X-treme user Posted August 19, 2011 Share Posted August 19, 2011 Dell-ის ასორტიმენტს შეემატა მორიგი პროდუქტი, ამჯერად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ეს გახლავთ 23-დუიმიანი LCD-მონიტორი S2330MX, რომელიც მწარმოებლის განცხადებით, ყველაზე თხელი დისპლეია კომპანიის ისტორიაში: ეს მაჩვენებელი არ აღემატება 9,9 მმ-ს. მოწყობილობა იყენებს TN+film მატრიცის ტიპს, აღჭურვილია შუქდიოდური განათებით და შეუძლია CIE 1976 ფერთა სივრცის 82%-ის გადმოცემა. S2330MX-ის ქარხნული გაფართოება შეადგენს 1920 x 1080 პიქსელს, მატრიცის რეაგირების დრო - 2 მ/წმ-ს (GTG), სტატიკური კონტრასტულობის დონე 1000:1 (დინამიური 8 მლნ:1), ხოლო მაქსიმალური სიკაშკაშე კი - 250 კდ/მ2-ს. მონიტორის საკომუნიკაციო შესაძლებლობები წარმოდგენილია D-Sub ანალოგური პორტით და ციფრული DVI-თ. HDMI-ს არარსებობის კომპენსირებას ახდენს DVI-HDMI გადამყვანი. ნაწარმის უარყოფით მხარედ უნდა ჩაითვალოს დაბალფუნქციონალური სადგამი, რომელიც იძლევა მხოლოდ ეკრანის დახრის საშუალებას. Dell S2330MX-ს მოჰყვება 1-წლიანი გარანტია და მისი ღირებულება 250$-ია. TC Magazine 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 21, 2011 Share Posted August 21, 2011 ფასიც კარგია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.