Jump to content

George

გლობალ-მოდერი
  • Posts

    110148
  • Joined

  • Days Won

    1041

Everything posted by George

  1. MINISFORUM releases X400 4750G miniPC based on Ryzen PRO 4750G https://www.guru3d.com/news-story/minisforum-releases-x400-4750g-minipc-based-on-ryzen-pro-4750g.html
  2. Unreleased Intel Core i9-12900K Alder Lake CPUs In China On Sale for 1000 USD https://www.guru3d.com/news-story/unreleased-intel-core-i9-12900k-alder-lake-cpus-in-china-on-sale-for-1000-usd.html Core i9-11900F და Core i7-11700F წარმადობის ტესტიროვკა აქტუალურ თამაშებში: https://overclockers.ru/lab/show/111875/testirovanie-processorov-core-i9-11900f-i-core-i7-11700f-v-aktualnyh-igrah Intel vPro გამოსვლის ჩარტში მობილური და დესკტოპ სერიის Alder Lake არის და ვითომ 2022 წლის პირველ კვარტალში გამოდისო ეგ სერია https://gamegpu.com/железо/v-dorozhnoj-karte-intel-vpro-ukazany-mobilnye-i-nastolnye-serii-alder-lake-kotorye-vyjdut-v-pervom-kvartale-2022-goda ჩინეთის შავ ბაზარზე ინჟინერული Intel Core i9-12900K QS პროცესორები გამოჩნდა https://gamegpu.com/железо/intel-core-i9-12900k-qs-teper-dostupen-na-chernom-rynke ვის რათ უნდა ეგეთი სანამ მაზერი არაა გამოსული Z690 სერიის, 1000$ ღირს და რა ფასი აქვს აბა ან რაში უნდა გამოიყენო
  3. EK Water Blocks Announces ROG Maximus XIII Hero Monoblock https://www.guru3d.com/news-story/ek-water-blocks-announces-rog-maximus-xiii-hero-monoblock.html რუსულ ოვერებზე ბიუჯეტური გეიმერული კომბო ააწუვეს 10100F და 1050Ti ამჯერათ: https://overclockers.ru/blog/Zystax/show/53897/videokarty-vernulis-v-magaziny-i-deshevejut-sobiraem-igrovoj-pk-s-bjudzhetom-50000-rublej მაგრამ ეგ სბორკა 1080P სათამაშოთ აქტუალურია მაქს 2015 წლის იგრებისთვის, მაგის შემდეგ უკვე პრობლემები ეწყება და თან სერიოზული ეგეთ კარტაზე, დაჟე 2015 წლის იგრებიც გაჭედოს ზოგი თამაში შეიძლება რაღაცეებს თუ არ დაუკელი
  4. ASUS TUF Gaming VG32AQL1A Is a 32-inch WQHD 170 Hz Gaming Monitor https://www.guru3d.com/news-story/asus-tuf-gaming-vg32aql1a-is-a-32-inch-wqhd-170-hz-gaming-monitor.html
  5. 30 Rock შვიდი სეზონის ყურებას მოვრჩი გუშინ Bd-ში focus-X სტუდიის მნაგაგალოსკით, მარტო 3-4 ეპიზოდი იყო Web-dl 1080P-ში, ბოლო სპეც ეპიზოდის ჩათვლით, რომელიც წინა წელიწადს გამოვიდა მგონი კარანტინის დროს, კარგი დონის NBC სიტკომია მურტალი იუმორით, ტინა ფრეი, ალეკ ბოლდვინი, ტრეისი მორგანი, ჯეინ კრაკოვსკი, ჯეკ მაკბრეიერი და კიდე ეპიზოდურ როლებში არაერთი ცნობილი მსახიობი თამაშობდა, მათ შორის რობერტ დენირო,ჯიმ კარი, ელიზაბეტ ბანკსი (ნუ ეგ აქტრისა 14 სერიაში მონაწილეობდა), ჯეიმს მარსდენი (ეგეც 13 სერიაში იყო), ჯეისონ სუდეიკისი (12 სერიაში მონაწილეობდა), სალმა ჰაიეკი (7 სერიაში მიიღო მონაწილეობა), სტივ ბუშები (6 სერიაში მიიღო მონაწილეობა), ჯულიანა მური (ეგ აქტრისაც 6 სერიაში იღებდა მონაწილეობას), ედი ფალკო, მეტ დეიმონი, ჯონ მაკენროი, მაიკლ შინი, კრისტინ მაკგი, ჯიმი ფალონი, ემილი მორტიმერი, კლო გრეიც მორისი, დენის რიჩარდსი, ალ გორი, მაიკლ კიტონი, სუზან სარანდონი, ისაბელა როსელინი, მეტიუ ბროდერიკი, მენდი მური, ჯენიფერ ანისტონი, სტენლი ტუჩი, ტომ ჰენკსი, აარონ სორკინი, ლარი კინგი, ჯულია დრეიფუსი, ჯეიმს ფრანკო, კვინ ლატიფა, ფილ როზენტალი, უილიამ ბოლდვინი, ენდი სამბერგი, კრისტენ ვიგი, ენდი მაკდაუელი, სოფია ვერგარა და სხვა მრავალი კიდე, რაც გამახსენდა ლოლ ის დავპოსტე, 17 გოლდენ გლობზე იყო წარდგენილი ეგ სერიალი და 6 აიღო, 103 პრაიმტაიმ ემიზე (მაგდენი ნომინაცია ერთ სერიალს ძალზე იშვიათათ აქვს ხოლმე დაჟე 10-12 სეზონიანებსაც კი, ეგ სერიალი კი 7 სეზონი მიდიოდა მარტო) და 16 აიღო მარტო, მოკლეთ ნა ლუბიტელა სიტკომია უფრო, იყო გეი და ლესბი თემებიც, მაგრამ ნერვებზე არ მოქმედებდა, პასტელნი სცენები მაგ სერიალში არაა, მაგრამ ვულგარული იუმორი რამდენიც გინდა, თუმცა ისეთი ექსტრიმალური არა როგორც თუნდაც arreseted development-ში და სხვა მსგავს სერიალებში, აგრეთვე პოლიტიკურ თემებზეც ღადაობდენ და სოციალურ თემებზეც ბევრი იუმორი იყო, როგორც სექსზე, ჩავარდნები არ ქონია დიდათ, საკმაოთ როვნი სეზონებია, ნუ დროულათ დაიხურა ალბათ და ძალიან არ გაუწელიათ, ჯამში 8.5 ბალს დავუწერდი, ეგ ფაქტიურათ ალბათ ბოლო მრავალ სეზონიანი გრძელი რეიტინგული სიტკომია რომელიც არ მქონდა აქამდე ჯერ ნანახი, დანარჩენი ან ვნახე ან უკვე დაწყებულია რამდენიმე და ჯერ გადის კიდე, რამდენიმე გრძელი სერიალი კომედიური ჟანრის მაქვს კიდე სანახავი, მაგრამ სიტკომები გამომელია და გორიზონტზე მემგონი არც არაფერი არაა ეგეთი, რისი ყურებაც მინდოდა უკვე ვნახე ყველაფერი ბოლო 10 წლის მანძილზე რაც დავიწყე აქტიურათ სერიალების ყურება
  6. დღეს ბრიტანეთის გრანპრის ვუყურე 1080i-ში, ვესტაპენმა ვერ შეძლო პირველი ადგილის შენარჩუნება, თავიდანვე მოშნი წნეხის ქვეშ იყო ჰემილტონისგან, მაგრამ არ დაუთმო და მურტლათ მოცურდა და 51G შეჯახება ქონდა პაკრიშკებთან, მაგათმა გადაარჩინეს კაკრაზ დამტვრევისაგან, თუმცა ჰემილტონს 10 წამიანი შტრაფი მიცეს მაგ ინციდენტის შემდეგ, თავიდან დაჟე სამეულშიც აღარ იყო, მაგრამ მერე ჯერ ბოტოსს გაუსწრო, ბოლო კრუგებზე კი ლეკლერსაც გადაუსწრო და შეძლო მაგ გრანპრიში გამარჯვება, ეგ უკვე მერვე მოგება იყო, მესამეზე კი ბოტოსი გავიდა, მოკლეთ მაგ გონკაში ცუდი დღე ეწია რედ ბულს და ფაქტიურათ ეგ კარგი სხვაობა გარასხოდდა უკვე ჩემპიონატში, სულ რამდემი ქულაა უკვე უპირატესობა რედ ბულის მერსედესთან და ვესტაპენის ჰემილტონთან, ალბათ შემდეგ ორ გრანპრის ცოტა დაგვიანებით ვნახავ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ უკვე, როგორც კიდე რამდენიმე ფეღბურთის ტრანსლიაციას ოლიმპიადის პერიოდში რაც უნდა ჩატარდეს ევროპაში, ძირითადათ ალბათ სუპერთასები
  7. გუშინ ნბა ფინალის მეხუთე შეხვედრაც ვნახე, ისევ სეტანტას ტრანსლიაცია გადმოვწერე 1080i-ში, მეგოგო უფრო დაგვიანებით დაიდო და დამეზარა დაცდა, მეგოგო ფაქტიურათ მერე გადმოწერა 2 წუთი რომ იყო დარჩენილი, თუმცა ამჯერათ ნორმალური ტრანსფერი იყო დეფექტის გარეშე, რაც შეეხება თვითონ თამაშს შიკარნი შეხვედრა გამოვიდა მოულოდნელი კანცოვკით, მაგარი როლერ კოსტერი იყო, პირველ პერიოდში 16 ქულიანი სხვაობით იგებდა სანსი, მეგონა გაიმარჯვებდენ, მაგრამ ეგ არ აღმოჩნდა საკმარისი თამაშის მოსაგებათ, მოკლეთ ბაქსმა თავი გაიგიჟა და მეორე პერიოდში 19 ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს, ანუ არა მარტო გაქვითეს მაგხელა სხვაობა არამედ ბოლო წუთზე წინ გაიჭრნენ დაჟე, არ ვიცი სანსი ეგრე რატომ დადგა ბატივით, ბანალურათ შეეძლოთ დაცვაში დამდგარიყვნენ და ეგრე მაინც გაეჩერებინათ ბაქსი, ეგენი ატაკა-ატაკაზე მიდიოდნენ და შეცდომა-შეცდომაზე უშვებდენ, რახან ბაქსი გადაეწყო და დაცვაში ბევრათ სტროგათ დაიწყო თამაში, სანსი კი პირიქით მოდუნდა და დასირდა ერთი პერიოდი მაგარი, მეოთხე პერიოდში დაჟე 10 ქულით იგებდა უკვე ბაქსი, თუმცა ბოლოს ისევ დაიძაბა მაგარი თამაში და მინიმალური სხვაობა იყო ბოლო წუთამდე, მაგრამ მაინც შეძლო ბაქსმა 123-119 გამარჯვება და უფრო გაუმართლა ბოლო წუთებზე, ნუ იანისმა ამჯერათ 32 ქულა მოაგროვა, მაგრამ კრის მიდლტონიც მოშნათ უბერავდა 29 ქულით და განსაკუთრებით გამოვყოფდი წინა თამაშების ფონზე ჯირუ ჰოლიდეის, ეგ იგროკი სასწავლებს აკეთებდა და ეგ აღმოჩნდა ალბათ გადამწყვეტი მაგ შეხვედრაში, 27 ქულა მოაგროვა, ამჯერათ კრის პოლს ისე არ ჩაუგდია თამაში და შეძლო 21 ქულის მოგროვება, დეანდრე ეიტონმა 20 აიღო, მაგრამ საუკეთესო ისევ დევინ ბუკერი იყო 40 ქულით, პირველ რიგში მაგ იგროკის ხარჯზე ქაჩავს უფრო სანსი ვიდრე პოლის ბოლო შეხვედრებში, მაგრამ შეიძლება შემდეგი თამაში ბოლო აღმოჩნდეს მილოუკის მოედანზე, მილოუკიმ შეიძლება მეორე ტიტული აიღოს 50 წლიანი პერერივის შემდეგ, მაშინ კარიმ აბდულ ჯაბარი ყავდათ 1971-ში და სანამ ლოს ანჟელესში გადაბარგდებოდა მანამდე მოასწრო ტიტულის აღება, 1974 იყო ისე ბოლოს ბაქსი ფინალში და მაშინ დამარცხდენ, ანუ სულ ორჯერ იყვნენ ფინალში გასულები აქამდე, ისე სანსიც მესამე ფინალშია მარტო და ისე მიდის საქმე რომ ალბათ მესამეჯერ პადრიათ დამარცხდებიან, შემდეგი შეხვედრა ოთხშაბათს ტარდება დილით და ვნახავ მაგასაც
  8. ფლეშკიდან გინდა დაყენება ვინდოუს 10-ის, მაშინ მიუთითე რომ ფლეშკიდან გააკეთოს ბუტი და წესით უნდა დაინახოს მაგის შემდეგ ფლეშკა და სსდ მერე იპოვის თუ აყენია და მუშაა, ეხლა ბუტ სექტორი აირია როგორც ჩანს, ფლეშკა მიაერთე და თუ დაინახა ბიოსში ეგ მიუთითე დასაბუტათ, მერე ალბათ ისევ შეცვლა დაგჭირდება რომ მორჩება ვინდოუს 10-ის დაყენებას, სსდ ისე ხომ ჩანს ბიოსში რომ აყენია, ეგრე ან მგონი F11 როცა აჭერ დაბუტვამდე ეგრეც უნდა დაბუტოს ფლეშკიდან, რომელიღაცა კნოპკაა ჩემთან მგონი F11-ან ბუტავს, ნოუტზე შეიძლება F9 ან F12 იყოს, მაგრამ ორივე შემთხვევაში უნდა დაბუტოს ფლეშკიდან, ერთადერთი ბუტამდე უნდა გეჭიროს უკვე მაგ კნოპკაზე ხელი, ძალიან სწრაფათ აკეთებს რეაგირებას და შეიძლება ვერ მოასწრო მერე დაკლიკვა
  9. არაა გამორიცხული, ყველგან გაგდებს, თუ მარტო ზოგიერთი იგრიდან, დრაივერმაც იცის ეგეთი რაღაცა Here are the top features and changes that Microsoft is bringing to Windows 11 https://www.neowin.net/news/here-are-the-top-features-and-changes-that-microsoft-is-bringing-to-windows-11/
  10. 8 ბირთვიც უნდა ყოფილიყო და 6 მაგ პატარა ბირთვების გარეშე, შეიძლება გეიმინგისთვის მაგის აღებაც კი ჯობდეს დაჟე, თან ფასიც იაფი ედება ეგეთს და იდეაში წარმადობა არ მოაკლდება თამაშებში, კეშია გაორმაგებული კიდე L3 ფაქტიურათ წინა თაობის პროცესორებს თუ შევადარებთ, ნუ ეხლა 10900 ნაირი კეში აქვს დაჟე 6 ბირთვიანს მაგ ახალში, მაგის შემდეგი სერიაც ეგეთივე ტიპის ჰიბრიდი იქნებაო და მაქს მაგ სერიის გამოსვლიდან 1 წელში გამოვა ეგეც, ეგეც 10 ნანომეტრიანი იქნება, მერე მგონი უკვე 7 გამოშვება სურთ 2023-ის, ნუ 2021 ნოემბერში თუ ვერა, რახან კოვიდი ეხლა ყველაფერს აფერხებს, ალბათ 2022 წლის მარტამდე გამოვა ეგ ახალი სერია, შეიძლება იყოს გარკვეული ინტერვალი მობილურ და დესკტოპ სერიებს შორის, ანუ მობილური შეიძლება უფრო ადრეც გამოუშვან დესკტოპზე, ნაკადებს რაც შეეხება, პატარა ბირთვებს არ ქონიათ ვირტუალური ბირთვები, მაგრამ სიმძლავრით 7000 სერიის სკაილაიკის დონეზე უბერავენო მაინც, დიდ ბირთვებზე 20% მატებას გვპირდება ინტელი ეხლანდელ 11 სერიასთან შეფარდებაში, მაგეებზე ექნება ვირტუალური თრიდები, მოკლეთ 24 თრიდი იქნებაო მაქსიმუმ 12 სერიაში, და უკვე დაჟე 32 13-ში, ეგ უკვე რაპტორ ლეიკის სერიაა Z790-ზე და მანდ უბრალოთ პატარა ბირთვები გაიზრდებაო 16 ბირთვამდე, ანუ როგორც ჩანს კიდე უფრო სურს გააძლიეროს ეგ ტეხნოლოგია შემდეგი სერიის ფლაგმანში, რახან უფრო იაფიანებს მაგდენი თრიდი არ ექნებათ, მარტო i9-13900K ალბათ, მე თუ ავიღე და რამეთ ივარგებს, ან თუ ივარგა ძალზე ძვირი არ ეღირება უფრო ალბათ 12700 ნონ-კ დავითრევ, მაგას რომ ვუყურებ უნდა ქონდეს 8+4 ბირთვი 30მბ L3 კეშით, ეგ 20 თრიდიანი გამოდის უკვე, თუმცა თუ გამოვიდა მარტო 16 თრიდიანი ეგეც მეყოფა გეიმინგში, მანდ არაა ჩარტში ნახსენები, თუმცა იყო რომელიღაცა ჩარტში, ნოუტბუკის ჩარტი ზევით მიგდია რანაირათაც აქვს დაყოფილი ინტელს სექტორებათ ეგ ახალი სერია, მოკლეთ მანდ ყველაზე ძლიერი ინტეგრირებული ჰაი-ენდებს არ ეყენება, მარტო მიდ-ენდებამდე აქვს მაქსიმალურათ მძლავრი ინტეგრირებული მაგ ახალზე, მაგრამ რომ დააკვირდე ლოუ-ენდიდან იწყება უკვე EU96, მაგრამ 8 ბირთვიან მოდელებზე არ ექნება, მაქს 6+4 ბირთვიანიო ენტუზიასტის სერიიდან, ჩემი აზრით ეგ იქნება ყველაზე მძლავრი ინტეგრირებული ვიდეოკარტით, თუმცა ბევრ მოდელზე კომბოც იქნება ალბათ გეიმერული ვიდეოკარტა+ინტეგრირებული ვარიანტი intel's Alder Lake may not be arriving until next year, according to leaked roadmap https://www.neowin.net/news/intels-alder-lake-may-not-be-arriving-until-next-year-according-to-leaked-roadmap/
  11. ისე ბოლო განახლების შემდეგ ცოტა შეუცვლიათ ვიდი: ისე ოქრომბერში windowds 10H2-იც გამოდის, მგონი ისევ WDDM 2,7-ით, ვისაც 11 არ მოეწონება შეიძლება მაგის დაყენებაც
  12. George

    F1 2018 (2018)

    ესეც F1-ის წარმადობის ტესტიროვკა აქტუალურ სისტემებზე: https://gamegpu.com/racing-simulators-/-гонки/f1-2021-test-gpu-cpu მაგ ახალი ნაწილის 1080P სათამაშოთ მინიმუმ საჭიროა 1060 6გბ ან ვეგა56, 2K კი 590 მაინც ალბათ, ან 1660 სუპერი, RT უკვე გაცილებით ძლიერი კარტები ჭირდება, 1080P მინიმუმ 2060, 2K ეგ ეყოფა რაზგონზე წესით, ძალზე დიდი მოთხოვნები არა აქვს მაინც მაგ თამაშს
  13. ესეც ამ კვირის თამაშების ინდუსტრიის ვიდეომიმოხილვა: https://3dnews.ru/1044500/gamesblender-527
  14. Mafia The City of Lost Heaven ორიგინალი გაიხსნენეს და მაგ ძველს შეადარეს ახალი რიმეიკი რუსულ ოვერებზე: https://overclockers.ru/blog/ddr77/show/53641/vspominaem-o-chem-byla-mafia-the-city-of-lost-heaven-i-ocenivaem-versiju-remastered
  15. Tecno Camon 17P სმარტფონის მიმოხილვა რუსულათ: https://overclockers.ru/blog/AlexSalishchev/show/53730/obzor-smartfona-tecno-camon-17p
  16. კიდე ერთი რიზენის სბორკა ააწყო ერთმა რუსმა ბლოგერმა რუსულ ოვერებზე https://overclockers.ru/blog/KirillBloger/show/53791/sobiraju-svoj-kompjuter-dlya-buduschih-igr ნუ ამჯერათ 1600AF+1050Ti კომბოზე შეჩერდა, მაგრამ ჯობდა 400 მანეთის დამატებით ბარემ 2600 აეღო ალბათ + მომავლის იგრებისთვისო ლოლ და 1050Ti კი არა და 1080Ti აღარ ეყოს შეიძლება ნორმალურათ მაგისთვის, ეგ კარტა ძალიან სუსტია რა, 780 სუსტია ბევრ თამასში დაჟე, რა მომავალი რის მომავალი 2015 იგრები თუ ათამაშა კარგი იქნება 1080P-ზე ნორმა სეტინგებით, ნუ როცა მაგარი შეზღუდული ხარ ფასში ნვიდიადან მინიმუმ 1660 სუპერ მაინც უნდა დაითრიო ან თუნდაც 1070, ამდ კი 5600XT საკმაოთ კარგი პონტი მეტის თავი როცა არა გაქვს, უფრო ახალი ნვიდიას კარტებიდან ალბათ ეგეთია 2060 უკვე, დანარჩენი ვერანაირ მომავლის თამაშევს ვერ გათამაშებს მედიუმ ნასტორიკებზეც კი დაჟე 1080P
  17. ASUS ROG Cetra II ნაუშნიკების მიმოხილვა რუსულათ: https://overclockers.ru/lab/show/111870/obzor-igrovoj-provodnoj-garnitury-asus-rog-cetra-ii
  18. HP X34 165Hz UltraWide with flat IPS panel https://pcmonitors.info/others/hp-x34-165hz-ultrawide-with-flat-ips-panel/ ASUS VG32AQL1A 31.5″ 170Hz WQHD IPS model https://pcmonitors.info/asus/asus-vg32aql1a-31-5-170hz-wqhd-ips-model/ მოკლეთ დაიწყეს 31.5 ინჩიანი 144+ გერციანი გეიმერული მოდელების გამოშვებაც ვინც ეგეთს ელოდებოდა იპს-ზე, თუმცა მე მაინც 27 მირჩევნია მთლიანობაში მაგ ზომიანს, ტექსტის წასაკითხათ ეგ უფრო უდობნია + პიქსელ დენსიტი უკეთესი აქვს და უფრო კარგი ცვეტოპერედაჩა გამოდის 27 ვიდრე იგივე პარამეტრებიან 31.5 ინჩიანზე, ბევრი აბზორშიკი წერს მაგას, ჩემი მოსაზრება ეგ არაა, ხო მანდ ახლოდან უკვე ეტყობა პიქსელების ზომა, ჩემზე საერთოდ ვერაფერს შეამჩნევ მაგ მხრივ, მე დიდათ ვერ ვამჩნევ განსხვავებას 23 1080P და მაგას შორის, თუმცა ეკრანი კი აქვს მოზრდილი უკვე, რაც არ უნდა იყოს უკვე არის ვიბორი ვისაც გრაფიკისთვის უნდოდა და 27 ინჩი არ ყოფნის ბოლომდე
  19. MSI GeForce RTX 3080 Ti Suprim X 12G მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/3dv/msi-geforce-rtx-3080-ti-suprim-x-12g-review.html ალბათ ყველაფრის გათვალისწინებით (მაინინგს რომ დავანებოთ თავი) 1100$, 6900XT არ იყოს კარგი ვერსიის მაგ კარტაში მიცემა კიდე ღირს, მაგრამ 3000$ და ეგეთები სრული სისულელეა უკვე, ამიტომ კარგი მშვენიერია, ფასი არა ჯერ-ჯერობით
  20. გუშინ და დღეს ბრიტანეთის გრანპრის კვალიფიკაციას და სპრინტს ვუყურე 1080i-ში, სპრინტი ეგ ექსპერიმენტალური 17 კრუგიანი მინი-გონკაა იგივე პრინციპით როგორც თვითონ ასნავნოი გონკა ტარდება, უბრალოთ პიტსტოპები არაა და მანამდე მანდაც სტანდარტული კვალიფიკაცია ჩატარდა პარასკევს, მანდ ჰემილტონმა შეძლო ამჯერათ ვესტაპენის დამარცხება, მაგრამ სულ მინიმალური სხვოაბა დაფიქსირდა, მესამეზე ბოტოსი გავიდა, გონკაში ვესტაპენმა გადაუსწრო თავიდანვე ჰემილტონს და ვეღარ შეძლო ჰემილტონმა ვერაფერი დარჩენილ კრუგებში, მესამეზე კი ბოტოსი გავიდა, ხო ვესტაპენს 3 ქულა ერგო და პირველი ადგილი ხვალიდნელ გონკაში, ჰემილტონს 2 და ბოტოსს 1, სტრანნი ფორმატია მაგრამ ცუდი პონტი არ ჩანს, ეგეთი კიდე ორ გონკაში იქნებაო ვითომ წელს, ვნახოთ აბა გონკაში რა შეიცვლება, პერესი მოცურდა და ბოლო ადგილიდან დაიწყებს ხვალე გონკას
  21. დღეს რუსეთის სუპერთასი ვნახე 1080i-ში, წელს ზენიტი ხვდებოდა ლოკომოტივს, საერთოდ არ გამოვიდა დაძაბული ბრძოლა, ზენიტი ჯობდა აშკარათ კლასშიც და ფორმითაც მაგ თამასში, ანგარიში კუზიაევმა გახსნა 27 წუთზე, 57 წუთზე სარდარ აზმუნმა მეორე გოლიც შეაგდო, 83 წუთზე ალექსანდრ იეროხინმა მესამეც დაამატა და 3-0 გაიმარჯვა ზენიტმა, რუსეთის ჩემპიონატი პარასკევს იწყება, თუმცა ალბათ აგვისტოს ბოლომდე მარტო ოლიმპიადის ფეღბურთები თუ ვნახე, კაკრაზ 23 იწყება ოლიმპიადაც და შეუბერავენ მეორე დღესვე უკვე 12 ოქრო თამაშდება სხვადასხვა სახეობებში, სულ თითქმის 400 ოქროს მედალი უნდა გათამაშდეს ამ კოვიდის პერიოდში, არ ვიცი გამოუვათ თუ არა, თუ ეპიდემია აიკიდა ვინმემ ბევრს გადასდოს შეიძლება და სახეობების ნაწილი კაკ მინიმუმ ჩაიშალოს ან სულ სხვამ გაიმარჯვოს, კრაინი ვარიანტში ოლიმპიადას დააკანსელებენ ალბათ, რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას ევროპულ კლუბში ტრანსფერს, ვითომ კიდე 1 წლით რუბინში რჩებაო, ნუ რუბინს უნდოდა 30 მილიონი ევრო, რაც ცოტა არაა ამ კრიზისნი პერიოდში, ევროპული კლუბები მაქს 18-20 მილიონს სთავაზობდენ რუბინს და როგორც ჩანს ვერ შეთანხმდენ ფასზე
  22. მიახლოვებით ესეთი პონტია, 1080Ti მიგდია მეც, უფრო ძლიერი მინდოდა მაინც უკვე, თუ დავიწყე აქტიური გეიმინგი მითუმეტეს ეგ ზოგან ალბათ დამალიმიტებს, თუმცა ეგ კარტაც არაა ჩლუნგი დატვიკვის შემდეგ 2K, 6800XT გაცილებით სერიოზულია, თუ ჩამორჩება, მარტო 3080Ti უკვე ეგეთი, 3080 დონისაა ფაქტიურათ
  23. მაიმარკეტის ფასებს დაგავხედე, ცოტა კიდე დაცემულა ფასები, ეხლა 3070 4500 ლარში იშოვი უკვე ნორმა ვერსიებს, 3070Ti გამოჩნდა მაგრამ ძალზე მაღალ 5400 ლარათ ჯერ თუმცა ვერსია კია სერიოზული https://www.mymarket.ge/en/pr/21755016/Video-Card/RTX-3070-TI 3080 7300 ლარიო ლოლ, ანუ ძვირია ჯერაც კი, ვინ აიღებს აბა მაგას გეიმინგისთვის ცალკე, ჩემი აზრით უკვე მაინინგისთვისაც არაა იაფი, თუმცა მაყუთს მაინც არ აკეთებს ცოტას ეხლაც კი მაგხელა ჰეშრეიტით, 100მჰ.სეკ აქვს ცალ ეგეთზე ეთერეუმზე, არის 6800 4500 ლარათ ისე, კარგი ოფერია საკმაოთ ვისაც ამდ უნდოდა, მაგრამ მაინც ძალზე ძვირი გამოდის, რახან მაგ კარტის სტარტოვი ფასია 580$ მარტო, რეფერანს ვერსია აქვთ 4100 ლარათაც, რაც შეეხება 3060 ეგენი არის 2800 ლარიდან უკვე, 3060Ti კი გამოჩნდა 4200 ლარათ, რაც იაფი სულაც არაა, 6700XT ვხედავ 3000 ლარში, ფასები კი დააკლდა მაგრამ ჯერ მაინც საკმაოთ მაღალი ფასები აქვს კარტებს
  24. 2K ბიუჯეტური ვარიანტია, 1080P ნორმალურ ფპს-ზე გათამაშებს სეტინგების დაკლების გარეშეც ბოლო იგრებს, 3060-ზე მძლავრია 3060Ti ცოტა სუსტი ეგ კარტა, 2K გათამაშებს, მაგრამ ზოგ თამაშებსი სეტინგების დაკლება დაჭირდეს შეიძლება 60ფპს მაინც რომ დადოს, მე 3070Ti მინდოდა უფრო მინიმუმ 1 ცალი მაინც, მაგრამ მართლა სადაა დაჟე FE ვერ იშოვი ნორმალურ ფასათ ჯერ, ფასები იკლებს მაგრამ მაინც ძალზე მაღალი ფასები ადევს ჩვენთან მაგ კარტებს, მე გეიმინგისთვის არ მიღირს ყიდვა, მაინინგში კიდე შეიძლება აღება, მაგრამ მაინც ძვირი გამოდის ამ ეტაპზე ყველაფრის გათვალისწინებით, ნუ მაინინგისთვის თუ ავიღე თუ დამჭირდა რამე მომთხოვნ თამაშისთვის გეიმინგისთვისაც შეიძლება გამოყენება, მაგრამ 2000-3000$ არა და არც 1500$, მაგ ფასებში არაფრისთვის არ მაწყობს ფულის გასროლა
  25. რაღაც სტრანნი დეგრადაცია მიდის კრიპტობარზე ბოლო კვირაა ფაქტიურათ ორშაბათიდან მოყოლებული, დიდი მოშნი აბვალები ჯერ არ ჩანან, მაგრამ კურსი ნელ-ნელა ეცემა, როგორც ჩანს ან დროის გაწელვა სურთ ან რაღაცას ელოდებიან და აკვირდებიან კრუპნი ვეილსები და ინვესტორები ბაზარზე, მარტო მაგის შემდეგ დაიწყება კურსის ზრდა, ეხლა მარტო დაცემა მიდის, მაგრამ ნელი ტემპებით, მინიმუმი იყო 31000$ ბიტკოინზე, ეგ 34500$ ორშაბათის მაქსიმუმის შემდეგ, მეტზე არ დაუგდიათ, მეორე მხრივ 32000$ ზევით უჭირს ასვლა, ანუ ფაქტიურათ გაყინულია ჯერ 31000-32000$ ფარგლებში განსაკუთრებით ბოლო 2-2.5 დღეა კურსი, ეთერა 1850$-მდე დაეცა, ანუ 1870$ პირველი დროპის შემდეგ გაცილებით მოშნათ კურსი აღარ დაუწევიათ, მაქსიმუმი ბოლო მცირე ბუსტის დროს იყო 1930$-მდე სადღაც, ვირუჩკა შემცირდა მაგრამ იმიტომ რომ ჰეშრეიტებმა ისევ დაიწყო გაზრდა, 470 ტერაჰეშიდან 520ტერაჰეშამდე ავიდა უკვე ნეტჰაში გუშინ რომ ვაკვირდებოდი, როგორც ჩანს ჩინური მაინერების ნაწილი დაბრუნდა ისევე, ეხლა რომ დაიწყო კურსმა ჩაფუშვა 495 ტერაჰეშამდეა დაცემული, მაგრამ მაინც 9.80$ მიწერს, იყო 11$, მაგრამ ეგ 480 ტერაჰეშამდე სანამ იყო ჰეშრეიტი მაგ პერიოდში, რაც შეეხება ჯამურ კაპიტალიზაციას 1330$ მილიარდზეა დაცემული, იყო 1300$-მდეც დაცემული მაისის აბვალის შემდეგ რომ დააგდეს ეთერეუმი 1730$-მდე და ბიტკოინი მერე 28100$ მაგ პერიოდში, ეგ ალბათ მეორე ეგეთი მძიმე დროპია მაისის აბვალის შემდეგ, მოკლეთ დაჟე 2100$ კურსზეც ერთი პერიოდი 9$ მიწერდა გამომუშავებას, ამიტომ მაგ მხრივ ეხლა საწუწუნო ჯერ არაფერია, როგორც ჩანს მართლა რაღაც ბარიერია 30000$ და მაგის ქვემოთ კურსის დაცემას ჯერ ერიდებიან, 12 მაისის შემდეგ უკვე არაერთხელ შეეძლოთ დაეგდოთ კურსი, 2 თვის თუ არა მინიმუმ 1.5 თვის პერიოდში, რომ ნდომოდათ ალბათ დააგდებდენ აქამდეც, ხო ისე წინა 28100$ დროპიც ბიტკოინზე და 1730$ ეთერეუმზე თვის ბოლოს დაფიქსირდა და მერე შეუბერეს უკვე თვის დასაწყისში მინიმუმ 12-14 დღე 2-3 დღის გამოკლებით მარტო იზრდებოდა კურსი, შეიძლება რამე ეგეთი ქონდეთ ჩაფიქრებული, მაგრამ 30000$ როგორც კი ჩამოცდება ჯობია ალბათ დაახურდავო ყველაფერი, მანდ შეიძლება აბვალიც დაიწყოს 20000-25000$-მდეც კი, გამორიცხული არაფერია, ბოლო-ბოლო მერე აიღებ კოინებს 30000$ თუ გაყიდე, ეთერაც ასე 1700$ თუ გაყიდე შეიძლება ლამის 1300-1200$ ფარგლებში დაითრიო მართლა 25000$ თუ ჩამოცდება მინიმუმ ბიტკოინი, დაჟე მოკლე პერიოდითაც კი, მაგრამ ხანდახან მოტყუება იციან ეგეთ აბვალებზე და თუ შემოტრიალდა კურსი კიდე უფრო მეტს დაკარგავ, ეგეც გასათვალისწინებელია ყოველთვის ერთი სქემით არ ეცემა და იზრდება კურსი TA: Bitcoin Turns Vulnerable, Why BTC Could Soon Test $30K https://www.newsbtc.com/analysis/btc/bitcoin-turns-vulnerable-test-30k/ აი ეგ თემაა რა მაგრამ უცბათ დაგდება და მერე დიდხანს გაზრდა ამჯერათ არ მოისვურვეს, რაღაცას ელოდებიან აშკარათ, 27000$-26000$ ეხლაც შეიძლება დაგდება და მერე 30000$ ისეც გაცდენა, მაგრამ ეგ ტაქტიკა შეიძლება არ იყოს ოპტიმალური ამ პერიოდში, ამიტომ წელავენ დროს უბრალოთ მემგონი Bitcoin price set to rebound? BTC shorts on Bitfinex crash by 25% after record spikes https://cointelegraph.com/news/bitcoin-price-set-to-rebound-btc-shorts-on-bitfinex-crash-by-25-after-record-spikes ყველაფერი სწორია, ჩამოცდება 30000$ შეიძლება 20000$ მიუხლოვდესო მალევე კურსი, მანდ მაგიტომაა მომენტალურათ კოინების გაყიდვა საჭირო 30000$ ფარგლებში, მაქსიმუმ 10000$ მინიმუმ 3000-4000$ მაინც დააგდებენ ალბათ კურსს თუ ჩამოცდა ისევე 30000$ და მერეც შეიძლება აღება უფრო იაფათ, ეთარა 20000$ ეგ უკვე 1000$ ფარგლებია ან 1100$ მაქს მემგონი, ამიტომ 1700$ თუ გაყიდე მაინც ბევრს მოიგებ ლონგ რანში თუ 1100-1200$ აიღებ ერთი კვირის შემდეგ თუნდაც, როგორც წესი ძალიან დიდხანს არ აჩერებენ ხოლმე, მაგრამ მერე ისევ როლერ კოსტერი იწყება, მეორე მხრივ შენ თუ გაყიდი 1700$ ისეთი საშიში აღარაა სამდე რამე თუ შეგეშალა, როგორც წესი არაერთხელ დააგდებენ კიდე და მაგიტომ უცბათ გაზრდა რომც დაიწყოს დროპის შემდეგ, ეგ ზრდა მცირე ხნითაა, ხდებოდა 50000$+-ზეც მცირე პერიოდით მაგრამ ბოლო ქაფართხალებაა ეგ, მაშინ ავიდა 52000$ და ეთერა მახსოვს 4250$, ბოლო შანსი იყო რა კარგ ფასში დახურდავების ასე 20 წუთი გააჩერეს ოღონდ მეტი არა, ვერც კი მოიფიქრებდი რამეს ნუ დაუნტრენდზე ვაჭრობაც შეიძლება, მაგრამ რთულდება ყველაფერი, მანდ უფრო ესეთი ტაქტიკა ჭრის: ერთ ნაბიჯს უკან დგამ და შემდეგ ორს წინ, ეგრეა აწყობილი და მაგიტომ, სხვანაირათ მანდ პლიუსში ვერ გახვალ და ბევრი ვერ ტვინავს მაგდენს ან ოპიტი არ ყოფნის, მარტო გამოცდილი ტრეიდერებისთვისაა ეგ სქემა კარგი, დანარჩენები თავს იკავებენ და მაგითი კრუპნი ვეილსები კარგათ სარგებლობენ ხოლმე კრიზისების დროს, ხო თუ შეტოპავ ერთხელ მერე დიდხანს დაცდა არ გამოვა, როლერ კოსტერი იწყება ეგრევე 30000$ კურსის ჩამოცდენის შემდეგ და სწრაფათ უნდა იმოქმედო თორე თუ დააგვიანე ბევრს ვერაფერს გააკეთებ, ანუ შეიძლება დღეში 4-5-ჯერ დახურდავება და ყიდვა მერე კოინების, ზატო ლამის 2000$+ ააგდო ეგრე შეიძლება თუ სწრაფ-სწრაფათ იმოქმედებ და მიყვები კურსს. +-50$ ეთერაზე და შეიძლება 500-1000$ ბიტკოინზე ბევრს არაფერს წყვიტავენ, მთავარია საერთო სქემაში ჩაჯდე და მაქსიმუმი და მინიმუმ ისეთი მნიშვნელოვანი აღარაა რახან მაინც არაერთხელ გიწევს ყიდვა-გაყიდვის განხორციელება
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.