-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
@ottko კი, გაიყიდა უკვე ესეც 9900K 4.6 all core turbo-ზე (და გრილადაა თან) პ.ს: R20 და 23 შორის შეცვალეს ქულების სკალირება? 2.5-ჯერ მეტია მაგალითად R7 1700X ქულა, ანუ ჩემი სადღაც 4625 დადებდა R20-ში R15-ში 1844 აქვს (ანუ 2.5 ია სკალირება ვერსიებს შორის როგორც ჩანს)
-
საბურავების ტექნოლოგია არსებობს და ლოგიკური გაგრძელებაა მფრინავ მანქანებს რაც შეეხება, მეეჭვება როდესმე კომოერციულად მომგებიანი იყოს მასიურ რეჟიმში, თორემ არსებობს ახლაც მითუმეტეს როდერსაც მანქანის მართვაზეა საუბარი, მიწაზე ვერ გვიტარებია წესიერად და ჰაერში რა მოხდება ხო წარმოგიდგენია, თუ სრულიად ავტომატირებული ერთიანი სისტემა არ იქნა ისე წარმოუდგენელია მაგ და ფანტაზიის სფეროა, თან ერთი მანქანის უბრალო გაუმართაობამ ან საბოტაჟმა კატასტეოფა შეიძლება გამოიწვიოს ხოლო შეიძლება მხოლოდ საცობით დასრულდეს უკეთეს შემთვევაში რაც შეეხება პიროვნების მეხსიერების და თვითონ მთლიანად გადატანას, გარკვეული შესაძლებლობები მანდაც შეიძლება იყოს და არ დარჩეს ფანტასტიკის სფეროდ განსხვავებით მართვადი მფრინავი მანქანებისგან (SFAA არხზე ბევრი საინტერესო ვიდეოა ამ თემაზე) საწვავს რაც შეეხება, თხევად დინოზავრებზე ეფექტური ჯერ არ გვაქვს ენერგიის წყარო სამწუხაროდ, მითუმეტეს მფრინავები თუ იქნებიან, ამსიმძიმე ბატარეების ზიდვა წარმოგიდგენია? დრონები 15-20 წთ მუშაობენ მაქსიმუმ და მათი სკალირებაც ძნელია: რაც ზრდი ზომაში მით დიდი ბატარეა სჭირდება რაც ამცირებს სასარგებლო ტვირთის მასას და ფრენის დროს (საკმაოდ ბევრი მაქვს მაგ საკითზე ნამუშევარი დრონების გურუებთან ერთ-ერთი ჩემი პროექტისთვის) ბატარეის ზომების შემცირება კი ნაკლებად სავარაუდოა, ლითიუმი ყველაზე მსუბუქი მეტალია (მესამე პერიოდულ სისტემაში) და შესაბამისად მასის უფრო შემცირება, ან ენერგიის სიმკვრივის ისე გაზრდა, რომ მფრინავი მანქანებისთვის იყოს მისაღები (რმდენიმე წუთზე მეტი ქონდეს ფრენის დრო) აბსოლუტურად ახალი ტექნოლოგიის გარეშე ძალიან ძნელია, (თუმცა შეიძლება გრაფინის სუპერტევადობებმა რევოლუცია მოახდინონ ამ სფეროში, მაგრამ Cyberpunk-ში არ შემხვედრია მსგავსი რეფერენსი) თან განსხვავებით ბენზინისგან ბატარეა ცარიელიც და დამუხტულიც ერთი წონაა თან შიგაწვის ძრავებია ნამდვილად ყველა მანქანაში ან ბაიკში? ერთი ბენზინგასამართი სადგური არ მინახია Night City-ში, გარეთ კია ისე სხვა დეტალებს მანქანებზე პირადად არ დავკვირვებივარ, თამაშებშიც და IRL-ში A წერტილიდან B წერტილამდე გადაადგილებისთვის ვიყენებ
-
არც მე უბრალოდ ფუტირიზმის სტილში ჯდება მანქანების დაზიანება არაა ხო ტექნოგიაც იაფდება, მაგალითად ამერიკაში 2019 წლიდან (თუ 18 დან) ახალ გამოსულ მანქანებს გვერდითა სარკეების ნაცვლად მოეთხოვებათ კამერები, რომელიც სალონში ეკრანზე აჩვენებს, ეს ადრე პრემიუმ პაკეტში შედიოდა, ახლა ყველას მოეთხოვება უფრო მეტიც, უსაფრთხოების ბალიშებიც პრემიუმ პაკეტი იყო საკმაოდ კარგა ხანს, სანამ სავალდებო არ გახდა ყველა მანქანაზე ამიტომ არაა გამორიცხული იდეაში ნებისმიერ მანქანაზე გახვრეტაგამძლე საბურავები შემოვიდეს ჩვენთანაც სავალდებოდ 2077 მდე
-
მულტიპლეერი არ ეცვლება მაგ პროცესორს, მხოლოდ ე.წ external clock 333 არის დეფაულტი მეტ სიხშირეს კი მეტი ენერგია უნდა: ბოლო ვიდეოში მგონი 1.3-ზე აუწია ძაბვა შენმა ქულერმა უნდა გაქაჩოს წესით
-
მომავალში საბურავები ჰაერით არ არის დაბერილი ალბათ სამხედროებს დღესაც ყავთ მასეთი მანქანები რომ საბურავის გახვრეტა არ მოქმედებს სიარულზე დიდად
-
ვერც GTA-მ და ვერც RDR-მა ჩამითრია ისე როგორც Cyberpunk-მა GTA 4 საინტერესო სიუჟეტი მაინც ქონდა, GTA 5 10+ საათი მაქვს ნათამაშები (სინგლი რა თქმა უნდა) და კიდევ ვერ ვხვდები რა ხდება და რატომ ან რა კავშირშია ერთმანეთთან მოვლენები გარდა იმისა რომ პერსონაჟები ერთმანეთს კვეთავენ, ზოგადად სპორტული თამაშების და სიმულატორების ფანი არ ვარ, მაგრამ GTA-ში მანქანის ტარება არის ძალიან Arcade-ული, დიდ განსხვავებას ვერ ვგრძნობ მე პირადად ამ ორი თამაშის მართვის მექანიკაში და ასევე არც მაინტერესებს დიდად გარდა A პუნქტიდან B პუნქტამდე სწრაფად მისვლისა fast travel-ის გარეშე, ასევე სროლებიც, ძალიან არკადულია და ნაკლებად შუტერული RDR2-ში კიდევ 20+ საათი მაქვს ნათამაშები და სასწაული გრაფიკა და სამყაროა, თუმცა ძალიან იწელება მოვლენების განვითარება და ძალიან ბევრი მინი-მექანიკაა რომლებიც უნდა ისწავლო და დაიმახსოვრო, თუმცა თვეზე მეტია აღარ ჩავჯდომივარ ამ ორი თამაშიდან განსხვავებით, Cyberpunk ძალიან "მჭიდროა" ყველაფერი მეტნაკლებად ახლოსაა ერთმანეთთან და ლოკაციებიც ვერტიკალურია (ქალაქში ყოველ შემთხვევაში) სიუჟეტიც სწრაფად ვითარდება, თუმცა მეორადი მისიებიც ბლომადაა და საინტერესო ეს ჯიგარი ნახეთ: NPC-ების გაქრობა ახალ პატჩშიც შევამჩნიე თუმცა ეს წინა პატჩის დროინდელია
-
მაზერი კარგია Overclock-ისთვის (ნუ P45 ჩიპსეტი მაინც) რაც შეეხება 4 Ghz-ს, საკმაოდ მაღალ სიხშირეებზე უწევს აწევა FSB-ს (333-დან 421-მდე, რაც მკვეთრად გაზრდის ენერგომოხმარებას (და cpu ტემპერატურას) თან უკვე საკმაოდ მაღალი FSB არის შედარებით დაბალი მულტიპლეერის გამო ქულერი კარგი გაქვს? კვება? რა პარამეტრებს აძლევ რომ დაწერო ძაბვის მომატება დაგჭირდება ყველა ვარიანტში აქ არის გიგაბაიტის დედაპლატაზე რაზგონის საკმაოდ გრძელი ვიდეო: მაგრამ უფრო პატარა ვიდეოებიცაა დასაწყისისთვის: ეს 3.8-ზე: https://youtu.be/-lqQgnlGm10 ეს 4.0-ზე:
-
გაიხარე გიო 4.6 უკავია ამ ვოლტაჟით და ტემპერატურა თამაშისას 65 არ აცილებია, Intel Burn Test შიც 75 იყო მაქსიმუმი მაკმაყოფილებს ასე არ მინდა მეტი
-
გავუშვი Very High ზე მეხუთე Pass გაიარა (Maxumum-ზე ძაან დიხანს უნდება 32 გბ RAM-ით) ტემპერატურებიც კარგადაა ვნახავ CoreTemp-საც, OC ახალ სისტემებზე აღარ ვაწვები ხოლმე უბრალოდ K სერიის CPU-ზე და Z სერიის მაზერზე 4.1 Ghz-ზე რომ ჩამოდიოდა ეგ გამიტყდა, 8700 (არა K) B360 ჩიპსეტიან დედაპლატაზე 4.2 Ghz-ზე ჩამოდიოდა მხოლოდ ისიც ჰაერზე,
-
AIDA HWinfo64 TDP არის მწარმოებლის სპეციფიკაცია და ამ ბოლოს მარკეტინგული უფროა მგონი 9900K 95W-იანია ოფიციალურად, მაგრამ 130 იყენებს ჩემს თვალწინ სტაბილურად აგერ
-
გაიხარე! 0.1 ვოლტი ოფსეტი მივეცი XTU-დან (მეზარება ყოველ ჯერზე რესტარტი ) ყველაზე მაღალი ტემპერატურა 75 გრადუსია და 4.6 უჭირავს ჯიგრულად ძაბვაც 1.217 ადის მაქსიმუმ და CPU Package 130-მდე ჩამოვიდა 165-დან, 35 ვატი არც ისე პატარაა მგონი დავტოვებ ასე, შეიძლება 4.7 მოსინჯვა, მაგრამ მეეჭვება რამე შედეგი ქონდეს თამაშებში, ასე ჩუმადაცაა და გრილადაც
-
Asus Multi Core Enhancement უნდა ჩამერთო თურმე მე კიდევ მანუალ ოვერქლოქი მივეცი და გავუთიშე ყველაფერი ჩემი აზრით ახლა 90 გრადუსამდე არ ასულა 92 ავიდა მარა არაა throttling 1.34 ზე ადის ხოლმე ძაბვა ხომ არ დავაყენო ხელით 1.3 ან დაბალი ცოტა?
-
წავშალე Intel Performance Maximizer, BIOS-ში დავაყენე Sync All Core და 46 მულტიპლეერი, ანუ 4,6 ხომ უნცა იდგეს დატვირთვაზე? AIDA რომ ჩავრთე 4.1 ზე ჩამოვიდა, არადა ტემპერატურა 75 იყო მაქსიმუმ როგრ უნდა დაფიქსირდეს All Core Frequency მითითებულ მნიშვნელობაზე?
-
ავტოზე არაუშავს, 4.8 დასვა Intl Performance Maximizer-მა
-
არ მიყიდია, ვინათხოვრე ანუ ნორმალურია? ამის Delead-ს ვერ გავაკეთებ თან არც მაქვს თხევადი მეტალი რომ წავუსვა მერე
-
არა, ნუ 2666-ზე აყენია JDEC მგონი და არა XMP FPU გარეშე 78-ზეა ჯერჯერობით პ.ს გუგლი თქვენთანაც ურევს? CPU Package 165W აჩვენება AIDA და ვოლტაჟს 1.375
-
ROG Strix Z390-H Gaming ეგაა 1.323V აქვს მაქსიმუმ დატვირთვაზე
-
მიბრუნება არ გამოვა გასულია გარანტია თერმოპასტას ვნახავ მარა სქლად წასმა მეეჭვება რამეს აფუჭებდეს, ზედმეტი გამოდის მაინც, მთავარია არ დააკლდეს გადავამოწმე და საკმაოდ კარგად ზის, მარა 2 ადამიანი უნდა მაინც ამ AIO-ს ისეთი სამაგრი სისტემა აქვს და მატო ვარ ახლა, მოვიხმარებ ხვალ ვინმეს თან ამ AIO-ს უფრო მეტი ხმა აქვს ვიდრე Noctua-ს და შედეგი ოდნავ უკეთესი მხოლოდ, ხელითაც ვცი ვოლტაჟების დაწევას, მაგრამ ამხელას რატომ უნდა აძლევდეს?
-
გაუმარჯოს, 9900K-ზე ვერ დავწიე ტემპერატურა, Noctua NH-D14 ეყენა და 100℃ უკაკუნებს 4.8 Ghz-ზე (სხვა დანარჩენი Auto-ზეა არ მაქვს ვოლტაჟები აწეული) https://ultra.ge/კომპიუტერის ნაწილები/ქულერები/Cooler: Golden Field GF-CI360S CPU Universal Cooler?sort=p.price&order=DESC ეს 360მმ-იანი AIO დავუყენე და ახლა AIDA-ში ვსტრესავ, თამაშობს ტემპერატურა 78-95 ℃ დიაპაზონში, ერთმა ბირთმა 100-ც აჩვენა ერთ მომენტში და პატარ-პატარა throttling აქვს მარა 4.8-ზე უჭურავს ნორმალურია ეს? LN2 უნდა ამ ჩიპს რომ 5 გჰზ-ზე 100 გრადუსს ქვემოთ იმუშაოს? თუ ძალიან ცუდი ეგზემპლიარია? თერმოპასტა Arctic MX4
-
საკუთარი თემის დახურვის შესაძლებლობა რომ გვქონდეს იუზერებს შეიძლება? ახლა მარტო წაშლა/დამალვა ჩანს Moderator Acrion-ებში
-
1.06 პატჩის გამოუშვეს ამასობაში გუშინ ერთ-ერთი მინი ქვესტისას პერსონაჟს ველაპარაკები და ეკრანი ციმციმებს (RTX ჩართულზე) მაგრამ არა ისე რომ გლიჩი იყოს, ფლეშის პონტში, უკან მოვიხედე დას ვიღაც სურათებს იღებდა ერთი ეგაა გაქრა რატომღაც მერე ერთად დაგვიპოსტავს თითქმის შეგიძლია ეს პატჩები (1.04/1.05/1.06) პირველ პოსტში დაამატო?
-
3080-ზე ჩავურთე RTX ყველაფერი (განათება მედიუმზე) და DLSS quality-ზე ისევ და 60+ უჭირავს ძირითადად, 2K High-Ultra-ზე DLSS გამორთულზე 40+ ჩამოიწია და გრაფიკა ფაქტიურად არ შეცვლილა, მაგრამ CPU იტვირთება ძალიან, 100%-ზეა ბირთვების უმეტესობა, CPU-ც მომიძველდა, AMD-ს მე 5 სერიას ვუმიზნებ მარა ალბათ მოგვიანებით საკმაოდ მნიშვნელოვნად შეიცვალა გრაფიკა RTX-ით, მაგრამ თუ აკვირდები, გახურებული ბრძოლის დროს მეეჭვება შენიშნო რომ მაგალითად გუბეში ანარეკლები სწორადაა
-
როგორც დავწერე ჩემთან არ ქონია შედეგი და კი ვეჭვობდი, რადგანაც csv ფაილებში არ მინახავს კონფიგურაციის პარამეტრები თამაშებისთვის ყოველ შემთხვევაში, ასევე დეფაულტად მითითებული მნიშვნელობებზე მაღალს მოიხმარდა ნებისმიერ შემთხვევაში სატესტო ფაილი იყო (ალბათ სხვადასხვა vram და Ram რომ დაეტესტად სწრაფად) და ფინალურ ვერსიაზე გავლენა არ ქონდაო თუმცა კიდევ ერთი მაგალითია, რომ დაუსრულებელი გამოუშვეს
-
ეს ყველაზე immersion breaking იყო
-
ფინანსურად მასე ბევრმა თამაშმა ნახა მოგება და გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა (Anthem, Fallout 76 მაგალითად) მაგრამ დაბაგული და უინტერესოები იყვნენ, თუმცა დიდად ბევრს არც არავინ ელოდა აქ კიდევ ძალიან გაამარიაჟეს თავიდან, ასევე ცალსახად თქვეს რომ კონსოლებზეც ძალიან კარგად მუშაობსო და "დასრულებული" თამაში უნდა გამოვუშვათ რომ ბაგები არ ქონდესო, ეგაა პრობლემა ბაგები ბევრი აქვს, თუმცა ძალიან პრობლემატური არა, წარმადობის სერიოზული პრობლემები აქვს განსაკუთრებით წინა თაობის კონსოლებზე, თვიონ თამაში ძალიან კარგია, გეიმფლეიც მომწონს, ქალაქი, ძალიან "ცოცხალია" ერთი შეხედვით, ძალიან მჭიდროდ დასახლებული, მაგრამ NPC-ებს თუ დააკვირდები მათი AI მინიმალურია (თუმცა ამდენი NPC-ს AI რომ მართოს სერიოზული CPU სიმძლავრეცაა საჭირო, მოკლედ,აშკარად დასამთავრებელია, რაც თამაშისგან მიღებულ სიამოვნებაზე ცუდად მოქმედებს, ზარალი იქნება არა ფინანსური, არამედ რეპუტაციის, მაგალითად EA-ს სულ კიდია რეპუტაცია, რადგან FIFA/NBA/NHL თამაშებს შტამპავს ყოველწლიურად და ყიდულობს ხალხი, შიგნი კი ტენის უაზრო მიკრო ტრანზაქციებით და მილიარდობით შოულობს მხოლოდ ამათგან (თუმცა ამ ბოლო დროს ურხევნ კანონმდებლები მაგ მხრივ, რადგან ლუტბოქსებს აღიარებენ როგორც აზარტულ თამაშებს, რაც მკვეთრად ცხვლის თამაშის ასაკობრივ რეიტინგს, ასევე დამატებით გადასახადებს დააკისრებს) CDPR-ს კი ასეთი ოქროს კვერცხის მდებელი ქათამი არ ყავს, Witcher ძალიან კარგი იყო, მაგრამ უკვე რამდენი ხნის გამოსულია, მეეჭვება მისი გაყიდვები მნიშვნელოვან მოგებას აძლევდეს, GOG კი მიბმულია მათ რეპუტაციაზე და მათაც აქვთ პრობლემები, ამიტომ ფინანსურად ახლა თუ არა მომავალში დაზარალდებიან რაც არც მათთვის, არც იმათთვის ვისაც CDPR თამაშები და GOG მოსწონს კარგი არაა
