-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
ანდერვოლტი არ აქვს გახსნილი, + ერთ ერთი ყველაზე კარგი ვარიანტია ლაივ მონიტორინგისთვის + მიჩვევის ამბავია უფასოა msi afterburner იც, თან hwinfo არ აქვს ოვერლეი, თამაშოსასვე რომ უყურო როგორც ვიცი რეგულარულად განახლებადი სოფტია, რა მნიშვნელობა აქვს რომ ძველია, მთავარია რომ აქტიურ დეველოპმენტშია არც ერთ სხვა სოფტს არ აქვს ასე ერთ ნაკრებად gpu მონოტორინგი და ოვერქლოქ/ანდერვოლტი გაერთიანებული, თან 20 წელია ლამის ვიყენებ
-
კარგ რამეს მივაგენი Firefox-ზე ქართული ენა რომ დავაყენე ეს პროექტი ვნახე: https://github.com/gamag/ka_GE.spell აქვს Open Office და Libre Office პლაგინები ასევე შეიძლება მთლიანად სისტემურად დაყენებაც: გავტესტე და კარგად მუშაობს Debian-ზე დაფუძნებულ დისტროებზე ანუ Windows აღარ იქნება საჭირო ჩემს შემთხვევაში ოფისისთვის, მაგრამ კიდევ არის რამდენიმე სპეციალიზირებული სოფტი, რომელიც შემიძლია VM-ში ვამუშაო
-
განახლებული 4.6.6 ვერსია დავაყენე MSI Afterburner-ის და იგივე პრობლემა ქონდა, მერე RPCS3 ჩავრთე და Vulcan Device ვერ ვნახეო, არადა სხვა Windows-ის თამაშებში Vulkan მუშაობდა DDU-თი წავშალე და თავიდან დავაყენე დრაივერი და ამუშავდა, (Afterburner-იც და RPCS3-იც) ანუ მთლად არც NVidia და არც MSI Afterburner ბრალი არ ყოფილა ადრე Nvidia-ს დრაივერის ყოველ აპდეითზე ddu ვიყენებდი, წლებია თუ რამე პრობლემა არაა აღარ ვიყენებ რეგულარულად, თან NVCleaninstall-ით ვიწერ და ვაყენებ ტელემეტრია ამოჭრილ დრაივერებს (Nvidia App/Shadow Play არ ვიყენებ მაინც) მოკლედ, თუ რამე პრობლემაა Driver-ებზე პირველი რაც უნდა ცადო DDU
-
პირველს დავტესტავ და თუ გაამართლა მაშინ დავრჩები ოფისზე გაიხარე!
-
მინდა ჩემს სამუშაო ლეპტოპზე დავაყენო Linux და გამოვიყენო ჩემი საქმიანობისთვის, Linux-ის დისტროების და Desktop Enviroment-ის შერჩევას კი შევძლებ (ბევრი მიცდია, მაგრამ ისევ სტანდარტული Debian, Ubuntu ან Linux Mint მირჩევნია გამოვიყენო KDE Plasma დესკტოპით მაქსიმალური სტაბილურობითვის, მთავარი პრობლემა, რის გამოც ვერ გადავედი საბოლოოდ არის Microsoft Office, უფრო კონკრეტულად, Word ბევრი დოკუმენტის გაკეთება მიწევს, ფორმულებით, სარჩევებით და ა.შ და მინდა რომ 1) არსებული დოკუმენტები იხსნებოდეს უპრობლემოდ (Only Office-ში იხსნება რაც ვცადე ყველა სწორად) 2) აუცილებელია მქონდეს უბრალო Spell Checker-ქართულისთვის (ეს აქვს Libre Office, მაგრამ თავსებადობა არც ისე კარგია MS Office არსებულ ფაილებთან, განსაკუთრებით თუ ფორმულებია გამოყენებული სხვა ისეთი პროგრამებისთვის, რომლებიც არ არის Linux-ზე VM-ს გამოვიყენებ, თუმცა ისინი ისე ხშირად არ მჭირდება, მთავარი პრობლემა ოფისია თუ გაქვთ გამოცდილება ამ საკითხზე, როგორ შეიძლება მოვაგვარო? თუ დავრჩე იძლულების წესით Windows-ზე?
-
აქვს მასეთი Nvidia App-ში (ცალკე პროგრამაა დრაივერის გარეთ) მაგრამ ეგ რომ დააყენო ტელემეტრიის მოდულებიც უნდა დააყენო რაც არ მინდა თან MSI Afterburner-ს გაცილებით მეტი პარამეტრის და გაცილებით უფრო გრანულარულად დაყენების შესაძლებლობა აქვს მისი Overlay-ც მომწონს უფრო თუმცა არის ალტერნატივები GPU Tweak III მუშაობს, მაგრამ არაა ისე მძლავრი იმედია შემდეგ ვერსიებში გამოსწორდება...
-
წინა დრაივერებზე უპრობლემოდ მუშაობდა, დრაივერს არ აქვს მასეთი არაფერი აქვს, ASUS GPU TWEAK III ვსინჯავ იგივე ქნა მაგანაც
-
გაუმარჯოს, გუშინ შევამჩნიე, რომ MSI Afterburner სასტიკად ჭედავდა Windows-ს, ხელით გამორთვა/ჩართვის მეტი არ შცელოდა მეყენა 4.6.5 (ფინალური) ვერსია, GPU: RTX 4090 დრაივერი 581.08 (NVCleanInstall-ით დაყენებული ტელემეტრიის და NVidia APP გარეშე) Windows 11 24H2 ბოლო განახლებებით წავშალე პროფილები და მაინც ჭედავდა (ანუ პროფილის პრობლემა არ იყო) MSI Afterburner დეინსტალაცია გავუკეთე და ბოლო ვერსია 4.6.6 ბეტა 5 დავაყენე, ჩართვისას ცოტა გაჭედა, მაგრამ ჩაირთო, მონიტორინგი რომ მივუთითე-რისი უნდა გაეკეთებინა, გაჭედა (სულ გათიშა ეკრანი) ჯერ ჯერობით Steam-ის ახალი Overlay შემიძლია გამოვიყენო, მაგრამ GPU Undervolt/overclock ვერ გავაკეთებ, ASUS-ის GPU Tweak მგონი არც აქვს ყველა ის ფუნქცია, მაგალითად Curve Editor... ხომ ვერ მირჩევთ რა ვქნა?
-
რაღაც ნაცნობი ინტერფეისიათქო... მეც KMPlayer-ს ვიყენებდი დიდი ხანი ვიდეო და აუდიოზეც სუბტიტრებს ჩავუჯექტი გუშინ, ინგლისურ/რუსულ ენოვანს უპრობლემოდ აგენერირებს, ქართულზე გაიჭედა, დიდი ხანი ფიქრობდა ძაან და რამდენიმე ხაზი დაწერა, ისიც არასწორი, იმედია მომავალი მოდელები უკეთ იმუშავებენ ქართულთან თარგმნას რაც შეეხება, საჭიროა API Key გქონდეს, რამდენიმე სერვისია დეფაულტად-google, Bing,Yandex, DeepLმაგრამ სამწუხაროდ ყველა ფასიანია, DeepL აქვს უფასო თვეში 500 000 სიმბოლო. რაც ძაან ცოტაა აქტიური გამოყენებისთვის ჩინური თარგმანები კი ყოფილა ფასიანი სხვადასხვა პლაგინებიც უყენდება, მაგალითად Youtube პლაგინი SponsorBlock-ით
-
Potplayer არის უფასო მძლავრი მულტიმედია პლეერი Windows-ისთვის, არ სჭირდება დამატებითი კოდეკები, აქვს ბევრნაირი ვიდეო აქსელერაციის მხარდაჭერა, ასევე ძალიან ბევრი სხვა ფუქნქცია და სასურველი პარამეტრების დაყენების შესაძლებლობა თავსებადია ყველა ფორმატთან რაც დავტესტე, გარდა სტანდარული ფუნქციებისა, აქვს სუბტიტრების ავტომატური გენერაციის შესაძლებლობა ლოკალური AI დახმარებით (რეალურ დროში მძლავრი კონფიგურაციის სისტემა სჭირდება, ან შეგიძლიათ დააგენერიროთ და მერე უყუროთ) ასევე აქვს სუბტიტრების კოპირების, მიდევნების (გვერდით იხსნება ჩატის მსგავსად) ფუნქცია. ასევე აქვს სუბტიტრების ავტომატური თარგმანის ფუნქცია არის 32 და 64 ბიტიანი ვერსიები (თუ არ იცით რომელი გჭირდებათ, 64 ბიტიანი გადმოწერეთ) გადმოსაწერი ბმულები ოფიციალური ვებ გვერდი: https://potplayer.daum.net/ Microsoft Store: https://apps.microsoft.com/detail/xp8bsbgqw2dks0?hl=en-US&gl=US VideoHep Forum: https://www.videohelp.com/software/PotPlayer (შეგიძლიათ გადმოიწეროთ პორტატულიდ და ძველი Windows-ების ვერსიები) განცხვავებით VLC-სგან, აქვს თავისი მუქი თემა (რაც სავარაუდოდ VLC მე-4 ვერსიასაც ექნება, მაგრამ ჯერ არ გამოსულა) ასევე სწორად აღიქვამს Dolby და IMAX ვიდეოების ფერებს: VLC Player ფერები: იგივე ფაილი Potplayer-ში ასევე HDR ვიდეოებს უკეთ არენდერებს და სუბტიტრებსაც უკეთ აჩვენებს (სუბტიტრებს ხშირად ვიყენებ და დიდ ყურადღებას ვაქცევ და VLC-ში ნაცრისფრად აჩვენებს
-
PCH თუ გააგრილე პირიქით, არ უნდა ყოფილიყო პრობლემა. 13900K- ეს ცნობილია არასტაბილურობით, თუ ერთხელ აურია მერე არაფერი შველის, მაგრამ ინტელის გარანტია ვრცელდება, უბრალოდ გაგზავნის თანხა უნდა გადაიხადო (100 ლარამდეა სადღაც) ისე. ბიოსი განახლებული გაქვს?
-
ხოდა არ ღირს მაშინ ჯერ UE-ზეა თამაშების უმეტესობა და მაგაზე პირველ რიგში უნდა გაეკეთებინათ ოპტიმიზაცია
-
ღირს განახლება? ქრაშები აღარ აქვს ნეტავ?
-
Firmware-ები განახლებული მაქვს მოკლედ უნდა შევეგუო რომ ასე იქნება, ან სხვა რამე ვცადო Thundebolt დოკიც მაქვს და იმას გამოვიყენებ ბოლო ბოლო, მაგრამ მეორე ლეპტოპს არ აქვს TB
-
გამაწამა usb c დოკმა (Thinkpad usbc dock) ერთ ლეპტოპზე მუშაობს უპრობლემოდ (არ აქვს thunderbolt, მხოლოდ usb c), მეორეზე კი (Thunderbolt 4) დოკზე შეერთებული მონიტორები ხან აღიქმება, ხან არა, ზოგჯერ პირდაპირ აფიქსირებს, ზოგჯერ რამდენიმე რესტარტის მერე. დოკზე შეერთებული სხვა usb აპარატურა (მაუსი, ვებკამი, პრინტერი) მუშაობს ორივე შემთხვევაში უპრობლემოდ. ამავე დროს, ის ლეპტოპი, რომელიც დოკთან უპრობლემოდ მუშაობს, ურევს როცა პირდაპირ მონიტორზე usb c პორტითაა შეერთებული, ხანდახან მუშაობს, ხანდახან კი საკმარისი კვება არ მიეწოდებაო და არ გამოაქვს გამოსახულება. ამავდროულად ის ლეპტოპი, დოკზე რომელიც ვერ მუშაობს ხოლმე, ის მონიტორზე პირდაპირ usb c თი უპრობლემოდ მუშაობს, უბრალოდ არ იტენება.... გავიტანჯე, არადა ორივე ლეპტოპი.მჭორდება ხოლმე ორივე სიტუაციაში Thuderbolt 3 კაბელებს ვიყენებ კარგი ხარისხისას ორივე შემთხვევაში
-
წესით უნდა გათამაშოს, დაბალ გრაფიკულს პარამეტრებზე მაინც, 2.8K რეზოლუციაზე ნუ დააყენებ, 1080p დაიწყე დაბალი სეთინგებით Linux-ს რაც შეეხება, Metro 2033 Redux და Metro Last Light Redux ორივე Steam Deck verified არის, ანუ ლინუქსზე უპრობლემოდ მუშაობენ და 100% თავდებადებია Steam Deck-თან https://steamdb.info/instantsearch/?query=metro&refinementList[oslist][0]=Steam Deck Verified Metro Exodus არა- Enhanced ვერსია (Enhanced Ray Tracing სჭირდება) ასევე მუშაა: https://www.protondb.com/app/412020?device=steamDeck თუმცა ამას უფრო მძლავრი კომპი უნდა, ამიტომ 720პ-თი დაიწყე და ნახე,
-
ძველი ოპერაციული სისტემის გამოყენება თანამედროვე ინტერნტში საფრთხის შემცველია! არ გამოიყენოთ მნიშვნელოვან ექაუნთებზე! ქვემოთ აღწერილი მეთოდების გამოყენების რისკებზე მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი, არ გამოიყენოთ თუ კარგად არ ხართ დარწმუნებული! ქვემოთ აღწერილი მეთოდის გამოყენებისას წარმოქმნილ პრობლემებზე ვერ დაგეხმარებათ ვერც თემის, ვერც პროგრამების ავტორები! გამოიყენეთ 2 ფაქტორიანი აუტენტიფიკაცია (2FA მაგალითად Steam-ზე) Windows 7 -ზე ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა აღარაა მხარდაჭერილი, რეტრო აპარატურის/თამაშების ენთუზიასტებისთვის Steamის მხარდაჭერის შეწყვეტა 2024 წლის 1 იანვრიდან საკმაოდ ცუდი სიახლე იყო, ანუ აწი ყველა თამაში უნა მოიძიოთ და საინსტალაციო გადმოწეროთ "ძველებური" მეთოდებით ზოგადად ძველი ოპერაციული სისტემებისთვის ენთუზიასტები აკეთებენ Kernel Extention-ებს, რომლებიც პროგრამებს თავს აჩვენებენ ახალ Windows-ებად Windows 7-ისვის ასეთია VxKex: https://github.com/i486/VxKex პროგრამის ავტორის თქმით, ის არ ცვლის სისტემ ფაილებს, მხოლოდ დამატებას ახდენს exe ფაილის Properties-ში გამოჩნდეა VxKex ჩანართი, სადაც შეგიძლით ჩართოთ და მიუთითო რომელ OS - ად მოაჩვენოს თავი (Windows 10 ან 11) Steam-ის საინსტალაციოზე, შემდეგ Steam.exe-ზე და Steamoverlay.exe-ზე მივუთითე მხარდაჭერა და ამუშავდა Steam სხვა ბევრი პროგრამაა მხარდაჭერილი პროგრამა დეტექტირდება როგორც ვირუსი თანამედროვე სისტემებზე (როგორც ბევრი სხვა მსგავსი Kernel Extension), სავარაუდო ცრუ დადებითია, თუმცა პროგრამა ღია კოდიანია და ვინც ერკვევით, შეგიძლიათ ჩახედოთ კოდში. გარდა ამისა, ზოგიერთი თანამედროვე პროგრმა მოდიფიცირებულია რომ ძველ Windows-ებზე იმუიშაოს პირდაპირ ყოველგვარი Kernel Extention-ების გარეშე, ან ორიგინალი პროგრამაა თანამედროვე ოპციები რომ ჰქონდეს: მაგალითად Supermium Chrome-ს 132-ე ვერსია Windows XP/Vista/7-ისთვის (2025 წლის მაისის მონაცემებით) კიდევ ეთი, DBC Task Manager https://www.majorgeeks.com/files/details/dbc_task_manager.html (Windows 10 სტილის ტასკ მენეჯერი Windows 7-ისთვის)
-
The Elder Scrolls IV: Oblivion Remastered (2025)
gio_kiborg replied to majorcman's topic in PC თამაშები
566.36 დრაივერზე დავბრუნდი და რამდენიმე საათიანი სესსის განმავლობაში ერთი ქრაშიც არ ყოფილა, ასე დაბალი დრონის დრაივერები როგორ უნდა გამოუშვან, როცა დრაივერის გამოშვების მომენტში ძალიან პოპულარულ თამაშზე ასე იქრაშება.... დავიჯერო Oblivion Remaster გატესტვა არავინ ჩათვალა საჭირო? ანარეკლების პრობლემაც გაცილებით ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა ერთი უცნაურობა შევატყვე: სცენის სიღრმის შეგრძნება არ აქვს საერთოდ მგონი: მაგალითად წყლის ზედაპირიდან შორს რომ ვარ, ჩემი მშვილდის ანარეკლი ჩანს თან ცდილობს ზომები შეუსაბამოს 1:1 და მშვილდის ანარეკლი მთელ ტბაზეა გაშლილი, ამ უცნაურობას Screen Space Reflection ჯობია, თან RT თუ გამოვრთავ წარმადობაც მოიმატებს მოშნად, მაინც აქვს შენელებები, ძალიან იშვიათად, მაგრამ შესამჩნევად -
თუ გინდათ ნოსტალგიის მიზნით დააყენოთ Windows XP შედარებით თანამედროვე კომპიუტერზე, გამოიყენეთ Windows XP Integral Edition 2025.5.5 https://zone94.com/software/operating-systems/123-windows-xp-professional-sp3-x86-integral-edition ინტეგრირებულია ყველა განახლებები და უსაფრთხოების პატჩები, ასევე დამატებითი პატჩები და უტილიტები, მათ შორის ახალი AHCI/SATA/NVME დრაივერები, რომლის საშუალებით საკმაოდ თანამედროვე PC-ზეც შეძლებთ დაყენებას, ოფიციალურად Intel-ის მე-3 თაობის (Socket 2011-ის ჩათვლით) არის მხარდაჭერილი, მაგრამ მაგ სისტემებზეც საკმაოდ საწვალებელია სწორად დაყენება, ეს კი ყენდება და მუშაობს უპრობლემოდ იმედია ყოველდღიური გამოყენების მიზნით არავინ გამოიყენებთ და ინტერნეტში არ შეხვალთ მნიშვნელოვანი ექაუნთებით, ბოლო უსაფრთხოების განახლება 2019 წელს გამოვიდა (ისიც PoS Ready კომპიუტერებისთვის, ოფიციალური 2014 წელს შეწყდა), თუმცა მოყბება Supermium ბრაუზერი, რომელიც Chrome-ს 132-ე ვერსიაზეა დაფუძნებული და საკმაოდ კარგად მუშაობს თანამედროვე ვებსაიტებთან, თუმცა კიდევ ერთხელ არ გირჩევთ თქვენი მნიშვნელოვანი ექაუნთები გამოიყენოთ! პ.ს: ზოგი თამაშია რომელიც XP-ზე ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა შემდეგ Windows-ებზე ცოტა ბაგები აქვს, მაგალითად ორიგინალ Far Cry-ში წლის რენდერი ძალიან ცუდია თანამედროვე Windows-ზე
-
The Elder Scrolls IV: Oblivion Remastered (2025)
gio_kiborg replied to majorcman's topic in PC თამაშები
4090 ამ კვირაში მეეჭვება მოვიცალო სათამაშოდ, იმედია რამე ჰოთფიქსი იქნება თუ არა ძველ დაივერზე გადავალ https://steamcommunity.com/app/2623190/discussions/0/604154904653635288/ არ შემიმჩნევია მარტო მე, სხვებსაც აქვთ პრობლემები, 4k-ზე ვთამაშობ და წინა დრაივერზე 70-80 იყო დატვირთვის შემთხვევასი, ამაზე კი 30 ჩამოვიდა ერთი ორჯერ, თან ღამე იყო და დიალოგი მქონდა არგონიანთან, რომელიც ბუჩქების წინ იდგა, კარგია სათითაო ფოთოლზე ხაზებს რომ დათვლი, მაგრამ მოკლა FPS ადრე ერთადერთ თამაშზე მახსოვს Nvidia-ს ძველი დრაივერები სჭირდებოდა, ძაან ძველი თამაშია Timeshift (და ისიც თამაშის ბრალი იყო) ამას წინათ დავხურე ისევ "რეტრო" სისტემაზე Windows 7-ზე ბოლოს წინა დრაივერებით (ბოლო დრაივერებს Digital Certificate ერორი აქვს) და პრობლემა არ ქონია მოკლედ AMD-მ გამოაკეთა დრაივერები და ახლა Nvidia-მ დაიკიდა, რადგან მთელი რესურსი ალბათ დატაცენტრის დრაივერებზეა და გეიმერები კიდიათ ისე ზოგადად UE5-მა ძაან გაბერა უაზროთ მოთხოვნები, საშინლად ტვირთავს ჩემს GPU-ს როცა ბოლო Gears of war დავხურე აბსოლუტურად უპრობლემოდ, გრაფიკა კი ლამაზია, მაგრამ გვერდი გვერდ რომ შეადარო მეეჭვება Gears აჯობოს მნიშვბელოვნად, RT ჩართული მაქვს და ტბებზე და მდინარეებზე ხანდახან უცნაურად იქცევიან ანარეკლები, სულ დაიკიდეს ოპტიმიზაცია, ყველაფერი აფსკეილის ხარჯზე გააკეთეს და ეტყობა კიდევაც ბოლო თამაშებს, გრაფიკაში 5% გაუმჯობესებაა და სისტემის დატვირთვა 50% მეტია RT ძალიან კარგია და ლამაზი, როცა გაჩერდები და კადრებს ადარებ ერთმანეთს, მაგრამ როცა ვთამაშობ, ანარეკლის რეალისტურობას სულ ვერ ვხვდები, ანარეკლი რომ ციმციმს დაიწყებს ის მიშლის ხელს უფრო, -
The Elder Scrolls IV: Oblivion Remastered (2025)
gio_kiborg replied to majorcman's topic in PC თამაშები
პირველივე ჯურღმულიდან რომ გამოვედი მე-17 ლეველზე ავედი რომ დავიძინე, 17 ჯერ მომიწია დაძინება ოღონდ არის ხრიკები რომ მოიმატო ლეველები sneak და lockpick ადვილად ციხეშივე და ორივე სკილი 100% მაქვს მარა ისე მართალია, მის მერე ორი იმდენი ვითამაშე და მე-19 ვარ Nvidia-ს 576.28 დრაივერები დავაყენე, ორი დრაივერით წინა მეყენეა, რადგან პრობლემები ქონდა ახალ დრაივერებს, ამაში უნდა დაეფიქსათ ყველა, მაგრამ იმდენჯერ დაიქრაშა უკვე ვეღარ ვითვლი თან ეფექტები რომა (მაგია მაგალითად) მაშინ იქრაშება ხშირად, ზოგჯერ კი მენიუში (ნივთები რომ გადაგაქვს/გადმოგაქვს კონტეინერებიდან) აღარ ვიცი რას დავაბრალო, მაგრამ წინა სესიაზე ერთხელაც არ დაქრაშულა ძველ დრაივერებზე, ამიტომ ვისაც არ დაგიაპდეითებიათ, არ ქნათ -
დაიდო სტიმზე https://store.steampowered.com/app/2623190/The_Elder_Scrolls_IV_Oblivion_Remastered/ ნაყიდი მაქვს ორიგინლი და ვერ დავიწყე, ამაში 40 დოლარის მიცემა არ მინდა ისე ვისაც ორიგინალი აქვს, დისქაუნთი არ ეკუთვნით? თან Bethesda-ს თამაშებს მინიმუმ 1 წელი უნდა ელოდო რომ ბაგები გაასალაშინონ როგორც სტუდიამ, ისე მოდერებმა დაველოდები ჯერ რევიუებს და თუ ღირს გადმოწერა მერე ან ფასდაკლებაზე ვიყიდი, ან https://fitgirl-repacks.site/ -ზეც დაიდება Unreal Engin-ზეა და ეს 125 გბ-ია, ტექსტურების შეკუმშვა არ იციან ან იკიდებენ მგონი ისე კარგი ანტი პირატული სვლაა, თუ კომპში არ გაქვს საკმარისი ადგილი გადმოსაწერად და დასაწყენებლად, ვერ იპირატებ
-
აპრილის აპდეითი არ ყენება ჩემს ლეპტოპზე KB5055523 ყველაფერი ვცადე, DICM, SFC, აპდეითის სერვისის რესტარტი, დაპაუზება, აპდეითის ხელით დაყენება ხან 70, ხან 100% იჭედება "ვიცითო" Microsoft-ში უთქვამთ https://tech.yahoo.com/articles/windows-11-april-causing-installation-145000157.html თვე არ გავა, რომ ბრაკი აპდეითი არ გამოუშვან, აქამდე იღბლიანი ვიყავი რომ არ შემხებია, ეს არ ამცდა Windows ახალი გადაყენებული მაქვს და თავიდან დაყენება არ მინდა ჩემს ჭკუაზე მოწყობას 2-3 დღე ვანდომებ, თან შეიძლება ისევ გაჭედოს მაინც მოკლედ სერიოზულად ვფიქრობ Linux-ზე გადავიდე, უბრალოდ Microsoft Office მჭირდება ყოველდღე და 100% თავსებადომა მინდა, თითქმის არცერთ სხვა ალტერნატივას არ აქვს, ან ფორმატს ურევს, ან სიმბოლოებს, ხშირად ფორმულებზე ექმნება პრობლემა, Zorin OS ზე ყენდება პირდაპირ (ჩალიჩის გარეშე) Office 2010 და ბოლო ბოლო მაგას გამოვიყენებ რამდენჯერმე ვცადე და საჩემო დისტრო ვერ ვნახე, ყოველდღიურად რომ გამოვიყენებდი, Disto Hopping-ი კიდევ არ მინდა, ერთხელ რომ დავაყენებ და დავაკონფოგურირებ, თუ რამე არ დაზიანდა არ მინდა რომ თავიდან გავაკეთო ამიტომ შეჩვეულ ჭირზე ვარ შერჩენილი
-
მეორე სეზონი დაიწყო სერიალის, მეტ ნაკლებად მიყვება თამაშს, ერთი რაც გამიკვირდა ქალი პერსონაჟები ლამაზები არიან განსხვავებით თამაშისგან (ელია პირიქით მარტო) სანამ მეორე სერია გამოვა დავხურო იქნებ
-
Lenovo Ideapad S340-ლეპტოპზე (i3 8თაობა, ინტეგრირებული ვიდეო, Win 11, 12 gb RAM) არ გამოქონდა გამოსახულება HDMI პორტზე, არც USB-c ადაპტერით, ინტელის ბოლო დრაივერი ეყენა, სხვა მხრივ მუშაობდა გამართულად ვიფიქრე BIOS-დან ხომ არ არის რაიმე სეთინგი რომ ჩავრთოთქო, ძალიან დეტალური BIOS ქონდა, ჩინურ ფრანკენშტეინ დედაპლატებს რომ აქვთ ხოლმე ლეპტოპის პროცესორებით გრაფიკასთან დაკავშირებით ისეთი არაფერი პარამეტრი არ იყო რაც HDMI გამოსახულებას დაბლოკავდა ერთი ვნახე edp 12 თუ 24 ბიტიანი იყო მისათითებელი და 24 მივუთითე, რესტარტის მერე არ გამოაქვს გამოსახულება არც თავის ეკრანზე, ჩართვით აშკარად ირთვება (LED ინდიკატორები ანათებს ქულერიც ტრიალებს ხოლმე) ვიფიქრე BIOS დავარესეტებთქო, ჩავხსენი ბატარეა, ასევე დედაპლატიდან ამოვაძვრე CMOS-ის ელემენტიც, 1 საათზე მეტი დროით დავტოვე ეგრე (დამტენი რა თქმა უნდა არ ქონდა შეერთებული) და მაინც იგივეს აკეთებს სხვა გზა ხომ არ იცით ბიოსის დარესეტება? ზოგ ლეპტოპს დედაპლატაზე კონდაქტები უნდა დაუმოკლო მაგალითად.... ან სხვა რამე დიაგნოსტიკას ხომ არ მირჩევდით?
