Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5945
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    60

Everything posted by Power_VANO

  1. software screenshot მისი უდიდებულესობა, ტუბი - Dragon F1 წარმატებებს გისურვებთ ხვალ ფინალისტებს!
  2. ხვალ ფინალი იწყება 13:00 საათზე. და 3 საათზე იწყება დაჯილდოება მიშამ (Coll1sion) მომწერა. ანუ ხვალ 13:00-ზე გელოდებით ყველას, რაც მეტი დაესწრებით, მით უკეთესი, საკმაოდ დაძაბული ფინალი გვექნება და გაყინვისას საქართველოს სიხშირის რეკორდსაც შევეჭიდებით იმედია გამოგვივა და ახალი რეკორდი გვექნება ხვალ. ჰო + პეჩენიები თქვენზეა, აზოტს მე მოვიტან და ცივი ნამცხვრებიც ვაჭამოთ ფინალისტებს გილოცავთ ფინალისტებს!
  3. ნუ პროცესორებს შორის სხვაობა აშკარად იგრძნობა. მე რა კომპიც შემხვდა, 4850-ზე ძლივს დავასტაბილურე, თან საკმაოდ მაღალ ძაბვას ითხოვდა. ოპერები 2150-ზე, 10-11-11-30. 1.27.570 დადო. ჯერჯერობით მე-5 შედეგი იყო ჩემი, თუმცა დაიდება უკეთესი შედეგები აშკარად.
  4. ვიწყებთ მეორე სესია photo sharing
  5. ისევ 1.9. მაგრამ ექსპლორერს არ თიშავენ. ვინც გათიშავს და დაამღგვალებს +1 წამს უმატებენ და ეგრე უფიქსირებენ. პროცზე 5.1 მგონი image hosting ჯერჯერობით სოსოს შედეგი საუკეთესოა, მორჩა პირველი სესია
  6. screen cap დაწინაურდა სოსო ექიმი, 1.25.7
  7. დაიწყო, დაიწყო პირველმა ხუთეულმა. ჯერჯერობით 1.26 გვაქვს შედეგი, ჭინჭარასგან prntscr
  8. წარმატებებს გისურვებთ ხვალ ყველას. მე დილიდან ვიქნები ალბათ იქ და ფორუმზეც გავაშუქებ მოვლენებს
  9. Internet_Contraband, მოგესალმები, დიუარი აუცილებელია კი. რუსთავის აზოტი პირდაპირ ყიდის და იაფია როგორც ვიცი. იზოტოპებიდან არ იყიდება პირდაპირ, სამუშაო საათების მერე დაცვას მოელაპარაკები და მოგყიდიან, როგორც ვიცი. ფასი რუსთავზე მეტი ჯდება როგორც ვიცი.
  10. 22-23 მარტს იმართება FreeUni-სა და AgrUni-ს Overclocking-ის ტურნირის ნახევარფინალური (22 მარტი) და ფინალური ეტაპები (23 მარტი) ფინალურ ეტაპზე ჩატარდება ექსტრემალური ოვერქლოქინგის შოუ თხევადი აზოტის გამოყენებით მსურველებს შეგიძლიათ დაესწროთ! მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი №240, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი - http://goo.gl/blTyz2 ფორუმზე FreeUni-სა და AgrUni-ს წარმომადგენელი გასცემს პასუხს თქვენს კითხვებს:
  11. ფინალი არის კვირას, 23-ში 1:39-დან უყურეთ
  12. ბექა, ბექა 13:00 გიწერია შენ დღეს საღამოს მასს პმ-ს დავაგზავნი და ჰიდერსაც შევცვლი, ფინალზე ეცადეთ დამსწრეებიც მოხვიდეთ, გარდა საკმაოდ დაძაბული ფინალური შეჯიბრისა, ჩვენი ექსტრემალური სტენდიც იქნება, აზოტის ქვეშ, საქართველოს სიხშირის რეკორდის მოხსნა გვაქვს გეგმაში
  13. არაფორუმელი არცაა მგონი მაგ სიაში არავინ
  14. +1, ნამდვილად ეგრეა. სოსოსგან მეტს ველით ყველა კი, ეგრე იყო ნამდვილად. თან როცა დროში შეზღუდული ხარ და ბოქს ქულერზე, სწორი ტაქტიკაა საჭირო, რომ თან ცოტა გაგიმართლოს და შეძლებისდაგვარად გრილად იყოს კომპონენტები და თან მაღალი შედეგიც დადო
  15. ჭაღარა ორგანიზატორი, მართალია პროცესორს ზემოდან ქულერი ადგას და თვითონ პროციც კარგად ცხელი იქნება, თუმცა, 5 გჰც-ზე 2011 სოკეტის პროცები რომ ოხრად ენერგიას მოიხმარენ ეგეც ფაქტია. თითქმის ყველგან რეკომენდაციაა რომ თუ კვების ფაზები არ გრილდება 2011 სოკეტზე, ოვერქლოქინგისას რამე დიდი ფენი მაინც დაადგით ზემოდანო. აქვე, ჰინტად რომ ვთქვათ - სავსებით შესაძლებელია, მაგალითად დადოთ სიტყვაზე 5 გჰც, გაატაროთ სტაბილურობაზე ტესტი და იმუშავოს, თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ დაიწყოს გაჭედვები, რესტარტები და ა.შ. ეს შემთხვევა პირდაპირ შეიძლება იყოს დაკავშირებული VRM-ის გადახურებასთან. ძალიან დიდი დატვირთვა მოდის კვების ფაზებზე 2011 სოკეტზე და სიტყვაზე სესიის დასაწყისში თუ შეიძლება 5 გჰც დადოთ, შეიძლება მერე იგივე ვეღარ გაიმეოროთ, გაცხელებული VRM-ის გამო. ოქროს სიტყვებია, სენსეი კარგი იდეაა, + თუ მოხერხდება და ვინდოუსებიც აღდგება იმიჯიდან მთლად კარგი იქნება, ერთ-ერთ კომპზე საერთოდ აღარ იტვირთებოდა ვინდი, სხვებზეც მეტნაკლებად გაუბედურებული იყო.
  16. ბოლოჯერ გაფრთხილებთ, ნუ აოფებთ თემას!
  17. ისაუბრეთ თემატურად, ოვერქლოქინგზე, ნუ აოფებთ თემას.
  18. NvidiaFan, ჰო, უბრალოდ, როცა ჰარდის გაფუჭების რისკი არსებობს (მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დაცვაა ჩაშენებული და მსაჯის მხრიდან კონტროლიც შეიძლება ზედმეტ ძაბვაზე), ძნელია დაფინანსების შოვნა. ფრიუნი/აგრუნი ახლა ამ ჩემპს თავისი ჯიბიდან აფინანსებს მთლიანად. სპონსორიც თვითონაა და ორგანიზატორიც. კომპ მაღაზიის დათანხმება მთლად ადვილი არაა ესეთ რამეზე. + ასეთი დონის ჰარდი არც ჩამოაქვთ აქ მაღაზიებს. თორემ ჩემპები მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება.
  19. ANuB1S, Razer, Kemo, პატივი ეცით ფორუმს, ჯგუფური პმ აქვს ფორუმს, მადლობა Invision Powered-ს. სამივემ ერთად შეგიძლიათ მიწეროთ ერთმანეთს, ან თუ საჯაროდ გინდათ მაინცდამაინც, მაქსიმუმ ფლეიმში შეგიძლიათ განაგრძოთ, ამ თემას დაანებეთ თავი თხოვნა მაქვს, აქ ნუღარ გააგრძელებთ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაიწყო და საიდან დაიწყო. საერთო საქმეში, პირადი უთანხმოება თუ გაქვთ რამე, გადადეთ გვერდით.
  20. კი, სისტემ აგენტის და QPI-ს ძაბვა დიდ როლს თამაშობს მაღალ ოვერქლოქში, განსაკუთრებით როცა ოპერებიც 2000-ს ზემოთაა.
  21. ANuB1S, 3570 ოქრო პროცია, მით უმეტეს წყალზე. არაა ეგ სიხშირე პრობლემა მაგ სიტუაციაში. აი 2011 სოკეტი, თან ბოქს ქულერზე, 5 გჰც უკვე მძიმე სიტუაციაა :)
  22. ოხ ანუბ, ანუბ, სულ ამოვარდი ფორმიდან
  23. NvidiaFan, აი ამას გადახედე, წერია აფინიტიზეც: http://www.overclock.net/t/552170/superpi-benchmarking-and-tweaking-guide
  24. ნუ ჯამში ყველა მაინც თანაბარ პირობებში ვართ და მიდგომას გააჩნია რა. + ცოტა გამართლება თავისთავად
  25. ოოო, სენსეის ხრიკი! ხალხო ძალიან ბევრი მოშნი ტვიკი იწერება თემაში ზოგი ღიად ზოგი შეფარვით, ყურადღებით წაიკითხეთ პოსტები, გამოგადგებათ წყალი იყოს რა უჭირს ზურა, აი ესაა ქულერი: ნუ თერმოპასტა რა უსვია არ ვიცი, რამე "ფირმენია" თუ ქულერის პარაფინია არ ვიცი. westsider, ორგანიზატორებმა ეგრე გადაწყვიტეს რომ ვინდიდან ქლოქინგი არაო, მარტო ბიოსიო. + პროგრამების მიტანაც არ შეიძლება. სისტემები ყველა იდენტურია, ყველაზე ვინ 7 აყენია, ყველა დუალ ჩენელში მუშაობს 2 ცალი 4 გბ სტიკით.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.