-
Posts
8149 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
ამ ნაწილში! წინებში არაფერია გასაკეთებელი მაგასთან მიმართებაში (ნუ ტალი და ლეგიონი უნდა იყვნენ ცოცხლები) ეგ ადმირალი რანოოკ-ზეა და მთავარ მისიამდე (რიპერების ბაზამდე) უნდა გადაარჩინო რომ მერე დიალოგებში შეძლო შერიგება
-
თავისით რომ აყენებს დრაივერებს არის არაორიგინალი ვერსია! არ გიღჩევ მასეთის დაყენებას, ჯობს დააყენო ორიგინალი ვერსია და შემდეგ ხელით საჭირო დრაივერები XP 7 რა არის ვერ მივხვდი საერთოდ, XP 7-ის თემით? ეგეც არაორიგინალი ვერსიაა Windows-ის ორიგინალი ვერსიების ასლების გადმოწერა შეგიძლია ფორუმის შესაბამისი განყოფილებიდან: XP Seven დრაივერებთან დაკავშირებით გადახედე ამ თემას: დრაივერების ინსტალაცია P.S: თემა გადამაქვს დახმარების განყოფილებაში, შემდეგში სანამ თემას გახსნი წაიკითხე ფორუმის და ქვეგანყოფილებების წესები (რომლებიც აპინულია ყველა განყოფილებაში) ასევე დახმარების განყოფილებაში აპინულია თემები, სადაც ბევრ შეკითხვაზე არის პასუხი ასე, რომ გამოიყენე ძებნის ფუნქციაც!
-
შენ წარმოიდგინე რომანი რომ ჰქონოდა მაშინ როგორ იყვირებდა A.K.A_WmX - RiPste დუშში ოღონდ ქალს უვარდები და არა კაცს (თვითონ შეპარდი შეიძლება ქალიც იყოს და კაციც რა თქმა უნდა)
-
თამაშის რეიტინგია 18+ (მთელი სერიის) და წესით არ უნდა თამაშობდნენ, ყოველ შემთხვევაში ისეთი თამაშია 15 წლისაზე ნაკლები იშვიათად თუ ითამაშებს და მოეწონება, მაგ ხნისას კი უკვე თუ არა აქვს გადახრები თამაში აზრს ვერ შეუცვლის ისე, რა თქმა უნდა არაა კარგი გეების პროპაგანდირება, თუმცა BioWare-ს თამაშებში სექსში ნამეტანი ბევრი თავისუფლებაა, DragonAge-ში ვაბშე ორგიების მოწწყობა შეიძლებოდა როგორც ვიცი პროსტა ლაითო სცენები არაუშავს იყოს ME-ში, მაგრამ გეი სცენები და დუშში შევარდნები არ ჭირდება პროსტა ამ თამაშს
-
HD Audio ცალკეა, ცალკეა Front Panel Audio (ჩემთან ასეა Asus-ის მაზერზე) და იქ უნდა მიუთითო HD Audio-ს ნაცვლად AC97
-
კატა არა მარა კოსმოსური ზაზუნა ხოა (ME3-შიცაა, ოღონდ საინჟინრო განყოფილების ქვემოთ (ჯეკი რომ იყო ხოლმე) იქ დაძვრება და უნდა დაიჭირო წაიყვანე კაიუტაში და დაეჩალიჩე თუ გინდა იმის მერე თვალებში ვეღარ ვუყურებ თუ სარკეში ვეღარ იყურები შენი თავის გიტყდება ეს ვინ მომწონდაო ისე, ME1 და 2-ში ეშკლი სულ სხვა იყო, აქ ეტყობა კუზანოვის შთამომავალთან ყავდათ გააჩნია, თავიდან Normal-ით დაიწყე და ასე 30 საათამდე აქვს გეიმფლეი თუკი აქამდე RPG არ გითამაშნია, სოლჯერის კლასი აიღე ყოველიშემთხვევისთვის ისე, ხალხი მაგარ გატეხილშია BioWare-ზე, პირველ რიგში ფინალებზე და ტალის სახეზე, მერე კიდევ DLC-ზე, რომელიც თამაშის გამოსვლისას გამოვიდა და უფასოდ მხოლოდ Colector's Edition-ში და Digital Deluxe Edition-ში იყო, რა პონტია, მზად თუ ჰქონდათ ფულს რატომ გვახდევიებენ დამატებითო (800 BioWare Point) თან, ისეთია შინაარსით, რომ მთლიანი თამაშის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო და არა DLC-ს სახით, პროთეანელი თანაგუნდელი ზაიდი ან კასუმი ხომ არ არისო ისე, ბევრი EA-ს აბრალებს და არა მთლად BioWare-ს ეგ ფულის ღორებიო, მაგრამ BioWare-ს არ უნდა დაეშვაო (ნუ ჩვენ ფულს არ ვიხდით და გვკიდია, მაგრამ ხალხი ხო იხდის) Multiplayer-ისთვის გამოდის ახალი DLC, ან Unlockable, ბატარიანელ მებრძოლებს ამატებს (სხვადასხვა კლასის) და Krogan Battlemaster-ს, ასევე სხვადასხვა იარაღებს კეისი ჰადსონს უთქვამს DLC-ზე სხვა გუნდი მუშაობდა დამოუკიდებლადი და რილიზში მაგიტომ ვერ ჩავდეთო, არადა რილიზში რაღაც ფაილები და ვიდეოები არის ჯავიკზე, მერე უთქვამს თამაშის Engine ისეთია DLC-ს სახით ახალ პერსონაჟს ვერ ჩააკერებ მთლიანად 0-იდანო, ანუ წინასწარ უნდა გქონდეს გამზადებული რაღაც ნაწილიო, ნუ ალბათ თავის გამართლება უფროა, რადგან მშვენივრად ჩააკერეს ME2-ში არაერთი პერსონაჟი DLC-ს სახით ახლა ვთამაშობ ME2-ს Infiltrator-ით, ME1-ში ლიარასთან მქონდა რომანი, აქაც შევინარჩუნებ და სხვას არ დავკერავ,(ან ისეთს დავკერავ, რომელიც ME3-ში აღარ იქნება სქუადში), ტალი მაგრად მომწონს, მაგრამ გამიტყდა გარუსთან რომ შევუსწარი არადა ME2-ში მე მყავდა, მაგრამ მერე ლიარა ვარჩიე მაინც
-
წესებში ყველაფერი გარკვევით წერია (წესები კი აპინულია განყოფილების თავში) ვხურავ
-
მიკროფონი წინ გაქვს შეერთებული? BIOS-ში ნახე Front Panel Audio და HD Audio-დან გადართე AC 97-ზე ეგ ბაგი აქვს Vista-დან მოყოლებული დრაივერებზე კი SlimDrivers ცადე, მონახავს შესაბამისს
-
ნათან, რიპერების თუ კატალისტის საქციელი გამართლებულია ჩემი აზრით, სხვათა შორის თავიდან ვეჭვობდი, რომ მასე იქნებოდა
-
ჯორჯ, ყოველ ახალ გამოსულ Loader-ს რატომ აყენებ? მე უბრალოდ ვიწერ ახალ ვერსიას და როცა ვაყენებ Windows-ს, მაშინ ვაყენებ, თორემ მერე არასდროს ჰქონია პრობლემა ლამის 1.8 ვერსიიდან დაწყებულს...
-
ხო, მაგ ჟურნალისტის ერთადერთი დანიშნულება ეგაა ME3-ში როგორც ვხვდები :D
-
არა, ამოღებული კი არა სულ გადარივნენ, ცალსქესიანი სექსიც შეიძლება (კაცი-კაცი, ქალი-ქალი) ლიარა არ ითვლება, მაგას სქესი არა აქვს ეგ კი არა ლამის AI-სთანაც შეიძლება სექსი :D
-
Fonts.ge არის მშვენიერი რესურსი ეს არ წავა? http://fonts.ge/ka/font/607/TFLiteraturuli-Letter-Normal და საერთოდ რატომ ბეჭდავენ კიდევ ფონტებში ვერ გამიგია...ქართული კლავიატურის დაყენებას და გადართვას რა უნდა...
-
თემა გადამაქვს დახმარების განყოფილებაში ვორნი თემის ავტორს არასწორ ადგილას გახსნისთვის თუკი გინდა მაგ სსტემური ფაილები ნახო, Folder Option/View-დან ჩართე Show Protected system files and folders და Show hidden files
-
300 აქვთ კროგანებს მარტო, სხვა 10000 ან 15000 რასაც ჰქონდა, არ შევხებივარ
-
კარგად წაგიყვანია ყველაფერი, War Asset-ებს მოგიმატებს ყველა დავაედიტე coalesced.bin ფაილი (ბონუს იარაღები რომ ახლავს ის) უმეტესობას 2-ჯერ გავუზარდე Military Strength, ზოგჯერ 3-ჯერ, თუმცა არ გადამიმლაშებია (იდეაში ყველას 2-ჯერ რომ მოუმატო მიიღებ თითქოს Readiness გაქვს 100%) კიდევ გალაქტიკის რუქაზე რიპერების ალარმი 300-დან 100-ზე ჩამოვიყვანე, ანუ 3-ჯერ მეტი დასკანერება შეიძლება სანამ შემოვარდებიან, თან სიჩქარეც ცოტა შევუმცირე (65-დან 45-მდე) გამოჩენილი რიპერების დროსაც რომ მოასწროთ დასკანერება მოკლედ, ვისაც გინდათ, აგერაა ეგ ფაილი: Coalesced.bin (სად უნდა ჩააგდოთ გეცოდინებათ, ყოველი შემთხვევისთვის ორიგინალის ბექაფი გქონდეთ, თუმცა პირველ პოსტშიცაა ორიგინალი) ისე, ბევრი War Asset გავჩითე, რომლებიც არ მინახავს, თან საკმაოდ რთული სისტემაა, თითოეულ War Asset-ს აქვს თავისი ID მერე ტიპი, ქვეტიპი, საწყისი სიძლიერე, მოდიფაერი, წინაპირობა და ა.შ თან ტიპისდა მიხედვით Strenght-ის სიდიდეები განსხვავდება, მაგალითად თუკი Grunt-ის არის 50, და არის Military asset ტიპის(+ აქვს მოდიფაერი ცოცხალია თუ არა, ტანკიდან გამოუშვი თუ არა ME2-ში, ლოიალურია თუ არა) რომელიღაც არტეფაქტს (რომელიც Crusible-ს უმატებს სიმძლავრეს) აქვს 15000, სამაგიეროდ ჯამში Military Strength უმატებს 50-ს მოკლედ, არტეფაქტების სიმძლავრეებს არ შევხებივარ, მხოლოდ პირდაპირ ქულებს რომლებიც მაძლევდა იმათ შევეხე ხო, ისე, ME2-სეივს თუ აიმპორტებთ, გარკვეული მნიშვნელობა აქვს რამდენი რესურსი გადმოგყვებათ (შეიძლება War Asset 100-მდეც გაზარდოს)
-
ჩეთერობა არც მე მიყვარს, War Assest-ებს მოვიმატებ, ოღონდ არა 10X, 2-3X მაქსიმუმ ნათან, მაგარი საინტერესო იდეა იყო ტალის სახეზეც გეთანხმები დაგვტროლეს მაგრად :D
-
ხო, მანდ ბევრი საინტერესო რამეებია! და ბევრი რამის შეცვლა შეიძლება, მათ შორის, რიპერებმა რომ არ დაგიჭირონ სკანირებისას (ალარმის დაწევა მაგალითად)
-
დაწერე რა და თუ მაინცდამაინც სპოილერში ჩასვი!!!
-
შეცვალეთ ME2 SaveEditor-ით წინაში მიღებული გადაწყვეტილებები
-
თუკი ერთნაირი შრიფტებით ბეჭდავენ, მაშინ არ გაუჭირდება, მე-9 თუ მე-10 ვერსიიდან აქვს სწავლების ფუნქცია
-
აუდიო დრაივერის კონფიგურაცია ნახე მე მქონდა შემთხვევა, 5.1 მეყენა დრაივერში და არადა ჩვეულებრივი სტერეო დინამიკები მაქვს, ლაპარაკის ხმა ფაქტიურად არ ისმოდა, ეფექტები კი ბატონო მერე გავასწორე და ხმაც გასწორდა (ეს ნიშნავს, რომ 5.1 სრული საპორტი აქვს თამაშს) მიშა,ნათანიელი 4007-ზე ავიდა EMS-ს, მაგ ვარიანტშიც შეიძლება ერთ-ერთი იდეალური ვარიანტით დაამთავრო (რაც ახლაა შესაძლებელი) აუ კარგი იქნება თუკი ენდინგისთვის გააკეთებენ DLC-ს! ისე, ახლა დავამუღამე ერთი რაღაც: ჩემი სადოქტორო ნაშრომი არის ქირალურ ნივთიერებებზე, აქ კი ტურიანელები და ქვარიანელები დექსტრო-პროტეინებზე არიან (რომლებიც "ჩვენი" ლევო-პროტეინების ქირალური ანალოგებია)
-
Abby FineReader-ისთვის არის ქართული OCR გაკეთებული: http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=419 თუმცა ახალ ვერსიებს აქვს "სწავლების" რეჟიმიც: რამდენიმე გვერდზე ასოებს შემოუხაზავ, ასწავლი, შეინახავ ახალ OCR-ს და დანარჩენს თვითონ აკეთებს
-
ვა გამოჩნდი მიშა? არაა მთლად მულტიზე მიბმული, ნათანიელმა ხომ აიღო 8000-ზე მეტი TMS, ასე, რომ მულტითი უბრალოდ სინგლში არ დაგჭირდებათ ბევრი წვალებასაიდკვესტებზე, რადგან თუკი ყველა სექტორში 100% მზაობა იქნება, აშინ TMS=EMS და 4000 არც ისე ძნელი მისაღწევია არც ისე ძვირია რომ დაფიქრდე: 30 საათიანი გეიმფლეი, + მინიმუმ ერთი მაგხელა მულტიპლეერი 100%-ზე რომ აიყვანო მზაობა ყველგან + Replay და მულტი ხომ ამოუწურავია დაბალ შეფასებას AG.ru-ზე რაც შეეხება, ძირითადად ალბათ ფინალის და ტალს სახის გამოა, თორემ თამაში მართლაც შედევრალურადაა გაკეთებული გუშინ ME2 რომ ვითამაშე გავიტანჯე შეპარდს გადახტომა რომ არ შეეძლო + დიალოგები და გადაწყვეტილებები ნათანიელის თქმის არ იყოს მართლაც ეპიკურია, ეგაა ფინალში ფერებს არჩევა რომ შეგიძლია მხოლოდ ტეხავს...
