Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7329
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. რამდენიმე კვირის წინ კონფერენცია WWDC-ის ფარგლებში Apple-მა დააანონსა მობილური ოპერაციული სისტემის შემდეგი ვერსია, iOS 18. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის სტაბილური ვერსია საჯაროდ შემოდგომაზე გახდება ხელმისაწვდომი, Apple-მა უკვე დაიწყო მუშაობა iOS 19-სა და კომპანიის სხვა ოპერაციული სისტემების განახლებებზე, რომლებიც მომავალ წელს გამოჩნდება. ფოტოს წყარო: 9to5mac.com ამის შესახებ Bloomberg-ის ჟურნალისტმა მარკ გურმანმა განაცხადა. ჟურნალისტის თქმით Apple-მა „ოფიციალურად დაიწყო მუშაობა 2025 წლის მთავარ ოპერაციულ სისტემებზე“. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ნაადრევად მოგეჩვენოთ, გურმანი აღნიშნავს, რომ განვითარების ეს გრაფიკი Apple-ისთვის ნორმალურია. ასევე ცნობილია, რომ iOS 19 მუშავდება კოდური სახელით Luck. macOS 16-ს ეწოდებოდა Cheer, watchOS 12-ს - Nepali, ხოლო VisionOS 3-ს Discovery. ჯერჯერობით უცნობია, რა სიახლეების დანერგვას გეგმავენ დეველოპერები მომავალ განახლებებში. რაც შეეხება iOS 18-ს, პროგრამული პლატფორმის ანონსის შემდეგ OS-ის პირველი ბეტა-ვერსია ხელმისაწვდომი გახდა აპლიკაციების შემქმნელებისთვის. iOS 18-ის მეორე ბეტა ვერსია დეველოპერებისთვის მიმდინარე თვის შუა რიცხვებში გამოვიდა. OS-ის პირველი სამომხმარებლო ბეტა-ვერსია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩამოტვირთვისთვის შემდეგ თვეში. iOS 18-ის სტაბილური ვერსიის გავრცელება შემოდგომაზე ახალი iPhone-ების გამოშვებასთან ერთად დაიწყება. https://tinyurl.com/47wwy9xn
  2. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირებჟის კომისიამ (SEC) უჩივლა ConsenSys-ს, საფულე MetaMask-ის შემქმნელს. სარჩელი ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქში შევიდა. დეპარტამენტის ცნობით კომპანიამ კანონი MetaMask Staking სერვისის მეშვეობით დაარღვია. მარეგულირებელი აცხადებს, რომ: 2020 წლის ოქტომბრიდან ConsenSys „ფუნქციონირებს, როგორც არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ბროკერი“; 2023 წლის იანვრიდან კომპანია დაკავებულია არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების შეთავაზებითა და გაყიდვით MetaMask Staking-ის საშუალებით. კერძოდ, ნახსენებია ლიკვიდური სტეიკინგი სერვისები Lido და Rocket Pool. „როგორც არარეგისტრირებულმა ბროკერმა, ConsenSys-მა შეაგროვა 250 მლნ აშშ დოლარზე მეტი საკომისიო“, - ამტკიცებს SEC. 26 აპრილს კომპანიამ შეიტანა სარჩელი კომისიის და მისი ხუთი თანამშრომლის წინააღმდეგ „ETH-ზე მეთვალყურეობის“ გამო. მასში მან მოუწოდა სასამართლოს ოფიციალურად დაამტკიცოს ფორმულირება, რომელიც არ განიხილავს აქტივს ფასიან ქაღალდად. ივნისში ConsenSys-მა განაცხადა, რომ SEC-ის აღსრულების განყოფილებამ დახურა გამოძიება Ethereum 2.0-ზე. სააგენტომ ეს ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ გაგზავნა წერილი, სადაც მოითხოვა აქტივების კლასის დაზუსტება spot ETH-ETF-ების დამტკიცებისას. მოგვიანებით კომპანიამ განაცხადა, რომ აპირებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით უფრო მეტი მარეგულირებელი სიცხადის მიღწევას, ამიტომ გააგრძელებს SEC-თან ბრძოლას სასამართლოში. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის აპრილში უდიდესმა დეცენტრალიზებულმა ბირჟა Uniswap-მა მიიღო გაფრთხილება სააგენტოსგან სარჩელის შესაძლო შეტანის შესახებ. https://tinyurl.com/5627yzyp
  3. მარკ ცუკერბერგის თქმით Meta "თითქმის მზად არის" წარადგინოს უახლესი შერეული რეალობის მოწყობილობის პროტოტიპი. ამერიკელ ბლოგერ კეინ სატერთან ინტერვიუში Meta-ს ხელმძღვანელმა მოწყობილობას „სრულიად ჰოლოგრაფიული“ სათვალე უწოდა. ფოტოს წყარო: Mark Zuckerberg „ყველა ადამიანისთვის, ვისაც იგი ვაჩვენე, რეაქცია თავბრუდამხვევი იყო. მოუთმენლად ველი, რომ მოწყობილობა უფრო მეტ ადამიანს წარვუდგინო“, - განაცხადა ცუკერბერგმა. კომპანია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე ყოველწლიურ კონფერენცია Connect-ის ფარგლებში წარადგენს შერეული რეალობის სათვალის პირველ ვერსიას, ეს იქნება პროექტი სახელწოდებით Orion. სავარაუდოდ, მოწყობილობა არ გამოვა გაყიდვაში წარდგენიდან მალევე, მაგრამ უახლესი ტექნოლოგიის დემონსტრირებამ შეიძლება გამოიწვიოს აღფრთოვანება Meta-ს ინვესტიციებთან დაკავშირებით ამ სფეროში. „ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ პროტოტიპის, არამედ სრული სამომხმარებლო ვერსიის შექმნაზე“, - აღნიშნა ცუკერბერგმა. მან აღნიშნა, რომ მოწყობილობის პროტოტიპი შესაძლოა არ გამოიყურებოდეს "ყველაზე ელეგანტურად". ცუკერბერგს არ დაუზუსტებია დეტალები, მაგრამ სათვალეს, სავარაუდოდ, ექნება სქელი ჩარჩო, რათა მოთავსდეს შერეული რეალობის მოწყობილობა. ამავდროულად, Meta-ს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ "საუბარია აუცილებლად სათვალეზე" და არა შერეული რეალობის ჰედსეტზე, როგორიცაა Meta Quest ან Apple Vision Pro. გასულ წელს Meta-ს ტექნიკურმა დირექტორმა და Reality Labs-ის განვითარების ხელმძღვანელმა ენდრიუ ბოსვორთმა განაცხადა, რომ მომავალი AR სათვალე შეიძლება იყოს „პლანეტის ყველაზე მოწინავე მოწყობილობა ამ სეგმენტში“. ცუკერბერგის თქმით მოთხოვნამ Meta Ray-Bans სათვალეზე, რომელსაც აქვს ინტეგრირებული კამერები და ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ არ აქვს ციფრული დისპლეი, კომპანიის მოლოდინს გადააჭარბა. ამიტომ, Meta-მ გადაწყვიტა ფოკუსირება მოეხდინა AR-ტექნოლოგიის რაც შეიძლება მეტ მომავალ პროდუქტში ინტეგრირებაზე, ამავდროულად შეინარჩუნა მოწყობილობისთვის სათვალის ფორმა. ”ადრე ვფიქრობდი, რომ გვჭირდებოდა სრულფასოვანი ჰოლოგრამები რეალობის ეფექტის გასაძლიერებლად. მაგრამ ხელოვნურმა ინტელექტმა ხელი შეუწყო ისეთი დიდი ნაბიჯების გადადგმას, რომ ახლა ვფიქრობ, უფრო მარტივი რეალიზაციის პროდუქტი უფრო მიმზიდველი იქნება“, - აღნიშნა ცუკერბერგმა. წლების განმავლობაში Meta-მ მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩადო განყოფილება Reality Labs-ში, რომელიც პასუხისმგებელია უახლესი პროდუქტების შექმნაზე, მათ შორის VR და AR მოწყობილობებისა და Metaverse-ის ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით. თუმცა, ცუკერბერგის თქმით, შესაძლოა მრავალი წელი იყოს საჭირო, რათა ამ ყველაფერმა მნიშვნელოვანი მოგების გამომუშავება შეძლოს. https://tinyurl.com/4zmupvrm
  4. 2026 წელს Apple გეგმავს დაიწყოს კამერებით აღჭურვილი AirPods უსადენო ყურსასმენების მასიური წარმოება, აცხადებს Ming-Chi Kuo, TF Securities-ის ცნობილი ანალიტიკოსი. იმის შესახებ, რომ არსებობს ინტეგრირებული კამერებით AirPods-ის გამოშვების პოტენციური შესაძლებლობა გარემოს უფრო მკაფიო აღქმისა და ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან ურთიერთქმედების მიზნით, Bloomberg-მა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განაცხადა. ფოტოს წყარო: Apple ბოლო ანგარიშში Kuo-მ აღნიშნა, რომ ახალი AirPods წარმოდგენილი იქნება ინფრაწითელი კამერით ისეთივე, როგორიც ეს ტექნოლოგია გამოიყენება Face ID ფუნქციის განსახორციელებლად iPhone-ებსა და iPad-ებში. ანალიტიკოსის თქმით Apple-ის მიზანია AirPods-ის კამერები ინტეგრირებული იყოს Vision Pro-ს შერეული რეალობის ჰედსეტსა და Apple Vision-ის შემდეგი თაობის მსგავს მოწყობილობასთან. კერძოდ, ახალი AirPods გააუმჯობესებს სივრცითი ხმის ხარისხს. მაგალითად, თუ მომხმარებელი, რომელიც ატარებს ახალ AirPods-ს, თავს მიაბრუნებს, რათა იხედებოდეს გარკვეული მიმართულებით ვიდეოს ყურებისას Vision Pro-ს გამოყენებით, ამ მიმართულებით აუდიო წყარო შეიძლება იყოს გამოყოფილი სივრცითი აუდიოს ხარისხის გასაუმჯობესებლად და ვირტუალური გარემოს უფრო რეალისტურად წარმოჩენისთვის. Kuo ამტკიცებს, რომ AirPods-ის ინფრაწითელ კამერას შეეძლება აღმოაჩინოს ცვლილებები გარემოს გამოსახულებაში, რაც „პოტენციურად შესაძლებელს გახდის სივრცეში ჟესტების მართვას, რათა გააუმჯობესოს ადამიანისა და მოწყობილობის ურთიერთქმედება“. ანალიტიკოსის თქმით Foxconn მიაწვდის კომპონენტებს ინფრაწითელი კამერისთვის, რომლებიც გამოყენებული იქნება AirPods-ში. Foxconn-ის საწარმოო სიმძლავრე საშუალებას აძლევს აწარმოოს დაახლოებით 18-20 მილიონი ერთეული კამერა, რის შედეგად შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილ იქნას დაახლოებით 10 მილიონი AirPods. https://tinyurl.com/y5kmf64p
  5. კრიპტო ბირჟა Bybit გახდა მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა მსოფლიოში ვაჭრობის მოცულობის თვალსაზრისით, მას შემდეგ რაც აქტიურად დაიწყო გაკოტრებული FTX პლატფორმის ყოფილი მომხმარებლების მოზიდვა. ფოტოს წყარო: Sajad Nori/Unsplash გენერალურ დირექტორ ბენ ჩჟოუს თქმით Bybit-ის ზრდა გაძლიერდა FTX-ის მიერ დატოვებული სივრცის სერვისით შევსებით, რომელიც საშუალებას აძლევს ციფრული ტოკენების გამოყენებას გირაოს სახით მარჟინალურიშ ვაჭრობისთვის, აცხადებს ახალი ამბების პლატფორმა South China Morning Post. ”როდესაც FTX დაიშალა, ჩვენ დავინახეთ გარკვეული შესაძლებლობა,” - თქვა ჩჟოუმ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა სემ ბენკმენ-ფრიდის პოპულარული, მაგრამ თაღლითური პლატფორმის დაშლაზე, რომელსაც ახლახანს მიესაჯა ხანგრძლივი პატიმრობა. ანალიტიკურ კომპანია Kaiko-ს მონაცემებით Bybit-ის სავაჭრო მოცულობის წილი ოქტომბრის შემდეგ გაორმაგდა 16%-მდე, მარტში გადაუსწრო აშშ-ის ლიდერ Coinbase Global-ს. ჩჟოუს პლატფორმა მხოლოდ Binance Holdings-ს ჩამორჩება სპოტ და დერივატივების ტრანზაქციების მოცულობით. FTX-ის დაშლის შემდეგ Bybit-მა გამოუშვა სავაჭრო ანგარიში, რომელიც საშუალებას აძლევს 160-ზე მეტი ტოკენის გამოყენებას ჯვარედინი მარჟინალური ვაჭრობისთვის. თუმცა, მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ არარეალიზებული მოგება ახალი პოზიციების გასახსნელად. ”ჩვენ გავაკეთეთ ისეთი რამ, რაც არავის ჰქონდა”, - თქვა ჩჟოუმ. და ზოგადად, კომპანიისთვის ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, რადგან კრიპტოვალუტების ბაზარი ახალ ზრდას განიცდის Bitcoin-ის განახევრების და 2022 წელს FTX-ის დაშლასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ. Bybit-ის უმსხვილესი ბაზარი ამჟამად ევროპაა, რომელიც სავაჭრო მოცულობის დაახლოებით 30-35%-ს შეადგენს. ცალკე, დაახლოებით მეხუთედი მოდის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე (დსთ). თუმცა, Bybit-ს მანევრირება უწევს დასავლეთისა და შეერთებული შტატების სანქციების გამო. ბირჟა ამოწმებს რუს მომხმარებლებს და იცავს „ძალიან მკაცრ სანქციების წესებს“, ხაზს უსვამს ჩჟოუ. საინტერესოა, რომ კომპანია გეგმავს ოფისის გახსნას საქართველოში - ყაზახეთში ბირჟის მუშაობის ნებართვის მიღების შემდეგ. აგვისტოში ასევე იგეგმება ოფისის გახსნა ნიდერლანდებში. Bybit ასევე ყურადღებას ამახვილებს პლატფორმებსა და პრემიუმ ბროკერებს შორის ურთიერთობაზე, რომლებიც მთავარ როლს ასრულებენ კრიპტო ბაზარზე ლიკვიდობის უზრუნველყოფაში. მაისში ბირჟამ დაიწყო ამ ბროკერებთან ურთიერთობის გადახედვა, რათა უზრუნევლეყო მათზე უფრო მკაცრი კონტროლი. კომპანიას ჰყავს 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი და არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტო ბირჟა მსოფლიოში. გასულ წელს პლატფორმაზე ვაჭრობის მოცულობამ 2.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც Binance-ის 6.3 მლრდ აშშ დოლარის სავაჭრო მოცულობის ნახევარს უახლოვდება. https://tinyurl.com/2cw8thda
  6. სათამაშოების კომპანია Toys "R" Us-მა გაკოტრების შესახებ განცხადება 2017 წელს გამოაცხადა, მაგრამ მისი ბრენდი WHP Global-ის მიერ იყო ლიცენზირებული და მისი პროდუქციის გაყიდვა გრძელდება მაღაზიებში. ახლა ბრენდის მხარდასაჭერად შეიქმნა სარეკლამო ვიდეო და სამუშაოს დიდი ნაწილი შესრულებულია ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე ვიდეო გენერატორი OpenAI Sora-ს მიერ. ფოტოს წყარო: Toys "R" Us ვიდეოს დამუშავება კრეატიულ სააგენტო Native Foreign-ს დაევალა. "დაახლოებით ათეული ადამიანი" იყო ჩართული პროექტში, განაცხადა რეჟისორმა ნიკ კლევეროვმა. მისი თქმით ხელოვნური ინტელექტის მოდელმა Sora-მ სამუშაოს 80-85% შეასრულა და გუნდმა იზრუნა „მაკორექტირებელ ვიზუალურ ეფექტებზე“. "ბრენდული ფილმის" სრული ვერსია, როგორც Toys "R" Us-მა უწოდა ნამუშევარს, ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ის აჩვენეს “კანის ლომების” ფესტივალზე, რომელიც გასულ კვირას გაიმართა საფრანგეთში. თიზერული ვიდეო გამოქვეყნდა ბრენდის YouTube არხზე. კადრის ორიგინალი (ზედა) და საბოლო (ქვედა) კადრები, რომლებიც აჩვენებს გრამატიკულ შეცდომას. ფოტოს წყარო: x.com/kleverov ავიდეოს საბოლოო ვერსიის მომზადებაში ადამიანის მონაწილეობა მართლაც აუცილებელი იყო. რეჟისორმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა (შემდეგ წაშალა) მოკლე რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა ვიდეო და ერთ-ერთ კადრზე გრამატიკული შეცდომით დაწერილი ნიშანი იყო გამოსახული, რომელიც უნდა გამოსწორებულიყო. "ბრენდის ფილმის" სრული ვერსია გამოქვეყნდება Toys "R" Us ვებ-გევრდზე. ვიდეო რგოლი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://tinyurl.com/mtjkbnee https://tinyurl.com/j4xrcsrx
  7. ილონ მასკის Neuralink-მა გააუქმა მეორე პაციენტის ტვინში იმპლანტირების ოპერაცია მისი ჯანმრთელობის გამო, აცხადებს Bloomberg Barrow Neurological Institute-ის აღმასრულებელი დირექტორი Michael Lawton-ის შეტყობინებაზე დაყრდნობით. ფოტოს წყარო: Neuralink როგორც ლოუტონმა სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა რესურსს, პაციენტს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ასეთი ოპერაცია ამ დროისთვის შეუძლებელი იყო. Neuralink-ის კლინიკური საცდელი პროგრამის შემდეგი კანდიდატი სავარაუდოდ ოპერაციას მომავალ თვეში ბაროუს კლინიკაში გაივლის. ”მნიშვნელოვანია სწორი პაციენტის არჩევა მსგავსი კვლევისთვის,” - განაცხადა ლოუტონმა. ”ყველა მონაწილე, როგორც კლინიკურად, ასევე ქირურგიულად, მოწოდებულია გააკეთოს ეს სწორად.” პაციენტი, რომლის ოპერაციაც გაუქმდა, დაავადებულია ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზით, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ლუ გერიგის დაავადება. ეს არის განუკურნებელი დაავადება, რომელიც იწვევს ნერვული უჯრედების დეგრადაციას ზურგის ტვინსა და თავის ტვინში და საბოლოოდ იწვევს კუნთების სრულ დამბლას. Neuralink-ის დამტკიცებული კლინიკური საცდელი პროგრამა მოიცავს სამ პაციენტზე ოპერაციებს და წინასწარი ფაზა უნდა დასრულდეს 2026 წელს. პირველმა პაციენტმა, ნოლანდ არბოუმ განაცხადა, რომ იმპლანტმა შეცვალა მისი ცხოვრება. https://tinyurl.com/pvyhu5my
  8. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) შესაძლოა დაამტკიცოს სპოტ ETH-ETF-ები 4 ივლისს, რადგან ემიტენტებსა და მარეგულირებელს შორის მოლაპარაკებებმა საბოლოო ეტაპს მიაღწია. ამის შესახებ აცხადებს Reuters წყაროზე დაყრდნობით. ემიტენტების ხელმძღვანელებმა, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, განაცხადეს, რომ შესწორებების შეტანის პროცესი მიიღწევა "მცირე" საკითხების გადაწყვეტამდე. ეს დოკუმენტები უნდა დამტკიცდეს საბირჟო ვაჭრობის ფონდების გაშვებამდე. ერთ-ერთ ემიტენტთან მომუშავე ადვოკატმა აღნიშნა, რომ „დარჩა ბოლო შტრიხები“, ამიტომ დამტკიცებამდე „ალბათ არაუმეტეს ერთი-ორი კვირა დარჩა“. 23 მაისს SEC-მა დაამტკიცა 19b-4 განაცხადი Spot Ethereum ETF-ების გამომცემლებისგან. ვაჭრობა დაიწყება მას შემდეგ, რაც სააგენტო ხელს მოაწერს სარეგისტრაციო განცხადებებს ფორმა S-1-ზე. ივნისის ბოლოს BlackRock-მა, VanEck-მა, Franklin Templeton-მა, Grayscale Investments-მა, Invesco Galaxy-მ და 21Shares-მა შეიტანეს განახლებული დოკუმენტები, რომლებიც ამჟღავნებენ საწყისი ინვესტიციების და მოსაკრებლების დეტალებს. კომისიის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა უარი თქვა პროდუქციის გამოშვების ზუსტი ვადების გახმაურებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ განაცხადებების განხილვის პროცესი „მიმდინარეობს შეუფერხებლად“. Reuters-ის ინფორმაცია შეესაბამება Bloomberg-ის საფონდო ანალიტიკოს Eric Balchunas-ის პროგნოზს, რომელმაც დაუშვა ინსტრუმენტების ამოქმედების ალბათობა 2 ივლისს. ინდუსტრიის მრავალი ანალიტიკოსი თვლის, რომ ახალი სპოტ ETH-ETF-ების გაშვება ნაკლებად შთამბეჭდავი იქნება Bitcoin-ის ანალოგებთან შედარებით. „Ethereum უფრო მცირეა [პირველ კრიპტოვალუტასთან შედარებიღთ] საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა Coinshares-ის კვლევების დირექტორმა ჯეიმს ბატერფილმა გამოცემასთან საუბარში. ორი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციასა და ბუნებაში განსხვავებების გათვალისწინებით ახალ ფონდებში შემოდინება შეიძლება უფრო მცირე იყოს, აღნიშნა Morningstar-ის ანალიტიკოსმა ბრაიან არმორმა. „Bitcoin-ის შემთხვევაში ათწლეულის განმავლობაში იყო შეჩერებული მოთხოვნა და ინვესტორების ინტერესი გაქრა. ETH-ETF არ გამოიწვევს მსგავს მღელვარებას“, - განმარტა ექსპერტმა. შეგახსენებთ, რომ Bernstein-მაც ივარაუდა მოთხოვნის სიმცირე Ethereum-ის ფონდებზე სტეიკინგის არარსებობის გამო. 13 ივნისს გენსლერმა აღნიშნა, რომ ზაფხულის ბოლოს ელოდება ბიუროკრატიული პროცედურების დასრულებას ბირჟაზე ვაჭრობის ფონდებში ვაჭრობის დასაწყებად, რომელიც დამყარებულია კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტაზე. https://tinyurl.com/4hnasv95
  9. კომპანია OpenAI-მ წარმოადგინა CriticGPT, ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი, რომელიც შექმნილია ChatGPT-ის მიერ გენერირებული კოდის შეცდომების იდენტიფიცირებისთვის. CriticGPT გამოყენებული იქნება, როგორც ალგორითმული ასისტენტი ტესტერებისთვის, რომლებიც განიხილავენ ChatGPT-ის მიერ შექმნილ პროგრამულ კოდს. ფოტოს წყარო: Copilot OpenAI-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის - „LLM Critics Help Catch LLM Bugs“ თანახმად, CriticGPT მოდელი შექმნილია, როგორც AI ექსპერტ-ასისტენტი ტესტერებისთვის, რომლებიც ამოწმებენ ChatGPT-ის მიერ გენერირებულ პროგრამულ კოდს. CriticGPT, რომელიც დაფუძნებულია GPT-4 Large Language Model (LLM) ენის მოდელზე, აანალიზებს კოდს და აფიქსირებს პოტენციურ შეცდომებს, რაც აადვილებს კოდირებისას აღმოჩენილ იქნას ხარვეზები, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს ადამიანის შეცდომის გამო. მკვლევარებმა მოამზადეს CriticGPT კოდის ნიმუშების მონაცემთა ნაკრებზე, რომელიც შეიცავდა განზრახ შეცდომებს, ასწავლიდა მას სხვადასხვა შეცდომების ამოცნობას და გამოვლენას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შემთხვევების 63%-ში, რომლებიც დაკავშირებულია ბუნებრივ LLM შეცდომებთან, ანოტატორებმა უპირატესობა მიანიჭეს CriticGPT-ის ადამიანურ კრიტიკას. გარდა ამისა, გუნდებმა, რომლებმაც გამოიყენეს CriticGPT, დაწერეს უფრო ყოვლისმომცველი მიმოხილვები, ვიდრე ადამიანებმა, რომლებიც არ იყენებდნენ ხელოვნური ინტელექტის ასისტენტს, ამავდროულად მცირდებოდა კონფაბულაციების (ცრუ ფაქტები და ჰალუცინაციები) სიხშირე. ავტომატიზებული „კრიტიკოსის“ შემუშავება მოიცავდა მოდელის მომზადებას დიდი რაოდენობით მონაცემების საფუძველზე, რომლებშიც განზრახ იყო შეცდომები დაშვებული. ექსპერტებს სთხოვეს შეეცვალათ ChatGPT-ის მიერ დაწერილი კოდი შეცდომებით და შემდეგ წარმოედგინათ სავარაუდო შეცდომების აღმოჩენის შედეგი. ეს პროცესი საშუალებას აძლევდა მოდელს ესწავლა კოდის სხვადასხვა ტიპის შეცდომების ამოცნობა და კრიტიკა. ექსპერიმენტებში CriticGPT-მ აჩვენა ChatGPT-ის პასუხების შედეგებში როგორც ხელოვნურად დაშვებული შეცდომების, ასევე ბუნებრივად წარმოქმნილი შეცდომების გამოვლენის უნარი. მკვლევარებმა ასევე შექმნეს ახალი მეთოდი სახელწოდებით "Force Sampling Beam Search" (FSBS), რომელიც ეხმარება CriticGPT-ს დაწეროს კოდის უფრო დეტალური მიმოხილვები, რაც მათ საშუალებას აძლევს შეცვალონ პრობლემების ძიების სიზუსტე და აკონტროლონ ცრუ დადებითი მაჩვენებელი. საინტერესოა, რომ CriticGPT-ის შესაძლებლობები სცდება კოდის მარტივ შემოწმებას. ექსპერიმენტებში მოდელი გამოიყენეს ChatGPT-ის ტრენინგის მონაცემებში, რომლებიც ადრე ადამიანების მიერ იყო შეფასებული, როგორც უნაკლო. გასაკვირია, რომ CriticGPT-მ გამოავლინა შეცდომები შემთხვევების 24%-ში, რაც შემდგომში დადასტურდა ექსპერტების მიერ. OpenAI თვლის, რომ ეს აფიქსირებს მოდელის პოტენციალს არა მხოლოდ ტექნიკურ პრობლემებთან მუშაობისთვის, არამედ ხაზს უსვამს მის უნარს - გამოავლინოს ისეთი საფრთხილო შეცდომები, რომლებიც შეიძლება ადამიანის მიერ გულმოდგინედ შემოწმების შემთხვევაშიც კი შეუმჩნეველი დარჩეს. პერსპექტიული შედეგების მიუხედავად CriticGPT-ს, ისევე როგორც ყველა AI მოდელს, აქვს შეზღუდვები. მოდელი განსწავლული იყო ChatGPT-ის შედარებით მოკლე პასუხებზე, რამაც შეიძლება სრულად არ მოამზადოს იგი უფრო გრძელი, უფრო რთული ამოცანების შესაფასებლად, რომელთა წინაშე შეიძლება დადგნენ მომავალი AI-სისტემები. კვლევითი ჯგუფი აღიარებს, რომ მოდელი ყველაზე ეფექტურია შეცდომების აღმოსაჩენად, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს კოდის ერთ კონკრეტულ, ვიწრო ზონაში. თუმცა, რეალური შეცდომები ხშირად შეიძლება მიმოფანტული იყოს პასუხის მრავალ ნაწილში, რაც გამოწვევას წარმოადგენს მოდელის სამომავლო ინტეგრაციისთვის. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ CriticGPT ამცირებს კონფაბულაციას, ის ვერ გამორიცხავს მათ მთლიანად და ადამიან-ექსპერტებმა მაინც შეიძლება დაუშვან შეცდომები ცრუ მონაცემების საფუძველზე. https://tinyurl.com/26kpwdzb
  10. AMD-მ გამოაცხადა მასშტაბირების ტენოლოგია FidelityFX Super Resolution-ის (FSR) 3.1 ვერსიის განახლების გამოშვების შესახებ. AMD FSR 3.1-ის გამოშვებისას მისი მხარდაჭერა ხუთმა თამაშმა მიიღო. ფოტოს წყარო: Steam (Conker) შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში, რომელიც მხარს უჭერდა AMD FSR 3.1-ს მაისის შუა რიცხვებში, იყო Ghost of Tsushima-ს სარეჟისორო ვერსია და ახლა მას შეუერთდა Nixxes Software-ის კიდევ ოთხი პორტი. საუბარია Marvel's Spider-Man-ის რემასტერზე, Marvel's Spider-Man: Miles Morales, Ratchet & Clank: Rift Apart და Horizon Forbidden West-ის სრულ გამოცემაზე. 19 სექტემბერს გამოშვებისას სია ასევე შეივსება God of War Ragnarok-ის PC ვერსიით. ფოტოს წყარო: AMD FSR 3.1 ახასიათებს გამოსახულების გაუმჯობესებული ხარისხი და კადრების გენერირების შესაძლებლობა მასშტაბირებისგან დამოუკიდებლად, რაც საშუალებას აძლევს მას იმუშაოს გარე მხარის გადაწყვეტილებებთან (როგორიცაა Nvidia-ს DLSS). ახალი ვერსიის რელიზისას AMD-მ ასევე აჩვენა შედარების ვიდეო Ratchet & Clank: Rift Apart-ის დემონსტრირებით FSR 3.1 და 2.2-ის გამოყენებით. ვიდეო საშუალებას იძლევა შეფასდეს განსხვავება გამოსახულების ხარისხში. AMD აცხადებს, რომ AMD FSR 3 („კონკრეტულად 3.1 განახლებით“) უზრუნველყოფს წარმადობის საშუალოდ 3.3-მაგ გაუმჯობესებას AMD Radeon RX 7000 სერიის გრაფიკული ბარათის მქონე 1440p ან 4K კომპიუტერებზე თამაშისას. ზემოთ ჩამოთვლილ თამაშებთან ერთად AMD FSR 3-ის და FSR 3.1-ის მხარდაჭერა ხელმისაწვდომია 60 პროექტში, რომლებიც ემზადება გამოსაშვებად, მათ შორისაა Warhammer 40,000: Space Marine 2, inZOI, The Alters, Nobody Wants to Die და სხვები. ფოტოს წყარო: AMD https://tinyurl.com/2abcncc3
  11. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა Matt Gaetz-მა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც შესაძლებელს გახდის ფედერალური საშემოსავლო გადასახადის გადახდას პირველი კრიპტოვალუტის გამოყენებით. მიღების შემთხვევაში დოკუმენტი ცვლის 1986 წლის საგადასახადო კოდექსს და ავალდებულებს ფინანსთა სამინისტროს განახორციელოს შესაბამისი პროგრამა Bitcoin-ის მიღებისთვის. განცხადების თანახმად პოლიტიკოსმა კანონმდებლობის შემუშავება დაიწყო სალვადორში პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს მეორე ინაუგურაციისთვის ვიზიტის შემდეგ. Gaetz-მა განაცხადა, რომ მან დაინახა, თუ როგორ შეუწყო ხელი ციფრულმა ოქრომ ფინანსური სტაბილურობის გაუმჯობესებას და სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყანაში, მას შემდეგ რაც აქტივი 2021 წელს კანონიერ საგადახდო საშუალებად მიიღეს. „გადასახადის გადამხდელებს მივცემთ Bitcoin-ის გამოყენების შესაძლებლობას ფედერალური გადასახადების გადახდისთვის, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ინოვაციას, გავზარდოთ ეფექტურობა და შევთავაზოთ მეტი მოქნილობა ამერიკის მოქალაქეებს“, განუცხადა რესპუბლიკელმა The Daily Wire-ს. შტატის დონეზე, 2022 წელს კოლორადოს ხელისუფლებამ დანერგა გადასახადების გადახდის შესაძლებლობა პირველ კრიპტოვალუტაში, ასევე Ethereum-ში, Bitcoin Cash-სა და Litecoin-ში. გადაწყვეტილება გუბერნატორმა ჯარედ პოლისმა მიიღო. ოჰაიომ მსგავსი ნაბიჯი გადადგა 2018 წელს, მაგრამ 11 თვის შემდეგ შტატის ხელისუფლებამ დახურა ვებ-სერვისი Bitcoin-ით გადასახადების გადახდისთვის დაბალი მოთხოვნის გამო. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მაისში, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს მთლიანად კრიპტო ინდუსტრიას და ცნობილია, როგორც FIT21. ექსპერტების აზრით დოკუმენტს სენატში არასაკმარისი მხარდაჭერა აქვს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მას უკვე დაუპირისპირდა. ნოემბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ინდუსტრიის სულ უფრო მეტი მოთამაშე თვლის, რომ დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით შესაძლოა ქვეყნის ამჟამინდელ მეთაურს გამარჯვებად დაუჯდეს. https://tinyurl.com/bde4pz9z
  12. AMD-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა Forrest Norrod-მა, რომელიც მეთვალყურეობს კომპანიის სასერვერო ბიზნესს, ბოლო ინტერვიუში The Next Platform-თან ხაზგასმით აღნიშნა, რომ Intel-თან კონკურენცია აიძულებს მის კომპანიას დაეყრდნოს ექსკლუზიურად მოწინავე ტექნოლოგიურ პროცესებს მომავალი თაობის პროდუქტებში, თუმცა ინოვაცია გათვალისწინებული იქნება როგორც არქიტექტურის დონეზე, ისე ჩიპების შემუშავებისას. ფოტოს წყარო: AMD AMD-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ ისურვებდა Intel-ის ტექნოლოგიური შესაძლებლობების შეუფასებლობას. „პეტ გელსინჯერმა ძალიან აგრესიული გეგმა შეიმუშავა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ამბობენ“, - აღწერა ფორესტ ნოროდმა AMD-ის შეხედულება კონკურენტის სტრატეგიაზე. ამ მიზეზით AMD-ის მენეჯმენტი თვლის, რომ აუცილებელია „რაც შეიძლება სწრაფად იმუშაოს როგორც საკუთარი ჩიპის დიზაინის, ასევე TSMC-ის ტექნოპროცესების თვალსაზრისით“. AMD-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა: ”მე მჯერა, რომ ჩვენი წარმატების შანსები TSMC-თან ძალიან მაღალია. იგი შესანიშნავი პარტნიორი და ძალიან მოწესრიგებული შემსრულებელია და ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ მისი ყველაზე მოწინავე ტექნოპროცესები ყველა თაობისთვის." ეს არის ერთადერთი გზა, ნოროდის თქმით, რომ AMD-ს შეუძლია უზრუნველყოს ტექნოლოგიური პროგრესის წინა პლანზე დარჩენის შანსები. ამავდროულად, თავად AMD არანაკლებ ყურადღებას დაუთმობს როგორც საკუთარი არქიტექტურის, ასევე შეფუთვის გადაწყვეტილებების გაუმჯობესებას ყველა პროდუქტის კატეგორიაში მაღალი წარმადობის ჩიპების შექმნისას. Bernstein-ის ექსპერტებმა თავიანთ ბოლო ანალიტიკურ ჩანაწერში ვარაუდობენ, რომ AMD დაიწყებს TSMC-სგან 2-ნანომეტრიანი პროდუქტების მიღებას 2026 წელს. თავად Intel, თუნდაც ლითოგრაფიული ტექნოლოგიების სფეროში საკუთარი პროგრესით, უახლოეს მომავალში სრულად ვერ იტყვის უარს TSMC-ის სერვისებზე და, შესაბამისად, Apple-სა და Nvidia-სთან ერთად, ეს ორი მომხმარებელი იქნება ტაივანური კომპანიის უმსხვილეს დამკვეთებს შორის. კონტრაქტის ჩიპების მწარმოებელი. https://tinyurl.com/ye4avdxt
  13. მორიგი საზაფხულო ღონისძიება Samsung Unpacked გაიმართება 10 ივლისს პარიზში, განაცხადა კორეელმა კომპანიამ. საპრეზენტაციო ვიდეო მიუთითებს დასაკეცი მოწყობილობებზე და თავად კომპანია განმარტავს: „მოემზადეთ აღმოაჩინოთ Galaxy AI-ის ძალა, რომელიც ახლა ჩაშენებულია Galaxy Z-ის უახლეს სერიასა და მთელ Galaxy ეკოსისტემაში“. ასევე მოსალოდნელია სიახლე Samsung Galaxy Ring-ის შესახებ. ფოტოს წყარო: news.samsung.com თუ დაუდასტურებელ ინფორმაციას დავიჯერებთ, Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6 სმარტფონებში ცვლილებები უმნიშვნელო იქნება: Z Flip6 მიიღებს ოდნავ უფრო დიდ ბატარეას, ხოლო Z Fold6-ს ექნება უფრო კვადრატული კორპუსი. არაფერია რევოლუციური, Samsung-ის დასაკეცი მოწყობილობების ხაზი მართლაც ნელა ვითარდება. ღონისძიებაზე ყველაზე საინტერესო ანონსი შეიძლება იყოს არა რომელიმე სმარტფონი, არამედ სიახლე სმარტ-ბეჭედ Galaxy Ring-ის გამოშვების შესახებ, რომელიც გამოცხადდა წლის დასაწყისში ზამთრის ღონისძიება Unpacked-ზე და პირდაპირ ეთერში იქნა ნაჩვენები Mobile World Congress-ზე. ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, სავარაუდოდ, ისევ Galaxy AI იქნება - პირველი Unpacked პრეზენტაცია, ისევე როგორც Google I/O, Microsoft Build და Apple WWDC ღონისძიებები, მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის თემას. Samsung ასევე გადასცემს Unpacked-ს პირდაპირ ეთერში თავის მთავარ ვებ-გვერდზე, სიახლეების განყოფილებაში, ასევე YouTube არხზე - ღონისძიება დაიწყება 10 ივლისს. https://tinyurl.com/ydss7vwj
  14. Ethereum-ზე დაფუძნებული სპოტ ბირჟაზე ვაჭრობის ფონდები Bitcoin-ის მსგავს პროდუქტებთან შედარებით ნაკლები მოთხოვნით ისარგებლებენ სტეიკინგის არარსებობის გამო. ამის შესახებ წერს CoinDesk Bernstein-ის მოხსენებაზე მითითებით. ანალიტიკოსების აზრით ETH-ETFs თანხებს მოიზიდავს იმავე დაინტერესებული მხარეებისგან ვაჭრობის დაწყებისას, მაგრამ შეზღუდული მასშტაბით. „ETH ვერ ისარგებლებს ასეთი მაღალი კონვერსიით საბირჟო ვაჭრობის ფონდებში სტეიკინგის ფუნქციის არარსებობის გამო“, აღნიშნეს ექსპერტებმა. თუმცა, Bernstein-მა აღნიშნა, რომ ძირითადი გარიგებები, სავარაუდოდ, იპოვიან მყიდველებს, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღ ლიკვიდობას ETF-ბაზარზე. ეს სავაჭრო სტრატეგია მოიცავს ერთდროულად სპოტ ფონდის ყიდვას და ფიუჩერსული კონტრაქტის გაყიდვას, ხოლო შემდეგ პოზიციების ფასების დაახლოებას. 23 მაისს SEC-მა დაამტკიცა 19b-4 განაცხადი Spot Ethereum ETF-ების ემიტენტებისგან. ვაჭრობა დაიწყება მას შემდეგ, რაც სააგენტო ხელს მოაწერს სარეგისტრაციო განცხადებებს ფორმა S-1-ზე. ივნისში BlackRock-მა, VanEck-მა, Franklin Templeton-მა, Grayscale Investments-მა, Invesco Galaxy-მ და 21Shares-მა განახლებული დოკუმენტები შეიტანეს. ანალიტიკოსებმა ასევე ხაზი გაუსვეს "უფრო დახვეწილი მარეგულირებელი რეჟიმის" აუცილებლობას. ისინი აშშ-ის არჩევნების მოახლოებასთან ერთად სიტუაციის გაუმჯობესებას ელიან. „Ethereum, როგორც ტოკენიზაციის წამყვანი პლატფორმა, ქმნის გამოყენების მძლავრ შემთხვევას როგორც Stablecoin-ებით გადახდებისთვის, ასევე ტრადიციული აქტივების ბლოკჩეინზე შემოტანისთვის“, - განაცხადეს Bernstein-ში. კრიპტო ბაზრის ბოლოდროინდელი ვარდნის მიუხედავად, „[ციფრული აქტივების] მიღების სტრუქტურული ციკლი უცვლელი რჩება“, დაასკვნეს ექსპერტებმა. 25 ივნისს აქტივების მმართველმა VanEck-მა შეიტანა ფორმა 8-A საკუთარი Ethereum spot ETF-ისთვის. დოკუმენტის დამტკიცება საშუალებას მისცემს კომპანიას დაიწყოს ვაჭრობა ინსტრუმენტის ამოქმედების შემდეგ. Bloomberg-ის საფონდო ანალიტიკოსმა Eeric Balchunas-მა ინციდენტს უწოდა პროდუქტების რეგისტრაციის პროცესის მხოლოდ ნაწილი. „[...] უნდა აღინიშნოს, რომ VanEck-მა შეიტანა 8-A განაცხადი Bitcoin-ის სპოტ ფონდისთვის მის გაშვებამდე ზუსტად შვიდი დღით ადრე. ეს კარგი ნიშანია ჩვენი "პლუს/მინუსისთვის" 2 ივლისს (შვიდ დღეში). მაგრამ, კიდევ ერთხელ, ყველაფერი შესაძლებელია. უფრო მეტს მალე გავიგებთ“, - აღნიშნა მან. მანამდე Balchunas-მა გამოაცხადა Spot Ethereum-ETF-ების გაშვების თარიღის გადადება ივლისის მას შემდეგ, რაც ემიტენტებმა მიიღეს კომენტარები S-1 ფორმებზე. შეგახსენებთ, 13 ივნისს SEC-ის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა აღნიშნა, რომ ზაფხულის ბოლოსთვის ელოდება ბიუროკრატიული პროცედურების დასრულებას სიდიდით მეორე კრიპტოვალუტაზე ბირჟაზე ვაჭრობის ფონდებში ვაჭრობის ასამოქმედებლად. https://tinyurl.com/2watk3h5
  15. Nvidia-მ გამოუშვა GeForce RTX 4070 Ti Super-ის ახალი ვერსია, რომელიც ორიგინალისგან გრაფიკული პროცესორით განსხვავდება. AD102 გრაფიკული ჩიპის შემცირებული ვერსია აღმოაჩინეს მომავალ MSI GeForce RTX 4070 Ti Super Ventus 3X Black OC-ში. მახასიათებლების მიხედვით ახალი ვიდეო ბარათი თითქმის არაფრით განსხვავდება ადრე გამოშვებული Ventus 3X მოდელისგან, რომელიც დამყარებულია AD103-ზე. ფოტოს წყარო: VideoCardz GeForce RTX 4070 Ti Super გამოვიდა იანვარში და აქვს AD103-275 გრაფიკული პროცესორი 8448 CUDA ბირთვით. ჩვეულებრივ RTX 4070 Ti-ში გამოყენებულია AD104-400 GPU 7680 CUDA ბირთვით. VideoCardz-ის თანახმად GeForce RTX 4070 Ti მალე გაყიდვაში გამოვა Ada Lovelace თაობის მოდიიცირებული ფლაგმანური გრაფიკული პროცესორის - AD102-225-ის ბაზაზე. MSI GeForce RTX 4070 Ti Super გრაფიკულ პროცესორ AD102-ის ბაზაზე. ფოტოს წყარო: MSI გავრცელებული ინფორმაციით, AD102-ზე დამყარებულ GeForce RTX 4070 Ti Super-ს ექნება 8448 CUDA ბირთვი, როგორც AD103 ჩიპის მქონე ვერსიას. სავარაუდოა, რომ საუბარი ეხება ფლაგმანური AD102 პროცესორის ჩვეულებრივ წუნდებაზე, რომელიც არ იყო შესაფერისი GeForce RTX 4090 და RTX 4090D ვიდეო ბარათების უფროს მოდელებში გამოსაყენებლად. AD102-ზე დაფუძნებულ MSI RTX 4070 Ti Super-ს ასევე აქვს ვიზუალური განსხვავებები. მისი ზომაა 322 × 136 × 62 მმ, ხოლო AD103 ვერსიის ზომებია 308 × 120 × 52 მმ. გარდა ამისა, "ახალი" ვერსიის წონაა 1464 გრამი, ხოლო "ძველის" - 1107 გრამი. ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება კი დაკავშირებულია ენერგომოხმარებასთან. AD102 ვერსიის შემთხვევაში იგი გაიზარდა 285-დან 295 ვატამდე. AD102-ზე დამყარებულ ბარათს ასევე აქვს კონდენსატორების განსხვავებული რაოდენობა, რომლებიც გამოიყენება PCB-ის უკანა მხარეს, სადაც მდებარეობს GPU. AD102 ჩიპის მქონე ვერსია AD103 ჩიპის მქონე ვერსია როგორც გაირკვა, MSI-ის გარდა, AD103 ჩიპის საფუძველზე GeForce RTX 4070 Ti Super ვიდეო ბარათს ასევე ამზადებს Inno3D. GPU-Z პროგრამის სკრინშოტი თავისი მახასიათებლებით გააზიარა მომხმარებელმა Wnxod-მა. ჯერჯერობით არცერთი ეს ბარათი არ არის გასაყიდად ხელმისაწვდომი. Inno3D-ის GeForce RTX 4070 Ti Super AD102-ის ბაზაზე. ფოტოს წყარო: X/@wnxod https://tinyurl.com/3nhywp4r
      • 1
      • Thanks
  16. პორტალ VideoCardz-მა შეიტყო, რომ Intel Lunar Lake სერია მოიცავს მობილური პროცესორების სულ ცხრა მოდელს. წყარომ ასევე გააზიარა თითოეული ჩიპის ტექნიკური მახასიათებლები. ივნისის დასაწყისში Computex 2024-ზე ჩიპების ახალი სერიის გამოცხადების ფარგლებში Intel-ს ეს ინფორმაცია არ გაუზიარებია. ფოტოს წყარო: VideoCardz მიმდინარე თვის დასაწყისში მობილური პროცესორების ანონსის ფარგლებში დროს Intel-მა გამოაცხადა მხოლოდ ზოგადი ტექნიკური ინფორმაცია ახალი პროდუქტების შესახებ, კერძოდ, Lunar Lake-ში დიდი P-ბირთვების - Lion Cove-ისა და მცირე E-ბირთვების - Skymont-ის და ახალი არქიტექტურის გამოყენება- 4P+4E კონფიგურაცია მრავალნაკადიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერის გარეშე. ასევე ცნობილია, რომ ჩიპები მიიღებენ ახალ ინტეგრირებულ Battlemage გრაფიკას (Xe2-LPG) და ხელოვნური ინტელექტის ახალ ძრავს (NPU). მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Lunar Lake პროცესორები გასაყიდად იქნება წარმოდგენილი Core Ultra 200V სახელით. ახალი Lunar Lake ასევე განსხვავდება Meteor Lake-ისგან ინტეგრირებული LPDDR5X ოპერატიული მეხსიერების არსებობით. VideoCardz-ის მიხედვით Core Ultra 200V სერია მოიცავს ცხრა მოდელს. Core Ultra 7 და Core Ultra 5 მოდელებს აქვთ რვა და შვიდი გრაფიკული ბირთვი Xe2 არქიტექტურით. ჩიპების ახალ სერიაში წარმოდგენილი იქნება 16 ან 32 გბ შიდა LPDDR5X-8533 მეხსიერება. ვინაიდან მეხსიერება ინტეგრირებული იქნება უშუალოდ ჩიპში, განახლების ვარიანტები შესაძლებელი არ არის. Lunar Lake-ის სერიაში ასევე წარმოდგენილი იქნება ერთი Core Ultra 9 ჩიპი. ფლაგმანი განსხვავდება უმცროსი გადაწყვეტილებებისგან იმით, რომ მისი საბაზისო (PL1) და მაქსიმალური (PL2) სიმძლავრე იქნება 30 ვატი. სერიის დანარჩენ ჩიპებს აქვთ ნომინალური TDP (PL1) 17 ვატი, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე (PL2) - ასევე 30 ვატი. Intel იყენებს მსგავს მიდგომას Meteor Lake სერიის მობილურ პროცესორებში (Core Ultra 100H), სადაც ფლაგმანური Core Ultra 9 185H მოდელი ერთადერთი ჩიპია 45 ვატი TDP-ით, ხოლო სერიის დანარჩენი მოდელების ენერგომოხმარებაა 9-დან 28 ვატამდე. Core Ultra 200V პროცესორების დიდი P ბირთვები იმუშავებს 5.1 გჰც-მდე სიხშირეზე, ხოლო მცირე E-ბირთვები - 3.7 გჰც-მდე. პროცესორები წარმოდგენილია განახლებული NPU-ით, რომლის წარმადობა მერყეობს 40-დან 48 TOPS-მდე. Core Ultra 9 და Core Ultra 7 მოდელების ინტეგრირებულ გრაფიკას ეწოდა Arc 140V. ამ პროცესორებს ექნება Xe2 არქიტექტურაზე აგებული 8 გრაფიკული ბირთვი. Core Ultra 5 მოდელებს ექნება Arc 130V გრაფიკა შვიდი Xe2 ბირთვით. iGPU-ის სიხშირე იქნება 1.85-დან 2.05 გჰც-მდე, პროცესორის მოდელის მიხედვით. ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობა შეადგენს 53-დან 67 TOPS-მდე. ბოლო ინფორმაციით Lunar Lake სავარაუდოდ სექტემბერში გამოვა. https://tinyurl.com/mryfu8zj
  17. Ethereum-ის ფასმა შეიძლება მიაღწიოს 10.000-12.000 აშშ დოლარს, აცხადებს SkyBridge Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი ენტონი სკარამუჩი. პოდკასტ Unchained-ის ეთერში ანტრეპრენერმა ივარაუდა, რომ Bitcoin-ის ღირებულება 170.000-250.000 აშშ დოლარს მიაღწევს. სკარამუჩის თქმით, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ინსტიტუციური მოთამაშეების მიერ პირველი კრიპტოვალუტის, როგორც აქტივების კლასის მიღება. „ეს იქნება საინვესტიციო მრჩეველი ან საპენსიო ფონდი. მაგრამ ვიღაცამ სამუშაოს შესანარჩუნებლად მოიძია რჩევა ფულის განთავსებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა SkyBridge Capital-ის ხელმძღვანელმა. კრიპტო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრების საწინააღმდეგოდ მან ივარაუდა ჯო ბაიდენის გამარჯვება აშშ-ის მომავალ არჩევნებში. თუმცა, ეს ხელს არ შეუშლის Bitcoin-ს, რომ ახალ ისტორიულ სიმაღლეებს მიაღწიოს, მიიჩნევს სკარამუჩი. ანტრეპრენერი კრიპტოვალუტის ინსტიტუციურ მიღებას მიიჩნევს, როგორც მთავარ მამოძრავებელს. მისი თქმით, ციფრული ოქროს წილი მსხვილი მოთამაშეების პორტფელებში მალე 3% იქნება. „და როცა ეს მოხდება, Bitcoin-ზე დიდი მოთხოვნა იქნება“, - თქვა სკარამუჩიმ. როგორც ტენდენციის მაგალითი, მან მოიყვანა შტატ ვისკონსინის საინვესტიციო საბჭოს მიერ ინვესტიციების ჩადება პირველ კრიპტოვალუტაში 160 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ETF-ების საშუალებით. ანტერპრენერის აზრით პირველი კრიპტოვალუტა 2026 წლის ბოლოს გახდება დაგროვების საშუალება. https://tinyurl.com/5y385s9n
  18. Intel-მა უარყო ინფორმაცია Lunar Lake პროცესორების გამოშვების შესაძლო შეფერხების შესახებ. მანამდე DigiTimes-მა ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით გამოაცხადა ჩიპების გამოშვების შესაძლო გადადება. მედიის ცნობით ახალი პროცესორების გამოშვება სექტემბერში მოხდება, თუმცა თავდაპირველად ივნისში იყო მოსალოდნელი. ფოტოს წყარო: Intel Lunar Lake პროცესორების ანონსისას Intel-მა გამოაცხადა, რომ მათი გაშვება მიმდინარე წლის ივლის-სექტემბერში მოხდებოდა. კომპანიაში ასევე განმარტეს, რომ ჩიპები საკურორტო სეზონის დაწყებამდე გამოჩნდება. Lunar Lake-ის გამოშვება ივნისში რომ ყოფილიყო დაგეგმილი, ასეთ შემთხვევაში Intel უფრო მეტს ისაუბრებდა მათზე Computex 2024-ზე. გამომდინარე იქიდან, რომ არაფერია ცნობილი თავად პროცესორების შესახებ (მოდელები, მახასიათებლები და ფასები), მოსალოდნელია, რომ მწარმოებელი თავიდანვე აპირებდა მათ სექტემბერში გამოშვებას. სიტუაციის გასაგებად პორტალ DigitalTrends სთხოვა Intel-ს კომენტარი. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ Lunar Lake-ის გამოშვება 2024 წლის მესამე კვარტალში დაიწყება, როგორც ეს გამოცხადდა Computex-ზე. სადღესასწაულო გაყიდვების სეზონის დაწყების წინა დღეს“, - განუცხადეს Intel-ის პრეს-სამსახურმა პორტალის ჟურნალისტებს. მიუხედავად იმისა, რომ Lunar Lake არ შეყოვნებულა, ისინი გაყიდვაში უფრო გვიან გამოჩნდება, ვიდრე Qualcomm-ისა და AMD-ის ახალი გადაწყვეტილებები. Intel-ის ახალი ჩიპებიც დაიკავებს ადგილს Copilot Plus PC კონცეფციაში, ანუ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებით აღჭურვილ სისტემებში, მაგრამ ისინი ბაზარზე გამოჩნდება კონკურენტების გამოსვლის შემდეგ. Qualcomm Snapdragon X Elite პროცესორებზე აგებული ლეპტოპების პირველი თაობის გაყიდვები ცოტა ხნის წინ დაიწყო. AMD, თავის მხრივ, გვპირდება, რომ მისი ახალი Ryzen AI 300 პროცესორები ლეპტოპებში ხელმისაწვდომი გახდება ივლისში. Intel-მა ოფიციალურად არ დაადასტურა, რომ Lunar Lake სექტემბერში გამოჩნდება, მაგრამ ეს არის ყველაზე სავარაუდო თარიღი მათი გამოშვებისთვის. Lunar Lake პროცესორების ანონსიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ მათში გამოყენებულია ახალი გამოთვლითი მაღალი წარმადობის P-ბირთვები Lion Cove და ენერგოეფექტური E-cores Skymont-ბირთვები, ახალი ინტეგრირებული გრაფიკული არქიტექტურა Battlemage (Xe2), ასევე ინტეგრირებული მეხსიერება და ახალი NPU 48 TOPS (ტრილიონი ოპერაცია წამში) წარმადობით. გარდა ამისა, Lunar Lake-ში კომპანიამ უარი თქვა Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერაზე, რომელიც საშუალებას იძლევა შესრულდეს ორი გამოთვლითი ნაკადი ერთ ბირთვზე. ამავდროულად, არ არის ცნობილი პროცესორების მოდელების დიაპაზონი, ასევე უცნობია მათი მახასიათებლები და, კერძოდ, ენერგომოხმარება. https://tinyurl.com/3dt4pv9s
  19. Apple არ გამოუშვებს ხელოვნური ინტელექტის პროდუქტ Apple Intelligence-ს ევროკავშირში 2024 წელს „მარეგულირებელი გაურკვევლობის გამო“, წერს CNBC. Apple Intelligence-ის გარდა ევროკავშირის მომხმარებლებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი iPhone Mirroring და SharePlay. კომპანია თვლის, რომ "DMA თავსებადობის მოთხოვნებმა შეიძლება დაარღვიოს პროდუქტის ერთიანობა, რაც საფრთხეს უქმნის მომხმარებლის კონფიდენციალურობას და მონაცემთა უსაფრთხოებას." iPhone Mirroring საშუალებას იძლევა ნახოთ და აკონტროლოთ თქვენი სმარტფონის ეკრანი თქვენს Mac-ზე. SharePlay-ით შეგიძლიათ გადაიტანოთ ეკრანის სურათი თქვენი iPad-დან ან iPhone-დან სხვა მოწყობილობაზე და ამით მოახდინოთ მედია ფაილების, ფილმების, სატელევიზიო შოუების ნახვის სინქრონიზაცია მეგობრებთან, ნათესავებსა და კოლეგებთან საუბრისას. ევროკავშირმა DMA მიიღო 2023 წელს Amazon-ის, Apple-ის, Alphabet-ის, Meta-ს, Microsoft-ისა და ByteDance-ის მონოპოლიის გამო. მარეგულირებლების თქმით ტექნოლოგიური გიგანტები მცირე კომპანიებს მათთან კონკურენციის გაწევის საშუალებას არ აძლევენ. სხვა საკითხებთან ერთად DMA მოითხოვს, რომ გაჯეტის საბაზისო ფუნქციებმა იმუშაონ კონკურენტ ეკოსისტემებსა და მოწყობილობებზე. მსხვილ კომპანიებს აგრეთვე ეკრძალებათ: უპირატესობა მიანიჭონ თავიანთ პროდუქტებს კონკურენტების პროდუქტების ნაცვლად; სხვადასხვა სერვისის პერსონალური მონაცემების გაერთიანება; გამოიყენონ მესამე მხარის გამყიდველების ინფორმაცია მათთან კონკურენციაში. სიაში შესულმა კომპანიამ მომხმარებლებს უნდა მისცეს კონკურენტი პლატფორმებიდან აპლიკაციების ჩამოტვირთვის საშუალება. Apple-მა განაცხადა, რომ იმუშავებს ევროპულ ხელისუფლებასთან და „შეეცდება იპოვოს გამოსავალი, რომელიც საშუალებას მისცემს მას მიაწოდოს ფუნქციები ევროკავშირის მომხმარებლებს უსაფრთხოების დარღვევის გარეშე“.Bottom of Form ივნისში Apple-მა გამოაცხადა ChatGPT-ის ინტეგრაცია თავის მოწყობილობებში და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მასშტაბური ინიციატივა Apple Intelligence. ახალი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პროგრამული უზრუნველყოფა არ იქნება ხელმისაწვდომი ევროკავშირის 27 ქვეყნის მომხმარებლებისთვის, მაგრამ ხელმისაწვდომი გახდება სხვა იურისდიქციებში და მხოლოდ შერჩეულ მოწყობილობებზე ამერიკულ ინგლისურ ენაზე. შეგახსენებთ, Apple-მა მოლაპარაკება გამართა Meta-სთან ხელოვნური ინტელექტის სფეროში პოტენციური პარტნიორობის შესახებ. კომპანია ასევე კონტაქტშია სხვა მსხვილ დეველოპერებთან, როგორებიცაა: Google, Anthropic და Perplexity. https://tinyurl.com/32ptfttp
  20. BIS-მა აღმოაჩინა, რომ ცენტრალური ბანკების 94% იკვლევს საკუთარი ციფრული ვალუტების სარგებელს, მარეგულირებლების უმეტესობა მუშაობს როგორც საცალო, ისე საბითუმო CBDC-ებზე. ცენტრალური ბანკის საცალო ციფრული ვალუტები, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება სახელმწიფო გადახდებისთვის, პირადი ტრანზაქციებისთვის, აგრეთვე ელექტრონული კომერციისა და გაყიდვის წერტილებში. საბითუმო CBDC განკუთვნილია ბანკთაშორის ანგარიშსწორებისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვებისთვის. აყოველი მესამე ცენტრალური ბანკი ორიენტირებულია ექსკლუზიურად საცალო CBDC-ებზე, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის და მხოლოდ 2% ქმნის საბითუმო CBDC-ებს. გამოკითხული ცენტრალური ბანკების ნახევარი მუშაობს კონცეფციის მტკიცებულებაზე (Proof-of-Concept), ხოლო ცენტრალური ბანკების დაახლოებით 30% უკვე გადავიდა საპილოტე პროექტებზე. 2023 წელს განვითარებულმა ეკონომიკებმა დაინახეს აქტივობის მკვეთრი ზრდა საბითუმო CBDC-ების მიმართულებით. მათგან 81%-მა უკვე გაიარა კონცეფციის დამადასტურებელი საბუთი, წინა წელს ეს მაჩვენებელი 60% იყო. განვითარებადი ბაზრები მცირე ზრდას განიცდიდნენ - 37%-დან 39%-მდე. მკვლევარებმა აღნიშნეს ცენტრალური ბანკები, რომლებმაც ახლახანს დაიწყეს მუშაობა საბითუმო CBDC-ების საპილოტე პროექტზე: ფილიპინების ცენტრალური ბანკი (პროექტი Agila), შვეიცარიის ეროვნული ბანკი (SNB) (პროექტი Helvetia III ფაზა), სინგაპურის სავალუტო ორგანო (MAS), ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) და სამხრეთ აფრიკის სარეზერვო ბანკი. საერთო ჯამში, ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც გეგმავენ საცალო CBDC-ების გამოშვებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, თითქმის განახევრდა, 2023 წლის 11-დან 2024 წელს 6-მდე. ცენტრალურმა ბანკებმა დაასახელეს საცალო CBDC-ების ყველაზე პოპულარული მახასიათებლები: შენახვის ლიმიტები, შიდა გადახდის სისტემებთან თავსებადობა და საბანკო ანგარიშებისგან განცალკევების შესაძლებლობა. რაც შეეხება საბითუმო CBDC-ების გაშვებას, ციფრები უცვლელი დარჩა: ცხრა ცენტრალური ბანკი მზად არის გამოუშვას საკუთარი ციფრული ვალუტა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ადრე BIS-ის ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ Stablecoin-ებს არ შეიძლება ეწოდოს სიმდიდრის შესანახად საიმედო გზა, რადგან ისინი ხშირად კარგავენ კავშირს ფიატურ ვალუტებთან. BIS-მა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ Stablecoin-ების მასობრივ მიღებას აფერხებს ქვეყნებში ერთიანი მარეგულირებელი წესების არარსებობა. https://tinyurl.com/3s7ua4es
  21. სახმელეთო მობილური ოპერატორების და თანამგზავრული პროვაიდერების დაახლოება ხდება ინდუსტრიის ნორმად და არა უნიკალურ სტრატეგიად: მსოფლიოს 91-მა მობილურმა ოპერატორმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს თანამგზავრული კავშირის პროვაიდერებთან. ფოტოს წყარო: starlink.com არსებული კონტრაქტები მობილური და თანამგზავრული კომუნიკაციების მიწოდებაზე ამჟამად მოიცავს მობილური აბონენტების გლობალური ბაზრის დაახლოებით 60%-ს და ახალი შეთანხმებების შესახებ ანგარიშები კვლავ შემოდის, აღნიშნავენ GSMA Intelligence-ის ანალიტიკოსები. მაგრამ ამ სერვისებით სარგებლობის რეალური შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არსებობს. ინდუსტრიის ზოგადი მიმართულება მიუთითებს ბაზრის გადანაცვლებაზე მხოლოდ სატელეკომუნიკაციო კომპანიებისგან, ხოლო თანამგზავრები განიხილება, როგორც პრაგმატული გზა ქსელების გაფართოებისა და შემოსავლის ახალ წყაროებზე წვდომისათვის. თანამგზავრული კომუნიკაციების უპირატესობა ის არის, რომ მას შეუძლია იმუშაოს ისეთ რეგიონებში, სადაც სახმელეთო ქსელები ვერ აღწევს, ან სადაც დაფარვა არათანაბარია - სახმელეთო მობილურ და თანამგზავრულ ოპერატორებს შორის კავშირების 80-90% დაკავშირებულია შორეულ ტერიტორიებზე. დამატებითი სფეროები მოიცავს აბონენტებისთვის საზღვაო კომუნიკაციის უზრუნველყოფას და სტიქიური უბედურების ზონებში დაფარვას. ბაზრის დინამიკა ბოლო 18-24 თვის განმავლობაში განპირობებული იყო არამოდიფიცირებული სმარტფონების თანამგზავრებზე პირდაპირი წვდომის განვითარებით; გარდა ამისა, 3GPP კონსორციუმმა განაახლა 5G კავშირის მახასიათებლებში ორბიტალურ ქსელებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად (NTN - არამიწიერი ქსელები). NTN თავსებადობის ინტეგრაციამ 3GPP-ის 17 და 18 Release-ში უზრუნველყო პირდაპირი წვდომა მობილურ ქსელებზე მასშტაბირება - მომხმარებლები შეიძლება იყვნენ სმარტფონები და IoT-სენსორები, რომლებსაც ასევე შეუძლიათ პირდაპირ დაკავშირება თანამგზავრებთან. აშშ-ის ბაზარზე სამმა უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორმა უკვე გააფორმა ხელშეკრულებები სატელიტური სერვისის პროვაიდერებთან: Verizon და AT&T გაერთიანდნენ SpaceMobile-ის AST-თან, ხოლო T-Mobile US გაერთიანდა SpaceX-ის Starlink-თან. ამჟამად Starlink-ს აქვს 17 აქტიური ხელშეკრულება, AST SpaceMobile-ს - 24, ხოლო Lynk Global-ს - 15. სერვისების ამოქმედება მოხდება ეტაპობრივად: საწყის ეტაპზე ეს იქნება ხმოვანი კომუნიკაციები და SMS, შემდეგ კი, თანამგზავრის სიმძლავრის გაზრდით დაიწყება მოდერნიზაცია, რაც უზრუნველყოფს მონაცემების გადაცემას. ყველაზე მეტი კონტრაქტი იდება აზიაში, მაგრამ ზოგადად თანამგზავრული ოპერატორების რაოდენობა თანაბრად ნაწილდება. უპირობო ლიდერია Starlink, რომელსაც აქვს დაახლოებით 6000 თანამგზავრი ორბიტაზე, მაგრამ მხოლოდ ბოლო დროს გაშვებულ მოწყობილობებს აქვს პირდაპირ სატელეფონო კავშირის მხარდაჭერა. Eutelsat OneWeb მეორე ადგილს იკავებს 650 თანამგზავრით. AST SpaceMobile-ს ამჟამად მხოლოდ ერთი თანამგზავრი აქვს ორბიტაზე და იგი სატესტოა - კომერციული BlueBird მას ჯერ არ გაუშვია. Amazon-ის კუთვნილ Project Kuiper-ის ფარგლებში ამჟამად ორბიტაზე ორი სატესტო თანამგზავრია. რაც შეეხება ჩინეთს, ოპერატორი China Satellite Network Group აპირებს 12000 თანამგზავრის გაშვებას, მაგრამ სხვა კომპანიებთან პირდაპირი შედარება ადვილი არ არის: ეს პროვაიდერი სავარაუდოდ ისარგებლებს ხელისუფლების სრული მხარდაჭერით და იმუშავებს ჩინეთში, ხოლო სხვები საერთაშორისო ბაზრებს ეყრდნობიან. ასეა თუ ისე, თანამგზავრული კომუნიკაციები ხდება მობილური კომუნიკაციების დამატება და ჯერჯერობით უცნობია, როგორ განხორციელდება ეს სიმბიოზი: როგორც დამატებითი სერვისი ხმელეთის ოპერატორებისთვის, თუ მას ჩართავენ არსებულ გეგმებში. https://tinyurl.com/25jp4r6d
  22. Apple-ის აქციების ღირებულებამ გასულ კვირას ახალ რეკორდს მიაღწია და კომპანიას დროებით დაუბრუნა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის ტიტული. ამას ხელი შეუწყო კომპანიის მიერ წარმოდგენილმა ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებმა, რომლებმაც თეორიულად ხელი უნდა შეუწყონ სამომხმარებლო მოწყობილობების მასობრივ განახლებებს. თუმცა, ბევრი ანალიტიკოსი სკეპტიკურად უყურებდა Apple-ის აქციების რეკორდულ ზრდას. მათი აზრით, Apple-ის ხელოვნური სტრატეგია არ შეესაბამება ასეთ მკვეთრ ნახტომს. უოლ სტრიტი ელის, რომ Apple-ის შემოსავლების ზრდა კვლავ გაგრძელდება 2024 წლის მეორე ნახევარში, მაგრამ წელი დასრულდება მხოლოდ 1%-იანი ზრდით, შემდეგ კი მატება დაჩქარდება 7%-მდე 2025 წელს. Apple-ის ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის დრო არის გადამწყვეტი მომენტი შემოსავლის ზრდისთვის. ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციების დანერგვა შეიძლება მოხდეს უფრო ნელი ტემპით, ვიდრე ინვესტორებს სურთ და გაიწელება 2025 წლამდე. შედეგად, Apple-ის მოწყობილობების სეგმენტში პროგნოზირებულია შემოსავლების შემცირება 2024 წლის ბოლო ორ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ზოგიერთი ინვესტორი თვლის, რომ Apple-ის აქციებს ზრდას აქვს პოტენციალი, მიუხედავად მათი სიახლოვისა ისტორიულ მწვერვალებთან. JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა მიმდინარე კვირაში სამიზნე ფასი 225 აშშ დოლარიდან 245 აშშ დოლარამდე გაზარდეს. მათი თქმით, ხელოვნური ინტელექტის ახალმა ფუნქციებმა უნდა დაიწყოს iPhone-ის განახლების ციკლს და გაზარდოს მოგება. ამავდროულად, Laffer Tengler Investments-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნენსი ტენგლერმა Apple გამორიცხა თავისი საყიდლად რეკომენდებული აქციების სიიდან. ”სხვა კომპანიებს, როგორიცაა Microsoft, Amazon, Oracle, Broadcom, უფრო შესამჩნევი ზრდა აქვთ,” - განაცხადა მან. ”არსებობს სხვა შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ და ადგილები, სადაც შეფასებები არ არის ამდენად გაბერილი.” ”იმედი მაქვს, რომ ბაზარი სწორია, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვინახავს საკმარისი იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ,” - განაცხადა TwinFocus Capital Partners-ის მთავარმა საინვესტიციო დირექტორმა დევიდ დაგლიომ. ”მე აქ ახალ ფულს არ ჩავდებდი.” რისკის ჯილდო საუკეთესო შემთხვევაში უარყოფითია. ” მზარდი შეფასებები ინვესტორებისთვის მთავარი პრიორიტეტია. Microsoft-ისა და Nvidia-ს აქციების ღირებულების რეკორდულმა ზრდამ გამოაცოცხლა ბაზარი, მაგრამ ამავდროულად განაპირობა თითო აქციაზე ფასისა და მოგების თანაფარდობის ზრდა. Microsoft-ის აქციები იყიდება ფორვარდულ მოგებაზე დაახლოებით 34-ჯერ ძვირად, ხოლო Nvidia-სი - 43-ჯერ. ინდექსი Nasdaq 100 ვაჭრობს დაახლოებით 27-ჯერ მაღალი ფორვარდული მოგებით. ანალიტიკოსების ეჭვების მიუხედავად Apple-ის აქციების ფასი პარასკევს დილით 1.1%-ით გაიზარდა და იყიდებოდა დაახლოებით 30-ჯერ ძვირად ფორვარდულ მოგებასთან შედარებით. https://tinyurl.com/46a278vb
  23. BlackRock-მა, VanEck-მა, Franklin Templeton-მა, Grayscale Investments-მა, Invesco Galaxy-მ და 21Shares-მა შეიტანეს განახლებული განაცხადები Spot Ethereum ETF-ებისთვის SEC-ში, წერს The Block. VanEck-მა დაადგინა საკომისიოდ 0.2%, Franklin Templeton-მა - 0.19%. სხვა ემიტენტებს ჯერ არ გამოქვეყნებიათ თავიანი პროდუქტებისთვის დაწესებული საკომისიოს ოდენობა. ”VanEck წარმოდგენილია ბიზნესში 0.2% საკომისიოთი, რაც საკმაოდ დაბალია, ისევე როგორც Franklin-ის 0.19%. ეს ვითარება გარკვეულ ზეწოლას მატებს BlackRock-ს, რომ მისი საკომისიო დარჩეს მინიმუმ 30 საბაზისო პუნქტს ქვემოთ. როგორც ჩანს, [ETF-ებზე დაფუძნებული] ETH ექნება BTC-ის მსგავსი ან უფრო დაბალი საკომისიოებით“, - წერს Bloomberg-ის საფონდო ანალიტიკოსი Eric Balchunas. ემიტენტებმა ასევე გამოავლინეს საწყისი ინვესტიციები Ethereum ETF-ში: 21Shares - 340 739 აშშ დოლარი; Franklin Templeton - 100 000 აშშ დოლარი; Invesco Galaxy - 100 000 აშშ დოლარი. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია BlackRock-ის მაჩვენებელთან შედარებით, რომელმაც 10 მლნ აშშ დოლარი გამოაცხადა. მანამდე, Balchunas-მა ისაუბრა Spot Ethereum-ETF-ების გაშვების თარიღის 2 ივლისამდე გადადებაზე, მას შემდეგ რაც მიღებულ იქნა ემიტენტების კომენტარები S-1-ზე. 13 ივნისს SEC-ის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა აღნიშნა, რომ ელოდება ბიუროკრატიული პროცედურების დასრულებას, რათა ზაფხულის ბოლოსთვის დაიწყოს ვაჭრობა ბირჟაზე ვაჭრობის ფონდებში, რომელიც დაფუძნებულია სიდიდით მეორე კრიპტოვალუტაზე. შეგახსენებთ, 23 მაისს, SEC-მა დაამტკიცა 19b-4 განაცხადები Spot ETH-ETF-ების ემიტენტებისგან. ვაჭრობა დაიწყება მას შემდეგ, რაც სააგენტო ხელს მოაწერს სარეგისტრაციო განცხადებებს ფორმა S-1-ზე. ივნისში SEC-ის აღსრულების განყოფილებამ დახურა გამოძიება Ethereum-ითან დაკავშირებით. ConsenSys აპირებს მიაღწიოს უფრო მეტ მარეგულირებელ სიცხადეს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, ამიტომ იგი დეპარტამენტთან ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებს. https://tinyurl.com/498j952p
  24. Datacenter Dynamics-ის თანახმად კომპანია xAI-ის ყველაზე მძლავრი ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერის აღჭურვილობას, რომელსაც ილონ მასკი ზედამხედველობს, Dell-ი და Supermicro-ს მიაწვდიან. საუბარია სერვერებზე, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება NVIDIA-ს მაღალი წარმადობის NVIDIA ამაჩქარებლები. სიახლის გამოცხადების შემდეგ ორივე კომპანიის აქციების ღირებულება გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ xAI ცდილობს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი გამოთვლითი კომპლექსის შექმნის პროექტის რეალიზებას, რომელიც ორიენტირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის ამოცანებზე. სუპერკომპიუტერის აწყობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს სისტემა, რომელიც შეიცავს 100 ათას NVIDIA H100 ამაჩქარებელს. ხოლო 2025 წლის ზაფხულში იგეგმება NVIDIA B200-ის უახლესი ამაჩქარებლების 300 ათასიანი კლასტერის ექსპლუატაციაში გაშვება. იმის შესახებ, რომ Dell Corporation იღებს მონაწილეობას xAI-ის მასშტაბურ პროექტში, მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ დელმა განაცხადა. თავად მასკმა დაადასტურა ეს ინფორმაცია: მისი თქმით, Dell „აწყობს თაროების ნახევარს, რომლებიც სუპერკომპიუტერის ნაწილი იქნება“. Supermicro პასუხისმგებელი იქნება სისტემის დანარჩენი ნაწილის აწყობაზე. არსებული ინფორმაციით, xAI-ის უზარმაზარი მონაცემთა ცენტრი, სახელად "AI Gigafactory", განთავსდება მემფისის მიმდებარედ, ტენესის შტატში. ამჟამად არ არის ცნობილი, თუ რა პროპორციით იქნება განაწილებული მანქანების სამშენებლო სამუშაოები Dell-სა და Supermicro-ს შორის. პროექტის ღირებულება მილიარდობით აშშ დოლარად არის შეფასებული. ფოტო: Michael Dell xAI ამჟამად ქირაობს დაახლოებით 16 ათას NVIDIA H100 ამაჩქარებელს Oracle Cloud-ში, ასევე იყენებს Amazon-ის ვებ-სერვისებს და თავისუფალ სიმძლავრეებს X/Twitter-ის მონაცემთა ცენტრის პლატფორმებზე. 2024 წლის მაისში სტარტაპმა დაასრულა სერიის B დაფინანსება, რომლის დროსაც შეგროვდა 6 მლრდ აშშ დოლარი, რის შედეგადაც xAI-ს საბაზრო ღირებულებამ მიაღწია 24 მლრდ აშშ დოლარს. შექმნილი სუპერკომპიუტერი, სხვა საკითხებთან ერთად, გამოყენებული იქნება შემდეგი თაობის xAI Grok ჩატ-ბოტის მუშაობის მხარდასაჭერად. https://tinyurl.com/4xc4zevj
  25. watchOS 11-ის გამოშვებით Apple-ის სმარტ საათებში გამოჩნდება აპლიკაცია „Translate“. ახალი ფუნქციები ასევე ხელმისაწვდომი გახდება აპლიკაციის iPhone-ის და iPad-ვერსიებში, რომლებიც დიდი ხანია არსებობს. კერძოდ, Apple-მა ახალი API აქცია საჯაროდ, რაც დეველოპერებს თავიანთ აპლიკაციებში თარგმნის ხელსაწყოების ინტეგრირების საშუალებას მისცემს. Apple-მა WWDC 2024-ზე წარადგინა თარგმნის API, რომელიც აღმოფხვრის დეველოპერების აუცილებლობას - გამოიყენონ მესამე მხარის პლატფორმები თავიანთ აპლიკაციებში ამ ფუნქციების დასანერგად. თავის მხრივ, მესამე მხარის აპლიკაციებს ეძლევა წვდომა მანქანური სწავლების იმავე მოდელებზე, რომლებიც გამოიყენება Apple-ის კუთვნილ Translate-აპლიკაციაში. თარგმნის ფუნქცია ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს. ახალი API ხელმისაწვდომია iOS 17.4 და უფრო ახალი ვერსიებით გამოშვებული მოწყობილობებისთვის, ხოლო iOS 18 SDK ასევე მოიცავს რამდენიმე ექსკლუზიურ ფუნქციას. კერძოდ, სისტემის ახალ ვერსიას ექნება შესაძლებლობა თარგმნოს სტრიქონები ინდივიდუალურად ან პაკეტში, ასევე შეეძლება თარგმანის შედეგების ჩვენება ნებისმიერ სამომხმარებლო ინტერფეისში. ამ დროისთვის Apple iOS 18 ხელმისაწვდომია როგორც წინასწარი ბეტა-ვერსია დეველოპერებისთვის. საჯარო ბეტა-ვერსიის გამოშვება ივლისში იგეგმება, საბოლოო ვერსია კი შემოდგომაზე გამოვა. https://tinyurl.com/mwrzsvbs
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.