის აქციონერებს და კლიენტებს უკვე 7 წელია ატყუებს რომ აი დღე დღეზე გამოუშვებს 10 და 7 ნანომეტრს. ახლა ამ მომენტში აემდეს ეს სერია საჭირო იყო ფსიქოლოგიური ბარიერისთვის რომ ხალხმა დაინახოს აემდემ ყველა კომპონენტში ყველგან გაასწრო ატრივით. შემდეგი სერიაც მაქსიმალურად ძლიერი უნდა გამოუშვან. იქაც უნდა დაჩაგრონ. ხალხის თავში უნდა ჩამოყალიბდეს აზრი რომ აემდე თუ გაქ ესე იგი მაგარი პროცესორი გაქვს. მარკეტინგი ძლიერი რამეა. მერე ღორ ნვიდიასაც მოევლება ფული თუ ექნებათ.
-
უყურეთ ზენ3 პრეზენტაციას?ინთელო დავაი დასვიდანია! ერთი რამდენიმე ფპს ქონდათ მეტი რამდენიმე თამაშში და მაგაშიც ჩამოიხიეს. აი რაღატო უნდა იყიდო ინთელი. დავაი დავაი დასვიდანია
-
100 დოლარიანი ზბორკა კაი იქნებოდა ცოტა უკეთესი პროცი რომ ჩაედოთ. ეგ ზიონი მკვდარია.
-
3090 იყიდის მსოფლიოში ალბათ რამდენიმე ათასი კაცი. ეს უფრო იმიჯ კარტაა აი რა მაგრები ვართო. რად მინდა ისეთი კარტა რომელიც ამდენი ეღირება და ამდენ დენს დაწვავს? მასე ინთელს ქონია საცდელი მოდელი რომელიც მაგაზე რამდენიმეჯერ მძლავრიაო მაგრამ ერთი ჰესი უნდა. რაჯამ თქვა შეგვიძლია 100- 200 ტერაფლოპის კარტაც გამოვუშვათ და ბევრად მეტიცო. მთავარი ისაა სამომხმარებლო სეგმენტი რასაც ხმარობს იქ რა სიმძლავრეს შესთავაზებენ რა ფასში.
-
არაფერი ნოვაციური და ახალი არ გაუკეთებია არქიტექტურაში ინთელს სენდის მერე და არც ახლა არ გააკეთებს. არ კი არა ვერ გააკეთებს.
-
ეჰ იყო დრო 3dfx ibm xerox nokia ericsson და სხვებიც ცურავდნენ ფულში. ახლა სად არიან? შემოსავალი რომ აქვთ გასავალიც აქვთ. პროცესორებში ინთელის ბლატაობა მორჩა. დღეს იქნება ხვალ თუ 5 წლის მერე მორჩება კინო. ალბათ რესტორნების და ტანსაცმლის მაღაზიების ქსელს გახსნიან ოღონდ შტეუდი უნდა გააგდონ თორემ იქაც დაღუპავს
-
საცოდავმა ინთელის დირექტორმა ბოდიში მოუხადა ინვესტორებს და კლიენტებს. 7ნმ 3 წელში გვექნებაო. მანამდე უმეტესად 14+++++++++ და კიდე ++++ პროდუქციას მოგაწვდითო გაგებით მოეკიდეთო. ტოპ 10 ყველაზე მეტად გაყიდვად პროცესორებში 7 აემდეა მარტო ერთ დღეში ინთელის აქციების ფასებმა 16% დაიკლოო როცა აემდეს აქციების ფასი გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმზეა. გვითხარი რამე ჯორჯ თორემ გვენგრევა სარაია
-
აი შუაზეც რომ გაიხნენ მაინც ვეღარ გაიქცევიან წინ. იმიტომ რომ აღარ იძლევა ტექპროცესი და არქიტექტურა მაგის საშუალებას. ფიზიკას ვერ აცდებიან ვერავინ. ლონგ რანი არა შოთ რანი. ამ ტექნოლოგიით ბლატაობა მორჩა. ქორ2 დუოს და აი7 მონოპოლია დამთავრდა. ახლა ვეღარავინ ვერსად ვეღარ გაიქცევა წინ კონკურენტთან შედარებით. დაჟე სხვა პროცესორების მწარმოებლები დაეწევიან ორივეს რამდენიმე წელში. აი როგორი თემაა იცი? ადრე რომ გამოდიოდა ბრენდი ტელეფონები და ანალოგი ჩინური ტელეფონები. აი როგორც ცა და დედამიწა ეგეთი სხვაობა რომ იყო. მერე შემცირდა ჩამორჩენა და ახლა ბევრი ჩინური მწარმოებელი ჯობნის ძველ ბრენდებს. ვიდეო კარტებზე ხომ საერთოდ მარაზმი მიდის. უმატებენ და უმატებენ ბლოკებს. იმატებს და იმატებს ენერგო მოხმარება და კარტის ფიზიკური ზომა. სადამდე? მეტრიან სიგრძის კარტებს გამოუშვებენ მალე ალბათ 9 მოლექსით და 8 ფანით. მოკლედ გატრუხდა და გატრუხდება მალე ეს ტექნოლოგიები. ექსკლუზივები ისტორიას ბარდება. 100 მილიარდი. 100 მილიარდი რა ჯანდაბაში გამოიხატება თუ 100ჯერ პატარა კომპანიამ გაჯობა ტექნოლოგიებში და წარმადობაში. წვრილად დაახვიოს შტეუდმა და უკან გაიკეთოს ეგ 100 მილიარდი. გაუკეთეს უკვე. ჩვენ რა მერე რა ხეირი? შეიცვლება ეგ სტატისტიკებიც ჯორჯ შენ არხეინად იყავი. მე ინთელის და აემდეს პროცესორები მაინტერესებს და სულ არ ვდარდობ ინთელის სხვა ბიზნესებს და მოგებებს.
-
საერთოდ არ მაინტერესებს ეგ საკითხი ვის რა წილი აქვს. მაგი არ აისახება პროცესორების ფასზე და სიმძლავრეზე. ფაქტია არც ტექნიკის განვითარებაზე. მაგ 1.8% წილის აემდემ იმ პატარა რესურსებით უკეთესი დესკტოპებიც მოგვცა, ბევრად მძლავრი სასერვერო პროცესორებიც რომლის ანალოგი არ აქვს ჯერ ინთელს, უკეთესი მობილური პროცესორებიც გამოუშვა და ბევრად უკეთესი ინტეგრირებული გრაფიკაც. უკეთესი ენერგო მოხმარებაც და ფასიც უკეთესი. ახლა სდიე 144 ფსპეთი ითამაშებ თუ 135 ით ასეა ეს! ახლა 1 წელში საერთოდ 5 ნმ გადავა და სდიოს ინთელმა სტატისტიკას და ქრთამები აძლიოს გოს სექტორს და მწარმოებლებს
-
მათემ და მე ვიცით ის რომ ღორებს არ დავუჭიროთ მხარი. ვინც გინდა ის იყოს. დანარჩენი ყველამ თავის საქმე იცის. უბრალოდ თუ მაგრები იყვნენ როგორც ჯორჯი ხატავს ინთელს გაეგრძელებინათ იგივე ფასში პროცესორების გაყიდვა. ინთელის ფანები ვერ ხვდებით ერთ ჭეშმარიტებას. იმ ფასში ახლა რომ გეღირსათ ინთელის პროცესორები ეგ აემდეს დამსახურებაა. რა ტექნოლოგიებში ფულის ჩადებაზეა ლაპარაკი წესიერი აპარატურა არ უნდათ აესემელისგან რომ იყიდონ ისეთი ღორები არიან. ძველი სკანერები გაწყვიტეს წელში. კი ბატონო გათავხედება აემდეც და ყველაც თუ მარტო დარჩა მაგრამ ჯერ იქამდე ძალიან შორია იმდენად დიდია ღორი ინთელის რესურსი. იყიდე აემდეს ბარათები და ხელს შეუწყობ ნვიდიას ალაგმვას. თან ინთელი და ნვიდია იყიდო და თან დაბალი ფასები გინდოდეს არ გამოდის ეგრე სხვის ხარჯზე
-
არც თამაშითაა ყველა დაკავებული. დადე ინთელის ზიონის ტესტები და უარესი იქნება გეიმინგში. და თუ ინთელის სასერვერომ კიდე უფრო მოიმატა მაგაში არაფერია გასახარი. პირიქი. ხომ გვიხარია 6-8-10-12-16 ბირთვები ხელმისაწვდომ ფასად. აი ეგ არის აემდეს დამსახურება თორემ კიდე კაი ხანი იმაიმუნებდა ინთელი. ნელნელა ართმევს ბაზარს და ეს კარგია. ნუ სექტა სექტაა და ეგენი ორჯერ ნელიც რომ იყოს ინთელი და ხუთჯერ მეტიც რომც ღირდეს მაინც ინთელს იყიდიან.
