Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5961
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    67

Everything posted by Power_VANO

  1. ჰო, მხოლოდ სუპერ PI-ს 1M ბენჩი, რომლის გატარებასაც წამები სჭირდება. ნუ ეს 5 წუთის თემაც ჯერ განხილვა-დამუშავების პროცესშია და გვეტყვიან საბოლოო ვარიანტი როგორ იქნება.
  2. ბატონებო, ნუ უყურებთ ამ ტურნირს ცალმხრივად მხოლოდ. გუშინ შევხვდი Coll1sion-ს, ფრიუნი/აგრუნის წარმომადგენელს და ვისაუბრეთ როგორც ივენთზე, ისე ტექნიკურ საკთხებზეც. საკმაოდ კარგი და მაღალი დონის გეგმები აქვს ამ უნივერსიტეტს IT-ს და ტექნიკური საკითხების კუთხით, საკმაოდ. ბევრი თქვენგანისთვის ძალზედ საინტერესო იქნება ის რაღაცები, რასაც ტურნირის მიმდინარეობისას გაგაცნობენ ორგანიზატორები. ჩემი რჩევაა, არ გამოტოვოთ ივენთი + გაითვალისწინეთ, რეგისტრაცია და მონაწილეობა აბსოლუტურად უფასოა, შემთხვევით ჩაქუჩს თუ არ დააძრობთ და კომპს არ დალეწავთ, ოვერქლოქინგისგან მწყობრიდან გამოსულ ნაწილზე პასუხს არავინ გთხოვთ. თუ გაიმარჯვებთ, ისეთ კომპს გჩუქნიან, რომელიც ფასიდან გამომდინარე დღეს ძალიან ბევრისთვის მიუწვდომელია. + იმის გამო, რომ საკმაო ფინანსები სჭირდება ამ ყველაფერს და სფერო მიუხედავად მისი ექსტრემალურობისა და საინტერესოობისა, ფართო არაა, სპონსორებიც ჭირს. შესაბამისად, ხშირად ვერ ტარდება. ამიტომ, მხოლოდ მისასალმებელია ფრიუნის/აგრუნის ეს ივენთი. რაც შეეხება ოვერქლოქინგ ჩემპის ჩატარების მეთოდს, რა თქმა უნდა, ბევრნაირად შეიძლება ჩატარდეს - ინდივიდუალური კომპები სხვადასხვა გაგრილებით, მშრალი ყინულის, აზოტის გამოყენება და ა.შ. ის მეთოდი, რაც ამ ივენთზეა არჩეული საკმაოდ სწორი მეთოდია, იმის გათვალისწინებით, რომ მონაწილის ხარჯი და რისკი არ არსებობს, ანუ მთლიანად ორგანიზატორის მიერ დასპონსორებული ივენთია. უაზროდ ფულის ყრა არავის უხარია, ამიტომ შემოღებულია გარკვეული დაცვის მექანიზმები ტექნიკის დასაცავად და ოვერქლოქინგის წარმატება დამოკიდებულია გაცილებით მეტად სკილზე, გამოცდილებაზე, ცოდნაზე, ვიდრე არსებულ ტექნიკაზე. საჭიროა სწორი მიდგომა აირჩიოთ სისტემებთან მუშაობაში, საჭიროა სწორად მოემზადოთ თეორიულად, იცოდეთ რა როგორ გააკეთოთ შეზღუდულ დროში და ა.შ. ძალიან მისასალმებელი ტურნირის სტილია. ახალია და საკმაოდ საინტერესო. რაც შეეხება სხვადასხვა კითხებს, რომლებიც ამ თემაშიც და მოდერების განყოფილებაშიც გაჟღერდა. ამის შესახებაც ვისაუბრეთ გუშინ. სისტემების ზუსტი კონფიგურაცია ამის შესახებ Coll1sion-ი მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას. პროცესორი და ქულერი ცნობილია უკვე. ოვერქლოქინგი მხოლოდ ბიოსიდან თუ ვინდოუსიდანაც? ორივე ჩაწერილი პროგრამები პროგრამების სია დაზუსტების პროცესშია, თუმცა, ყველა საჭირო პროგრამა იქნება დატვიკვისა და ვინდოუსიდან ოვერქლოქინგისათვის რამდენი დღე გაგრძელდება ტურნირი? ტურნირი დიდად სავარაუდოდ ჩატარდება 1-2 მარტსა და 8-9 მარტს, ანუ ვიკენდებზე. რამე განსაკუთრებული თუ არ მოხდა, სამუშაო დღეებში 3-7 მარტს ტურნირი არ იქნება. შედეგის დაფიქსირება და გაუმჯობესება ეს ჯერ დამუშავების პროცესშია, თუმცა ახლა ასეთი მოდელი განიხილება: მოცემული 1 საათიდან 55 წუთი მონაწილეს შეუძლია სისტემა დატვიკოს, ნახოს რა სეტინგებით რა შედეგს იღებს და ა.შ. ბოლო 5 წუთი კი იქნება შედეგების დაფიქსირება. ბოლო 5 წუთში შეძლებთ დააფიქსიროთ იმდენი შედეგი, რამდენსაც მოასწრებთ, შემდეგ კი საუკეთესო აირჩევა. ამაზეც დაზუსტებულ ინფოს მოგვასწვდის Coll1sion-ი. SuperPI-ს რომელ რეჟიმში გავტესტავთ? 1M მეორე ტურში ეცოდინებათ წინა ტურის შედეგები? დიახ, ტურნირი რამდენიმე ეტაპიანი იქნება და ასე გაიცხრილებიან მონაწილეები ფინალური ეტაპისაკენ. მაყურებლები შეიძლება დავესწროთ? რა თქმა უნდა, შეიძლება. დასწრებაც უფასოა რა თქმა უნდა. კვების საკითხი კამპუსის ტერიტორიაზე შენობიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მიხვიდეთ საკვებ პუნქტამდე, რომელიც მთელი დღე მუშაობს. არჩევანი ძალიან დიდია, ფასებიც მისაღები. მოკლედ, ტურნირზე კვების პრობლემა არ გექნებათ გარდა ამისა, ახლა დეტალები ზუსტდება და ირკვევა, თუმცა ტურნირზე სავარაუდოდ ჩვენც ვიქნებით საჩვენებელი სტენდით და საქართველოს სიხშირის რეკორდს შევეჭიდებით თხევადი აზოტის გამოყენებით. მოკლედ, ძალიან კარგი რამეებია დაგეგმილი ივენთზე, არამარტო ოვერქლოქინგის კუთხით და ეცადეთ არ გამოტოვოთ. მონაწილეობასაც თუ მიიღებთ ოვერქლოქინგში, მთლად უკეთესი - გამოცდილებასაც მიიღებთ და კომპის მოგების შანსიც გექნებათ.
  3. მეგობრებო, არავითარი პრაქტიკული გამოცდილება არაა აუცილებელი 2011 სოკეტთან, მთავარია იქ დაქლოქოთ ისედაც 2011 სოკეტი ღირებულებიდან გამომდინარე იშვიათი ხილია და იქ ვინც იქნება ჰა-ჰა 5%-ს ქონდეს პრაქტიკული გამოცდილება მაგ სოკეტთან თეორიულ ცოდნას აქაც მიიღებთ და გუგლშიც, სოფტვეარული მხარის გატვიკვა საკუთარ კომპებზეც შეგიძლიათ, რომ დაამუღამოთ ზოგადად რა ტვიკი ვარგა, რა არა. შეიძლება თქვენითაც აღმოაჩინოთ რამე ტვიკი, რომელიც იქ გამოგადგებათ და ზოგადად ცნობილი არაა. შესაბამისად, რაც მეტი წამოხვალთ საიტიდან, უკეთესი იქნება, ერთმანეთსაც გაიცნობთ, პრაქტიკულ გამოცდილებასაც მიიღებთ ოვერქლოქინგში.
  4. არა, ბატონებო, თქვენი სისტემებით არ უნდა მიხვიდეთ იქ. იქ დაგხვდებათ იდენტური სისტემები, რომლებიც უნდა დაქლოქოთ ანუ ყველა თანაბარ პირობებში იქნებით. + სტოკ ქულერები ნიშნავს, რომ სკილი გჭირდებათ შედეგის გასაწურად. თეორიული გაიდები ფორუმზე დევს, შეგიძლიათ გადახედოთ, ნახოთ დემოები და ა.შ. 2011 სოკეტი ფასიდან გამომდინარე იშვიათი ხილია და ვინც შეჯიბრე მივა, 95% თეორიული ცოდნით მივა, ასე რომ გულს ნუ გაიტეხთ წინასწარ. რაც მეტი დარეგისტრირდებით და მეტი მიხვალთ, მით უკეთესი იქნება - ორგანიზატორებსაც გაუხარდებათ და ჩვენც, overclockers.ge-ს
  5. ვეთანხმები იაგოს, ლიან-ლი-ს მერე ძნელია სხვა კეისებს კარგი თვალით შეხედო მეც მოვიხიბლე Lian Li-ს პროდუქციით და შარშანწინ PC-Q08 ჩამოვიტანე: http://www.lian-li.com/en/dt_portfolio/pc-q08/
  6. გარანტია რამდენი აქვს დარჩენილი?
  7. ლეჯენდარი გემი დაძირეთ ვინმემ დაკრეკილ თამაშში, ფლოტის გარეშე? ორჯერ ვცადე გუშინ, სახე გამაძრო
  8. ნამდვილად, ვეთანხმები იაგოს, OCZ-ს შეეშვით იქამდე, სანამ ტოშიბას ხარისხის კონტროლით და რებრენდინგით არ წამოვა მაგათი პროდუქცია. აქედან მაგათი საგარანტიოს გაკეთება ძალიან რთული იქნება.
  9. გმადლობთ, გმადლობთ ჰო რა, ნორმალურია, საკმაოდ კარგად მუშაობს, კმაყოფილი ვარ. ზუმერმაც გაასწორა ტექნიკური მახასიათებლები რომ მივწერე ფბ-ზე
  10. მადლობა, გაიხარეთ! FC BARCELONA ზუმერში ვიყიდე, 603 გელად.
  11. EMEA-ში ნოემრიდან იშოვება როგორც ჩანს. უსა-შიც არაა ჯერ. მოკლედ, ვიყიდე HTC Desire 601 dual sim, რეალურად ჰარდი დევს შიგნით აი ეს: http://valid.canardpc.com/a/ucrxwz
  12. ნამდვილად ერთკარტიანია? დავურეკე და 2-იანიაო დაიგინეს ლამის. დღეს მივიდე უნდა და ვნახო ლაივში. მაგათ ფბ გვერდზეც მივწერე და დამიზუსტონ იქნებ საღამომდე.
  13. FC BARCELONA ჰო, ალბათ მაგიტომ. ჯამბო ჰო, აი საშინლად არ მომეწონა დაჟე ფოტოზე ეგ სამსუნგი და ლაივში უფრო იგრძნობა ალბათ OgaiB ჰო, ეგ მეც ვნახე იაგო, მაგრამ ზუმერში დავრეკე და ლამის დაიგინეს, ორმისიანია ჩვენი 601 და 2-ბირთვიანი 1.4 პროცი აქვსო. ნუ დღეს მივალ და ვნახავ ლაივში.
  14. ჰოო, მომიწევს მოკლედ 601-ის ყიდვა ალბათ P6-ს თან ახლა ვნახე, მეორე სიმი როგორც ჩანს მარტო CDMA რეჟიმში აქვს, რაც არ მაწყობს, GSM მინდა მეორეზეც.
  15. Shopen ჰუავეის, როგორც ბრენდს დიდად არ ვცემ პატივს, ოქრო რომ გამოუშვან, იმას არ ვიყიდი მაგათსას FC BARCELONA ჰო, მაგრამ ეს ახლა ვიზუალურად გუუდ? ძალიან ცუდი ვიზუალის პლასტმასია IMHO.
  16. david_888 საზიზღარი ვიზუალი აქვს მაგ მოდელს, საშინლად არ მომწონს Shopen არაა აუცილებელი, ჩამოტანაც შემიძლია. უბრალოდ ნახმარი არ მინდა, ახალი მინდა. + თუ ისეთი გარანტია ექნება რომ აქაურმა სერვის ცენტრებმაც მოკიდონ ხელი გაფუჭების შემთხვევაში ხომ მთლად კარგი, თუმცა საერთაშორისო გარანტიის არარსებობასაც ავიტან თუ კარგი მოდელი იქნება ტელ
  17. ნუ, მოკლედ, ასეა თუ ისეა, კიდევ ერთხელ და ამჯერად უკვე ორმაგი ცოდვა უნდა ჩავიდინო და დუალ სიმიანი ანდროიდი უნდა ვიყიდო, მაპატიებს იმედია ძია ბილი. დავიღალე ორი ტელეფონის ტარებით გარდა იმისა, რაც მე ვნახე, იქნებ თქვენც მირჩიოთ კარგი მოდელები. ტოპ-მოდელებს ვერ გავწვდები, სასურველი საფასო სეგმენტი საშუალო კლასია, 600-650 ლარის ფარგლებში რომ იყოს, ცოტა თანამედროვე ჰარდით და ფიჩერებით. ეკრანის ზომა 4.0-4.5 ინჩი, 5-იანი ტაფები არ მინდა. დღეს რაც ვეძებე, მომეწონა საკმაოდ HTC Desire 601 Dual SIM მოდელი, ფასიც მისაღები ადევს ზუმერში: http://www.zoommer.ge/index.php?cid=35&act=view&id=2359 დაახლოებით მსგავსი მონაცემებისაა Samsung I9192 Galaxy S4 Mini Duos-იც, მაგრამ კატასტროფულად არ მომწონს ვიზუალი რა მოდელებს მირჩევდით თქვენ?
  18. იყიდება ახალი კომპონენტური დინამიკები Gladen RS 165 6.5" დეტალური სპეციფიკაციები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე: http://gladen.com/GladenCompoCoaxPDFs/Spec...ationsRS165.pdf Gladen გერმანული ქარ-აუდიოს მწარმოებელი კომპანიაა და ერთ-ერთი ლიდერია ამ სფეროში. ძალიან მაღალი ხარისხის აპარატურას აწარმოებს. ფასი: 260 გელა
  19. ივა მადლობა ასეთ კარგ თამაშებს ვთამაშობ ხოლმე მე ეს ვერსია გადმოვწერე: http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4594658 FPS ნორმალურია საკმაოდ. დაბალი FPS კრეკის ბრალია აშკარად.
  20. ფორუმელებო, მუშა ახალი კრეკი რომელია, 3DM V9?
  21. რევიუ დაიდო ანანდტექზე: http://anandtech.com/show/7508/nvidia-tegra-note-7-review თავის ფასში კარგი რამე ჩანს
  22. იდეა კარგით მაგრამ გადავდოთ მოდით. სულ ცოტა ხანში მეიჯორ ვერსიის აპგრეიდი გამოდის და დასაყენებელია. არცერთი ძველი მოდი აღარ იმუშავებს ანუ ტყუილი წვალება გამოვა ახლა დადებითადაც რომ გადავწყვიტოთ.
  23. TurFen კეში გაასუფთავე და ეშველება
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.