Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. ინფორმაციულ წყარო - Micro Center-ს, ინტერნეტ-მაღაზიის ბმულთან ერთად მოჰყავს ცნობები, რომ AMD Bulldozer პროცესორების გამოსვლა უკვე მომდევნო კვირას შედგება, ზუსტად კი - 12 ოქტომბერს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტების ანონსი არაერთხელ იქნა გადატანილი, ადრე ამ თარიღს ასახელებდა თურქული საიტი - DonanimHaber-იც, რაც ამ ინფორმაციას უფრო დამაჯერებელს ხდის. ისვე აღნიშნავს, რომ ახალი არქიტექტურის მქონე ფლაგმანი გახდება FX-8150, ნომინალურ 3,6 და Turbo რეჟიმზე - 4,2 გჰზ სიხშირით. სავსებით შესაძლებელია, რომ მომდევნო წლის პირველ კვარტალში, ლიდერობა უკვე სხვა მოდელს, FX-8170-ს ერგოს. Nordic Hardware, IXBT
  2. გუშინ, Sony-ს ნოუთბუქების ისედაც საკმაოდ ფართო ასორტიმენტს შეემატა 15,5-დუიმიანი მოდელი VAIO SE (VPCSE190X CTO). ბევრ სხვა გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით, მისი კონფიგურირება და შეკვეთის გაფორმება მომხმარებელს კომპანიის ინტერნეტ-მაღაზიიდან შეუძლია. ბაზური ვერსია, რომელიც შეფასებულია 1000$-ად, მოიცავს 2-ბირთვიან Intel Core i5-2430M (2,4 გჰზ) პროცესორს, SO-DIMM DDR3-1333 ტიპის 4 გბ ოპერატიულ მეხსიერებას, 512 მბ-იან AMD Radeon HD 6470M ვიდეობარათს. აგრეთვე, 500 გბ ტევადობის მყარ დისკს 7200 ბრ/წთ-ით, ოპტიკურ DVD-წამყვანს (ჩამწერს) და 4400 mAh ელემენტს. ოპერაციულ სისტემად გამოიყენება Windows 7 Home Premium (64 ბიტი). გარდა ამისა, 1000$-იან ვარიანტში შესულია შუქდიოდური განათების მქონე, 15,5 დუიმ ზომის ეკრანი ქარხნულ გაფართოება 1920 x 1080 პიქსელით და ასევე პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი, რომელშიც შესულია Adobe Premiere Elements 8.0, Adobe Photoshop Elements 8.0, Adobe Acrobat Standard 9.0, Microsoft Office 2010 Starter და Norton Internet Security 2012 ანტივირუსის 30-დღიანი საცდელი ვერსია. ოპციონალურად ხელმისაწვდომია CPU Core i7-2640M (2 ბირთვი, 2,8 გჰზ), დამატებით 2-4 გბ RAM, 750 გბ-იანი HDD ან ორი SSD - 2 x 512 მბ ტევადობით, 1 გბ-იანი დისკრეტული Radeon HD 6630M, ჩამწერი ან Blu-ray კომბო-წამყვანი და Windows 7 Professional (64 ბიტი). Overclockers.ua
  3. ოთხბირთვიანი Core i7-2700K (3.5 გჰზ) პროცესორის ოფიციალური ანონსი, ჯერ არ შემდგარა, მაგრამ მისი სავარაუდო თავისებურებები უკვე აქტიური განხილვის საგანია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის თავის წინამორბედზე ძვირი ეღირება, ხოლო აჩქარების პოტენციალი კი გაუმჯობესებული ექნება ეკზემპლიარების უფრო დახვეწილ სორტირების გამო. ჯერჯერობით ამის შესახებ საუბარი რთულია, მაგრამ CPU-Z-ს სტატისტიკაში უკვე მოიპოვება ამ CPU-ს ინჟინერული ნიმუშის ოვერქლოქინგის შედეგი. მოდელი დაფუძნებულია იგივე D2 სტეპინგზე, როგორზეც სერიული Core i7-2600K-ები, ამიტომ ამ მხრივ, უკეთესის ლოდინს აზრი არა აქვს. ბირთვზე 1.504 ვ ძაბვაზე და 52х მამრავლის მნიშვნელობით, პროდუქტის სიხშირე გაზრდილ იქნა 5.2 გჰზ-მდე, თუმცა არ ზუსტდება გამოყენებული გაგრილების მეთოდი. ყველა core აქტიურია, გამოიყენება 2-არხიანი მეხსიერება, საერთო ოდენობით 4 გბ. ფორუმ HWbot-ის წევრები ამტკიცებენ, რომ დარეგისტრირებულია ოვერქლოქინგის კიდევ ერთი შედეგი - 5.4 გჰზ-მდე, ბირთვზე 1.55 ვ-თი. Overclockers.ru
  4. თითქმის ნახევარი წლის წინ, გერმანულმა ბრენდმა Alpenfoehn-მა განაცხადა, რომ გამოსაშვებად ამზადებდა მასიურ პროცესორის ქულერ K2-ს. შემდეგ, ქსელში გაჩნდა მისი 'ტყუპისცალ' ძმა - Deepcool Assassin-ის ფოტოსურათები, თუმცა ინფორმაცია ზუსტ მახასიათებლებსა და გაყიდვების დაწყების თარიღის შესახებ, მაინც არ ვრცელდებოდა. ახლა კი, უკვე საშუალება გვეძლევა, რომ უფრო დაწვრილებით გავეცნოთ ზემოაღნიშნულ პროდუქტს, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ევროპის ერთ-ერთ მაღაზიაში - 75 ევროდ. ნაწარმის ზომები 146 x 154 x 160 მმ-ია, ხოლო მასა ფენებთან ერთად 1415, მათ გარეშე კი - 1050 გ-ია. 120 მმ-იანი Wing Boost ასრულებს 500-1500 ბრ/წთ-ში და ამასთან, ქმნის ჰაერის ნაკადს - 108 მ3/სთ-მდე. ხოლო ცენტრში განთავსებული 140 მმ-იანი ვენტილატორი მუშაობს 300-1100 ბრ/წთ-ზე (ნაკადი - 104,7 მ3/სთ). ორივე მათგანის სისქე 25 მმ-ია, იყენებენ ჰიდროდინამიურ საკისარს ('პოდშიპნიკი') და გააჩნიათ გადატვირთვის ფუნქციაც (auto-restart). Alpenfoehn K2 თავსებადია ყველა თანამედროვე პლატფორმასთან - Intel LGA775/1155/1156/1366 და AMD AM2(+), AM3(+), FM1. გარდა ამისა, კომპლექტში შესულია ორი ფენი, კვების გადამყვანი, სამაგრი მექანიზმი, თერმოპასტის მცირე რაოდენობა და საკიდი მავთულების ნაკრები. Caseking, TC Magazine, Overclockers.ua
  5. კომპანია Asus-ის ასორტიმენტი რამდენიმე დღის წინ შეივსო სამი ახალი მონიტორით, რომლებიც დამზადებულნი არიან IPS-ტიპის მატრიცაზე. პროდუქტები შევიდნენ VS სერიაში და მიიღეს სახელწოდებები - VS209H (20 დუიმი), VS229H (21,5) და VS239H (23). ისინი აგრეთვე იყენებენ LED-განათებასაც და გამოირჩევიან ხედვის ფართო კუთხეებითაც (178°/178°). მათ შორის ყველაზე კომპაქტური და იაფი პირველი დისპლეია (139€) და ის ხასიათდება 1600 x 900 გაფართოებით, ხოლო განცხადებული რეაგირების დრო კი - 14 მ/წმ-ია (GTG). ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშის დონე შეადგენს 250 კდ/მ2-ს, ხოლო დინამიური კონტრასტულობა კი უტოლდება 50 000 000:1-თან. აღნიშნული მოდელი აღჭურვილია ერთადერთი გასასვლელით - VGA (D-Sub)-ით, რაც მშობლიური რეზოლუციისთვის სავსებით საკმარისი უნდა იყოს. შედარებით ძვირადღირებულ დებიუტანტებ - VS229H და VS239H-საც მსგავსი მახასიათებლები გააჩნიათ, გარდა 1920 x 1080 პიქსელ გაფართოებისა და დამატებით DVI, HDMI პორტებისა. არც მათი ფასებია მაღალი - 147 და 165€ - 21,5-იან და 23-დუიმიანისთვის შესაბამისად. TC Magazine
  6. ნოუთბუქების ერთადერთი მსხვილი მწარმოებელი, რომელიც ჯერჯერობით არ ისწრაფვის Intel-ის ინიციატივის მხარდაჭერისკენ - ულტრაბუქების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, რჩება Dell. ამასთან, კომპანიაში აცნობიერებენ ბაზარზე თხელი და მსუბუქი ლეპტოპების აქტუალობის დონეს და აგრძელებენ შესაფერისი პროდუქტების შემუშავებებსაც. მათგან ერთ-ერთი გახდა XPS 14z, რომელიც ჩინეთ გაყიდვაში გამოჩნდა. Engadget-ის ცნობებით, აღნიშნული ნაწარმი აღჭურვილია შუქდიოდური განათების მქონე, 14-დუიმიანი ეკრანით, 1366 x 768 გაფართოებით, მაგრამ ამ კომპონენტის ჩარჩოს მოხაზულობის გამო, ის თავისი ზომებით თანაფარდობას უწევს 13.3-იან მოდელებს. მოდიფიკაციის მიხედვით, მასში შეიძლება მოთავსებულ იქნას 2.4 გჰზ სიხშირიანი პროცესორი Intel Core i5-2430M ან Core i7-2640M - 2.8 გჰზ-ით. ბაზურ კომპლექტაციაში, ოპერატიული მეხსიერების ოდენობა შეადგენს 4 გბ-ს, ხოლო მყარი დისკისა კი 500 გბ-ს. გრაფიკული ქვესისტემის თვალსაზრისით, წარმოდგენილია დისკრეტული ბარათი GeForce GT 520M - ტექნოლოგია Optimus-ის მხარდაჭერით, რომელიც იძლევა CPU-ში ინტეგრირებულ ბირთვსა და ძირითად GPU-ს შორის გადართვის საშუალებას. XPS 14z-ის გაბარიტები უტოლდება 335 x 234 x 23 მმ-ს, ხოლო მასა კი დაახლოებით 2 კგ-ს. გაყიდვები ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე, წესით, მიმდინარე წლის IV კვარტალში უნდა დაიწყოს და იმედი გვაქვს, რომ კომპანია ამ პროდუქტის სასიამოვნო ფასითაც მიიპყრობს მომხმარებელთა ყურადღებას. Overclockers.ru
  7. Sandy Bridge-E პროცესორების გამოსვლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ სისტემური დაფების მწარმოებლების აქტიურობა შესამჩნევად მატულობს. მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ კომპანია ASRock გულმოდგინედ მუშაობს ერთი ასეთ პროდუქტ - X79 Extreme7-ის გამოშვებაზე. ინფორმაციულმა წყარომ გამოაქვეყნა მისი გამოსახულების ფრაგმენტი და ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებელი. ჩინურ ფორუმ XFastest-ის წევრმა, სახელწოდებით sxs112.tw გამოაქვეყნა აღნიშნული დაფის სრული ზომის ფოტოსურათები: ASRock X79 Extreme7 დამზადებული იქნება Intel X79 ჩიპსეტზე, ის მიიღებს DDR-2400+ მეხსიერების 6 სლოტს, ხუთ PCI Express x16-ს - SLI-სა და CrossFireX-ის ნებისმიერ კონფიგურაციებისთვის, ამასთან მათგან როგორც მინიმუმ ოთხი შესაფერისი იქნება 3.0 სპეციფიკაციასთან. გარდა ამისა, ნაწარმის კონფიგურაციაში აგრეთვე შევა ოთხი SATA 6 და შვიდი SATA 3 გბიტ/წმ პორტი, ორი USB 3.0 უკანა პანელზე (კიდევ 4 კი ხელმისაწვდომია შიდა კონტაქტების სახით), თითო-თითო eSATA და FireWire, Gigabit Ethernet. ასევე გასასვლელები 7.1-არხიანი აუდიოსისტემის დაკავშირებისთვის, ჩართვის, გადატვირთვისა და CMOS-პარამეტრების გასუფთავების ღილაკები, BIOS debugging ინდიკატორი. ასევე მყარი კონდენსატორები და ჩიპსეტისა და სხვა კომპონენტების გაუმჯობესებული გაგრილების სისტემა. პროცესორის კვების ქვესისტემა წარმოდგენილია 8-ფაზიანად, ხოლო გარდა სტანდარტულ 24 და 8-პინიან შესაერთებლისა, ის აღიჭურვება Molex-ის 4-იანითაც. ღირებულება ნოემბრის თვეში გახდება ცნობილი. VR-Zone
  8. ხო, ეს მინი ვერსიაა და ცოტა მოკლეა ზომაში. იგივე ბარათის აჩქარებული მოდელიც აქვს ამ ფირმას
  9. კომპანია Acer-მა განაახლა AMD Brazos-ზე დაფუძნებული ნეტბუქების ასორტიმენტი. თუ ადრე Aspire One 522 და Aspire One 722 მოდელები აღჭურვილნი იყვნენ C-50 ჰიბრიდული პროცესორებით, ორი ბირთვით, 1 გჰზ-ით და Radeon HD 6250-ით, ამჯერად მათ შემადგენლობაში უკვე შედის Turbo Core ტექნოლოგიის მქონე C-60, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მისი მახასიათებლის გაზრდა 1,33 გჰზ-მდე და გრაფიკული ბირთვი - Radeon HD 6290, რომლის სიხშირის აწევაც არ წარმოადგენს პრობლემას, 276-დან 400 მჰზ-მდე საჭიროებისდა მიხედვით. ამასთან, TDP-ს დონე რჩება 9 ვ-ის ფარგლებში. გარდა ამისა, პირველმა მათგანმა მიიღო 10-დუიმიანი დისპლეი 1280 х 720 გაფართოებით, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება და 320 გბ მყარი დისკი, ხოლო მეორემ კი - 11,6-იანი, 1366 х 768 პიქსელით, 2 გბ RAM და იგივე ტევადობის HDD. ორივე პროდუქტის კომპლექტაციაში აგრეთვე შესულია 10/100 Ethernet და Wi-Fi 802.11b/g/n ადაპტერები, Bluetooth 3.0 მოდული, 0,3 მპ-იანი ვებ-კამერა, D-Sub და HDMI გასასვლელები. მათ ავტონომიურ მუშაობას კი უზრუნველყოფს 6-სექციანი ელემენტი. ოპერაციულ სისტემის როლში კი წარმოდგენილია Windows 7 Home Premium. Aspire One 522 და 722 უკვე ხელმისაწვდომია და მათი ღირებულება შეადგენს 279 და 349 ევროს შესაბამისად. TC Magazine, IXBT
  10. კომპანია Cooler Master-მა განაცხადა Hyper 212 EVO და Hyper TX3 EVO პროცესორის ქულერების გამოსვლის შესახებ. ისინი წარმოადგენენ იმ მოდელების დახვეწილ ვარიანტებს, რომლებსაც მომხმარებელი კარგად იცნობს. ცვლილებები შეეხო რადიატორის კონსტრუქციასა და სითბური მილაკების განლაგებას. გარდა ამისა, გაუმჯობესებულია ფენები და მათი სამაგრებიც. მათგან პირველის ძირთან დაკავშირებულია ოთხი ჰითპაიპი, ხოლო მეორესთან კი - სამი. ორივე შემთხვევაში, ამ კომპონენტების განთავსება და ფორმა შერჩეულ იქნა ისეთი გათვლით, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური კონტაქტი პროცესორთან. თვითონ მწარმოებელი კი, ამ ტექნოლოგიას 'უწყვეტ უშუალო კონტაქტს' (Continuous Direct Contact ან CDC) უწოდებს. Hyper 212 EVO-ს ზომებია 120 x 80 x 159 მმ, მასა კი 569 გ. მის კომპლექტაციაში შედის 120 მმ-იანი ფენი, რომლის სისწრაფეც რეგულირდება 600-2000 ბრ/წთ-ის ფარგლებში. ამასთან, ვარირებს წარმადობის - 0,7-2,35 მ3/წთ-მდე და ხმაურის დონეც - 9-36 დბ-მდე. გათვალისწინებულია მეორე ვენტილატორის დაყენების შესაძლებლობაც. Hyper TX3 EVO შედარებით მცირე და მსუბუქია - 90 х 79 х 136 მმ და 379 გ. 92 მმ-იანი ფენი კი ასრულებს 800-2800 ბრ/წთ-ში, ქმნის ნაკადს 0,44-1,55 მ3/წთ-ში და ხმაურს - 17-35 დბ-მდე. ნაწარმები თავსებადნი არიან Intel LGA 775, 1155, 1156, 1366 და ასევე AMD AM2, AM2+, AM3, AM3+, FM1 სოკეტებთან. პრე-ორდერების მიღება უკვე წარმოებს. Hyper 212 EVO-ის ღირებულება შეადგენს 34,90, ხოლო Hyper TX3 EVO-სა კი - 23,50 ევროს. მიწოდებები კი ოქტომბრის თვიდან დაიწყება. IXBT
  11. კომპანია AMD აპირებს Bulldozer-ზე FX-8170, FX-6120 და ასევე ჰიბრიდული А8-3870K და А6-3670K პროცესორების გამოშვებასაც. პირველ მათგანი იქნება FX-8150-ზე უფრო მაღალი წარმადობის მქონე მოდელი. ის მიიღებს რვა გამომთვლელ ბირთვს და II და III დონის კეშ-მეხსიერებას, თითოეულზე 8 მბ ოდენობით. მისი ტაქტური სიხშირე, აღნიშნულ CPU-სთან შედარებით, 200 მჰზ-ით მეტია - 3,8 გჰზ-იდან (ნომინალური) 4,4 გჰზ-მდე (მაქსიმალური). FX-6120-ის შესახებ ინფორმაცია ბევრი არ არის: მხოლოდ იმას იტყობინებიან, რომ მის შემადგენლობაში შევა 6 ბირთვი, II დონის 6 მბ და III-ის 8 მბ კეშ-მეხსიერება. ზუსტად მსგავსი მონაცემები გააჩნია 12 ოქტომბერს გამომსვლელ FX-6100-საც, ასე, რომ ამ მხრივ, ის (FX-6120) არანაირ სიახლეს არ შემოიტანს. ხოლო თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, როგორც FX-8170-ის შემთხვევაში, FX-6120-ის სიხშირეც 200 მჰზ-ით მაღალი იქნება, ანუ 3,5 გჰზ სტანდარტულ და 4,1 გჰზ ტურბო-რეჟიმის დროს. AMD FX პროცესორების ოფიციალური დებიუტი უნდა შედგეს 12 ოქტომბერს, ხოლო ახალი FX-8170 და FX-6120 გამოჩნდებიან მომდევნო წლის პირველ კვარტალში. რაც შეეხება APU А8-3870K და А6-3670K-ს, მათი პრემიერა შედარებით უფრო ადრე, ამ წლის IV კვარტალშია დაგეგმილი (საორიენტაციოდ, ოქტომბრის ბოლო - ნოემბრის დასაწყისში). ორივე მოდელის მამრავლი გახსნილი იქნება, რაც გაზრდის მათ ღირებულებას ენთუზიასტებსა და აჩქარების მოყვარულთა შორის. მათგან უფროსის ტაქტური სიხშირე გაუტოლდება 3 გჰზ-ს და მის კომპლექტაციაში შევა GPU Radeon HD 6550D, ხოლო უმცროსის ეს მაჩვენებელი 300 მჰზ-ით ნაკლები იქნება, ხოლო ინტეგრირებული გრაფიკული ბარათის როლში წარმოგვიდგება Radeon HD 6530D. ორივე APU-ს TDP 100 ვ-ია.
  12. ინტეგრირებულ გრაფიკასთან ერთად - Radeon HD 6480G, HD 6520G ან HD 6620G, შესაძლებელი იქნება კიდევ 6470M ან HD 6650M-ის დაყენებაც.
  13. იქიდან გამომდინარე, რომ AMD უკვე არ მალავს FX პროცესორების აჩქარების შესანიშნავ პოტენციალს, Intel-ის თანდათან იწყებს 'ნიადაგის მზადებას' - Sandy Bridge-E CPU-ებისთვისაც, რომელთა გამოსვლაც მომდევნო კვარტალშია დაგეგმილი. როგორც ცნობილია, LGA 2011 პროდუქტები ოვერქლოქინგის მოყვარულებს შესთავაზებენ ბაზური სიხშირის ზრდადი მამრავლების გარკვეულ ნაკრებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მათი 'რაზგონი', იმ მოდელებისთვისაც კი, რომლებსაც ეს მაჩვენებელი შეზღუდული აქვთ. კომპანიამ ვებ-საიტ Bit-Tech-ის თანამშრომლებს გააცნო ნიუანსები ამ კუთხით: მაშ ასე, Sandy Bridge-E პროცესორები მართლაც მიიღებენ ზრდად მამრავლებს. მომატება იმუშავებს მხოლოდ თვითონ CPU-ს სიხშირისთვის და ოპერატიული მეხსიერებისთვის, სისტემის სხვა ელემენტები თვითონ განსაზღვრავენ ამ მახასიათებელს - 100 მჰზ-თან მიახლოებულ, სტანდარტულ მაჩვენებელთან შედარებით. ამგვარად, მონაცემთა მყარ დისკებზე საიმედოობის მიზნით, აღნიშნული კომპონენტის აჩქარება ნაკლებ საფრთხესთან იქნება დაკავშირებული, ვიდრე ეს LGA 1155-ზე დაფუძნებულ, Sandy Bridge მოდელებზე იყო. ზემოთ მოცემულ სკრინშოტზე, გამოყენებლია CPU-ს მამრავლი 40х და 1.25х გამყოფი. ბაზური სიხშირე შეადგენს 95.08 მჰზ-ს. სწორედ მათი დაყენების შედეგად, სახეზე გვაქვს 4754 მჰზ. მეხსიერება მუშაობს 18.66х-ზე, რაც შეესაბამება DDR3-2218 რეჟიმს. ოვერქლოქინგის დროს, მომხმარებელმა ასევე დიდი მარაგით უნდა მიუთითოს TDP-ს მნიშვნელობა, ტექნოლოგია Turbo Boost-ის მხედველობაში მიღებით, ამ შემთხვევაში ის უდრის 300 ვ-ს. ასეთ პირობებში, 'ავტომატიკა' აჩქარებას ხელს არ შეუშლის. მოყვანილია აგრეთვე სხვა მაგალითიც, რომელშიც მამრავლის მნიშვნელობა 30х-ა - ეს სავსებით რეალური მაჩვენებელია იმ მოდელისთვის, რომელსაც ეს მახასიათებელი ჩაკეტილი აქვს. 1.66х-ის გამოყენებით, უნდა დავკმაყოფილდეთ 100.4 მჰზ ბაზურ სიხშირეს, იმისათვის, რომ მივაღწიოთ 5 გჰზ დონეს პროცესორის ოვერქლოქინგისას. იქნება თუ არა უფრო აგრესიული გამყოფები, არ ზუსტდება, მაგრამ მეხსიერების დონე კვლავინდებურად შეიცვლება 266 მჰზ-იანი ინტერვალებით. მაგალითისთვის, Ivy Bridge CPU-ები, ამ ნაბიჯს შეამცირებენ 200 მჰზ-მდე. გარდა ამისა, Sandy Bridge-E მოდელები ბირთვის ძაბვისთვის ექნებათ ორი მახასიათებელი: ერთი - ძირითადი ნაწილისთვის (გამომთვლელი ბირთვებისთვის), ხოლო მეორე კი - ე.წ. 'ბირთვს გარე' მხარისთვის. ამგვარი მიდგომა ჩვენ უკვე შეგვხვედრია Intel-ის პროცესორებში.
  14. კომპანია Enermax-მა გამოუშვა ETD-T60 სერიის ორი პროცესორის ქულერი, ETD-T60-TB და ETD-T60-VD სახელწოდებებით. პროდუქტებში გამოყენებულია საფირმო VGF (Vortex Generator Flow) და VEF (Vacuum Effect Flow), რომლებიც განკუთვნილია სითბოს მოცილების გაუმჯობესებისთვის. ჰორიზონტალურად განლაგებული 120 მმ-იანი T.B.Silence ფენიდან წარმოქმნილი ჰაერის ნაკადი მიმართულია სისტემური დაფისკენ, ხოლო მისი სიჩქარე კი რეგულირდება 800-1800 ბრ/წთ ფარგლებში. ამასთან, წარმადობა იცვლება 63,83-დან 147,30 მ3/სთ-მდე (მოდელ ETD-T60-VD-სთვის კი - 56,51-129,09 მ3/სთ-მდე), ხოლო ხმაურის დონე - 16-დან 26 დბ-მდე. ETD-T60-VD მეორე მოდელისგან განსხვავდება შუქდიოდური განათების არსებობით (წითელი და ლურჯი ფერები, მუშაობის 11 რეჟიმი). ნაწარმების წონა, რომლის კონსტრუქციაშიც შესულია 55 ფირფიტის მქონე ალუმინის რადიატორი და ექვსი 6-ელემენტიანი ნიკელირებული სითბური მილაკი, შეადგენს 540 გ-ს. ზომები კი შემდეგნაირია: Enermax ETD-T60-TB-სთვის - 151 x 137 x 112 მმ, ETD-T60-VD-სთვის კი - 151 x 131 x 115 მმ. უნივერსალურ სამაგრ AAP (Auto-Adjustable-Pressure)-ის საშუალებით, ქულერების დაყენება Intel LGA 775, 1155, 1156, 1366 ან AMD AM2, AM2+, AM3, AM3+, FM1 სოკეტის პროცესორებზე. კომპლექტში აგრეთვე შესულია თერმოპასტის პორციაც. ღირებულება ETD-T60-TB და ETD-T60-VD-ის ღირებულება კი - 59 და 69$-ია შესაბამისად. IXBT
      • 2
      • Upvote
  15. ინფორმაციული წყაროს მონაცემებით, საფრანგეთში გაყიდვაში ჩაეშვა ახალი ნოუთბუქი ASUS — K53TA, რომელიც დამზადებულია AMD Sabine პლატფორმაზე. ის აღჭურვილია 1,9 გჰზ სიხშირეზე მომუშავე (მაქსიმალური ტაქტური სიხშირე ტურბო-რეჟიმში - 2,5 გჰზ), ჰიბრიდულ პროცესორ (APU) AMD A4-3300M-ით და ინტეგრირებულ GPU Radeon HD 6480G-ით, რომლის შემადგენლობაშიც შედის 240 ნაკადური პროცესორი, 444 მჰზ-ზე. ამ მხრივ, მას ეხმარება 1 გბ მეხსიერების მქონე, დისკრეტული ვიდეობარათი Radeon HD 6650M. ლეპტოპის კომპლექტაციაშია 640 გბ ტევადობის მყარი დისკი, 5400 ბრ/წთ შპინდელის სიჩქარით, 4 გბ RAM, ოპტიკური DVD-ჩამწერი, Wi-Fi 802.11b/g/n და Gigabit Ethernet ადაპტერი, 1,3 მპ-იანი ვებ-კამერა. გარდა ამისა, ერთი USB 3.0 და ორი USB 2.0 პორტი, HDMI და D-Sub ვიდეოგასასვლელი, მეხსიერების ბარათების წამკითხველი მოწყობილობა. ეკრანის დიაგონალი შეადგენს 15,6 დუიმს, ხოლო გაფართოება კი 1366 х 768 პიქსელს. ოპერაციული სისტემის მოვალეობას ასრულებს 64-ბიტიანი Windows 7 Home Premium ვერსია. ASUS K53TA-ის ზომები გახლავთ 378 x 253 x 33,1-34,9 მმ, მასა კი - 2,6 კგ. კვების ქვესისტემა დაფუძნებულია 6-სექციან ელემენტზე, 5200 mAh ტევადობით. ღირებულებას რაც შეეხება, აღნიშნული კონფიგურაციით, საფრანგეთში ეს პროდუქტი ხელმისაწვდომია 500 ევროდ. IXBT
  16. როგორც ვებ-გვერდი TechConnect Magazine იტყობინება, კომპანია Deepcool გამოსაშვებად ამზადებს გრაფიკული ბარათებისთვის განკუთვნილ გაგრილების სისტემას, სახელწოდებით Dracula. პროდუქტი შესული იქნება Gamer Storm სერიაში და შეეძლება ნებისმიერ ვიდეოამჩქარებლის 'დაშოშმინება', რომლის სითბოს გამოყოფის დონეც 250 ვ-ს ფარგლებშია. ასევე უნდა აღინიშნოს გარკვეული მსგავსება Arctic-ის Accelero ხაზის ზოგიერთ მოდელთან: რადიატორის სპილენძის ძირიდან გამოდის თორმეტი სითბური L-ფორმის მქონე მილაკი, რომლებიც ანაწილებენ სითბოს ალუმინის ფარფლების ორ სექციაზე. ნაწარმი ითვალისწინებს სამამდე 120/140 მმ ზომის ფენის დაყენებას, მწარმოებელი კი კომპლექტთან ერთად გვთავაზობს ყველა აუცილებელ სამაგრსაც. აღნიშნული გაგრილების სისტემა თავსებადია შემდეგ ვიდეობარათებთან: NVIDIA GeForce GTX 580, GTX 570, GTX 560, GTX 480, GTX 470 და GTX 460; AMD Radeon HD 6970, HD 6950, HD 6870, HD 6850, HD 5770, HD 5670, HD 4870 და HD 4850. ინფორმაცია Dracula-ს ღირებულებისა და გაყიდვების დაწყების თარიღის შესახებ, ნიუსების ტრადიციისამებრ, არ ხმაურდება. Overclockers.ru
  17. კომპანია HIS-ის მოდელთა რიგში გამოჩნდა ვიდეობარათი Radeon HD 6870, რომელიც აღჭურვილია საკუთარი წარმოების გაგრილების სისტემა IceQ-თი. ის თავის მხრივ, შედგება ოთხი სითბური მილაკისგან და ცხელი ჰაერი გააქვს სისტემური ბლოკიდან გარეთ, ბეჭდურ დაფაზე განლაგებულ სავენტილაციო ხვრელების მეშვეობით. ტურბინა კი იწოვს ნაკადს ქულერის ორი მხრიდან, რამაც წესით უნდა გააუმჯობესოს ტემპერატურა - კვების გადამყვანის ახლომდებარე ზონისთვის. ახალმა გაგრილების სისტემამ 24°C-ით შეამცირა ტემპერატურა და 10 დბ-ით ხმაურის დონე - რეფერენსულ მოდელთან შედარებით. აჩქარების ასეთი პოტენციალით, ინჟინრებმა არ გაზარდეს სიხშირეები და დატოვეს ნომინალურ, 900 და 4200 მჰზ-ზე - ბირთვისა და 1 გბ GDDR5 მეხსიერებისთვის შესაბამისად. ბარათის შემადგენლობაში აგრეთვე შედის მყარი დროსელები (Solid State Choke), რომლებიც კვების სისტემაზე მაღალი დატვირთვების დროსაც კი, ჩუმად მუშაობენ. HIS 6870 IceQ-ს ასევე გააჩნია ორი DVI, Mini Display Port და ერთი HDMI პორტი. კომპლექტთან ერთად, მყიდველი მიიღებს კუპონს - სიმულატორ DiRT 3-ის ჩართვისთვის და 50%-იან ფასდაკლებას - პროგრამა TriDef 3D Experience-ზე, რომლის საშუალებითაც ხდება ვიდეოს, გამოსახულებისა და თამაშების ჩართვა სტერეოსკოპულ რეჟიმში. IXBT
  18. Kal-El თაობის NVIDIA Tegra პროცესორები, უნდა გამხდარიყვნენ პირველი ოთხბირთვიანი გადაწყვეტილებები თავის კლასში, მაგრამ ცოტა ხნის წინ, NVIDIA-ს ბლოგზე გაჩენილმა ინფორმაციამ საგონებელში ჩააგდო ისინი, ვინც თვლიდა, რომ სმარტფონისთვის ამდენი Core მეტისმეტია. როგორც კომპანია განმარტავს, ეს პროდუქტები მიიღებენ მე-5 დამატებით ამ კომპონენტს, რომელიც აღჭურვილი იქნება იგივე არქიტექტურა Cortex A9-თი, როგორიც დანარჩენები. მას აგრეთვე გააჩნდება გარკვეული ენერგოდაზოგვის ოპტიმიზაციები 'სილიციუმის დონეზე', შედარებით მოკრძალებული მადა და მაქსიმალური სიხშირე არაუმეტეს 500 მჰზ-ისა. მეხუთე ბირთვი გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევებში, როდესაც საჭირო გახდება ელემენტის დამუხტვის დონის მაქსიმალური ეკონომია და გარკვეული არართული ფონური დავალებების შესრულება: ვიდეოს ყურება, აუდიოს მოსმენა, ფოსტის შემოწმება და სოციალურ ქსელებში გვერდების განახლება. ამასთან, მობილური მოწყობილობა ამ დროს შეიძლება იმყოფებოდეს მომლოდინე რეჟიმში. როდესაც აუცილებელია მაქსიმალური წარმადობის მიღება, დამხმარე ბირთვი ითიშება და საქმეში ერთვება ოთხი ძირითადი. მათ შორის გადართვის დრო შეადგენს არაუმეტეს 2 მ/წმ-ისა, რაც მომხმარებლისთვის შეუმჩნეველია. ამ აქტიური კომპონენტების რაოდენობაც შეიძლება იცვლებოდეს - დატვირთვისდა მიხედვით. NVIDIA აღნიშნავს, რომ Kal-El ოთხბირთვიანი პროცესორი, სისწრაფის შესაფერის დონის მიხედვით, ორ-სამჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე კონკურენტის ეს პროდუქტები 2 Core-ით. ის უფრო ეკონომიურია მაქსიმალურ 1.0 გჰზ სიხშირეზეც, როდესაც ყველა აღნიშნული დეტალი გააქტიურებულია. ტექნოლოგია, რომლის სახელწოდებაც არის vSMP (Variable Symmetric Multiprocessing), NVIDIA-ს საშუალებას აძლევს, რომ Kal-El პროცესორებისგან მიღებულ იქნას მაღალი წარმადობის დონე - დაბალი ენერგომოხმარებით. კომპანიის ინჟინრების აზრით, მრავალნაკადურობაზე ოპტიმიზირებული რამდენიმე ბირთვს შეუძლია დავალების შესრულება უფრო სწრაფად, ვიდრე კონკურენტის უფრო მაღალ სიხშირეზე მომუშავე პროდუქტები. მოსალოდნელია, რომ Kal-El პროცესორის ბაზაზე დაფუძნებული ერთ-ერთი პირველი ნაწარმი გახდება მომდევნო თაობის Asus Eee Pad Transformer, რომელიც მომდევნო კვარტალში გამოჩნდება. გრაფიკული ქვესისტემის სისწრაფის დონე კი გაიზარდა სამჯერ Tegra 2-თან შედარებით, მაგრამ კომპანია ამის შესახებ ცალკე ისაუბრებს. Overclockers.ru
  19. ინფორმაციულ წყაროს ცნობებით, მომდევნო თვეს უნდა დაიწყოს AOC i2353Fh მონიტორის მიწოდებები, რომელიც პირველად CeBIT 2011 გამოფენის დროს წარადგინეს. მისი ეკრანის დიაგონალი 23-დუიმიანია, რომლის გაფართოებაც შეადგენს 1920 x 1080 პიქსელს. გარდა ამისა, ის დამზადებულია IPS-ტიპის პანელზე და აღჭურვილია შუქდიოდური განათებით. განცხადებული რეაგირების დრო 5 მ/წმ-ია, დინამიური კონტრასტულობა - 50 000 000:1, სიკაშკაშის დონე - 250 კდ/მ2. სიგნალის წყაროებთან დასაკავშირებლად კი, მას გააჩნია ორი HDMI და ერთი D-Sub-პორტი. დისპლეის გარე განმასხვავებელ ნიშნად, უნდა ჩაითვალოს მისი მცირე სისქე. იმ ადგილას, სადაც განლაგებულია ეკრანი, ამ მაჩვენებლის ოდენობა სულ რაღაც 9,6 მმ-ია. რეკომენდირებული ფასი გახლავთ 179 ევრო, მაგრამ პრე-ორდერების მიღება წარმოებს 165-ად. TC Magazine, IXBT
  20. კომპანია ViewSonic-ის პროდუქცია შეივსო კიდევ ერთი ახალი LED-ბექლაითინგ მოდელით - VX2451mhp-LED. მისი ეკრანის დიაგონალი 24 დუიმია, გაფართოება 1920 х 1080 პიქსელი და გაფორმებულია თეთრი ფერის კორპუსში. ის განეკუთვნება 'მწვანე' კატეგორიას: 30 ვ-იანი ჩართული დინამიკებით მისი მაქსიმალური ენერგომოხმარება ტიპიურია - 22 ვ, ხოლო ძილის რეჟიმში კი, არაუმეტეს 0,5 ვ-ისა. რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს: სიკაშკაშე - 300 კდ/მ2, კონტრასტულობა - 1000:1, რეაგირების დრო - 5 მ/წმ. ხედვის კუთხეები შეადგენს ჰორიზონტალურად 170, ხოლო ვერტიკალურად 160O-ს. ნაწარმი აგრეთვე აღჭურვილია 3,5 მმ-იანი პორტით - აკუსტიკური კაბელის შესაერთებლად და სამი ვიდეოგასასვლელით - D-Sub, DVI და HDMI-ით. დისპლეის ზომები შეადგენს 582 x440 x 210 მმ-ს, ხოლო მასა კი - 4,23 კგ-ს. ფასი 178 ევროა. IXBT
  21. რამდენიმე დღით ადრე, shopblt.com-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია AMD FX პროცესორების პრე-ორდერების დაწყებისა და მათი ფასების შესახებ. ახლა კი, DonanimHaber გვატყობინებს , რომ ტოპ-FX-8150 გაიყიდება 245$-ად, FX-8120 - 205$-ად, FX-8120 კი - 175$-ად. სამივე მათგანის გამოსვლა კი დაგეგმილია 12 ოქტომბერს. ამრიგად, FX-8150 განთავსდება დაახლოებით Core i5 2500K და Core i7 2600K-ს შორის დიაპაზონში. მიუხედავად იმისა, რომ ასევე უნდა გამოჩნდეს Core i7 2700K-ც, Core i7 2600K-ს ღირებულებაც შეიძლება შემცირდეს - FX-8150-თან კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის. ამ მხრივ, FX-8120-ს მეტოქეობას გაუწევს Core i5 2500(K), მაშინ, როდესაც FX-6100 პირდაპირ ჩაანაცვლებს Phenom II X6 1100T-ს, რომელსაც გააჩნია მსგავსი რაოდენობის ბირთვები ერთნაირ სიხშირეზე და დაპირისპირდება სულ ცოტა ხნის წინ დარელიზებულ Core i5 2320-ს. Quad-core FX-4100 სერიის პროცესორების გამოსვლა კი წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი (გავრცელებული ხმებით, ახალი სტეპინგით), ხოლო მათი ახალი მოდელები კი მომდევნო წლის პირველი კვარტლისთვის გამოჩნდებიან. მაღალი სიხშირეებისა და კეთილგონიერი ფასების გამო, ეს ხაზი შეიძლება იქცეს საინტერესო არჩევნად ბიუჯეტური გეიმერებისთვის.
  22. არც ისე დიდი ხნის წინ, კომპანია Nvidia-ს ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Kepler თაობის ვიდეობარათების ანონსი არ შედგება 2012-ზე ადრე, ამჯერად კი, სკანდინავიურ რესურს NordicHardware-მა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, AMD-ს 28 ნმ პროდუქტების რელიზიც ასევე გატანილ იქნა მომავალ წელს. ამის მიზეზი კი ორია, პირველ რიგში ის, რომ ახლანდელი Radeon HD 6000 გადაწყვეტილებებზე კვლავინდებურად მაღალი მოთხოვნაა და შესაბამისად, მათ არ აქვთ საფუძველი იჩქარონ ახალი ხაზის გამოშვებაზე. მეორე ფაქტორად კი სახელდება კომპანია-კონტრაქტორების უუნარობა - ამ ჩიპების საკმარისი რაოდენობის მიწოდებების უზრუნველყოფა შეზღუდულ ვადებში. ამგვარად, ამ მომენტისთვის ჩვენ ალბათ სავსებით დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ იმაში, რომ დისკრეტული ბარათების არცერთი მწარმოებელი ამ წელს არ შემოგვთავაზებს მომდევნო თაობის პროდუქტებს. Overclockers.ua
  23. კომპანია iiyama-ს მონიტორების ასორტიმენტი განაგრძობს მატებას მოწყობილობების ხარჯზე, რომლებიც გათვლილნი არიან ფერთა გადმოცემის არაკრიტიკულ ამოცანებისთვის. ოფისებში მომუშავე მომხმარებლები მიიღებენ ProLite სერიის კიდევ ორ ახალ მოდელს, B2475HDS-1 და Е2475HDS-1 ინდექსებით. მათ შორის ძირითადი განსხვავება გახლავთ პირველი მათგანის უფრო ფუნქციონალურ სადგამში: ის იძლევა პორტრეტულ რეჟიმში მობრუნების საშუალებას (20° ზევით, 3° ქვევით), ხოლო სიმაღლის რეგულირების მარაგი შეადგენს 110 მმ-ს. 23,6 დუიმ დიაგონალის მქონე TN პანელი აღჭურვილია შუქდიოდური განათებით, ნომინალური გაფართოება კი - 1920 х 1080 პიქსელია. რეაგირების დრო 2 მ/წმ-ია, რასაც ტექნოლოგია OverDrive-თან ერთად, შეუძლია დინამიური თამაშების მოყვარულების დაინტერესება. სტატიკური კონტრასტი 1000:1-ზეა, ხოლო ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხედვის კუთხეები აღწევს 160 და 170°-ს შესაბამისად. თითოეული მონიტორის კომპლექტაციაში აგრეთვე შედის 2 ვ-იანი სტერეოდინამიკები, ვიდეოგასასვლელების სახით კი წარმოდგენილია D-Sub, DVI-D და HDMI. ტიპიური მოხმარებული სიმძლავრის დონე 24 ვ-ია, კვების ბლოკი კი ინტეგრირებულია. ხელმისაწვდომია მათი გაფორმების ნებისმიერი ვარიანტი, თუ არჩეული ფერი შავია. iiyama ProLite E2475HDS-1 და B2475HDS-1-ის რეკომენდირებული ფასი 9 500 და 10 000 რუბლია შესაბამისად, რაც დაახლოებით 450 და 500 ლარია. IXBT
  24. უხმაურო HTPC-სისტემას ვინც აწყობს, მათთვის უფრო არის განკუთვნილი ეს მოდელი
  25. კომპანია BIOSTAR Group-მა განაცხადა ახალ სისტემურ დაფა - TA990FXE-ის მიწოდებების დაწყების შესახებ. ის აგებულია ATX ზომის მიხედვით (305 x 244 მმ), აღჭურვილია AMD AM3 სოკეტით და განკუთვნილია ყველაზე მომთხოვნი კატეგორიის მომხარებლებზე - ოვერქლოქინგისა და კომპიუტერული თამაშების მოყვარულებზე. მას საფუძვლად უდევს AMD 990FX და SB950 სისტემური ლოგიკის მიკროსქემების ნაკრები და გააჩნია AMD Phenom II X6, Phenom II X4, Phenom II X3, Phenom II X2, Athlon II X4, Athlon II X3, Athlon II X2 და Sempron და ასევე ჯერ არგამოსული AMD FX პროცესორების მხარდაჭერა. TDP-ს მაქსიმალური მაჩვენებელი კი, შეიძლება შეადგენდეს 140 ვ-ს. დაფის კომპლექტაციაში შესულია ოთხი DDR3 DIMM სლოტი და ითვალისწინებს 16 გბ ოდენობის, DDR3-800, DDR3-1066, DDR3-1333, DDR3-1600, DDR3-1866 და DDR3-2000 მჰზ 2-არხიან ოპერატიულ მეხსიერებებს. მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს სამი PCI Express x16 2.0, რომლებიც მუშაობენ x16, x16 და x4 კონფიგურაციებში. გარდა ამისა, არის ასევე ორი PCI და ერთი PCI Express x1 2.0. არსენალი აგრეთვე მოიცავს SATA RAID 0,1,5 და 10-ის მხარდაჭერის მქონე, ხუთ ცალ SATA 6 გბიტ/წმ პორტს, ექვს USB 2.0-ს, FireWire IEEE 1394a-ს, Ethernet 10/100/1000 მბიტ/წმ ადაპტერსა და 8-არხიან ხმის კოდეკს. კომპლექტს თან ერთვის შესაბამისი და eSATA 3 გბიტ/წმ პორტით განივა. TA990FXE-ის კონსტრუქციაში გამოყენებულია მყარი ელექტროლიტის კონდენსატორები. პროდუქტს აგრეთვე გააჩნია მწარმოებლის საფირმო ტექნოლოგიების მაქსიმალური სიის მხარდაჭერა, მათ შორის 'მწვანე' უტილიტა BIOSTAR G.P.U-სიც (Green Power Utility) - სისტემის მცირე დატვირთვის დროს, ენერგიის ოპტიმიზირებულ გამოყენებისთვის; ოვერქლოქინგის საშუალებების, აპარატული debugging-ის, BIOS-ის განახლებისა და აღდგენის, BIO-Remote 2-ის - მობილური მოწყობილობებიდან დისტანციური მართვისთვის. BIOSTAR TA990FXE-ის მიწოდებები რუსეთში უკვე დაწყებულია და მისი რეკომენდირებული ფასი 170$-ია. IXBT
      • 5
      • Upvote
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.