Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5957
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    65

Posts posted by Power_VANO

  1. 1 hour ago, pepsiko said:

    მაგ საიტზე 22 დოლარიდან 400მდე ავედი თამაშებიით და შევყევი და წავაგე ალლიინი მიმიცია :((  ისე აწი თუ აქვს გაგრძელებას აზრი? ყოველ საათში 252 მაძლევს...ან ცოტას ვიყიდი სატოშებს და შევალ მაგ სიატზე 

    არ ვიცი, არ მაქვს მსგავს საიტებთან მუშაობის პრაქტიკა. თუ გიღირს დახარჯულ დროდ, კი ბატონო.

    • Like 1
  2. 11 hours ago, pepsiko said:

    ეეს ხო მარ იცით რას ნიშნავს? რეფერალიდან მომცემს თუ სხვა რამეა?

     

    არა, ეგ ნიშნავს, რომ შენი რეფერალების ბონუსიდან რაღაც %-ს გაუნაწილებ რეფერალებს.

    • Like 1
  3. On ‎11‎/‎26‎/‎2017 at 11:44 PM, kikiti said:

    ისე ვინც მაინინგს არ აპირებს და საიტებიდან გადმოდის ვირუსი, რომლითაც მაგის კომპით სხვა აკეთებს ფულს ასეთმა მომხმარებლებმა როგორ დაიცვან თავი?
    ანუ არის საიტები საიდანაც გადმოდის ფაილი და კომპშ მოხვედრისას შენი კომპი სხვისთის მუშაობს და შედეგად კომპიც ძაან ჭედავს

    ჯავასკრიპტია და ის საიტი უნდა დახურო. ან Adblocker დააყენო, თითქმის ყველას აქვს ჩაშენებული ვებ-მაინინგის დაბლოკვის ფუნქცია.

  4. On ‎10‎/‎13‎/‎2017 at 6:31 PM, it19 said:

    სამომავლოდ რომელ ვიდეოკარტას მირჩევთ? 

    რაც ახლაა კარგი, იგივე სამომავლოდაც და სადაც მეტი ოპშენი გაქვს - 1060/1070-ები.

     

    On ‎11‎/‎27‎/‎2017 at 9:58 AM, levan90 said:

    მოგესალმებით ყველას ვინმეს თუ გაქთ ინფორმაცია კომპანიებზე რაიმე ახლის გამოშვდბას თუ გეგმავენ ვიდეო ბარების მაინერების ეიზიკების  რაც ახალი ნაბიჯი იქნება მაინინგისთვის 

     

    ახალი წლიდან. იანვრიდან.

     

    როგორც წესი იანვარი ახალი

    ტექნოლოგიების პრეზდნტაციების თვეა )))

    ჯერჯერობით არაფერი არაა სიახლე.

    7 ნმ ეისიკებზე ამბობდნენ მაგრამ ეგ ფიზიკურად ვერ იქნება 2018-ის ბოლო კვარტლამდე ალბათ, რადგან 7 ნმ ტექნოპროცესი არცერთ მწარმოებელს არ აქვს პროდაქშენში და როცა იქნება, ეგრევე მაინერებს არავის დაუმზადებენ ნამდვილად :)

     

    On ‎11‎/‎27‎/‎2017 at 11:15 AM, pepsiko said:

    2d612a8c6949.jpg

    მაინტერესებს ამაინერებს თუ არა? 19 გრადუსზეა და ეჭვი მეპარება... ისე გტხ 1050 სთვის რომელი ვამაინერო? 

    არ ამაინინგებს, ქორი 139 მეგაჰერცზეა. გაუშვი ნაისჰეში და თვითონ ამოირჩევს ყველაზე მომგებიანს. როგორც წესი, ბოლო დროს Equihash-ია ხოლმე ყველაზე მომგებიანი.

    22 hours ago, Gogla1990 said:

    ჯერ ეგრეა, მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს :) 

    Nothing is true, everything is permitted :D 

    PoW კრიპტოვალუტები მყარი რამეებია საკმაოდ, ETC-ც მოიხოდება, ვინახავ 7.8 ცალს :დ

     

  5. 16 hours ago, MaKaSaRa said:

    კარგიი რა. სირცხვილია უკვე. ასეთ რაღაცას როგორ უშვებენ

    როგორც Bkav-ის საიტზე წერია, ვინც გატეხა, ძაღლის თავი AI-შია დამარხულიო. AI-ს ბრალია, რომ ასე ნიღბით შეიძლება მოტყუება, ტყუპებს ვერ არჩევს ნორმალურად და ა.შ.-ო.

    Windows Hello, შედარებისთვის, AI-ს არ იყენებს და არც შემხვედრია სადმე, რომ ტყუპებს ვერ არჩევდეს და ა.შ.

  6. მდაა... FaceID-ს ახლა სპეციალური ნიღბით აუარეს გვერდი :D 

    3D პრინტინგი, მაკიაჟი და 2D სურათები.

    ჯამში 150$ ჯდება დაახლოებით :)

     

    დეტალურად Verge-ის სტატიაში: https://www.theverge.com/2017/11/13/16642690/bkav-iphone-x-faceid-mask

  7. Tesla Semi-ს ივენთზე ილონ მასკმა სატვირთოსთან ერთად დამატებითი სიურპრიზიც შემოგვთავაზა ახალი Roadster-ის სახით, რომელიც უსწრაფესი სამომხმარებლო ხაზის მანქანა იქნება - 100 კმ/სთ 1.9 წამში, მაქს. სიჩქარე 400+ კმ/სთ და 1000 კმ-მდე მანძილი ერთი დატენვით.

    გარდა ამისა, Roadster 1/4 მილს 8.8 წამში გადის, ხოლო 160 კმ/სთ სიჩქარემდე 4.2 წამში ჩქარდება. იგი სრული ამძრავია და იმისთვის, რომ სიმძლავრეზე წარმოდგენა შეგვექმნას - ავტომობილს საბურავებზე 10000 ნმ (!) ტორქის გადაცემა შეუძლია.

    აღსანიშნავია, რომ ახალი Roadster-ი სრული ამძრავიანი სისტემითაა აღჭურვილი და 4-ადგილიანია, მოძრავი მინის ჭერით. ღირებულება დაახლოებით 200000$ იქნება. ამის გათვალისწინებით, მისი მონაცემები უბრალოდ შთამბეჭდავია.

    წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია 50000$-ის სანაცვლოდ. ასევე შესაძლებელია, 250000$-ის სანაცვლოდ უკვე შეიძინოთ Founders სერიის 1000 ცალი, უფრო მძლავრი, ლიმიტირებული მოდელიდან ერთ-ერთი.

    ახალი Roadster-ი წარმოებაში 2020 წელს ჩაეშვება.

    Tesla Roadster-ის ოფიციალური საიტი: https://www.tesla.com/roadster/

    ივენთის ლაივსტრიმის ჩანაწერის სრულად ნახვა და წინასწარ შეკვეთა ამ ლინკზეა შესაძლებელი: https://livestream.tesla.com/

    4.JPG

    Capture.PNG

    1.JPG

    2.JPG

    3.JPG

    untitled.png

     

    loop.mp4

    • Upvote 2
  8. Tesla-მ ორი დღის წინ დააანონსა სრული ზომის (მე-8 კლასის) სატვირთო მანქანა - Semi, რომლის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია.

    დღევანდელ დიზელის ძრავიან სატვირთოებთან შედარებით, Tesla Semi გაცილებით სწრაფია, გაცილებით უკეთესი აქსელარაცია აქვს, გაცილებით ეკონომიურია და ამასთან ერთად, იძლევა იმ კომფორტულ ფუნქციონალს, რაც Model S/Model X-ის მფლობელებს უკვე აქვთ: ავტოპილოტი, მობილური აპლიკაცია და ულტრათანამედროვე სისტემები.

    აქსელერაცია მართლად შთამბეჭდავია - 36 ტონა ტვირთით Semi 100 კმ/სთ სიჩქარეს 20 წამში ავითარებს.

    სრულად დატენილი ბატარეით და მაქსიმალური ტვირთით (36 ტონა) Semi 800 კმ-მდე მანძილს გადის, თანაც მაგისტრალზე სამოძრაო სიჩქარით, დაახლოებით 90-100 კმ/სთ-ით.

    იმისათვის, რომ Semi-ს დატენვა სწრაფად მოხდეს, Tesla განათავსებს Megacharger-ებს, რომლებიც ნახევარ საათში შეავსებენ სატვირთოს ბატარეას 640 კმ მანძილის გასავლელად.

    Tesla Semi წარმოებაში ჩაეშვება 2019 წელს, ხოლო წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია.

    Tesla Semi-ს ოფიციალური საიტი: https://www.tesla.com/semi/

    ივენთის ლაივსტრიმის ჩანაწერის სრულად ნახვა ამ ლინკზეა შესაძლებელი: https://livestream.tesla.com/

     

    ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ პრეზენტაციის ვიდეო და სურათები:

    Semi_Front_Profile.0.jpg

    Semi_Front_34_Blue.jpg

    Semi_Interior_Overview.jpg

    Semi_Front_34_Static.jpg

    Semi_Rear_34_Hangar.jpg

     

    • Upvote 3
  9. Windows 7-ს ნორმალურად ვერ ამუშავებ, იმიტომ, რომ native ARM კოდი არაა. Windows 10-ის შესაბამისი ვერსია გამოვა წლის ბოლომდე. თუმცა რამდენად იქნება ღიად გადმოწერაში ჯერ არ ვიცით.

  10. ეს Microsoft Office გუნდის მომავლის ხედვის ამსახველი ვიდეოა, რომელიც 2012 წლის თებერვალში გამოქვეყნდა:

    ეს კი იგივე გუნდის 2015 წლის ვიდეო:

    2012-დან ბევრი რამ უკვე რეალობაა, 2015-დანაც რაღაცები :) 

     

    ვებ-გვერდი MS-ის საიტზე მათ ხედვასთან დაკავშირებით: http://www.office.com/vision

    • Upvote 1
  11. On ‎11‎/‎15‎/‎2017 at 7:40 PM, it19 said:

    ორ დაფაზე ერთ კვებას დავაერთებ დანარჩენ ორზე მეორე კვებას და ჩვეულებრივად უნდა იმუშაოს წესით ხო  ? 

    კი. ოღონდ ერთდროულად უნდა ჩართო ხოლმე.

    ასევე გაითვალისწინე, რომ ერთ პლატაზე ორი კვება არ დააერთო ან კონტროლერზე.

    ანუ ერთ კვებას აერთებ 2 პლატაზე. მეორე კვებას აერთებ კონტროლერსა და მესამე პლატაზე.

    • Upvote 1
  12. On ‎11‎/‎13‎/‎2017 at 9:15 PM, kakha271180 said:

    გამარჯობათ შეიძლება ვინმემ გამარკვიოთ ჰეში როგორ გამოითვლება? და ვიდეოკარტის რომელი პარამეტრებია საჭირო? ბოდიში უბრალოდ არ ვიცი რომელ თემაში ვიკითხო

    ვიდეო ბარათის პროცესორი ითვლის "ჰეშს". მათემატიკური ფორმულა რომ წარმოიდგინო, ძალიან რთული, აი მაგას ხსნის :) 

  13. @მათე ამ FaceID-ს ერთი სამსუნგის სურათით ლოგონიღა აკლია და ეგაა რა :D როგორ მოახერხეს ასეთი პროდუქტის დადება ვერ მესმის.

    Windows Hello-ს ანალოგია თან და ის ტესტებში მშვენივრად არჩევს ტყუპებს, რაც მინახავს. ასეთი რაღაცები არ დადებულა Windows Hello-ზე, ამდენი წელია არსებობს თან უკვე.

  14. On ‎11‎/‎12‎/‎2017 at 1:29 PM, rezo-j said:

    7 ცალ 1070-ს ვამუშავებ ზეკზე, საერთო ჰეშრეიტი 3100 სოლია - საერთო მოხმარებული სიმძლავრე მთელი სისტემის 1100 ვატი, თითო კარტის ჰეშრეიტი საშუალოდ 440-460 სოლი, ვეძებ საუკეთესო თანაფარდობას sol/w რათა მთელი ნამუშევარი - დენის ხარჯში არ გავუშვა. ჯერჯერობით ასეთ პარამეტრებზე ვამუშავებ პ/ლიმიტი 80, ქორი - 150, მემორი 680. ჩიპი - micron. თუ უკეთესს შემომთავაზებთ სიამოვნებით მოგისმენთ.

    ნორმალურია კი. 450-470 სოლი არის საუკეთესო ვარიანტი 1070-სთვის. პაუერ ლიმიტი შეგიძლია იქამდე შეამცირო, სანამ ჰეშრეიტი დაიწყებს კლებას.

  15. 9 hours ago, მათე said:

    სამწუხაროდ AMD-ს გრაფიკა მანდ არ იქნება ბოლო VEGA თაობა, იქნება მისი წინა. ალბათ AMD-მ მოიტოვა მისთვის VEGA-ს APU-სთვის.

    დადასტურდა ეგ ამბავი?

    ნუ მეტნაკლებად მოსალოდნელი კი იყო, რომ AMD ყველაფერს ეგრე არ აჩუქებდა ინტელს :) 

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.