მე კიდე ჩემი ნათესავი მეკითხებოდა როგორ გავალიერო ჩემი კომპი P5-მდეო, ავუხსენი P5 არ არსებობს, და არც იქნება მეთქი, წარწერა P5 Asus-ის დედაპლატების სერიას ნიშნავსთქო, მერე ამასობაში Pentium Dual Core გამოვიდა და ეგ ხომ არის P5-იო, რადგან Pენტიუმ 4-ზე ძლიერია ე.ი არარსებული P5-ის "დონიააო" ძლივს დავაჯერე, რომ Pentium მხოლოდ და მხოლოდ პროცესორის სახელი იყო და არა სიმძლავრის განმსაზღვრელი სიდიდე
ხო, კიდევ AMD საკმაოდ ცხელია, ყოველ შემთხვევაში ახალი პროცესორები მობილურ სექტორში იგივე Core i3-თან შედარებით
ძმაკაცს აქვს AMD-ს პროცზე HP Pavilion DV7 სერიის ლეპტოპი amd athlon ll dual-core m320 2.10ghz პროცესორით და რასაც ქვია უთოა ლეპტოპი კი არა, თამაში რომ უნდა თუკი რამე არ შეუდგა რომ ვენტილატორებიდან ცხელი ჰაერი კარგად გამოვიდეს კვდება რასაც ქვია, ნუ თამაშზე ვიდეოც ემატება გასაგებია (HD Mobility 4500 series) მაგრამ არც ისეა გრილად ხანგრძლივი გამოყენებისას
ჩემს HP ProBook 4530S კიდევ i3 2310m 2.1Hgz HD 6490 ვიდეოთი მხოლოდ ერთი გისოსი აქვს ვენტილატორისთვის, თამაშისას ესეც ხურდება, მაგრამ გადაბმულადაც რომ ვითამაშო წარმადობა არ ეცემა, ჩვეულებრივ რეჟიმში კი ვენტილაციის გისოსებზეც რომ მივადო ხელი იშვიათად იგრძნობა ცხელი ჰაერის ნაკადი
ისე, საკმაოდ გამიკვირდა, რომ ვიდეოკარტის ბიტიანობას და Bandwidth-ს მართლა არ ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა
სახლის კომპზე GT9600 მიყენია (თავის დროზე მართლა კარგი რამე იყო 9800 ჯობდა ლამის მარტო) 256 ბიტიანი და 60Gb/Sec გამტარებლობით, ლეპტოპზე კი HD6490 64 ბიტიანი 7.5Gb/Sec გამტარებლობით და იგივე შედეგს მაძლევს თამაშებზე (ნუ ცოტა ნაკლები რეზოლუშენი აქვს 1366X768-ზე სახლისას კი 1440X900, მაგრამ ლეპტოპია ბოლო-ბოლო, Windows Experience Index-იც ლეპტოპს 5.9 აქვს HDD-ს გამო, დესკტოპს 5.8 ისიც HDD-ს გამო