Calibration Retry Count არის HDD-ს მექანიკური სისტემების პრობლემა, არა რაიმე სექტორის.
შესაბამისად, ვერცერთი პროგრამა ბედ-სექტორს ვერ იპოვნის მაგ ერორის გამო.
ეგ ერორი ხტება მაშინ, როცა HDD ვერ აკეთებს თვითკალიბრაციას. თვითკალიბრაციაში იგულისხმება HDD-ს ჩართვისას მაგნიტური თავაკის "გასწორება" ფირფიტებზე არსებულ ტრეკებთან. რადგან ეგ ერორი ამოაგდო SMART-მა, ე.ი. შენს დისკს მექანიზმში პრობლემები აქვს დაწყებული.
იდეაში, ეგ არ ნიშნავს რომ HDD უკვე განწირულია 100%, მაგრამ კრიტიკული ინფოსთვის, OS-ისთვის და ა.შ. გამოყენება უკვე აღარ შეიძლება.