Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8149
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. ფორუმზე ბევრ თემაშია საუბარი თუ როგორ უნდა ჩაიწეროს Windows-ის ესა თუ ის ვერსია DVD დისკსა თუ ფლეშკაზე, გამოცდილ იუზერებს თავიანთი ფავორიტი მეთოდები აქვთ, თუმცა ნაკლებად გამოცდილი მომხმარებლებისთვის მინდა დავწერო მაქსიმალურად მარტივი ინსტრუქცია თუ როგორ ჩავწეროთ Windows 7 (და შემდგომი) ოპერაციული სისტემების ასლები DVD დისკზე თუ ფლეშკაზე. ამისათვის გამოვიყენებთ Microsoft-ისვე პროგრამას Windows 7 USB/DVD Download tool. (W7UDDT შემოკლებით) სახელის მიუხედავად პროგრამა მუშაობს Windows 7 და ყველა შემდგომ ვერსიებთან, კერძოდ Windows 7, Windows 8, Windows 8.1(32 X86 და 64 X64 ბიტიან ვერსიებთან); ასევე სერვერულ ოპერაციულ სისტემებთან. რა დაგვჭირდება: თვითონ პროგრამა: გადმოწერა (ალტერნატიული ბმული) Windows-ის საინსტალაციო დისკის ციფრული ასლი, ე.წ "იმიჯი" *.iso ფორმატში. ახალი (ცარიელი) DVD დისკი, ან ფლეშკა მინიმუმ 4 გბ ზომის.* * WIndows 8.1 with Update 1 64 Bit არ ეტევა 4 გბ-იან ფლეშკაზე მივყვეთ დაწვრილებით, Windows 7 USB/DVD Download Tool პატარა პროგრამაა, მისი გადმოწერა და ინსტალაცია არ წარმოადგენს რაიმე სირთულეს, ამიტომ არ განვიხილავ დაწვრილებით, პროგრამა თავსებადია Windows XP-დან დაწყებული ყველა Windows-თან. Windows-ის საინსტალაციო შეგიძლიათ გადმოიწეროთ ჩვენი ფორუმიდან: ; http://www.overclockers.ge/index.php?/topic/3667-windows-7-ultimate-with-service-pack-1-x64-x86-dvd-msdn/, მოერიდეთ არაორიგინალი ასლების გამოყენებას, მაგალითად ისეთების სადაც 32 და 64 ბიტიანი Windows-ები გაერთიანებულია ერთ დისკზე (შესაძლოა პროგრამამ ვერ აღიქვას სწორად) ცარიელი DVD დისკის შოვნა პრობლემას არ წარმოადგენს, 50 თეთრიდან იწყება მისი ფასი სხვადასხვა მაღაზიებსა თუ სუპერმარკეტებში, რაც შეეხება ფლეშკას, მისი ზომა როგორც ავღნიშნე უნდა იყოს მინიმუმ 4 გბ, ასევე Windows-ის ფლეშკაზე ჩაწერისას მასზე არსებული ყველა ფაილი წაიშლება! ამიტომ თუკი საჭირო ინფორმაცია გიწერიათ ფლეშკაზე, დროებით სადმე გადაწერეთ, ასევე რეკომენდირებულია ფლეშკის დაფორმატება Windows-ის ჩაწერამდე, თუმცა არაა აუცილებელი, ამას თვითონ W7UDDT-ც აკეთებს. მოკლედ, ჩადეთ DVD დისკამძრავში, ან შეაერთეთ USB ფლეშკა და დავიწყოთ ჩაწერა: გახსენით W7UDDT: დააჭირეთ Browse ღილაკს და მიუთითეთ ჩასაწერი ISO ფაილი და დააჭირეთ Next ღილაკს იმისდა მიხედვით დისკზე წერთ თუ ფლეშკაზე, დააჭირეთ USB Device ანდა DVD: USB Device არჩევის შემთხვევაში შემდეგ ფანჯარაში უნდა შეარჩიოთ სასურველი ფლეშკა და დააჭიროთ Begin copying (თუ მხოლოდ ერთი ფლეშკაა შეერთებული კომპზე, არჩევაც არ დაგჭირდებათ): თუკი ფლეშკაზე ფაილები წერია, გამოვა შეტყობინება, რომ ისინი უნდა წაიშალოს, დააჭირეთ Erase USB Device (ყველა ფაილი წაიშლება ფლეშკაზე) დაელოდეთ სანამ ჩაწერა დასრულდება DVD-ს შემთხვევაში კი პირდაპირ დაიწყებს დისკზე ჩაწერას სულ ესაა, მზადაა საინსტალაციო დისკი თუ ფლეშკა. ხო, თუ ვინმეს გაუჩნდება შეკითხვა პროგრამა არაა თავსებადი Windows XP ან უფო ძველ ოპერაციული სისტემების იმიჯებთან! Windows XP-ს (და შემდგომი Windows-ების) იმიჯის ფლეშკაზე ჩასაწერად გამოიყენეთ RUFUS
  2. http://www8.hp.com/us/en/drivers.html აქ ჩაწერე მოდელი და აირჩიე OS და გადმოწერე დრაივერები რომელიც გინდა ერთი პატარა პრობლემაა, HP-ს ლეპტოპების ერთი და იგივე მოდელებშიც შეიძლება სხვადასხვა კონფიგურაცია იყოს, ამიტომ მაგალითად Wifi-სთვის სამი სხვადასხვა ფირმის დრაივერი (Intel, Atheros, Broadcom) იდოს, ამ შემთხვევაში, ცდის და შეცდომის (Trial and error) მეთოდით უნდა ნახო რომელი დრაივერი გჭირდება (და დაიმახსოვრო სამომავლოდ) ან თვთონ ლეპტოპზე ნახო წარწერები, სადაც შეიძლება ეწეროს თუ რომელი ფირმის wifi ანტენა უყენია
  3. ზუსტად ვერ გავიგე, ეგ Mantle სრულყოფილი გრაფიკული ბიბლიოთეკაა თუ უბრალოდ ვიდეოკარტის და დრაივერის ნავაროტკა? როგორც Nvidia-ს Physx და ახალ დრაივერებში დამატებული adaptiuve Vsync და ახალი ტიპის AA? რაღაც მეეჭვება Windows-ზე თამაშმა DX ბიბლიოთეკა არ გამოიყენოს, მასე მზადაა OpenGL ბიბლიოთეკები თანაც კროსპლატფორმული, მაგრამ თამაშებში ძალიან იშვიათად იყენებენ (ერთი CS მახსოვს მე პირადად სადაც OpenGL შეგეძლო გამოგეყენებინა და არა Direct3D) სირთულის გამო მხოლოდ CG გრაფიკაში და სხვადასხვა გრაფიკულ რედაქტორებში იყენებენ, თორემ ფუნქციები და შესაძლებლობები თეორიულად მეტი აქვს ვიდრე DX-ს გააჩნია როგორ მიუდგება AMD საქმეს, ეგ ტექნოლოგია მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ თამაშებში თუ იმუშავებს დიდი ვერაფერი ხეირია, თუმცა კარგია ის ფაქტი, რომ AMD მუშაობს დრაივერების გაუმჯობესებაზე, ყოველთვის მისი სუსტი წერტილი იყო
  4. მაშინ იმ ერთი კომპის აპარატურული პრობლემაა უფრო დაწვრილებით თუ აღწერ იქნებ მივხვდეთ რაშია საქმე Sent from my GT-N7000 using Tapatalk
  5. პირველ რიგში მაგ ლეპტოპზე სასტიკად არ გირჩევ xp ს დაყენებას, როგორც ჩანს შედარებით ახალი ლეპტოპია და შესაძლოა xp სთვის ყველა დრაივერი არც იყოს ჯერ, მოდელის მიხედვუთ ნახე მწარმოებლის საიტზე რომელი windows ია ოფიციალურად მხარდაჭერილი და იქედან აარჩიე, წინასწარ გადმოწერე დრაივერები შესაბამისი os ისთვის. თუკი ლეპტოპს 4გბ ან მეტი ram აქვს დააყენე 64 ბიტიანი სისტემა როგორც ვხვდები არჩევანი გექნება გასაკეთებელი windows 8 (8.1) და windows 7 ს შორის, მათი დრაივერები ურთიერათ თავსებადია როგორც წესი, მთავარია 32 და 64 ბიტიანების არ აგერიოს. Windows 7 და Windows 8.1 გადმოსაწერ ლინკს ნახავ windows ის ვერსიების განყოფილებაში, ინსტრუქციების განყოფილებაში ნახავ დეტალურ ინსტრუქციებს თუ როგორ ჩაწერო დისკზე თუ ფლეშკაზე და როგორ დააყენო და გაააქტიურო Sent from my GT-N7000 using Tapatalk
  6. ძირითადი განსხვავება რაც 64 და 32 ბიტიანშია და რასაც ჩვეულებრივი მომხმარებელი ხედავს ეს ram ის აღქმაშია განსხვავება, მეტი ram ით უფრო სწრაფად ასრულებენ პროგრამები შესაბამის გამოთვლებს, ასევე 64 ბიტიან სისტემას შეუძლია უფრო "დიდ" ციფრებზე მუშაობა, რაც ჩვეულებრივ კომპზე დიდად მნიშვნელოვანი არაა, თუმცა მნიშვნელოვანია სერვერებზე და მეინფრეიმებზე სადაც ხდება რთული მათემატიკური გამოთვლები კიდევ ნატივური "სუფთა" 64 ბიტიანი პროგრამის კოდი თუ პროგრამული კოდი შედარებით რთულია ვიდრე 32 და მითუმეტეს 16 ბიტიან პროგრამულ კოდთან, რაც თეორიულად გამოთვლებისას შედარებით მეტ რესურსს მოუთხოვს, თუმცა მეტი ram ადვილად აკომპენსირებს ამ "ნაკლს" რეალურადაც მაგ თუკი კომპზე აყენია 2 გბ რამი დ შეადარებ მასზე 32 და 64 ბიტიან სისტემებს დიდი განსხვავება არ ექნება წარმადობაში, მაგრამ თუკი 4 და მეტი ram აყენია, 64 ბიტიანი გაცილებით აჯობებს, დღეს უკვე 4 გბ მინიმუმ საოფისე კომპებსაც მოყვება, ასე რომ ჯობს მასზე 64 ბიტიანი დააყენო Sent from my GT-N7000 using Tapatalk
  7. CS4-ის მერე მხოლოდ 64 ბიტიანია ყველა, ამიტომ დააყენე CS4 ან ნაკლები 64 ბიტიანი პროგრამა როგორ უნდა გაეშვას 32 ბიტიანზე არ ვიცი...
  8. დავხურავ თემას თუ მოგვარდა, + გადამაქვს დახმარების განყოფილებაში
  9. ეს ნახე აბა http://www.howtogeek.com/howto/24433/how-to-add-other-languages-to-office-2010/ http://office.microsoft.com/en-us/powerpoint-help/step-by-step-preparing-your-computer-to-type-and-edit-text-in-a-different-language-HA010354271.aspx?CTT=5&origin=HA010354264
  10. რაც პროფილში მიწერია ეგაა
  11. კვირას გავდივარ თბილისიდან, მაგრამ თუ დროზე დავბრუნდი შემოგიერთდებით, მომწერეთ სად და როდის აპირებთ წასვლას
  12. ჩემსაში როგორ გაცვლი?
  13. გუგლის საძიებო ფანჯარაში ჩაწერეთ do a barrel roll
  14. ბევრი სასარგებლო ტექნოლოგია ინჟინრ-გამომგონებლებმა ერთი შეხედვით გამოუყენებელი მოვლენებისგან შექმნეს ვიდეოებში საუბარია ამ კონკრეტული ტენოლოგიის სავარაუდო გამოყენებაზე თუ გაინტერესებს
  15. კი, 64 ბიტიანზე ეშვება 32-იანებიც, ხოლო 32 ბიტიანზე მხოლოდ 32, უფრო სწორად 32 და ქვემოთ მაგ 16 ბიტიანი (თუ ნახავ სადმე) 64 ბიტიან Windows-ში ორი ფოლდერია Program Files-ში დეფაულტად ყენდება 64 ბიტიანი პროგრამები Program Files (X86)-ში დეფაულტად 32 ბიტიანი პროგრამები თუმცა ხელით თუ შეუცვალე არც მაგის პრობლემაა სადაც გინდა ისე დააყენე, უბრალოდ 64 ბიტიანში მაგალითად ორი Windows Media Player და Internet Explorer-ია (32 და 64 ბიტიანი) და დალაგებულია შესაბამის ფოლდერებში დეტალური ინფორმაციისთვის 32 და 64 ბიტიან სისტემებზე ნახე ამ თემას ვხურავ
  16. მიყენია 18.0.1284.68 (სტაბილური) ვერსია არის შესაძლებლობა რომ შევცვალო ქეშ ფაილების ადგილმდებარეობა? C დისკი გადავსებული მაქვს და მინდა სხვა დისკზე ინახავდეს რა უბედურებაა სეთინგები რა მოჭრილია როდის იქნება ადამიანური advanced სეთინგები?
  17. ფაილების პირდაპირი ჩაწერით დისკი აღარ არის ჩამტვირთავი, ამიტომ ვერ იბუთები BIOS-დან, გადმოწერილი ISO ფაილი უნდა ჩაწერო დისკზე როგორც დისკის ასლი და არა მისი შიგთავსი ფაილებად, ამისთვის შეგიძლია გამოიყენო Ultra ISO როგორც გითხრეს, ან Windows 7 USB/DVD Download Tool რაც შეეხება პირდაპირ setup.exe-ს გაშვებას, გიწერს, რომ შენ ახლა გაქვს 32 ბიტიანი Windows და ცდილობ 64 ბიტიანის დაყენებას, რაც ვერ მოხდება, რადგან 32 ბიტიან სისტემაზე 64 ბიტიანი პოგრამები არ ეშვება (Windows-ის ინსტალერი setup.exe-ც 64 ბიტიანია როგორც Windows-ის ვერსია, რომლის დაყენებასაც ცდილობ)
  18. არ აქვს ჩემს მაზერბორდს მაგ ფუნქცია, კვებვის ბლოკის ღილაკიდან ვთიშავ ხოლმე
  19. კეისარი პირველივე შეხვედრისას დავბრიდე, ძაან ცუდი ტონით მელაპარაკებოდა და მაგრად არ მესიამოვნა მონიტორებით რომ გელაპარაკება ეგ რომელია? პირველად მაგას დავეხმარე, და მეორე ჯერზე დავბრიდე და იესმენს ვუჯერებდი, მეორე ვარიანტი მომეწონა უფრო. კაი ტიპია იესმენი ვეცადე მეც კეისრის დაბრედვას, მოვკალი კიდეც, მაგრამ ვერ გამოვაღწიე ცოცხალმა, თუმცა დიდი აზრი არც აქვს, მისი შემცვლელი დადგება ის ვაბშე ფსიქოპატია, ჯერ მე-14ლეველზე ვარ, გადავხედე ენდინგების ვარიანტებს და ისევ იესმენი ჯობია ჯამში, ეგაა ბოლოს NCR-ს უპირისპირდები, ჯერ საიდკვესტებს გავაკეთებ და კომპანიონებს ავიყვან... Sent from my GT-N7000 using Tapatalk
  20. კარგად გვიან დავიწყე ამის თამაში და როგორც პირველმა საშინლად შემითრია ახლა, ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ ვისაც ნათამაშები გაქვთ, იმ მისიაზე ვა პლატინის ჩიპი რომ უნდა დაითრიო და მერე გადაწყვიტო რა ქნა: ვარიანტი 1: დაუბრუნო Mr.House-ს და რაც უნდა ის ქნას (და რა უნდა ვაბშე მაგას?) ვარიანტი 2. ახლა რაზეც გავჩერდი: მოკლა Mr.House და YesMan დააინსტალო სისტემაში, რამაც იდეაში კონტროლი უნდა მოგცეს ყველა დრონზე (არა პირდაპირი რა თქმა უნდა) ვარიანტი 3: მოკლა Mr.House და კეისარს უპატაკო (მაგრად არ მევასება ეგ ტიპი ისე მაგარი გარეკილია) ახლა რაც შეეხება დიდ პოლიტიკურ თამაშს, ორი ძირითადი ფრაქციაა NCR და ლეგიონი ლეგიონერები მაგრად არ მევასება და მუსრს ვავლებ (გარდა იმ მისიისა პლატინის ჩიპი რომ დავითრიე, ბრძოლითაც შეიძლებოდა იდეაში მარა მარტო ძალიან გამოჭირდებოდა) NCR მეტ-ნაკლებად მომწონს, ხალხს ხალხად აღიქვამენ, იცავენ, მართალია თავისი ტერიტორიული ინტერესები აქვთ, მაგრამ ჯარისკაცები და ოფიცრები კარგი მასტები არიან ფსიქოპატი ლეგიონერებისგან განსხვავებით ბანდა/ტომებს რაც შეეხება, ერთადერთი რაც წინა Fallout-იდან მომწონდა "რკინის საძმოა" ჯერ არ შევხვედრივარ აქ, მაგრამ უნდა შევხვდე, სვები დიდი ვერაფერი როგორც ვიცი, მინდა რკინის საძმო ჩემს მხარეზე იყოს და ლეგიონს ებრძოლოს, მართალია ცოტა NCR-თანაც მოუწიათ წაკინკლავება Helios One-ზე, მაგრამ იმედია მოვაგვარებ რამეს, ტომებიდან "დიდი ხანები" ვნახე მარტო და არაუშავთ მასტები არიან, თავისთვის ცხოვრობენ კანიონში და ქიმიკოსობენ მოკლედ ესაა ჯერ ჩემი მიმართულებები ამ თამაშში და რომელი ვარიანტი აჯობებს ავირჩიო? ნუ ვარიანტი 3 თავისთავად არ მინდა, კეისარსაც ვუთხარი მკიდიხარ და შენზე არ ვიმუშავებთქო, კი გაბრაზდა მარა ცივი წყალი დალია მოკლედ Mr.House-ს მოკვლას და Yesmen-ის გამოყენებასა და Dr.House-სთვის პლატინის ჩიპის დაბრუნებას შორის მაქვს გასაკეთებელი არჩევანი
  21. კარგი რამეა, სიცრუის დეტექტორებშიც შეიძლება გამოყენება უკონტაქტო ტექნიკაა, კამერის წინ ლაპარაკობს ცდაში მონაწილე და პროგრამა აჩვენებს პულსს
  22. ძალიან კარგი თემაა, SpartAPK Tool-ის ლინკი ჩავასწორე, წაშლილი იყო
  23. თემა იხურება არასწორი დასათაურების გამო! განმეორების შემთხვევაში ვორნი
  24. ზოგ შემთხვევაში თავად ირჩევს გასახსნელ პლეერს და დეფაულტს არ უყურებს, დრაივერიდან თუ დააკონფიგებ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.