Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8147
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. გაგვიზიარე ჩვენც თუ საიდუმლო არაა
  2. ნუ კამათობთ როგორც ვხვდები გულისხმობდა იმას, რომ Paypal უკვე ოფიციალურადაა საქართველოში და აღარაა ზედმეტი მაქინაციები საჭირო ebuy-დან ნივთის ჩამოსატანად თუმცა ზოგს კრედიტკარტა არ აქვს, ზოგს არ უნდა დაარეგისტრიროს paypal-ზე, ან სხვა რამე მიზეზის გამო შეიძლება გამოიყენოს სხვისი სერვისი,
  3. მადლობა დიდი ყველას, არ ვაჯეილებ, არაფერში სჭირდება ვისიცაა, რაც უნდოდა ჩავუწერე უკვე, ე.ი განახლება მოჟნა, კლავიატურის დაყენებაც მივხვდი დაუჯეილებლად, მაგრამ თუ სწორად ვხვდები, ჯერ უნდა დავააპდეითო და მერე გავაკეთო ქართული კლავიატურა, თორემ დააპდეითებული სავარაუდოდ დააბრუნებს საწყის ნასტროიკებს ოფ. განახლებები იმედია არ იწვევს გარანტიის გაუქმებას (2 წლიანი გარანტია მოყვაო)
  4. გაიხარეთ, არ დავააპდეთებ, გრადუსებზეც გადავიყვანე, ქართული კლავიატურაღა დარჩა, არის შანსი? ჯეილბრეიკის გარეშე?
  5. ახლობელმა იყიდა iPhone 5 (პეკინზე iPhone+-ში) ექაუნთი კი გავუკეთე და FB/Instagram/GoogleMas გადმოვუწერე, მაგრამ რამდენიმე რაღაც კიდევ მაინტერესებს 1. მოყვება iOS 6.1.2, გამოსულია აპდეითი 6.1.3 და უსაფრთხოა დააპდეითება? ან ღირს საერთოდ? 2. ქართული კლავიატურის დაყენება ჯეილბრეიქების და ა.შ გარეშე შესაძლებელია? თუ შეიძლება როგორ? 3. ერთეულების გადაყვანა: ამინდი აჩვენებს ფარენჰეიტებში და მინდა ცელსიუსებში აჩვენოს, Settings/General/International-ში დავაყენე საქართველო, მაგრამ არ შეუცვლია, უბრალოდ თარიღს და დროს აჩვენებს ქართულად, შეიძლება იმპერიული ერთეულების (ფარენჰეიტი, მილი) მეტრულზე გადაყვანა? (ცელსიუსი, კილომეტრი)
  6. Win 7 გაქვს? წესით არ უნდა დასჭირვებოდა, რადგან Win7-ს მოყვება Net Framework 3, ჩასართავად შედი Control Panel/Programs and Features მერე ჩართე ასე: თუ არაა ეგენი, ჯერ Windows Update გააკეთე ან ისე გადმოწერე და დააყენე Net Framework 3.5: http://www.microsoft.com/en-us/download/details.aspx?id=21 თუ WIn8 გაქვს, მიყევი ამ ინსტრუქციას Nეტ Fრამეწორკ 3.5-is dasayeneblad http://msdn.microsoft.com/en-us/library/hh506443.aspx
  7. მხოლოდ დაჭრა თუ გინდა Avidemux ნახე, უფასოა და კარგადაც მუშაობს, დამწყები სამონტაჟო საქმისთვის გამოდგება, უბრალოდ არ დაგავიწყდეს Video და Audio კოდეკებში Copy- მიუთითო თავიდან რომ არ გადააკოდიროს
  8. არა, Net Framewrk 2.0 უნდა: http://www.microsoft.com/en-us/download/details.aspx?id=1639
  9. ზურა, მადლობა გაიდისთვის! ერთი შეკითხვა მაქვს VAT-ზე და შიპინგზე, როგორც თქვი როცა ექსპორტს აკეთებ, 18% შეგიძლია უკან მოთხოვო, მაგრამ ვის უნდა მოთხოვო უკან? მე მაგალითად ამას წინათ პრაღაში ვიყიდე ფოტოაპარატის ლინზა დაახლოებით 200 ევროდ, გამიფორმეს TAX Free საბუთები და მითხრეს რომ EU-ს ზონის დატოვებისას შესაბამის პუნქტში შეგიძლია თანხა უკან მოითხოვოო, უკან (საქართველოში) შტუტგარტიდან ვბრუნდებოდი, აეროპორტში მივიტანე საბაჟოზე, იქაც გადაამოწმეს საბუთები და დაარტყეს ბეჭდები რომ ნამდვილად გამქონდა და გამიშვეს ბანკში მოითხოვე ფულიო, ბანკებში კი რაც აეროპორტში იყო უარი მითხრეს მხოლოდ გერმანიის ტერიტორიაზე ნაყიდ ნივთებზე ვარბრუნებთ VAT-სო, ნუ შემეძლო ეს საბუთები პრაღაში გამეგზავნა და ჩემი ძმა აიღებდა იქ ფულს მარა არ ღირდა წვალებად, თან ჩეკიც მაწყობდა რომ მქონოდა და დავიკიდე, ნუ ასე იყო როცა ხელზე ნაყიდი ნივთი მე თვითონ მომქონდა, მაგრამ როცა ელექტრონული ტრანსფერი ხდება ინტერნეტ-მაღაზიაზე VAT-ს ეგრევე მიკლებენ (თუ საქართველოს მისამართზე აგზავნიან რა თქმა უნდა) თუ სადმე სხვას უნდა მოვთხოვო? EU-დან გასაგებია რომ VAT-ს გიბრუნებენ, ამერიკიდანაც ასეა? Amazon-იდანაც აბრუნებენ? მეორე საკითხია შიპინგი, ამაზონიდან მაგალითად შუამავალი კომპანიებით ჩამოტანა 8 დოლარი ღირს დაახლოებით კილოგრამი, ხოლო პირდაპირ საქართველოში გამოგზავნა გაცილებით ძვირია ხოლმე, მაგრამ ჩვენთან 300 ლარზე ძვირ ნივთს განბაჟება უნდა, ამიტომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ღირდეს ამერიკული VAT დააკლდეს და შიპინგში მეტი გადაიხადო, ვიდრე ამერიკულ მისამართზე გააგზავნო და იქედან 8 დოლარად წამოიღოს კილოგრამი შუამავალმა. EU-დან საქართველოში რომელი შიპინგ კომპანიაა საუკეთესო გეცოდინება შენ, FedEX და DHL კარგია, მაგრამ ძვირია, ერთი ჩეხური ონლაინ მაღაზიაა ძალიან კარგ ფასებში აქვთ ელექტრონული ტექნიკა, იქ რომ რამე შევიძინ პეიპალით როგორ ავირჩიო შიპინგი? შემიძლია იგივე PayPal-ში დავამატო ჩემი ძმის პრაღის მისამართი, მაგრამ იმან რომ გამომიგზავნის იაფად არის რამე კომპანია მაგისთვის? თორე ამასწინათ დაახლოებით 15 დოლარის შეკვეთა გავაკეთე ანდროიდის აპლიკაციიდან და მერე 2 თვე ველოდე შიპინგს, საქართველოს ფოსტაში ჩამოვიდა, სელერს მივწერე რეფუნდი მინდათქო და უკვე გამოგზავნილია იქნებ დაელოდოო და ველოდე მერე კიდევ 3 კვირა დაახლოებით
  10. Live Demo Unit ბატარეას აწერია და არა ტელეფონს როგორც ვხედავ, ხოლო ჩვეულებრივი SIM თუ არ წავიდა, შეიძლება Micro SIM უნდა, ჯერ Micro SIM ცადე, მერე თუ მაინცდამაინც შეიძლება რომელიმე ROM-ზე გადაფლეშო ისე, Settings/About Pgone-ში შედი და დადე სკრინი
  11. კომპზე ანტივირუსი დააყენე რამე აუცილებლად გათიშე მერე კონტროლ პანელიდან აუტოფლეი, შეაერთე ფლეშკა და დააფორმატე სულ ესაა
  12. მიწერია წინა გვერდზე ერთ-ერთ პოსტში
  13. თემა გადამაქვს დახმარების ქვეგანყოფილებაში ავტორს ვორნი არასწორ განყოფილებაში გახსნისთვის წაიკითხეთ წესები თემის გახსნამდე ფოტოშოპის ნებისმიერ ვერსიას კი იპოვი ქართულ ვარეზებზე (gog.ge, avoe.ge, file.ge დაა.შ)
  14. ხო მაგრამ პატარა ზომაში დიდი სიმძლავრის ჩატენვა პრობლემურია, + ბატარეას რას უზამენ, პატარა ზომის ბატარეას მცირე სიცოცხლის ხანგრძლივობა ექნება მითუმეტეს მძლავრ აპარატურაზე
  15. კი, navitel-ის 7ways ვიყენებდი, მარა ოსმანდი ჯობდა აშკარად, საქართველოს რუკა იყო (უფრო სწორად სხვა რუკებიც მიდის მაგაზე) მარა ახვრებს ოსეთი და აფხაზეთის რუკები ცალ-ცალკე აქვთ
  16. ccleaner-ით გაწმინდე კომპი მთლიანად და ცადე
  17. რა გითხრა, როგორც R2-ის შემთხვევაში ეგეც გაუმჯობესებული ბირთვით იქნება
  18. ეგ არის MacOSX-ის საინსტალაციო ფაილი, windows-ზე არც აქვს აზრი გახსნას
  19. არაფერს, იმედია დაგეხმარეთ! ისე, მადლობა ამაზე დაჭერითაც შეიძლება
  20. zV1-მა რომ ლინკი მოგცა ეგ არის Note 2-ის ფორუმი XDA-ზე, მანდ ნახავ ROM-ებსაც და ინსტრუქციებსაც ისე, დარუთული თუ გაქვს მარტივია, გადმოწერ შერჩეულ ROM-ს zip ფორმატში, ჩაწერ externalSD-ზე, შემდეგ ჩაიტვირთები Recovery Mode-ში და იქედან ჯერ Factory Reset, შემდეგ კი Wipe data, Wipe cache, Wipe Dalvik cache, შემდეგ კი installZip from sdcard, აირჩევ გადმოწერილ zip ფაილს თუ გინდა ის შეინახო რაც გიყენია,სანამ ამ ყველაფერს გააკეთებ, ჯერ Backup გაუკეთე ერსებულს Samsung-ის ოფიციალურ ROM-ებზე დაფუძვნებულ ROM-ებს თემის სათაურში უწერიათ XXDMC3 მაგალითად (ანუ ოფიციალურ xxdmc3-ზეა დაფუზვნებული) აღწერაშიც უწერიათ რა თქმა უნდა ეს და ასევე ინსტალაციის ინსტრუქციები
  21. მერე შეგიძლია ოფიციალური ROM დააყენო ისევ, ან სანამ ახალ ROMს დააყენებ, CWM-იდან ბექაფი გაუკეთე მაგ ოფიციალურ დარუთულ ROM-ს და მერე აღადგენ ისევ ისე, Note 2-ზე გირჩევ დააყენო Samsung-ის ROM-ზე დაფუძვნებული rOM და არა CM, AOSP, AOKP თუ PA რომი, მე ვსინჯე ჩემს Note-ზე და არ მომეწონა ფერები განსაკუთრებით, ასევე არა Samsung-ისეულ ROM-ებში სტილუსის სიზუსტე ვერაა მთლად კარგი და აღარ გაქვს S-Note, S-Memo, S-Planner-ის გამოყენების საშუალება...
  22. თუ Live CD გადმოწერე (iso ფაილი) ჩაწერე CD-ზე (Ultra ISO-თი ან მსგავსი პროგრამით, როგორც Windows-ის iso ფაილს წერ ისე) თუ Live USB, მაშინ exe ფაილია, უბრალოდ გაუშვი და მიუთითე USB რომ ჩაიწეროს (სასურველია ცარიელი, ან კიდევ ჩაწერისას რომ დააფორმატოს მიუთითე) შემდეგ უნდა გარაარესტარტო კომპი და ჩაიტვირთო CD-დან ან USB-დან (როგორც Windows-ის ინსტალაციისას) გამოსულ ფანჯარაში აირჩიე სასურველი ენა (რუსული ან ინგლისურის ვარიანტებია) გრაფიკულ რეჟიმში რომ დამთავრდება ჩატვირთვა, გამოვა სკანერის პროგრამა, დანარჩენს შენითაც მიხვდები, სკანირებას დრო უნდა (გააჩნია ფაილების რაოდენობას და კომპის სიმძლავრეს) რომ დამთავრდება ვირუსებს (წითლად იქნება მონიშნული) Remove მიეცი (წინასწარაც შეიძლება სეთინგებიდან მიუთითო რომ წაშალოს ავტომატურად, თუმცა ყოველთვის ჯობია გადაამოწმო ხელით)
  23. დაგუგლე dr.web live cd ან Live usb უფასოა ორივე
  24. ზუსტად მაგ საკითხზეა ეს თემა: p.s: წერე ქართულად
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.