-
Posts
5945 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
60
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Power_VANO
-
westsider, არა ნუ დღეს ბევრი არ მიწვალია, ვიცოდი რომ 1.28-ით გადასული ვიყავი შემდეგ ეტაპზე თან პრობლემა ისაა, რომ ვინდიდან დარაზგონება არ შეგვიძლია, მარტო ბიოსიდან, რაც ცოტა ართულებს მდგომარეობას. + დახურული კეისებია, ბოქს ქულერი და + 1 პატარა ქულერი უკან. კვების ფაზებს სახე ეხევათ. ბოლოს კეისის რკინა იყო მოშნად გახურებული უკვე, ვრმ-ს რა დღე ადგა წარმომიდგენია ვერ გრილდება საკმარისად პროცი და ვრმ განსაკუთრებით. ცვეტში power hog პროცებია 2011 სოკეტზე. ჰო და ოპერებიც მთლად კარგად ვერ მოგყვება, თავისას კი დებს, 10-11-11-41-ს, 1-იანი კომანდ რეიტით, და 1.65 ვოლტით (1.60 უწერია xmp, მაგრამ მე მაგ ძაბვაზე არ წამომყვა, 1.65 დამჭირდა) მაგრამ სკალირება უჭირს სასტიკად ზემოთ. ბენჩი ისევ SPI 8M იქნება შემდეგზეც, უბრალოდ ალბათ ვერსია შეიცვლება 1.9-დან 1.55-ზე, იმიტომ რომ ექსპლორერს თუ გათიშავ ან ზოგიერთ გაუგებარ შემთხვევაში მეათასედებს არ ითვლის 1.9 ვერსია. ანუ 1.26 შეიძლება 1.26.001-იც იყოს და 1.26.999-ც და 1.9 ვერსია წერს 1.26-ს
-
არა, ვინდის ტვიკებს შედეგი არ მოაქვს თითქმის 8M-ზე, თორემ ჩემზე უარესს არცერთი არ უზამდით ვინდს, აბსოლუტურად ყველა სერვისი გავთიშე 4-5 ცალის გარდა, აბსოლუტურად ყველა კომპონენტი წავუშალე ვინდს. დღეს სახლშიც ჩემს კომპზე ვაწვალე 8მ, თითქმის არ აქვს რეაგირება ვინდის ტვიკებზე. სრულფასოვანი სისტემა vs დასტრიპულ გატვიკული 1.9 სუპერპი-ში 8მ-ზე ნახევარი წამის ფარგლებში იძლევა სხვაობას, 500-700 მილიწამი. 4800 მჰც მქონდა პროცი, 48x100 ბკლკ. ოპერები 2133-ზე, 10-11-11-41 ტაიმინგით. და დადო 1.28.078. ლექსოს შემთხვევაში ეტყობა ოპერები რამე მხვნელ სუბტაიმინგებზე დადგა
-
ჯერ ნახევარფინალი იქნება, ანუ მგონი ყველა ვინც ასე თუ ისე შედეგი დადო გადავალთ. შაბათს ნახ. ფინალი, კვირას 5 კაციანი ფინალი.
-
დღეს წინა დერეფანში იყო კომპები და განლაგებაც შეცვლილი იყო, ეგ აღარ ვიცი უკვე რომელი რომელი კომპი იყო გუშინდელიდან. კვების ფაზები ცხელდება ძალიან, ბოქს ქულერი კიდევ ვერ აგრილებს საკმარისად. სესიის ბოლოს კეისი იყო გახურებული პროცის გარშემო, კვების ფაზები რა დღეში იყო წარმომიდგენია
-
1.28.078 დავდე მე 4800-ზე. 4900-ზე აღარ დასტაბილურდა გასაბენჩად. 4.8-ზეც 1.55 ვოლტი დასჭირდა პროცს. არც ისე კარგი ჩიპი იყო ეტყობა. ნუ + რაც უფრო მეტად აწვალებ პროცს და მაზერს, VRM ცხელდება უფრო. ბოლოს უკვე ტაქტებს ტოვებდა პროცი ისე გაცხელდა თვითონაც და კვების ფაზებიც ასევე იყო დღეს chinchara, devdariani, teraqt, ვინც მე ვნახე.როგორც მახსოვს 1.28 დადო ტერაქტმა, 1.29 დევდარიანმა და ჭინჭარამ 1.27 თუ საერთოდ 1.26, ზუსტად აღარ მახსოვს. ჰო აი 1.26 დაუდია ჭინჭარას. 1.26 რეკორდია მოკლედ 49XX სიხშირეზე იდება ჰო მართლა, დასწრება არის ცუდი შეჯიბრზე, დღესაც პირველი 5-ეული არ მოვიდა, მეორე 5-დან 2 და მესამე 5-დანაც 2 მივედით. ანუ ვინც კი შედეგი დადო სავარაუდოდ ყველა გადავა ნახ. ფინალში Coll1sion მიშა, მოვიდა ბოლო 5?
-
100%, ეგრეა ის მეათასედებიანი ფანჯარა აღარ გამოდის თუ ექსპლორერს გათიშავ.
-
ფინალური ეტაპი არის 22-23-ში. და თემას ნუ აოფებთ, თემატურად ისაუბრეთ. პრიზი მხოლოდ 1 ადგილზეა. მე-2 და მე-3 ადგილს overclockers.ge-ს ბანერები რომ ეკიდა იქ, იმათ გაჩუქებთ 1.26 და რამდენი მეათასედი? P.S. ხვალ უმჯობესდება
-
ჰოდა იმიტომ დავწერე ზემოთ რომ 8M მთლად OS ტვიკინგ ფრენდლი ბენჩი არაა მეთქი. ეგ ტვიკინგები იდეაში მორგებულია XP-ზე და ბოტის 1.55 პი-აი-ზე და + 775 სოკეტზე უფრო. სულ სხვანაირი რესურსის გადანაწილებები აქვს 7-ს, იგივე მაგალითად ე.წ. copywaza ტვიკი 7-ზე თითქმის არ მუშაობს. მეტად პრიორიტეტული ჯობია პროცის/ოპერების რაზგონი და ტვიკინგი იყოს ვიდრე სისტემის ტვიკინგზე დახარჯვა დიდი დროის.
-
კასტრირებული სისტემები ოვერქლოქინგისათვის
Power_VANO replied to Power_VANO's topic in Die-hard Overclocking
კი, თერმოპასტაც ჩამოვიდა, ტუბიც. გამყინვარება 23-ში გვექნება ჩვენ, ამიტომ იქით ვიკენდზე გავაკეთებ მოთელვებს -
სოსო რომელზეც იჯდა ე.ი. დღევანდელ შედეგებში ვინაა ლიდერი ანუ, ლექსო?
-
აი მაგალითად: http://www.overclock.net/t/552170/superpi-benchmarking-and-tweaking-guide გუგლში ჩაწერე SuperPI Tweaking Guide და სხვა ინსტრუქციებსაც ამოგიყრის. რომელ კომპზე იჯექი?
-
სუპერპი 8M ისეთი ბენჩია ცოტა, ტვიკებზე ნაკლებად რეაგირებს, ჩისტა ბრუტ-ფორსით უფრო მოდის შედეგი, ანუ სიხშირე-ტაიმინგი, ვიდრე ცალკეული პატარ-პატარა ტვიკებით. თუმცა, სტაბილურობისათვის OS რომ უნდა რაღაც დონეზე დაიტვიკოს ეგ 100%. უბრალოდ სიტყვაზე ნახევარ საათს ნუ მიახარჯავთ OS-ის ტვიკებს, რომ მერე პროცის და ოპერების დასაქლოქად საკმარისი დრო აღარ დაგრჩეთ. ვერ წაშალე პროფილები ან თავზე ვერ გადააწერე? 41 ვართ სულ. ფინალში გადადის საუკეთესო 20 შედეგის მქონე.
-
ექსტრემალურ ოვერქლოქინგს, მოგეხსენებათ, სისტემაც შესაბამისი სჭირდება, მაქსიმალურად შეკვეცილ-კასტრირებული. ნაკლები კომპონენტები სისტემაში ნიშნავს მეტ სტაბილურობას, რა თქმა უნდა. ფრიუნის ჩემპზე ჩვენც გამოვდივართ ფინალზე, თხევადი აზოტის გაგრილებით. სესიისთვის წინასწარ გავამზადე კასტრირებული Windows XP SP3-ის იმიჯი, თქვენც გაგიზიარებთ, გამოგადგეთ იქნებ. ესეც გადმოსაწერი ლინკი: http://www.overclockers.ge/down/en_winxp_pro_with_sp3_vl.iso იმიჯის ზომა სულ რაღაც 105 მბ-ია აღნიშნული სისტემა განკუთვნილია სიხშირის/სუპერPI/Wprime რეკორდებისათვის, 3DMark-ებს ამ სისტემაზე ვერ გაატარებთ, მაგისთვის ზედმეტად ბევრი კომპონენტი აქვს ამოცლილი.
-
თითქმის სულ ეგრე იქნება იაგო რეგისტრირებულებიდან 90% ჩვენგან დარეგისტრირდა. იმ 10%-დან 6 კაცი არ მოვიდა და მგონი დანარჩენი სულ ჩვენები არიან. ჰო, 1 გოგოა კიდევ, სახელად ქეთი. ჩვენთან არის თუ არა რეგისტრირებული არ ვიცი. მაინც არაუშავს, ბოქს ქულერი როგორც ვუყურებ თავისას შვება, ძნელი დასაჭერია კარგი სიხშირე. ვეცდები ხვალ ჩემი სისადმინობის სკილები გამოვიყენო და გავაძრო სახე ვინდოუსს, დამატებითი წამების გამოსაწურად 14:30-ზე ვარ მე ხვალ. ბარემ აქვე ვიკითხავ, თუ გახსოვთ ვინმეს, LGA775-ზე იყო პროცები მგონი რომელსაც მამრავლს ვერ ვუდაბლებდით არა? ანუ ზოგზე შეიძლებოდა დაწევა დაბლა, ზოგზე კი არა. სწორად მახსოვს?
-
დილიდან იქ ვიყავი მე, მერე საქმეების გამო წამოსვლა მომიწია. პირველ სესიაზე 5 მონაწილიდან არცერთი არ მოვიდა. სახელები რომ ვნახე, ჩვენი ფორუმელები არ იყვნენ. აი მეორე სესიაზე უკვე ჩვენი ცნობილი ოვერქლოქერები - სოსო, რეიზერი, ლომსა, ბექა, ლეონიდასი, შოპენი, კემო... მოვიდნენ. ლომსამ ვინდის გატვიკვით დაიწყო, სოსო პირველი შევიდა ბიოსში, რეიზერმა კი პირველმა დააფიქსირა შედეგი 4800 მჰც-ზე. მე რომ წამოვედი 5 გჰც-ის დასტაბილურებას ცდილობდა რეიზერი, ბენჩს ვერ გადიოდა. ბოქს ქულერმა თავისი ქნა და საკმაოდ რთული დასასტაბილურებელია სისტემა მაღალ სიხშირეზე, ბენჩის გასატარებლადაც კი. ცოტა სურათებიც გადავიღე და შეგიძლიათ დაათვალიეროთ რა ხდება:
-
ხალხო, ტექნიკას დააგვიანდა ჩამოსვლა ამერიკიდან, იქ არსებული ცუდი ამინდების გამო, რა ფრიუნის ბრალია? პირდებოდნენ რომ იქნებოდა ხუთშაბათს მაგრამ ვერ მოესწრო. არაუშავს და უკეთ მოვემზადებით ყველა პირველი პოსტი განვაახლე.
-
IIS 6 საუკუნის წინ იყო, რამე ახალი დაპოსტეთ
- 21 replies
-
- 1
-
-
- .NET Framework
- C#
-
(and 1 more)
Tagged with:
-
დარეკე ორისში, მაგათ ოფიციალური საპორტი აქვთ, მით უმეტეს ლიცენზია გაქვთ. P.S. ისე მაგარი ღლე პროგრამა კია
-
მეც დავრეგისტრირდი და ისეთ ტვიკებს წერთ ზოგიერთი, უკვე მეშინია მიცოტავდება ჩემი ხრიკები :D
-
დიდად სავარაუდოდ Windows 7 იქნება.
-
ჰო, მხოლოდ სუპერ PI-ს 1M ბენჩი, რომლის გატარებასაც წამები სჭირდება. ნუ ეს 5 წუთის თემაც ჯერ განხილვა-დამუშავების პროცესშია და გვეტყვიან საბოლოო ვარიანტი როგორ იქნება.
-
ბატონებო, ნუ უყურებთ ამ ტურნირს ცალმხრივად მხოლოდ. გუშინ შევხვდი Coll1sion-ს, ფრიუნი/აგრუნის წარმომადგენელს და ვისაუბრეთ როგორც ივენთზე, ისე ტექნიკურ საკთხებზეც. საკმაოდ კარგი და მაღალი დონის გეგმები აქვს ამ უნივერსიტეტს IT-ს და ტექნიკური საკითხების კუთხით, საკმაოდ. ბევრი თქვენგანისთვის ძალზედ საინტერესო იქნება ის რაღაცები, რასაც ტურნირის მიმდინარეობისას გაგაცნობენ ორგანიზატორები. ჩემი რჩევაა, არ გამოტოვოთ ივენთი + გაითვალისწინეთ, რეგისტრაცია და მონაწილეობა აბსოლუტურად უფასოა, შემთხვევით ჩაქუჩს თუ არ დააძრობთ და კომპს არ დალეწავთ, ოვერქლოქინგისგან მწყობრიდან გამოსულ ნაწილზე პასუხს არავინ გთხოვთ. თუ გაიმარჯვებთ, ისეთ კომპს გჩუქნიან, რომელიც ფასიდან გამომდინარე დღეს ძალიან ბევრისთვის მიუწვდომელია. + იმის გამო, რომ საკმაო ფინანსები სჭირდება ამ ყველაფერს და სფერო მიუხედავად მისი ექსტრემალურობისა და საინტერესოობისა, ფართო არაა, სპონსორებიც ჭირს. შესაბამისად, ხშირად ვერ ტარდება. ამიტომ, მხოლოდ მისასალმებელია ფრიუნის/აგრუნის ეს ივენთი. რაც შეეხება ოვერქლოქინგ ჩემპის ჩატარების მეთოდს, რა თქმა უნდა, ბევრნაირად შეიძლება ჩატარდეს - ინდივიდუალური კომპები სხვადასხვა გაგრილებით, მშრალი ყინულის, აზოტის გამოყენება და ა.შ. ის მეთოდი, რაც ამ ივენთზეა არჩეული საკმაოდ სწორი მეთოდია, იმის გათვალისწინებით, რომ მონაწილის ხარჯი და რისკი არ არსებობს, ანუ მთლიანად ორგანიზატორის მიერ დასპონსორებული ივენთია. უაზროდ ფულის ყრა არავის უხარია, ამიტომ შემოღებულია გარკვეული დაცვის მექანიზმები ტექნიკის დასაცავად და ოვერქლოქინგის წარმატება დამოკიდებულია გაცილებით მეტად სკილზე, გამოცდილებაზე, ცოდნაზე, ვიდრე არსებულ ტექნიკაზე. საჭიროა სწორი მიდგომა აირჩიოთ სისტემებთან მუშაობაში, საჭიროა სწორად მოემზადოთ თეორიულად, იცოდეთ რა როგორ გააკეთოთ შეზღუდულ დროში და ა.შ. ძალიან მისასალმებელი ტურნირის სტილია. ახალია და საკმაოდ საინტერესო. რაც შეეხება სხვადასხვა კითხებს, რომლებიც ამ თემაშიც და მოდერების განყოფილებაშიც გაჟღერდა. ამის შესახებაც ვისაუბრეთ გუშინ. სისტემების ზუსტი კონფიგურაცია ამის შესახებ Coll1sion-ი მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას. პროცესორი და ქულერი ცნობილია უკვე. ოვერქლოქინგი მხოლოდ ბიოსიდან თუ ვინდოუსიდანაც? ორივე ჩაწერილი პროგრამები პროგრამების სია დაზუსტების პროცესშია, თუმცა, ყველა საჭირო პროგრამა იქნება დატვიკვისა და ვინდოუსიდან ოვერქლოქინგისათვის რამდენი დღე გაგრძელდება ტურნირი? ტურნირი დიდად სავარაუდოდ ჩატარდება 1-2 მარტსა და 8-9 მარტს, ანუ ვიკენდებზე. რამე განსაკუთრებული თუ არ მოხდა, სამუშაო დღეებში 3-7 მარტს ტურნირი არ იქნება. შედეგის დაფიქსირება და გაუმჯობესება ეს ჯერ დამუშავების პროცესშია, თუმცა ახლა ასეთი მოდელი განიხილება: მოცემული 1 საათიდან 55 წუთი მონაწილეს შეუძლია სისტემა დატვიკოს, ნახოს რა სეტინგებით რა შედეგს იღებს და ა.შ. ბოლო 5 წუთი კი იქნება შედეგების დაფიქსირება. ბოლო 5 წუთში შეძლებთ დააფიქსიროთ იმდენი შედეგი, რამდენსაც მოასწრებთ, შემდეგ კი საუკეთესო აირჩევა. ამაზეც დაზუსტებულ ინფოს მოგვასწვდის Coll1sion-ი. SuperPI-ს რომელ რეჟიმში გავტესტავთ? 1M მეორე ტურში ეცოდინებათ წინა ტურის შედეგები? დიახ, ტურნირი რამდენიმე ეტაპიანი იქნება და ასე გაიცხრილებიან მონაწილეები ფინალური ეტაპისაკენ. მაყურებლები შეიძლება დავესწროთ? რა თქმა უნდა, შეიძლება. დასწრებაც უფასოა რა თქმა უნდა. კვების საკითხი კამპუსის ტერიტორიაზე შენობიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მიხვიდეთ საკვებ პუნქტამდე, რომელიც მთელი დღე მუშაობს. არჩევანი ძალიან დიდია, ფასებიც მისაღები. მოკლედ, ტურნირზე კვების პრობლემა არ გექნებათ გარდა ამისა, ახლა დეტალები ზუსტდება და ირკვევა, თუმცა ტურნირზე სავარაუდოდ ჩვენც ვიქნებით საჩვენებელი სტენდით და საქართველოს სიხშირის რეკორდს შევეჭიდებით თხევადი აზოტის გამოყენებით. მოკლედ, ძალიან კარგი რამეებია დაგეგმილი ივენთზე, არამარტო ოვერქლოქინგის კუთხით და ეცადეთ არ გამოტოვოთ. მონაწილეობასაც თუ მიიღებთ ოვერქლოქინგში, მთლად უკეთესი - გამოცდილებასაც მიიღებთ და კომპის მოგების შანსიც გექნებათ.
-
მეგობრებო, არავითარი პრაქტიკული გამოცდილება არაა აუცილებელი 2011 სოკეტთან, მთავარია იქ დაქლოქოთ ისედაც 2011 სოკეტი ღირებულებიდან გამომდინარე იშვიათი ხილია და იქ ვინც იქნება ჰა-ჰა 5%-ს ქონდეს პრაქტიკული გამოცდილება მაგ სოკეტთან თეორიულ ცოდნას აქაც მიიღებთ და გუგლშიც, სოფტვეარული მხარის გატვიკვა საკუთარ კომპებზეც შეგიძლიათ, რომ დაამუღამოთ ზოგადად რა ტვიკი ვარგა, რა არა. შეიძლება თქვენითაც აღმოაჩინოთ რამე ტვიკი, რომელიც იქ გამოგადგებათ და ზოგადად ცნობილი არაა. შესაბამისად, რაც მეტი წამოხვალთ საიტიდან, უკეთესი იქნება, ერთმანეთსაც გაიცნობთ, პრაქტიკულ გამოცდილებასაც მიიღებთ ოვერქლოქინგში.
-
არა, ბატონებო, თქვენი სისტემებით არ უნდა მიხვიდეთ იქ. იქ დაგხვდებათ იდენტური სისტემები, რომლებიც უნდა დაქლოქოთ ანუ ყველა თანაბარ პირობებში იქნებით. + სტოკ ქულერები ნიშნავს, რომ სკილი გჭირდებათ შედეგის გასაწურად. თეორიული გაიდები ფორუმზე დევს, შეგიძლიათ გადახედოთ, ნახოთ დემოები და ა.შ. 2011 სოკეტი ფასიდან გამომდინარე იშვიათი ხილია და ვინც შეჯიბრე მივა, 95% თეორიული ცოდნით მივა, ასე რომ გულს ნუ გაიტეხთ წინასწარ. რაც მეტი დარეგისტრირდებით და მეტი მიხვალთ, მით უკეთესი იქნება - ორგანიზატორებსაც გაუხარდებათ და ჩვენც, overclockers.ge-ს
-
ვეთანხმები იაგოს, ლიან-ლი-ს მერე ძნელია სხვა კეისებს კარგი თვალით შეხედო მეც მოვიხიბლე Lian Li-ს პროდუქციით და შარშანწინ PC-Q08 ჩამოვიტანე: http://www.lian-li.com/en/dt_portfolio/pc-q08/
