გამარჯობა,
მოკლედ, რამდენიმე დღის წინ ამომიგდო ჩართვისას ეს ერორი, Cpu Fan Error. წრიპინებს ჩართვისას სანამ ბიოსში არ შევალ არ ირთვება.
დავგუგლე და ვცადე რაც ვნახე, სწორად მაქვს ჩაერთებული ქულერი, ამის პრობლემა არაა.
ადრეც გააკეთა ასე და მერე მეორედ ჩართვისას აღარ ქნა.
მაგრამ ახლა ერთი კვირაა ყოველ ჩართვაზე ასე აკეთებს.
დღეს CPU FAN SPEED LOW LIMIT დავაყენე 600 ნაცვლად 300 -ზე და მოგვარდა პრობლემა მაგრამ სხვა რამეს ხომ არ გამოიწვევს ეს ცვლილება?
ან მანამდე თუ მუშაობა 600-ზე ახლა რატომ გაჩნდა პრობლემა?
და კიდევ, აქ FANS-ის განყოფილებაში Fan #2 რატომ წერია, აქედან შეგვიძლია გავიგოთ სწორადაა ჩაერთებული თუ არა?