-
Posts
8149 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
ხო, მაგრამ ბენეზიასთან აზარიელი კომანდოსები დაგხვდებიან, ყველა ძლიერი ბიოტიკია, ნუ მაგ ლეველზე რა თქმა უნდა პრობლემა არ გექნება, მაგრამ მე მაგალითად, მე10 ლეველზე მყავს შეპარდი და ბიოტიკების გატაცებულ ხომალდზე რომ შევედი შესასვლელშივე ჩამკუჭეს ყველა ერთად რომ დამესია :)
-
რამდენი ხანი გჭირდებათ ვინდოუსის გადასაყენებლად
gio_kiborg replied to zV1's topic in ზოგადი დისკუსიები
ცოტა მეტ დროს რომ უთმობდე გადაყენებას აღარ დაგჭირდებოდა მაგდენჯერ 10 წუთზე ნაკლები დრო ნამეტანია... ან სისტემაა მხეცი, პროგრამების/დრაივერების/ა[დეითების დაყენებასაც ხომ დრო უნდა -
პლეერის ოპციებში თუა გადაიყვანე NTSC სტანდარტზე და ექნება, თუ არა PAL-ში ჩაწერე
-
პეკინის ოფისში მიიტანე და გაგისწორებენ, ახალ ტელეფონებზე (არა მარტო Android) არ მუშაობს ხოლმე ძველი პროფილები და ხელით უნდა ჩაწერა, რაც იმ ოფისში იცის მაგათმა ტექნიკოსმა კარგად
-
ხო, მთავარია იმ სიჩქარეზე მაღლა არ ჩაწერო, რაც დისკავოდს წაკითხვაზე აქვს, თორემ თუკუ 52X-ზე კითხულობს, მაგ სიჩქარეზე ჩაწერილსაც უპრობლემოდ დააყენებს 16X-ზე დაბლა სამუზეუმო დისკავოდებსღა აქვთ წაკითხვის სიჩქარე, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში იმუშავებს მაგ სიჩქარეზე ჩაწერილი
-
ოო, რიტორიკული შეკითხვაა ეგ! ვერ აჩვენებს, რადგანაც ლეპტოპებზე ბევრია პერიფერია, რომელთა დამისამართებისთვის ადგილი "იჭრება" RAM-იდან, მეც მასე დამემართა ჩემს ლეპტოპზე,(HP Pro Book 4530s) მეთქი იყოს ჯანდაბასთქო, მაგრამ საშინელი წარმადობა ჰქონდა თამაშებში(DeusEX-ზე მაქსიმუმი FPS-8), გადავაყენე 64 ბიტიანი გავუშვი, 4 გბ-ც დაინახა და Deus EX-იც გაუშვა საშუალოზე მაღალი ნასტროიკებით (DX9-ზე ოღონდ)35 FPS-ით და Dead Island-იც ამიტომ, ახალ ლეპტოპებზე გირჩევთ 64 ბიტიანი ვინდი დააყენოთ
-
ეგ დისკზეა დამოკიდებული, 16X CD-სთვის ნორმალური სიჩქარეა, ისე, UltraISO-ს აქვს სიჩქარეების უკეთესი მართვის საშუალება
-
ვერ გეტყვი მაშინ... რა გააკეთე უნდა გაიხსენო
-
არა, არ გამოვა, რადგანაც ფაილები ახლა განაწილებულია მთელს ვინჩესტერზე, როდესაც პროგრამა მოძებნის მათ ყველა ბლოკს და შეეცდება აღდგენას იგივე ვინჩესტერზე (პარტიშენს არ აქვს მნიშვნელობა) გადაეწერება თავზე სხვა წაშლილებს და ვეღარ აღადგენ ყველას! ჩვეულებრივ სიტუაციაში, თუკი მაგალითად C დისკზე რაღაც წამეშეალა, აღმდგენი პროგრამით შემიძლია D დისკზე აღვადგინო და პრობლემა არ იქნება, მაგრამ შენთან საქმე იმაშია, რომ პარტიშენები გაერთიანებულია, ახალი პარტიშენიც რომ შექმნა, ფაილები ისევ იქ დარჩება სადაც იყო: ანუ ნაწილი შესაძლოა ერთ პარტიშენზე მოხვდეს, ნაწილი მეორეზე და ა.შ მოკლედ კიდევ ჩაიბურდება სიტუაცია "ცარიელი ადგილი" რომელსაც შენ ახლა უყურებ ვინჩესტერზე არაა მთლად ცარიელი, მაქ წერია რეალურად შენი წაშლილი ფაილები, უბრალოდ MFT-ში არაა მათზე ჩანაწერები და მაგიტომაც არ ჩანს, აღმდგენები ასკანერებენ მთლიან ვინჩესტერს და არა მარტო MFT-ს და ისე პოულობენ ფაილებს მასზე, ამიტომაა აუცილებელი რომ სხვა ინფორმაციის მატარებელზე მოხვდეს მათი აღდგენა და არა ამ ფსევდო ცარიელ ადგილზე (რომელზეც რეალურად შენი წაშლილი ფაილებია მიმოფანტული) იმედია გასაგებად ავხსენი, დამატებითი ინფორმაციისთვის ნახე როგორ ხდება ფაილების შენახვა ვინჩესტერზე (NTFS და FAT ფაილური სისტემების მაგალითზე, ეს ფაილური სისტემები გამოიყენება Windows-ში): http://compinfo.ge/index.php?type=preview&area=1&p=articles&id=39
-
ნაგვის ყუთის properties-ში შედი:
-
ერთ სლოტში 1 GB-ია, მე კი 4ცალი 1 GB-იანი RAM მაქვს ჩავრთე უკვე, შევუცვალე ადგილები და ჩაირთო, მაგრამ რაღაც ქსელის დრაივერი ახურებს მგონი, ამას მივხედავ როგორმე მადლობა ლუკა ვხურავ თემას
-
RAM-ების ბრალია მგონი, ერთ სლოტში რომ ჩავდე ჩაირთო, მეორეში როგორც ვდებ, აღარ ირთვება....
-
ჯერ RAM-ს ვნახავ და პროცესორს საღამოს, მაგრამ მეეჭვება პროცისკას ბრალი იყოს.... 1 სლოტს ჩავსვამ მარტო ხო, ყველა RAM რომ ამოვაძვრე მაშინ კი აწრიპინდა BIOS
-
რამდენი ხანი გჭირდებათ ვინდოუსის გადასაყენებლად
gio_kiborg replied to zV1's topic in ზოგადი დისკუსიები
გადაყენებიან გამართვიანად მინიმუმ 3 სთ -
თემას აქ გავხსნი, რადგან მგონია უფრო აპარატურული ბუნებისაა გუშინ გადავაყენე Windosw სახლის კომპზე, ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, Kaspersky-ს გააქტიურებისთვის მივეცი ქსელის კარტას Disable და გაიყინა კომპი, დავარესტარტე ღილაკით, დამიწერა რომელ რეჟიმში ჩავირთოო, მივეცი Start Windows Normally მაგრამ აქაც გაიყინა Windows-ის ლოგოზე, გავთიშე მეთქი დიით მივხედავთქო, ახლა კი ვრთავ და მონიტორს რეაქცია არა აქვს, ყველაფერი ირთვება: CPU, GPU, PSU-ს ქულერები, DVD მუშაობს, მაგრამ მონიტორის Power ღილაკი ციმციმებს (როდესაც კომპი გამორთულია ისე) არანაირი BIOS-ის წრიპინი, არც სტანდარტული, არც ერორის, უკვე 5 წთ-ია ჩართულია პირველ რიგში, მოვხსენი ყველა შეერთება, ამოვიღე BIOS-ის ბატარეა და დავამოკლე BIOS-ის დასარესეტებლად, ამოვიღე და ჩავსვი GPU და RAM-ები, შედეგი-0 დამეხმარეთ დავადგინო რას დაერხა (კომპის კონფიგურაცია კი წერია გვერდით)
-
პარტიშენის შექმნა კი შეიძლება, მაგრამ ფაილების აღდგენა გაგიჭირდება მერე
-
ახალი პარტიშენი არ გააკეთო სანამ ფაილებს არ აღადგენ, ფაილები აუცილებლად სხვა ინფორმაციის მატარებელზე უნდა ჩაწერო!!! ინათხოვრე ვინჩესტერი, ან ნაწილ-ნაწილ ფლეშკაზე ჩაწერე და გადაწერე მეზობლის კომპში.... zura199514 თემა უნდა გაგეხსნა ამავე განყოფილებაში, ეს სულ სხვა თემაა გახსენი ახალი თემა, და მასში დაწერე თუ რომელი ვინდოუსი დააყენე და რა პროგრამის დაყენების მერე დაეწყო პრობლემები გადახედე თემის გახსნის ინსტრუქციებს
-
avi-ს ვერ აჩვენებს, რადგან არ აქვს DivX-ის საფორთი და ევროპაში არის PAL 4:3 სისტემა (ნუ იყო, ახლა HD-ზე არიან ძირითადად) NTSC არის ამერიკული
-
Nero-თი ან Movie Maker-ით ჩაწერე ჩვეულებრივ DVD Video ფორმატში, ან უფასო პროგრამაა DVD Flick, ნახე ინსტრუქცია: MP4-ში ვიდეოს არ აჩვენებს სავარაუდოდ, მარტო ხმა ექნება, რადგანაც DivX, Xvid, H264 ან X264 მხარდაჭერა არა აქვს, MP4 ფორმატში კი ვიდეოსთვის ეგ კოდეკები გამოიყენება
-
არა, მაგრამ მასეთი Hiren's Boot CD-ს აქვს აღმდგენი უტილიტები (ნახე გუგლში უფასოა) Recuva-ს Deep Scan მიეცი აბა...
-
რა ფაილი გადმოწერე? გაფართოება რა აქვს? ისე, მე-3 აპდეითიც გამოუშვიათ კოოპისთვის: http://www.demonoid.me/files/details/2727954/27264848/
-
აი, ძველი მეთოდის ინსტრუქცია ქართულად: http://www.compinfo.ge/index.php?type=preview&area=1&p=articles&id=62 მგონი იგივე მეთოდი მუშაობს N8-ზეც (რაც ნეტში ვნახე) ოღონდ, მანდ დისკია მგონი სხვა (ნუ მოსაძრობი ფლეშ მეხსიერება რომელიცაა იმაზე უნდა გააკეთო) http://forum.dailymobile.se/index.php?topic=36072.0 http://www.dreamstrikes.com/symbian-3-rom-modding-developer-certificates/96177-how-change-fonts-nokia-n8.html
-
ხო, ფაილების აღმდგენი ცადე, Recuva კარგია ძალიან, ოღონდ აღდგენილი ფაილები სხვა დისკზე უნდა ჩაწერო
-
პრაქტიკულად შეუძლებელია ხარისხის მომატება დაბალი ხარისხის ვიდეოზე, სპეციალური პროგრამები აშორებენ ხარვეზებს და მიახლოებით ავსებენ პიქსელებს, თუმცა რეალურად ვიდეოს ხარისხი კი არ უმჯობესდება, ინიღბება უხარისხობა, შეგიძლია ცადო ეკრანის რეზოლუციის დაბალზე დაყენება ცოტა უკეთ შეიძლება გამოჩნდეს თემას ვხურავ P.S: ეს თემა გადმოვიტანე დახმარების განყოფილებაში, სამომავლოდ სწორად შეურჩიე თემებს ადგილი
-
სიუჟეტზე გეთანხმებით, მეტი უკეთესი ვერც ექნება, მაგრამ სხვა მხრივ მაგარი მუღამიანია, მეორე წრეზე მივდივარ უკვე გეიმფლეი არ დაიწუნება, იარაღების შეკეთებაც პირდაპირ ფულზე როა ცოტა უცნაურია (ვინმე ხელოსანი მაინც იყოს რომ უხდიდე) მაგრამ საერთოდ რომ არ იყოს ვერც ეგ იქნება მთლად კარგი, ყოველ შემთხვევაში დროის მოსაკლავად საუკეთესო ვეშია, ბევრი ფიქრი არ უნდა იარე და ხოცე ზომბები :)
