-
Posts
8149 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
A ვარიანტმა დაგლიჯა :D
-
აუცილებელი არაა რა თქმა უნდა წინას სეივები შემდეგის სათამაშოდ, თუმცა რადგან თამაშში ინტერაქტიური შინაარსი აქვს (ანუ სცენარი ვითარდება შენი გადაწყვეტილებების მიხედვით) თუკი სეივებს გადაიტან მეორეში (და მერე მეორედან მესამეში) ეს იქნება შენი კონკრეტული ისტორიის გაგრძელება, შემდეგ სერიებზე გავლენას ახდენს წინა ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებები, + გარკვეული ბონუსებიც გეძლევა სეივის დაიმპორტებისას ან ვთქვათ, თუკი შექმენი გმირის გარეგნობა შენი გემოვნებით, მეორეში(და მერე მესამეში) არ მოგიწევს თავიდან აწყობა სახის
-
დასახელება: Mass Effect გამოშვების თარიღი: 2008წ ჟანრი: RPG/Ation/3rd Person შემქმნელი: BioWare გამომცემელი: EA გახმოვანება: ENG/RUS სუბტიტრები: ENG/RUS კრეკი: მოყვება http://www.youtube.com/watch?v=DOGkiHZeu6A შინაარსი საკულტო ტრილოგიის პირველი ნაწილი: 2148 წელს მარსზე აღმოაჩინეს უცხოპლანეტური ცივილიზაციის-პროთეანელების ნაშთები და მათი ტექნოლოგიები- მასის ეფექტის ფიზიკა და ნულოვანი ელემენტი (Mass Effect, Element Zero), რამაც საშუალება მისცა კაცობრიობას გიგანტური ნახტომი გაეკეთებინა ტექნოლოგიების სფეროში, მათ აღმოაჩინეს მას-რელეები, რომლებსაც შეეძლოთ ობიექტების გადატანა გალაქტიკის ერთი წერტილიდან მეორეში მყისიერად ობიექტის მასაზე მანიპულაციის გზით. კაცობრიობამ აღმოაჩინა, რომ მარტო არაა გალაქტიკაში და არსებობენ სხვა მაღალგანვითარებული ცივილიზაციები, გალაქტიკური ცივილიზაციის გულს წარმოადგენს ციტადელი: გიგანტური კოსმოსური სადგური, რომელიც არის გალაქტიკური ცივილიზაციის დიპლომატიური და პოლიტიკური ცენტრი. მოვლენები ვითარდება ამ აღმოჩენიდან 35 წლის შემდეგ 2185 წელს, როდესაც თამაშის გმირი კომანდორი შეპარდი ხომალდი "ნორმანდიით" მიემგზავრება ადამიანების კოლონია ედენ-პრაიმზე იქ აღმოჩენილი პროთეანელების შუქურის (Beacon) უსაფრთხო ადგილზე ტრანსპორტირებისთვის. პლანეტაზე ჩასვლისას აღმოჩნდება, რომ კოლონიას უტევენ გეტები- ხელოვნური ინტელექტის მქონე სინთეტიკების რასა ტურიანელი უმაღლესი აგენტი-სპექტრის სარენ არტემიუსის მეთაურეობით. როდესაც შეპარდი აღმოაჩენს შუქურას, ის აღბეჭდავს მის გონებაში ხილვას, სადაც უძველესი სუპერგანვითარებული მანქანების- რიპერების (Reapers) რასა ანადგურებს პროთეანელებს. როგორც ირკვევა, სარენს სურს გალაქტიკაში დააბრუნოს რიპერები და გაანადგუროს ორგანული სიცოცხლე შეპარდმა ხელი უნდა შეუშალოს სარენის განზრახვის შესრულებას და გადაარჩინოს გალაქტიკა რიპერებისგან ამისთვის მას მოუწევს შეკრიბოს გუნდი, რომელშიც ადამიანების გარდა არიან სხვა რასების წარმომადგენლებიც და იმოგზაუროს გალაქტიკაში სარენის კვალდაკვალ. შეგიძლიათ აირჩიოთ გმირისთვის 6 კლასი (სხვადასხვა საბრძოლო, ტექნიკური და ბიოტიკური შესაძლებლობებით), ასევე სქესი, გარეგნობა, და წარმომავლობა თამაშს აქვს შესანიშნავი გახმოვანება (სხვათა შორის რუსულ ენაზეც) და მუსიკა თამაშის დახურვის შემდეგ, შეგიძლიათ თქვენი სეივით გააგრძელოთ მეორე (და შემდეგ მესამე) ნაწილი გამოსულია ორი დამატება: Bring Down The Sky: ბატარიანელი ტერორისტები ხელში ჩაიგდებენ ასტეროიდის მართვის სისტემას და მიმართავენ მას დედამიწელების კოლონია Terra Nova-სკენ, პლანეტასთან ასტეროიდის შეჯახება გამოიწვევს მილიონობით ადამიანის დაღუპვას, შეპარდმა და მისმა გუნდმა კი ეს არ უნდა დაუშვან Pinnacle Station: ეს არის ერთგვარი ტრენაჟორი ვირტუალურ რეალობაში, სადაც ჩვენი გმირი გადის გამოცდებს სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა მტერთან ბრძოლაში, ყველა შეჯიბრში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ (რაც საკმაოდ ძნელია) სხვადასხვა აითემებთან და XP-ს დაგროვებასთან ერთად იხსნება დამატებითი მისია, მისი გავლის შემდეგ კი შეპარდი ღებულობს სახლს ახლომდებარე პლანეტაზე, საიდანაც შეუძლია განახორციელოს იშვიათი იარაღის და აპგრეიდების შესყიდვები შენიშვნა: ამ დამატების რუსული ვერსია არ გამოსულა, თუმცა არის შესაძლებლობა რუსულ ვერსიაზე დაყენების მინიმალური მოთხოვნები: OS: XP/Vista/Seven CPU: 2.4Ghz Intel/2.0Ghz AMD RAM: 1Gb Video: Geforce 6800/ATI 1300XT (GeForce8500 მინიმალურს ქვემოთაა) HDD: 12gb თავისუფალი ადგილი Sound: DX 9 თავსებადირეკომენდირებული მოთხოვნები: OS: XP/Vista/Seven CPU: 2.6Ghz Intel/2.4Ghz AMD (სასურველია მინიმუმ ორბირთვიანი) RAM: 2Gb Video: Geforce 7900/ATI X1800XL (სასურველია GeForce 8 სერია ან უკეთესი) HDD: 12gb თავისუფალი ადგილი Sound: 5.1 აუდიო სისტემაგადმოსაწერი ბმულები: პატჩები: (გირჩევთ აუცილებლათ განაახლოთ თამაში 1.02 ვერსიამდე) რუსიფიკატორები: გრაფიკის Tweaking Guide (AA-ს ჩართვაზე ნუ იწვალებთ, FPS-ს ძალიან აგდებს, ხოლო ეფექტი დიდ არაფერი აქვს) 64 ბიტიან Windows 7-ზე შესაძლოა დასჭირდეს XP-ს Compatibility-ს მითითება (Masseffect.exe-ს და masseffectconfig.exe-ს) High resolution Texture Pack შეცვლილია უამრავი პერსონაჟის, აბჯრის და ტანსაცმლის ტექსტურა, ასევე ჩრდილები და განათება გაუმჯობესებულია, არ საჭიროებს TexMod-ს, იცვლება პირდაპირ თამაშის ფაილები, მინიმალური RAM 2,5gb, მინიმალური Vram 775mb წიგნები Mass Effect-ის სამყაროზე (PDF, რუსულ ენაზე) ასახავენ მოვლენებს თამაშებამდე და მათ შორის (შესაბამისად სერიისა) DOWNLOAD გავხსენი ამ თამაშზეც თემა, ME3-ისთვის აქტუალურია წინა სერიების გადათამაშება (ან ვინც ME3-ს ისე თამაშობს, რომ ჯერ წინები არ დაუხურია, ვურჩევ ჯერ აქედან დაიწყოს) ამიტომ ამ თემაში დავწეროთ ME1-თან დაკავშირებით და არა ME3-ის თემაში თან არ ეკადრება ფორუმზე არ გვქონდა თემა ME1-ზე
-
ნამდვილად ჩვენი მთვარეა ბოლოს რომ ვნახე დედამიწის გვერდზე იყო რამე რეპაკს თამაშობ? შეიძლება მაგიტომ ურევდეს, მაგალითად RG Catalyst-ების რეპაკზე რამდენიმე მისია გაბაგული იყო და არ სრულდებოდა (მაგ ადმირალ კაჰოკუს დახმარების მისია ცერბერუსის წინააღმდეგ) დედამიწას დაუახლოვე და მოატარე სკანერი ახლომახლო, მთვარეც გამოჩნდება
-
მთვარეზეა ეგ (ჩვენს მთვარეზე) Local Cluster ქვია ინგლისურად,და Sol სისტემა რუსულად კი წერია მანდ მზის სისტემაში მთვარის მონახვა არ გაგიჭირდება
-
მესამე ყველაზე მისაღები ვარიანტია ჩემთვის სიმბიოზი ეგაა ბევრი რამე გამოგიტოვებია წინები თუ არ დაგიხურავს, რაც არ უნდა იძახოს BioWare-მა მესამე ისეთია პირდაპირ შეიძლება თამაშის დაწყებაო, არაა მასე, საიდან წამოვიდა Reaper-ები, პროტეანები, სპექტრები და ბევრი სხვა რამ... ძალიან არაბუნებრივად იქნება შემოტანილი, კოდექსის კითხვით კი ბევრი არ იწუხებს თავს გირჩევ წინები ითამაშო, და სეივები დააიმპორტო
-
მესამეში კი ძირითადად ჯავიკთან და ლიარასთან ერთად "გავდიოდი" მისიებზე, მაღალ სირთულეზე ლიარას ბიოტიკური შესაძლებლობები მაგრად მეხმარებოდა, თან ჯავიკის კომენტარებიც მომწონდა და მისი Power-ებიც, ვანგუარდი ვიყავი მეც, სოლჯერით რომ ვითამაშებ ალბათ უფრო ჯეიმს ვეგას და ეშლის წავიყვან
-
ყველაზე ერთგულები ტალი და გარუსია: სამივეში შენს გუნდში არიან ბოლომდე, ნუ ლიარაც პრინციპში ახალ თამაშს ახალი პერსონაჟები შემოყავს, რაც მისასალმებელია, თუმცა გულდასაწყვეტია რო ძველები აღარ არიან შენს გვერდით
-
გადმოწერ ქართული ენის პაკეტს და დააყენებ, დეტალურად ნახე აქ:
-
მადლობთ სოსო სტატიისთვის :s050: ნამდვილად კარგი კარტაა, თან ჯერ დრაივერების პირველი რილიზია, დრაივერების დახვეწვაში და ფუნქციონალობაში კი Nvidia სულ წინ არის (რაც მე მახსოვს ყოველ შემთხვევაში) ფიზიკაც ხომ უდიდესი პლიუსია Nvidia-ში, აქ კი კიდევ უფრო რეალისტური გამხდარა ოცნების ვიდეოა რა... თან ფასიც მისაღებია, მაგრამ ჩვენთან რომ ჩამოაღწევს მინიმუმ 800$ ეღირება (თუმცა გამოწერა და განბაჟება შეიძლება უფრო იაფი დაჯდეს)
-
ვინჩესტერი ნორმაში ჩანს
-
ვერც Windows გამოიყენებს და ვერც პროგრამები 64 ბიტიანზე კი Windows გამოიყენებს, პროგრამები კი მხოლოდ 64 ბიტიანები იყენებენ თუმცა 64 ბიტიანს მეტი რესურსი უნდა შედარებით მე მაგალითად 64ბიტიანი მიყენია 4გბ-ზე შენ კი თავად გადაწყვიტე P.S: ეგ ყველაფერი ეწერა იმ თემაში
-
ხედვით ხედავს 4გბ-ს, მაგრამ იყენებს მაქსიმუმ 3.5-ს, ხშირად უფრო ნაკლებს (განსაკუთრებით ლეპტოპები) იმ თემაში წერია დაწვრილებით და კარგად რომ წაგეკითხა ნახავდი შენს კითხვაზე პასუხს სხვა 32 ბიტიანი პროგრამებიც, ვერ იყენებენ 3გბ-ზე მეტს მაგალითად, 32 ბიტიანი პროგრამა თუ აყენია 64 ბიტიან სისტემაზე (ვთქვათ, ფოტოშოპი) RAM კი თავზეე საყრელია (32 გბ და WIndows-იც მთლიანად ხედავს და ღიქვამს), პროგრამა (ფოტოშოპი) მაინც ვერ გამოიყენებს 3გბ-ზე მეტ RAM-ს P.S: შევაერთე თემები, ჯობდა მოგეწერა და გავხსნიდი
-
მეც მაქედან გადმოვწერე, არადა EVGA-ს საიტიდან ვერ იწერდა რატომღაც... 3,4მბ-ს იწერდა მარტო
-
სავარაუდოდ MSI-ს დამატებული აქვს თავისი ტვიკები და პროფილები შეიძლება კიდევ 32 და 64 ბიტიანი ვერსიები ერთადაა (მაგ HP მასე შვება) ATI-ს შემთხვევაში ჯობს საბვენდორის დრაივერები დააყენოთ მგონი, მაგრამ ეგენიც რომ ურევს :crash: :crash:
-
Evga-ს Extreme OC Review: http://kingpincooling.com/forum/showthread.php?t=1681
-
უძლიერესი კარტა გამოსვლიათ, მხოლოდ ორბირთვიანი GTX590 და MARSII სისტემა "უგებს", თან TDP-ც დაბალი აქვს, ისევე როგორც ხმაურის დონე, ტემპერატურაც მისაღებია, თან ეს რეფერენს მოდელია და მეორე ვენდორებს გაუმჯობესებული ვარიანტები ექნებათ! ეგაა, ფასი დიდია, თუმცა არც ისეთი როგორიც მეგონა იქნებოდა
-
პირველ გვერდზე ჩავამატე PowerDVD12-ის გადმოსაწერი ლინკი (შენ რომ დადე ჯორჯ) ოღონდ Dropbox-ზე ავტვირთე მე-11 ვერსიის ლინკიც დავდე (ეგეც შენი დადებული) ოღონდ allshares.ge-ზეა
-
ძალიან კარგი რომ ონლაინ შუტერზე შეწყვიტეს მუშაობა და იმედია არც გააგრძელებენ (თუმცა EA $$$$-ის გამო არ მოერიდება სერიის გასაზიზღრებას) ფინალზე კი ამდენ დაპირებებს ერთი რილიზის დრო მაინც ეთქვათ....
-
ამ თემაში ნახე პასუხი: შეძლებით რა თქმა უნდა შეიძლება გამოუყენებელი RAM კი შეგიძლია RAMDISK-ად გადააკეთო: თემას ვხურავ სანამ გახსნით ახალ თემას აპინულებს მაინც გადახედეთ
-
არაა გამორიცხული Hiren's Boot CD-ში ნახე HDD Regenerator და შეიძლება უშველოს
-
ძალიან კარგი! P.S: ჯორჯ, Dropbox-ზე ატვირთე ასეთი პატარა პროგები, არ წაიშლება იქ
-
სათაურზე მოგეცი უკვე გაფრთხილება ერთხელ წინა დღეს სხვა თემაზე დახურვით, კი დავხურე წესების შესაბამისად: რაც შეეხება პრობლემას, რესტარტის მერეც იგივეს წერს?
-
თემას ვხურავ არასწორი სათაურის გამო უკვე მოგეცი ერთი ვორნი მაგსითვის, თემა კი არ დაგიხურე, შემდგომში დაპოსტვის შეზღუდვაც დაემატება P.S: გადაარესტარტე კომპი და გააკეთებს
-
Firewall თუ არ გამორთე, ინსტალაციისასვე ყენდება Wine-ს ალტერნატიული კი ემულატორებია (თუმცა Wine-ს შემქმნელები მას ემულატორს არ უწოდებენ) მაგალითად VirtualBox და VMWare თუმცა, თამაშებისთვის Wine ჯობია როგორც ვიცი
