-
Posts
8149 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
+ სმარტფონების მფლობელების 90%-მა არც იცის ჩაწერა, ან არც გაუგია არაოფიციალური პროგამების შესახებ, და განახლლეებსაც აკეთებენ მხოლოდ PC Suite პროგრამებით, ასე რომ თუკი განახლებები რაღაც დროის მერე აღარ არის, ე.ი აპარატი ჩამორჩა უკვე დროს და მწარმოებელმა მიივიწყა, რაც რა თქმა უნდა არასასურველი ფაქტია
-
მაგ არ მომინიშნია კაკრაზ, FB, ფოსტის აპლიკაციები, ამინდი სულ ბექგრაუნდში მაქვს...
-
ჰოსტში ფტპ-ს მისამართი პორტი დატოვე ცარიელი თუ FTP-ს მისამართში ბოლოში ":XXXX" წერია (სადაც XXXX ციფრებია) მაშინ ეგაა პორტი მაგ. ftp.gagda.ge:1234, აქ ჰოსტია ftp.gada.ge ხოლო პორტი 1234 ან თუ გინდა რომელიმე ბრაუზერიდან (არ აქვს მნიშვნელობა რომელი) შედი და ისე გადმოწერე ფაილები (მაგრამ ნაკლებად მოსახერხებელი იქნება ალბათ) ან მარტივად Windows Explorer (ანუ ნებისმიერი გახსნილი პაპკიდან, ან My computer-იდან)-იდანვე Map Network Drive მიეცი მერე კი ftp მისამართი, იუზერი და პაროლი ჩაწერე და My Computer-ში გექნება ახალი დისკი რომელიც რეალურად FTP-ა
-
რამდენი ხანი გჭირდებათ ვინდოუსის გადასაყენებლად
gio_kiborg replied to zV1's topic in ზოგადი დისკუსიები
რამდენიმე წუთი? 3-4 საათი მინდა ზოგჯერ როცა გულიანად გავაწყო სისტემა ვინდის ინსტალაციის მერე -
დავაყენე და დავაკვირდები ბატარეის გამძლეობას
-
FTP-დან ყველაფერზე გაქვს წვდომა საიტის კოდი ხომ თვითონ რამე ფაილში წერია უსაფრთხოებისთვის გააკეთე საიტის სარეზერვო ასლი (უბრალოდ FTP-ში რაცაა დააკოპირე სადმე უსაფრთხოდ) და მერე იჩალიჩე
-
თემას ვხურავ არასწორი სათაურის გამო წაიკითხე წესები თემის გახსნამდე
-
ერთ ლოკალურ ქსელში თუა კი
-
აპდეითები ბლომად გამოვიდა კიდევ 8 იყო ბოლოს რომ ვახე ლეპტოპზე ჩავწერე, მაგრამ ამის თამაშს ლეპტოპის ჭყიპინა დინამიკებზე აზრი არ აქვს, საუნდტრეკებია მთელი მუღამი PC-ზე კიდევ სავსე მაქვს ჯერ ვინჩესტერი...
-
კომპი და ლეპტოპი ერთ ქსელშია? დააშეარე (advanced sharing-ით) და მერე ერთიდან მეორეში შეხვალ ჩერეზ ქსელით (იუზერნეიმს და პაროლს მოგთხოვს) და გადაიტან copy/paste-თი usb კაბელი გითხრეს უკვე და შეგიძლია LAN კაბელი გამოიყენო და "ქსელი" გააკეთო
-
როგორც იქნა მივაგენი ჩემთვის იდეალურ ვიდეო პლეერს: BSPlayer (ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაშჭირდეს CPU Support Package ARM-ების მიხედვით თუკი პლეერი მოითხოვს) Free ვერსიაში არის რეკლამები, ხოლო ფასიანში ისინი ამოღებულია და დამატებულია კიდევ რამდენიმე ფუნქცია (ზუსტად რა ვერ გავარკვიე) რა თქმა უნდა აქვს HW დეკოდინგის მხარდაჭერა, ასევე SW დეკოდერიც (შედარებით სუსტი cpu/gpu-სათვის) მხარდაჭერილია უამრავი აუდიო/ვიდეო ფორმატი და კოდეკი, მათ შორის რაც მე მინდოდა dts audio კოდეკი, ერთი კლიპი მქონდა Led Zeppelin-ის Stairway To Haven fHD, dts 5.1 აუდიოთი, რამდენი პლეერი ვცადე ნორმალურად არც ერთი უკრავდა, რადნოი პლეერში და MX Player-ში მარტო ვიდეოს აჩვენებდა, ზოგში მაგრად ჭედავდა ზოგგან ხმა ისმოდა, ვიდეო გადღაბნილი იყო, აქ ვიდეოც და აუდიოც მშვენიერია! თაჩ კონტროლი კიდეებზე როგორც ყველა პლეერს ამასაც აქვს გდახვევის, ხმის და სიკაშკაშის, ასევე რაც ძალიან მომეწონა დაკვრის სიჩქარის კონტროლიცაა, fHD ვიდეო 150% სიჩქარეზე დაუკრა შეუფერხებლად, ერთი კუბიკიც არსად გასჩენია. კიდევ, აქვს pop-up play ფუნქცია, რომელიც Samsung-ის ბოლო განახლებებში შემოიტანეს: თვითონ პლეერი იხურება, ხოლო ვიდეო უკრავს პატარა კვადრატში Homescreen-ზე, მენიუში თუ ნებისმიერ სხვა პროგრამაში, აქვს ასევე Samsung-ის Multiwindow-ს მხარდაჭერა. Full ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ 4PDA-ს ფორუმიდან (საჭიროა რეგისტრაცია) ან შეიძინოთ Play Store-ზე
-
ფიზიკური ფაერვოლი: დამატებით როუტერი დააყენე (მაღალი ხარისხის) სერვერსა და ნეტს შორის კარგ როუტერებს თავისი ფაერვოლი და ddos-ისგან დამცავი ფილტრებიც აქვთ უნივერსალური რა თქმა უნდა არ არის, ეგ კი არა google და yahoo-ს სერვერებიც დაუ ddos-ავთ, მაგრამ პროგრამულზე ეფექტური უნდა იყოს ამ სტატიასაც გადახედე: http://blogs.technet.com/b/steriley/archive/2006/07/10/configure-your-router-to-block-dos-attempts.aspx
-
კარგა ხანია მოვაგვარე უკვე ვხურავ
-
ეკრანის ზომა ჩემთვის პირადად სრულიად მისაღებია, რადგან ახლა Galaxy Note მაქვს და ძალიანაც მივეჩვიე, ბრაუზინგისთვის, ფოსტისთვის, ზოგადად Productivity-ში იდეალურია, თუმცა როგორც ტელეფონი მართლა დიდია 5.3-იანი ეკრანი, მაგრამ ზატო ლეპტოპის ტარება აღარ მჭირდება ყველაგან, მაგრამ არ მომწონს ეკრანის პროპორციები, უფრო კარგი შესახედი იქნებოდა ოდნავ სიგანეში რომ გაეზარდათ (თუნდაც 0.1 დიუმით და 0.1 სიგრძეში მოეკლოთ) ისე როცა ტექსტეს კითხულობ, ისეთი შეგრძნებაა საგაზეთო სვეტს კითხულობ, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ამ 8 ბირთვს კიდევ რას გადაეკიდეთ, მისი გამოყენებით იზრდება წარმადობა და ბატარეის ხანგრძლივობა, რატომაა სუფთა მარკეტინგი? 13 მპ კამერას რაც შეეხება ციფრები მართლა ბევრს არ ნიშნავს, მთავარია რეალური სურათები როგორი იქნება, მალე მაგასაც გვაჩვენებენ ალბათ 2გბ RAM ნამდვილად კარგია! და Must Have არის უკვე High End სმარტებისთვის, Full HD ეკრანი კიდევ იმითაა კარგი რომ მაღალი PPI ექნება და გამოსახულება უფრო კარგი ხარისხის, თორემ ფილმების ყურება ტელეფონში ნამდვილად არაა ჩემი ჰობი, მითუმეტეს 1280*800 გარჩევადობის 5.3-იან ეკრანზეც არანაკლები ხარისხი და user experience ექნება fHD ვიდეოს ვიდრე fHD 5.0-იანზე, თუმცა ეს რამდენად იმოქმედებს ბატარეის ხანგრძლივობაზე კიდევ ცალკე თემაა
-
ინდიანა ჯონსი (იქ უფრო ბევრი სროლებია ვიდრე ორიგინალ ლარა კროფტში) ისე, თამაშის სტილით assassin's creed-ს გავს უფრო ვიდრე ორიგინალ tomb rider-ებს
-
რაღა უნდა გამოვიდეს WW2-ზე გადაღეჭილია ყველაფერი შუტერების სერიოზული განვითარება მგონი ზუსტად WW2 თემით დაიწყო, მარტო Battlefield, Call Of Duty, Medal Of Honor, Brothers In Arms სერია გაიხსენე, მიამატე კიდე Wolfenstein რაღა უნდა გამოუშვან, რომელიმე ძველი თამაშის რიმეიკს თუ გააკეთებენ ახალი გრაფიკით (Duke Nukem-ის პონტში ) იდეები რომ გამოელიათ დაიწყეს ზომბები, მერე ალბათ უცხოპლანეტელებსაც დაამატებენ ერთი Captain America-ზე არ ყოფილა მგონი თამაში და მაგასაც გააკეთებენ Marvel-მა თუ მისცა ლიცენზია, მაგრამ ჯერ ფილმებს უშვებენ მარტო და ისიც უკვე თანამედროვე დროში გადმოყვანილზე
-
აუ რა გაუწელიათ iPhone 5-ივით ესეც.... 1080პ კარგია ეკრანის რეზოლუცია, მაგრამ ძალიან არაპროპორციულია, S3 გაცილებით დახვეწილია დიდი ზომის ეკრანს თუ აკეთებ, ცოტა სიგანეშიც უნდა გაზარდო პროპორციისთვის ჩემი აზრით სხვა, ჰარდს რაც შეეხება მართლა საჭიროზე მეტიცაა მგონი მძლავრი დევაისი იქნება, ფასი და ბატარეიის Lifetime-ია საინტერესო
-
დაბერების რა გითხრა იაგო, მაგრამ ბლომადაა ექსკლუზივები, ან კიდევ მსგავსი თამაშები განსხვავებული გეიმფლეით. დიდი მოყვარული არც მე ვარ მობილურზე თამაშის, მაგრამ ხანდახან გაერთობა კაცი,
-
nandroid ბექაფი უბრალოდ დაზღვევაა, დაყენებისას რამე პრობლემა რომ წარმოიქმნეს, რექოვერიში თუ შეხვალ აღადგენ ძველ სისტემას ერთი-ორჯერ მიშველა მაგან თავიდან დაფლეშვას რაც შეეხება დაყენების ინსტრუქციას, ზედმიწევნით უნდა მიყვე როგორც მოცემულია კონკრეტული ROM-ის შემთხვევაში როგორც წესი wipe data, wipe cache partition და wipe dalvik cache საჭიროა უმეტესობა შემთხვევაში ახალი რომის დაყენებისას, მე მაგალითად პარტიშენებსაც ვაფორმატებ (უბრალოდ ფორმატი და არა რეპარტიშენინგი), მაგრამ კიდევ გიმეორებ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიყვე მოცემული რომის ინსტალაციის ინსტრუქციას და უნდა წაიკითხო სავარაუდო რისკებზე (როგორც წესი წერია ხოლმე აღწერებში)
-
თუ ROM-ს ვერ ირჩევ, დაფლეშე ბოლო ოფიციალური ბილდი
-
არსწორ თემაში რომ დაწერე ეგ მიგითითე, თემის შინაარსს არ შეესაბამებოდა ეგ პოსტი, სადაც შეგიძლია ნახო თვითონ კი დაგიწერე
-
კომპიდან მაგ პარტიშენზე წვდომა არ გექნება არაფრით. ტელეფონი უნდა დარუთო და დააყენო root explorer (საუკეთესო ვარიანტია ჩემი აზრით), ან კიდევ სხვა მსგავსი, მაგალითად es file explorer ან x-plore (ოღონდ ამათ სეთინგებიდან უნდა ჩაუთო root წვდომა.
-
ეს არის ფავორიტი პროგრამების თემა და არა პროგრამების მოთხოვნა, თავადაც შეგიძლია მოძებნო 4pda.ru-ზე ან apkmania.com-ზე, თუ ვერ ნახე მერე გახსენი ცალკე თემა.
-
გაიხარე, მარა მაინც ჩემს ჭკუაზე მოყვანა მირჩევნია, დღეს ინტენსიურად ვიყენებ და კმაყოფილი ვარ.
- 119 replies
-
- ქართული
- კლავიატურა
-
(and 8 more)
Tagged with:
-
ხო, საქართველოს არ აქვს ცალკე სერვერი სამწუხაროდ ეგ ge სხვა რამეს ნიშნავს ალბათ
