გაუმარჯოს!
მშვენიერი აზრია. ბევრს აქვს ალბათ მაგ საკითხზე ნაფიქრი და მათ შორის მეც. პირველრიგში საჭიროა მოტივირებული ხალხი და ამასთანავე კომპეტენტურები ამ საკითხში. როგორც შენ თვითონ აღნიშნე ხალხი სკეტიკურად უყურებს ამ საკითხს მაგრამ ვიღაცამ უნდა დაიწყოს. კონკრეტულად რა ცოდნას ფლობ და რომელ საკითხში? მე და ჩემი რამდენიმე მეგობარიც ვაპირებთ/ვაპირებდით მსგავსი ტიპის სტუდიის დაარსებას მაგრამ ძირითადად დროის უქონლობის გამო არ ხერხდება ჯერჯერობით. შენ თუ რამე კონკრეტული ხედვა გაქვს დაგაკავშირებ ერთ ადამიანთან რომელსაც ქონდა მსგავსი იდეა და დაილაპარაკეთ. სხვათაშორის ისიც ილიას უნივერსიტეტში მუშაობს. შეძლებისდაგვარად თუ რაიმე კონკრეტული გამოიკვეთება ჩემი დროის სიმცირის გათვალისწინებით გვერდით დაგიდგებით. (ასე თუ ისე მეც ვერკვევი თამაშების საკითხებში). ყოველშემთხვევაში შეხვედრა და დალაპარაკება შეიძლება. თუ დაინტერესდები PM-ში მომწერე და დავილაარაკოთ.