ვერტიკალური სინქრონიაცია და არა "ვირტუალური"
ზოგადად ტვირთავს ეგ კარტას, ეგ ტექნოლოგია ცდილობს თამაშის კადრების სიხშირე დაამთხვიოს მონიტორის განახლების სიხშირეს (მონიტორის ჰერცს), რაც გამოსახულებას უფრო "მყარს" ხდის, აღარ აქვს ჰორიზონტალური ხაზები მაღალი FPS-ის დროს, როგორც წესი თუკი FPS 60-ზე მაღალია, ვერტიკალური სინქრონიზაცია ზღუდავს 60-ზე მეტი კადრის ჩვენებას წამში
ერთი მაინტერესებს, FPS 60 თუ ჰქონდა როგორ ჭედავდა? როგორც წესი თამაში "ჭედავს" თუკი FPS 25-ზე დაბალია, ისიც თუკი ოპტიმიზაცია კარგი აქვს, შეიძლება დიდად არც დაეტყოს, ზოგ თამაშს 15-20 FPS-ზეც მეტნაკლებად უწვალებლად ითამაშებ.
დაბალ FPS-ს რაც შეეხება, დაწერე ლეპტოპის მოდელი და რომელი Windows გიყენია და რამდენ ბიტიანი
განსაკუთრებით ლეპტოპების შემთხვევაში თუკი RAM 4gb-ია უკვე 64 ბიტიანი დააყენო ჯობს...