Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. როგორც მოსალოდნელია, მიმდინარე თვეში მოხდება კომპანია SpaceX-ის სუპერმძიმე რაკერა Falcon Heavy-ს გაშვება. Falcon Heavy-ს კოსმოსში ბოლო ფრენიდან სამ წელიწადზე მეტი გავიდა. თავდაპირველად ახალი მისია დაგეგმილი იყო 2020 წლის ბოლოსთვის, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო გაშვება რამდენჯერმე გადაიდო. ფოტოს წყარო: SpaceX მისია USSF 44, რომელიც აშშ-ის კოსმოსური ძალების მიერ კლასიფიცირებულია საიდუმლოდ, 28 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი. Falcon Heavy-ს გაშვება შედგება ფლორიდაში არსებული კენედის კოსმოსური ცენტრის ძველ პლატფორმა 39-A-დან. „ხსენებული მისიისას ბორტზე წარმოდგენილი იქნება ორი სასარგებლო ტვირთი - დიდი ზომის უცნობი, დაუდასტურებელი თანამგზავრი სახელად TETRA-1, - მითითებულია პენტაგონის განცხადებაში YouTube-ის ერთ-ერთ არხზე. - TETRA-1 გეოსტაციონარული თანაგზავრების პროტოტიპების სერიიდან პირველია, რომელსაც აშშ-ის შეიარაღებული ძალები გაუშვებს და იგი შეამოწმებს სისტემურ პროცედურებს მომავალი თანამგზავრებისთვის." აგვისტოში აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა Falcon Heavy-ს სერტიფიკატი მიანიჭეს ზესაიდუმლო თანამგზავრი-ჯაშუშების გაშვებისთვის. როგორც ჩანს, „უცნობი“ კოსმოსური აპარატი, რომელიც კოსმოსში გაიგზავნება Falcon Heavy-ს მეშვეობით, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის თანამგზავრია. Falcon Heavy-ის მეშვეობით შესაძლებელია 63.8 ტონამდე ტვირთის წაღება დედამიწის ახლო ორბიტაზე. ჯერჯერობით განხორციელებულია მხოლოდ სამი გაშვება, მათ შორის იყო სატესტო ფრენა, რომელშიც სასარგებლო ტვირთის სახით გამოიყენეს ილონ მასკის კუთვნილი ელექტრომობილი Tesla Roadster. Falcon Heavy-ის გაშვების ზუსტი დრო ჯერ არ გამოცხადებულა. https://tinyurl.com/3sxz8wwk
  2. მწარმოებელი კომპანიები, როგორც წესი, არ აჩვენებენ თავიანთი პროდუქტების ადრეულ პროტოტიპებს, თუმცა გამონაკლისებიც ხდება. პოპულარულ YouTube-არხ Gamers Nexus-ზე NVIDIA-ს ინჟინერმა Malcom Gutenburg-მა, რომელიც ვიდეო დაფების გაგრილების სისტემებთან დაკავშირებული საკითხებითაა დაკავებული, გააზიარა რამდენიმე საინტერესო დეტალი ახალ ფლაგმან GeForce RTX 4090-ის შესახებ. ფოტოს წყარო: Gamers Nexus კერძოდ, გუტენბერგმა ისაუბრა GeForce RTX 4090 გრაფიკული ამაჩქარებლის გაგრილების სისტემის მახასიათებლებზე და ასევე აჩვენა გაგრილების სისტემების ადრეული პროტოტიპები, რომლებიც NVIDIA-მ დააპროექტა ამ ვიდეო ბარათისთვის. NVIDIA-ს ინჟინერმა წარადგინა ეტალონურ ვერსია GeForce RTX 4090 Founders Edition-ის დაჭრილი რადიატორი. წინა თაობის ფლაგმან GeForce RTX 3090-თან შედარებით ახალ ვიდეო დაფაში შეიცვალა ამაორთქლებელი კამერის კონსტრუქცია. იგი გახდა უფრო განიერი, რის ხარჯზე გაიზარდა გრაფიკულ პროცესორთან კონტაქტის ფართობი. ცვლილებები შეეხო ახალი ფლაგმანის გაგრილების სისტემის რადიატორსაც. კერძოდ, კომპანიის ინჟინრებმა გაზარდეს მისი ფრთების სიმაღლე სითბოს გატარების არეალის გაზრდის მიზნით. ინჟინერმა ასევე წარადგინა რადიატორის იმ ნაწილების ადრეული პროტოტიპები, რომლებშიც ქულერები მონტაჟდება. ეს პროტოტიპები გამოყენებულ იქნა ჰაერის ნაკადის და ხმაურის დონის მონაცემებზე დამყარებული გაგრილების სისტემის შესაქმნელად. ადრე NVIDIA-მ განაცხადა, რომ შეიმუშავა ქულერების ბევრნაირი მოდელი GeForce RTX 4090-ში გამოყენებისთვის, თუმცა საბოლოოდ შეარჩია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. ახალი ქულერი უფრო დიდია GeForce RTX 3090-თან შედარებით. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო არა მხოლოდ ჰაერის ნაკადის გაზრდის მიზნით, არამედ გაგრილების სისტემის აკუსტიკური მახასიათებლების გასაუმჯობესებლად - მისი ხმაურის დონის შესამცირებლად. Gamers Nexus-ის ვიდეოში ასევე ნაჩვენებია GeForce RTX 4090-ის დაფა გრაფიკული პროცესორით Ada Lovelace AD102 და სხვა ელემენტებით. შეგახსენებთ, GeForce RTX 4090 ვიდეო დაფის გაყიდვა 12 ოქტომბრიდან დაიწყება. https://tinyurl.com/3up5frrf
      • 1
      • Like
  3. ოქროსა და მისი ციფრული ანალოგის ფასის კორელაციის კოეფიციენტმა 0.3-ს გადააჭარბა. Kaiko-ს ახალი კვლევის მიხედვით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაჩვენებელი -0.3-დან 0.2-მდე მერყეობდა. ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოქრომ ვერ დაადასტურა უსაფრთხო აქტივი-თავშესაფრის სტატუსი ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე. დოლარის გამყარების გამო ძვირფასი ლითონის კორელაცია Bitcoin-თან გაიზარდა. სიტუაციის ცვლილებაზე ირიბად შეიძლება გავლენა იქონიოს გაერთიანებული სამეფოს ვალის ბაზარზე არსებულმა ვითარებამ. ოცდაათწლიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის ნახტომი მაქსიმუმ 2002 წლიდან 5%-მდე შეიცვალა შემცირებით ინგლისის ბანკის მიერ აქტივების ყიდვის პროგრამის დროებითი რაუნდის დაწყების ფონზე. „შედეგად ამ მომენტისთვის სიტუაცია ჩაწყნარებულია, თუმცა იზრდება „გლობალური დაინფიცირებისა“ და „რისკებისგან სამომავლო თავის არიდების“ საფრთხეები“ - განაცხადეს სპეციალისტებმა. წყარო: Kaiko. ვალის ბაზრების დესტაბილიზაციისა და ბრიტანული ფუნტისა და ევროს დოლართან მიმართებაში მკვეთრი გაუფასურების ფონზე მკვეთრად გაიზარდა ციფრული აქტივების შესყიდვები მითეთებული ფიატური ვალუტებით. 21 სექტემბერს Bitcoin მკვეთრი კორექტირებით გამოეხმაურა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის ზრდას. https://tinyurl.com/yc7npdue
  4. დიდი ალბათობით შემდეგი თაობის iPhone-ში წარმოდგენილი იქნება USB Type-C პორტი დამუხტვისთვის. ამის მიზეზი ევროკავშირში მიღებული კანონი იქნება, რომელიც მოითხოვს ევროკავშირში გაყიდული სმარტფონების, პლანშეტებისა და სხვა ელექტრონიკის ექსკლუზიურად USB Type-C პორტებით აღჭურვას. რეგიონში ბაზრის სიდიდის გათვალისწინებით Apple-ს მოუწევს დათმობებზე წასვლა და Lightning-ზე უარის თქმა. ფოტოს წყარო: Solen Feyissa/unsplash.com კანონი ევროპარლამენტმა სამშაბათს დაამტკიცა და 2024 წლის ბოლომდე ერთიან დამტენზე გადასვლას მოითხოვს. CCS Insight-ის უფროს ანალიტიკოს ბენ ვუდის (Ben Wood) თქმით Apple-ს მოუწევს აუცილებლად გადასვლა USB Type-С-ზე iPhone 15-ში. ექსპერტის პროგნოზით, რადგანაც ინტერფეისი უკვე ჩანაცვლდა MacBook-სა და iPad Pro-ში, გადასვლის პროცესი ფაქტობრივად უკვე დაწყებულია. iPhone 14-ში დიზაინის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, უფრო მასშტაბური ცვლილებები, სავარაუდოდ, iPhone 15-ში იქნება წარმოდგენილი - ეს იქნება ოპტიმალური დრო ახალი პორტის დანერგვისთვის. ჯერ კიდევ მაისში Bloomberg-მა განაცხადა, რომ დაიწყო iPhone-ის ტესტირება USB Type-C პორტით, თუმცა წყაროებმა აღნიშნეს,რომ სიახლე 2023 წელზე ადრე არ გამოჩნდება. IDC თვლის, რომ თუ 2023 წელს Apple გადავა USB Type-C-ზე ევროპისთვის, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი გადავა ახალ ტიპის დამტენზე სხვა რეგიონებში - თუ კომპანიები არ ჩათვლიან, რომ პროპრიეტარულ დამტენებსა და აქსესუარებს არ მოაქვთ მეტად დიდი შემოსავალი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ Apple რეალურად უკვე ემზადება გადასვლისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ევროპული კანონი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშავდებოდა. ევროპელი კანონმდებლები ამტკიცებენ, რომ დამუხტვის სხვადასხვა სტანდარტების გამოყენება ხელს უწყობს ნარჩენების დონის ზრდას და ინოვაციები საშუალებას მისცემს მომხმარებლებს -არ შეიძინონ ახალი დამტენი ყოველ ახალ სმარტფონთან ერთად. ვუდის თქმით საუბარი ეხება „საღი აზრის გამარჯვებას“. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის გულშემატკივრებს აქვთ მოწყობილობების დიდი რაოდენობა, რომლებიც Lightning კონექტორის გამოყენებით იმუხტება, USB Type-C-ის ფართო მასშტაბის გათვალისწინებით Apple-ის მიერ ამ სტანდარტის გამოყენებას დიდი აზრი აქვს. https://tinyurl.com/246ajp79
  5. გაიმართა Made by Google 2022 ღონისძიება, რომლის ფარგლებში IT გიგანტმა ახალი მოწყობილობები წარადგინა. სხვა პროდუქტებთან ერთად ფართო საზოგადოებამ გაიცნო Pixel 7 და Pixel 7 Pro, კომპანიის ახალი სმარტფონები, რომლებიც დაფუძნებულია Tensor G2 აპარატულ პლატფორმაზე. ფოტოს წყარო: Google Pixel 7-ისა და Pixel 7 Pro-ის დიზაინი პრეზენტაციამდე დიდი ხნით ადრე გამოვლინდა, ამიტომ Google-ის ახალი სმარტფონების იერსახე მოულოდნელობა არ ყოფილა. ორივე მოწყობილობას აქვს გადამუშავებული ალუმინის კორპუსი და ნაცნობი დიზაინი მასიური მთავარი კამერით უკანა პანელზე. გარეგნულად Pixel 7 Pro გამოიყურება უფრო პრემიალურად და პრიალაა, ხოლო Pixel 7-ის შემთხვევაში ჭარბობს მქრქალი ზედაპირები. დღესღეობით Pixel 7 Pro არის Google-ის ყველაზე მოწინავე სმარტფონი. მას აქვს 6.7-დუიმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 3120 × 1140 პიქსელი და განახლების სიხშირით 120 ჰერცი. ეკრანი დაცულია Corning Gorilla Glass Victus-ით. ეკრანის ზედა ნაწილში მოცემულია 10.8-მეგაპიქსელიანი წინა კამერა, რომელსაც შეუძლია გადაიღოს 4K ვიდეო 30fps სიჩქარით და 1080p - 60fps-ით. მოწყობილობის მთავარი კამერა აერთიანებს 50-მეგაპიქსელიან და 48-მეგაპიქსელიან სენსორებს, ასევე 12-მეგაპიქსელიან ულტრაფართოკუთხიან მოდულს. მხარდაჭერილია გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, 4K ვიდეოს გადაღება 60 კადრი წამში და 1080p - 240 კადრი წამში. Pixel 7-ს აქვს 6.3-დუიმიანი AMOLED-დისპლეი 2400 × 1800 პიქსელი გაფართოებით და 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. იგი ოდნავ კომპაქტურია გასული წლის Pixel 6-თან შედარებით, რომელშიც 6.4-დუიმიანი დისპლეია გამოყენებული. მექანიკური დაზიანებებისგან დისპლეის იცავს Corning Gorilla Glass Victus. ეკრანის ზედა ნაწილში მოცემულია ჭრილი, რომელშიც განთავსებულია 10.8-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. ძირითადი კამერა განთავსებულია კორპუსის უკანა მხარეს და მოიცავს 50-მეგაპიქსელიან და 12-მეგაპიქსელიან სუპერფართოკუთხიან მოდულებს. Google-ის ახალ სმარტფონებს აპარატულ პლატფორმად უდევს 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული 8-ბირთვიანი პროცესორი Tensor G2. მასში შედის ორი ბირთვი Cortex-X1 (2.85 გჰც), ორი Cortex-A76 (2.35 გჰც) და ოთხი Cortex-A55 (1.8 გჰც). კომპანიის მონაცემებით პროცესორი მანქანური სწავლების ამოცანებს ასრულებს 60%-ით სწრაფად და 20%-ით უფრო ეფექტურად წინამორბედთან შედარებით. ახალი სმარტფონების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ჩიპი Titan M2. გრაფიკის დამუშავებისთვის გათვალისწინებულია ამაჩქარებელი Mali-G710 MC10. უფროსი მოდელი Pixel 7 Pro ხელმისაწვდომი იქნება 12 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და UFS 3.1 ფორმატის 128, 256 ან 512 გბ ფლეშ-მოდულით, შედარებით ხელმისაწვდომ Pixel 7-ს აქვს 8 გბ ოპერატიული და 128 ან 256 გბ მუდმივი მეხსიერება. Pixel 7 Pro-ს ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი სადენიანი 30-ვატიანი და უსადენო 23-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. Pixel 7-ის ავტონომიურ მუშაობაზე პასუხისმგებელია 4355 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი სადენიანი 30-ვატიანი და უსადენო 21-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. ენერგიის შევსებისთვის ორივე მოწყობილობაში გამოიყენება ინტერფეისი USB Type-C. Pixel 7 და Pixel 7 Pro სმარტფონები მუშაობენ პროგრამულ პლატფორმა Android 13-ზე, ხელმისაწვდომი იქნება მოდელები სხვადასხვა ფერის კორპუსებით. Pixel 7-ის ფასი იწყება 600 აშშ დოლარიდან, Pixel 7 Pro ვერსიისა კი - 900 აშშ დოლარიდან. ორივე მიწოდება ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთებისთვის, მიწოდება კი 13 ოქტომბრიდან დაიწყება. https://tinyurl.com/3an3re65
      • 1
      • Thanks
  6. აგვისტოს შედეგების მიხედვით პირველი კრიპტოვალუტის მაინერების ჯამურმა შემოსავალმა შეადგინა 551 მლნ აშშ დოლარი. წინა თვესთან შედარებით მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა 19%-ით. Bitcoin-მაინერების შემოსავალი თვეების მიხედვით, მილიონ აშშ დოლარში. წყარო: ForkLog. ასევე შემცირდა ტრანზაქციის საკომისიოს შემოსავალი 10 მლნ აშშ დოლარიდან 9 მლნ აშშ დოლარამდე, თუმცა მათი ჯამური წილი თვეში 1.41%-დან 1.63%-მდე გაიზარდა. შემოსავლების შემცირება მოხდა ჰეშრეითის ზომიერი ზრდის ფონზე (+3.6%) და მაინინგის შედარებით მაღალი სირთულის შენარჩუნების ფონზე. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი მხოლოდ სექტემბრის ბოლოს შემცირდა 2.14%-ით - 21 ივლისის შემდეგ პირველად დააფიქსირა უარყოფითი ტენდენცია. Bitcoin-ის ჰეშრეითის დინამიკა, EH/s. წყარო: ForkLog. Bitcoin-ის ფასის სტაგნაციასთან ერთად ამან გამოიწვია ჰეშის ფასის შემცირება 2020 წლის ივლისის დონემდე. იმ დროს ციფრული ოქროს ფასი 10000 აშშ დოლარზე დაბალი იყო. Bitcoin-ის ჰეშ-ფრაისის მაჩვენებლის დინამიკა. წყარო: ForkLog. ამ ფაქტორმა ფინანსების ირაციონალურ მართვასა და ზედმეტად აგრესიულ ინვესტიციებთან ერთად ზარალი მიაყენა ბევრ საჯარო მაინინგ კომპანიას. Foundry USA-მ გაიმყარა ლიდერობა Bitcoin-ის უმსხვილეს პულებს შორის - მისმა წილმა მთლიან ჰეშრეითში 25%-ს გადააჭარბა. AntPool-მა ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი პოზიციები ბაზარზე ერთი თვის განმავლობაში - 15.4%-დან 17.8%-მდე. F2Pool-ის წილი სექტემბერში 15.1%-დან 16.3%-მდე გაიზარდა, ხოლო Binance Pool-ისა - 9.8%-დან 12.1%-მდე. Poolin-ის წილი მთლიან ჰეშრეითში 10.2%-დან 5.3%-მდე დაეცა, რადგან კომპანიამ აღიარა ლიკვიდობის პრობლემები გასულ თვეში და შემდეგ გამოაქვეყნა გეგმა თანხების გატანის განახლების შესახებ. უმსხვილესი Bitcoin-პულები. წყარო: BTC.com 01.10.2022-ის მდგომარეობით Ethereum-ის Proof-of-Stake (PoS) კონსენსუსის ალგორითმზე მიგრაციის შემდეგ ქსელის ჰეშრეითი, ისევე როგორც მაინერების შემოსავალი, ნულამდე დაეცა. თვის განმავლობაში Ethereum-ტრანზაქციებზე საკომისიოს საშუალო ღირებულება 40%-ით შემცირდა - 1.97 აშშ დოლარამდე. თუმცა Bitcoin-ის შესაბამისი მაჩვენებელი, რომელიც მთელი სექტემბრის განმავლობაში 1 აშშ დოლარის ნიშნულზე რჩებოდა, თითქმის ორჯერ დაბალია. BTC- და ETH-ტრანზაქციების საშუალო საკომისიოების დინამიკა. წყარო: ForkLog. Ethereum-ის PoS-ზე გადასვლასთან ერთად კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის მაინერებმა დაიწყეს სხვა ქსელებზე გადასვლა. მონეტებმა, როგორებიცაა Ethereum Classic (ETC), ისევე როგორც Ravencoin (RVN), Ergo (ERGO) ან Beam (BEAM) დააფიქსირეს ჰეშრეითის მკვეთრი მატება. თვის ბოლოსთვის მათმა მაჩვენებლებმა კლება დაიწყო. ETC-ის გამოთვლითი სიმძლავრე დაეცა 147 TH/s-მდე, მისი მაქსიმალური მაჩვენებელი დაახლოებით 300 TH/s-მდე იყო. ყველაზე დიდი ETHW PoW ფორკის ჰეშრეითი 1 ოქტომბერს იყო 48 TH/s. Ethereum-ის ქსელში განახლების წინა დღეს სიმძლავრეებმა განაგრძო დაახლოებით 750 TH/წმ-ზე მუშაობა. https://tinyurl.com/2an2jbe4
  7. კომპანია Samsung-მა გააზიარა ნახევრადგამტარი წარმოების ახალი სამოქმედო გეგმა არსებული 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიიდან 2-ნანომეტრიანი მასობრივი წარმოების გავლით 1.4-ნანომეტრიან ტექნოპროცესამდე. სამხრეთკორეული გიგანტის განცხადებით ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გადაიდგმება. ზაფხულში Samsung-მა დაიწყო 3-ნანომეტრიანი ჩიპების მასობრივი წარმოება თავის უახლეს ქარხნებში, რაც საინტერესო განვითარება იყო ნახევრადგამტარი ინდუსტრიისთვის. კონკურენტი TSMC მალე უნდა დაეწიოს, თუმცა N3-ის მასობრივი წარმოების შესახებ ჯერ არ გვსმენია. ტრანზისტორების ტექნოლოგია Gate-all-round-ზე (GAA) გადასვლა კიდევ ერთი უპირატესობაა, რომლითაც Samsung სარგებლობს, როგორც პირველი ავტორი. ითვლებოდა, რომ ამ ნაბიჯს შეიძლება შეეფერხებინა გადასვლა 5-ნანომეტრიანიდან 3-ნანომეტრიან მასობრივ წარმოებაზე, მაგრამ Samsung-ის ინჟინრებმა შეძლეს ამ ტექნიკური დაბრკოლების გადალახვა. TSMC-ს, Intel-ს და სხვა კომპანიებს ჯერ კიდევ მოუწევთ მუშაობა, რათა უარი თქვან FinFET ტრანზისტორებზე, მათ უნდა გამოიყენონ GAA ტექნოლოგია სიმძლავრისა და წარმადობის გაუმჯობესებისთვის. TSMC-ის მსგავსად Samsung-ს გააჩნია მომხმარებელთა ფართო ბაზა, რაც ეხმარება მას თავდაჯერებული იყოს მოთხოვნის კლების პირობებში. თუმცა ნახევრადგამტარების ქარხნები კვლავაც სარგებლობენ დიდი მოთხოვით ისეთ სეგმენტებში, როგორიცაა მაღალი ხარისხის გამოთვლები (HPC), ხელოვნური ინტელექტი (AI), 5/6G კომუნიკაციები და მანქანათმშენებლობა. Samsung გონივრულად უფრთხის ბიზნესის იმ მიმართულებებში ვარდნას, რის წინაშეც იმყოფებიან სხვა კომპანიები. ამიტომ განიხილა ოპერატიული გეგმა ახალი საწარმოო სიმძლავრეების მოსამზადებლად „უპირველეს ყოვლისა“. მასში ნათქვამია, რომ 2027 წლისთვის იგი გაასამმაგებს თავისი მოწინავე საწარმოო კვანძების სიმძლავრეს, ასევე გააგრძელებს დამატებითი სიმძლავრეების წინასწარ მომზადებას ცარიელი შენობების სახით, რომლებიც მზად იქნება მოთხოვნის ზრდისთვის სპეკულაციური ინვესტიციების მინიმიზაციის პირობებში. მზადება დაიწყება ტეხასის შტატში, ტეილორში, 18 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ნახევრადგამტარი პროდუქციის საწარმოო ახალი ქარხნის ადგილზე. https://tinyurl.com/4da7v3z4
  8. კომპანია Intel-მა განაახლა Arc Alchemist სერიის ვიდეო ბარათების სისტემური მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველად მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნდა. თავდაპირველად მითითებული იყო მხოლოდ Intel-ის პროცესორების გამოყენების აუცილებლობა, თანაც Core 10 სერიაზე (Comet Lake) ძველის არა. ამჟამად კი თავსებად პროცესორებში უკვე მითითებულია AMD Ryzen 3000 და Ryzen 5000. ფოტოს წყარო: VideoCardz ადრე Intel-მა განაცხადა, რომ მაქსიმალური წარმადობისთვის Arc Alchemist-ს სისტემისგან სჭირდება ტექნოლოგია Resizable BAR-ის მხარდაჭერა, რაც ტესტებმაც დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ Resizable BAR (ReBAR) ცენტრალურ პროცესორს წვდომას უხსნის ვიდეო დაფის ოპერატიული მეხსიერების ყველა სტეკზე. ვიდეო დაფების ახალ სისტემურ მოთხოვნებში Intel კვლავ მოითხოვს, რომ პერსონალურ კომპიუტერს ჰქონდეს ReBAR-ის მხარდაჭერა. ახალი ვიდეო დაფები არ არის განკუთვნილი ძველ კომპიუტერებში გამოყენებისთვის. ფოტოს წყარო: Intel Arc Alchemist-ის მუშაობისთვის ასევე აუცილებელია Windows 10 20H2 ან Windows 11 ოპერაციული სისტემების გამოყენება. Windows 7თან Intel-ის ვიდეო დაფები არ იმუშავებს - ამ ოპერაციული სისტემისთვის დრაივერები არ არსებობს. როგორც პორტალი VideoCardz წერს, Intel-ის წარმომადგენელმა ტომ პეტერსენმა (Tom Petersen) ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კომპანია გეგმავს თავისი გრაფიკული ბარათების ოპტიმიზაციას ReBAR-ის მხარდაჭერის გარეშე არსებულ სისტემებში გამოსაყენებლად. შეგახსენებთ, რომ Intel Arc A770 და Arc A750 ვიდეო ბარათები გაყიდვაში მომავალ კვირას უნდა გამოვიდეს. მათი გამოშვება დაგეგმილია 12 ოქტომბერს. https://tinyurl.com/yc4hheds
  9. საგადახდო ქსელი Mastercard აამოქმედებს ინსტრუმენტ Crypto Secure-ს. იგი ბანკებს საშუალებას მისცემს ამოიცნონ და შეაჩერონ ტრანზაქციები კრიპტობირჟებიდან, რომლებიც ექვემდებარება თაღლითურ პრაქტიკას, წერს CNBC. Crypto Secure შეიქმნა CipherTrace-ის გუნდის მიერ, რომელიც Mastercard-ის ნაწილი 2021 წელს გახდა. პროგრამული უზრუნველყოფა იყენებს ხელოვნური ინტელექტის "რთულ" ალგორითმებს, მონაცემებს ბლოკჩეინიდან და სხვა წყაროებიდან. მომხმარებლებს წარედგინებათ დაფა კონკრეტული ტრანზაქციის რისკის რეიტინგებით. დამტკიცება/უარის გადაწყვეტილებას იღებს საგადახდო ქსელის პარტნიორი. Mastercard მსგავს ტექნოლოგიას იყენებს ფიატით განხორციელებულ ოპერაციებში თაღლითობის თავიდან ასაცილებლად. Mastercard-ის კიბერუსაფრთხოების პრეზიდენტმა Ajay Bhalla-მ უარი თქვა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ ზუსტი მონაცემების გამჟღავნებაზე. მან აღნიშნა, რომ მათი რაოდენობა წუთში უკვე "ათასობითაა". ადრე Visa-მ განაცხადა, რომ გადახდის სისტემაზე დამყარებული კრიპტო ბარათების მომხმარებლებმა 2021 წლის ოქტომბერ-დეკემბერში 2.5 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ტრანზაქცია განახორციელეს. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Visa-მ მონაწილეობა მიიღო პლატფორმის 51.5 მლნ აშშ დოლარიან დაფინანსების რაუნდში თაღლითობის გამოვლენის მიზნით. Chainalysis-ის მონაცემებით 2021 წელს კრიპტოვალუტებით ამ ტიპის უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული ტრანზაქციების მოცულობამ 14 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. https://tinyurl.com/t6k4jm47
  10. შედგა Xiaomi 12T და Xiaomi 12T Pro სმარტფონების ოფიციალური პრეზენტაცია. ფლაგმანური მოდელი გახდა ჩინური კომპანიის პირველი მოწყობილობა უზარმაზარი 1-დუიმიანი 200-მეგაპიქსელიანი კამერით. მასში წარმოდგენილია მაღალი წარმადობის პლატფორმა SD 8+ Gen 1 და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. ფოტოს წყარო: Xiaomi Xiaomi 12T Pro-ს აქვს 6.67-დუიმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 2712 × 1220 პიქსელი, გვერდების შეფარდებაა 20:9. მხარდაჭერილია კადრის სიხშირის ადაპტური განახლება: პანელს შეუძლია იმუშაოს 120 ჰერც სიხშირეზე ან ავტომატურად შეარჩიოს ოპტიმალური ვარიანტი 30, 60, 90 და 120-ჰერციანი ვარიანტებიდან. სიკაშკაშის მაჩვენებელი აღწევს 900 კდ/მ²-ს, უზრუნველყოფილია ფერთა გადმოცემის მაღალი ხარისხი. მექანიკური დაზიანებებისგან ეკრანი დაცულია Corning Gorilla Glass 5-ით. დისპლეის ზედა ნაწილში მოცემულია პატარა ჭრილი და მასში განთავსებულია 20-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. თითის ანაბეჭდის სკანერი ინტეგრირებულია დისპლეიში. ძირითადი კამერა განთავსებულია კორპუსის უკანა მხარეს. იგი აგებულია 200-მეგაპიქსელიანი Samsung ISOCELL HP1 სენსორის ბაზაზე (ოპტიკური ფორმატი 1/1.22 დუიმი, პიქსელების ზომა - 0.64 მკმ). კონსტრუქციაში გათვალისწინებული არ არის ტელეობიექტივი, თუმცა მაღალი გაფართოების სენსორზე მხარდაჭერილია ორმაგი ციფრული ზუმი და შესაძლებელია 8K ფორმატის ვიდეოგადაღება. მხარდაჭერილია გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, ავტოფოკუსირება თვალების განთავსების მიხედვით და სხვა შესაძლებლობები. დამატებით მოცემულია 8-მეგაპიქსელიანი სუპერფართოკუთხიანი მოდული და 2-მეგაპიქსელიანი მაკროკამერა. Xiaomi 12T Pro-ს წარმადობაზე პასუხისმგებელია პროცესორი Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1. კონფიგურაციის მიხედვით წარმოდგენილია 8 ან 12 გბ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და 128 ან 256 გბ UFS 3.1 ფორმატის ფლეშ-მეხსიერება. მხარდაჭერილია მუშაობა მეხუთე თაობის მობილურ ქსელში (5G), აგრეთვე ორი SIM-ბარათის დაყენება. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120 ვატამდე სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით (შესაბამისი კვების ბლოკი შედის შეფუთვაში). არსებული ცნობების თანახმად 100%-მდე დამუხტვას 19 წუთი სჭირდება. სმარტფონში წარმოდგენილია Harman Kardon-ის სტერეოდინამიკები ტექნოლოგია Dolby Atmos-ის მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები. ზოგიერთ რეგიონში სმარტფონში მოცემული იქნება NFC ჩიპი. პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია Android 12 საფირმო ინტერფეისით MIUI 13. Xiaomi 12T Pro-ს გაყიდვა 13 ოქტომბერს დაიწყება. 8/128 გბ მეხსიერების მქონე ვერსია გაიყიდება 750 ევროდ, 8/256 გბ მოდელი - 800 ევროდ, ხოლო 12/256 გბ ვარიანტი - 850 ევროდ. რაც შეეხება შედარებით ხელმისაწვდომ Xiaomi 12T-ს, მას აქვს ასევე 6.67-დუიმიანი დისპლეი, თუმცა Dolby Vision-ის გარეშე, აგრეთვე აქვს ფლაგმანური მოდელის ანალოგიური ფრონტალური კამერა. ძირითადი კამერა აგებულია 108-მეგაპიქსელიანი Samsung ISOCELL HM6 სენსორის ბაზაზე (ოპტიკური ფორმატი 1/1.67 დუიმი, პიქსელების ზომა - 0.64 მკმ). მხარდაჭერილია გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, თუმცა სენსორს არ შეუძლია 8K ვიდეოს გადაღება. დამატებით მოცემულია 8-მეგაპიქსელიანი სუპერფართოკუთხიანი სენსორი და 2-მეგაპიქსელიანი მაკროკამერა. სმარტფონს საფუძვლად უდევს 8-ბირთვიანი პროცესორი MediaTek Dimensity 8100-Ultra (ოთხი Cortex-A78 ბირთვი 2.85 გჰც სიხშირით და ოთხი Cortex-A55 ბირთვი 2.0 გჰც სიხშირით. გრაფიკის დამუშავებისთვის გათვალისწინებულია ამაჩქარებელი Mali-G6510 MC6. სმარტფონს აქვს 8 გბ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და UFS 3.1 ფორმატის ფლეშ-მოდული 128 ან 256 გბ მოცულობით, მოდიფიკაციის შესაბამისად. Xiaomi 12T-საც აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. Xiaomi 12T-ს მიწოდება დაიწყება 13 ოქტომბერს. 8/128 გბ ვერსიის ფასია 600 ევრო, 8/256 გბ ვერსიისა - 650 ევრო. https://tinyurl.com/6xthss2m
  11. აშშ-ში არსებული კრიპტო ინდუსტრიის ამჟამინდელი მარეგულირებელი ჩარჩო ძალიან ვრცელია და ხელს უშლის ინოვაციებს. ეს მოსაზრება Decrypt-თან ინტერვიუში CFTC-ის ყოფილმა კომისარმა ბრაიან კვინტენცმა გამოთქვა. მან აღნიშნა, რომ ესმის ინდუსტრიის მონაწილეების უკმაყოფილება SEC-ის ზედამხედველობის გამო ისევე, როგორც მათი იმედების CFTC-ისგან განსხვავებული პოლიტიკის მიმართ. „ვფიქრობ, კრიპტო ეკოსისტემას სურს წესები, რომლებიც შესაფერისია მიზნისთვის, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციის სრული პოტენციალის გამოვლენას. ამას SEC-ისგან ვერ მიიღებთ“, - განაცხადა ყოფილმა თანამდებობის პირმა. CFTC-ში ყოფნის დროს კვინტენცი აკონტროლებდა Bitcoin-ფიუჩერსების ლისტინგს, ციფრული აქტივების შენახვას ტრადიციულ კლირინგ-ინფრასტრუქტურაში, ტოკენიზირებული საქონლის შექმნას და DeFi-ს ზრდას. იგი ამჟამად მუშაობს პარტნიორ მრჩევლად ვენჩურული კაპიტალის კომპანია Andreessen Horowitz-ში. მისი თქმით ზოგიერთმა მარეგულირებელმა კრიპტოინოვაციების მიმართ მოუქნელი მიდგომა მიიღო ნაცვლად იმისა, რომ გზა გაეხსნა მათი ფართოდ მიღებისთვის. „SEC რომ სერიოზული იყოს, ის არ დაუშვებდა, რომ ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ჩარჩოს საფრთხე შეექმნა მთელი ეკოსისტემისთვის“, - აღნიშნა კვინტენცმა. მას მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტების ფასიან ქაღალდებად მარკირება ბადებს უამრავ კითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებმა შეასრულონ „შთამბეჭდავი ვალდებულებები იმ მხარეებისთვის, რომლებსაც ამის გაკეთება არ შეუძლიათ“. მაგალითად, თუ ტოკენს ეწოდება ფასიანი ქაღალდი, მაშინ ეს ნიშნავს, რომ არსებობს ცენტრალური ემიტენტი, რომელმაც უნდა გაუგზავნოს განცხადება მინდობილობის მისაღებად მის ყველა მფლობელს, აღნიშნა კვინტენცმა. "საერთოდ როგორ მუშაობს ეს?" იკითხა მან. კვინტენცი თვლის, რომ SEC-ის მკაცრმა მიდგომამ არსებითად მისცა შესაძლებლობა კონგრესს -შეემუშავებინა ახალი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელშიც CFTC მოიპოვებდა კონტროლს კრიპტოვალუტებით სპოტ ვაჭრობაზე. ყოფილი კომისრის ძალისხმევის ერთ-ერთი მიმართულება კანონმდებლებთან მუშაობა იყო. „რაც უფრო ინფორმირებული იქნება კონგრესის წევრი ან სენატორი კრიპტოვალუტების შესახებ, მით უფრო რაციონალური, გონივრული, პროდუქტიული და პოზიტიური იქნება მარეგულირებელი ჩარჩო. იმის გამო, რომ მათ ესმით პოტენციური ინოვაციები და მომავალი სარგებელი ხალხისთვის“, - თქვა კვინტენცმა. იგი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ რეგულირების ნებისმიერი ფორმა ცუდია ინდუსტრიისთვის. „ზოგიერთ წრეში არსებობს მოსაზრება, რომ რეგულაცია თავისთავად ცუდია - ზღუდავს, აფერხებს, უბრალოდ ძვირი ჯდება. ზოგიერთი მათგანი მართალია, მაგრამ თუ კარგად გააზრებული, სათანადოდ დაკალიბრებული კანონმდებლობა გექნებათ, საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს დიდი ლიკვიდური ბაზრები ძალიან ძლიერი ერთიანობით“, - განაცხადა კვინტენცმა. იგი დარწმუნებულია, რომ „სწორი“ მარეგულირებელი ჩარჩოს მიერ მოტანილი სარგებელი აღემატება პოტენციურ ხარჯებს ბაზრის კეთილსინდისიერი მონაწილეებისთვის. CFTC-ის ხელმძღვანელმა Rostin Behnam-მა დაუშვა, რომ სააგენტოს მიერ ციფრული აქტივების ბაზრის რეგულირებას მნიშვნელოვანი სარგებელი შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის Bitcoin-ის ფასის პოტენციური ზრდა. SEC-ის თავმჯდომარე გერი გენსლერმა მხარდაჭერა გამოხატა კონგრესის მიერ კრიპტო ბაზრის ზედამხედველობისთვის CFTC-სთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ციფრული აქტივების უმეტესობა ფასიანი ქაღალდებია და მისი სააგენტოს იურისდიქციაში იმყოფება. https://tinyurl.com/byesnpx7
  12. გეიმინგ პლატფორმა Steam-ის უახლესი სტატისტიკა აჩვენებს, რომ მომხმარებლები ამჟამად უპირატესობას ანიჭებენ საშუალო და საბაზისო დონის ვიდეო დაფებს, მათ შორის წინა თაობის მოწყობილობებს. GTX 1060-მა პირველი ადგილი შეინარჩუნა თითქმის ხუთი წლის განმავლობაში, თუმცა სექტემბერში იგი მეორე ადგილას აღმოჩნდა. Pascal არქიტექტურაზე დამყარებული ბარათების მფლობელთა რიცხვი 0.34%-ით გაიზარდა. მასზე უკეთესი მაჩვენებელი დააფიქსირა მხოლოდ ლეპტოპებისთვის განკუთვნილმა RTX 3060 ბარათმა (+0,61%). თვის განმავლობაში მომხმარებლების რიცხვის ზრდის მხრივ ტოპ-10-ში შევიდა ძველი მოდელები GTX 1660 და RTX 2060, თანამედროვე საშუალო და დაბალბიუჯეტური RTX 3060 და RTX 3050 Ti. ზედა დონეზე (არა-ლეპტოპებს შორის) RTX 3070 Ti მოდელის მაჩვენებელი გაიზარდა 0.02%-ით. არ გაზრდილა RTX 3080 Ti-ს, Radeon RX 6900 XT-ისა და Radeon RX 6800 XT-ს მაჩვენებლები, ხოლო RTX 3080-სა და RTX 3090-ს მოაკლდა 0.01% ცოტა ხნის წინ პრემიალურ მოდელებზე ფასების შემცირების მიუხედავად. ძირითადად, ვიდეო დაფების გრაფიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. RTX 3060 და ლეპტოპებისთვის განკუთვნილი 3060 მე-5 და მე-6 ადგილებზეა, შესაბამისად. სექტემბერი იყო ზედიზედ მეორე თვე, როდესაც AMD-მ დაკარგა პროცესორების წილი Intel-ის სასარგებლოდ. AMD-ს მაჩვენებელი შემცირდა 0.82%-ით და ახლა მისი პროცესორების წილი 31.24%-ია, ხოლო Intel-ის - თითქმის 70%. Raptor Lake-სა და Zen 4-ის არქიტექტურაზე დამყარებული ახალი პროცესორების გაჩენამ შესაძლოა მალე გარკვეულწილად შეცვალოს ბალანსი. Windows 11 დაყენებულია კომპიუტერების რაოდენობის თითქმის მეოთხედზე. მხოლოდ მან დააფიქსირა ზრდა სექტემბერში ოპერაციულ სისტემებს შორის. ყველაზე პოპულარულია ვიდეო ბარათები 8 გბ მეხსიერებით, 1080p დარჩა ყველაზე პოპულარულ გაფართოებად (66.38%), ხოლო 1440p გაიზარდა 0.33%-ით 11.25%-მდე. ვირტუალური რეალობის ჰედსეტ Oculus Quest 2 VR-ს მოაკლდა მომხმარებლების ნაწილი. მისი წილი შემცირდა 7.86%-ით 41.39%-მდე. ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია HMD Valve Index-თან შედარებით, რომლის წილია 17.21%. https://tinyurl.com/946hjrpu
  13. ღონისძიება Innovation 2022-ზე კომპანია Intel-მა დაადასტურა, რომ აჩქარების არმქონე, მე-13 თაობის Core პროცესორებს აქვთ DDR5-5600 სტანდარტამდე ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. ამჟამად ცნობილი გახდა, რომ ფლაგმანურ პროცესორ Core i9-13900K-ს ასევე აქვს DDR5-7600 სტანდარტის მეხსიერების მხარდაჭერა, თუმცა Intel XMP 3.0 პროფილის მეშვეობით აჩქარებისას. ფოტოს წყარო: VideoCardz Intel XMP ტექნოლოგია საშუალებას იძლევა სისტემის დატვირთვისას ავტომატურად იქნას არჩეული სამუშაო რეჟიმისთვის ოპტიმალური პროფილი, რომელიც განსაზღვრავს მეხსიერების სიხშირესა და შეყოვნების მაჩვენებელს. აჩქარებისას მეხსიერების რეგულირებას, როგორც წესი, შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე საათი შედეგების ტესტირების აუცილებლობის გათვალისწინებით, Intel-მა კი წარმოადგინა დროის დაზოგვის საშუალება პარამეტრების უკვე მზა პროფილების მეშვეობით, რომლებიც განთავსებული იქნება ოპერატიული მეხსიერების მწარმოებლების მიერ. Intel-ს აქვს XMP 3.0 პროფილების ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია გარკვეული მეხსიერების მოდულების ოპტიმალური პარამეტრები აჩქარებისას. Intel-მა ცოტა ხნის წინ განაახლა ეს სია. ყველაზე სწრაფი მეხსიერების მოდულები, რომლებიც ჩამოთვლილია XMP 3.0 პროფილებში არის გადაწყვეტილებები G.Skill-ისგან, რომლებიც გაიტესტა ASUS Z790 ROG Maximus Hero და Apex დედა დაფებზე. ჩამონათვალში მითითებულია, რომ DDR5-7466 და DDR5-7600 სტანდარტების მოდულები იმუშავებენ 1.4 ვოლტ ძაბვაზე CL36 თაიმინგით Core i9-13900K პროცესორის შემადგენლობაში. ქვემოთ წარმოდგენილია მეხსიერების მოდულების ჩამონათვალი, რომლებიც ამგვარ პარამეტრებზე მუშაობენ: G-Skill DDR5-7466 CL36 – F5-7466J3648G16GX2-TZ5RK G-Skill DDR5-7466 CL36 – F5-7466J3648G16GX2-TZ5RK G-Skill DDR5-7600 CL36 – F5-7600J3648G16GX2-TZ5RK ფოტოს წყარო: Intel უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის ყველაზე სწრაფი ხელმისაწვდომი DDR5 მეხსიერების ნაკრები G.Skill-ისგან არის Trident Z5 RGB DDR5-6600. რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილი ოპერატიული მეხსიერების მოდულებს, ისინი ჯერ არ გამოსულა გაყიდვაში. https://tinyurl.com/hx2t5bu4
      • 1
      • Upvote
  14. კრიპტო ბირჟა BitMEX-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჰოპტნერმა განუცხადა Cointelegraph-ს Token2049 კონფერენციაზე, რომ იგი ვერ ხედავს ინსტიტუციური ინტერესის შემცირებას ციფრული აქტივების ინდუსტრიაში. მისი თქმით, მსხვილი ინვესტორები დათვური ბაზრის დროს ირჩევენ ინოვაციურ ინდუსტრიებს. აღმავალი ზრდის პერიოდები აიძულებს მათ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რაც სირთულეს წარმოადგენს დიდი კომპანიებისთვის. ჰოპტნერმა ასევე აღნიშნა ინსტიტუციონალების ინტერესი Ethereum-ის მიმართ მისი ქსელის Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე გადასვლის შემდეგ განახლება The Merge-ის ფარგლებში. ამჟამად მეორე კრიპტოვალუტის ბლოკჩეინი კაპიტალიზაციის თვალსაზრისით შეესაბამება EGS-ის პრინციპებს, აღნიშნა მან. BitMEX-ის აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზით Ethereum-ის ფასი 2022 წლის ბოლოსთვის 3000 აშშ დოლარამდე გაიზრდება. CoinGecko-ს მიხედვით წერის დროს აქტივი 1300 აშშ დოლარად იყიდება. შეგახსენებთ, სექტემბერში State Street-ის ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები ინარჩუნებდნენ ინტერესს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების მიმართ დათვური ბაზრის მიუხედავად. https://tinyurl.com/ykvh7826
  15. ცნობები გავრცელდა Bench leaks-ის ბოტის მიერ Twitter-ზე. უცნობმა პირმა ASRock X670E Taichi Carrera-სა და Ryzen 9 7950X-ს დაუმატა GeForce RTX 4090 და გაუშვა Geekbench-ის გამოთვლითი ტესტი CUDA-ს გამოყენებით. ტესტი ჩატარდა მინიმუმ ორჯერ და ორივე შედეგი მიახლოებული იყო მაქსიმალური წარმადობით - 424 332 ქულა. Geekbench-ის მონაცემთა ბაზის სწრაფი გადახედვით ნახავთ ქვემოთ მოცემულ GeForce RTX 3090 Ti-ს შედეგს: არსებობს RTX 3090 Ti-ს უკეთესი ქულებიც, მაგრამ ეს შედეგი იმყოფება იმ დიაპაზონში, რომელზეც უმეტესად CUDA ტესტები ხვდება. თუ შევადარებთ ამ შედეგს RTX 4090-ის შედეგთან, ვიღებთ დაახლოებით 60%-იან ზრდას წინა თაობასთან შედარებით. ეს არის წარმადობის დიდი მატება და კარგი ამბავი მათთვის, ვინც იყენებს CUDA-ზე დაფუძნებულ პროგრამულ უზრუნველყოფას მაღალი წარმადობის სამუშაოებისთვის. ბუნებრივია, ზრდის დიდი ნაწილი მოდის იმ ფაქტზე, რომ RTX 4090-ს აქვს 50%-ით მეტი CUDA ბირთვი, ვიდრე RTX 3090 Ti-ს. თუმცა RTX 4090 ასევე მუშაობს გაცილებით მაღალი ტაქტის სიხშირზე: 2.58 გჰც წინა თაობის 1.92 გჰც-თან შედარებით. გასათვალისწინებელია ის, რომ ეს გამოთვლითი ტესტები დამყარებულია CUDA ბირთვებზე და პრაქტიკულად არ აქვთ კავშირი გეიმინგში გრაფიკის წარმადობასთან. Ada Lovelace არქიტექტურაში არსებული ბევრი სიახლე, როგორიცაა shader-ბირთვების წარმადობის ხელახალი მოწესრიგება, ახალ ჩიპს არ მოუტანს სარგებელს ზემოთხსენებული ტიპის ტესტებში. იგივე ეხება Tensor და RT -ბირთვების გაუმჯობესებას. https://tinyurl.com/2p8xm64f
  16. Tesla-მ წარადგინა სუპერკომპიუტერ Dojo-ს უახლესი ვერსია, რომელიც კომპანიის საკუთარ ქმნილებას წარმოადგენს და ოპტიმიზებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე, კერძოდ მანქანურ სწავლებაზე იმ ვიდეომონაცემების გამოყენებით, რომლებიც მიიღება კომპანიის ელექტრომობილებიდან. სისტემა იმდენად მძლავრია, რომ პრეზენტაციის დროს პალო-ალტოში ენერგოსისტემა გაითიშა. ფოტოს წყარო: Tesla Tesla-ს უკვე აქვს დიდი სუპერკომპიუტერი NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორების ბაზაზე, რომელიც მსოფლიოში უმძლავრესი კომპიუტერების რიცხვში შედის. თუმცა Dojo დამზადებულია მანქანათმშენებელი კომპანიის ინდივიდუალური დაკვეთით, მასში გამოყენებულია თავად Tesla-ს მიერ დამზადებული ჩიპები და მორგებულია მის საჭიროებებზე. მოსალოდნელია, რომ ახალი სუპრეკომპიუტერი გააფართოვებს შესაძლებლობებს ნეიროქსელების სწავლების მხრივ ვიდეომონაცემების მეშვეობით, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიისთვის, რაც Tesla-ს ავტონომიური მართვის სისტემის საფუძველს წარმოადგენს. Tesla Dojo-ს აწყობისას გამოყენებულია „სისტემა ფირფიტაზე“ (System-On-Wafer), ე.ი. ჩიპი წარმოდგენს მთლიანი სილიკონის ფირფიტას (Training Tile - Tesla-ს ტერმინოლოგიით). თითოეულ ასეთ ფირფიტაზე განთავსებულია 25 ამაჩქარებელი D1 და 40 input/output მოდული. ასევე მოცემულია კვებისა და გაგრილების ქვესისტემები. Tesla-ს მონაცემების თანახმად Dojo-ს ერთ ფირფიტას შეუძლია ჩაანაცვლოს გრაფიკული პროცესორების ექვსი ბლოკი, ამასთან ერთი ასეთი ფირფიტის წარმოება უფრო იაფია გრაფიკული პროცესორების ბლოკთან შედარებით. ერთ სისტემურ უჯრაში განთავსებულია სილიკონის ექვსი ფირფიტა. Tesla-ს მონაცემებით ერთი ასეთი უჯრა „სუპერკომპიუტერის 3-4 სრულად დატვირთული სტეკის“ ეკვივალენტურია. ამჟამად კომპანია აგრძელებს ინფრასტრუქტურის ტესტირებას, რაც აუცილებელია რამდენიმე კარადის გაერთიანებისა და Dojo ExaPOD-ის შექმნისთვის, რომელსაც ექნება 1.1 Eflops წარმადობა, 1.3 ტერაბაიტი SRAM და 13 ტერაბაიტი DRAM მაღალი სიჩქარით. Tesla გეგმავს შვიდი Dojo ExaPOD-ის აწყობას პალო-ალტოში. https://tinyurl.com/4mssrhs5
  17. CBDC-ები შეძლებენ ურთიერთქმედებას დეცენტრალისებულ ფინანსებთან (DeFi) და სექტორის მეტი სტაბილურობით უზრუნველყოფას. ეს აზრი Cointelegraph-თან ინტერვიუში შვეიცარიის ეროვნული ბანკის (SNB) საბჭოს წევრმა თომას მოზერმა გამოთქვა. მისი თქმით, ციფრულ ვალუტაში ცენტრალიზაციასა და დეცენტრალიზაციას „ერთად შეუძლია მუშაობა“. მაგალითად მან მოიყვანა USDT და USDC stablecoin-ები. ”ასე რომ, ”რაღაც ცენტრალიზებული” უკვე ძალიან დაეხმარა DeFi-ს,” - განაცხადა მოზერმა. თუმცა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა აჯობებს Stablecoin-ებს, რადგან იგი „არ იწვევს კონტრაგენტის რისკს“, თქვქ SNB-ის სპიკერმა. მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტები, როგორიცაა Bitcoin და Ethereum, არ არის შესაფერისი DeFi-ის მდგრადი ზრდის მხარდასაჭერად არასტაბილურობის გამო. „ალგორითმული Stablecoin-ებიც არ შეიცავს კონტრაგენტის რისკს, მაგრამ ჯერჯერობით წარმატებული [პროექტები] არ გვინახავს. CBDC-ს შეუძლია უზრუნველყოს მეტი სტაბილურობა და ნაკლები რისკი“, - განაცხადა მოზერმა. მანამდე წამყვანი ცენტრალური ბანკების თავმჯდომარეებმა გამართლებული უწოდეს დეცენტრალიზებული საფინანსო სექტორის რეგულირების გაძლიერებას მისი განვითარების ფონზე. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ფინეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ოლი რენმა გააკრიტიკა კრიპტოვალუტები და თქვა, რომ CBDC-ები იმუნურია არასტაბილურობის მიმართ და მათი უპირობოდ ნდობა შეიძლება. https://tinyurl.com/35ah7nsp
  18. Intel-მა გამოუშვა მასშტაბირების ტექნოლოგია XeSS. Intel Arc A7 სერიის დესკტოპ ვიდეო დაფები ჯერ არ გამოსულა გაყიდვაში, ამიტომ ახალი ტექნოლოგიის გატესტვა ჯერჯერობით შესაძლებელია მხოლოდ Arc სერიის მობილურ ვერსიებზე, დაბალბიუჯეტურ A380-ზე, ასევე AMD-სა და NVIDIA-ს პროდუქტებზე. ტესტების სერიები ჩაატარეს Tom’s Hardware-ისა და PCGamer-ის წარმომადგენლებმა. ტესტირება განხორციელდა თამაშში - Shadow of the Tomb Raider. ფოტოს წყარო: Intel Intel XeSS ხელმისაწვდომია ორ ვერსიად: ერთი განკუთვნილია XMX ბირთვებისთვის Arc პროცესორებში, მეორე მუშაობს DP4a ინსტრუქციებთან, რომლებიც მხარდაჭერილია თანამედროვე ვიდეო დაფების უმრავლესობაში, რომელთა შორისაა მოდელები სერიებიდან NVIDIA Pascal, მე-11 თაობის Intel Graphics, აგრეთვე AMD Vega 20, Navi და უფრო ახლები. ფოტოს წყარო: pcgamer.com PCGamer-ის ჟურნალისტებმა სატესტო ნიმუშად აიღეს NVIDIA GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათი და წარმადობა შეადარეს სამ რეჟიმში: მასშტაბირების გათიშვისას (სტანდარტული რენდერინგი), ასევე XeSS და DLSS რეჟიმებში. 3440 × 1440 პიქსელი გაფართოების პირობებში ვიდეო დაფის საკუთარმა რესურსმა დააფიქსირა 95 კადრი წამში, ხოლო XeSS და DLSS-ში პარამეტრ Quality-ზე დაფიქსირებული მაჩვენებლების იყო შესაბამისად 112 და 119 კადრი წამში. ფოტოს წყარო: tomshardware.com რესურს Tom’s Hardware-მა ჩაატარა უფრო საფუძვლიანი ტესტირება, რომლებშიც 2560 × 1440 პიქსელ გაფართოებაზე გამოიყენა NVIDIA-სა და AMD-ს წინა და აქტუალური თაობების რამდენიმე ვიდეო ბარათი. შედეგები საინტერესო აღმოჩნდა: Intel XeSS მუშაობდა ყველა შემოწმებულ მოდელზე, მაგრამ ყოველთვის არ იძლეოდა წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას და ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა წარმადობის დაქვეითება, ზოგჯერ მნიშვნელოვანიც. მასალის ავტორებმა უარყოფითი ეფექტი ახსნეს იმით, რომ ზოგიერთ მოდელზე DP4a ინსტრუქციები მხარდაჭერილია მხოლოდ ემულატორის რეჟიმში - ეს შეეხო, კერძოდ, პირველი თაობის AMD Vega და Navi გრაფიკულ პროცესორებს. ფოტოს წყარო: tomshardware.com მაჩვენებლების უმნიშვნელო ზრდა ზოგ შემთხვევაში უკავშირდებოდა ვიდეომეხსიერების არასაკმარის მოცულობას, თუმცა 6 გბ არც ისე ცოტაა ოთხი წლის წინანდელი თამაშისთვის. თანამედროვე ვიდეო ბარათების მოდელებმა ძირითადად დაადასტურა XeSS-ის ეფექტურობა თანდაყოლილ რენდერინგთან შედარებით. განსაკუთრებით საინტერესო იყო დაბალბიუჯეტური Intel Arc A380-ის შედეგი, რომლის წარმადობა პარამეტრების ცვალებადობით "თანდაყოლილი" 26.5-დან გაიზარდა 58.7 კადრამდე წამში. https://tinyurl.com/bdhmu9p3
  19. კომპანია AMD-მ პარტნიორებს გაუზიარა 2022-2023 წლების დესკტოპ პროცესორებთან დაკავშირებული გეგმები. წარმოდგენილი სამომავლო გეგმის თანახმად კომპანია კვლავ აპირებს Ryzen 5000, 4000G და 5000G სერიის გამოშვებას Soсket AM4-ით, ხოლო მძლავრი Ryzen Threadripper 5000-ის შთამომავლები არც ისე მალე გამოვა. AMD-ს 2023 წლის ბოლოსთვის აქვს დაგეგმილი ახალი თაობის მაღალი წარმადობის დესკტოპ პროცესორების წარდგენა, რომლებიც აქტუალურ Ryzen Threadripper 5000-ს ჩაანაცვლებენ. მათი დასახელება, ისევე, როგორც მახასიათებლები, ჯერ უცნობია. არაოფიციალური ხმებით მათი კოდური სახელწოდება იქნება Storm Peak და გაიყიდებიან, როგორც Ryzen Threadripper 7000. შესაძლებელია ვარაუდი, რომ ამ პროცესორებს ექნება Zen 4 ბირთვები, DDR5 და PCIe 5.0 მხარდაჭერა, აგრეთვე Ryzen 7000-ის სხვა მახასიათებლები. AMD ასევე გააგრძელებს Ryzen 5000 და 5000X3D პროცესორების გამოშვებას და გაყიდვას ახალი Ryzen 7000-ის პარალელურად მინიმუმ 2023 წლის ბოლომდე. სლაიდი ასევე ადასტურებს, რომ კომპანია ემზადება Ryzen 7000X3D პროცესორების გამოსაშვებად, რომლებიც აღჭურვილი იქნება დამატებითი 3D V-Cache-ით. მათი ანონსი შესაძლოა მიმდინარე წელს მოხდეს, თუმცა წინა ჯერზე არაოფიციალური ცნობები 2023 წლის პირველ კვარტალზე მიუთითებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გაფართოებული 3D V-Cache-ის მქონე ერთადერთი დესკტოპ პროცესორი Ryzen 7 5800X3D. ეს პროცესორია ასევე კომპანიის ყველაზე სწრაფი პროცესორი თამაშებისთვის და იგი ზოგ შემთხვევაში ახლახანს გამოსულ Ryzen 7000-საც კი უსწრებს. ასე, რომ Ryzen 7000X3D პროცესორების გამოშვება AMD-ს გეიმინგ მიმართულებით პოზიციების გამყარების საშუალებას მისცემს. დაბოლოს, 2023 წლის ბოლოსთვის AMD გეგმავს Ryzen G სერიის დესკტოპის APU-ების განახლებას, რომლებიც აღჭურვილი იქნება საკმაოდ ძლიერი ინტეგრირებული გრაფიკით. ისინი სავარაუდოდ შევა Ryzen 7000G სერიაში და მათში წარმოდგენილი იქნება Zen 4 ბირთვების და RDNA 2 ან RDNA 3 გრაფიკის კომბინაცია. ამავდროულად, AMD გააგრძელებს Ryzen 4000G და 5000G დესკტოპ APU-ების გამოშვებას ახალი პროდუქტების გამოშვების შემდეგაც კი. ამრიგად, გამოდის, რომ სულ მცირე 2023 წლის ბოლომდე Socket AM4 პლატფორმა არ დაკარგავს აქტუალურობას. https://tinyurl.com/bb4bbv5x
  20. გარემოზე მიყენებული ზიანის გამო Bitcoin გვევლინება უფრო როგორც „ციფრული ნავთობი“, ვიდრე როგორც „ციფრული ოქრო“. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის კვლევით სტატიაში. მეცნიერების მონაცემებით 2016-დან 2021 წლამდე პერიოდში Bitcoin-ის საბაზრო ღირებულების მიერ გენერირებულ ყოველ დოლარზე მოდიოდა გლობალური „კლიმატის ზარალის“ საშუალოდ 0.35 აშშ დოლარი. „ამ შკალაზე Bitcoin-ის მაინინგი იმყოფება ხორცისა და ბენზინის სახით დამწვარი ნედლი ნავთობის წარმოების დიაპაზონს შორის, და უფრო მაღლა, ვიდრე ქარისა და მზის ენერგია“ - განაცხადეს კვლევის ავტორებმა. მათ დაასკვნეს, რომ პირველი კრიპტოვალუტის მაინინგს აქვს ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე ეკონომიკის მდგრად სექტორად განხილვისთვის. მეცნიერებმა დაამატეს, რომ Proof-of-Stake (PoS) კონსენსუსის ალგორითმზე ქსელის გადასვლით სიტუაციის რადიკალურად შეცვლა შეუძლებელია. ”თუ ინდუსტრია არ გადადის PoW-დან PoS-ზე, მაშინ ამ კლასის დეფიციტური ციფრული პროდუქტის რეგულირება შეიძლება საჭირო გახდეს. ასეთი შეფერხება, სავარაუდოდ, გაზრდის გლობალურ კლიმატზე ზიანს. CCAF-ის თანახმად Bitcoin-ის ქსელი ამჟამად მოიხმარს 94 ტვტ/სთ ენერგიას წელიწადში. შედარებისთვის, აშშ-ში მოქმედი ყველა მაცივრის წლიური მოხმარებაა 104 ტვტ/სთ. ამავდროულად, ელექტროენერგიის დანაკარგები გადაცემის დროს მხოლოდ შეერთებულ შტატებში აღწევს 206 ტვტ/სთ წელიწადში. ამან შეიძლება უზრუნველყოს ორჯერ მეტი კვება პირველი კრიპტოვალუტის ბლოკჩეინზე, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარება ივნისის შუა რიცხვებიდან 28%-ით შემცირდა. CCAF-ის თანახმად ენერგიის მწვანე წყაროების წილი მაინინგში 37.6%-ს შეადგენს. Bitcoin Mining Council-მა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 59.5%-ად შეაფასა. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც მან მოუწოდა მარეგულირებლებს, განეხილათ Bitcoin-ის მაინინგზე მკაცრი ზომების დაწესება მის მიერ გამოყოფილი ნახშირბადის დიდი მოცულობის გამო. იმავე თვეში არასამთავრობო გარემოსდაცვით სამუშაო ჯგუფმა (Environmental Working Group) გამოაცხადა Proof-of-Stake ალგორითმზე Bitcoin-ის გადასვლის აუცილებლობის შესახებ. CCAF-მა გამოთვალა, რომ Bitcoin-ის ქსელის შექმნის დღიდან 2022 წლის 21 სექტემბრამდე პირველი კრიპტოვალუტის მაინერებმა 199.65 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ექვივალენტი აწარმოეს. წლიური მაჩვენებელი არის 48.35 მლნ ტონა CO₂, რაც გლობალური ემისიების 0.1%-ია. https://tinyurl.com/2jzs8uhj
  21. GeForce Beyond-ის პრეზენტაციის დროს პირველი, რაც Nvidia-მ გააკეთა, იყო ახალი რეალურ დროში ღრმა სწავლების სუპერსემპლირების ტექნოლოგია DLSS 3.0-ის შესაძლებლობების დემონსტრირება და მაშინაც კი ცხადი იყო, რომ მასთან ერთად Ada Lovelace გრაფიკული ამაჩქარებლები და განსაკუთრებით GeForce RTX 4090, შეძლებდა გეიმინგ წარმადობის მნიშვნელოვნად გაზრდას. თუმცა ამ დრომდე ეს ფაქტი დადასტურებული არ იყო. პირველი კომპანია, რომელმაც ექსკლუზიური წვდომა მიიღო GeForce RTX 4090 Founders Edition-სა და DLSS3-ის შესაძლებლობებზე, არის Digital Foundry. მან უკვე ჩაატარა რამდენიმე საკუთარი ტესტი თამაშებში. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ რელიზამდე RTX 4090-ზე მკაცრი ემბარგო მოქმედებს, რომელიც კრძალავს თამაშებში ვიდეო დაფის FPS-ის გამოქვეყნებას, Nvidia-ს წესებში პროცენტების შესახებ არაფერი იყო ნახსენები. მაშ ასე, Digital Foundry-მ წვდომა მიიღო Cyberpunk 2077-ზე (Overdrive RT ვერსია), Spider-Man Remastered-სა და Portal RTX-ზე. Spider-Man Remastered-ში Intel Core i9 12900K პროცესორითა და RTX 4090 ვიდეო დაფით 4K გაფართოებაზე DLSS-ის გარეშე თამაშმა მიაღწია პირობით 100%-იან წარმადობას. შეგახსენებთ, რომ FPS-ის კონკრეტული მაჩვენებლების წარმოდგენა არ შეიძლებოდა. ამავე დროს, ანალოგიურმა კონფიგურაციამ DLSS 2-ით დააფიქსირა 16%-იანი ზრდა. DLSS 3-ის შემთხვევაში კი წარმადობა ზუსტად 2.3-ჯერ გაიზარდა. კიდევ უფრო საინტერესო შედეგები დაფიქსირდა Portal-ში: Native 4K DLSS 2 DLSS 3 Intel Core i9 12900K/RTX 4090 100% 323% 553% რაც შეეხება Cyberpunk 2077-ს: Native 4K DLSS 2 DLSS 3 Intel Core i9 12900K/RTX 4090 100% 258% 399% https://tinyurl.com/ma5kezrd
  22. ტაივანური კომპანია TSMC კვლავ რჩება ნახევრადგამტარი პროდუქციის უმსხვილეს საკონტრაქტო მწარმოებლად. იგი თავის მომხმარებლებს წვდომას აძლევს მოწინავე ლითოგრაფიაზე, ამიტომ, როგორც წესი, შეუძლია ფასების კარნახი. არაოფიციალურ ცნობებს თუ დავუჯერებთ, Apple-მა შეძლო ამ არგუმენტს შეწინააღმდეგებოდა TSMC-ისთვის საკუთარი ბიზნესის ღირებულებით, რის შედეგად თავი აარიდა კომპანიის მომსახურების ფასების ზრდას. ფოტოს წყარო: Apple როგორც გამომცემლობა Economic Daily New განმარტავს, ეს სიახლე ეხება მომავალ წელს პროდუქციის გამოშვებას, რომელთა ფასები საკმაოდ შეიძლება გაიზარდოს არა მხოლოდ ზოგადი ინფლაციის ფონზე, არამედ თავად TSMC-ის ხარჯების ზრდის შედეგადაც. ცნობილია, რომ მომავალ წელს TSMC აპირებს საკუთარი სერვისების ფართო სპექტრზე ფასების გაზრდას. თუკი თავდაპირველად მატების დიაპაზონი 6-დან 9%-ს შეადგენდა, მოგვიანებით მომხმარებლებმა მოახერხეს ქვედა ბარიერის 3%-მდე დაწევა. თუმცა მთელი რიგი მომწიფებული ტექნიკური პროცესებისთვის ზრდა კვლავ იქნება 6%-მდე. როგორც ცნობილია, კომპანია Apple-მა შეძლო ფასების ზრდის თავიდან აცილება, რადგან იგი უზრუნველყოფს TSMC-ის მთელი შემოსავლის დაახლოებით 25%-ს და ამიტომ შეუძლია განსაკუთრებული პირობებით მოლაპარაკება. ასევე ითვლება, რომ Apple იქნება TSMC-ის პირველი დამკვეთი, რომელიც მის 3-ნანომეტრიან პროდუქციას მიიღებს და, სავარაუდოდ, მოლაპარაკებები ლითოგრაფიის სწორედ ამ დონეს შეეხო. iPhone 14 სერიის უფროს მოდელებში გამოყენებულია 4-ნანომეტრიანი პროცესორი A16, ასე რომ 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებული იქნება მისი შთამომავალი A17, რომელიც წარმოდგენილი იქნება iPhone 15 სერიის უფროს მოდელებში. 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებული პროცესორი M2 Pro შესაძლოა წარმოდგენილი იყოს Mac კომპიუტერების შემადგენლობაში, ჯერ კიდევ ახალი თაობის iPhone-ების გამოსვლამდე. აშშ-სა და ჩინეთში Apple-მა შეძლო iPhone-ის სერიაზე ფასების შენარჩუნება იმავე დონეზე და, შესაბამისად, A17 პროცესორების გამოშვების ღირებულების კონტროლი ასევე მისთვის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. https://tinyurl.com/mwenam9s
  23. მორიგი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე 2.14%-ით შემცირდა 31.36 T-მდე. ინდიკატორმა უარყოფითი ტენდენცია პირველად დააფიქსირა 2022 წლის 21 ივლისის შემდეგ. წყარო: BTC.com. ქსელის საშუალო ჰეშრეითი ინდიკატორის ბოლო კორექტირებებს შორის პერიოდში იყო 224 EH/s. Glassnode-ის თანახმად Bitcoin-ის ბლოკჩეინის ჯამურმა გამოთვლითმა სიმძლავრემ (შვიდდღიანი მოძრავი საშუალო) 27 სექტემბრისთვის 222 EH/S-ს მიაღწია. წყარო: Glassnode. ივლისის შუა რიცხვებში პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე 27.69 T-მდე შემცირდა, რაც მაქსიმალური შემცირება იყო წლის დასაწყისიდან მოყოლებული. შემდეგ მაჩვენებელმა დადებითი ტენდენცია დააფიქსირა. აგვისტოს ბოლოს სირთულე სწრაფად გაიზარდა 9.26%-ით და 14 სექტემბერს მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს 31.05 T. მაინინგ პულების კონტექსტში Foundry USA რჩება ლიდერად ქსელის ჰეშრეითის წილის მხრივ - 26.06%. რეიტინგში მას მოსდევს AntPool (18.24%) და F2Pool (17.06%). წყარო: BTC.com. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, რომ საჯარო მაინინგ კომპანიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზარალი განიცადა კრიპტოზამთრის გამო. ივნისში ექსპერტებმა განაცხადეს, რომ Bitcoin-ის მაინინგის მომგებიანობა 2020 წლის დონემდე დაეცა. მოგვიანებით ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბაზრის არახელსაყრელი პირობების მიუხედავად ინდუსტრიის საჯარო კომპანიები ფინანსურად სტაბილურები არიან. https://tinyurl.com/2tydu9jb
  24. კომპანია NVIDIA-მ უპასუხა ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს GeForce RTX 40 სერიის კვებასთან დაკავშირებით. კერძოდ, კომპანიამ გაასაჯაროვა მეტი დეტალი კომპლექტში შემავალი გადამყვანების შესახებ, რომლებიც ახალ ვიდეო დაფებს სჭირდება ძველ კვების ბლოკებთან დაკავშირებისთვის. ფოტოს წყარო: NVIDIA GeForce RTX 40-სერიის ვიდეო ბარათებს არ სჭირდება ახალი კვების ბლოკები, რომლებიც ATX 3.0 და PCIe 5.0 სტანდარტებს შეესაბამება. კვების ბლოკისადმი მთავარი მოთხოვნა მისი სიმძლავრეა. ფლაგმანური GeForce RTX 4090 დაფის შემთხვევაში NVIDIA-ს რეკომენდაციაა არანაკლებ 850 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკის გამოყენება. ამასთან, თავად ამაჩქარებლის ენერგომოხმარებამ შესაძლოა 450 ვატს მიაღწიოს. GeForce RTX 4080 16 გბ (ენერგომოხმარება 320 ვტ) და RTX 4080 12 გბ (ენერგომოხმარება 285 ვტ) ვიდეო ბარათების შემთხვევაში კომპანიის რეკომენდაციაა მინიმუმ 750 და 700 ვტ სიმძლავრის კვების ბლოკების გამოყენება. GeForce RTX 40 სერიის ვიდეო დაფებს აქვთ PCIe 5.0 სტანდარტის ახალი 12+4-პინიანი 12VHPWR კვების კონექტორი. ძველ კვების ბლოკებთან თავსებადობისთვის, რომელთაც არ აქვთ ახალი კონექტორის მქონე კვების სადენები, NVIDIA-მ გაითვალისწინა სპეციალური ადაპტერი ოთხი სტანდარტული 8-პინიანი კონექტორით, რომელიც მოყვება ვიდეო ბარათს. თავად გადამყვანს კომპანია „ჭკვიანად“ მოიხსენიებს. იგი თავსებადია ATX 2.0 სტანდარტთან და აღჭურვილია აქტიური გარდამქმნელით, რომელიც სიგნალებს გარდაქმნის ძველი კვების ბლოკიდან ახალი, PCIe 5.0 (ATX 3.0) სტანდარტის შესაბამის სიგნალებად. ამრიგად უზრუნველყოფილია ენერგიის ხარისხიანი გადაცემა და არ წარმოიქმნება პრობლემები ახალი ვიდეო დაფის ძველ კვების ბლოკთან დაკავშირებისას. კომპანია ასევე აცხადებს, რომ GeForce RTX 4090 და GeForce RTX 4080 16 გბ ვიდეო ბარათებისთვის საჭიროა გადამყვანის დაკავშირება მინიმუმ სამ 8-პინიან კონექტორთან 450 ვატი ენერგიის გადაცემის უზრუნველყოფისთვის, თუმცა უკეთესია, თუ გადამყვანი ოთხივე სადენს დაუკავშირდება - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი GPU-ის აჩქარებაა დაგეგმილი. NVIDIA მიუთითებს, რომ გადამყვანის რესურსია 30 დაკავშირება/გამორთვა, რაც სტანდარტულია PCIe/ATX კონექტორებისთვის. კომპანიის რეკომენდაციაა დარჩეს 36 მმ თავისუფალი სივრცე ვიდეო დაფის თავზე გადამყვანის მოსახერხებელი განთავსებისთვის. https://tinyurl.com/23jesk43
  25. ღონისძიება Innovation 2022-ზე კომპანია Intel-მა პირველად წარადგინა პარტნიორი კომპანიების, Gunnir-ისა და ASRock-ის მიერ წარმოებული Arc A770 და Arc A750 ვიდეო დაფების არაეტალონური ვერსიები. ამ დრომდე კომპანიას წარდგენილი აქვს ამ ამაჩქარებლების მხოლოდ საკუთარი წარმოების ეტალონური ვერსიები Limited Edition შესრულებით. Arc A770 და Arc A750 Gunnir-ისა და ASRock-ისგან. ფოტოს წყარო: Cool3C Gunnir-მა გარკვეული პერიოდის წინ დაადასტურა, რომ მუშაობდა Arc A7 ვიდეო დაფის საკუთარ ვერსიაზე. კომპანიის ასორტიმენტში შევა დაფები ორ- და სამქულერიანი გაგრილების სისტემით. თავად ვიდეო ბარათები 2.2-სლოტიანია და აქვთ ორ-ორი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. შედარებისთვის, ამ ვიდეო დაფების ეტალონურ ვერსიებს აქვთ ერთი 8- და 6-პინიანი კვების კონექტორები. Gunnir Arc A770. ფოტოს წყარო: Cool3C Gunnir Arc A770. ფოტოს წყარო: Engadget ASRock-მა ასევე წარადგინა ახალი გრაფიკული ბარათების ორი ვერსია - Arc A770 Phantom Gaming და Arc A750 Challenger. ASRock-ის ორივე ვიდეო ბარათს ასევე აქვს წყვილი 8-პინიანი დამხმარე კვების კონექტორი. ASRock A770 Phantom Gaming და Arc A750 Challenger. ფოტოს წყარო: XFastest კომპანია Intel-მა დაადასტურა, რომ პარტნიორებს უფლება აქვთ შეცვალონ ამაჩქარებლების სიხშირის მახასიათებლები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაეტალონური ვერსიების ვიდეო ბარათებს ექნება გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარება. სამწუხაროდ პრეზენტაციის ფარგლებში Intel-ს არ გამოუცხადებია Arc A770 და Arc A750 ვიდეო ბარათების არარეფერენსული ვერსიების გაყიდვის დაწყების თარიღი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ Limited Edition ვერსიის უფროსი Arc A770-ის გაყიდვები 12 ოქტომბერს დაიწყება. ვიდეო ბარათის ფასი 329 აშშ დოლარია. https://tinyurl.com/bdhdjjrs
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.