-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
გასულ თვეში CES გამოფენაზე Sony-მ წარადგინა 2020 წლის ტელევიზორების ხაზი. ამჟამად კი კომპანიამ გაასაჯაროვა X800H და X950H სერიებში შემავალი გარკვეული მოდელების ფასი. ესენია 4K Ultra HD HDR მოდელები და აქვთ Android TV-ს მხარდაჭერა Sony X1 პროცესორის ბაზაზე. ცნობილია აგრეთვე X800H სერიის ტელევიზორების ღირებულება. ესენი გახლავთ LED ტელევიზორები და მუშაობენ Sony X1 4K პროცესორის ბაზაზე. მათში გამოყენებულია Triluminos დისპლეი და შესაძლებელია მათი დაკავშირება Google Assistant-თან. X800H სერიის ტელევიზორების ფასები ასეთია: • 85-დუიმიანი (84,6”) - 2 699,99 $; • 75-დუიმიანი (74,5”) - 1 799,99 $; • 65-დუიმიანი (64,5”) - 1 199,99 $; • 55-დუიმიანი (54,6”) - 999,99 $; • 49-დუიმიანი (48,5”) - 749,99 %; • 43-დუიმიანი (42,5”) - 699,99 $. X950H სერიის ტელევიზორებში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი Sony X1 Ultimate და ასევე Triluminos დისპლეი. გაეცანით ამ სერიის მოდელების ფასებს: • 85-დუიმიანი (84,6”) - 4 999,99 $; • 49-დუიმიანი (48,5”) - 1 199,99 $. X950H სერიაში შემავალი დანარჩენი მოდელების ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. Sony-მ უკვე დაიწყო ამ ტელევიზორებზე წინასწარი შეკვეთების მიღება ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ზე და ავტორიზებულ საცალო სავაჭრო ობიექტებში შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. https://overclockers.ru/blog/Pris/show/33574/sony-raskryla-ceny-na-televizory-2020-goda-4k-ultra-hd-hdr-model-43-stoit-vsego-700
-
2018 წელს ექვსწლიანი შესვენების შემდეგ AMD-მ განაახლა Scuderia Ferrari-ის ფინანსური მხარდაჭერა, ამჯერად კი დრო მოვიდა - მხარი დაუჭიროს ბოლო ექვსი სეზონის ჩემპიონს - Mercedes-AMG Petronas-ს. ერთობლივ პრეს-რელიზში პარტნიორებმა განაცხადეს, რომ თანამშრომლობის ფარგლებში AMD-ის ლოგოტიპი დაამშვენებს Mercedes-AMG Petronas-ის სარბოლო ბოლიდებს, პილოტებისა და პერსონალის ფორმებს, აგრეთვე დამახმარე აღჭურვილობას. გარდა ამისა, ტექნიკური სპეციალისტები აღჭურვილობაში მიიღებენ AMD EPYC სერვერულ პროცესორებსა და ლეპტოპებს Ryzen PRO მობილური პროცესორების ბაზაზე. ახალი სიმბოლიკით დატვირთული Mercedes-AMG Petronas-ის ბოლიდის პირველი გარბენა 14 თებერვალს შედგება. ეს არ გახლავთ AMD-ის პირველი ტექნიკური თანამშრომლობის შემთხვევა Formula 1-ის გუნდებთან. ზემოთხსენებული Scuderia Ferrari-ს გარდა 2018 წელს კომპანია Haas-ის ტექნიკურ სპეციალისტებს წვდომას აძლევდა სუპერკომპიუტერ Cray CS500-ზე, რომელიც აწყობილი იყო EPYC 700 პროცესორების ბაზაზე და განკუთვნილი გახლდათ აეროდინამიკის სფეროში გამოთვლებისთვის. Ferrari-სთან თანამშრომლობასაც დიდი ისტორია აქვს - პარტნიორები სუვენირებსაც კი უშვებდნენ. https://3dnews.ru/1002985
- 1 reply
-
- 1
-
-
Tron Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ახალ პროექტ MPC Torch-ის შესახებ დეტალებზე, რომელიც მომხმარებლების ანონიმურობაზე ორიენტირებული პროტოკოლი TRONZ-ის ნაწილია. ამ უკანასკნელს საფუძვლად უდევს ტექნოლოგია zk-SNARKS. ჯასტინ სანის სიტყვებით დღესდღეობით პროექტს უკვე შეუერთდა 20 ადამიანი და ამჯერად იგი მონაწილეობისთვის იწვევს ფართო საზოგადოებას. MPC Torch Project შემუშავებულია TRONZ-ის გუნდის მიერ, რომელიც მუშაობს ანონიმურობის ფუნქციის ინტეგრაციაზე TRON-ის მთავარ ქსელში. იანვარში ჯანტინ სანმა უკვე ისაუბრა ინიციატივის შესახებ და განაცხადა: „MPC Torch Project მოქმედებს ანონიმურობის ტექნოლოგია zk-SNARKS-თან ერთად ინტერნეტის გარდაქმნის მიზნით. საბოლოო მიზანია ამაღლდეს მთელი პროტოკოლის უსაფრთხოების დონე და წარმოდგენილ იქნას საიმედო პარამეტრების ნაკრები. TRON Foundation პირველია პრივატულობის სფეროში, იგი პროექტის ყველა მონაწილეს 100 აშშ დოლარით დააჯილდოვებს. ქომიუნითის ძალა ცალკეულ პირებშია, MPC Torch Project უფასოდ გადაეცემა მთელ კაცობრიობას“. ამჟამად ჯასტინ სანმა დაადასტურა თავისი პირვანდელი განცხადება და დაამატა, რომ დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ პროექტის დეტალებს გაეცნონ Github-ზე, აგრეთვე გააგზავნონ მონაწილეობის სურვილის შესახებ განაცხადი მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. პროექტის აღწერაში მითითებულია, რომ MPC (Multi-Party Computation) - ეს გახლავთ პრივატულობაზე ორიენტირებული ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ ერთობლივად გამოთვალონ ანონიმური საშუალებები ერთმანეთთან მათი გამოვლენის გარეშე და, შესაბამისად, უზრუნველყონ მონაცემთა მაქსიმალური უსაფრთხოება დეველოპერებისთვის. ინიციატივაში მონაწილეობისთვის მომხმარებლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ აღჭურვილობა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: CPU: Intel Core i5 (მეექვსე თაობა ან მის ზემოთ) ან მისი ეკვივალენტი; ОС: Linux (რეკომენდებულია)/macOS/Windows 7+ ; ოპერატიული მეხსიერება: 8 GB RAM; 500 GB მონაცემთა სანახი თავისუფალი სივრცე. შეგახსენებთ, რომ TRON-ის ქსელისთვის დაგეგმილი განახლებები ანონიმური ტრანზაქციების დამატებით ცნობილი გახდა გასული წლის გაზაფხულზე. დეკემბერში ჯასტინ სანმა გამოაცხადა, რომ პლატფორმა მზად არის აქტიური ტესტირების დასაწყებად. https://forklog.com/orientirovannyj-na-anonimnost-novyj-proekt-dzhastina-sana-obeshhaet-preobrazovat-internet/
-
- 1
-
-
2020 წელს უნდა გამოვიდეს დისკრეტული ვიდეო ბარათი Intel Xe DG1. თავდაპირველად ჩანდა, რომ იგი ბიუჯეტურ სეგმენტზე იქნებოდა გათვლილი და მოგვევლინებოდა, როგორც NVIDIA GeForce 1030-ის ანალოგი. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვიდეო ბარათი მეტად იაფად გაიყიდება, რადგანაც მსგავსი ბარათების შეძენის მსურველთა რიცხვი არც ისე დიდია და ამგვარ პროდუქტზე რეალური მყიდველების პოვნა რთულია. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ Intel მუშაობს იდეაზე - გააერთიანოს ინტეგრირებული და დისკრეტული ვიდეო ბარათები, შედეგად კი უნდა გაიზარდოს სიჩქარე რეალურ თამაშებში. ამჟამად wccftech-ის ექსპერტები გვაცნობებენ, რომ ახალი ვიდეო ბარათი ბევრად სწრაფი იქნება AMD Vega სერიის 7-ნანომეტრიან გრაფიკულ ბარათებზე, რომლებიც ინტეგრირებულია Ryzen 4000 პროცესორებზე. მაგალითისთვის აღებულია მძლავრი 8-ბირთვიანი პროცესორი Ryzen 7 4800U, რომლის გრაფიკა 59%-ით სწრაფია 14-ნანომეტრიან Vega-ზე. მაშ ასე, დისკრეტული ბარათი DG1 მას 40%-ით აღემატება. ეს ფაქტი არ შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან მიღწევად, რადგანაც დისკრეტული და ინტეგრირებული გრაფიკის შედარება არასწორია. ექსპერტებს კი ამის ახსნა აქვთ. საქმე ის არის, რომ ჩვენ წინაშეა ინჟინრული ნიმუში, რომლის ტაქტის სიხშირეები აუცილებლად გაიზრდება. უფრო მეტიც, ვიდეო ბარათი მცირე ხანია რაც მოხვდა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების ხელში ტესტირებებზე, ე.ი. იგი არ არის ოპტიმიზებული არსებულ პროგრამებზე. რამდენად სწრაფი იქნება Intel-ის ვიდეო ბარათი, უცნობია, თუმცა ის ფაქტი, რომ იგი მეტად პერსპექტიულად გამოიყურება, ეჭვს არავისში იწვევს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33549/videokarta-intel-xe-dg1-okazalas-znachitelno-bystree-7-nm-videokarty-amd-vega
- 1 reply
-
- 1
-
-
კომპანია GIGABYTE-მა გამოუშვა მონიტორი Aorus F127Q, რომელიც გათვლილია დესკტოპ გეიმინგ სისტემებში გამოსაყენებლად. პანელი დიაგონალზე 27 დუიმია. გაფართოება შეადგენს 2560 × 1440 პიქსელს, რაც QHD ფორმატს შეესაბამება. მონიტორს აქვს მაღალხარისხიანი IPS მატრიცა. რეაქციის დრო 1 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე - 165 ჰერცი. თვალთახედვის კუთხეები ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. მოწყობილობაში რეალიზებულია ტექნოლოგია AMD Radeon FreeSync. იგი უზრუნველყოფს კადრების ცვლილების სინქრონიზაციას გრაფიკულ ბარათსა და დისპლეის შორის. შედეგად მაღლდება დინამიურობისა და სინქრონულობის დონე, შესაბამისად - თამაშის პროცესის ხარისხი. ხელმისაწვდომია ფუნქციები Picture-in-picture (PIP) და Picture-by-picture (PBP). სადგამი უზრუნველყოფს რეგულირების ფართო შესაძლებლობებს, შესაძლებელია ეკრანის გადაყვანა ალბომის რეჟიმიდან პორტრეტისაში. მონიტორში ხელმისაწვდომია ტექნოლოგია Black Equalizer, რომელიც პასუხისმგებელია გამოსახულების ჩაბნელებული სივრცეების ხილვადობის გაუმჯობესებაზე. GameAssist საშუალება გეიმერებს სთავაზობს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა სამიზნის ჯვარედინი მონიშვნა, ტაიმერი და კადრების მრიცხველი. Aorus F127Q მონიტორის შეძენა შესაძლებელია 500 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/1002896
-
ინოვაციური ტექნოლოგიების გამო Bitcoin იმსახურებს გახდეს ყველა ინვესტორის პორტფელის ნაწილი - ამგავრი აზრი გამოთქვა Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ იუსკომ Heisenberg Capital-ის დამფუძნებელსა და ტელეწამყვან მაქს კაიზერთან ინტერვიუში. თავდაპირველად კაიზერმა აღნიშნა, რომ 1% BTC-ის ჩართვაც კი ინვესტორებს საშუალებას მისცემდა მნიშვნელოვნად აემაღლებინათ დივერსიფიცირებული პორტფელის შემოსავლიანობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. „ეს დაუჯერებელია - აღნიშნა იუსკომ. - ავიღოთ ხუთი წლის წინანდელი არაკომერციული ორგანიზაციების აქტივების თუნდაც 1% - ეს იქნებოდა 6.7 მილიარდი აშშ დოლარი 670 მლრდ აშშ დოლარიდან. ავიღებთ ერთ პროცენტს, ნახევარს აქციებიდან და ნახევარს ობლიგაციებიდან და მიღებული 7.2%-ის ნაცვლად გამოგვივა 9.2% ან დამატებით კიდევ 200 საბაზისო პუნქტი. 7.2%-ს დამატებული 2% მშვენიერი ალფაა“. https://www.youtube.com/watch?v=O96tZjgiWwE იუსკომ ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია ბოლომდე გამოირიცხოს BTC-ის ნულამდე დაცემის ალბათობა. მეორე მხრივ, პირველ კრიპტოვალუტაში ინვესტირებისგან პოტენციური შემოსავალი მნიშვნელოვნად აღემატება შესაძლო ზარალს. ძველად იუსკომ Bitcoin-ი დაასახელა მომავალ რევოლუციურ ტექნოლოგიად და ქონების დაგროვების ყველაზე დიდ შესაძლებლობად. Morgan Creek-ის ხელმძღვანელმა ბაზრის წევრებს ასევე მოუწოდა გათავისუფლდნენ Amazon-ის „მკვდარი“ აქციებისგან და კონცენტრირდნენ მისი აზრით უფრო მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობაზე. https://forklog.com/glava-morgan-creek-bitkoin-dostoin-stat-chastyu-portfelya-lyubogo-investora/
-
სავაჭრო ქსელების მონაცემებით გასული წლის დეკემბერში Intel-ისა და AMD-ის გაყიდვების მოცულობას შორის გარღვევა გაიზარდა. Intel-ის მხარეს დაფიქსირდა გაყიდული პროცესორების 82%, AMD კი წარმოდგენილი იყო 18%-იანი მაჩვენებლით. კომპანიის გულშემატკივრებს სჯერათ, რომ ლიზა სუს თავისი კომპანია გამარჯვებისკენ მიჰყავს და კონკურენცია Intel-ზე ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდება, თუმცა ამასთან დაკავშირებით დიდი ეჭვები არსებობს. Steam-ის ნოემბრის თვის სტატისტიკის მიხედვით Intel-ის მხარეს გეიმერების 79.5 % იყო, AMD-ს პროცესორებით კი გეიმერების 2.5-მა პროცენტმა ისარგებლა. ამჟამად კი, ხელმისაწვდომი გახდა იანვრის სტატისტიკა და ვნახოთ, რა შეიცვალა. Intel-ის წილი 79%-ია, AMD-ს კი 0.5%-ზე ოდნავ მეტი ხვდა წილად. ეს გახლავთ გლობალური სტატისტიკა ყველა ოპერაციულ სისტემაში. რაც შეეხება Windows-ის მომხმარებლებს, აქ ვითარება AMD-სთვის შედარებით უკეთესია: 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდში Intel-ის წილი თითქმის 2%-ით შემცირდა. შესაბამისად, ამდენივეთი გაიზარდა AMD-ის წილი. შესაძლებელი იქნებოდა ამ ფაქტისთვის მცირე გამარჯვება გვეწოდებინა, თუმცა რეალურად 2%-იანი მატება მნიშვნელოვან ზრდას არ ნიშნავს. გეიმერები კვლავ მასიურად ყიდულობენ Intel-ის პროცესორებს და აიგნორებენ AMD-ს, მიუხედავად „წითლების“ ჩიპების მაღალი უნივერსალურობისა. ამ პრობლემას კომპანია ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33511/gejmery-prodolzhajut-otdavat-predpochtenie-processoram-intel-ignoriruya-proizvoditelnye-processory-amd
-
კომპანია Samsung არწმუნებს Microsoft-ს - დაუმატოს Xbox-კონსოლებს მსხვილფორმატიანი მონიტორების მხარდაჭერა - გვაცნობებს რესურსი PCGamesN. ამის ხარჯზე კორეული კომპანია იმედოვნებს, რომ გააფართოვებს მონიტორების მომხმარებელთა ბაზას დესკტოპ კომპიუტერების ფარგლებს გარეთ. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას მსხვიფორმატიან მონიტორებს თავიანთი გეიმინგ დესკტოპ სისტემებისთვის. 21:9 და 32:9 სტანდარტების გვერდების შეფარდების მქონე დისპლეები სულ უფრო პოპულარული ხდება, პარალელურად იზრდება მათი გაფართოებაც: ხელმისაწვდომია მოდელები არა მარტო 1440p, არამედ 4K გაფართოებით. მსხვილფორმატიანი მონიტორების მზარდი პოპულარობა მარტივად აიხსნება: ისინი ჩაანაცვლებენ ორ ეკრანს და თანაც მომხმარებელს ექნება ერთიანი სრული პანელი ჩარჩოებით გაყოფილი ორი დისპლეის ნაცვლად. მსგავსი მონიტორების პოპულარობის ზრდასთან ერთად იმატებს მაღალი გაფართოების მხარდაჭერის მქონე თამაშების რიცხვიც, რომელთა შორის პლატფორმათშორისი თამაშებიცაა, თუმცა ამ ტიპის თამაშები გვთავაზობენ ზემაღალ გაფართოებას მხოლოდ პერსონალური კომპიუტერისთვის განკუთვნილ ვერსიებში. არც Xbox One-ს, არც PlayStation 4-ს არ აქვს 16:9 ტიპის გვერდების შეფარდებაზე მაღალი სტანდარტის მონიტორების მხარდაჭერა სისტემურ დონეზე. რა საკვირველია, შესაძლებელია კონსოლებთან მსხვილფორმატიანი მონიტორის მიერთება, თუმცა უკეთეს შემთხვევაში მიიღებთ გამოსახულებას გვერდებზე მსხვილი შავი ზოლებით, უარეს შემთხვევაში კი - დამახინჯებულ გამოსახულებას. Samsung-მა გადაწყვიტა დაარწმუნოს Microsoft - დაამატოს მსხვილფორმატიანი მონიტორების მხარდაჭერა კონსოლებზე. აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის წინ Samsung მუშაობდა Microsoft-თან ერთად სხვადასხვა თამაშში უმაღლესი გაფართოების დანერგვაზე, თუმცა მომხმარებლებამდე შედეგი არ მისულა. ამჟამად ეს საქმიანობა განახლდა, თუმცა ამ დროისთვის არ დაზუსტებულა ახალი მონიტორების მხარდაჭერას მიიღებენ აქტუალური Xbox One კონსოლები თუ ხსენებული ფუნქცია გამოჩნდება მხოლოდ ახალ Xbox Series X-ში. https://3dnews.ru/1002769
-
კრიპტოსავალუტო კომპანია Coinbase ირლანდიაში აამოქმედებს ახალ კასტოდიალურ ქვეგანყოფილებას, რომელიც განკუთვნილია ევროპელი მომხმარებლების მომსახურებისთვის. პრეს-რელიზის თანახმად, Coinbase Custody International დუბლინში დაფუძნდება. კომპანიამ კასტოდიალური სერვისი Coinbase Custody აამოქმედა 2017 წელს ინსტიტუციონალიზებული ინვესტორებისთვის. დღესდღეობით მის საცავებში არსებული კრიპტოსავალუტო აქტივების ღირებულება 7 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ამ ფაქტს ნაწილობრივ Xapo-ს შეძენამ შეუწყო ხელი. 2018 წლიდან Coinbase Custody უკვე ემსახურება ევროპელ მომხმარებლებს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, შვეიცარიას, გერმანიასა და ნიდერლანდს. ევროპის ტერიტორიაზე ქვეგანყოფილების ამოქმედება უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას ლოკალიზებული სახით ადგილობრივი პერსონალითა და კანონმდებლობის შესაბამისად - აღნიშნავს კომპანია. „ჩვენ ვთავაზობთ სერვისებს იმავე რეგიონიდან, სადაც მომხმარებლები იმყოფებიან. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ მათ მიიღონ მეტი იურიდიული და ნორმატიული გამჭვირვალობა“ - ნათქვამია პრეს-რელიზში. მომსახურების სპექტრის გაფართოების მიზნით კომპანია აპირებს დაამატოს დიდი რაოდენობით აქტივების მხარდაჭერა და აამოქმედოს ახალი ფუნქციები. https://forklog.com/coinbase-zapustit-novyj-kastodialnyj-biznes-v-evrope/
-
ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება ინფორმაცია AMD-ის ფლაგმანური “Big Navi” ვიდეო ბარათის შესახებ. კომპანია ამტკიცებს, რომ ბარათი განკუთვნილი იქნება 4K თამაშებისთვის, რაც მილიონობით გეიმერს გაახარებს, რომლებიც შეზღუდულნი არიან მიმდინარე თაობის გრაფიკული ადაპტერების შესაძლებლობებით. საზოგადოება ელოდება ყველაზე მაღალი წარმადობის ვიდეო ბარათს AMD-სგან, თუმცა კომპანია NVIDIA როგორც ჩანს მისი გეგმისთვის ხელის შეშლას აპირებს. უახლესი ინფორმაციით NVIDIA გეგმავს 7-ნანომეტრიანი ვიდეო ბარათის გამოშვებას Turing-არქიტექტურის ბაზაზე. Ampere და Hopper შესანიშნავი ბარათები იქნება, თუმცა მათ გამოსვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, კონკურენტისთვის გზის მოჭრა და გადასწრება კი ახლავეა საჭირო. ინტერნეტ-წყაროები ამტკიცებენ, რომ NVIDIA-ს გეგმებში შედის GeForce RTX 2080 Ti SUPER ბარათის გამოშვება 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ეს ვიდეო ბარათი ბევრად სწრაფი არ იქნება ამჟამად არსებულ მოდელზე, თუმცა შემოგვთავაზებს წარმადობის აუცილებელი მატების საშუალებას, რამაც შესაძლებელია “Big Navi”-ს სიმძლავრე გადაფაროს. ანალიტიკოსების აზრით ამგვარი მიდგომა იქნება არა მარტო ადვილი, არამედ იაფიც. უფრო მეტიც - გადაწყვეტილების წყალობით შესაძლებელი გახდება ბაზრის მოთხოვნებსა და გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება, რაც დიდიწილად განსაზღვრავს კიდეც ფასს. ინტერნეტ-წყაროების მტკიცებით GeForce RTX 2080 Ti SUPER გამოვა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33461/nvidia-gotovit-videokartu-geforce-rtx-2080-ti-super-na-baze-7-nm-tehprocessa-konkurenta-big-navi-ot-amd
-
- 1
-
-
კომპანია Nintendo-მ წარადგინა Nintendo Switch ახალი დიზაინით თამაშ Animal Crossing: New Horizons-ის სტილში. სპეციალური გამოშვების კონსოლის გაყიდვა აშშ-ში 13 მარტიდან დაიწყება. Nintendo Switch-ის დიზაინი შთაგონებულია ახალი Animal Crossing: New Horizons-ით. Joy-Con კონტროლერები წარმოდგენილია მწვანე და ცისფერ ფერებში. უკანა მხარეს კონტროლერები თეთრია, ასეთივე ფერისაა სამაგრებიც. თეთრი ფერისაა კონსოლის დოკ-სადგური და გაფორმებულია თამაშის პერსონაჟების გამოსახულებით. გაყიდვაში ასევე გამოვა ორი განსაკუთრებული თემატიკის ქეისი. Animal Crossing: New Horizons - ეს გახლავთ სიმულატორი, რომელიც ასახავს თავისუფალი ცხოვრების პირობებს კუნძულზე. წინა ნაწილისგან განსხვავებით ახალი თამაში საშუალებას მოგცემთ დატკბეთ წყნარი და თანაბარზომიერი ცხოვრების სტილით, დაკავდეთ ხელოვნებით, მებაღეობითა და თევზაობით. შეძლებთ შეაგროვოთ რესურსები და დაამზადოთ ნივთები ან ინსტრუმენტები, ააგოთ საკუთარი სახლი და მოაწყოთ იგი ისე, როგორც მოგესურვებათ. გარდა ამისა, თამაშში იქნებიან პერსონაჟები, რომელთანც შეგეძლებათ კონტაქტი. Animal Crossing: New Horizons-ის მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი მოთამაშეებს საშუალებას მისცემს კუნძულზე მოეწყონ მაქსიმუმ რვა მოთამაშესთან ერთად. ამასთან, ერთ კუნძულზე მობინადრე ოთხ პირს შეეძლება ერთდროულად ითამაშოს ერთი კონსოლით, რვა მოთამაშე კი ისარგებლებს ქსელური ან ლოკალური მულტიფლეიერით. Animal Crossing: New Horizons კონსოლ Nintendo Switch-ზე 20 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი. https://3dnews.ru/1002752
-
კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტა Zcash-ის ქომიუნითიმ ხმის მიცემით განსაზღვრა ქსელში მაინინგის ჯილდოების განაწილების ახალი სქემა. გადაწყვეტილების თანახმად მაინერები კვლავ მიიღებენ 80%-ს, მონეტის დეველოპერიკომპანია Electric Coin Company მიიღებს 7%-ს, ორგანიზაცია Zcash Foundation კი — 5%-ს. დანარჩენი 8% გადაეცემა გარე ანტრეპრენერებს გრანტის სახით. ფოტოს წყარო: The Block ჯილდოს განაწილების ახალი სტრუქტურა ძალაში შევა 2020 წლის ნოემბერში, თუკი Zcash Foundation და Electric Coin Company დაადასტურებენ ცვლილებებს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს კრიპტოვალუტების ცნობილ წარმომადგენლებს შორის დავა იყო Zcash-ის ფასეულობის შესახებ. ცნობილი ტრეიდერი WhalePanda ვარაუდობდა, რომ პროექტი Zcash ჩავარდებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ აქტივის კაპიტალიზაცია ჯერ კიდევ DOGE-ის ქვემოთ იყო ინვესტირების რაუნდის შემდეგ. https://forklog.com/soobshhestvo-zcash-progolosovalo-za-novyj-sposob-raspredeleniya-voznagrazhdenij-za-majning/
-
მეათე თაობის Intel Core პროცესორების შესახებ ხმები პერიოდულად ვრცელდება. ინფორმაციის თანახმად, გველოდება მაღალი წარმადობის მონსტრები ათი ფიზიკური ბირთვით, რომელთა ტაქტის სიხშირე 5 გჰც-ია, TDP-ის დონე კი საკმაოდ მაღალი. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამაში გასაკვირი არაფერია, რადგანაც ჩიპები იწარმოება მოძველებული 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ახალახანს ცნობილი გახდა ახალი პროცესორების გამოსვლის მიახლოებითი თარიღი. ინფორმაციის წყარო გახდა ცნობები Intel Z490 დედა დაფების გამოსვლის შესახებ. ინტერნეტ-წყაროები ამტკიცებენ, რომ დაფების გაყიდვა დაიწყება 2020 წლის მაისში. ცნობილია, რომ ახალ LGA 1200-ზე პროცესორების გამოშვება გამორიცხულია შესაბამისი დედა დაფების გარეშე. აქედან გამომდინარე, ამ დროისთვის მზად უნდა იყოს საკმაოდ ბევრი დაფა მასიური გამოშვებისთვის. Comet Lake LGA1200-ის მთავარი მახასიათებელი იქნება კვების მიწოდების გაუმჯობესებული სისტემა. გარდა ამისა, დედა დაფებს არ ექნება უკუთავსებადობა ამჟამად არსებული თაობის პროცესორებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრმა კომპანიამ უკვე დაამზადა დედა დაფების რამდენიმე ვარიანტი Intel Z490 ჩიპსეტზე, თუმცა ოფიციალური ანონსი ჯერ არ შემდგარა. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33453/stala-izvestna-data-nachala-prodazh-processorov-intel-core-10-go-pokoleniya
-
გავრცელებული ცნობები, რომ ავტოკონცერნი General Motors (GM) წარადგენდა ბრენდ Hummer-ის ელექტრიზებულ პიკაპს, რეალობა აღმოჩნდა. კომპანიამ გამოუშვა სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც განკუთვნილი იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალურ თამაშზე საჩვენებლად. ხსენებული ვიდეოთი ცნობილი ხდება, რომ დაგეგმილია ელექტრო ძრავის მქონე პიკაპ Hummer-ის პრეზენტაცია. ვიდეოს დევიზია „Quiet Revolution is coming“ („ჩუმი რევოლუცია იწყება“) და მასში ნაჩვენებია ახალი მოდელის გარკვეული მახასიათებლები. ელექტრო Hummer 0-დან 60 მილი/სთ სიჩქარეს (97 კმ/სთ) განავითარებს 3 წამში, ძრავის სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას შეადგენს. ვიდეორგოლის თანახმად ელექტრო პიკაპ GMC Hummer-ის წარდგენა მოხდება 2020 წლის 20 მაისს დეტროიტში მდებარე General Motors-ის ქარხანაში, სადაც მიმდინარეობს კიდეც მანქანის აწყობა. აგრეთვე ცნობილია, რომ ახალი ელექტრომობილის შეძენა შესაძლებელი გახდება 2021 წლის შემოდგომიდან. ამრიგად, მოცემული მომენტისთვის უცნობია ელექტრომობილის გავლის მარაგი და მისი სხვა მახასიათებლები. თუმცა GMC-ის კომუნიკაციების მენეჯერმა Stuart Fowle-მა რესურს Electrek-ს განუცხადა: „გავლის მარაგი აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი იქნება სხვა დაანონსებულ ელექტრო პიკაპებთან შედარებით“. https://3dnews.ru/1002648
-
Chainalysis-ის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დარქნეტში Bitcoin-ის გამოყენება, მათ შორის ნარკოტიკების შესყიდვისთვის, ზრდას აგრძელებს. კომპანიის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში დარქნეტ-ბაზრებზე განხორციელებული Bitcoin-გარიგებების მოცულობამ 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ვხედავთ დარქნეტ-მარკეტფლეისის შემოსავლების ზრდას. იგი განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული 2019 წლის პერიოდში, ერთი წლით ადრე კი უმნიშვნელო კლება შეიმჩნეოდა: თუმცა, Bitcoin-ისა და Altcoin-ების წილი ასეთ მარკეტფლეისებზე დიდი არ არის და 1 %-საც არ შეადგენს. მომდევნო გრაფიკზე ვხედავთ, რომ Bitcoin-ის წილი დარქნეტ-ბაზრებზე მიმდინარე ოპერაციებში ნელ-ნელა იზრდება, გაცილებით აქტიურად BTC გამოიყენება საქმიანობის ლეგალურ სფეროებში: Chainalysis-მა ხაზი გაუსვა, რომ დარქნეტში Bitcoin-ის აქტიურობაზე დიდ გავლენას არ ახდენს კრიპტოვალუტის ფასის ცვლილებები. ძველად კომპანიის მიერ გაკეთებული დასკვნის მიხედვით კრიპტოვალუტის მფლობელები ყველაზე ხშირად მიმართავენ სერვისებს პრივატულობის მიზნით და არა იმისთვის, რომ დამალონ არალეგალური შემოსავლები. https://forklog.com/chainalysis-populyarnost-bitkoina-v-darknete-prodolzhaet-rasti/
-
ბაზარზე უამრავი მონიტორი არსებობს, რომელთა შორის გარკვევა და არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია. ვებ-გვერდ techspot-ის ექსპერტები გვთავაზობენ თავიანთ არჩევანს მონიტორებში და გვთავაზობენ ერთ-ერთ მოდელს, რომელიც კარგი ვარიანტია როგორც რეგულარულად გეიმინგით დაკავებული პირებისთვის, ასევე მათთვის, ვინც პერიოდულად თამაშობს. პირველი, რაზეც ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ - ეს გახლავთ ეკრანის გაფართოება. მათი აზრით, 2020 წლისთვის მეტ-ნაკლებად ოპტიმალური გაფართოებაა 2К (1440р). მასზე დაბლა მდგომი ყველაფერი მორალურად დაძველდა თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მონიტორს ყიდულობთ მინიმუმ 3 წლის მანძილზე გამოყენებისთვის. ექსპერტები აგრეთვე ამტკიცებენ, რომ ამჟამად 27 დუიმზე ნაკლები დიაგონალის მქონე მონიტორის ყიდვა არ ღირს. საუკეთესო IPS: LG 27GL850 27 Ultragear Nano IPS. 144 ჰერცი, 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა და ბევრი სხვა მახასიათებელი მას უნივერსალურ მონიტორად აქცევს. მის ნაკლოვანებად შეიძლება დასახელდეს მხოლოდ მცირედით შავი ფერის არასრულყოფილება და კონტრასტულობის დაბალი დონე, თუმცა როგორც კი ეს მონიტორი თქვენი საკუთრება გახდება, მისი ნაკლოვანებების შესახებ დაგავიწყდებათ. საუკეთესო VA: LG 32GK650F QHD 32. ამ მონიტორის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია კონტრასტულობის მაღალი დონე და იდეალური შავი ფერი. გარდა ამისა, იგი IPS ანალოგებზე გაცილებით ნაკლები ღირს. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ წინაშეა არა 27-დუიმიანი მონიტორი, არამედ დიდი, 32-დუიმინი მოწყობილობა მთელი რიგი უპირატესობებით. მისი რეაქციის დრო 1 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე - 144 ჰერცი - ეს შესანიშნავი მაჩვენებლებია, რაც გადამწყვეტია კარგი გეიმინგ მონიტორის შერჩევისას. საუკეთესო TN. HP Omen X 27 240 ჰც. თქვენს წინაშეა კიბერსპორტსმენის ნამდვილი ოცნება. 240 ჰერცი ყველაზე ხელმრუდე გეიმერსაც კი კარგ სნაიპერად აქცევს. ფასი არ გახლავთ იდეალური, თუმცა ამ მოდელში წარმოდგენილია ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც მფლობელს უზრუნველყოფენ შესანიშნავი შეგრძნებებით ნებისმიერ თამაშში. საუკეთესო ბიუჯეტური IPS. Viewsonic VX2758-2KP-MHD 27. ეს მონიტორი საუკეთესო მოდელებს დიდად ვერ უტოლდება, თუმცა იგი გახლავთ ერთგვარი კომპრომისი, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეაბიჯოთ გეიმინგის სამყაროში მინიმალური ბიუჯეტით. ექსპერტების აზრით იგი ყველაზე ოპტიმალური მონიტორია. 320 აშშ დოლარი ფასის გათვალისწინებით ეს მონიტორი ბაზარზე არსებული საუკეთესო შემოთავაზებაა. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33434/luchshie-gejmerskie-monitory-v-2020-godu-po-versii-techspot
-
კომპანია Tesla-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთლიანად ელექტრო ავტომობილ Model Y-ის მიწოდების პროცესი იმ ვადაზე ადრე დაიწყება, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. Model Y ქროსოვერის წარდგენა გასული წლის მარტში შედგა. ელექტრომობილი ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე მოდიფიკაციაში, რომელთა შორისაა Long Range და Performance ვარიანტები. ცნობილია, რომ შანხაიში მდებარე ქარხანა Gigafactory-ს ექსპლუატაციის წყალობით Tesla-მ შეძლო ახალი ავტომობილების წარმოების დაჩქარება ფრიმონტში არსებულ ობიექტში. საუბარი ეხება სწორედ Model Y ქროსოვერს. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ამ ელექტრომობილის მიწოდება დაიწყებოდა მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ზოგი ვერსიით კი - 2021 წლის დასაწყისში. ამჟამად კი ცნობილია, რომ მიწოდების დაწყება მიმდინარე კვარტალშივე იქნება შესაძლებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველი მომხმარებლები თავიანთ ელექტრომობილებს მარტში მიიღებენ. ამრიგად, მიწოდების გრაფიკი დაახლოებით ორი კვარტლით დაჩქარდა. აგრეთვე ცნობილი ხდება ისიც, რომ Model Y AWD ვერსიის მანძილის გავლის მარაგი 450-დან 505 კილომეტრამდე გაიზარდა, რაც აუცილებლად გაახარებს მომავალ მფლობელებს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს Tesla-მ გაყიდა 367 200 ელექტრომობილი მთელ მსოფლიოში, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 244 920 ერთეულს შეადგენდა. რაც შეეხება SpaceX-თან დაკავშირებულ სიახლეებს, ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ ორბიტაზე Starlink-თანამგზავრების მორიგი, მეოთხე პარტია წარმატებით გაუშვა. რაკეტა Falcon 9-ის გაშვება 60 თანამგზავრთან ერთად განხორციელდა 09:06 EST-ზე Space Launch Complex 40 (SLC-40) სასტარტო კომპლექსიდან, ფლორიდას შტატში მდებარე შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბაზიდან. გაშვებიდან მცირე დროში მიკროთანამგზავრები უკვე ორბიტაზე იმყოფებოდნენ. მათი ჩათვლით ორბიტაზე ამჟამად კომპანიის 240 თანამგზავრი იმყოფება. SpaceX-ს მარეგულირებელი ორგანოებისგან ნება დართული აქვს გაუშვას 12 ათასი მიკროთანამგზავრი პროექტის ფარგლებში, რომელიც გულიხმობს პლანეტის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფას. კომპანიის გეგმაშია კიდევ 30 ათასი თანამგზავრის დამატება. https://3dnews.ru/1002572 https://3dnews.ru/1002543
-
- 1
-
-
ადრე თუ გვიან არარეგულირებადი Bitcoin-ბირჟები მუშაობას შეწყვეტენ - ამგვარი მოსაზრება გამოთქვა კრიპტოსავალუტო პლატფორმა Bakkt-ის პრეზიდენტმა ადამ უატმა კომპანიის დახურულ ღონისძიებაზე თელ-ავივში - გვაცნობებს CryptoPotato. „დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ ოფშორულ ვაჭრობას ძალიან შეზღუდული KYC და AML ზომებით. რეგულატორები შენელებულად, თუმცა დაჟინებით მოქმედებენ. ისინი არ დაუშვებენ, რომ ასეთი ვითარება სამუდამოდ გაგრძელდეს, ”- თქვა მან. ამჟამად Bakkt გვთავაზობს ფიუჩერსულ კონტრაქტებსა და კასტოდიალურ სერვისებს კონკრეტულად მხოლოდ Bitcoin-ისთვის. კითხვაზე - გეგმავს თუ არა კომპანია სხვა კრიპტოვალუტების მხარდაჭერის დამატებას, პრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასუხა: „გვსურს, გვქონდეს იმ ყველაფრის შენახვის შესაძლებლობა, რაც ჩვენს მომხმარებლებს სურთ, რადგანაც ჩვენ წარმოვადგენთ ბიზნესს და მათ უნდა შევთავაზოთ მომსახურება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ICE (პლატფორმის ოპერატორი) წარადგენს ფიუჩერსებს ყველა კრიპტოაქტივზე? სავარაუდოდ, არა. ბევრ კრიპტოვალუტაზე ჯერ კიდევ გაურკვეველია, არიან ისინი ფასიანი ქაღალდები, ვალუტები თუ სავაჭრო საქონელი“. უაიტმა აღნიშნა, რომ დღესდღეობით Bakkt მსოფლიოში ერთადერთი რეგულირებადი Bitcoin-ბაზარია, აგრეთვე შეადარა პლატფორმის შემოთავაზება კომპანია Coinbase-ის კასტოდიალურ სერვისს, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც თავად გახლდათ წარსულში გარკვეული პერიოდის მანძილზე. „მე Coinbase-ის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი ვიყავი, ისინი კი თავიანთ სერვისს საცავსაც კი არ უწოდებდნენ. ეს იყო უბრალოდ პროდუქტი, რომელიც ვაჭრობის საშუალებას იძლეოდა“ - განაცხადა მან. https://forklog.com/prezident-bakkt-predskazal-ischeznovenie-nereguliruemyh-kriptovalyutnyh-birzh/
-
ფინურმა ბრენდმა Nokia-მ 2017 წელს განაახლა სმარტფონების გამოშვება. სამი წლის განმავლობაში ლეგენდარული ბრენდის ასორტიმენტი სხვადასხვა საფასო კატეგორიის სამი ათეული ახალი მოდელით შეივსო. კომპანია ახალ მოწყობილობებს ორ გამოფენაზე უშვებს: IFA-სა და MWC-ზე. არც მიმდინარე წელი იქნება გამონაკლისი. როგორც ცნობილი გახდა, ბარსელონაში Mobile World Congress 2020 გამოფენაზე ბრენდი მინიმუმ სამ ახალ სმარტფონს წარადგენს. საუბარი ეხება დაბალბიუჯეტურ Nokia 5.2-სა და Nokia 1.3-ს, აგრეთვე კომპანიის პირველ 5G სმარტფონს, რომლის სახელწოდება იქნება Nokia 8.2 5G. მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერის მქონე მოდელი არ იქნება ფლაგმანური სეგმენტის მოწყობილობა. დიდი ალბათობით მას ექნება 7-ნანომეტრიანი მობილური პროცესორი Qualcomm Snapdragon 765G და MediaTek Dimensity 1000 ჩიპსეტი. Nokia 8.2 5G-ს დიზაინი Nokia 7.2 (იხ. ფოტოზე ქვემოთ) მოდელის სტილში იქნება წარმოდგენილი, თუმცა თითის ანაბეჭდის სკანერი უკანა პანელიდან გვერდით ნაწილზე გადავა. ბატარეის მოცულობა 3500 მა/სთ იქნება. საბაზისო მოდიფიკაციის სმარტფონს ექნება 6 გბ ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერება. ამ მოდელის ფასი 500 აშშ დოლარი იქნება. აგრთვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია HMD Global-მა, რომელიც ბრენდ Nokia-ზე ფლობს უფლებებს, უარი განაცხადა იდეაზე - გამოსულიყო სმარტფონი 5G მხარდაჭერის გარეშე. Nokia 5.2 გარეგნულად Nokia 6.2-ის მსგავსი იქნება (იხ. ფოტოზე), რომლის წარდგენა მოხდა გასულ წელს გამოფენა IFA-ზე ბერლინში. სმარტფონს ექნება 6.2-დუიმიანი LCD პანელი და Snapdragon 632 პროცესორი. ძირითადი კამერა წარმოდგენილი იქნება ორი - 16 და 8 მეგაპიქსელიანი მოდულებით. სელფი კამერის გაფართოება 8 მეგაპიქსელია. სმარტფონის კვებას უზრუნველყოფს 3500 მა/სთ მოცულობის ბატარეა. საბაზისო კომპლექტაციის Nokia 5.2-ს ექნება 3 გბ ოპერატიული და 32 გბ ფლეშ-მეხსიერება, მისი ფასი იქნება 169 ევრო. უფროს მოდელს კი იქნება 4 გბ ოპერატიული და 63 გბ მუდმივი მეხსიერება. ამ მოდელის ფასი ჯერჯერობით უცნობია. სამი ახალი სმარტფონიდან ყველაზე მოკრძალებულ მოდელად მოგვევლინება Nokia 1.3. მას ექნება 6-დუიმიანი დისპლეი და კომპანია MediaTek-ის პროცესორი. ცალკრისტალიანი სისტემის ზუსტი მოდელი არ კონკრეტდება. არის ალბათობა, რომ Nokia 1.3 იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android Go Edition-ის ბაზაზე. სმარტფონს ექნება 1 გბ ოპერატიული და 8 გბ ინტეგრირებული მეხსიერება, ასევე 4000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. ეს მოდელი გაიყიდება 79 ევროდ. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/33393/nokia-gotovit-tri-smartfona-k-anonsu-na-mwc-2020
-
როგორ ჩანს, კორონავირუსი უკვე იწყებს გავლენის მოხდენას მსოფლიო ინდუსტრიაზე. ჩინეთის ხელისუფლება იძულებულია მის გამო შეაჩეროს სხვადასხვა ქარხნის საქმიანობა, დასავლური კომპანიები კი ზღუდავენ თანამშრომლების ჩინეთში ვიზიტებს. იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს, ჩინეთის ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესა გადაადგილებასა და ტვირთის გადაზიდვაზე, რათა სიტუაციაზე კონტროლი მოიპოვოს. ცხადია, მოცემული ვითარება ტექნოლოგიურ სექტორზეც აისახა. როგორც რესურსი Zerohedge იტყობინება, ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა Foxconn-ისა და Samsung-ის რამდენიმე ქარხანა დროებით გააჩეროს. ზოგიერთი ანალიტიკოსი შიშობს, რომ წარმოების შეჩერებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების პროვოცირება. რესურს MarketWatch-ის აზრით ჩინეთში წარმოების იძულებითი შეჩერებით შესაძლოა მოგება ამერიკულმა ჩიპების მწარმოებლებმა ნახონ. “ნებისმიერი გაურკვევლობა ან შეფერხება ნახევარგამტარი პროდუქციის წარმოება-მიწოდებისას ნეგატიურ გავლენას იქონიებს მომწოდებლებზე. იმ შემთხვევაში, თუკი ეპიდემიის მასშტაბები გაიზრდება, მოგებას ნახავენ ჩინეთის ფარგლებს გარეთ არსებული მეხსიერების მომწოდებლები, მაგალითად Micron, Western Digital და სხვები“ - აცხადებენ ანალიტიკოსები. რესურსი The Verge აცხადებს, რომ Facebook-მა, Razer-მა და LG-მ შეზღუდეს თანამშრომლების გამგზავრება ჩინეთში. როგორც Bloomberg წერს, ჩინეთიდან დაბრუნებულ Facebook-ის თანამშრომლებს გაეწიათ რეკომენდაცია - ჯერჯერობით სახლიდან იმუშაონ. რთულია ამ ეტაპზე ვივარაუდოთ, რამდენად სერიოზულად აისახება მოცემული ვითარება ინდუსტრიაზე, თუმცა კრიტიკული სიტუცია მიგვანიშნებს სამომავლო ეკონომიკური ზრდის შეფერხებაზე. https://3dnews.ru/1002463
-
თანამშრომელთა 85%-ზე მეტი კრიპტოვალუტების სივრცეში მუშაობს ისეთ კომპანიებში, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სამ ძირითად მიმართულებაზე: ბირჟები, წარმოება და მაინინგი. ასეთ ინფორმაციას გვაწვდის The Block. გამომაცემლობის ანალიტიკოსებმა Blockchain Association-ის დაკვეთით ჩაატარეს კვლევა ციფრული ვალუტების სფეროში ადამიანური კაპიტალის განვითარების ტენდენციების შესწავლის მიზნით. ანგარიშის თანახმად სტარტაპების ახლად ამოქმედებული კლასტერიდან 2016 წლიდან დღემდე ინდუსტრია გაიზარდა იმდენად, რომ 20 ათას თანამშრომელს მოიცავს. დღესდღეობით მასში ირიცხება 48 კომპანია, რომელთა პერსონალი 100 ან მეტი პირისგან შედგება. უმსხვილესი დამსაქმებელი გახლავთ აზიური ბირჟა Huobi Global, რომელსაც მოსდევს კიდევ ორი - OKEx და Coinbase. ჯამში მოცემულ კატეგორიაში კომპანიებიდან 46% ბირჟაა, 29% კი - ანტრეპრენერ-კომპანიები. წყარო: The Block ინდუსტრიის უმსხვილეს დამსაქმებელთა მესამედი აშშ-შია დაფუძნებული. ლიდერი გახლავთ Coinbase, მეორე ადგილზე კი განთავსდა Ethereum-სტარტაპი ConsenSys. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ინდუსტრიის უმსხვილესი დამსაქმებელი გახლდათ მაინინგ-კომპანია Bitmain. https://forklog.com/issledovanie-bitkoin-birzhi-yavlyayutsya-krupnejshimi-rabotodatelyami-v-industrii/
-
გარკვეული პერიოდის წინ კომპანია Eve-მ დაიწყო ფულადი რესურსების მოძიება დაუჯერებლად კარგი მონიტორის წარმოებისთვის, რომელიც მოდელების უმეტესობას მახასიათებლებით აღემატება. მოწყობილობაზე მუშაობა დიდხანს გაგრძელდა, ჯამში კი მივიღეთ საუკეთესო მონიტორი. წარმოდგენილია სამი ვარიანტი, რომელთაც განსხვავებული მახასიათებლები და ფასები აქვთ. ორი უფროსი მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელია 750 კდ/მ2 , უმცროსი მოდიფიკაციისა კი - 450. რეაქციის დრო 1 მილიწამს შეადგენს. სამივე მოდელის ზომა 27 დუიმია. უფროსი მოდელი წარმოდგენილია 4K გაფართოებით, უმცროსი კი - 2K-თი. განსაკუთრებით საინტერესოა ფასის მხრივ საშუალო მოდელი, რომლის კადრის განახლების სიხშირე 240 ჰერცია. უმცროსი და უფროსი მოდელების სიხშირე კი 144 ჰერცს შეადგენს. სამივე მონიტორს 98%-იანი DCIP3 ფერთა გამა აქვს. უმცროსი მოდელი წარმოდგენილია HDR400, ორი უფროსი კი - HDR600 სერტიფიკაციით. უმცროსი მოდიფიკაციის ფასი 359 აშშ დოლარია, საშუალოსი - 499 აშშ დოლარი, უფროსი მოდიფიკაციის ღირებულება კი 599 აშშ დოლარს შეადგენს. სადგამი ცალკე იყიდება 99 აშშ დოლარად. ყველაზე საინტერესო გახლავთ ის, რომ 500 ერთეულისგან შემდგარი პირველი პარტია მომენტალურად გაიყიდა. მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ ყოველი მომდევნო პარტიის ღირებულება წინაზე 10 აშშ დოლარით მეტი იქნება. საუკეთესო გეიმინგ მონიტორის შეძენისთვის უკვე რიგები დადგა. მასიური გაყიდვები დაიწყება 2020 წლის მეოთხე კვარტალში, თუმცა ასიათასობით გეიმერი უკვე მზად არის შეკვეთის გასაფორმებლად. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33374/eksperty-nazvali-samyj-luchshij-gejmerskij-monitor-cena-na-kotoryj-budet-postoyanno-uvelichivatsya
-
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Facebook მუშაობს Messenger-ისთვის განკუთვნილ ახალ ფუნქციაზე. საუბარი ეხება Face ID-ისა ( Android-ზე არსებულ ანალოგებს) და აპლიკაციის განბლოკვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც სისტემა მომხმარებელს ამოიცნობს. სპეციალისტმა და ინსაიდერმა Jane Wong-მა განაცხადა, რომ ეს ფუნქცია შესაძლოა ”default”-ად იყოს ჩართული ბიომეტრიული იდენტიფიკაციისთვის. ამასთან, მისი თქმით, სისტემა ყოველ ჯერზე არ გაგზავნის ფოტოს კომპანიის სერვერებზე - ამოცნობა განხორციელდება ლოკალურად. Facebook-ის ტექნიკურმა მენეჯერმა Alexandru Voica-მა დააზუსტა, რომ Facebook არ გამოიყენებს ინტეგრირებულ ბიომეტრიას უსაფრთხოების დონის ამაღლებისთვის. ამის ნაცვლად ტექნოლოგია გამოიყენებს ამოცნობის მექანიზმებს თავად Android-ში. ნებისმიერ შემთხვევაში, ბიომეტრიული სისტემის გამოყენების ფაქტი შეგვიძლია დადასტურებულად ჩავთვალოთ. ასეთი ტექნოლოგია გარეშე პირებს ხელ შეუშლის, რომ თვალყური ადევნონ მომხმარებლის შეტყობინებებს. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სისტემა შესაძლოა პრობლემის გამომწვევი მიზეზი გახდეს ისეთ შემთხვევაში, თუკი Messenger-ს მცირეწლოვანი დაბლოკავს. ამ დროისთვის ხსენებული ფუნქცია ექსპერიმენტალურია, ამიტომ უცნობია როდის ვიხილავთ რელიზს და როდის გამოჩნდება მობილურ პლატფორმებზე. ცნობილი გახლავთ ის, რომ ახალი ფუნქციის მეშვეობით Messenger ავტომატურად დაიბლოკება აპლიკაციიდან გამოსვლის შემდეგ მომენტალურად, 15 წუთის ან ერთი საათის შემდეგ. არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ გაჩნდეს უფრო მეტი ვარიანტი და „ტაიმ-აუტის“ მოქნილი რეგულირების შესაძლებლობა. https://3dnews.ru/1002344
-
Bitcoin Gold ქსელი 51% შეტევის წინაშე აღმოჩნდა. ბოროტმოქმედმა შეძლო ორმაგი დანახარჯის რეალიზება და ჯამში Binance-დან გამოიტანა 80 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა (7167 BTG). MIT Bitcoin Club-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განხორციელდა Bitcoin Gold-ის ბლოკჩეინის ორი სიღრმისეული რეორგანიზაცია. ბოროტმოქმედმა თანხა ჩარიცხა Binance-ის საფულეში და წარმატებით შეძლო მისი გამოტანა 12 დადასტურებული ტრანზაქციის შედეგად. „14 ან 15 ბლოკის რეორგანიზაციამ განაპირობა Binance-ის რესურსების შეკავებისთვის დაწესებული პერიოდისთვის გვერდის ავლა. ამის შემდეგ Binance-მა BTG-ის გატანის დადასტურების რაოდენობა ოცამდე გაზარდა. Nicehash-ის საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, Zhash ალგორითმისთვის, ჩვენ გამოვთვალეთ, რომ თითოეული რეორგანიზაციის ღირებულება დაახლოებით 0.2 BTC-ია (1,700 ~ აშშ დოლარი), ”- წერს პრეზიდენტი. მან დაამატა, რომ „ბლოკის ათეულობით დადასტურებაც კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამგვარი შეტევის განხორციელებისთვის დანახარჯები ზედმეტად მაღალი იყოს“. ბოროტმოქმედმა მოიპარა 1900 BTG და 5176 BTG ტრანზაქციების შედეგად, რომლებიც განახორციელა 23 და 24 იანვარს. ამჟამად Bitcoin Gold იმყოფება 35-ე ადგილას CoinMarketCap-ის რეიტინგში. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების მანძილზე აქტივი 13%-ზე მეტით გაიზარდა. Bitcoin Gold-მა ამ დრომდე ერთხელ უკვე განიცადა 51% თავდასხმა - 2018 წლის მაისში ბოროტმოქმედმა შეძლო მოეპარა 388 ათასი BTG მონეტა (დაახლოებით 18 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აქტივები იმდროინდელი კურსით). https://forklog.com/bitcoin-gold-vnov-podvergsya-atake-51-vyvedeno-bolee-70-000-s-birzhi-binance/
-
2019 წელს გამოვიდა AMD Ryzen პროცესორების მესამე თაობა, რომლის წარმომადგენლები დაფუძნებულია 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესსა და Zen 2 არქიტექტურაზე. ეს მოვლენა ბაზრისთვის ნამდვილი გარღვევა აღმოჩნდა, იგი დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად არ მიიწევდა წინ და წელიწადში მხოლოდ 5%-ით იზრდებოდა. ბევრი მომხმარებელი „წითელი კომპანიიას“ პროდუქციას დღემდე უნდობლად უყურებს და ამტკიცებს, რომ გეიმინგისთვის Intel-ის უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეების მქონე პროცესორები უკეთესია. მაგრამ დაუშვებელია არ აღინიშნოს AMD-ის უზარმაზარი წვლილი ფასების კლებაში, რამაც განაპირობა მასიური სეგმენტის გადასვლა 6-ბირთვიან ჩიპებზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ წითლების გუნდი კონკურენტს თავისი დაუჯერებელი ფასებით უტევს, მალე ყველა მსურველი შეძლებს შეიძინოს მაღალი წარმადობის მქონე 8-ბირთვიანი, 16-ნაკადიანი პროცესორი. ჩვენს წინაშეა ნამდვილი მონსტრი, რომელიც ნებისმიერ თამაშს გაუმკლავდება და თანაც რთულ სამუშაო აპლიკაციებში აღემატება Intel-ის ყველაზე მძლავრ და ძვირადღირებულ პროცესორებს. Amazon-ზე გაჩნდა შესაძლებლობა - შეიძინოთ მძლავრი პროცესორი Ryzen 3800X დაუჯერებელ 339 აშშ დოლარად. უნდა აღინიშნოს, რომ მისი რეკომენდირებული ფასი 400 აშშ დოლარს შეადგენდა. უფრო მეტიც, დიდი ხნის მანძლზე მის შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი იმდენად დიდი იყო, რომ მისი 450 აშშ დოლარზე იაფად შეძენა უბრალოდ არარეალური გახლდათ. უცნობია, რას უკავშირდება AMD-ის მხრიდან ამგვარი გულუხვობა. შესაძლოა, კომპანია ემზადება ახალი პროცესორების გამოსვლისთვის, ან მოვიდა დრო, რომ აჩვენოს Intel-ს - ვინ არის ნამდვილი მბრძანებელი პროცესორების ბაზარზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ Ryzen 3700Х მოდელის შეძენა სულ რაღაც 325 დოლარადაა შესაძლებელი. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33351/ceny-na-8-yadernye-processory-amd-ryzen-3700h-i-3800x-opustilis-na-15-nizhe-rekomendovannyh
