Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5961
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    67

Everything posted by Power_VANO

  1. ANuB1S, 3570 ოქრო პროცია, მით უმეტეს წყალზე. არაა ეგ სიხშირე პრობლემა მაგ სიტუაციაში. აი 2011 სოკეტი, თან ბოქს ქულერზე, 5 გჰც უკვე მძიმე სიტუაციაა :)
  2. ოხ ანუბ, ანუბ, სულ ამოვარდი ფორმიდან
  3. NvidiaFan, აი ამას გადახედე, წერია აფინიტიზეც: http://www.overclock.net/t/552170/superpi-benchmarking-and-tweaking-guide
  4. ნუ ჯამში ყველა მაინც თანაბარ პირობებში ვართ და მიდგომას გააჩნია რა. + ცოტა გამართლება თავისთავად
  5. ოოო, სენსეის ხრიკი! ხალხო ძალიან ბევრი მოშნი ტვიკი იწერება თემაში ზოგი ღიად ზოგი შეფარვით, ყურადღებით წაიკითხეთ პოსტები, გამოგადგებათ წყალი იყოს რა უჭირს ზურა, აი ესაა ქულერი: ნუ თერმოპასტა რა უსვია არ ვიცი, რამე "ფირმენია" თუ ქულერის პარაფინია არ ვიცი. westsider, ორგანიზატორებმა ეგრე გადაწყვიტეს რომ ვინდიდან ქლოქინგი არაო, მარტო ბიოსიო. + პროგრამების მიტანაც არ შეიძლება. სისტემები ყველა იდენტურია, ყველაზე ვინ 7 აყენია, ყველა დუალ ჩენელში მუშაობს 2 ცალი 4 გბ სტიკით.
  6. westsider, არა ნუ დღეს ბევრი არ მიწვალია, ვიცოდი რომ 1.28-ით გადასული ვიყავი შემდეგ ეტაპზე თან პრობლემა ისაა, რომ ვინდიდან დარაზგონება არ შეგვიძლია, მარტო ბიოსიდან, რაც ცოტა ართულებს მდგომარეობას. + დახურული კეისებია, ბოქს ქულერი და + 1 პატარა ქულერი უკან. კვების ფაზებს სახე ეხევათ. ბოლოს კეისის რკინა იყო მოშნად გახურებული უკვე, ვრმ-ს რა დღე ადგა წარმომიდგენია ვერ გრილდება საკმარისად პროცი და ვრმ განსაკუთრებით. ცვეტში power hog პროცებია 2011 სოკეტზე. ჰო და ოპერებიც მთლად კარგად ვერ მოგყვება, თავისას კი დებს, 10-11-11-41-ს, 1-იანი კომანდ რეიტით, და 1.65 ვოლტით (1.60 უწერია xmp, მაგრამ მე მაგ ძაბვაზე არ წამომყვა, 1.65 დამჭირდა) მაგრამ სკალირება უჭირს სასტიკად ზემოთ. ბენჩი ისევ SPI 8M იქნება შემდეგზეც, უბრალოდ ალბათ ვერსია შეიცვლება 1.9-დან 1.55-ზე, იმიტომ რომ ექსპლორერს თუ გათიშავ ან ზოგიერთ გაუგებარ შემთხვევაში მეათასედებს არ ითვლის 1.9 ვერსია. ანუ 1.26 შეიძლება 1.26.001-იც იყოს და 1.26.999-ც და 1.9 ვერსია წერს 1.26-ს
  7. არა, ვინდის ტვიკებს შედეგი არ მოაქვს თითქმის 8M-ზე, თორემ ჩემზე უარესს არცერთი არ უზამდით ვინდს, აბსოლუტურად ყველა სერვისი გავთიშე 4-5 ცალის გარდა, აბსოლუტურად ყველა კომპონენტი წავუშალე ვინდს. დღეს სახლშიც ჩემს კომპზე ვაწვალე 8მ, თითქმის არ აქვს რეაგირება ვინდის ტვიკებზე. სრულფასოვანი სისტემა vs დასტრიპულ გატვიკული 1.9 სუპერპი-ში 8მ-ზე ნახევარი წამის ფარგლებში იძლევა სხვაობას, 500-700 მილიწამი. 4800 მჰც მქონდა პროცი, 48x100 ბკლკ. ოპერები 2133-ზე, 10-11-11-41 ტაიმინგით. და დადო 1.28.078. ლექსოს შემთხვევაში ეტყობა ოპერები რამე მხვნელ სუბტაიმინგებზე დადგა
  8. ჯერ ნახევარფინალი იქნება, ანუ მგონი ყველა ვინც ასე თუ ისე შედეგი დადო გადავალთ. შაბათს ნახ. ფინალი, კვირას 5 კაციანი ფინალი.
  9. დღეს წინა დერეფანში იყო კომპები და განლაგებაც შეცვლილი იყო, ეგ აღარ ვიცი უკვე რომელი რომელი კომპი იყო გუშინდელიდან. კვების ფაზები ცხელდება ძალიან, ბოქს ქულერი კიდევ ვერ აგრილებს საკმარისად. სესიის ბოლოს კეისი იყო გახურებული პროცის გარშემო, კვების ფაზები რა დღეში იყო წარმომიდგენია
  10. 1.28.078 დავდე მე 4800-ზე. 4900-ზე აღარ დასტაბილურდა გასაბენჩად. 4.8-ზეც 1.55 ვოლტი დასჭირდა პროცს. არც ისე კარგი ჩიპი იყო ეტყობა. ნუ + რაც უფრო მეტად აწვალებ პროცს და მაზერს, VRM ცხელდება უფრო. ბოლოს უკვე ტაქტებს ტოვებდა პროცი ისე გაცხელდა თვითონაც და კვების ფაზებიც ასევე იყო დღეს chinchara, devdariani, teraqt, ვინც მე ვნახე.როგორც მახსოვს 1.28 დადო ტერაქტმა, 1.29 დევდარიანმა და ჭინჭარამ 1.27 თუ საერთოდ 1.26, ზუსტად აღარ მახსოვს. ჰო აი 1.26 დაუდია ჭინჭარას. 1.26 რეკორდია მოკლედ 49XX სიხშირეზე იდება ჰო მართლა, დასწრება არის ცუდი შეჯიბრზე, დღესაც პირველი 5-ეული არ მოვიდა, მეორე 5-დან 2 და მესამე 5-დანაც 2 მივედით. ანუ ვინც კი შედეგი დადო სავარაუდოდ ყველა გადავა ნახ. ფინალში Coll1sion მიშა, მოვიდა ბოლო 5?
  11. 100%, ეგრეა ის მეათასედებიანი ფანჯარა აღარ გამოდის თუ ექსპლორერს გათიშავ.
  12. ფინალური ეტაპი არის 22-23-ში. და თემას ნუ აოფებთ, თემატურად ისაუბრეთ. პრიზი მხოლოდ 1 ადგილზეა. მე-2 და მე-3 ადგილს overclockers.ge-ს ბანერები რომ ეკიდა იქ, იმათ გაჩუქებთ 1.26 და რამდენი მეათასედი? P.S. ხვალ უმჯობესდება
  13. ჰოდა იმიტომ დავწერე ზემოთ რომ 8M მთლად OS ტვიკინგ ფრენდლი ბენჩი არაა მეთქი. ეგ ტვიკინგები იდეაში მორგებულია XP-ზე და ბოტის 1.55 პი-აი-ზე და + 775 სოკეტზე უფრო. სულ სხვანაირი რესურსის გადანაწილებები აქვს 7-ს, იგივე მაგალითად ე.წ. copywaza ტვიკი 7-ზე თითქმის არ მუშაობს. მეტად პრიორიტეტული ჯობია პროცის/ოპერების რაზგონი და ტვიკინგი იყოს ვიდრე სისტემის ტვიკინგზე დახარჯვა დიდი დროის.
  14. კი, თერმოპასტაც ჩამოვიდა, ტუბიც. გამყინვარება 23-ში გვექნება ჩვენ, ამიტომ იქით ვიკენდზე გავაკეთებ მოთელვებს
  15. სოსო რომელზეც იჯდა ე.ი. დღევანდელ შედეგებში ვინაა ლიდერი ანუ, ლექსო?
  16. აი მაგალითად: http://www.overclock.net/t/552170/superpi-benchmarking-and-tweaking-guide გუგლში ჩაწერე SuperPI Tweaking Guide და სხვა ინსტრუქციებსაც ამოგიყრის. რომელ კომპზე იჯექი?
  17. სუპერპი 8M ისეთი ბენჩია ცოტა, ტვიკებზე ნაკლებად რეაგირებს, ჩისტა ბრუტ-ფორსით უფრო მოდის შედეგი, ანუ სიხშირე-ტაიმინგი, ვიდრე ცალკეული პატარ-პატარა ტვიკებით. თუმცა, სტაბილურობისათვის OS რომ უნდა რაღაც დონეზე დაიტვიკოს ეგ 100%. უბრალოდ სიტყვაზე ნახევარ საათს ნუ მიახარჯავთ OS-ის ტვიკებს, რომ მერე პროცის და ოპერების დასაქლოქად საკმარისი დრო აღარ დაგრჩეთ. ვერ წაშალე პროფილები ან თავზე ვერ გადააწერე? 41 ვართ სულ. ფინალში გადადის საუკეთესო 20 შედეგის მქონე.
  18. ექსტრემალურ ოვერქლოქინგს, მოგეხსენებათ, სისტემაც შესაბამისი სჭირდება, მაქსიმალურად შეკვეცილ-კასტრირებული. ნაკლები კომპონენტები სისტემაში ნიშნავს მეტ სტაბილურობას, რა თქმა უნდა. ფრიუნის ჩემპზე ჩვენც გამოვდივართ ფინალზე, თხევადი აზოტის გაგრილებით. სესიისთვის წინასწარ გავამზადე კასტრირებული Windows XP SP3-ის იმიჯი, თქვენც გაგიზიარებთ, გამოგადგეთ იქნებ. ესეც გადმოსაწერი ლინკი: http://www.overclockers.ge/down/en_winxp_pro_with_sp3_vl.iso იმიჯის ზომა სულ რაღაც 105 მბ-ია აღნიშნული სისტემა განკუთვნილია სიხშირის/სუპერPI/Wprime რეკორდებისათვის, 3DMark-ებს ამ სისტემაზე ვერ გაატარებთ, მაგისთვის ზედმეტად ბევრი კომპონენტი აქვს ამოცლილი.
  19. თითქმის სულ ეგრე იქნება იაგო რეგისტრირებულებიდან 90% ჩვენგან დარეგისტრირდა. იმ 10%-დან 6 კაცი არ მოვიდა და მგონი დანარჩენი სულ ჩვენები არიან. ჰო, 1 გოგოა კიდევ, სახელად ქეთი. ჩვენთან არის თუ არა რეგისტრირებული არ ვიცი. მაინც არაუშავს, ბოქს ქულერი როგორც ვუყურებ თავისას შვება, ძნელი დასაჭერია კარგი სიხშირე. ვეცდები ხვალ ჩემი სისადმინობის სკილები გამოვიყენო და გავაძრო სახე ვინდოუსს, დამატებითი წამების გამოსაწურად 14:30-ზე ვარ მე ხვალ. ბარემ აქვე ვიკითხავ, თუ გახსოვთ ვინმეს, LGA775-ზე იყო პროცები მგონი რომელსაც მამრავლს ვერ ვუდაბლებდით არა? ანუ ზოგზე შეიძლებოდა დაწევა დაბლა, ზოგზე კი არა. სწორად მახსოვს?
  20. დილიდან იქ ვიყავი მე, მერე საქმეების გამო წამოსვლა მომიწია. პირველ სესიაზე 5 მონაწილიდან არცერთი არ მოვიდა. სახელები რომ ვნახე, ჩვენი ფორუმელები არ იყვნენ. აი მეორე სესიაზე უკვე ჩვენი ცნობილი ოვერქლოქერები - სოსო, რეიზერი, ლომსა, ბექა, ლეონიდასი, შოპენი, კემო... მოვიდნენ. ლომსამ ვინდის გატვიკვით დაიწყო, სოსო პირველი შევიდა ბიოსში, რეიზერმა კი პირველმა დააფიქსირა შედეგი 4800 მჰც-ზე. მე რომ წამოვედი 5 გჰც-ის დასტაბილურებას ცდილობდა რეიზერი, ბენჩს ვერ გადიოდა. ბოქს ქულერმა თავისი ქნა და საკმაოდ რთული დასასტაბილურებელია სისტემა მაღალ სიხშირეზე, ბენჩის გასატარებლადაც კი. ცოტა სურათებიც გადავიღე და შეგიძლიათ დაათვალიეროთ რა ხდება:
  21. ხალხო, ტექნიკას დააგვიანდა ჩამოსვლა ამერიკიდან, იქ არსებული ცუდი ამინდების გამო, რა ფრიუნის ბრალია? პირდებოდნენ რომ იქნებოდა ხუთშაბათს მაგრამ ვერ მოესწრო. არაუშავს და უკეთ მოვემზადებით ყველა პირველი პოსტი განვაახლე.
  22. IIS 6 საუკუნის წინ იყო, რამე ახალი დაპოსტეთ
  23. დარეკე ორისში, მაგათ ოფიციალური საპორტი აქვთ, მით უმეტეს ლიცენზია გაქვთ. P.S. ისე მაგარი ღლე პროგრამა კია
  24. მეც დავრეგისტრირდი და ისეთ ტვიკებს წერთ ზოგიერთი, უკვე მეშინია მიცოტავდება ჩემი ხრიკები :D
  25. დიდად სავარაუდოდ Windows 7 იქნება.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.