Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ შეარჩია ავტონომიური მართვის სისტემებისთვის განკუთვნილი ლიდარების მომწოდებელი თავისი პირველი რობოტიზებული ავტომობილისთვის, რომელიც სრულად ელექტრო ძრავით იქნება წარმოდგენილი. კომპანიის პარტნიორი გახდება ჩინური Hesai Technology. ფოტოს წყარო: Hesai საუბარი ეხება ჰიბრიდული მყარი მდგომარეობის ლიდარ Hesai AT128-ის გამოყენებას, რომელიც გასული წლის აგვისტოში დაანონსდა. ამ პროდუქტის ზომაა 137 × 112 × 47 მმ. მოწყობილობა დაცულია მტვრისგან IP6KX სტანდარტის მიხედვით, ტენიანობისგან - IPX7 და IPX9K სტანდარტების მიხედვით. შესაძლებელია მუშაობა ტემპერატურის ფართო დიაპაზონში. ლიდარი უზრუნველყოფს 200 მეტრამდე მოქმედების დიაპაზონს და 120 × 25.4 გრადუს ხედვის კუთხეს. მოწყობილობას შეუძლია წამში 1 536 000 წერტილის რეგისტრირება, რისი წყალობითაც მაღალი დეტალიზაცია მიიღწევა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ავტომობილში ინტეგრირების სიმარტივე. Hesai AT128 მოდული უკვე მიღებულია რამდენიმე ჩინური ავტო ბრენდის მიერ, მათ შორისაა Li Auto, Pixel-J, HiPhi და Lotus China. ასევე აღნიშნულია, რომ დღემდე Xiaomi-მ დაახლოებით 478 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო ავტოპილოტირების ტექნოლოგიების განვითარებაში. თანხები მოხმარდა 500-მდე სპეციალისტისგან შემდგარი კვლევითი ჯგუფის ჩამოყალიბებას, სტარტაპების შეძენას, პარტნიორობის ხელშეკრულებებს და ა.შ. https://tinyurl.com/ybdb6uwn
  2. აგვისტოს პირველ ნახევარში წამყვანმა კრიპტოვალუტებმა განაახლეს ლოკალური მაქსიმუმები. თუმცა თვის ბოლოს Bitcoin-ის ფასი 13.88%-ით დაეცა, Ethereum-ისა - 7.33%-ით. შემოდგომის დასაწყისში ციფრული ოქროს დომინირება დაეცა 40%-ზე დაბლა 2022 და 2018 წლის დასაწყისში არსებულ რეკორდულ მინიმუმებამდე. BTC/USDT-ის დღიური გრაფიკი ბირჟა Bybit-ზე. წყარო: TradingView. ზომიერი კაპიტალიზაციის (200 მლნ აშშ დოლარიდან) აქტივებს შორის დინამიკით საუკეთესოები აღმოჩნდა Ethereum-პულ Compound-ის ტოკენი (cETH) და TON. Toncoin-მა დააფიქსირა ზრდა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვის განცხადების საფუძველზე, რომ შესაძლოა შედგეს მესენჯერში გამოწერების მარკეტფლეისების და პროექტის ბაზაზე სხვა Web3-ინიციატივების გაშვება. თვის Gainers & Losers (პროექტები 200 მლნ აშშ დოლარზე მეტი კაპიტალიზაციით) წყარო: ForkLog. თვის ბოლოს კაპიტალიზაციის სიდიდით ტოპ-20-ში შემავალი თითქმის ყველა DeFi ტოკენი წითელ ზონაში იყო. გამონაკლისებია Balancer (BAL) და PancakeSwap (CAKE). პირველის ფასი ბოლო 30 დღის განმავლობაში 4%-ით გაიზარდა, მეორესი - თითქმის 22.76%-ით. DeFi-პროექტების ტოპ-20 მონეტა ბაზრის კაპიტალიზაციით. წყარო: ForkLog. NFT სექტორში ვაჭრობის მოცულობის შემცირება ზაფხულის ბოლო თვეში გაგრძელდა. თუმცა ბლოკჩეინის კონტექსტში Polygon და ImmutableX აფიქსირებენ შესამჩნევ დადებით დინამიკას. ბოლო მათგანის საშუალო NFT ფასი გაიზარდა 10-დან 50 აშშ დოლარამდე, ხოლო სავაჭრო მოცულობა - 5-დან 28 მლნ აშშ დოლარამდე. ძირითადი ინდიკატორების დინამიკა NFT კოლექციებით. წყარო: ForkLog. საჯარო სექტორის კომპანიების ბაზარზე Coinbase გამოირჩეოდა აგვისტოში ცუდი ფინანსური შედეგების გამოქვეყნების მიუხედავად. პლატფორმამ გამოაცხადა პარტნიორობის დაწყება აქტივების უდიდეს მმართველ BlackRock-თან, რომლის მომხმარებლები წვდომას მიიღებენ ციფრულ აქტივებზე Coinbase Prime-ის მეშვეობით. გასულ თვეში კრიპტო-ბროკერ Voyager-ის აქციებმა, რომელიც გაკოტრების პროცედურას გადის, მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა. თუმცა, მათი ღირებულება წლის დასაწყისიდან 99%-ზე მეტით არის შემცირებული. წყარო: ForkLog. მაინინგ კომპანიების კოტირებებმა ზომიერი კლება აჩვენა. Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ Bitcoin-ის მაინერების უმრავლესობის ფინანსური მდგომარეობა სტაბილური რჩება. ექსპერტებში შეშფოთებას მხოლოდ Stronghold-ის ლიკვიდურობის ვითარება იწვევდა. https://tinyurl.com/22vshp3u
  3. Steam-ის ყოველთვიური სტატისტიკა წარმოდგენას გვაძლევს მიმდინარე გეიმინგ ტენდენციების შესახებ და გვიჩვენებს, რომელი პროდუქტები იკრებენ პოპულარობას და რომლები - კარგავენ მას. სტატისტიკური მეთოდები შესაძლოა ოდნავ გაუმჭვირვალე იყოს, თუმცა ამჟამად მათზე უკეთესი ხელმისაწვდომი არაფერია. 2022 წლის აგვისტოში აღინიშნა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა გრაფიკული პროცესორების სფეროში, აგრეთვე რამდენიმე აღსანიშნავი ტენდენცია ცენტრალური პროცესორებისა და ოპერაციული სისტემების კუთხით. Nvidia RTX 30 სერია ლიდერ პოზიციას იკავებს Nvidia RTX 30 სერიის ვიდეო დაფებმა პირველად გადააჭარბა სხვა GPU სერიებს საერთო წილში. RTX 30 სერიის ყველა გრაფიკული პროცესორი შეადგენს აგვისტოს მთელი რაოდენობის 21.65%-ს, რაც 1.90%-ით მეტია ივლისის მაჩვენებელთან შედარებით. მეორე მხრივ, GTX 10 სერიის მოცულობა 2.15%-ით შემცირდა და ამჟამად მისი წილი 22.09%-ს შეადგენს - მიუხედავად ამისა, ეს სერია პოპულარობით რიგით მეორეა გრაფიკულ პროცესორებს შორის. AMD RX 6000-მაც დააფიქსირა მცირე, 0.03%-იანი ზრდა და მიაღწია ჯამში 1.94%-იან წილს. გრაფიკული პროცესორების ყველა სხვა სერიაში კლება შეინიშნება. კიდევ ერთი დიდი სიახლე არის ის, რომ Nvidia-ს GTX 1060 აღარ ითვლება ყველაზე პოპულარულ გრაფიკულ პროცესორად. ტექნიკურად იგი კვლავ პირველ ადგილს იკავებს გამოკითხული კომპიუტერების მფლობელების 6.88%-ისთვის, მაგრამ GTX 1650-მა პოპულარობის ზრდა დაიწყო და პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ GTX 1060-ის წილი ივლისთან შედარებით 0.53%-ით შემცირდა, ხოლო GTX 1650 0.07%-ით გაიზარდა. ერთადერთი გრაფიკული პროცესორი, რომლის წილი გასული თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, არის RTX 3060 – 0.77%-იანი ზრდით. AMD Radeon Graphics-მა რიგით მეორემ დააფიქსირა 0.44%-იანი ზრდა და ეს დასახელება, დიდი ალბათობით, სხვადასხვა ინტეგრირებულ გადაწყვეტილებას მიეკუთვნება, მათ შორის Valve-ს Steam Deck-ის ჩათვლით. RTX 3050-მა დაიკავა ზრდის მხრივ მესამე ადგილი 0.31%-იანი მატებით. თუმცა, ცდომილებისთვის უამრავი შესაძლებლობაა, რასაც მოწმობს Intel UHD Graphics 620, რომელიც მეოთხე ადგილზეა 0.23%-იანი ზრდით. დიდი ცვლილებები OS-ისა და CPU-ს მწარმოებლების წილებში Steam-ის პროცესორების მწარმოებლების წილები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გარკვეულწილად სტაბილურია - Intel 67%, AMD 33% დაახლოებით (+ - რამდენიმე პროცენტი), გასულ თვეში ვითარება Intel-ის სასარგებლოდ შემობრუნდა 1.65%-იანი მატებით, AMD-მ კი დაკარგა წილის 1.67% (ეს ფარდობითი პროცენტებია და არა აბსოლუტური, ამიტომ ისინი არ ემთხვევა). OS-სა და API-ს შეჯამებით Windows 11-ის წილი გაიზარდა 24.71%-მდე. თუმცა Windows 10 კვლავ გამოიყენება კომპიუტერების უმეტესობაში - გამოკითხული სისტემების 71.76%-ში. ასევე საინტერესოა, რომ Windows 7-მა და Windows 8-მა მცირე ზრდა განიცადეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბევრმა კომპიუტერმა რეალურად ჩაანაცვლოს Windows 10 Windows 7-ით, ასე რომ, სავარაუდოდ, ეს მხოლოდ შერჩევისას არსებული ვარიაციებია. მოთხოვნის შემცირება აღჭურვილობაზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გავრცელდა მრავალი ცნობა კომპიუტერების და კომპონენტების გაყიდვების შემცირების, ასევე მარაგის ზრდის შესახებ. მომხმარებლები და საწარმოები არ ყიდულობენ აღჭურვილობას ისე სწრაფად, როგორც ის იწარმოება, და უახლოესი პერსპექტივა არასახარბიელოა. ეს გამომდინარეობს JPR და IDC ანგარიშებიდან. შედეგად გამოწვეულ იქნა აღჭურვილობის ფასების კვლება. სიტუაციას არ შველის შემდეგი თაობის აპარატურული უზრუნველყოფა, რომელთა გამოშვება უახლოეს თვეებშია დაგეგმილი. GPU-ების თვალსაზრისით, Nvidia RTX 40 სერიის ვიდეო ბარათები სავარაუდოდ ოქტომბრისთვის გამოვა, ხოლო AMD RX 7000 სერიის RDNA 3 გრაფიკული პროცესორები - სავარაუდოდ ნოემბერში. Intel Arc Alchemist Desktop GPU-ები ასევე მოსალოდნელია ოქტომბერში Arc A380-თან შედარებით გაუმჯობესებული დრაივერებით. საინტერესო ვითარებაა პროცესორებისა და დედა დაფების სფეროში. AMD Ryzen 7000 პროცესორები Zen 4 არქიტექტურით ოფიციალურად გამოვა 27 სექტემბერს და მათ თან უნდა ახლდეს 600 სერიის ჩიპსეტი და დედა დაფა. ამით დაიწყება DDR5 მეხსიერების ეპოქა როგორც AMD-ის, ასევე Intel-ის პლატფორმებისთვის, თუმცა Intel ალტერნატივის სახით აგრძელებს DDR4-ის მხარდაჭერას. Intel Raptor Lake პროცესორები უნდა გამოვიდეს ოქტომბერში (არაოფიციალური ცნობებით 17 ოქტომბერს), მათ დაემატება მეტი ეფექტური ბირთვი სტეკში და უზრუნველყოფენ ახალ კონკურენციას AMD Zen 4 ჩიპებთან. Intel-ის მე-13 თაობის პროცესორებს ექნება 700 სერიის ახალი ჩიპსეტები, თუმცა ისინი ასევე თავსებადია LGA1700 სოკეტთან, ამჟამად აქტუალური 600 სერიის დაფები კი BIOS-ის განახლებით იმუშავებენ. https://tinyurl.com/yykcnsut
  4. კომპანია Apple-მა ჩაატარა ღონისძიება Far Out, რომელზეც წარადგინა ახალი თაობის iPhone-ები. საბაზისო iPhone 14 და iPhone 14 Plus მოდელებთან ერთად შედგა ასევე მოწინავე iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max მოდელების დებიუტი. ორივე უფროს მოდელს აქვს ოდნავ განახლებული დიზაინი, ახალი პროცესორები და განახლებული კამერების ნაკრები. დიზაინი ძირითადად უცვლელია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ყურადღებას მომენტალურად იპყრობს - ახალ iPhone Pro-ს აღარ აქვს ფრონტალური კამერა და Face ID სენსორი. ამჯერად კამერა და სენსორები განთავსებულია „დინამიურ კუნძულზე“, ანუ ეკრანის ორ ჭრილში, რომლებიც ერთად ქმნიან წაგრძელებულ შავ ზონას ეკრანის ზედა ნაწილში. სხვა მხრივ iPhone Pro-ს დიზაინი უცვლელია - წინა და უკანა მხარეს განთავსებულია მტკიცე მინა, ჩარჩო დამზადებულია პრიალა ლითონისგან. სმარტფონებს აქვთ Super Retina XDR OLED-დისპლეი 1600 კდ/მ2 სიკაშკაშით გამოსახულების HDR-ში გამოტანისას, ღია გარემოში სიკაშკაშემ შესაძლოა 2000 კდ/მ2 -ს მიაღწიოს. მხარდაჭერილია 1-დან 120 ჰერცამდე ცვლადი კადრის განახლების სიხშირე. iPhone 14 Pro-ში გამოყენებულია 6.1-დუიმიანი პანელი, iPhone 14 Pro Max-ში კი - 6.7-დუიმიანი. iPhone-ში გამოჩნდა ფუნქცია Always-On Display, რომელიც უკვე დიდი ხანია წარმოდგენილია Android-სმარტფონებში და საშუალებას იძლევა ეკრანზე გამოვიდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როდესაც სმარტფონი დაბლოკილია. iPhone 14 Pro-ს საფუძვლად უდევს ახალი ერთკრისტალიანი პლატფორმა Apple A16 Bionic, რომელშიც, Apple-ის თქმით, გამოყენებულია ყველაზე სწრაფი მობილური ცენტრალური პროცესორი. ჩიპს აქვს 6 ბირთვი (ორი მაღალი წარმადობის და ოთხი ენერგოეფექტური), აგრეთვე მძლავრი გრაფიკული ქვესისტემა. პლატფორმა წარმოებულია 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და დაახლოებით 16 მლრდ ტრანზისტორს შეიცავს. ამასთან, ენერგომოხმარება შემცირებულია 20%-ით წინა თაობის მოდელებთან შედარებით. და ბოლოს, რაღა თქმა უნდა, ახალი სმარტფონი წინამორბედებზე სწრაფია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განახლება შეეხო უკანა კამერას. იგი კვლავ სამმოდულიანია, თუმცა Apple-მა მრავალი წლის განმავლობაში 12-მეგაპიქსელიანი სენსორის გამოყენების ნაცვლად დიდი გაფართოების სენსორზე გადასვლა გადაწყვიტა - iPhone 14 Pro-ს მთავარი კამერა 48-მეგაპიქსელიანია. თუმცა ფოტოგადაღება ძირითადად კვლავ 12-მეგაპიქსელიანი იქნება, რადგან კამერა იყენებს Quad Bayer ტიპის სისტემას, რომელიც აერთიანებს ოთხ პიქსელს ერთ დიდ 2.44 მკმ პიქსელში, რაც საშუალებას იძლევა უკეთესი ფოტოები გამოვიდეს არასაკმარისი განათების პირობებში. მთავარ კამერას აქვს შვიდელემენტიანი ოპტიკა ექვივალენტური ფოკუსური მანძილით 24 მმ და f/1.78 დიაფრაგმით. ფოკუსი მხარდაჭერილია პიქსელების 100%-ით და გამოყენებულია მეორე თაობის სენსორული ცვლის ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა. მხარდაჭერილია გადაღება სრული გაფართოებით ProRAW ფორმატში. მეორე, ულტრაფართოკუთხიანი კამერა აგებულია 12-მეგაპიქსელიან სენსორზე 1.4 მკმ ზომის პიქსელებით. გამოყენებულია ექვსელემენტიანი ოპტიკა ფოკუსური მანძილით 13 მმ და f/2.2 დიაფრაგმით. ფოკუსი შენარჩუნებულია 100% პიქსელზე. ამ კამერას ასევე შეუძლია მაკრო გადაღება. Apple-ის თქმით ულტრაფართოკუთხიანი კამერით სამჯერ გაუმჯობესდა ცუდ განათებაზე გადაღება. დანარჩენი ორის შემთხვევაში გამოცხადებულია ორმაგი გაუმჯობესება. მესამე კამერა ასევე 12-მეგაპიქსელიანია, აქვს ოპტიკა ფოკუსური მანძილით 77 მმ და დიაფრაგმა f/2.8. მხარდაჭერილია სამმაგი ოპტიკური ზუმი. აღსანიშნავია, რომ iPhone-ში ასევე მხარდაჭერილია ორმაგი ზუმი მთავარ კამერაში, რაც ხორციელდება სენსორის ჩამოჭრის გამო - ამ გზით მიიღებთ სურათებს ფოკუსური მანძილით 48 მმ. წინა კამერაც 12-მეგაპიქსელიანია და აქვს ავტოფოკუსი. მის ოპტიკას აქვს ფოკუსური მანძილი 23 მმ და დიაფრაგმა f/1.9. ეს კამერა მუშაობს სიღრმის სენსორთან წყვილში, რომელიც აგრეთვე Face ID სისტემის ნაწილს წარმოადგენს. Apple-ის თქმით, უკანა კამერების მსგავსად წინა კამერა ორჯერ უკეთესი გახდა ცუდი განათების პირობებში გადაღებისას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, iPhone 14 Pro სერიის სმარტფონების წინა კამერა განთავსებულია პატარა მრგვალ ჭრილში ეკრანის ზედა ნაწილში. ახლოს განთავსებულია წაგრძელებული ჭრილი Face ID სისტემის ელემენტებით. ეს ჭრილები გაერთიანებულია ეკრანის შავ სივრცეში და ამ წაგრძელებული ელემენტის გარშემო, სახელწოდებით Dynamic Island, Apple-მა შექმნა ახალი შეტყობინებების ინტერფეისი. Apple-მა აჩვენა სხვადასხვა ანიმაცია და ვარიანტი, თუ როგორ მუშაობს Dynamic Island, მათ შორის ანიმაციური აქტივობის ვიჯეტები, შეტყობინებების ანიმაციები და მუსიკის კონტროლი. როდესაც გადაფურცლავთ აპლიკაციის მინიმიზაციისთვის და დაბრუნდებით მთავარ ეკრანზე, ფონური ამოცანები, როგორიცაა მუსიკის დაკვრა, გადაინაცვლებს "კუნძულზე". როგორც ჩვეულებრივი iPhone 14-ის შემთხვევაში, ახალი Pro-სერია მხარს უჭერს თანამგზავრულ კავშირს სასწრაფო დახმარების სერვისებთან. სატელიტური კომუნიკაცია მუშაობს იქ, სადაც ფიჭური დაფარვა საერთოდ არ არის. თუ თანამგზავრთან დაკავშირებას პრობლემები ახლავს, iPhone შეგატყობინებთ, როგორ გამოასწოროთ სიტუაცია. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი შეტყობინებები, რათა აუხსნათ თქვენი სიტუაცია მაშველებს, ან გაგზავნოთ შაბლონური შეტყობინება. კომუნიკაცია ორმხრივია - iPhone მომხმარებელს შეატყობინებს, რომ მაშველებმა მიიღეს მისი შეტყობინება და გზაში არიან. თანამგზავრული კავშირის სერვისი ამოქმედდება ნოემბერში აშშ-სა და კანადაში, ხოლო iPhone 14-ის მყიდველები მიიღებენ უფასო ორწლიან გამოწერას. iPhone 14 სერიის სმარტფონებში გამოჩნდა ფუნქცია Crash Detection-ის მხარდაჭერა, რომელიც მოწყობილობას საშუალებას აძლევს სენსორების (პირველ რიგში აქსელერომეტრის და გიროსკოპის) მეშვეობით განსაზღვროს, თუ მომხმარებელი საავტომობილო ავარიაში მოყვება. ამასთან ეკრანზე გამოდის შეტყობინება, რომელშიც iPhone მომხმარებელს ეკითხება, რიგზეა თუ არა. თუ მომხმარებელი არ უპასუხებს, სმარტფონი ავტომატურად გამოიძახებს სასწრაფო დახმარების სამსახურს. და ბოლოს, უნდა აღინიშნოს საინტერესო ფუნქცია, რომელიც ელოდება აშშ-ში ნებისმიერი iPhone 14 ან 14 Pro-ის მყიდველებს. გაიყიდება სმარტფონების ვერსიები SIM ბარათის სლოტის გარეშე. მათ ნაცვლად შემოთავაზებულია ელექტრონული eSIM-ის გამოყენება. გარდა ამისა, მხარდაჭერილია ორი სხვადასხვა ოპერატორის eSIM-ის ერთდროული კავშირი. ახალი სმარტფონების გაყიდვა 16 სექტემბერს დაიწყება, წინასწარი შეკვეთების მიღება კი - 9-დან. iPhone 14 Pro ვერსიის ფასი 999 აშშ დოლარიდან დაიწყება, ხოლო iPhone 14 Pro Max მინიმუმ 1099 აშშ დოლარი ეღირება. იგივე ფასები ჰქონდა წინა თაობის Pro ვერსიებს. https://tinyurl.com/mubsndam
  5. ემიტენტების, ბირჟების და ჰეჯ-ფონდების გაკოტრებამ დამატებითი სტიმული მისცა ციფრული აქტივების ყოვლისმომცველი რეგულირების შექმნის სურვილს. ამის შესახებ განაცხადა მსოფლიო სავალუტო ფონდმა. ორგანიზაციის სპეციალისტები თვლიან, რომ კრიპტოვალუტები "ნიშა პროდუქტების" კატეგორიიდან "მასობრივ" პროდუქტებზე გადავიდა. ეს უკანასკნელნი გამოიყენება სპეკულაციისთვის, ვალუტების შესუსტების წინააღმდეგ ჰეჯირების მიზნით და ასევე, როგორც გადახდის ინსტრუმენტები. დოკუმენტის ავტორებმა აღნიშნეს, რომ სირთულეები არსებობს აქტივების ახალი კლასისთვის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შემუშავებისას ბაზრის სწრაფი ევოლუციის, მონიტორინგის სირთულისა და ზედამხედველების პრაქტიკული უნარების ნაკლებობის გამო. ექსპერტებმა მიუთითეს ციფრული აქტივების რეგულირების არათანმიმდევრულ მიდგომაზე, რაც მხარს უნდა უჭერდეს კოორდინირებული და ყოვლისმომცველი გლობალური სისტემის შექმნას. „ზოგიერთმა სააგენტომ შესაძლოა უპირატესობა მიანიჭოს მომხმარებელთა დაცვას, ზოგმა - უსაფრთხოებას ან ფინანსურ მთლიანობას. არსებობს ინდუსტრიის რიგი მოთამაშეები - მაინერები, ვალიდატორები, პროტოკოლის შემქმნელები - რომელთა ტრადიციული ფინანსური რეგულაციებით დაფარვა ადვილი არ არის“, - აღიარა IMF-მა. ექსპერტების თქმით გლობალური მარეგულირებელი ჩარჩო წესრიგს უზრუნველყოფს ბაზრებზე, ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ნდობის ჩამოყალიბებას, დაადგენს ისეთ საზღვრებს, რაც მისაღებია და უზრუნველყოფს უსაფრთხო სივრცეს ინოვაციების დანერგვის გაგრძელებისთვის. შეგახსენებთ, რომ ივლისში ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი წინასწარ შეთანხმდნენ კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტის (MiCA)დებულებებზე. იგი აღწერს წესებს, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტო აქტივების, Stablecoin-ების, სავაჭრო და კასტოდიალური პლატფორმების ემიტენტებზე. მოგვიანებით ევროპის მწვანეთა პარტიის წევრებმა და სოციალისტებმა წამოაყენეს შემოთავაზება AML/CFT პროცედურების სტანდარტების დეცენტრალიზებულ ორგანიზაციებზე, DeFi და NFT პლატფორმებზე გაფართოების შესახებ. https://tinyurl.com/3m4added
  6. Jon Peddie Research-ის ანალიტიკოსებმა ცოტა ხნის წინ წარადგინეს ახალი მონაცემები დისკრეტული გრაფიკული პროცესორების ბაზარზე წილების განაწილების შესახებ სამ მთავარ მწარმოებელს შორის. NVIDIA კვლავ დომინანტია და მისი წილი ამ სეგმენტში 79.6%-ით გაიზარდა. დანარჩენ 21%-ს ერთმანეთში ინაწილებენ კონკურენტები, 20% AMD-ს ეკუთვნის, თუმცა მან გასულ კვარტალში 4% დაკარგა NVIDIA-ს სასარგებლოდ. დარჩენილ 1%-იან წილს იკავებს Intel, კომპანია ახლა იწყებს დისკრეტული ვიდეო დაფების ახალი ხაზის განვითარებას და ჯერ არ გვევლინება ლიდერობის პრეტენდენტად. ახლახანს Intel-ის წარმომადგენლებმა გააზიარეს კონკრეტული ინფორმაცია მაღალი წარმადობის Arc A7 ვიდეო დაფების შესახებ და შეეხნენ წარმადობას, ხელმისაწვდომობასა და განსაკუთრებულ მახასიათებლებს. წყარო: Jon Peddie Research 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მიწოდებული ვიდეო ბარათების რაოდენობა 13.38 მილიონიდან 10.4 მილიონ ერთეულამდე შემცირდა, თუმცა თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს გავითვალისწინებთ, მიწოდების მოცულობა 2.4%-ით გაიზარდა. მიწოდებული ვიდეო დაფების ჯამური ღირებულება აღემატება 5.5 მლრდ აშშ დოლარს, რაც 3.1 მილიარდით ნაკლებია პირველ კვარტალთან შედარებით - ეს განპირობებულია არა მხოლოდ მიწოდების მოცულობის კლებით, არამედ საშუალო გასაყიდი ფასის შემცირებითაც. ბოლო დროს რეგულარულად ჩნდება სიახლეები ვიდეო დაფების ფასების შემცირების შესახებ. მოდელების ღირებულება, რომლებიც წლის დასაწყისში რამდენიმე ათას აშშ დოლარად იყიდებოდა, ახლა უკვე 1000 აშშ დოლარზე ნაკლებია. მაგალითად, რესურს Neowin-მა გამოაცხადა 45%-იანი ფასდაკლება ერთ-ერთ სავაჭრო პლატფორმაზე GeForce RTX 3090 მოდელზე - მომხმარებელმა ვიდეო დაფა შეიძნა 790 აშშ დოლარად. შეგახსენებთ, რომ ამ რეფერენსული მოდელის ფასი გამოშვებისას 1499 აშშ დოლარს შეადგენდა. განხილულ კვარტალში დაფიქსირებული გაყიდვების კლება აღემატება ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელს. ანალიტიკოსების თქმით AMD-ის მიწოდების მოცულობა კვარტალურად შემცირდა 34%-ით, ხოლო NVIDIA-ს მოცულობა - 19.1%-ით. https://tinyurl.com/y4k45eww
  7. კომპანია Xiaomi-მ დააანონსა დაბალბიუჯეტური სმარტფონი Redmi A1 Android 12-ის საფუძველზე მოქმედ ოპერაციულ სისტემა Android Go-ზე. მოწყობილობა 9 სექტებრიდან გაიყიდება, მომხმარებლები შეძლებენ ფერების მხრივ შემდეგი ვარიანტების არჩევას: Light Blue (ცისფერი), Classic Black (შავი) და Light Green (ღია მწვანე). ფოტოს წყარო: Redmi სმარტფონს აქვს 6.52-დუიმიანი HD+ ეკრანი (1600 × 720 პიქსელი) 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. დისპლეიზე მოცემულია წვეთის ფორმის ჭრილი, რომელშიც განთავსებულია 5-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. უკანა პანელზე მოცემულია ორი კამერა 8- და 2-მეგაპიქსელიანი სენსორებით. სმარტფონს საფუძვლად უდევს პროცესორი MediaTek Helio A22: ჩიპს აქვს ოთხი ბირთვი Cortex-A53 სიხშირით 2.0 გჰც-მდე, გრაფიკული ამაჩქარებელი IMG PowerVR და 4G/LTE მოდემი. გათვალისწინებულია სმარტფონის მხოლოდ ერთი კონფიგურაცია - 2 გბ ოპერატიული და 32 გბ ფლეშ-მეხსიერებით. კვებაზე პასუხისმგებელია 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 10-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი ყურსასმენისთვის. Redmi A1-ის ფასი სულ რაღაც 80 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/mpzxy9mu
  8. სტრიმინგ-სერვისი Netflix აკრძალავს რეკლამით კრიპტოვალუტების პოპულარიზაციას ახალ სატარიფო გეგმაში. ამის შესახებ წერს Sydney Morning Herald წყაროებზე დაყრდნობით. მათივე თქმით, შეზღუდვები პოლიტიკასა და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ ვიდეოებსაც შეეხება. გამოცემის თანამოსაუბრეებმა დაამატეს, რომ კომპანია ასევე შეისწავლის ფარმაცევტული პროდუქტების რეკლამის აკრძალვის შესაძლებლობას. აპრილში Netflix-მა დააანონსა იაფი ტარიფის ამოქმედება პარტნიორული ვიდეო რგოლების მხარდაჭერით. სერვისის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება ახსნეს აუცილებლობით - გაზრდილიყო შემოსავალი გამომწერების რიცხვის შემცირების ფონზე. ივლისში ონლაინ კინოთეატრმა განაცხადა, რომ ტარიფი Microsoft-თან პარტნიორობის ფარგლებში ამოქმედდება. The New York Times-ის ინფორმაციით Netflix თავდაპირველად გამოწერის ახალი ვერსიის გამოშვებას 2023 წლის დასაწყისისთვის გეგმავდა, მაგრამ, სავარაუდოდ, თარიღი გადაიდო 2022 წლის 1 ნოემბრამდე. სერვისი ხელმისაწვდომი იქნება მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. „ჩვენ ჯერ გადაწყვეტილების მიღების ადრეულ ეტაპებზე ვიმყოფებით, თუ როგორ გამოვუშვათ გამოწერის უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტი რეკლამის მხარდაჭერით და ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამჟამად ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებია“ - განაცხადა სერვისის წარმომადგენელმა. 2018 წლის ივნისში Google-მა აკრძალა კრიპტოვალუტების და მასთან დაკავშირებული კონტენტის რეკლამა. მოგვიანებით შესაძლებელი გახდა კრიპტოვალუტების გაცვლის სერვისების პოპულარიზაცია აშშ-სა და იაპონიაში, მაგრამ მხოლოდ სერტიფიცირებული კომპანიების მიერ. 2021 წლის ზაფხულში საძიებო გიგანტმა გააუქმა შეზღუდვები და დაუშვა კრიპტობირჟებისა და ციფრული საფულეების სერვისების რეკლამირება შეერთებული შტატების მომხმარებლებისთვის. იმავე წელს Meta-მ შეცვალა ციფრული პროდუქტების ჩვენების პოლიტიკა უფრო გამჭვირვალეობისა და ბიზნეს ინტერესის გათვალისწინების კუთხით. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივლისში ორგანიზაცია UNCTAD-მა, რომელიც გაერო-ს ნაწილია, მოუწოდა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ხელისუფლებას - შეზღუდონ ან აკრძალონ კრიპტოვალუტების რეკლამა. https://tinyurl.com/2p8pa55f
  9. ამჟამად გაყიდვაში გამოსულია Intel Arc სერიის გეიმინგ ვიდეო დაფების მხოლოდ ერთი წარმომადგენელი Arc A380, რომელიც დაბალბიუჯეტურ სეგმენტს მიეკუთვნება. თუმცა კომპანიის თანამშრომლები აგრძელებენ საუბარს სამომავლო დაფების შესახებ, რომლებიც სულ მალე უნდა გამოვიდეს: როგორც VideoCardz გვაცნობებს, Intel-ის წარმომადგენლებმა, Ryan Shrout-მა და Tom Petersen-მა Digital Foundry-სა და PC Games Hardware-თან ინტერვიუში ისაუბრეს სამომავლო მოდელების მთელ რიგ მაჩვენებლებსა და მახასიათებლებზე. ფოტოს წყარო: Intel უპირველეს ყოვლისა, Intel-ის თანამშრომლებმა დაადასტურეს ადრე გამოქვეყნებული ტესტების შედეგები: ფლაგმანური Arc A770 გეიმინგ გრაფიკული ბარათი მართლაც უფრო სწრაფი იქნება კონკურენტ NVIDIA GeForce RTX 3060-სა და AMD Radeon RX 6600 XT-თან შედარებით. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ვარიანტ Arc A770 Limited Edition-ს ექნება 16 გბ ვიდეომეხსიერება, კომპანიის პარტნიორები კი შეძლებენ გამოუშვან 8-გიგაბაიტიანი ვერსიებიც. Arc A750 მოდელის ვიდეობუფერის მოცულობა კი 8 გიგაბაიტით შემოიფარგლება. მათთვისაც, ვინც რეითრეისინგს აფასებს, Intel-ს კარგი სიახლეები აქვს: კომპანია ამტკიცებს, რომ ამ საკითხში მათი ვიდეო დაფები NVIDIA-ს აქტუალურ მოდელებს არ ჩამოუვარდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დადასტურდა სპეციალისტების მიერ Arc A380 ვიდეო ადაპტერის გატესტვის შედეგად მიღებული ინფორმაცია - Intel-ის გეიმინგ ვიდეო ბარათები მეტად დამოკიდებულია ტექნოლოგია Resizable BAR-ზე, რომლის არარსებობა გრაფიკული ადაპტერების წარმადობის 40%-მდე კლებას იწვევს. გარდა ამისა, "ლურჯი გუნდის" წარმომადგენლები გვპირდებიან მეტად კონკურენტულ ფასს გეიმინგ ვიდეო დაფებზე, მაგრამ დებიუტის შემდეგ წარმადობის შესამჩნევ ზრდას არ უნდა ველოდოთ. ცნობილია, რომ Arc A770 და Arc A750 გრაფიკული ადაპტერების დებიუტი ერთდროულად შედგება როგორც რეფერენსულ ვერსიაში, ასევე კომპანიის პარტნიორების მოდელების სახით, რომლებიც ჯერ კიდევ "ჩრდილშია". თანაც ახალი პროდუქტების გამოჩენა მაღაზიებში მოსალოდნელია არა მარტო ჩინეთში, როგორც ეს მოხდა Arc A380-ის შემთხვევაში, არამედ სხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში. https://tinyurl.com/546yvkhk
  10. ამჟამად პრემიალური დონის Android-პლანშეტების უმეტესობას OLED და AMOLED ეკრანები აქვს. Apple კვლავ არსად ჩქარობს და მისი პლანშეტები კვლავ LCD პანელებით არის წარმოდგენილი. მალე ეს ვითარება შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს, რადგან სულ უფრო მეტი ცნობა ვრცელდება 2023 წელს OLED ეკრანის მქონე iPad-ის გამოშვებასთან დაკავშირებით. Apple-მა შესაძლოა გამოიყენოს პანელის ჰიბრიდული ტიპი დამატებითი უპირატესობებით. ამგვარ პანელში შერწყმული იქნება დრეკადი და მყარი პანელების ტექნოლოგიები, რაც მას დაიცავს 10 დუიმზე მეტი ზომის ეკრანებისთვის დამახასიათებელი დეფორმაციისგან. ასევე საუბარია, რომ სამომავლო iPad Pro-სა და MacBook-ში გამოყენებული იქნება უფრო ეფექტური OLED ეკრანი ორმაგი მინით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსგავსი ეკრანის მქონე მოწყობილობები მომავალ თვეში გამოცხადდეს, რადგან ტექნოლოგია ამჟამად განვითარების ფაზაშია. ბევრი რამ არის დამოკიდებული დისპლეის მომწოდებლებზე, როგორებიცაა Samsung, LG და BOE. ჯერჯერობით კი პლანშეტებს, რომლებიც ოქტომბერში დაანონსდება, კვლავ ჩვეული ტიპის ეკრანები ექნება - წერს Nextpit. https://tinyurl.com/2p92xczf
  11. LG-მ წარადგინა საკუთარი NFT პლატფორმა, სახელწოდებით LG Art Lab. პლატფორმა ნებისმიერი NFT ბაზრის მსგავსია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაყიდონ და შეიძინონ არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენები (NFT) და აჩვენონ ისინი თავიანთი ტელევიზორის ეკრანებზე. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია LG ტელევიზორებისთვის, რომლებსაც აქვთ webOS 5.0 ან უფრო ახალი ვერსია აშშ-ში. მომხმარებლებს შეუძლიათ ასახონ NFT 16:9 ასპექტის თანაფარდობით თავიანთ OLED ტელევიზორებზე LG Art Lab-ის საშუალებით. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია ტელევიზორის მთავარ ეკრანზე და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ნახონ ავტორის პროფილები ან გადახედონ მიმდინარე ნამუშევრებს შექმნის პროცესში. მომხმარებლებს ასევე ექნებათ წვდომა რეალურ დროში Live Drop ტაიმერზე, რომელიც დაეხმარება მათ ნახონ ახალი NFT-ები. LG Art Lab მუშაობს Hedera blockchain ქსელზე რომელიც კომპანიის მტკიცებით უფრო გამძლეა და ფართოდ გამოიყენება კერძო პირების მიერ. პლატფორმა იყენებს QR კოდებს ტრანზაქციებზე Wallypto-ს, LG-ის კრიპტო საფულის აპლიკაციის მეშვეობით. მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ თავიანთი წინა ტრანზაქციები და მართონ შესყიდვები ჩანართიდან „ჩემი კოლექცია“. ერთ-ერთი პირველი ავტორი, რომელიც გამოჩნდა LG NFT ბაზარზე, იყო Barry X Ball. იგი ქმნის ქანდაკებებს 3D ბეჭდვისა და სკანირების ტექნოლოგიების გამოყენებით. Barry X Ball-ის NFT სერია გამოვა მომდევნო რამდენიმე კვირაში. https://tinyurl.com/4wya6ad5
  12. მიმდინარე კვირაში Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა დაადასტურა უახლოეს მომავალში ფასების კლება GeForce RTX 3000 სერიის გეიმინგ გრაფიკულ ბარათებზე. მისი თქმით, ბაზარზე არსებული მაკროეკონომიკური დაბრკოლებები და ახალი Ada Lovelace არქიტექტურის გამოშვება კომპანიას ფასების კორექტირებას აიძულებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ RTX 4000-ის წარმატებული გამოშვება მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც RTX 3000-ის მარაგი მთლიანად ამოიწურება. მისი სიტყვების შედეგს დღეს უკვე ვხედავთ. კერძოდ, კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად შემცირდა ფასი ტოპ სეგმენტის ამაჩქარებლებზე: RTX 3090 ხელმისაწვდომია Newegg-ზე 928 აშშ დოლარად (სარეკომენდაციო ფასია 1500$). EVGA-ს მიერ წარმოებული ფლაგმანური RTX 3090 Ti-ს ყიდვა შესაძლებელია 1099 აშშ დოლარად (სარეკომენდაციო ფასი - 2000$). შედარებით „სამომხმარებლო“ ვიდეო დაფა RTX 3080 Ti აშშ-ში იყიდება 799 აშშ დოლარად (გაყიდვის დაწყებისას მისი ფასი 1200 აშშ დოლარი იყო). საშუალობიუჯეტურ სეგმენტში ვითარება კვლავ უცვლელია: https://tinyurl.com/2fdz7hkb
  13. კომპანია OFF Global-მა სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა IFA 2022-ის მსვლელობისას დააანონსა ტრანსფორმირებადი პორტატული კომპიუტერი Nokia PureBook Fold აპარატულ პლატფორმა Intel Jasper Lake-ზე. ფოტოს წყარო: Nokia ლეპტოპს საფუძვლად უდევს პროცესორი Intel Pentium Silver N6000 ოთხი ბირთვით, რომელთა ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 1.1-3.3 გჰც. ჩიპის შემადგენლობაში შედის ინტეგრირებული გრაფიკული კონტროლერი Intel UHD Graphics. მოწყობილობას აქვს 14.1-დუიმიანი Full HD ფორმატის დისპლეი გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი, სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/მ2, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი. რეალიზებულია სენსორული მართვა. სპეციალური სახსარი საშუალებას იძლევა ეკრანი მოტრიალდეს 360 გრადუსით, რის შედეგად მოწყობილობა პლანშეტად გარდაიქმნება. ლეპტოპში წარმოდგენილია LPDDR4x სტანდარტის 8 გბ ოპერატიული მეხსიერება, 128 გბ მოცულობის eMMC ფლეშ-მოდული და microSD ბარათის სლოტი. ხელმისაწვდომია უსადენო კავშირები Wi-Fi 5 და Bluetooth 5, 1-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, სტერეოდინამიკები, ორი პორტი USB-C 3.2, ერთი USB-A 3.0 და სტანდარტული აუდიოკონექტორი. კორპუსის სისქე შეადგენს 18.6 მმ-ს, წონა - 1.66 კგ-ს. ლეპტოპის ფასი ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა. https://tinyurl.com/bp8jyttw
  14. აშშ-ის პროკურორებმა მოითხოვეს კრიპტობირჟა Binance-ისგან შიდა ინფორმაცია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო შემოწმებების შესახებ, ასევე ანგარიშები აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-სთან დაკავშირებით. ამის შესახებ წერს Reuters. სააგენტოს განკარგულებაში არსებული მოთხოვნა სამართალდამცველმა ორგანოებმა 2020 წლის დეკემბერში გააკეთა. იუსტიციის დეპარტამენტის ფულის გათეთრების განყოფილებამ მოსთხოვა Binance-ს, ნებაყოფლობით გაეგზავნა ანგარიშები Zhao-სა და 12 სხვა აღმასრულებელი და პარტნიორისგან ბირჟის მიერ შეერთებულ შტატებში უკანონო ოპერაციების გამოვლენისა და მოხმარებლების გადმობირების შესახებ. იუსტიციის სამინისტრო ასევე დაინტერესებული იყო კომპანიის ნებისმიერი ჩანაწერით, რომელსაც აქვს ინსტრუქციები - „გაანადგუროს, შეცვალოს ან წაშალოს დოკუმენტები Binance-ის“ ან „შეერთებული შტატებიდან გადატანილი ფაილებიდან“. Reuters-ის წყაროებმა განმარტეს, რომ სამინისტროს მოთხოვნა წარმოადგენდა ბირჟის მიერ აშშ-ის ფინანსური დანაშაულების კანონთან შესაბამისობის დაცვის კვლევის ნაწილს. ხელისუფლება ასევე იკვლევს Binance-ის მიერ საბანკო საიდუმლოების შესახებ კანონის პოტენციური დარღვევის შესაძლებლობას. წესები კომპანიებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ ფინანსთა სამინისტროში და დაიცვან ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციები, თუ ისინი „მოქმედ“ ბიზნესს აწარმოებენ აშშ-ში. ქვეყნის ფინანსური სისტემის დაცვის კანონმდებლობა ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, აღნიშნა Reuters-მა. „მარეგულირებლები მთელ მსოფლიოში მიმართავენ ყველა ძირითად კრიპტო ბირჟას, რათა უკეთ გაიგონ ჩვენი ინდუსტრია. ეს არის სტანდარტული პროცესი ნებისმიერი რეგულირებადი კომპანიისთვის. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ სააგენტოებთან, რათა გადავწყვიტოთ ნებისმიერი საკითხი, რაც მათ შეიძლება ჰქონდეთ“, - უპასუხა Binance-ის კომუნიკაციების დირექტორმა პატრიკ ჰილმანმა გამოძიების შესახებ შეკითხვას. მისი თქმით, უსაფრთხოებისა და შესაბამისობის დაცვის ჯგუფს 500 ადამიანი ჰყავს. მათ შორის არიან ყოფილი მარეგულირებლები და სამართალდამცავები. იანვარში Reuters-მა დაწერა, რომ Binance-მა არაერთხელ დაუმალა ინფორმაცია მარეგულირებლებს, უგულებელყო KYC პროცედურები და მოქმედებდა შესაბამისობის დეპარტამენტის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ. ივნისში სააგენტოს ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ 2017-2021 წლებში ბოროტმოქმედებმა Binance-ის მეშვეობით მინიმუმ 2.35 მლრდ აშშ დოლარი გაათეთრეს. შეგახსენებთ, რომ ინდოეთის ხელისუფლების მიერ ბირჟა WazirX 350 მლნ აშშ დოლარზე მეტი ფულის გათეთრებაში იყო ეჭვმიტანილი. 2019 წელს Binance-მა გამოაცხადა პლატფორმის შეძენის შესახებ. Zhao-მ განაცხადა, რომ მის კომპანიას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ინდურ კრიპტო სავაჭრო პლატფორმასთან. მისი თქმით, გარიგება არ შედგა. თავის მხრივ WazirX-ის თანადამფუძნებელმა ნიშალ შეტიმ უარყო Binance-ის ხელმძღვანელის არაერთი განცხადება პლატფორმების ურთიერთობასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/4b7k92ra
  15. დასრულდა ის დრო, როდესაც პროცესორებს მხოლოდ საბაზისო და მზარდი სიხშირეები ქონდა. მაღალი წარმადობის და ეფექტური ბირთვების მქონე ჰიბრიდული არქიტექტურის დანერგვის შედეგად წარმადობის მრავალჯერადი გაუმჯობესების ტექნოლოგიებით და, უპირველეს ყოვლისა, ბირთვების რაოდენობის ზრდით, Intel-ის პროცესორებს აქვთ დამატებითი პარამეტრები CPU-ის ტაქტის სიხშირის სხვადასხვა დონის დასაყენებლად. უახლესი ინფორმაციის თანახმად Intel ამზადებს Core i9-ს ოთხ მოდელს: Core i9-13900K, Core i9-13900KF, Core i9-13900 და Core i9-13900F. F-ვარიანტში არ არის ინტეგრირებული გრაფიკა, სხვა მხრივ ეს ჩიპები იდენტურია. ყველა Core i9 პროცესორს აქვს 24 ბირთვი 8 მაღალი წარმადობის და 16 ენერგოეფექტური ბირთვით. K და K-ს არმქონე სერიებს შორის განსხვავება მდგომარეობს საბაზისო TDP-ის დონეში, რომელიც 125 და 65 ვატის ტოლია, შესაბამისად. ფლაგმანურ პროცესორ Core i9-13900K(F)-ის ტაქტის სიხშირე ტურბორეჟიმში შეადგენს 5.8 გჰც-ს ერთ ბირთვზე. Turbo Boost Max Technology 3.0-ის შემთხვევაში მაქსიმალური აჩქარება მცირდება 5.7 გჰც-მდე, TBMT 2.0-ზე კი სიჩქარე 5.4 გჰც-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ Thermal Velocity Boost ექსკლუზიური იქნება მხოლოდ Core i9-სთვის. ამასთან, 65 ვატი სიმძლავრის მქონე ვარიანტის სიჩქარე გაიზრდება 5.6 გჰც-მდე TVB-ში და 5.5/5.2 გჰც-მდე TB 3.0-სა და 2.0-ში, შესაბამისად. Intel Core i7 სერიაშიც ოთხი მოდელი შევა, თუმცა მათ შემთხვევაში განსხვავებულია ეფექტური ბირთვების რაოდენობა (8 ბირთვი 16-ის ნაცვლად). გარდა ამისა, Core i7 სერიის K მოდელების სიხშირე იქნება 5.4 გჰც-მდე, K-ს არმქონე Core i7 მოდელებისა კი - 5.1 გჰც-მდე. და ბოლოს, Core i5-13600K/KF მოდელებს ექნება 6 მაღალი წარმადობის და 8 ენერგოეფექტური ბირთვი. მოსალოდნელია ტაქტის სიხშირის მაქსიმალური ზრდა 5.1 გჰც-მდე. ცალკე აღსანიშნავია Core i5-13400F პროცესორი მხოლოდ 4 ეფექტური ბირთვით. არსებული ინფორმაციით ეს 10-ბირთვიანი პროცესორი 4.6 გჰც-მდე აჩქარებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, დადასტურებულია T სერიის პირველი პროცესორები, რომლებიც მოიცავს Core i9-13900T და Core i7-13700T მოდელებს. მათი TDP-ის დონეა 35 ვატი, აქვთ დაბალი ენერგომოხმარება და მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 5.3 და 4.9 გჰც. Intel Raptor Lake თაობაში მხარადჭერილია DDR5-5600 და DDR4-3200 სტანდარტის მეხსიერება, რაც გაუმჯობესებას წარმოადგენს Alder Lake-თან შედარებით, რომელსაც default-ად მხარდაჭერილი აქვს მხოლოდ DDR5-4800 სტანდარტი. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესორი Core i5-13400 ერთადერთია, რომელსაც არ გააჩნია DDR5-5600-ის სიჩქარე. Intel Raptor Lake-ის გამოშვება იგეგმება ოქტომბერში 27 სექტემბრის ღონისძიება “Innovation“-ის ოფიციალური ანონსი შემდეგ. ამავე დღეს არის მოსალოდნელი ახალი ინფორმაციის გამოჩენა Z790 ჩიპსეტის მქონე ახალი დედა დაფების შესახებ, რომელთაც ექნებათ იგივე LGA1700 სოკეტი, რაც 600-სერიას, რომელიც თავსებადია როგორც Alder-სერიასთან, ასევე Raptor Lake-თან. https://tinyurl.com/ywfdk229
  16. 2022 წლის ივლისში დარეგისტრირდა 778 092 ახალი ელექტრომობილი, რაც 61%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. საავტომობილო ბაზრის ზოგადი შემცირების გათვალისწინებით ეს მაჩვენებლები იმედისმომცემად გამოიყურება: ელექტრომობილებს ახლა ბაზრის 14% უკავია, მათ შორის “სუფთა” ელექტრომობილების წილი 10%-ია. ამის შესახებ იტყობინება რესურსი INSIDEEVs EV-Volumes-ის მონაცემებზე დაყრდნობით. ფოტოს წყარო: Mikes Photography / pixabay.com ივლისში მსოფლიოში დარეგისტრირდა დაახლოებით 556 ათასი ელექტრომობილი (ზრდა წლიური თვალსაზრისით 73%, ბაზრის 10% წილი) და დაახლოებით 222 ათასი ჰიბრიდი (ზრდა 36%, ბაზრის 4%) - სულ 778 092 მანქანიდან. ეს მაჩვენებელი 61%-ით მეტია გასული წლის ივლისის მაჩვენებელზე, მთლიანმა ბაზრის წილმა კი 14%-ს მიაღწია. წლის დასაწყისიდან რეგისტრირებულია 4928376 მილიონზე მეტი (ბაზრის 12%) plug-in ელექტრომობილი (2021 წლის განმავლობაში სულ იყო 6.5 მილიონი): 3.66 მილიონი ელექტრო მანქანა (ბაზრის 8.9%). ) და 1.27 მილიონი ჰიბრიდი (ბაზრის 3.1%). ივლისში სხვა კომპანიებზე წარმატებული აღმოჩნდა ჩინური ბრენდი BYD, რომლის სხვადასხვა მოდელმა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ათეულის ნახევარი დაიკავა, ილონ მასკის ყველაზე პოპულარული მოდელი Tesla Model Y რიგით მეოთხე აღმოჩნდა - თვის განმავლობაში დარეგისტრირდა 29829 ეგზემპლარი, ლიდერი კი გახდა BYD Song-ის „სუფთა“ და ჰიბრიდული ვერსიები 37 784 რეგისტრაციით. 2022 წლის პირველი შვიდი თვის შეჯამებით კი ლიდერი Tesla Model Y-ია - დარეგისტრირდა 344928 ერთეული. მეორე ადგილი ორივე გამოთვლისას დაიკავა Wuling Hongguang Mini EV-მა, რომლის ფასი სულ რაღაც 5900 აშშ დოლარს შეადგენს. დაბოლოს, საინტერესოა ბრენდების მიხედვით განაწილება. ივლისში დარეგისტრირდა BYD-ის 160 ათასზე მეტი plug-in მოდელი - ჩინურმა კომპანიამ თითქმის ოთხჯერ გადააჭარბა Tesla-ს 52 ათასი მანქანით. მესამე ადგილზეა Volkswagen – 46 ათასი ელექტრომობილით. ივლისის შეჯამების შედეგად კომპანიები შემდეგნაირად გადანაწილდა: BYD — 160 061 ერთეული; Tesla — 52 084 ერთეული; Volkswagen — 46 400 ერთეული; SAIC-GM-Wuling — 40 275 ერთეული; GAC — 25 094 ერთეული; Geely — 24 599 ერთეული; Chery — 24 498 ერთეული; BMW — 24 175 ერთეული; Dongfeng — 19 680 ერთეული; Hyundai — 18 348 ერთეული; https://tinyurl.com/ash9d72f
  17. ConsenSys-მა გამოაცხადა „სტაბილური“ არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) კოლექციის გაშვება, რაც ემთხვევა Ethereum-ის ქსელში განახლება The Merge-ის გააქტიურების დროს. პრეს-რელიზის თანახმად NFT-ები შემუშავებულია მხატვარ კრის სკინერსა და ანიმაციურ კომპანია Keithcity Group-თან თანამშრომლობით. კოლექცია Regenesis-ში ყველა ტოკენი უფასო იქნება. მათი მისაღებად მსურველმა უნდა დააკავშიროს თავისი MetaMask საფულე და შეიტანოს განაცხადი The Merge-ის გააქტიურების დღეს - დაახლოებით 15-16 სექტემბერს. თითოეული NFT ასახავს "საგულდაგულოდ დეტალიზებულ სამყაროს, რომელიც განასახიერებს შერწყმის მთავარ უპირატესობას: მდგრადობას, უსაფრთხოებას და მასშტაბირებას". შეგახსენებთ, რომ Ethereum PoW ფორკის მომხრეებმა მას გარდაუვალი უწოდეს. ისინი აპირებენ გააუქმონ EIP-1559, რაც გულისხმობს ტრანზაქციის საკომისიოს ნაწილის დაწვას. მანამდე, Ethereum-ის ქსელის უდიდესმა მაინინგმა პულმა Ethermine-მა კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის სტეიკინგი დაიწყო. https://tinyurl.com/3sh4s28s
  18. ცნობილმა ინსაიდერმა გამოაქვეყნა, მისი თქმით, მომავალი Nvidia GeForce RTX 4080 Founders Edition გრაფიკული დაფის პირველი სურათი. დაფა გამოიყურება როგორც სრულიად ახალი, მაგრამ რადგან ის შეფუთულია ანტისტატიკურ პაკეტში, ბევრი დეტალის დანახვა შესაძლებელი არ არის. @KittyYYuko-ს მიერ 2020 წლის მარტში Ampere თაობის ვიდეო დაფების შესახებ გაზიარებული ინფორმაცია ზუსტი აღმოჩნდა. ამჟამად იგი Nvidia-ს სამომავლო ვიდეო ბარათის ფოტოს გვიზიარებს. ფოტო აღებულია არაოფიციალური წყაროსგან, ამიტომ ცალსახად დაჯერება მიზანშეწონილი არ არის, თანაც იგი უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს. პირველი, რაც თვალში გვხვდება არის ის, რომ დაფაზე კვლავ წარმოდგენილია GeForce RTX 30 სერიის დიზაინი. არის კიდევ ერთი ფაქტი, რაც ყურადღებას იპყრობს, ეს არის მოდელის ნომერ „4080“-ში გამოყენებული შრიფტი, რომელიც შეესაბამება NVIDIA-ს მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოყენებული შრიფტის სტანდარტს. დაფის სისქე RTX 3080-ის მსგავსია, თუმცა ჩანს, რომ სიმაღლე და სიგრძე GeForce RTX 3090/3090 Ti-ს იდენტურია. ახალ დაფაზე წარმოდგენილია განსხვავებული ქულერი გაუმჯობესებული დიზაინის ფრთებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დაფა სრულიად ახალია და არა „4080“ წარწერაგადაკრული RTX 30. ამასთან, ქულერი ისეთივე დიდია, როგორც GeForce RTX 3090-ის შემთხვევაში და უფრო მსხვილი, ვიდრე ორსლოტიან GeForce RTX 3080-სა. Nvidia-ს მომავალი GeForce RTX 40 სერიის პროდუქტებთან დაკავშირებით ამ დრომდე გავრცელებული არაოფიცალური ხმებით ცნობილია, რომ RTX 4080 მოდელი დამყარებული უნდა იყოს AD103 GPU-ზე, რომელიც არ არის სერიის ყველაზე დიდი და ძლიერი გრაფიკული პროცესორი. ამრიგად, მასზე აგებული დაფები არ საჭიროებს განსაკუთრებით მძლავრ გაგრილების სისტემას, როგორიც არის მაგალითად Nvidia GA102-ზე მოქმედი გრაფიკული პროცესორების შემთხვევაში. ამავდროულად, AD103 ჩიპი, როგორც ვარაუდობენ, უფრო ენერგომოხმარებადი იქნება, ვიდრე Nvidia-ს GA103/104, რომელიც გამოიყენება GeForce RTX 3080-ში; ამიტომ, უფრო დიდი, ორმაგი სიგანის რადიატორის გამოყენება გამართლებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდეო ბარათი არ ჰგავს GeForce RTX 30 Founders Edition-ის ნაწილებისგან შექმნილ მოდელს, არამედ რაღაც ახალს. თუმცა, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეს არის ნამდვილი მომავალი GeForce RTX 4080 ვიდეო დაფა. https://tinyurl.com/yvsaxwys
  19. საკუთარი სიტყვების დასამტკიცებლად, რომ Arc Alchemist გრაფიკა უკეთ უმკლავდება რეითრეისინგს ანალოგიური დონის NVIDIA GeForce RTX ვიდეო დაფებთან შედარებით, კომპანია Intel-მა წარადგინა ფლაგმანური Arc A770-ის წარმადობის შედარება GeForce RTX 3060-თან. ფოტოს წყარო: Intel Intel-ის შიდა ტესტების თანახმად Arc A770 თამაშებში 1080p გაფართოებისა და რეითრეისინგის პირობებში საშუალოდ 14%-ით სწრაფია GeForce RTX 3060-თან შედარებით. თუმცა მინიმუმ ოთხ თამაშში NVIDIA-ს ვიდეო დაფა მაინც უფრო სწრაფი აღმოჩნდა. Intel Arc A770 - NVIDIA GeForce RTX 3060-ის წინააღმდეგ ვიდეო დაფა GeForce RTX 3060-ის გრაფიკული პროცესორის შემადგენლობაში შედის 28 RT-ბირთვი. Intel-ს Arc A770-ის ოფიციალური მახასიათებლები ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. თუმცა, სავარაუდოდ, მის შემადგენლობაში გამოყენებულია პროცესორ ACM-G10-ის სრულფასოვანი ვარიანტი 32 Xe ბირთვით და ამავე რაოდენობის ბლოკით რეითრეისინგისთვის. ფოტოს წყარო: VideoCardz Intel-მა ასევე პირველად გააზიარა Arc A-ს სერიის ვიდეო ბარათების წარმადობის ოფიციალური ინდიკატორები აქტიური Xe Super Sampling (XeSS) გამოსახულების დროებითი მასშტაბირების ტექნოლოგიით. შეგახსენებთ, კომპანიამ პირობა დადო, რომ მას „ზაფხულის დასაწყისში“გამოუშვებდა. ზაფხული დასრულდა, შემოდგომა დადგა, მაგრამ XeSS მხარდაჭერა ჯერ არცერთ თამაშში არ გამოჩენილა. კომპანიამ გამოაქვეყნა მონაცემები ტექნოლოგია XeSS-ის წარმადობის შესახებ, რომელიც ორ რეჟიმში მუშაობს - „ბალანსი“ (Balanced) და „წარმადობა“ (Performance). რეჟიმები სულ ჯამში ოთხი იქნება. დანარჩენი ორი - „ხარისხი“ (Quality) და „მაქსიმალური ხარისხი“ (Ultra Quality) - შედარებაში არ მონაწილეობდა. რეჟიმი „წარმადობა“ გარკვეულ შემთხვევებში (Hitman 3 და Ghostwire Tokyo) საშუალებას იძლევა გაორმაგდეს წამში კადრების რაოდენობა. თუმცა ჯამში FPS-ის ზრდის დიაპაზონი 49-დან 113%-ს შეადგენს თავდაპირველ გაფართოებასთან შედარებით. რეჟიმ „ბალანსში“ კადრების სიხშირე 26-დან 77%-მდე იზრდება. Intel Arc Alchemist-ის არქიტექტურის შემადგენლობაში გამოყენებულია ახალი ტიპის ბირთვები Thread Sorting Unit, რომლებიც პასუხისმგებელია ასინქრონულ რეითრეისინგზე. სხვა სიტყვებით, ბირთვები ხელს უწყობენ Xe-ბირთვების გამოყენების მაქსიმიზაციას და გრაფიკულ კონვეირზე ანაწილებენ რეითრეისინგის ამოცანებს ეფექტურობისა და წარმადობის ამაღლებისთვის. რეითრეისინგის კონვეირი Intel Arc Alchemist ვიდეო დაფებზე: კომპანიამ ასევე დაამატა, რომ რეითრეისინგის მხარდაჭერა გამოჩნდება თამაშ Gotham Knights-ში, რომლის რელიზი 21 ოქტომბერს შედგება. საზოგადოება იმედოვნებს, რომ ამ დროისთვის Intel-ის ვიდეო დაფების უფროსი მოდელებიც გამოვა გაყიდვაში. https://tinyurl.com/mv7mstxn
  20. საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა ფინანსური სექტორის განახლებული მარეგულირებელი ბაზა, რომელიც არეგულირებს ქვეყანაში კრიპტოვალუტით ვაჭრობას. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, გვაცნობებს Business Media Georgia. კანონმდებლობის აქტების პაკეტი ითვალისწინებს დაახლოებას ევროკავშირის სამ დირექტივასთან - გადახდის სერვისების, კაპიტალის მოთხოვნებისა და ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერების შესახებ. დავითაშვილმა ამ უკანასკნელს „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“ უწოდა ქვეყანაში კრიპტო ინდუსტრიის მდგრადი რეგულირების ფორმირებისთვის. მისი თქმით, დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნა. შესწორებების შეტანა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. აპრილში საქართველოს ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე კობა გვენეტაძემ გამოაცხადა ციფრული აქტივების ინდუსტრიაზე ორიენტირებული საკანონმდებლო ბაზის მომზადების შესახებ. ერთი თვის შემდეგ მარეგულირებელი ორგანოს ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ დოკუმენტის საბოლოო ვერსია 2022 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე გამოქვეყნდება. შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი წინასწარ შეთანხმდნენ კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტის (MiCA) დებულებებზე. იგი აღწერს წესებს, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტო აქტივების, Stablecoin-ების, სავაჭრო და კასტოდიალური პლატფორმების ემიტენტებზე. მოგვიანებით ევროპის მწვანეთა პარტიის წევრებმა და სოციალისტებმა წარადგინეს შემოთავაზება AML/CFT პროცედურების სტანდარტების გაფართოების შესახებ დეცენტრალიზებულ ორგანიზაციებზე, DeFi- და NFT პლატფორმებზე. ევროკავშირის ხელისუფლებამ ასევე გადაწყვიტა შექმნას ახალი მარეგულირებელი ორგანო, რომელსაც დაევალება კრიპტოვალუტების ბიზნესის უშუალო ზედამხედველობა. https://tinyurl.com/3rz6devh
  21. კომპანია ASUS-მა სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა IFA-ზე გააზიარა უჩვეულო ტრანსფორმერი ლეპტოპის მახასიათებლები, რომლის სახელწოდებაა Zenbook 17 Fold OLED. პირველად ამ მოწყობილობის შესახებ კომპანიამ ისაუბრა გამოფენა CES-ზე მიმდინარე წლის დასაწყისში. ამჯერად კომპანიამ განაცხადა როდის გამოვა გაყიდვაში და რა ეღირება ლეპტოპისა და პლანშეტის ჰიბრიდი, რომელსაც აქვს მოზრდილი, 17.3-დუიმიანი დასაკეცი OLED დისპლეი. Zenbook 17 Fold OLED-ის ეკრანი იკავებს წინა პანელის ფართობის 87%-ს. დაკეცილ მდგომარეობაში დისპლეის გვერდების შეფარდებაა 4:3, გაფართოება - 2560 × 1920 პიქსელი. ლეპტოპის რეჟიმში გვერდების შეფარდებაა 3:2, ეკრანის სამუშაო ფართობი მცირდება 12.5 დუიმამდე, გაფართოება - 1920 × 1280 პიქსელამდე. პანელს აქვს 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერა, დინამიური კონტრასტულობის მაჩვენებელია 1 000 000:1, მატრიცის რეაგირების დრო - 0.2 მილიწამი, კადრის განახლების სიხშირე - 90 ჰერცი. ეკრანს ასევე აქვს VESA DisplayHDR 500 True Black-ისა და Pantone-ის მხარდაჭერა. Zenbook 17 Fold OLED წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთ კონფიგურაციაში. მოწყობილობას აქვს 10-ბირთვიანი პროცესორი Core i7-1250U ორი მაღალი წარმადობის ბირთვით, რომლებიც მუშაობს 4.7 გჰც-მდე სიხშირეზე და რვა ენერგოეფექტური ბირთვით, რომელთა სიხშირეა 3.5 გჰც. ხელმისაწვდომია 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ მოცულობის M.2 ფორმატის NVMe SSD PCIe 4.0. ლეპტოპს აქვს Harman Kardon-ის ოთხი დინამიკი Dolby Atmos-ის მხარდაჭერით და 5-მეგაპიქსელიანი ინფრაწითელი HD-კამერა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მხარდაჭერით. Zenbook 17 Fold OLED-ს აქვს Bluetooth 5.2 და Wi-Fi 6E უსადენო კავშირების მხარდაჭერა, რომლებსაც გააჩნია კავშირის ხარისხისა და სტაბილურობის ამაღლებისთვის განკუთვნილი ექსკლუზიური ფუნქცია Wi-Fi SmartConnect. ხელმისაწვდომია ორი Thunderbolt 4 კონექტორი (USB Type-C 40 გბ/წმ სიჩქარით) სწრაფი დამუხტვა Easy Charge-ის მხარდაჭერით და ერთი კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. Zenbook 17 Fold OLED-ს აქვს 75 ვტ/სთ ბატარეა. კომპლექტში შედის 65 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. მოწყობილობას ასევე გააჩნია მაგნიტური Bluetooth-კლავიატურა ErgoSense 1.4-მილიმეტრიანი ღილაკების სვლით. ლეპტოპი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 11 Pro-ზე. გახსნილ მდგომარეობაში ჰიბრიდულ ლეპტოპ Zenbook 17 Fold OLED-ის ზომა შეადგენს 378.5 × 287.6 × 8.7–11.7 მმ-ს, დაკეცვისას - 287.6 × 189.3 × 17.4–31.9 მმ-ს. კლავიატურის გარეშე მოწყობილობის წონა 1.5 კილოგრამია. კომპანიის თქმით მოწყობილობამ გაიარა შემოწმება დახურვა/გახსნის 30 ათასი ციკლით. პრეზენტაციაზე ASUS-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მექანიზმის კონსტრუქცია, რომელიც ხსნის და კეტავს Zenbook 17 Fold OLED-ს, მეტად საიმედოა და მისი სიმტკიცე საკმარისია მრავალწლიანი გამოყენებისთვის. Zenbook 17 Fold OLED-ის გაყიდვები დაიწყება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში. აშშ-ში მისი ღირებულება 3500 აშშ დოლარს შეადგენს. ევროპის ქვეყნებისთვის მისი ფასი მეტია - 3999 ევრო. https://tinyurl.com/2p9b8t92
  22. კომპანია SpaceX NASA-სგან 1.4 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტის ფარგლებში მიიღებს თანხას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების წაყვანის კიდევ ხუთი მისიისთვის - ეს გახლავთ შეთანხმების დამატება, რომელიც უკვე არსებობს ორ ორგანიზაციას შორის. SpaceX ჯერჯერობით ერთადერთი კერძო კომპანიაა, რომელსაც სადგურზე ასტრონავტების წაყვანის ნება აქვს დართული. ფოტოს წყარო: NASA NASA-ს მონაცემების თანახმად გარიგებაში გათვალისწინებულია ხომალდ Crew Dragon-ისა და რაკეტა Falcon 9-ს გამოყენება, შეთანხმების საფუძველზე აეროკოსმოსური სააგენტო უზრუნველყოფილია, რომ 2030 წლამდე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უწყვეტად იმყოფებოდეს ეკიპაჟი. საუბარი ეხება მისიებს Crew-10-დან Crew-14-მდე. მაგალითად, ამჟამად სადგურზე იმყოფება ეკიპაჟი Crew-4, ხოლო Crew-5 სავარაუდოდ სადგურისკენ ოქტომბრის დასაწყისში გაემგზავრება. სამომავლოდ NASA მზადაა ფსონი კომპანია Boeing-ის ხომალდ Starliner-ზე დადოს, რომლის კოსმოსში გაშვება საკმაოდ მალე მოხდება, თუმცა ჯერჯერობით SpaceX-ია ერთადერთი ბიზნესი, რომელსაც აქვს სერტიფიკატი - სააგენტოსთვის ეკიპაჟის ტრანსპორტირების მისიები შეასრულოს. მან დეკემბერში ასევე უნდა შეასრულოს სამი მისია 2014 წელს დადებულ კონტრაქტ Commercial Crew Transportation Capabilities-ის (CctCap) ფარგლებში - კომპანიის სატრანსპორტო სისტემა ერთადერთია, რომელიც შეესაბამება კერძო კომპანიებისთვის დაწესებულ უსაფრთხოების ნორმებს. ჯამში გარიგება CCtCap შეფასებულია 4.9 მლრდ აშშ დოლარად. ცნობილია, რომ NASA გეგმავს მისიების განხორციელებას, რათა უზრუნველყოს ეკიპაჟის ფრენები კოსმოსური სადგურისკენ მინიმუმ 2030 წლამდე. ახლახანს სააგენტომ მიიღო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანხმობა 2024 წლის შემდეგ კიდევ ექვსი წლის განმავლობაში სადგურის გამოყენების შესახებ. https://tinyurl.com/c7tzf3tn
  23. ბაზარზე არსებული კრიპტოაქტივების უმეტესობა ნაგავია, ციფრული ვალუტების გამოყენების რეალური ვარიანტები კი - არასაკმარისად განვითარებული. ამგვარი აზრი გამოთქვა ფინანსურ კონგლომერატ JPMorgan-ის ბლოკჩეინ-ქვეგანყოფილება Onyx-ის ხელმძღვანელმა უმარ ფარუკმა. სინგაპურის ფულად-საკრედიტო ორგანოს მიერ ორგანიზებულ სემინარ Green Shoots-ის მსვლელობისას მან აღნიშნა, რომ რეგულაცია ჩამორჩება ინდუსტრიის ზრდას. ეს ბევრ ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტს აფერხებს ბაზარზე მონაწილეობაში. „კრიპტოვალუტების უმეტესობა, რეალურად, ჯერ კიდევ ნაგავია რამდენიმე ათეული ტოკენის გარდა. ყველაფერი დანარჩენი ან ხმაურია, ან გულწრფელად რომ ვთქვათ, უბრალოდ გაქრება, ”- განაცხადა ფარუკმა. Onyx-ის აღმასრულებელი დირექტორი ასევე თვლის, რომ კრიპტო ინდუსტრიის ტექნოლოგია არ არის საკმარისად მომწიფებული TradFi-ში გამოსაყენებლად. მაგალითად, მაღალი ღირებულების ტრანზაქციების განსახორციელებლად ინსტიტუტებს შორის ან მასპინძელ პროდუქტებს შორის, როგორიცაა ტოკენიზებული საბანკო დეპოზიტები, განმარტა ფარუკმა. „საჭიროა, რომ ეს ყველაფერი მომწიფდეს, რათა შესაძლებელი გახდეს პროდუქტის დამზადება მათთან ერთად. აქამდე ჯერ არ მივსულვართ. Web3-ში არსებული თანხის უმეტესი ნაწილი დღეს არსებულ ინფრასტრუქტურაში გამოიყენება სპეკულაციური ინვესტიციებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ოქტომბერში JPMorgan-მა გააცოცხლა პროექტი JPM Coin stablecoin და შექმნა Onyx-ის განყოფილება ასამდე თანამშრომლით ფარუკის ხელმძღვანელობით. 2021 წლის მარტში ფინანსურმა ჰოლდინგმა გამოაცხადა 50-ზე მეტი ვაკანსია ბლოკჩეინთან დაკავშირებით. ოთხი თვის შემდეგ JPMorgan-მა კიდევ უფრო გააფართოვა ტექნოლოგიის პროფესიონალების დაქირავების მასშტაბები. აპრილში JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა აღიარა ბლოკჩეინისა და DeFi აპლიკაციების ღირებულება. https://tinyurl.com/bde34urn
  24. Samsung-მა, რომელსაც Google-მა საკუთარი ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოების არარსებობის გამო მობილური პროცესორი Tensor შეუკვეთა, უკვე დაიწყო მესამე თაობის ჩიპის ტესტირება, იტყობინება ნიდერლანდური რესურსი GalaxyClub. დიდი ალბათობით, ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა ხანგრძლივი იქნება. Google Tensor იყო საძიებო გიგანტის პირველი მცდელობა - შეექმნა საკუთარი მობილური პლატფორმა. პირველი თაობის ჩიპის მოდელური ინდექსი იყო S5P9845, მეორე ჩიპისა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, იქნება S5P9855. ამჟამად Samsung უკვე ტესტავს ჩიპს ნომრით S5P9865, ამტკიცებს GalaxyClub. თუ ვიმსჯელებთ შემოთავაზებული მოდელის ნუმერაციის სქემით, კორეული მწარმოებლის მიერ გატესტილი ჩიპი შეიძლება მართლაც იყოს მესამე თაობის Google Tensor მობილური პროცესორი - მისი კოდური დასახელებაა Ripcurrent, ხოლო პროცესორის წინა ვერსია დასახელდა, როგორც Cloudripper. პირველი Google Tensor-ის დებიუტი შედგა Pixel 6 და 6 Pro სმარტფონებში გასული წლის ოქტომბერში, იგი ასევე გამოყენებულ იქნა მოგვიანებით დაანონსებულ სმარტფონ Pixel 6a-ში. მიმდინარე წელს მოსალოდნელია მეორე თაობის ჩიპის მქონე Pixel 7 და 7 Pro სმარტფონების გამოსვლა, ამჟამად ტესტირებაში არსებული მესამე თაობის პროცესორი კი, დიდი ალბათობით, წარმოდგენილი იქნება Pixel 8 სერიაში, რომლის გამოსვლა ერთი წლის შემდეგ არის მოსალოდნელი. Samsung აგრეთვე მუშაობს საშუალო დონის მობილურ ჩიპ Exynos 1280-ის შთამომავალზე, რომელზეც მუშაობს მოდელები Galaxy A53 და A33. ახალი პროცესორი აღნიშნულია ინდექსით S5E8835, Exynos 1280-ის ნომერი იყო S5E8825, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად საუბარი ეხება მის მემკვიდრეს, რომლის სახელწოდება სავარაუდოდ Exynos 1380 იქნება. https://tinyurl.com/ynd46wxb
  25. ASUS-ის ახალ ფლაგმანურ გეიმინგ სმარტფონ ROG Phone 6D Ultimate-ის პრემიერა სექტემბრის ბოლომდე გაიმართება. ROG სერიის პროდუქტებისადმი განკუთვნილ ლენდინგ-გვერდზე კომპანიამ გამოაქვეყნა რელიზის თარიღი - 19 სექტემბერი. ფოტოს წყარო: ASUS მიუხედავად იმისა, რომ სიახლე უკვე წარმოდგენილი ROG Phone 6 გეიმინგ სერიის ნაწილია, რომელიც მოიცავს Phone 6 და ROG Phone 6 Pro მოდელებს, დაანონსებული სმარტფონი წინამორბედებისგან განსხვავდება მობილური პლატფორმით. წინა მოდელებში გამოყენებულია Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1 ჩიპსეტი, ახალ სმარტფონს კი ექნება MediaTek Dimensity 9000+. ახალი მოდელი წარმოდგენილი იქნება რამდენიმე რეგიონალურ ბაზარზე: ნიუ-იორკში, ბერლინსა და ტაიბეიში. ცნობილია, რომ ფლაგმანურ ჩიპსეტ MediaTek-ს აქვს LPDDR5X სტანდარტის მხარდაჭერა და უზრუნველყოფს მაქსიმუმ 3.05 გჰც-მდე ტაქტის სიხშირეს. სმარტფონის დანარჩენი მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. არაოფიციალური ცნობების მიხედვით ROG Phone 6D Ultimate-ს ექნება Samsung-ის დისპლეი 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა Sony IMX766 სენსორით და, სავარაუდოდ, 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 65-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. ამასთან, სერიის წინა მოდელებს აქვთ 6.78-დუიმიანი AMOLED-დისპლეი გაფართოებით Full HD+ (165 ჰერცი), მხარდაჭერილია HDR10+, აქვთ 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა და სამი უკანა კამერა. ბენჩმარკ AnTuTu-ს მონაცემებით მოდელმა მოაგროვა 1 146 594 ქულა - მეტი წინამორბედთან შედარებით, რომელსაც აქვს Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1. https://tinyurl.com/anyu78cu
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.