მართალია, უსარკო აპარატები ჯერ დახვეწის ადრეულ სტადიაშია და არ ღირს ყიდვა ჩემი აზრით.
რაც შეეხება ერგონომიულობას, სარკული ტიპის თანამედროვე სემიპრო და პრო აპარატები საუკეთესოა ამ კუთხით.
NEX5 კი პატარაა, მაგრამ ძალიან ცუდი დასაკავებელია ხელში და შესაბამისად უფრო მერყევი სურათები გამოვა ვიდრე იგივე ნიკონ D300-ით გადაღებული. ოპტიკური ხედმაძიებელი ჯერ ერთი რომ უფრო მოსახერხებელია ფოკუსირებისთვის, მეორე რომ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და დამატებით სიმყარეს აძლევს ფოტოპარატს გადაღების მომენტში და ნაკლები ვიბრაცია აქვს თვალთან მიდებისას.