-
Posts
8149 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
მე ვითამაშე SWTOR ბეტა ტესტირებიასას, KOTOR-1-ის კვალიც კი არაა მგონი დარჩენილი, იმდღესვე წავშალე მგონი, არ მომეწონა საერთოდ არ მიზიდავს ონლაინ თამაშები, მარა DeusEx-ივით არის თამაშები, რომლებიც, მომწონს, მაგრამ რაღაცატომ ვერ ვთამაშობ...
-
როგორ მესმის შენი და გეთანხმები აბსოლიტურად... ძალიან კარგი თამაშია, მომწომს კიდევაც, მაგრამ სულ 2 საათი ვითამაშე და მერე არ ჩამირთავს
-
გიორგის ვეთანხმები, ერთი პროგრამით მაგ საქმე არ გამოდის, თან საკმაოდ რთული მოსახმარებია, ზოგი მაგალითად სულ Command Line ვერსიებია, მოკლედ, სპეციფიურ ფორუმებზე უნდა ძებნა და "ვარჯიში" Videohelp-ის ფორუმზე ნახე, იქნება შესაბამისი ტოპიკები
-
თუკი Windows გამართულ მდგომარეობაშია და კომპის მონაცემებიც მეტნაკლებად კარგია (2 ბირთვიანი პროცესორი, მინიმუმ 2გბ RAM) არც კასპერსკი და მითუმეტეს არც MSE არ გრუზავს არანაირად, კასპერსკიზე დაგრუზვას ვამჩნევ მხოლოდ მაშინ, როდესაც დიდი ზომის საინსტალაციო EXE ფაილს ვუშვებ, ჯერ მის ამოარქივებას TEMP ფოლდერში დრო უნდა, მერე დასკანერებას, ისე არავითარი პრობლემა, ჩართული სკანერითაც უპრობლემოდ ვუტურებ HD ხარისხის ვიდეოს და ბრაუზერს ვიყენებ...
-
რა არის ჰასკები ყველაზე სუსტები რომ არიან მაგ მონსტრებს შორის....
-
პროცესორი სუსტია ცოტა, მაგრამ წესით უნდა გაქაჩოს, თუკი ME1/2-ს გიქაჩავდა არ ექნება ამასაც პრობლემა
-
ვეღარ გავუძელი ცდუნებას... ხო წარმოგიდგენია ნარკომანი "ლომკაში" როა და ნარკოტიკი რომ დაუდონ შპრიცის გარეშე, ხო გადაყლაპავს ან შეისუნთქავს ეგრევე თან ვიცი, რომ გადაწვეტილებები ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ თამაშის ფინალზე, მე არ მიყვარს სხვადასხვა ფინალი, უფრო სწორად მინდა ერთი ფინალი- ისეთი როგორიც მე მაწყობს, არ მინდა სხვადასხვა ვარიანტები ვსინჯო, ვიდეოების ყურებით ბევრს არა, მაგრამ საორიენტაციო ინფორმაციას ვიღებ თუ რას შეიძლება ველოდო, წინასწარ ვემზდები რა...
-
არ მითქვია არადა ისეთი რაც აქამდე არ თქმულა.... არადა ბევრი საინტერესო ვნახე, ჯერ ბოლომდე არ გავსულვარ თან და ვფიქრობ ხომ არ გავჩერდე საერთოდთქო.... ერთი ტეხავს, ხმა არ აქვს როლიკებს
-
ბევრს არ ვასპოილერებ, აქამდე BioWare-ც ამბობდა, რომ არა მარტო დედამიწის, არამედ მთელი რასების ბედი წყდებაო მე უბრალოდ დავადასტურე, ხომ არ დამიკონკრეტებია რა და როგორ თან ისიც იცოდით რომ ფინალი ბევრნაირი ექნებოდა ;)
-
აუ რეები ვნახე ხალხო! ერთ-ერთ ფინალში დედამიწა კი არა მთელი გალაქტიკა ნადგურდება ლამის, თან ისე, რომ რიპერები ვერც ინატრებდნენ უამრავი ვარიანტია რა....
-
დღეს ამოვაარქივე BIK ფაილები და RAD Video Tool-ით ვუყურებ ძალიან რომ არ დავასპოილერო, მოკლედ ვიტყვი, როგორც ჩანს, რიპერების დამარცხების რამდენიმე საშუალებაა, თან სავარაუდოდ იმის და მიხედვით როგორ გაივლი თამაშს, არჩეულმა ხერხმა შეიძლება გაამართლოს, შეიძლება ვერა.... მოკლედ, როგორც გვპირდებოდნენ დიდი მნიშვნელობა ექნება თითოეულ გადაწყვეტილებას (მათ შორის წინა თამაშებში მიღებულს) მაგალითად, ერთ-ერთ მათგანს სვარაუდოდ საერთოდ ვერ აირჩევ და ვერ გამოიყენებ, თუკი ME1-ში კონსულები არ გადაარჩინე
-
მეც რომ არ მაქვს მაგიტო დავწერე :(
-
მეეჭვება თუკი ადმინისტრატორის უფლებებით ხარ და მაინც ვერ აყენებს, უფრო ვინდის ბრალი მგონია, როგორც სკრინიდან ჩანს არაა ორიგინალი Microsoft-ის ვერსიის ასლი, ZVER ან რაღაც მსგავსი ედიშენია, მასეთი პრობლემები ხშირად ემართებათ არაორიგინალ ედიშენებს
-
ეგ ენის დაყენება არაა, ეგაა ფონტების კონფიგურაცია და შეიძლება Windows-ის საინსტალაციო დისკი სჭირდება
-
ძმაკაცთან ერთად ვთამაშობ ხოლმე მულტის, 2 გმირი უკვე მე-20 ლეველზე მყავს და როგორც ჩანს მეტი არ მოსულა ლეველების მომატება ტურის 3 დონეა სულ და Bronze-ზე უკვე ბრძოლა კი არა სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მიტის ცერბერუსის ხალხის, Silver დონეზე უკვე საინტერესოა, მეტი ტაქტიკა და TeamPlay-ა საჭირო, თუმცა ორივე მისია რომელიც იხსნება გავედით, ოღონ თუ ბრონზეზე 4 კაცს გვჭირდებოდა 20 წუთი მაქსიმუმ 10 Wave გავლაში, სილვერზე დაგვჭირდა 28 წუთი და რამდენჯერმე მოგვკლეს ბრძოლისას თითოეული GOLD სირთულეზე კი არ მითამაშნია ჯერ...
-
:s050: :s050: :s050: :s050: წავიდა გადმოწერა....? თუ არ ღირს ჯერ და ჯობს ნორმალური ISO რილიზს დაველოდო?? კრეკი მინიმუმ 7-მდე არ იქნებადა.... G1ORG1 კაცურად პირველი პოსტი გადააქართულე რა არ ეკადრება ამ თემას მთლიანი Copy/Paste უი Origin-ის ვერსია ყოფილა... MassEffect3.zip ამოაარქივეთ და დაელოდეთ კრეკს (ასე დავაყენე Syndicate) დაჟე 7-მდე შეიძლება ვიყიდო კიდეც სერიული 40 ლარამდე ჯდება დაახლოებით სტანდარტ ედიშენი და ჩვეულებრივად დაინსტალირდება P.S: ზომაში უფრო დიდი იქნებოდა მეგონა
-
დაცინვა რა სახსენებელია, მაგრამ ჯობდა თემა სწორ ადგილას გაგეხსნა მე მაგალითად გირჩევ დააფორმატო C დისკი (სადაც XP გეწერა) საერთოდ, ჯობს ჯერ წაშალო, მერე თავიდან შექმნა C დისკი (დისკის არჩევისას დააჭირე ფანჯრის ქვემოთა მარჯვენა ნაწილში Drive Option-ს და მიხვდები) ოღონდ ფრთხილად D დისკიც არ მიაყოლო ახალი დისკის შექმნისას (Unallocated Space-ზე დააჭერ და NEW) მოგთხოვს 100მბ-იანი სისტემური პარტიშენის შექმნას, დაეთანხმე, C დისკის ზომა 100მბ-ით დაიკლებს მარტო, რაც არაა ყურადსაღები) ხო, რეკომენდირებული ზომა იმ დისკისა სადაც Windows 7-ს აყენებ არის 40გბ აქედან 8-15 გბ თვითონ Windowsს მიაქვს (ვინდის ვერსიისა და კომპის კონფიგის მიხედვით) + პეიჯფაილი, რომელიც RAM-ის რაოდენობაზე 1.5-ჯერ მეტი (ვთქვათ RAM გაქვს 2 გბ, პეიჯფაილი სისტემურ- Windows-ის დისკზე იქნება 2X1.5=3GB) + ლეპტოპის შემთხვევაში ჰიბერფაილი, რომელიც RAM-ის მოცულობის ტოლია ასე, რომ დარწმუნდი, რომ ჯერ C-ზე საკმარისი ადგილი გაქვს, 20გბ-ზე ნაკლები თუა არ გირჩევ მასზე დაყენებას
-
რას წერდა კონკრეტულად დისკზე? FormatFactory-ს ბრალი მეეჭვება რამე იყოს, მაგრამ თუკი აქტიურად მოქმედი DVD იყო და დენის მიწოდება შეწყდა, არაა გამორიცხული ლაზერი დაზიანებულიყო... ხელოსან უნდა აჩვენო
-
გადამაქვს დახმარების განყოფილებაში თემის გახსნამდე გადახედეთ ქვეგანყოფილების წესებს (რომლებიც აპინულია)
-
პროქსი სერვერი, ან ტორ სერვერი რო გამოიყენო? არის კიდევ HideMyIP მსგავსი დასახელების პროგრამები, მაგრამ არ ვიცი რამდენად კარგია
-
ხო, მაგრამ ეგ პრობლემის შენიღბვაა და არა მოგვარება, უნ=ბრალოდ სისტემური ხმები გათიშე...
-
პროაქტიური უნდა დამეწერა, მართალი ხარ :)
-
ახლა შევამოწმე KIS 2011-ით და მანაც 15-დან 11 აღმოაჩინა სკანირებით: ესენი ვერ აღმოაჩინა: თუმცა შესაძლოა ჩართვისას ევრისტიკულმა ანალიზმა იპოვოს რამე, მაგრამ გარისკვა არ მინდა და გავუშვი კარანტინში
-
Deus Ex გავს მხოლოდ ზოგადი სიუჟეტით: აუგმენტები მომავალში და ბრძოლა კორპორაციებს შორის უკეთესი ტექნოლოგიის ხელში ჩასაგდებად სხვა მხრივ, სუფთა Action-ია, არანაირი გადაწყვეტილება, ინტერაქტივი: თუ არ ჩავთვლით მცირე ზომით შემოტანილ გმირის აპგრეიდის სისტემას მოკლულ ბოსს შეგიძლია ამოუღო ჩიპი და შენი დაააპგრეიდო და ახალი ფუნქცია დაიმატო
-
ხო, ეგ მეთოდი ძველია და მუშა გამოვაჩინე ახლა შენი თემა
