მე მაქვს ეს. თავის დროზე კიტ 18-105 + 70-300მმ-ის მაგივრად ვიყიდე ეს ერთი და არც შევმცდარვარ. მერე მივამატე ნელნელა ფიქსირებული ობიექტივები.
საკმაოდ მკვეთრი ობიექტივია, VR მუშაობს მხეცივით, ორი რეჟიმი აქვს, გაჭენებული ცხენიდან გადაიღე თუ გინდა. ცოტა ხმაურიანი ავტოფოკუსი აქვს როცა ვრ-ს ამუშავებ, ისე სისწრაფეში კარგია.
18მმ-ზე აქვს დისტორცია, 24-დან ზემოთ უკვე სწორდება. ვინიეტირება უმნიშვნელო. სხვა რა გითხრა, თუ კარგ მდგომარეობაშია, აიღე.
სანამ კროპიანი კამერა მაქვს, მეეჭვება შეველიო ამას. ღონისძიებების გადასაღებად მაშუქთან ერთად იდეალურია