Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8147
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. მეორე თემა რაღატომ გახსენი? იხურება ავტორის თხოვნით გავხსენი ეს თემა და გადავიტანე დახმარების განყოფილეაში მეორე წავშალე
  2. ახალი გაჟონილი LSC ROM გამოჩნდა Android 4.1.2 ვერსია, მეორე დღეა მიყენია და მშვენივრად მუშაობს, იარლიყები LockScreen-ზე რაც წინა ROM-ში არ მუშაობდა, აქ არის, ასევე მუშაობს რადნოი SIP კლიენტიც, დავაკონფიგე MyPhone.ge და ხმის ხარისხი გაცილებით უკეთესი აქვს ვიდრე myphone.ge-ს აპლიკაციას Samsung Keyboard-ზე ქართულ განლაგებაში ერთი შეცდომაღა დარჩა: ღ-ს ნაცვლად ლ-ს წერს, ერევათ ეტყობა კორეელ პროგრამისტებს ქართული ანბანი , თუმცა Android Keyboard-ში ყველაფერი კარგად მუშაობს სავარაუდოდ ყველა Android 4.2-ს ექნება ქართული რადნოი კლავიატურა
  3. CWM-ში შესვლა იცი როგორ უნდა? ხმის აწევის ღილაკი + Home ღილაკი + ჩართვა/გამორთვის ღილაკს უნდა დააჭირო ერთდროულად სანამ არ გაითიშება და ჩაირთვება თავიდან შეხვალ CWM-ში, ეგ დაახლოებით PC-ს BIOS-ის მსგავსია მანდ არის Install Zip განყოფილება, აირჩევ Install ZIP-ს, შემდეგ Install From Internal ან External SDCard-ს (იმის მიხედვით სად გაქვს საინსტალაციო ROM შენახული თუმცა მანამდე საჭიროა Wipa/Factory Reset-ის გაკეთება, Advanced-ში Wipe Dalvik Cache და Wipe Cache Partition-ის გაკეთება თუმცა ფრთილად უნდა იყო, უნდა გეყენოს უსაფრთხო კერნელი და CWM brickbug რომ არ დაგემართოს საიდანაც ROM-ს გადმოწერ, იქვე იქნება დეტალური ინსტრუქციები, Youtube-ზეც შეგიძლია ვიდეოები ნახო როგორ უნდა Samsung-ებზე ZIP-ის დაფლეშვა, ტელეფონი კი დარუთული უნდა იყოს თავისთავად
  4. კი შუშლის, ორი ანტივირუსი ერთ კომპზე უარესია, ჯობს საერთოდ არ გქონდეს
  5. მაშინ სხვა კომპზე ცადე ისე, მაგ კომპზე სხვა USB მოწყობილობები (ფლეშკა, კლავიატურა, მაუსი, ვებკამერა) მუშაობს ნორმალურად?
  6. კარგი, დავხურავ მაშინ თუ პრობლემა მოგვარდა
  7. აუ ვერ შევამოწმე, ჩემს ROM-ზე Kies Air არ მუშაობს კარგად
  8. საჭიროა ქართულის მხარდაჭერის გააქტიურება: აქაა ინსტრუქცია XP-სთვის (Vista/7/8-ში ავტომატურადა აქტიური) http://fonts.ge/ka/tutorials/312/ მანდვე ნახავ ინგლისური განლაგების ქართული კლავიატურის ინსტალაციის ინსტრუქციებს მე მაგალითად ILKBD2-ს ვიყენებ P.S: მსგავსი შეკითხვები ბერ თემაში იყო, საკმარისი იყო მოგეძებნა ვხურავ ამ თემას
  9. სხვა კომპზე ცადე, ან იგივე კომპზე სხვა USB პორტში
  10. არ არსებობს პროგრამა, რომელიც ერთი კლიკით "გატეხავს" WiFi პაროლებს ამისთვის სპეციფიური ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო, რაც მთლად კანონის ფარგლებშიც არ ჯდება ასე, რომ აზრი არ აქვს მასეთი პროგრამის ძებნას თემას ვხურავ
  11. იმისდა მიხედვით თუ როგორია ლიცენზირების ტიპი, შესაბამისია "გატეხვის" ტიპიც, ყველაზე მარტივები: Win2k/XP- ამათთვის არის ე.წ "Genuine" სერიალები, რომელიც ინსტალაციისას შეგყავს და ვსიო, ეგაა თუნდაც ორიგინალი დისკიდან დააყენო, ან თუნდაც მისი მოპარული ასლიდან ვერანაირ განსხვავებას ვერ იპოვი რაც შეეხება Windows 7-ს, Windows Loader ახდენს რამდენიმე სისტემური ფაილის შეცვლას და უკეთებს OEM აქტივაციას, ანუ Microsoft-ს ჰგონია, რომ შენ კომპი იყიდე მწარმოებლის (და არა მაღაზიის) მიერ მოყოლებული Windows-ით OEM ვერსიებს თავისი აქტივაციის მექანიზმი აქვს: 1. BIOS-ში uუნდა იყოს ე.წ SLIC Table ჩანაწერი და ასევე სისტემაში დაყენებული მისი შესაბამისი სერთიფიკატი სერიული ნომრით (ეს სერიული ნომერი კი არაა უნიკალური, ერთი სერიულით ააქტიურებენ ყველა Windows-ს (ოEონდ შესაბამის ვერსიებს) OEM მწარმოებლები) სერთიფიკატი და სერიული პრობლემა არაა, მაგრამ აი BIOS-ში SLIC Table-ს ჩასმა არც ისე მარტივია, უბრალოდ Windows Loader აყენებს სერთიფიკატს და სერიულს და სისტემას ატყუებს, რომ BIOS-ში არის SLIC Table, თუკი BIOS-ში მართლაცაა SLIC Table, მაშინ მხოლოდ სერთიფიკატი და სერიული ყენდება, ამ შემთხვევაში კი აბსოლუტურად არანაურუ განსხვავება არაა ორიგინალ და მოპარულ ვინდოს შორის... არის მეთოდები, რომ ჩვეულებრივი BIOS-ის მოდიფიცირება მოხდეს ისე, რომ მასში ჩასვა SLIC Table, მერე დააყენებ სერთიფიკატს და სერიულს გინდ ხელით დააყენებ და გინ ლოადერით და Microsoft-ისთვის არანაირი განსხვავება არაა Win8-ზე კი "სკაიპით" ანუ ტელეფონით აქტივაციისას Genuine სერიალი გამოიყენება, როგორც XP-ს შემთხვევაში, ცოტა გართულებულია უბრალოდ პროცედურა, XP-ს არ სჭირდება აქტივაცია, Win-8-ს კი სჭირდება და თან ავტომატურად არ გადის, აი ტელეფონით აქტივაციას კი გადის ჯე-ჯერობით, ასე რომ მაგ მეთოდით გააქტიურებულს "ნაკლს ვერ უპოვნი" რაც შეეხება KMS აქტივაციას, მანდ სისტემაში ყენდება ლოკალური KMS სერვერი და სხვადასხვა ფაილები, რისი პოვნაც შესაძლებელია (მაგ Office 2010-ის აქტივაციისას აკეთებს პაპკას "AutoKMS" C:/Windows პაპკაში... ზოგადად, გინდ ლეპტოპზე, გინ PC-ზე თუკი მწარმოებლის Windows აყენია, მას აქვს სტიკერი შესაბამისი Windows-ის ლოგოთი და კიდევ ერთი სტიკერი სერიული ნომრით ნუ თუკი კომპ მაღაზიაში ააწყობინე კომპი და იყიდე ლიცენზირებული windows-ის დისკი მაგ შემთხვევაში შეიძლება არ ჰქონდეს სტიკერი
  12. ხო, თუკი ვინდის გადაყენებამდე ჰქონდა ენკრიპცია გაკეთებული(და როგორც ჩანს მასეა), შანსი არა გაქვს რომ მოხსნა, ასე რომ დაივიწყე ეგ ფაილები, უბრალოდ წაშალე
  13. ყოველთვის მასეა? მე 2.2 ვერსიასაც ვხმარობ და ბოლო ვერსიასაც და მსგავსი პრობლემა არ დამიფიქსირებია, თუკი მაგალითად იმ დროს როცა დააპაუზებ ინტერნეტს იყენებ ინტენსიურად (მაგ იუტუბზე უყურებ HD ვიდეოს) და მერე გააგრძელებ, utorrent-ს ასე ვთქვათ ინტერნეტის ნაკლები რესურსი ხვდება, ამიტომ ცადე ყველა ბრაუზერის, ან სხვა დაუნლოადის გათიშვა და რო კრიბავს სიჩქარეს მერე ჩართე რაც შეეხება სხვადასხვა კლიენტების სიჩქარეების შედარებას რადიკალური განსხვავება ნამდვილად არ არის, ყოველ შემთხვევაში ჩემთან utorrent-საც და ბიტკომეტს არანაირი განსხვავება არ ქონია გადმოწერის სიჩქარეში არც არასდროს დამმართნია რომ ფაილი გაფუჭებულიყოს, კვირაში მინიმუმ 50 გბ-ს ვაკაჩავებ...
  14. ოფიციალურის ყიდვა თუ გინდა 50 ლარი ღირს კომპ მაღაზიებში (ალტა, ივერსი) კაკრაზ 2 კომპისთვის 1 წლიანი გასაღები
  15. ყველაზე დიდი რესურსი შენი ტელეფონისთვის აქაა:-ში ნახავ სამსუნგის ROM-ებთან ახლოს მდგომ ვერსიებს, ან მათ მცირედ მოდიფიცირებულ ვარიანტებს რაღა დროს ICS, უკვე JB არის გამოსული, http://forum.xda-developers.com/forumdisplay.php?f=1055 Galaxy S II Android Development თუმცა ბევრი აქებს AOKP/ CM-10 ROM-ებსაც, რომელსაც Original Android Development განყოფილებაში ნახავ, ისინი არ გავს Samsung-ის ROM-ებს ოღონდ ყურადღებით იყავი, ზუსტად შენი მოდელისთვის აირჩიე ROM, ზედმიწევნით მიყევი ინსტრუქციებს რომ არ გააფუჭო რამე ;)
  16. სამსუნგის მფლობელებო! Kies-ის ახალი ვერსია გაცილებით სწრაფია ასე რომ განაახლეთ თუ იყენებთ
  17. არა Application Manager-ში ნახეთქო, internal storage და system სხვადასხვაა ქვემოთ უნდა ეწეროს რამდენი არის დაკავებული და რამდენია თავისუფალი (ან Root Explorer ან მსგავსით ნახე System რამდენია) კეშები არ იწერება სისტემურ პარტიშენზე, უმეტესობა პროგრამებიც არ წერს მონაცემებს მანდ...
  18. გაუმარჯოს, მაქვს ასეთი პრობლემა, მიჭირს ტელეფონის დატენვა, თავისი ადაპტერითაც ვცადე, კომპზე/ლეპტოპზე შეერთებითაც, მანქანის დამტენიც, ხან უპრობლემოდ იტენება, ხან კიდევ პირიქით-აკლდება (არადა აჩვენებს რომ იმუხტება) ასევე ემართება გამორთულ მდგომარეობაშიც, თვითონ ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობა არ შეცვლილა, როგორც ადრე ძლებდა იგივეა თითქმის, მტვერი არაა არც microUSB ბუდეში, არც დამტენის თავში, სადღაც წავიკითხე კონტაქტები "ირყევა" როცა ხშირად აერთებო... შეიძლება ამის ბრალი იყოს? სერვისში მინდა მივიტანო და რამე სისულელე არ მითხრან იქ...
  19. საერთოდ არაა რეკომენდირებული ხშირად 0%-მდე დაცლა და 100%-ზე დატენილზე შეერთებული გაჩერება (კი აქვს უმეტესობაც დამცავები, მაგრამ მაინც) ჯობს შეინარჩუნო 10-98%-ის ფარგლებში, მაგალითად 45% თუა ნუ დატენი თუ გაქვს საშუალება მაშინ დატენე როცა 15%-ზე ქვემოთ ჩამოვა,
  20. ეგ შიდა მეხსიერებაში არ ყენდება, სისტემურ პარტიშენზე ყენდება, ნახე Application-ში სეთინგებიდან რამდენი გაქვს თავისუფალი, თუ საკმარისი არაა, რამე უნდა წაშალო, თუ არის მეხსიერება სხვა რამის ბრალია ე.ი
  21. შესაძლოა USB არ გაქვს სწორად მომზადებული, CD-დან ცადე, ან თავიდან მოამზადე ჩამტვირთავი USB, ესეც ნახე: http://forums.mydigitallife.info/threads/29649-WinUSB-Maker-The-Windows-Setup-to-USB-Solution უბრალოდ ფაილების კოპირება არ გახდის დისკს ან USB-ს ჩამტვირთავს, საჭიროა ე.წ ბუთ სექტორი, რომელიც არ კოპირდება ჩვეულებრივი ფაილების გადატანა/გადმოტანით
  22. Avidemux და VirtualDub მშვენიერი სამონტაჟო პროგრამებია არაპროფესიონალებისთვის ოღონდ კოდეკებს მიაქციე ყურადღება, ან უბრალოდ Direct Stream Copy მოუნიშნე, Video და Audio კოდეკებში თორემ არაკომპრესირებულ ფორმატშიინახავს რასაც ძალიან დიდი ადგილი მიაქვს
  23. მაგას ჩვენ ვერ ვცვლით ვხურავ
  24. მოგწერე წინა თემაში ლინკები არაა საჭირო 2 თემის გახსნა ამას ვხურავ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.