Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. პირველი never-ზე უნდა ეყენოს, მარა არ არის გამორიცხული ვიდეოკარტის ბრალი იყოს ან დაწერე მაინც რა კვების ბლოკი გაქვს, შეიძლება სუსტია და არ ჰყოფნის უბრალოდ. ზუსტად ვერ გეტყვი. პლიუს ამას, 70 გრადუსი 6200-სთვის დაუტვირთავზე მეტისმეტად ბევრია
  2. თუ შეგიძლია, სხვა კომპიუტერზეც გასინჯე მონიტორი და თუ ჩაირთო, ე.ი. პრობლემა შენ ჰარდშია ალბათ
  3. კომპანია SONY-მ განაახლა VAIO სერიის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი მოდელი - ულტრათხელი ნოუთბუქი VAIO Z. ნაწარმის სისქე, რომლის კორპუსიც დამზადებულია ნახშირბოჭკოსაგან, შეადგენს 16,65 მმ-ს, ხოლო წონა კი 1,18 კგ-ს. ის აღჭურვილია 13,1 დუიმ სიგრძის მქონე ეკრანით, რომლის გაფართოებაც აღწევს 1600 х 900-ს ან 1920 х 1080 პიქსელს. მის საფუძველს კი წარმოადგენს II თაობის Intel Core პროცესორი (i5-2410M, i5-2540M ან i7-2620M) - ჩაშენებული გრაფიკულ ბირთვ HD 3000-თი. კონფიგურაციაში შედის 4 ან 8 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR3-1333 და მყარი დისკი, 256 გბ-მდე ტევადობით. მუშაობა ხდება წინასწარ დაყენებულ, 64-ბიტიან ოპერაციულ სისტემა Windows 7-ის ქვეშ. გარდა ამისა, აგრეთვე უნდა აღინიშნოს 1,3 მპ-იანი ვებ-კამერა, Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 2.1+EDR ადაპტერები, 3G მოდული, თითების ანაბეჭდების სკანერი, USB 3.0 და HDMI პორტი. 'მშობლიური' ელემენტი უზრუნველყოფს 7 სთ-მდე ავტონომიურ რეჟიმს. ოპციონალურად, შესაძლებელია დამატებითი ასეთი კომპონენტის შეძენა, რომლის მეშვეობითაც, აღნიშნული მახასიათებელი იზრდება 14 სთ-მდე. კომპანიამ ასევე წარმოადგინა დოკ-სადგური Power Media Dock, რომლის საშუალებითაც, ნოუთბუქის განკარგულებაში შესულ იქნება 1 გბ GDDR3 მეხსიერების მქონე დისკრეტული ვიდეობარათი AMD Radeon HD 6650M, ოპტიკური წამყვანი DVD ან Blu-ray, ქსელური ადაპტერი Gigabit Ethernet და გაორმაგებული რაოდენობა USB, HDMI და D-Sub პორტებისა. VAIO Z-ს განახლებული მოდელის ღირებულება, მწარმოებლის საიტზე იწყება 1799 ევროს ნიშნულიდან, ხოლო მომარაგებებმა კი, სტარტი ივლისის ბოლოსთვის უნდა აიღოს. IXBT
  4. თვის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Acer გეგმავდა ახალ ნოუთბუქ TravelMate 8481-ის გამოშვებას, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა სულ რაღაც 4 მმ-იანი სისქის მქონე ჩარჩოთი. ოფიციალურად ეს ცნობა კი, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დადასტურდა და მასთან ერთად, გთავაზობთ ამ პროდუქტის მახასიათებლებსაც. ეკრანის დიაგონალის სიგრძე 14 დუიმს შეადგენს, თუმცა ინოვაციური დისპლეის გამო, თხევადკრისტალური პანელის განთავსება მოხერხდა კორპუსში, რომლის გაბარიტებიც შეესაბამება 13,3-დუიმიან მოდელისას. გარდა ამისა, TravelMate 8481 საკმაოდ კომპაქტური გამოვიდა: ნაწარმის მაქსიმალური სისქე მხოლოდ 2,2 სმ-ია, ხოლო მასა კი, ექვსუჯრედიანი ელემენტის გათვალისწინებით - 1,5 კგ. ნოუთბუქი დამზადებულია Intel Huron River პლატფორმაზე, მის კომპლექტაციაში შედის II თაობის Intel Core პროცესორები და მათში ინტეგრირებული GPU. თუმცა, ზოგიერთ მოდიფიკაციის არსენალში თქვენ იხილავთ NVIDIA-ს დისკრეტულ ვიდეობარათებსა და ასევე NVIDIA Optimus ტექნოლოგიის მხარდაჭერასაც. საინტერესოა, რომ უკვე ბაზურ ვერსიაში გათვალისწინებულია როგორც 320 გბ ტევადობის მქონე მყარი დისკი, აგრეთვე mSATA ინტერფეისის საშუალებით ჩართული 64 გბ-იანი SSD-ც. ოპერატიულ მეხსიერებას რაც შეეხება, მისი მაქსიმალური ტევადობა 8 გბ-ს გაუტოლდება. გარდა ამისა, ადგილზეა Gigabit Ethernet და Wi-Fi ადაპტერები, USB 3.0 და HDMI პორტები, აპარატული დაშიფვრის მოდული TPM და დაქტილოსკოპური სენსორი. მწარმოებლის მიერ განცხადებული, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაა 9 სთ. ხოლო ნაწარმში გამოყენებული ტექნოლოგია Acer PowerSmart-ის მეშვეობით, ხდება ელემენტის 'სიცოცხლისუნარიანობის' გაზრდა დამუხტვის 1000 ციკლამდე. გარდა Windows-ისა, TravelMate 8481-ის კომპლექტაციაში შესულია Linux-ზე დაფუძნებული მინი ოპერაციული სისტემა Acer InstantView, რომელიც ჩართვიდან უკვე რვა წამის შემდეგ, ხელმისაწვდომს ხდის კალენდარს, ფაილ-მენეჯერსა და რიგ სხვა ფუნქციებს. IXBT
  5. მეც რატომღაც კორსარი მომეწონა, მარა 280$ 2.1 სისტემისათვის ცოტა მეტისმეტად მეჩვენება
  6. კომპანია HP-მ განაახლა ოფიციალური ფასები პლანშეტურ კომპიუტერ TouchPad-ზე და დაიწყო მისი პრე-ორდერების მიღება აშშ-ს ყველა მსხვილ სავაჭრო ქსელში. მოწყობილობა აღჭურვილია 9.7-დუიმიანი ეკრანით, 1024x768 პიქსელ გაფართოებით, 1.2 გჰზ სიხშირეზე მომუშავე ორბირთვიან პროცესორ Qualcomm Snapdragon APQ8060 SoC-ით და 1 გბ ოპერაცატიული მეხსიერებით. საკომუნიკაციო ნაკრები სტანდარტულია, კერძოდ კი ის მოიცავს Wi-Fi 802.11a/b/g/n-ს და Bluetooth 2.1 + EDR-ს (რაც უჩვეულოა, რადგანაც Snapdragon ჩიპზე დაფუძნებულ სისტემას გააჩნია Bluetooth 3.0 + HS-ის და Bluetooth 4.0-ის მხარდაჭერაც კი), micro-USB 2.0 პორტს, ხოლო ოპციონალურად ხელმისაწვდომია 3G მობილური ქსელების ადაპტერიც. ადგილზეა ფრონტალური კამერა, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო, HP-მ უარი თქვა ამ დეტალის უკან განთავსებაზე. გარდა ამისა, პროდუქტს გააჩნია საფირმო დინამიკები Beats Audio, განათების სენსორი, აქსელერომეტრი, ჰიროსკოპი, ციფრული კომპასი, რაც შეეხება GPS-მიმღებს, ის მხოლოდ 3G-ვერსიაში გვხვდება. აკუმულატორის მოცულობა 6300 mAh-ია, რაც დაახლოვებით შეესაბამება iPad-ის მახასიათებლებს. წონა შეადგენს 740 გ-ს, რითაც ის ხდება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პლანშეტი, რომელიც აგებულია ARM არქიტექტურის მქონე პროცესორის ბაზაზე. იმისათვის, რომ მომხმარებელს გაუმარტივდეს მოწყობილობასთან ყოველდღიური კავშირი, კომპანიამ იზრუნა რამდენიმე საფირმო აქსესუარის გამოშვებაზე, ესენია: დამცავი კეისი, დოკ-სადგური, რომელიც ასრულებს სადგამის ფუნქციას და უკაბელო კლავიატურა. პროდუქტის მთავარ ღირსებად, HP ასახელებს ოპერაციულ სისტემა WebOS-ს, რომლის მრავალი დავალების შესრულების უნარიანობაც აჭარბებს კონკურენტ ოპერაციული სისტემების ანალოგიურ შესაძლებლობებს. თუმცა ეს შეიძლება ნაკლადაც ჩაითვალოს და პოტენციურ მყიდველს ეს ფაქტი დიდად არ მოეწონება, რადგანაც მისი გაყიდვების დაწყების მომენტში, არ მოიპოვება აპლიკაციების დიდი რაოდენობა, რასაც შეჩველნი არიან Apple App Store და Google Android Market-ის მომხმარებლები. აშშ-ს ბაზარზე, TouchPad-ის ღირებულება იქნება 500$ - 16 გბ-იანი მეხსიერების მქონე მოდელისათვის, ხოლო უფრო დიდი ტევადობის მქონე პროდუქტი 100$-ით მეტი დაგიჯდებათ. ამ მხრივ, HP-ს ახალი პლანშეტი იძენს მრავალ კონკურენტს - პირველ რიგში, კი Apple iPad 2, Asus Eee Pad Transformer და Motorola Xoom-საც კი. უფრო დეტალურად, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეორგოლი Overclockers.ru
  7. AVENGER აქ დავწეროთ ხოლმე რომელ თემებსაც მოვრჩებით. მე Intel-ის სტატიები დავამთავრე, ეხლა Overclocking-ზე გადავდივარ
  8. მივესალმები ამ იდეას და თუ ნებას დამრთავთ, მეც მოგეხმარებით, თორემ საკმაოდ ბევრი სამუშაო გაქვთ. ე.ი. მთლიანად თემებს ვაკოპირებთ ვორდში, თავის სურათების ლინკებიანად და ავტორის მითითებით, სწორედ გავიგე?
  9. კომპანია EVGA-მ ამ კვირას გამოუშვა ვიდეობარათი 1536 მბ-იანი GeForce GT 545, რომელიც თავდაპირველად NVIDIA-ს საიტზე აღინიშნებოდა როგორც OEM-გადაწყვეტილება. ის წარმოადგენს GeForce GTX 550 Ti-ს ახლო ნათესავს, მხოლოდ ნაკადური პროცესორების რიცხვი, 192-დან შემცირებულია 144-მდე, ხოლო სიხშირეები კი შეადგენს 720/1440/1800 მჰზ-ს. ინტერფეისი 192-ბიტიანია, GDDR5-ის ნაცვლად კი, გამოყენებულია DDR3 ტიპის მეხსიერება. უნდა აღინიშნოს, რომ NVIDIA აგრეთვე უშვებს 1 გბ GDDR5-ის მქონე GeForce GT 545-საც, 128-ბიტიანი სალტით, რომლის ზემოაღნიშნული მახასიათებლებია 870/1740/3996 მჰზ. ეს პროდუქტი განკუთვნილია OEM-ბაზრისათვის - ჯერჯერობით მაინც. უკანა პანელზე ასევე განთავსებულია DVI, D-Sub და HDMI პორტებიც. კომპანიის სტანდარტული სამწლიანი გარანტია, ვიდეობარათის მყიდველებს ამ თვეში შეეძლებათ გაზარდონ 10 წლამდე. ამერიკაში პროდუქტის ღირებულება შეადგენს 150$-ს. Overclockers.ru
  10. როგორც ინფორმაციული წყარო იუწყება, კომპანია ASUS-მა გამოსაშვებად მოამზადა რამდენიმე ახალი მონობლოკური კომპიუტერი - ET2700XVTS, ET2410INTS და ET2210INTS, რომელთა მახასიათებლების გაგება მხოლოდ ამ დროისთვის გახდა ცნობილი. მათგან პირველი ეს გახლავთ ფლაგმანი მოდელი, რომელიც დაფუძნებულია პლატფორმა Intel Huron River-ზე და როგორც ჩანს, მიჩნეულია Apple iMac-ის ალტერნატივად. მის კონფიგურაციაში შედის Full HD გაფართოვების მქონე, 27-დუიმიანი სენსორული დისპლეი, 178/178O-იანი ხედვის კუთხით. გარდა ამისა, პროცესორი Intel Core i7-2600S (3,4 გჰზ-ით), 8 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR3, 1,5 გბ-იანი გრაფიკული ბარათი NVIDIA GeForce GTX 560M, 1 ტბ ტევადობის მყარი დისკი, შპინდელის სისწრაფით 7200 ბრ/წთ-ში და ოპტიკური წამყვანი, Blu-ray ფორმატის ჩვენების მხარდაჭერით. რასაკვირველია, ადგილზეა USB 3.0 და HDMI პორტებიც. დანარჩენი ორი მოდელის არსენალი შედარებით მოკრძალებულია. ASUS ET2410INTS-ის აღჭურვილობაში თქვენ მიიღებთ 23,6-დუიმიან სენსორულ ეკრანს, პროცესორ Intel Core i5-2400S-ს (2,5 გჰზ-ით), 4 გბ DDR3 ოპერატიულ მეხსიერებას (მაქსიმუმ 8 გბ), NVIDIA GeForce GT 540M-ს, წამყვანს Blu-ray დისკების ჩვენების შესაძლებლობით და 1 ტბ-იან მყარ დისკს, 7200 ბრ/წთ-ით. ASUS ET2210INTS მისგან განსხვავდება მხოლოდ მცირე ზომის დისპლეით (21,5 დუიმი) და უფრო ნაკლებ წარმადობიანი ვიდეობარათ NVIDIA GeForce GT 520M-ით. ინფორმაცია პროდუქტების ღირებულებების შესახებ, სულ მცირე დროში გახდება ცნობილი. Notebook Italia, IXBT
  11. გავრცელდა ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არწარდგენილ ნოუთბუქ Packard Bell EasyNote TX86-ზე, რომელიც როგორც იუწყებიან, იქნება კომპანიის ყველაზე თხელი მოდელი - მაქსიმალური სისქე იქნება 21,9 მმ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი წარმადობის დონე არასაკმარისი იქნება: ის დაკომპლექტებულია II თაობის Intel Core პროცესორებით, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია Arrandale-თან შედარებით, რომელიც გამოყენებული იყო წინამორბედის შემთხვევაში. Huron River პლატფორმაზე გადასვლით, გაიზარდა ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაც და შეადგენს 8 სთ-ს, 6-უჯრედიანი 4400 mAh ელემენტის პირობებში. არსენალში შესული იქნება GPU-ს ორი ვარიანტი: ინტეგრირებული და დისკრეტული. მეორის როლში წარმოდგენილი იქნება NVIDIA-ს 3D-ბარათი, რომელიც აღჭურვილი იქნება 1 გბ ვიდეომეხსიერებით. ტექნოლოგია Optimus-ის მხარდაჭერა კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მათ შორის გადართვას. ეკრანის დიაგონალის სიგრძე შეადგენს 15,6 დუიმს. გარდა აღნიშნული თავისებურებებისა (ყოველ შემთხვევაში, JP-001IT მოდიფიკაციაში მაინც), აგრეთვე შესულია: 6 გბ DDR3 ოპერატიული მეხსიერება, 500 გბ ტევადობის მქონე მყარი დისკი, Gigabit Ethernet და Wi-Fi ადაპტერი, ვებ-კამერა 1,3 მპ-ით, ვიდეოგასასვლელები D-Sub და HDMI, USB 3.0 პორტი. Packard Bell EasyNote TX86-ის გაყიდვების დაწყების თარიღი და ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია. Notebook Italia
  12. თვითონ მაგ ზომის ეკრანები უკვე აღარ არის ისეთი პოპულარული და მათ გაფართოებას ცოტა თუ აქცევს ყურადღებას.
  13. ჩემი აზრით, რაც არ უნდა დაიხვეწოს ვაირლეს მაუსების ტექნოლოგია, გეიმერების უმეტესობა მაინც კაბელიანს აირჩევს. ელემენტების ცვლა, დატენვა, ზედმეტი თავის ტკივილია
  14. კომპანია Kingmax-მა გამოფენაზე უამრავი პროდუქტი გამოიტანა, მათ შორის SSD-დისკები, ფლეშ-ბრელოკები და მეხსიერების ბარათები. პირველი მათგანის კატეგორიაში, ორი სერიის წარმომადგენლები ერთად იყვნენ განთავსებულნი. კერძოდ კი, ესენია 1,8 და 2,5-დუიმ ფორმატის მქონე ნაწარმები SATA II ინტერფეისით. 1,8-დუიმიანი მოდელების გაბარიტები შეადგენს 78,5 х 54 х 5 მმ-ს, წონა კი 45 გ-ს. მათი ტევადობა შესაძლებელია იყოს 32-დან 256 გბ-მდე, ხოლო გამოყენებული სიმძლავრის დონე კი 145-160 მვტ. 2,5-იანი ვარიანტების ზომებია 100,5 х 69,85 х 7 მმ, მასა - 73 გ, მესამე მახასიათებელი კი - 512 გბ. ჩაწერა-წაკითხვის სიჩქარეები კი შემდეგნაირია: 32 გბ-იანი - 150/40 მბ/წმ 64 გბ - 150/70 მბ/წმ 128 გბ - 260/150 მბ/წმ 256 და 512 გბ-იანები - 260/210 მბ/წმ ასევე დემონსტრირებული იყო 2,5-დუიმიანი მყარი დისკი KE-71, რომელიც წინა წლის ბოლოს გამოვიდა. ის მოიცავს SATA II და USB 3.0 ინტერფეისებს, ხოლო მხარდაჭერილი ოპერაციული სისტემებია Windows, Mac, Linux-ი. თებერვლის თვეში წარმოდგენილი ფლეშ-მეხსიერების ბარათები PD-71 გამოირჩევიან მიმზიდველი გარეგნობით, დაცულნი არიან მტვრისა და ნესტისაგან, მოყვებათ პატარა ჯაჭვი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მათი რაიმეზე დამაგრება. აქვე განთავსდნენ სხვა სერიის წარმომადგენლებიც - PD-33, UD-05, ED-01. USB 3.0 ინტერფეისის მქონე ფლეშ-ბარათები თავს სხვა ადგილიდან გვაწონებენ. მათი ტევადობა შეადგენს 64 და 128 გბ-ს. მინიატურული პროდუქტების მოყვარულთათვის, გამოტანილი იყო ფლეშ-ბრელოკები PD-01 სერიიდან. მეხსიერების ბარათებიდან, წარმოდგენილი იყო SpeedMaster სერიის CompactFlash-პროდუქტები, რომელთა ტევადობაც აღწევს 16 გბ-ს, ხოლო სიჩქარის რეიტინგი კი 600x-ს. 3DNews
  15. კომპანია ASUSTeK Computer-მა, სხვა პროდუქტებთან ერთად, წარმოადგინა სამაგიდო კომპიუტერული სისტემა ASUS R.O.G. CG8565. აღნიშნული დესქტოპი განთავსებულია აგრესიული გარეგნობის მქონე კორპუსში, რომელიც შესრულებულია ამერიკულ უჩინარ-თვითმფრინავ 'Stealth'-ის სტილში. მოდელი აგებულია Intel Z68 Express მიკროსქემების ნაკრების მქონე სისტემურ დაფაზე და აღჭურვილია Sandy Bridge თაობის Intel Core i7 პროცესორით, რომლის აჩქარებაც მარტივად არის შესაძლებელი სპეციალურ ღილაკ CPU Level Up-ზე დაჭერის მეშვეობით. გარდა ამისა, დებიუტანტის არსენალში მოიძებნება ორჩიპიანი გრაფიკული ადაპტერი NVIDIA GeForce GTX 590 და ხმის ბარათი ASUS Xonar-ი. ამ მომენტისათვის, ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია უფრო ზუსტ მახასიათებლებსა და გაყიდვების დაწყების თარიღზე. 3DNews VR-Zone
  16. Micro-Star International (MSI)-ის პრეს-სამსახურმა განაცხადა ერთ-ერთი პირველი ლეპტოპის გამოსვლის შესახებ, რომელიც აღჭურვილია უახლეს გრაფიკული ადაპტერ GeForce GTX 560M-თი. მოდელი MSI GT683 შესულია საფირმო პროდუქტის ხაზ G-Series-ში და ორიენტირებულია ვირტუალური ბატალეების მოყვარულებზე, მისი კორპუსი გაფორმებულია შავ ფერში და გააჩნია ეფექტური ფორთოხლისფერი განათება. გარდა ამისა, ნაწარმის სპეციფიკაციაში, რომლის წონაც შეადგენს 3,5 კგ-ს, შესულია: 15,6-დუიმიანი თხევადკრისტალიანი დისპლეი, 1920 x 1080 Full HD-გაფართოებით და ეკრანის შუქდიოდური განათება; 2,0 გჰზ სიხშირის მქონე პროცესორი Intel Core i7-2630QM; 8 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება; RAID 0 მასივში გაერთიანებული, 640 გბ ტევადობამდე მყარი დისკების წყვილი; ჩამწერი ოპტიკური DVD-წამყვანი; ინტეგრირებული ქარდ-რიდერი 4-1-ში; ინტეგრირებული 2 მპ-იანი ვებ-კამერა; Dynaudio Acoustics-თან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავებული, ორი ჩაშენებული დინამიკი და ერთი საბვუფერი Gigabit Ethernet ქსელური ბარათი; უკაბელო ქსელების ადაპტერი Wi-Fi 802.11b/g/n; USB 3.0 პორტების წყვილი და HDMI; 9-უჯრედიანი ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს 3 სთ-მდე ავტონომიურ რეჟიმში მუშაობას. პრე-ორდერის გაკეთება უკვე შესაძლებელია ონლაინ-მაღაზია Amazon.com-ზე, 1500$-ად. 3DNews
  17. კომპანია NZXT-მა წარმოადგინა ახალი მაღალწარმადოვანი აქტიური გაგრილების სისტემა Intel-ისა და AMD-ს პროცესორებისათვის, რომელიც ორიენტირებულია გეიმერებსა და კომპიუტერულ ენთუზიაზისტებზე. მოდელი NZXT HAVIK 140 განეკუთვნება 'ტაუერ' ტიპის გადაწყვეტილებას, მისი ძირი დამზადებულია სპილენძისაგან, ხოლო მილაკები უერთდება მასიურ ალუმინის რადიატორს, ის კი, თავის მხრივ, შედგება განსაკუთრებული ფორმის თხელი ფირფიტებისაგან. მასზე დამაგრებულია ორიგინალური ტალღისებური ფორმის მქონე, 140 მმ-იანი ფენები, რომლებიც გათვლილია საშუალოდ 30 000 სთ-ის მუშაობის ხანგრძლივობაზე. თითოეული მათგანი ასრულებს 1200 ბრ/წთ-ში და გადააქვს 90,3 კუბური ფუტი ჰაერის ნაკადი წუთში, ხოლო ხმაურის დონე კი შეადგენს 25 დბ-ს. ამასთან, სრულად აღჭურვილი კონსტრუქციის გაბარიტებია 140 x 166 x 120 მმ და წონა კი - 760 გ. გაყიდვების უკვე დაწყებულია და ნაწარმის ღირებულება შეადგენს 70 ევროს. 3DNews
  18. კომპანია Zotac-მა Computex-ზე გამოიტანა თავისი რამდენიმე ახალი ნაწარმი. მისი სტენდი შესრულებული იყო კორპორატიულ დიზაინში, ტრადიციულ შავ-ყვითელ ფერებში. წარმოდგენილი ასორტიმენტის რაოდენობა ბევრი არ ყოფილა, თუმცა ეს მხოლოდ იმ ტენდენციას უსვამს ხაზს, რომ კომპიუტერული გამოფენები თანდათანობით უფრო შოუსა და პარტნიორების შეკრების ადგილის მნიშვნელობას ღებულობს, ვიდრე პროდუქციის ანონსებისთვის განკუთვნილ ტერიტორიას. ერთ-ერთი საინტერესო გადაწყვეტილება, NVIDIA GeForce GTX 560-ის ბაზაზე, რომელმაც მიიღო ერთდროულად სამ მონიტორზე გამოტანის შესაძლებლობა, რაც საკმაოდ იშვიათია NVIDIA-ს ვიდეობარათების GPU-ებს შორის. სავსებით ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში, დისპლეებზე მოქმედებს გარკვეული დამატებითი მოთხოვნილებები და შეზღუდვები - გაფართოებასა და კადრების განახლების სიხშირეზე. ამავე GPU-ზე დაფუძნებული კიდევ ერთი ვიდეობარათი, მართალია შედარებით ნაკლებად ორიგინალურია, მაგრამ მაინც, უდავოდ საინტერესოა. თქვენთვის ის უკვე ცნობილია, ეს გახლავთ Zotac GeForce GTX 560 AMP! Edition-ი, რომელიც აღჭურვილია ორიგინალური გაგრილებითა და ქარხნულად გაზრდილი სიხშირეებით. Zotac-ი დიდი ხანია, რაც უშვებს 17x17 სმ ზომის, Mini-ITX ფორმატის სისტემურ დაფებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია HTPC, ნეტტოპებსა და სხვა მინი კომპიუტერებში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ამ ხაზის დაფები - Z68 GT430 ITX-WiFi და Z68ITX-WiFi. პროდუქტებს შორის, ასევე ნაჩვენები იქნა მინი კომპიუტერი Zbox ID41. მიუხედავად კომპაქტური გაბარიტებისა და მცირე წონისა, ეს barebone-სისტემა აღჭურვილია ორბირთვიანი Intel Atom D525 პროცესორით, NVIDIA ION გრაფიკით, HDMI, DVI, D-Sub გასასვლელებით (ადაპტერის საშუალებით), ორი ცალი SO-DIMM-ბუდით DDR3 მეხსიერებისათვის. გარდა ამისა, სპეციფიკაციაში შესულია 2,5-დუიმიანი სექცია მყარი დისკის ან ფლეშ-ბარათისათვის, ქსელური კონტროლერები Gigabit Ethernet და Wi-Fi, USB 3.0, eSATA პორტები. IXBT 3DNews
  19. ASUSTeK Computer-მა წარმოადგინა სისტემური დაფა ASUS D27NM10-I IPC, რომელიც დაფუძნებულია Mini-ITX ფორმ-ფაქტორსა და პროგრესულ პლატფორმა Intel Cedar Trail-ზე. ის აღჭურვილია საკმაოდ დიდი ზომის ალუმინის რადიატორით, 32 ნმ ტექნოლოგიით დამზადებულ, 2,13 გჰზ-ის მქონე ორბირთვიან პროცესორ Intel Atom D2700-ზე და შემუშავებულია მიკროსქემების ნაკრებ Intel NM10 Express-ზე. გარდა ამისა, ნაწარმის არსენალში აგრეთვე შესულია: ორი ცალი SO-DIMM სლოტი - DDR3 ოპერატირული მეხსიერების მოდულების განთავსებისათვის; წყვილი SATA პორტი; ერთი PCI Express x1; აუდიოკოდეკი, რომელიც უზრუნველყოფს HD Audio-ს 5.1-არხიანი ხმას; უკანა პანელზე განლაგებული RJ-45, ოთხი USB 2.0, D-Sub და DVI; იქიდან გამომდინარე, რომ დაფას გააჩნია Blu-ray 2.0-ის მხარდაჭერა და რეალიზებულია 1080p ვიდეო-გაფართოების ჩვენება, მისი გამოყენება შესაძლებელია კომპაქტური HTPC-სისტემის ასაწყობად. 3DNews
  20. კომპანია Leadtek-ის სტენდზე, წარმოდგენილი იყო საინტერესო პროდუქტი - AMOR Multimedia Phone 8218, რომელშიც გაერთიანებულია Android-პლანშეტი და VoIP-ის მხარდაჭერის მქონე სახლის ტელეფონი. ეს ფაქტიურად უნივერსალური კომუნიკაციური დოკ-სადგურია, რომელსაც ერთდროულად შეუძლია შეითავსოს როგორც DECT-ბაზის, ასევე Wi-Fi მარშრუტიზატორის როლიც. გარდა ამისა, მას გააჩნია უკაბელო კავშირის სტანდარტი ZigBee, რის საშუალებითაც ხდება შესაბამის მოწყობილობებიდან მონაცემების გადატანა (სამედიცინო აპარატებზე, თვალთვალის სისტემებზე, საშინაო ავტომატიზაციებზე და ა.შ.) ქსელში. სამწუხაროდ, პლანშეტის პირდაპირი კავშირი ტელეფონთან გათვალისწინებული არ არის. მიუხედავად ამისა, გაჯეტის მახასიათებლები საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება: მობილური ოპერაციული სისტემა Android 2.3 (თუმცა დემონსტრირებული გადაწყვეტილება მუშაობდა Froyo-ზე), 7-დუიმიანი ეკრანი 1280×720 გაფართოებით, Tegra 2 ჩიპი, HDMI გასასვლელი, კამერა ვიდეოზარებისათვის, ეს ყველაფერი კი, სახლის მოწყობილობისათვის, ეს არც თუ ისე ურიგოა. Leadtek AMOR 8218 სადგურის შეძენას ტაივანელი მომხმარებლები მიმდინარე წლის სექტემბერში შეძლებენ. სხვა ქვეყნის ბაზრებზე გამოჩენის შესახებ, ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 3DNews
  21. მაპატიეთ, სამხრეთ კორეაა რა თქმა უნდა
  22. გადასარჩევი დარჩა ეს ნიუსები: Computex 2011: стенд компании NVIDIA http://www.3dnews.ru/news/611988/ Computex 2011: стенд компании Antec http://www.3dnews.ru/news/612001/ Computex 2011: ASUS Eee Pad MeMO получит 3D-IPS-экран и гарнитуру для звонков http://www.3dnews.ru/news/611950/ Computex 2011: ноутбуки GIGABYTE Q2432/Q2532 на Sandy Bridge http://www.3dnews.ru/news/611956/ Computex 2011: охлаждение процессоров и ноутбуков от GlacialTech http://www.3dnews.ru/news/611978/ Computex 2011: стенд компании FSP http://www.3dnews.ru/news/611989/ Computex 2011: стенд Transcend http://www.3dnews.ru/news/611980/ Computex 2011: планшеты Shuttle http://www.3dnews.ru/news/612000/ Computex 2011: накопители на любой вкус и цвет от Silicon Power http://www.3dnews.ru/news/611999/ Computex 2011: ноутбуки со стенда компании MSI http://www.3dnews.ru/news/612002/ Computex 2011: несколько свежих материнских плат от AsRock http://www.3dnews.ru/news/611991/ Computex 2011: фотографии ПК-моноблоков MSI http://www.3dnews.ru/news/612014 Computex 2011: ноутбук GIGABYTE Booktop M2432 с мощным «довеском» http://www.3dnews.ru/news/611957 Computex 2011: концептуальный нетбук-трансформер Intel Keeley Lake на базе Cedar Trail http://www.3dnews.ru/news/612021/ Computex 2011: «двухголовый монстр» PowerColor Radeon HD 6970 X2 http://www.3dnews.ru/news/612025/ Computex 2011: анонс 3D-монитора ViewSonic V3D245wm-LED http://www.3dnews.ru/news/612057/ Computex 2011: галерея материнских плат MSI http://www.3dnews.ru/news/612056/ Computex 2011: стенд компании Apacer http://www.3dnews.ru/news/612053/ Computex 2011: стенд компании Acer http://www.3dnews.ru/news/612054/ Computex 2011: ноутбуки и нетбуки ASUS http://www.3dnews.ru/news/612051/ Computex 2011: анонс плат ASUS на чипсетах AMD 9 Series http://www.3dnews.ru/news/612047/ Computex 2011: материнская плата Biostar на чипсете AMD 990FX и не только http://www.3dnews.ru/news/612048/ Computex 2011: планшеты и навигаторы от MiTAC http://www.3dnews.ru/news/612063/ Computex 2011: стенд компании AMD http://www.3dnews.ru/news/612065/ Computex 2011: оригинальные корпуса HuntKey http://www.3dnews.ru/news/612058/ Computex 2011: сетевые накопители и проигрыватели QNAP http://www.3dnews.ru/news/612059/ Computex 2011: стенд компании Viewsonic http://www.3dnews.ru/news/612072/ Computex 2011: корпуса и блоки питания от SilverStone http://www.3dnews.ru/news/612067/ Computex 2011: GeIL показала гибридную мышку EpicGear Meduza http://www.3dnews.ru/news/612061/ Computex 2011: видеокарты ECS Elitegroup http://www.3dnews.ru/news/612073/ Computex 2011: два корпуса Corsair из новой линейки Carbide Series http://www.3dnews.ru/news/612074/ Computex 2011: к третьей годовщине нетбуков Intel поставила более 100 млн Atom http://www.3dnews.ru/news/612079/ Computex 2011: планшеты на базе Oak Trail на стенде ECS http://www.3dnews.ru/news/612076/ Computex 2011: Microsoft представила новый интерфейс Windows 8 http://www.3dnews.ru/news/612106/ Computex 2011: стенд компании AverMedia http://www.3dnews.ru/news/612062/ Computex 2011: память и охлаждение для нее от GeIL http://www.3dnews.ru/news/612108/ Computex 2011: материнские платы ECS Elitegroup http://www.3dnews.ru/news/612075/ Computex 2011: двухсимочный 7" планшет компании TCBIC http://www.3dnews.ru/news/612105/ Computex 2011: управление охлаждением Corsair Link http://www.3dnews.ru/news/612012/ Computex 2011: нетбук ASUS Eee PC 1025C на Intel Cedar Trail http://www.3dnews.ru/news/612114/ Computex 2011: видеокарта Triplex Radeon HD 6950 Х2 в голубом http://www.3dnews.ru/news/612123/ Computex 2011: системная плата ECS Black Series A990FXM-A http://www.3dnews.ru/news/612115/ Computex 2011: планшет Acer Iconia Tab M500 на MeeGo http://www.3dnews.ru/news/612135/ Computex 2011: карта microSD со встроенным NFC-чипом http://www.3dnews.ru/news/612130/ Computex 2011: планшет-прототип с NVIDIA Kal-El http://www.3dnews.ru/news/612126/ Computex 2011: новые корпуса NXZT из линейки Classic Series http://www.3dnews.ru/news/612144/ Computex 2011: материнские платы Sapphire http://www.3dnews.ru/news/612158/ Computex 2011: профессиональные и игровые видеокарты Sapphire http://www.3dnews.ru/news/612157/ Computex 2011: анонс корпусных вентиляторов NZXT FX Series http://www.3dnews.ru/news/612148/ Computex 2011: видеокарты Leadtek http://www.3dnews.ru/news/612204/ Computex 2011: профессиональные и бизнес-решения на стенде Leadtek http://www.3dnews.ru/news/612203/ Computex 2011: стенд Arctic Cooling http://www.3dnews.ru/news/612211/ Computex 2011: видеокарты на стенде Inno3D http://www.3dnews.ru/news/612214/ Computex 2011: стенд Enermax http://www.3dnews.ru/news/612213/ Computex 2011: ноутбук Gigabyte M2432 и док-станция с GeForce GT 440 для него http://www.3dnews.ru/news/612231/ Computex 2011: The ROG Releases http://www.anandtech.com/show/4420/computex-2011-the-rog-releases Computex 2011: Motherboards http://www.anandtech.com/tag/mb
  23. კომპანია Gigabyte-მა აგრეთვე წარმოადგინა პლანშეტი S1080, რომელიც მუშაობს Windows 7 ოპერაციულ სისტემაზე და აპრილის შუა რიცხვებში გამოტანილ იქნა ტაივანურ ბაზარზეც. სხვა ანალოგიურ პროდუქტებისაგან განსხვავებით, მას გააჩნია ოპტიკურ წამყვანის გამოყენების შესაძლებლობა, ინტეგრირებული დოკ-სადგური, სტერეოდინამიკები, VGA-გასასვლელი, სამი USB 2.0 და აუდიოპორტი. Gigabyte S1080-ის კორპუსის სისქე შეადგენს 14,94 მმ-ს. ის აღჭურვილია 1024х600 გაფართოვების მქონე, 10,1-დუიმიანი ტევადი, სენსორული თხევადკრისტალური დისპლეით, 1,66 გჰზ-იან ორბირთვიან პროცესორ Intel Atom N570-ით, 2 გბ ოპერატიული მეხსიერებით (DDR3) და 320 გბ-იანი მყარი დისკი (SATA, 5400 ბრ/წთ). გარდა ამისა, ნაწარმს გააჩნია USB 2.0 და USB 3.0 ინტერფეისების, Bluetooth 3.0, Wi-Fi 802.11 b/g/n-ის მხარდაჭერა, სლოტი SD ბარათებისათვის და მოდემი 3,5G ქსელებისათვის. წონა 895 გ-ია. თუ პლანშეტის ელემენტის ტევადობა 4000 mAh არასაკმარისი იქნება, ოპციონალურად შესაძლებელია 2700 mAh-ის მქონე, კიდევ ერთი ამ კომპონენტის დამატება. მოსალოდნელია, რომ პროდუქტის ღირებულება აშშ-ში დაახლოებით 700$-ს გაუტოლდება, ხოლო დოკ-სადგურების მიწოდებები ოდნავ მოგვიანებით დაიწყება. 3DNews
  24. კომპანია LG Electronics-მა და Intel-მა ოფიციალურად წარადგინეს როგორც იტყობინებიან, ინოვაციურ 3D-ტექნოლოგია Film-type Patterned Retarder (FPR)-თი აღჭურვილია პირველი მონობლოკური კომპიუტერი, რომელიც უკვე გამოყენებული იყო ტელევიზორ LG CINEMA 3D-ებში. მოდელ LG V300-ს გააჩნია Full HD-ისა და 1920 х 1080 გაფართოვების მქონე, 23-დუიმიანი მულტისენსორული დისპლეი შუქდიოდური განათებით (გამოყენებულია მატრიცა IPS ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს 178O-იან ხედვის კუთხეს ორივე სიბრტყეში). მწარმოებელთა თქმით, ნაწარმს შეუძლია 3D-გამოსახულების კაშკაშა და მკვეთრი გამოტანა, ნაკლები ჯვარედინი შეფერხებებითა და ეკრანის ციმციმით. სისტემასთან ერთად, კომპლექტში შესულია პოლარიზებული ტიპის მსუბუქი სათვალეების წყვილი, რომლებიც უზრუნველყოფენ 3-განზომილებიანი კონტენტის უფრო კომფორტულ ჩვენებას. გარდა ამისა, პროდუქტში რეალიზებულია DLNA (Digital Living Network Alliance) სტანდარტის მხარდაჭერა, რომლის საშუალებითაც ხდება მონაცემების გაცვლა სხვა თავსებად მოწყობილობებთან და ასევე Intel Wireless Display ტექნოლოგია, რომელიც ცნობილია კიდევ როგორც Wi-Di - ტელევიზორზე მასალის უკაბელო ნაკადური გადაცემისათვის. ნაწარმს, რომელიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 7-ზე, სხვა ტექნიკურ მახასიათებლები შემდეგნაირი აქვს: Sandy Bridge თაობის Intel Core i7/i5/i3 პროცესორი; 8 გბ-მდე DDR3-1333 ოპერატიული მეხსიერება; ინტეგრირებული გრაფიკა Intel HD Graphics 3000 ან 1 გბ-ს მქონე, დისკრეტული AMD Radeon HD 6650M; 2,5-დუიმიანი SATA მყარი დისკი 750 გბ-მდე; DVD Super-Multi ან Blu-ray ოპტიკური წამყვანი; Gigabit Ethernet ქსელური ბარათი; Wi-Fi 802.11b/g/n უკაბელო ქსელების ადაპტერი; Bluetooth 3.0+HS ან Bluetooth 2.1+EDR მოდული; აუდიოსისტემა SRS Sound ან SRS Wide 3D Sound-ის მხარდაჭერით; ტვ-ტუნერი (ოპციონალურად); ინტეგრირებული ქარდ-რიდერი 5-1-ში; ჩაშენებული ვებ-კამერა და მიკროფონი; ერთი RJ-45, ორი USB 3.0, ოთხი USB 2.0, HDMI და eSATA პორტი; ასევე გასასვლელები ყურსასმენებისა და შიდა მიკროფონისათვის. LG V300 სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის ივლისის თვეში. მოგვიანებით კი, ის ხელმისაწვდომი გახდება ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ბაზრებზეც. 3DNews
  25. კომპანია GIGABYTE Technology-მ წარმოადგინა კომპიუტერი-ტრანსფორმერი GIGABYTE T1005M, რომელიც დაფუძნებულია მობილურ პლატფორმა Intel Pine Trail-M-ზე. მისი წონა 1,45 კგ-ია, კორპუსის გაბარიტები - 265 x 214 x 41,4 მმ და ხელმისაწვდომია Latte Gold შეფერილობაში. ის აღჭურვილია 10,1-დუიმიანი, 180O-ით მბრუნავ მულტისენსორულ დისპლეითა და ეკრანის შუქდიოდური განათებით. გარდა ამისა, მოდელის სპეციფიკაციაში, რომელსაც გააჩნია Windows 7 Starter ან Windows 7 Home Premium ოპერაციული სისტემა, აგრეთვე შედის: ორბირთვიანი პროცესორი Intel Atom N550(1,50 გჰზ) ან Intel Atom N570 (1,66 გჰზ); Intel NM10 Express ჩიპსეტი; ინტეგრირებული გრაფიკა - Intel GMA 3150; 2 გბ-მდე DDR3 ოპერატიული მეხსიერება; 320 გბ-მდე მყარი დისკის ტევადობა, 2,5-დუიმიან და 5400 ბრ/წთ შპინდელის ბრუნვის სიჩქარის მქონე SATA HDD-თი; 1,5 ვ-იანი ინტეგრირებული ორი ცალი დინამიკი Gigabit Ethernet ქსელური ბარათი; Wi-Fi 802.11b/g/n უკაბელო ქსელების ადაპტერი; Bluetooth V2.1+EDR და 3.5G მოდულები; 1,3 მპ-იანი ვებ-კამერა და მიკროფონი; 4-1-ში ჩაშენებული ქარდ-რიდერი; თითო-თითო USB 3.0, USB 2.0, eSATA/USB Combo, D-sub, RJ-45, DC-პორტი; გასასვლელები ყურსასმენებისა და შიდა მიკროფონისათვის; 6-უჯრედიანი ელემენტი. ინფორმაცია ნეტბუქის ღირებულებასა და გაყიდვების დაწყების შესახებ, ჯერჯერობით არ ვრცელდება. 3DNews
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.