Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7329
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. სტარტაპმა, სახელად Money on Chain, აამოქმედა DeFi-პლატფორმა Bitcoin-ის Sidechain-ის ბაზაზე. მასში განხორციელდება საკრედიტო სფეროს პროდუქტების შექმნა - აცხადებს CoinDesk. Money on Chain-ის DeFi-ეკოსისტემა დაფუძნებულია სამ ტოკენზე. ესენია: Dollar on Chain (DoC) — დაკავშირებულია ამერიკულ დოლართან და უზრუნველყოფილია Bitcoin-ებით (MakerDAO-ში არსებული DAI-ს ანალოგი); Chain tokens (MoC) — უზრუნველყოფს ხმის უფლებას (MakerDAO-ში არსებული MKR-ის ანალოგი); BitPRO (BPRO) — უზრუნველყოფს პასიურ შემოსავალს BTC-ის საკომოსიოდან, რომელიც გროვდება სისტემის მომხმარებლებისგან. MoC ტოკენსეილი 2020 წელს ჩატარდება. ინვესტორების სახელები, რომლებიც მოცემულ ეტაპზე ხმის უფლებას ფლობენ, ჯერჯერობით უცნობია. “DoC-ის მინთინგი ნიშნავს DoC-ზე Bitcoin-ების ფაქტიურ გაყიდვას, რადგანაც უკან არ დაგიბრუნდებათ Bitcoin-ის პირვანდელი რაოდენობა - ყველაფერი დამოკიდებულია კურსზე. BPRO შესაძლებელია განიხილოს, როგორც სესხი“ - ხაზი გაუსვა პროექტის თანადამფუძნებელმა. Money on Chain-ს MakerDAO-სგან მნიშვნელოვანი განმასხვავებლები აქვს. თუკი MakerDAO-ში მომხმარებლები უზრუნველყოფას პირვანდელი სახით იბრუნებენ, Money on Chain-ის შემთხვევაში უზრუნველყოფის ღირებულება შესაძლებელია იყოს პირვანდელზე მაღალი ან დაბალი. პროტოკოლი ასევე ითვალისწინებს გარკვეულ იურისდიქციაში წვდომის ბლოკირებას იურიდიული ტავსებადობისთვის. მოცემული მომენტისთვის Money on Chain ურუგვაის არაკომერციული ნდობის მიღების პროცესშია, RSK-ის დამფუძნებელი დიეგო გუტიერესი მოლაპარაკებებს აწარმოებს MakerDAO-ს ანტრეპრენერებთან ეკოსისტემების დაახლოების შესახებ. მისი თქმით, RSK-ის ფედერაციაში 15 მონაწილე დარჩა. დაფუძნების პერიოდში მათი რიცხვი 25 იყო. RSK Sidechain-ის მთავარი ქსელი ამოქმედდა 2018 წლის იანვარში. https://forklog.com/v-sajdchejne-bitkoina-zapustili-analog-defi-proekta-makerdao/
  2. SoC Exynos 990-ის გამოშვებით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ახალი Galaxy S11 სმარტფონის მუშაობა, Samsung-მა საბოლოოდ უარი თქვა საკუთარ მაღალი წარმადობის მქონე პროცესორის ბირთვებზე. Exynos 9820-ის Mongoose ბირთვებმა, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ უპირატესობა Snapdragon 855-ში წარმოდგენილ ARM Cortex-A76 ბირთვებთან შედარებით, ვერ გაამართლეს კომპანიის იმედი, ამიტომ Samsung-მა გადაწყვიტა დახუროს ბირთვების შემუშავებაზე სპეციალიზებული ცენტრი ოსტინში. თუმცა აღმოჩნდა, რომ კორეული კომპანია უკვე მუშაობს მომდევნო თაობის SoC Exynos 1000-ზე. Ინფორმაცია გავრცელდა ცნობილი ინსაიდერი Ice Universe-ისგან, რომელმაც მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ Samsung-მა შესაძლოა გამოიყენოს ARM Cortex-A78 ბირთვები თავისი მომდევნო თაობის Exynos 1000-ში. Qualcomm დიდი ალბათობით გამოიყენებს იმავე ბირთვებს, რაც გამოიყენება Snapdragon 865-ის შემდეგ. ამიტომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად შეძლებს თითოეული კომპანია თავისი ბირთვების ინტეგრირებას სხვა ისეთ კომპონენტებთან, როგორიცაა მაგალითად გრაფიკული პროცესორი. Ice Universe აცხადებს, რომ Samsung-მა ჯერ კიდევ ვერ განსაზღვრა ზუსტი მოდელი, რომელიც ინტეგრირებული იქნება Exynos 1000-ში. მან შესაძლოა აირჩიოს GPU Mali-G78, თუმცა არის ალბათობა, რომ Samsung-ი სამომავლო SoC-ში ჩართავს RDNA-ს, რომელიც შემუშავებულია AMD-სთან თანამშრომლობით. და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, Ice Universe ახსენებს 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებას Exynos 1000-ის წარმოებისას. Samsung-ს საკუთარი ფაბრიკები აქვს, თუმცა კომპანია ოდნავ ჩამორჩება TSMC-ს ხუთნანომეტრიანი ტექნოლოგიის ათვისებაში. ამიტომ, Exynos 1000 დიდი ალბათობით 2020 წლის ბოლომდე არ გამოვა. https://overclockers.ru/blog/goldas/show/32374/samsung-rabotaet-nad-5-nm-soc-exynos-1000
      • 1
      • Like
  3. კორპორაცია Microsoft-მა ღონისძიება The Game Awards 2019-ის ფარგლებში დაასახელა მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლის სახელწოდება, რომლის ანონსი 2020 წელს შედგება. საუბარი ეხება მოწყობილობას, რომელიც ამ დრომდე ფიგურირებდა კოდური სახელით - Xbox Scarlett. კომერციულ ბაზარზე მოწყობილობა გამოვა სახელით - Xbox Series X. კონსოლს წინა თაობის მოწყობილობებისგან განსხვავებული დიზაინი ექნება - მისი კორპუსი სწორკუთხა პარალელეპიპედის ფორმისაა. გარეგნულად Xbox Series X დესკტოპ კომპიუტერის სისტემურ ბლოკს უფრო ჰგავს, ვიდრე კლასიკურ გეიმინგ კონსოლს. ამასთან, დაშვებულია ვერტიკალური და ჰორიზონტალური განთავსება. Xbox Series X კონსოლის კომპლექტში შედის ახალი მანიპულატორი Xbox Wireless Controller. მისი ზომა და ფორმა გადაკეთდა კომფორტის გაუმჯობესების მიზნით. გარდა ამისა, გამოჩნდა დამატებითი ღილაკი Share. Კონტროლერი თავსებადი იქნება Xbox One კონსოლებსა და ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე მომუშავე კომპიუტერებთან. Microsoft-ში აღნიშნავენ, რომ Xbox Series X კონსოლს საფუძვლად დაედება მძლავრი კასტომიზებული პროცესორი, რომელიც შეიქმნა AMD-სთან პარტნიორობის შედეგად Zen 2-სა და RDNA არქიტექტურის ბაზაზე. საუბარია RayTracing-ის აპარატულ მხარდაჭერაზეც. ტექნოლოგიები Variable Rate Shading (VRS) და Auto Low Latency Mode (ALLM) ხელს შეუწყობს გეიმინგ პროცესის ხარისხის ახალ დონეზე აყვანას. კონსოლის აღჭურვილობაში შევა მომავალი თაობის SSD. Xbox Series X-ის პლატფორმის დაპროექტება ხორციელდება ქლაუდ სერვისებზე ორიენტირებით. ჯამში Microsoft გვპირდება, რომ ახალი კონსოლი უზრუნველყოფს Xbox One X მოდელზე ოთხჯერ მაღალ წარმადობის დონეს თანაც დაუჯერებლად ჩუმი სამუშაო პროცესით. კომპანია იძლევა პირობას, რომ კონსოლი თავსებადი იქნება წინა თაობის კონსოლებისთვის განკუთნილ თამაშებთან. კონსოლს შეუძლია გაუმკლავდეს გამოსახულების დამუშავებას 4K ფორმატში სიხშირით 60 კადრი წამში, ასევე აქვს წამში 120 კადრამდე გაზრდისა და 8K მასალების დამუშავების შესაძლებლობა. Xbox Series X კონსოლი გაყიდვაში გამოვა 2020 წლის საახალწლო სადღესასწაულო სეზონზე. მისი ფასი მოგვიანებით გამოცხადდება. https://3dnews.ru/999653
      • 1
      • Upvote
  4. 19 სექტემბერს Huawei-მ დააანონსა თავისი პირველი სმარტ დისპლეი - ეს გახლავთ 65-დუიმიანი ეკრანის მქონე მოდელი. მას შემდეგ ორი თვე გავიდა და კომპანიას მორიგი ახალი სმარტ დისპლეი აქვს - ამჯერად უკვე 75-დუიმიანი. ახალი დისპლეი ფლაგმანურ ხაზს მიეკუთვნება, მოწყობილობაზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, გაყიდვების დაწყების თარიღად კი 24 დეკემბერია ჩანიშნული. დისპლეის ფასიც შთამბეჭდავია - Huawei-ს ახალი, 75-დუიმიანი სმარტ ტელევიზორი მუშაობს HarmonyOS-ზე და მისი ფასი 1850 აშშ დოლარია. შედარებისთვის, 65-დუიმიანი დისპლეი 995 აშშ დოლარად იყიდება. ეს ფასი მოქმედებს წინასწარი შეკვეთების ფარგლებში, საცალო ღირებულება კი დიდი ალბათობით გაცილებით მეტი იქნება. ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში ტელევიზორის შეძენა 24 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. დიაგონალის ზომას თუ არ გავითვალისწინებთ (და ახალ, ოქროსფერ ფერს), 75-დუიმიანი მოდელი 65-იანისგან არაფრით განსხვავდება. ორივე შემთხვევაში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია 4K ეკრანი, 120 ჰც კადრის განახლების სიხშირე, HDR Boost ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რეჟიმები: AI Fitness 2.0, AI Kids და ინტეგრირებული ვებ-კამერა. https://www.ixbt.com/news/2019/12/12/4-120-harmonyos-2000-huawei.html
  5. როგორც წესი, Bitcoin-თან მიმართებაში ხშირად ანალიტიკურ პროგნოზებს აკეთებენ საეჭვო რეპუტაციის მქონე ნაკლებად ცნობილი ინსაიდერები. პერიოდულად თავიანთ აზრს გამოთქვამენ ბიზნესის მსხვილი მონაწილეებიც, თუმცა მათი პროგნოზები უმეტესად ორაზროვანია და ჯამში მათი სიტყვებიდან რთულია გაგება, თუ რა მდგომარეობა ელის კრიპტოვალუტას. თუმცა როდესაც ისეთი ცნობილი ფინანსისტები, როგორიცაა ენტონი პომპლიანო - აკეთებენ პროგნოზებს, ბევრი საჭიროდ თვლის, დაუყოვნებლივ შეიძინოს Bitcoin. ვენჩურული ფონდი Morgan Creek Capital-ის მმართველის სიტყვებით, Bitcoin-ს საქმე შესანიშნავად მისდის. რეალურად, მსოფლიოს პირველი კრიპტოვალუტა შევიდა ზრდის ორწლიან ფაზაში და აგრძელებს ოპტიმიზმის დანერგვას. მისი თქმით ძალიან მალე Bitcoin-ის ფასი დაიწყებს მკვეთრად ზრდას და 2021 წლისთვის 100 ათას დოლარს მიაღწევს. შესაძლოა ბევრს სასაცილოდ არ ეყოს ენტონის სიტყვები, თუმცა მას მეტად დამაჯერებელი ახსნა აქვს. საქმე ის გახლავთ, რომ 2020 წლის მაისში მოხდება ეგრეთ წოდებული „Bitcoin-ის ჰალვინგი“. როდესაც Bitcoin პირველად გამოჩნდა, მოპოვებული ბლოკისთვის ჯილდომ 50 ВТС შეადგინა. რამდენიმე წლის შემდეგ ჯილდო შემცირდა 25 ВТС-მდე, 2016 წელს კი - 12.5 ВТС-მდე. ყოველ ჯერზე მოპოვებული ჯილდოს რაოდენობის ვარდნას თან ახლდა კრიპტოვალუტის ფასის მატება. მომდევნო ჰალვინგის შემდეგ ჯილდო იქნება მხოლოდ 6.25 ВТС ბლოკზე. უცნობია, რამდენით გაძირდება Bitcoin ჰალვინგის შემდეგ, თუმცა იმაში, რომ ეს იქნება მორიგი რყევა ბაზრისთვის - ეჭვი არავის ეპარება. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32352/v-2021-godu-bitkoin-podorozhaet-do-100-000-dollarov-upravlyajuschij-morgan-creek-capital
  6. კომპანია Intel ამჟამად ამზადებს ახალი თაობის დესკტოპ პროცესორებს, რომლებიც შევა Comet Lake-S სერიაში. ოფიციალური ანონსი მოახლოვდა და ინტერნეტში მათ შესახებ უფრო მეტი სიახლე ჩნდება. ამჯერად 3DMark-ის მონაცემთა ბაზაში ცნობილმა ინსაიდერმა მოიპოვა ცნობები სისტემის ტესტირების შესახებ, რომელიც განხორციელდა Core i5-10600 პროცესორითა და MSI MPG Z490 Gaming Carbon WiFi დედა დაფით. ტესტის მონაცემების თანახმად Core i5-10600 პროცესორს აქვს ექვსი ფიზიკური ბირთვი და თორმეტი გამომთვლელი ნაკადი. შესაბამისად, ეს ცნობა ადასტურებს გავრცელებულ ხმებს, რომ Comet Lake-S თაობის Core i5 პროცესორებს Hyper-Threading-ის მხარდაჭერა ექნებათ. ცხადია, კომპანია Intel-ის ეს ნაბიჯი გამოწვეულია AMD-ს მხრიდან კონკურენციის გაძლიერებით, განსაკუთრებით კი საშუალო ფასის სეგმენტში. ერთ-ერთმა ტესტმა განსაზღვრა, რომ Core i5-10600-ის საბაზისო ტაქტის სიხშირე 3300 მჰც-ს შეადგენს. დაუზუსტებელი ინფორმაციით კი ტურბო სიხშირე 4689 მეგაჰერცია. თუკი ეს რიცხვები საბოლოოა, გამოდის, რომ Core i5-10600 პროცესორის საბაზისო სიხშირე Core i5-9600-თან შედარებით 200 მეგაჰერცით გაიზარდა, ტურბოსიხშირე კი - მხოლოდ 100 მჰც-ით. შესაბამისად, Comet Lake-S თაობისგან სიხშირის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადაგანაც მას იგივე, Skylake მიკროარქიტექტურა აქვს და იწარმოება 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ასე რომ ახალი Core i5-ების ძირითადი განსხვავება ძველი მოდელებისგან იქნება Hyper-Threading-ის მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას. https://3dnews.ru/999556
  7. ციფრული ვალუტები არ არიან ფინანსური სისტემისთვის რისკის მატარებლები, თუკი საუბარი არ ეხება რაიმე გლობალურ Stablecoin-ს. ასეთი აზრი გამოთქვა აშშ-ის სასწრაფო სავაჭრო ბირჟების კომისიის თავმჯდომარე Heath P. Tarbert-მა. კენედის სახელობის ჰარვარდის სკოლაში გამართული ლექციის მსვლელობისას მან ისაუბრა CFTC-ის როლზე კრიპტოვალუტების რეგულირების, ასევე ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის უფლებამოსილების განაწილების შესახებ. ტარბერტი აგრეთვე შეეხო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ რისკებს. მისი სიტყვებით, მარეგულირებლებმა უკვე განსაზღვრეს ციფრული აქტივების უმნიშვნელოვანესი პრობლემები. პირველი მათგანი გახლავთ მათი გამოყენების აღკვეთა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებისთვის. მეორეა ინვესტორების დაცვა. „ეს ICO-ები, სადაც ადამიანები კრიპტოვალუტებს უშვებენ, შესაძლებელია თაღლითურ სქემებზე არანაკლები იყოს“ - აღნიშნა ტარბერტმა. ტარბერტმა განაცხადა, რომ გაცვლითი საქონელი და მათზე დაყრდნობით წარმოებული პროდუქტები ექვემდებარება CFTC-ის იურისდიქციას. თეორიულად ეს ნიშნავს იმას, რომ მარეგულირებლებს შეუძლიათ თვალ-ყური მიადევნონ კრიპტოვალუტების ბირჟებს თაღლითობის ან მანიპულირების შემთხვევაში მაშინაც კი, თუკი ისინი არ არიან რეგისტრირებული სააგენტოში. CFTC-ის ხელმძღვანელმა აგრეთვე განმარტა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით პროდუქტად ითვლება ფასიანი ქაღალდებიც, თუმცა ისინი ხვდება SEC-ის იურისდიქციაში როგორც კი ამ სტატუსს მიიღებს. გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როდესაც აქტივი მომავალი ფასიანი ქაღალდია - ასეთ შემთხვევაში მისი რეგულირება ხდება ორივე სააგენტოს მიერ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ეკონომიკისთვის რისკის მატარებელი Stablecoin-ების შესახებ გაფრთხილება გასცა აშშ-ის ფინანსური სტაბილურობის სამეთვალყურეო საბჭომაც (FSOC). https://forklog.com/glava-cftc-sistemnye-riski-neset-ne-bitkoin-a-poyavlenie-globalnogo-stejblkoina/
      • 1
      • Like
  8. ახალი 16-ბირთვიანი პროცესორი Ryzen 9 3950X იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ პირველი მყიდველები პრაქტიკულად ერთმანეთს ებრძოდნენ, თუ ვინ უფრო მალე მოიპოვებდა ახალ პროცესორს. ამ „მონსტრის“ წარმადობა იმდენად შთამეჭდავია, რომ მასთან შედარებით Intel-ის მაღალი წარმადობის პროცესორებიც კი ნელი აღმოჩნდა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ზემოთხსენებული პროცესორის შეძენა ამჟამად ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა არა Silicon Lottery-სთვის. ამ პროცესორების გაყიდვა უკვე დაიწყო, თანაც ისინი აღჭურვილია საკმაოდ მნიშვნელოვანი ბუსტით. აჩქარების მქონე 16-ბირთვიანი პროცესორი დღესდღეობით არც ისე იაფი ღირს. ამჟამად შემოთავაზებაშია რამდენიმე ვარიანტი, ერთ-ერთ მათგანს ექსპერტები „ოქროს“ პროცესორს უწოდებენ და ამით ხაზს უსვამენ მის ელიტარულობასა და სიჩქარეს. პირველი: 4 გჰც-მდე აჩქარებული მოდელი. ამ პროცესორის შეძენა შესაძლებელია 850 აშშ დოლარად; მეორე: გაცილებით უკეთესი ვარიანტი, რომლის ყველა ბირთვი 4.05 გჰც-ზე მუშაობს. მისი ფასი 900 აშშ დოლარია; მესამე: ვერსია 4.1 გჰც-ით, მისი ფასი 1050 აშშ დოლარია; მეოთხე: ელიტარული „ოქროს“ Ryzen 9 3950X, რომლის თექვსმეტივე ბირთვის ტაქტის სიხშირე 4.15 გიგაჰერცია. ეს შესანიშნავი პროცესორი 1500 აშშ დოლარი ღირს. პროცესორების გაყიდვა უკვე დაიწყო. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32329/zolotoj-ryzen-9-3950x-ot-silicon-lottery-ocenen-v-1500-dollarov
  9. ბრენდმა Redmi-მ, რომელიც ჩინური კომპანია Xiaomi-ს მიერაა შექმნილი, წარადგინა პორტატული კომპიუტერი RedmiBook 13, რომლის შესახებაც ცნობები ამ დრომდეც ვრცელდებოდა. ლეპტოპს 13.3-დუიმიანი Full HD+ დისპლეი აქვს, რომელიც ოთხივე მხრიდან წვრილი ჩარჩოებითაა შემოსაზღვრული. ეკრანი იკავებს წინა პანელის 89%-ს. მოწყობილობა იწონის დაახლოებით 1.23 კილოგრამს, ერთ დამუხტვაზე მისი ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია დაახლოებით 11 საათი. სწრაფი დატენვის ფუნქციის წყალობით ენერგიის მარაგის 50%-ის შევსება ხდება დაახლოებით 35 წუთში. მწარმოებელი ბრენდი აცხადებს, რომ კომპიუტერის ფართობი A4 ფორმატის ფურცლის 96%-ს შეადგენს. გაგრილებას უზრუნველყოფს გაგრილების ეფექტური სისტემა ორი ექვსმილიმეტრიანი სითბური მილით. აპარატულ საფუძვლად ლეპტოპს უდევს მეათე თაობის Intel Core პროცესორი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8 გიგაბაიტს შეადგენს, ინტეგრირებული მეხსიერებისა კი - 512 გბ-ს. გრაფიკული ქვესისტემა წარმოდგენილია დისკრეტული ამაჩქარებლით - NVIDIA GeForce MX250, რომელსაც აქვს GDDR5 სტანდარტის 2 გბ მეხსიერება. ლეპტოპში გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Microsoft Windows 10 Home. მოწყობილობის საბაზისო ვერსია Core i5 ჩიპით გაიყიდება დაახლოებით 600 აშშ დოლარად, Core i7 პროცესორის მქონე მოდელის ფასი კი იქნება 740 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/999405
      • 2
      • Like
      • Upvote
  10. ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ისაუბრა პროექტზე სპეციალიზებული აპარატის კოსმოსში გაშვებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად აპარატმა უნდა გაანადგუროს კოსმოსური ნაგავი. კოსმოსის დანაგვიანების მხრივ სიტუაცია მუდმივად უარესდება. ახალი თანამგზავრების გაშვებით მათი ერთმანეთთან ან სხვა ობიექტებთან შეჯახების რისკი იზრდება, ნებისმიერი კოსმოსური ავარია კი იწვევს ფრაგმენტებისგან ორბიტაზე უზარმაზარი მოცულობის ახალი ნაგვის წარმოქმნას. ახალი პროექტი, რომლის შესახებაც ESA საუბრობს, განხორციელდება კონსორციუმით, რომლის ხელმძღვანელიც შვეიცარული სტრატაპი ClearSpace გახლავთ. მომავალმა „კოსმოსურმა მენაგვემ“ სახელად ClearSpace-1 მიიღო. დაგეგმილია, რომ ClearSpace-1-ის პირველი სამიზნე იქნება რაკეტა Vega-ს ზედა ნაწილი, რომელიც 600–800 კილომეტრ სიმაღლეზე დარჩა ჯერ კიდევ 2013 წელს გაშვების შემდეგ. ამ ობიექტის მასა დაახლოებით 100 კგ-ს შეადგენს და მისი ფორმა ხელსაყრელია „ნაგვის მჭერის“ შესაძლებლობების გამოცდისთვის. ClearSpace-1-ის კოსმოსში გაშვება დაგეგმილია 2025 წლისთვის. აპარატი შეეცდება დაიჭიროს დასახული ობიექტი და გაიყვანოს ორბიტიდან, რათა იგი ატმოსფეროში დაიწვას. თუკი მისია წარმატებით ჩაივლის, სამომავლოდ უფრო რთული მისიები დაიგეგმება. https://3dnews.ru/999352
      • 1
      • Like
  11. კრიპტოვალუტების პლატფორმა Bakkt-მა აამოქმედა ვაჭრობა საანგარიშსწორებო ფიუჩერსებითა და Option-ებით Bitcoin-ზე. ორივე პროდუქტი დაფუძნებულია იმ Bitcoin-ფიუჩერსებით მომარაგებაზე, რომელიც Bakkt-მა სექტემბერში აამოქმედა. Bakkt-მა საზოგადოებას შეახსენა, რომ მისმა მშობელმა კომპანია ICE-მ 2001 წელს შექმნა ფიუჩერსული კონტრაქტი ნავთობზე - ICE Brent Crude Oil Futures, მომდევნო წლებში კი მის საფუძველზე გამოუშვა ასობით სანავთობე დერივატივი ფიუჩერსების, Option-ებისა და სვოპის ჩათვლით. კრიპტოვალუტების პლატფორმა გეგმავს ანალოგიურად შეიმუშავოს ახალი პროდუქტები თავისი Bitcoin-ფიუჩერსების საფუძველზე. ჯერჯერობით უცნობია, ვისი ხელმძღვანელობით განხორციელდება ეს - აღმასრულებელი დირექტორი კელი ლოფლერი ჯორჯიის შტატიდან აშშ-ის სენატორად დაინიშნა და კომპანიას წლის ბოლოს დატოვებს. Bakkt-ის Bitcoin-ფიუჩერსების ამჟამინდელი, მორიგი გამოშვება ნოემბრის ბოლოს დაანონსდა. პროდუქტი, როგორც დაგეგმილი იყო, იყიდება ICE Futures Singapore ბირჟაზე. პირველ კრიპტოვალუტაზე option-ების გამოშვების ვადა პლატფორმამ ერთი თვით ადრე დაასახელა. ამ მიმართულებით სხვა სიახლეებს რაც შეეხება, ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟამ (CME Group) განაცხადა, რომ Bitcoin-option-ებით ვაჭრობას 2020 წლის 13 იანვარს დაიწყებს. კრიპტოვალუტების ბირჟა OKEx ანალოგიურ პროდუქტს 27 დეკემბერს შესთავაზებს მომხმარებლებს, Bitfinex კი - 2020 წლის პირველ კვარტალში. https://forklog.com/bakkt-zapustila-dva-novyh-bitkoin-derivativa/
      • 1
      • Like
  12. სულ რამდენიმე დღეში კომპანია AMD-ის AIB-პარტნიორებმა უნდა წარადგინონ ახალი ვიდეო ბარათები - Radeon RX 5500 XT. რესურს VideoCardz-ის ძალისხმევით ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მზადებაში მყოფი ახალი ბარათების ფოტოები და მახასიათებლები. საუბარი ეხება Radeon RX 5500 XT Mech და RX 5500 XT Gaming სერიის ვიდეო ბარათებს. ვიდეო ბარათი Radeon RX 5500 XT Mech წარმოდგენილია გაფართოების ორსლოტიანი გაგრილების სისტემით, რომელიც მოიცავს ორ ქულერსა და ალუმინის რადიატორს სითბური მილებით. დამატებითი კვებისთვის მოცემულია ერთი 8-პინიანი კონექტორი, რაც 110-ვატიანი ეტალონური TDP-ის დონის ვიდეო ბარათისთვის საკმარისზე მეტია. ვიდეო დრაივერების ნაკრები სტანდარტულია - ხელმისაწვდომია სამი DisplayPort და ერთი HDMI. ამაჩქარებელი მეხსიერების მხრივ ხელმისაწვდომი იქნება 4 და 8 გბ ვერსიებად. თავის მხრივ Radeon RX 5500 XT Gaming X წარმოდგენილია გაცილებით მძლავრი გაგრილების სისტემით, რომელიც ასევე მოიცავს ორ ქულერს, თუმცა გაბარიტებით გაცილებით დიდია. ამ ვიდეო ბარათს საგრძნობლად კარგი ქარხნული აჩქარება ექნება: მაქსიმალური Boost-სიხშირე 1845-დან 1905 მეგაჰერცამდე გაიზრდება. GDDR6 სტანდარტის ვიდეო მეხსიერების მოცულობა 4 ან 8 გბ იქნება ვერსიების შესაბამისად და მისი ეტალონური სიხშირეა 1750 მჰც. დამატებითი კვების კონექტორების გარჩევა ფოტოებზე რთულია, თუმცა სავარაუდოდ Radeon RX 5500 XT Gaming X-საც ექნება ერთადერთი 8-პინიანი კონექტორი. ამ ვიდეო ბარათზეც ხელმისაწვდომი იქნება სამი DisplayPort და ერთი HDMI. ახალი ვიდეო ბარათების ფასი ჯერჯერობით არ სახელდება, ამის შესახებ დიდი ალბათობით ცნობილი გახდება დღეს, 12 დეკემბერს ოფიციალური ანონსის ფარგლებში. https://3dnews.ru/999381
  13. შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) თანხმობა განაცხადა ფონდის საქმიანობაზე, რომელიც მხოლოდ Bitcoin-ფიუჩერსებით მოახდენს ინვესტირებას რეგულირებად ბირჟებზე. საუბარი ეხება New York Digital Investment Group-ის (NYDIG) აქტივებით მართულ Bitcoin Strategy Fund-ს, რომელიც ინვესტორებს შესთავაზებს 2,5 მლნ აქციებს 10 აშშ დოლარად. NYDIG-ში უკვე მიიღეს BitLicense და ტრასტის ლიცენზიები შეზღუდული მიზნობრივი დანიშნულებით ნიუ-იორკის რეგულატორისგან. ამჯამად Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობა ხდება მხოლოდ CME-ში. ასეთივე პროდუქტს მალე გამოუშვებს Bakkt, თუმცა ICE Singapore ბირჟაზე. SEC-მა გარკვეული პერიოდის წინ უარყო Bitwise-ის Bitcoin-ETF-ის ამოქმედება, თუმცა თანხმობა განაცხადა მის ხელმეორედ განხილვაზე. https://forklog.com/sec-odobrila-fond-orientirovannyj-na-investitsii-v-bitkoin-fyuchersy/
  14. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია AMD Adrenalin 2020 Edition გრაფიკული დრაივერების პაკეტის მორიგი განახლება, რომლის შედეგად, გავრცელებული ცნობების თანახმად, ხელმისაწვდომი გახდება გაზრდილი გეიმინგ წარმადობა არა მარტო Navi თაობის ახალ ვიდეო ბარათებში, არამედ მათ წინამორბედ Polaris-ისა და Vega-ს მოწყობილობებშიც. რესურს VideoCardz-ის თანახმად, წარმადობის ზრდა შესაძლებელი გახდება ახალი ფუნქცია Radeon Boost-ის წყალობით, რომელიც დიდი ალბათობით დაფუძნებულია HiAgo Boost ტექნოლოგიაზე. ამ უკანასკნელის ფუნქციონირება გულისხმობს გეიმინგ წარმადობის ოპტიმიზაციას გრაფიკული ადაპტერისადმი მიმართული მთელი რიგი ბრძანებების ცვლილებით. შედეგად ხდება გაფართოების ცვლილება და უზრუნველყოფილია კადრების საჭირო რაოდენობა. AMD-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული აღწერის მიხედვით Radeon Boost ხელმისაწვდომი იქნება Radeon RX 400 სერიისა და მის ზემოთ არსებული ვიდეო ბარათებისთვის, აგრეთვე ინტეგრირებულ გრაფიკულ ქვესისტემა APU Ryzen 2000-სა და მასზე ახალ ვერსიებში. სისტემა თავსებადია ოპერაციულ სისტემა Windows 7-სა და Windows 10-თან, თუმცა ფუნქციონირებს მხოლოდ გეიმინგ აპლიკაციებში. ამგვარად, ახალი ტექნოლოგია უზრუნველყოფს წარმადობის დონის ზრდას ყველა სუსტ და მოძველებულ ვიდეო ბარათებშიც კი, გამოსახულების ხარისხის შესახებ კი ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. https://overclockers.ru/blog/id_1/show/32263/videokarty-serii-amd-radeon-rx-400-i-vyshe-mogut-poluchit-pribavku-k-proizvoditelnosti-blagodarya-novoj-tehnologii
  15. Porsche-მ განაცხადა, რომ მუშაობს ოთხძრავიანი სიმძლავრის აგრეგატზე ელექტრო ყველგანმავლებისთვის - ეს იქნება ორჯერ დიდი ძრავი Porsche Taycan-ის ძრავთან შედარებით. კონსტრუქცია ორიენტირებულია უპირველეს ყოვლისა მართვაზე - თითოეულ საბურავზე გათვლილი თითოეული ძრავი ელექტრომობილს საშუალებას აძლევს სწრაფად გადანაწილდეს განსაზღვრული სიმძლავრე იმის მიხედვით, სადაც საჭიროა - იქნება ეს მოყინულ გზაზე უკუქმედებისა თუ მოსახვევში დიდი სიჩქარით შესვლის საჭიროება. კომპანიის გუნდის განცხადებით ახალი გადაწყვეტილების წყალობით მიღწეულ იქნება სპორტული ავტომობილების მსგავსი სიჩქარის რეაქცია დიდი გაბარიტების მანქანებშიც კი. ტექნოლოგიას არ სჭირდება დამატებითი სენსორები, პროგრამული მართვა მილიწამებში გადაანაწილებს სიმძლავრეს. Porsche-მ განაცხადა, რომ სისტემის ტესტირება უკვე დიდი ხანია ხორციელდება. არსებობს ერთი მთავარი კითხვა: პირველ რიგში რომელ მოდელს ექნება ოთხძრავიანი სისტემა? Porsche-მ უკვე დაადასტურა, რომ Macan EV-ზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა ეს გახლავთ ქროსოვერი, რომელიც ორიენტირებულია საწყისი დონის ბაზარზე. რომელმა მოდელმაც არ უნდა მიიღოს ახალი სისტემა, იგი დიდი უპირატესობა იქნება ყველა ამინდში გამოსაყენებელი ელექტრომობილებისთვის. https://3dnews.ru/999287
  16. Bitcoin-ბირჟა Binance-მა წარმოადგინა კრიპტოვალუტების პირდაპირი ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა კიდევ რვა ფიატური ვალუტისთვის. ბირჟამ დაამატა შემდეგი ვალუტები: ვიეტნამური დონგი (VND); ინდონეზიური რუპია (IDR); ნიგერიული ნაირი (NGN); კოლუმბიური პესო (COP); ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (GBP); მექსიკური პესო (MXN); კანადური დოლარი (CAD); არგენტინული პესო (ARS). მხარდაჭერილი ფიატური ვალუტების საერთო რიცხვმა უკვე თექვსმეტი შეადგინა, მათ შორისაა ამერიკული დოლარი, ევრო, ჩინური იუანი, უკრაინული გრივნა და ა.შ. ძველად Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ ბირჟის მთავარი ამოცანა უახლოეს თვეებში იქნება მსოფლიოს ყველა ფიატურ ვალუტასთან ინტეგრაცია. ნოემბერში ბირჟას ევროს მხარდაჭერა დაემატა. იმავე თვეში Binance-მა შეიძინა ინდური კრიპტო ბირჟა WazirX, რაც განპირობებული იყო მიზნით - დანერგილიყო კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვა ინდური რუპიით. სულ ახლახანს მედიის საშუალებით აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ Binance-ის გეგმაშია მოახდინოს ლიხტენშტეინში დარეგისტრირებული გაბანკროტებული Union Bank-ის ინვესტირება. Binance-ის ფინანსური დირექტორი ამ ინფორმაციას არასანდოდ მიიჩნევს. https://forklog.com/binance-rasshirila-spisok-podderzhivaemyh-fiatnyh-valyut/
  17. სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭენ ელექტრომობილები, რომლებიც ბენზინის ნაცვლად ელექტროენერგიის მოხმარების წყალობით არ აბინძურებენ გარემოს. ამ დრომდე ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიებს შორის ყველაზე პოპულარული გახლდათ ჩინური კომპანია BYD, რომელიც ჰიბრიდულ ავტომობილებსაც ყიდის. ამჯერად კი ელექტრომობილების ბაზარზე ახალი ლიდერი გამოჩნდა. ეს გახლავთ ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანია Tesla - ილონ მასკის ხელმძღვანელობით. მიუხედავად იმისა, რომ ჩინური კომპანიის მიერ გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობა უზარმაზარია, Tesla-მ მაინც შეძლო მისთვის გადაესწრო მხოლოდ სამი მოდელის გამოშვებით, რომლებმაც მოკლე დროში ყველას დაამახსოვრეს თავი. ესენია Model X, Model S და Model 3. ბოლო პერიოდში ამ ორ კომპანიას შორის აქტიური კონკურენცია შეინიშნებოდა და მიუხედავად უორენ ბაფეტის მიერ BYD-ში ჩადებულია დიდი ინვესტიციისა, Tesla წამითაც არ ჩამორჩენია ჩინელებს. ექსპერტების მიერ წარმოდგენილ იქნა ორივე კომპანიის გაყიდვების გრაფიკი 2014-დან 2019 წლამდე. გრაფიკის თანახმად მიმდინარე წლის ოქტომბერში Tesla-მ გამოუშვა 807 954 ელექტრომობილი, BYD კი მცირედით ჩამორჩა: მის მიერ გამოშვებული ელექტრო მანქანების რაოდენობამ 787 150 შეადგინა. შეგახსენებთ, რომ როდესაც ილონ მასკს ჰკითხეს, როგორ აპირებს კონკურენტებთან ბრძოლას, მან საპასუხოდ მხოლოდ გაიცინა. როგორც ჩანს, Tesla-ს კიდევ უფრო სერიოზული სამომავლო გეგმები აქვს, რაც კომპანიას მეტად პოპულარულად აქცევს. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/32239/tesla-operedila-kitajskogo-konkurenta-i-vyshla-na-pervoe-mesto
  18. Redmi K30-ისა და Redmi K30 5G სმარტფონების შესახებ ცნობების უმეტესობა ოფიციალური წყაროებიდანაა მიღებული. ფოტოებზე, რომლებზეც გამოსახულია მოწყობილობის ვარდისფერი მოდელი, აგრეთვე ჩანს მისი იისფერი გაფორმებაც. სიახლე სმარტფონის ოფიციალურად გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. ფოტოებზე ჩანს, რომ Redmi K30 წარმოდგენილი იქნება თეთრი კოლოფით, რომელზეც სმარტფონის დასახელება გარდამავალ ფერებში იქნება გამოსახული. ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულა ლოგოტიპი Mi. შეფუთვის ქვედა მხარეს მოცემულია წარწერა - „დამზადებულია Redmi-ს დიზაინით“, შუა ნაწილში კი განთავსებულია ბრენდის თილისმა. ამ კონკრეტულ შეფუთვაში დევს ვარდისფერი სმარტფონი 6/128 გბ მეხსიერებით. TENAA სერტიფიკაციამ ძველად დააფიქსირა, რომ წარმოდგენილი იქნება ასევე ვარიანტები 6/64 გბ, 8/128 გბ და 12/256 გბ მეხსიერების მოცულობით. წარმოდგენილ ფოტოებზე ტელეფონი გამორთულია, თუმცა კარგად ჩანს პერფორირებული დისპლეი ორმოდულიანი ფრონტალური კამერის ქვემოთ. სმარტფონის უკანა პანელის ფოტოს მიხედვით ზუსტი წარმოდგენა იქმნება ოთხმოდულიანი მასიური ძირითადი კამერის არსებობის შესახებ. შეფუთვა მიუთითებს, რომ Redmi K30-ს აქვს მეხსიერების მოცულობის გაფართოების საშუალება microSD ბარათის მეშვეობით, თუმცა მომხმარებლებს ამისთვის მოუწევთ nano SIM ბარათის ერთ-ერთი სლოტი მას დაუთმონ. სმარტფონის უკანა მხარე დაფარულია მქრქალი (მატირებული) მინით. აგრეთვე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს იისფერი ვარიანტი. TENAA-ინფორმაციის თანახმად როგორც აღმოჩნდა, მოწყობილობა მუშაობს MIUI 11-ზე და იგი დაფუძნებულია Android 10 პლატფორმაზე. Redmi K30 4G სმარტფონს ექნება 6.67-დუიმიანი FHD+ დისპლეი და 8-ნანომეტრიანი პროცესორი Snapdragon 730G. აგრეთვე აღსანიშნავია თითის ანაბეჭდის სკანერი სმარტფონის გვერდზე და 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი დატენვის მხარდაჭერით. https://3dnews.ru/999297
  19. უახლოესი ათწლეული შესაძლოა გარღვევების პერიოდი აღმოჩნდეს კრიპტოვალუტებში, რადგანაც არსებული ფიატური სისტემა არ გამოიყურება საიმედოდ - თვლის Deutsche Bank-ის ანალიტიკოსი ჯიმ რეიდი. ბანკის ანალიტიკურ ანგარიშში რეიდმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოებრივი ვალუტის საიმედოობისა და გამძლეობის შესახებ ეჭვი გამოიწვევს კრიპტოვალუტების პოპულარობის ზრდას. „ძალები, რომლებიც აკავებდა არსებულ ფიატურ სისტემას, ამჟამად მყიფედ გამოიყურება და შესაძლოა დაემხოს 2020-იან წლებში. ეს გამოიწვევს ნეგატიურ რეაქციებს ფიატურ ფულზე და მოთხოვნა ისეთ ალტერნატიულ ვალუტაზე, როგორებიცაა ოქრო და კრიპტოვალუტა, შესაძლოა გაიზარდოს“. - განაცხადა მან. რეიდმა გაიხსენა უკონტროლო ინფლაცია და ოქროს ფასის ვარდნა, რაც 1970-იან წლებში მოხდა ძვირფასი ლითონის მიერ მხარდაჭერილი ფულადი სისტემის დანგრევის შემდეგ. ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკები გაუმკლავდნენ გლობალურ ინფლაციას. ჩინეთი გახდა მთავარი შემაკავებელი ფაქტორი ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში სამუშაო ძალის მიწოდების მნიშვნელოვანი ზრდის გამო. მაგრამ ეს ვითარება სრულდება, რადგანაც შრომითუნარიანი ასაკის მოსახლეობის პიკი ქვეყანამ გაიარა წინა ათწლეულში - აღნიშნა მან. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ქვეყნების ხელისუფლებები დაიწყებენ სესხის ზრდას, ბიუჯეტის ხარჯის მატებასა და მონეტარული პოლიტიკის უგულვებელყოფას, რაც ხელს შეუწყობს კაპიტალისა და აქტივების მფლობელებს, მაგრამ არა შრომას. ”როდესაც სამუშაო ძალაზე ხარჯები გაიზრდება, პოლიტიკოსებისთვის რთული პირობები დადგება. და სადაც პოლიტიკოსები შეშფოთებულნი არიან არჩევნებით, მსხვერპლი დიდი ალბათობით ინფლაცია იქნება ”- თქვა მან. ინფლაციის მუდმივი ზრდა გამოიწვევს სახელმწიფოებრივი ფულადი სისტემის მდგრადობის მიმართ ეჭვს და გაიზრდება მოთხოვნა ალტერნატიულ ვალუტაზე. „გადაურჩება თუ ვერა ფიატური ვალუტა ხელისუფლების წინაშე მდგარ პოლიტიკურ დილემას? ეს არის ათწლეულების ტრილიონობით დოლარიანი კითხვა - განაცხადა ანალიტიკოსმა. https://forklog.com/deutsche-bank-kriptovalyuty-na-poroge-proryvnogo-desyatiletiya/
  20. ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გამოდის გაყიდვაში ფლაგმანური სმარტფონები კადრის განახლების მაღალი - 120 ჰერცამდე სიხშირით. რა თქმა უნდა, შედეგად უზრუნველყოფილია გამოსახულების გაუმჯობესებული ხარისხი, თუმცა გვერდითი ეფექტია პროდუქტის საბოლოო ფასის მატება. და აი, კომპანია Sharp-მა გადაწყვიტა ერთბაშად გადაუსწროს სმარტფონების ყველა წამყვან მწარმოებელს და გამოუშვას მსოფლიოში პირველი სმარტფონი 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ამგვარი მახასიათებელი ყველა ტოპ გეიმინგ მონიტორსაც კი არ აქვს. წარმოდგენილი სმარტფონი Sharp AQUOS Zero2 გაყიდვაში გამოვა 2020 წლის პირველ კვარტალში იაპონიაში. მოწყობილობა იმუშავებს პროცესორ Snapdragon 855-ზე, დაკომპლექტებული იქნება 8 გბ ოპერატიული და 256 გბ UFS 3.0 სტანდარტის შიდა მეხსიერებით. ამის ფონზე წარმოუდგენლად გამოიყურება სმარტფონის ბატარეა, რომლის მოცულობაც მხოლოდ 3139 მა/სთ-ია, რაც კატასტროფულად ცოტაა 240 ჰც სიხშირის 6,4-დუიმიანი დისპლეის მქონე სმარტფონისთვის. საინტერესოა რამდენ ხანს იმუშავებს AQUOS Zero2 სმარტფონი ერთ დამუხტვაზე, რადგანაც მას მოუწევს ჩვეულებრივ სმარტფონთან შედარებით ოთხჯერ სწრაფად გამოსახოს ეკრანზე გამოსახულება თანაც იმის ფონზე, რომ ჩვეულებრივ სმარტფონებს უფრო დიდი მოცულობის ბატარეა აქვთ. საჭიროა დაველოდოთ სმარტფონის ბაზარზე გამოსვლას, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება მისი შესაძლებლობების საფუძვლიანად განხილვა. https://overclockers.ru/blog/goldas/show/32199/sharp-aquos-zero2-pervyj-v-mire-smartfon-s-displeem-240-gc
      • 1
      • Upvote
  21. კომპანია Tesla-მიერ ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის დაანონსებიდან არც ისე მცირე დრო გავიდა, თუმცა ინტერნეტში მისი ფუტურისტული დიზაინის შესახებ კამათი და განხილვები არ წყდება. გამორიცხული არ არის, ეს საუბრები მანამდე გაგრძელდეს, სანამ ილონ მასკი მომდევნო მოდელს დააანონსებს. როგორც ჩანს, ამ პიკაპით დაინტერესდა Razer-ის გენერალური დირექტორი Min-Liang Tan-იც. მან Twitter-ის მეშვეობით Tesla-ს ხელმძღვანელ ილონ მასკს შესთავაზა პორტატული კომპიუტერის კონცეპტი, რომელიც Cybertruck-ის მსგავსი დიზაინითაა წარმოდგენილი. ლეპტოპს შესაძლოა ეწოდოს Razer Blade ან CyberBlade და შესაძლებელი იქნება მისით CyberpunkGame-ის თამაში, როდესაც გამოვა. Tesla Cybertruck-ის ანონსის შემდეგ სინგაპურული კომპანიის ხელმძღვანელმა გამოთქვა სურვილი - ჰქონდეს Tesla-ს პიკაპი, რომელიც გაფორმებული იქნება Razer-ის საფირმო ფერებით. Min-Liang Tan-მა მასკს აგრეთვე შესთავაზა პარტნიორობა Razer-სა და Tesla-ს შორის, რომელიც მისი აზრით ორივე კომპანიას მოუტანს სარგებელს. Tesla-ს ხელმღვანელს ამჟამად ამისთვის არ სცალია, რადგანაც დაიწყო სასამართლო პროცესი ბრიტანელი დაივერი Vernon Unsworth-ის სარჩელის განხილვაზე. იგი ტაილანდში წყალქვეშა გამოქვაბულიდან ბავშვების გადარჩენის წარმატებული სპეცოპერაციის მონაწილეა. მასკმა მას პედოფილი უწოდა და დამცირებული ანსვორთი ითხოვს კომპენსაციის სახით 75 ათასი აშშ დოლარის გადახდას. https://3dnews.ru/999149
  22. საფრანგეთის ცენტრალური ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის (CBDC) ტესტირებას 2020 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს - იტყობინება ახალი ამბების სააგენტო AFP. „გვსურს, მალე დავიწყოთ ექსპერიმენტები და ვაცხადებთ, რომ პროექტი ამოქმედდება 2020 წლის პირველი კვარტლის ბოლოს“ - განაცხადა საფრანგეთს ბანკის თავმჯდომარემ - ფრანსუა ვილერუა დე გალომ. მისი განცხადების თანახმად ბევრი ქვეყნის ხელისუფლება შეშფოთებულია Facebook-ის პროექტ Libra-თი და სხვა მსგავსი ინიციატივებით. ვილერუა დე გალოს თქმით საფრანგეთი დაინტერესებულია CBDC სფეროში თანამონაწილეობის საკითხით, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ახალ ტექნოლოგიასთან მიდგომა საჭიროა „სერიოზულად და მეთოდურად“. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრიულო ლე მერმა წამოაყენა ციფრული ვალუტის შექმნის წინადადება. მისი აზრით, ევროპის ქვეყნებმა უნდა შეისწავლონ საერთაშორისო ტრანზაქციების ფასის შემცირებისა და მათი სიჩქარის გაზრდის შესაძლებლობები. https://forklog.com/smi-bank-frantsii-nachnet-testirovanie-tsifrovoj-valyuty-v-2020-godu/
      • 1
      • Upvote
  23. ყოველწლიურ ტექნოლოგიურ კონფერენცია Credit Suisse-ზე შედგა კომპანია NVIDIA-ს წარმომადგენლების გამოსვლა, რომლის ფარგლებში პასუხები გაეცა ჟურნალისტების კითხვებს. როგორც გაირკვა, მიუხედავად იმისა, რომ RayTracing-ის მხარდაჭერის მქონე ძვირადღირებული ვიდეო ბარათები ბიუჯეტურ მოდელებთან შედარებით გაცილებით ცუდად იყიდება, სწორედ მათ მოუტანეს 2019 წელს კომპანიას წლიური შემოსავლის ¾. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის კმაყოფილია გაყიდვებითა და კომპანიის საბაზრო წილით, თუმცა მიიჩნევს, რომ ზრდისთვის კიდევ დარჩენილია შესაძლებლობები. NVIDIA-ს ფინანსურმა დირექტორმა თქვა, რომ მომავალში RayTracing უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. 2020 წლის ბოლოსთვის ეს ტექნოლოგია გამოჩნდება მომდევნო თაობის კონსოლებში, შემდეგ კი - მასობრივ სეგმენტში. წარმომადგენლების განცხადებით იმისთვის, რომ მომხმარებლებმა RayTracing ტექნოლოგიის მთელი უპირატესობა მიიღონ, საკმარისი იქნება 100 დოლარის გადახდა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, კომპანიამ არაორაზროვნად მიგვანიშნა, რომ შესაძლებელია გამოვიდეს ვიდეო ბარათები ამ ფასად ზემოთხსენებული ტექნოლოგიით. სავარაუდოდ, NVIDIA მომავალში გამოუშვებს ყველაზე ბიუჯეტური სექტორის RTX ვიდეო ბარათებს, აგრეთვე მობილურ მოდელებს რამდენიმე ლეპტოპისა და ულტრაბუკისთვის. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32178/nvidia-zayavlyaet-chto-sposobna-vypustit-videokarty-s-podderzhkoj-trassirovki-luchej-za-100-dollarov
  24. როდესაც უსაფრთხოების რეიტინგი მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს, ავტომობილის შეძენისას ნამდვილად ღირს ელექტრომობილების ვარიანტი განვიხილოთ. Tesla Model X-მა მცირე ხნის წინ ხუთვარსკვლავიანი რეიტინგი მიიღო ახალი ავტომობილების ევროპული სტანდარტის შეფასების პროგრამით (Euro NCAP), რითაც გაამყარა უკვე არსებული მაღალი შეფასება, რომელიც ძველად მინიჭებული ჰქონდა აშშ-ის სატრანსპორტო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ Porsche Taycan ერთ-ერთი მოწინავე ელექტრომობილია Tesla-ს კონკურენტებს შორის და მანაც ხუთვარსკვლავიანი შეფასება მიიღო. კომპანია Tesla-ს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს უსაფრთხოების ტესტირებებში, ამიტომ მისი უახლესი მიღწევები დიდ მოულოდნელობას არ წარმოადგენს. ავტომობილის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში Tesla-მ მიიღო 94%-იანი რეიტინგი - ასეთივე მაჩვენებელი მიიღო მიმდინარე წელს Model 3-მა. ელექტრომობილმა აგრეთვე მოიპოვა შთამბეჭდავი 98 პროცენტი მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოების დონის შემოწმებაში, რისი წყალობითაც იგი ძლიერი პრეტენდენტია თავის კლასში 2019 წლის საუკეთესო სატრანსპორტო საშუალების წოდების მიღებაში. წლის ბოლოს გახდება ცნობილი, დაიკავებს თუ ვერა Tesla პირველ ადგილს. https://3dnews.ru/999072
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.