-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
პირველ რიგში, გჭირდება ტორენტ-კლიენტი მე გირჩევ uTorrent-ს გადმოწერა და დაყენებას იმედია ახსნის გარეშეც შეძლებ შემდეგ, გჭირდება ტრეკერი, ანუ ტორენტ საიტი ტორენტ საიტები ბევრია, ზოგი რეგისტრაციის გარეშე გაწერინებს, მაგალითად, ყველაზე დიდი ტრეკერი PirateBay უმეტესობაზე გჭირდება რეგისტრაცია, მაგალითად Geotorrents; RuTracker; Kinozal.... არის ე.წ "დახურული" ტრეკერები, სადაც რეგისტრაცია მხოლოდ მოსაწვევბითაა მოკლედ, გაქვს uTorrent და სასურველ ტრეკერზე მონახე სასურველი ფაილი შემდეგ მარტივია: Download torrent ღილაკს (ან მსგავსი შინაარსისას) აჭერ და იწერ torrent ფაილს, რომელიც სულ რამდენიმე კბ-ია შემდეგ, ხსნი torrent ფაილს (იხსნება utorrent-ით ავტომატრად) და უთითებ სად შეინახოს გადმოსაწერი ფაილი (ფილმი, პროგრაა, მუსიკა თუ ა.შ) ზოგ ტრეკერზე არის ე.წ Magnetic Link-ები, ანუ Torrent ფაილს ვერ იწერ, მათზე დაჭერისას პირდაპირ Utorrent იხსნეა და იწყებს გადმოწერას ტორენტის მუშაობის პრინციპი იმაშია, რომ ფაილები განთავსებულია არა სადმე სერვერზე, არამედ ტორენტის მომხმარებელთა კომპიუტერებში და ისინი ერთმანეთს უზიარებენ ამ ფაილებს ტორენტ კლიენტბის და ტრეკერების დახმარებით, ანუ, ვთქვათ შენ იწერ რაღაც ფილმს, ასევე გადასცემ ამ ფილმს სხვაბეს ვინც იწერს, ანუ გაქვს აა მარტო Download, არამედ Upload-იც, torrent ფაილში კი განთავსებულია ინფორმაცია ვის კომპშია ეს ფაილი როდესაც 100% გაქვს გადმოწერილი ფაილი, გაქვს მხოლოდ upload, ამ დროს ქვია რომ ასიდირებ, ან ხარ სიდერი (Seed) როდესაც გადმოწერა არ დამთავრებულა, ხარ ლიჩერი (Leecher) სიდებს და ლიჩებს ერთად აღებულს ქვია პირები (Peer) ანუ სულ რამდენია ამ ფაილით დაკავებული, რაც მეტი სიდი და პირი, მით სწრაფია გამდმოწერა ტორენტ საიტებზე მნიშვნელოვანია ე.წ Ratio, ანუ ატვირთული ფაილების მოცულობის ფარდობა ჩამოტვირთულთან თუ Ratio ტრეკერის წესებით მითითებულზე დაბალია, მაშინ შეიძლება ბანი დაგადონ, ან შეგიზღუდონ ფაილების გადმოწერა, ან სიჩქარე ამიტომ, როდესაც რამეს გადმოწერ, ეგრევე არ უნდა წაშალო, უნდა ასიდირო, რომ Ratio არ დაეცეს (ეს არ ეხება ისეთ საიტებს სადაც არ გჭირდება რეგისტრაცია) თუმცა, რადგან ატვირთვის სიჩქარე ჩამოტვირთვისაზე ბევრად ნალკებია როგორც წესი, ძნელია Ratio-ს შენარჩუნება, ამიტომ არსებობს სხვადასხვა ხრიკები აქ განხილულია რამდენიმე მათქგანი: იმედია ცოტა მაინც გაერკვიე
-
მაგ დროს სხვა საიტებს ხსნის ჩვეულებრივ? უცნაურია თუკი Utorrent (ან სხვა ტორენტ კლიენტი) ჩართულია, მაშინ შეიძლება შენელდეს ბრაუზინგი, მაგრამ არა კონკრეტულად ტორენტ საიტებზე...
-
ვეთანხმები seNsat10n-ს Windows 7-ში ყველა აპარატურის დრაივერი არაა ინტეგრირებული, ამიტომ არ დააყენა და დაგჭირდა ხელით დაყენება სხვისი გადმოწერა არ გიშველის, ან ხელით თუ აყენებ რად გინდა სხვა Windows მაინცდამაინც Windows-ის ინსტალაციისას გინდა დაყენდეს დრაივერი?
-
არა მგონია რამე ცალკე პროგრამა იყოს ლინკების სამართავად ფასიანები როგორც 32 ბიტიანი, ისე 64 ბიტიანი პროგრამები შეგიძლია ვარეზ და ტორენტ საიტებიდან გადმოიწერო
-
Ir Remote ქავია მაგ პროგრამას, შენსაზე იმუშავებს თუ არა არ ვიცი, ნახე Smart60.ru-ზე გადამაქვს მობილურების განყოფილებაში
-
თუკი პროგრამას აქვს 64 ბიტიანი ვერსია, ოფიციალურ საიტზეც იქნება ბრაუზერების უმეტესობას მაგალითად ჯერ ბეტა ან ალფა ვერსიები აქვს 64 ბიტიანი ვერსიების Adobe-ს პროგრამების ბოლო ვერსიები არის როგორც 32 ისე 64 ბიტიანი (Reader არა მგონი) ლინკების დამახსოვრება ბრაუზერის ბუკმარკებში შეგიძლია თავისი კატეგორიებით...
-
ხო ქართული დასახელების გამო იყო როგორც ჩანს
-
32 დან 64-ზე თუ გადადიხარ მგონი ვერანაირი ბექაფი ვერ გიშველის, თუ მაინცდამაინც, ხელით დააბექაფე იმ პროგრამის საჭირო ფაილები, მერე რომ დააყენებ Windows-ს, დააყენე ის პროგრამაც და ფაილები ჩაყარე უკან
-
მაქვს EMF ფორმატის ფაილები, რომლებზეც კარგად ჩანს ყველაფერი, მაგრამ მჭირდება ზედმეტი ინფორმაციის მოცილება, რაც არც ისე ადვილია, JPG, PNG ან თუნდაც TIFF-ში გადაყვანისას კარგავს სიმკვეთრეს და დაბეჭდვითაც რაღაც უცნაურად იბეჭდება, იმისდა მიუხედავად, რომ აქვს საკმაოდ მაღალი გარჩევადობა (4800X2500 დაახლოებით) აი, მაგალითად PNG-ში გადაყვანილი: Photoshop არ ხსნის EMF-ს, გავხხსენი Photo Filtre-თი, Paint-ით მაგრამ მაინც ვერ ვინახავ სასურველი სიმკვეთრით(XP-ზე ჩასენებული Viewer კარგად ხსნის, Seven-ში არაა მაგის მხარდაჭერა) ვნახე ერთი უფასო პროგრამა, რომელიც ვექტორულ გრაფიკასთან მუშაობს: InkScape, მაგრამ იმითაც ვერ ვაკეთებ ყველაფერს როგორც მინდა, თუ ვინმემ იცით EMF ფაილების კარგ რედაქტორი დამიწერეთ ძალიან მჭირდება...
-
კი, მაგრამ მაგ შემთხვევაში XP ეყენა, და როცა C დისკის შლი და მერე თავიდან აკეთებ 100 მბ გამოყოფას გთხოვს და ეგ ცვლის Partition Table ინფორმაციას, რის გამოც ნაკლები შანსია ძველი ვირუსები გაცოცხლდეს ხოლო თუკი 7 გიყენია უკვე, 100 მბ-იანი პარტიშენი უკვე არის, ასე რომ Partition Table ინფორმაცია არ იცვლება მე არც სხვა შემთხვევაში არ ვიყენებ სრულ ფორმატს, ინსტალერის quick format-იც მაკმაყოფილებს
-
არა, დაყენებულ აპდეითებს ვერ შეინახავ, თუმცა შეგიძლია გადმოიწერო Microsoft-ის აპდეითების ნაკრებები, მაგრამ უფრო დიდი დრო წავა მაგაზე
-
ამას გადახედე: http://answers.microsoft.com/en-us/windows/forum/windows_other-windows_update/offline-update-for-windows-7/4f2d6049-5b73-40ee-aff8-68328e149a4a მთლად "შენახვა" არაა, მაგრამ გამოგადგება ისე, თუკი ნეტი გაქვს, მაქსიმუმ 1-1,5 სთ-ის ამბავია გადაყენება და დააპდეითება ბოლომდე
-
ეს ყველაზე დიდი საიტია: http://www.freedb.org/ ესეც MP3Tag http://www.mp3tag.de/en/
-
გადმოწერე 2 მბ-იანი ინსტალერი ოფ საიტიდან, გათიშე ინტერნეტი და გაუშვი ინსტალერი, ამოგიგდებს Full-ის ლინკს
-
RPG ჟანრი თუ მოგწონს, ვერ მოშორდები ისედაც ჩამთრევია ძალიან თუ დაამუღამე, დრო ისე გარბის ვერც გაიგებ ისე დაგათენდება
-
MP3 TAG იყო მასეთი, ოღონდ ცალკეულ ტრეკზე მეეჭვება შეძლოს, ალბომი თუა ხვდება კარგად მე მაგალითად Winamp-ის Auto Tag-ს ვიყენებ, მაგრამ Album Art-ებს თავისით არცერთი არ შვება მგონი, ხელით კი შეგიძლია მითითება ხო, WMP იწერს მგონი ალბუმ არტებს თუკი დანარჩენი ტაგები სწორადაა შევსებული...
-
დააყენე Net Framework 4 ეგ სჭირდება აქტივატორს
-
ახალი ღირს 40 ლარის ფარგლებში, გარემონტება მეეჭვება 20 ლარზე ნაკლები დაგიჯდეს, ასე, რომ ახალი იყიდო გირჩევ
-
თემა გადადის დახმარების განყოფილებაში, სანამ ახალ თემას გახსნით, გადახედეთ განყოფილების წესებს
-
Power_vano-ს მისწერე, ეგაა IPB-ს მამა!
-
VOB-ში არა მგონია შეინახოს, თან თუ კოდეკები არ დააკონფიგურირე, ზომაშიც გაიზრდება, ანუ, შენ გინდა, Video DVD-დან რაღაც ნაწიულის რედაქტირება და ისევ DVD Video ფორმატში შენახვა? მასე მარტივად მეეჭვება გამოვიდეს....
-
ხელით ვერ ასწორებ ICC პროფილს Colour Managment-იდან? ჩემთანაც მასე შვება როცა ახალ დრაივერს ვაყენებ და მერე ხელით ვუცვლი
-
დავხურავ თემას, ამოწურულია მგონი და ოფდება უკვე
