გათი Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 Nvidia - პროექტი Maximus და Monterey Technology SIGGRAPH 2011-ისთვის nVidia-მ წარადგინა თავისი 2 ახალი ტექნოლოგია workstation მომხმარებლებისთვის: პროექტი მაქსიმუსი (Project Maximus) და ქვადრო ვირტუალური გრაფიკის ტექნოლოგია (Quadro Virtual Graphics Technology) (იგივე Monterey Technology) მაქსიმუს ტექნოლოგია გულისხმობს nVidia Quadro და Tesla კარტების ჰიბრიდულ მუშაობას workstation-ებში, ეს მათი ფუქნციების გაერთიანებას წარმოადგენს. რენდერინგს ისეთ პროგრამაში როგორიცაა 3ds Max შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს GPU ორივე ასპექტში, ანუ მოდელირებისა და ანიმაციის დროს გრაფიკული ერთეულები იმუშავებენ, ხოლო ფინალური რენდერის დროს (ray-tracing) კი გამომთვლელი ერთეული ჩაირთვება. კონკრეტულ კონფიგურაციაზე ეს ყველაფერი ერთ GPU-ზე მოხერხდება. ზუსტად ეს არის პროექტი მაქსიმუსის დანიშნულება. (სურათის წყარო: www.engadget.com) Ray-tracing საკმაოდ ნელი პროცესია - შესაძლებელია საათებიც კი იყოს საჭირო სცენის რენდერისთვის, სცენის მანიპულირება რეალურ დროში ძალზედ რთული პროცესია. მაგრამ ray-tracing ისეთ GPU-ზე, როგორიცაა nVidia-ს OptiX, ბევრად სწრაფია. მართალია მას კვლავ არ შეუძლია ძალიან სწრაფად რეალურ დროში შედეგის ჩვენება, მაგრამ საკმარისად სწრაფია რომ ფინალური სცენის შთაბეჭდილება შექმნას. ასეთი დემონსტრაცია ჩვენ ვნახეთ nVidia-ს Design Garage Demo-ში (GTX 480-ისთვის რომ იყო), სადაც მანქანის რეალურ-დროში რენდერი ხდებოდა. პრობლემა ამ Design Garage-ში, ისევე როგორც 3ds Max-ში, ისაა რომ ray-tracing მხოლოდ ერთ GPU-ს იყენებს მაგ მოცემულ მომენტში. მთელი დრო ray-tracing-ზე იხარჯება და შედეგი ისაა რომ პროგრამების ინტერფეისში მხოლოდ რამდენიმე კადრს ვიღებთ წამში, რაც უშნო და მოუხერხებელია (და ტვინის ტ**ნაა). თუნდაც უკანასკნელი თაობის Fermi-იც კი ვერ გაექცევა იმ ფაქტს რომ ორი სამუშაო უკეთ სრულდება ორ პარალელურ პროცესორზე ვიდრე იგივე სიმძლავრის ეკვივალენტურ 1 პროცესორზე. ამიტომაცაა თანამედროვე პროცესორები მრავალბირთვიანები. საბოლოოდ იმის თქმა მინდა რომ მაქსიმუსით შესაძლებელია სცენის რენდერი 2 პროცესად დავყოთ და პარალელურად გამოვთვალოთ - ერთ ერთეულზე გრაფიკული სამუშაო შესრულდება, მეორეზე კი ray-tracing/გამოთვლები - შედეგად კი "გლუვ" smooth FPS-ს მივიღებთ მთლიან სიჩქარეზე. ე.ი. რა ყოფილა მაქსიმუსის მთავარი დანიშნულება? ის რომ სისტემა უფრო ეკონომიური გავხადოთ, თორემ ახლაც კი შეიძლება - წადიდ იყიდეთ ქვადროს და ტესლაც, პრობლემა არაა. მსგავს სიხშირეზე მომუშავე Tesla C2070 ბაზარზე 1000$-ით იაფი ღირს ვიდრე Quadro 6000. არადა ორივეს თითქმის ერთნაირი დიზაინი აქვთ. ორ Quadro 6000-ს იგივე გამოთვლით სიმძლავრე აქვს რაც ერთ Tesla C2070, და ზუსტად ამის მიზეზით მუშაობენ ამ პროექტზე, რომ მარტივი გახადონ ამ ორი პროდუქტის ერთობლივად მუშაობა. workstation-ები სოფტის, ჰარდის, დრაივერებისა და აპლიკაციების კომპლექსური მიქსტურაა. და მაქსიმუსის ტესტირება ჯერაც ხდება და სანამ 3ds Max და მსგავსი პროგრამები არ "გადაიწერებიან" შესაბამის ტექნოლოგიებზე მანამდე კვალვ ტესტირების პროცესში დარჩება + აუცილებელია თურმე ტექნოლოგიის სერტიფიცირება. ----------------------------------------------------------------------------------------- შემდეგი ტექნოლოგია, რომელიც nVidia-მ წარადგინა SIGGRAPH 2011-ზე, ეს არის Quadro Virtual Graphics Technology, aka Monterey Technology. და ალბათ როგორც მიხვდით აქაც საქმე cloud-ს ეხება nVidia is moving to the cloud და მიზანიც საკმაოდ მარტივია - გამოვიყენოთ Quadro ბარათები "over-the-air", ანუ მასზე დისტანციური წვდომის შესაძლებლობა იქნება. (სურათის წყარო www.engadget.com) უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, საქმე იმაშია რომ ეს ახალი ტექნოლოგია დისტანციურად მართვად Quadro-ს აღიქვამს როგორც ლოკალურს და ასე ახერხებს მის გამოყენებას. ნაკადის გადაცემა H.264 კოდირებით ხდება (რომელსაც თავად GPU კისრულობს რა თქმა უნდა), რომელიც შემდეგ კვლავ დეკოდირებული იქნება კლიენტის ბარათით. შეიძლება ეს ტექნოლოგია გაგონებთ Microsoft RemoteFX-ს, და მართლაც ასეა - ძალიან გვანან ერთმანეთს. nVidia-ს არ უთქვამს რითია არის ბევრად უპირატესი მისი ტექნოლოგია, თუმცა ერთი ცხადია - RemoteFX-ს Dx9-ის მეტი მხარდაჭერა არ აქვს, აი სად იგებს nVidia კომპანია ფიქრობს რომ ეს ტექნოლოგია საკმაოდ პოპულარული იქნება მობილურ სეგმენტში. არ არის ნთქვამი გამოსვლის თარიღი, თუმცა ისე ჩანს რომ ამ წლის ბოლოსთვის ვიხილავთ. წყარო: Anandtech Engadget 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted August 15, 2011 Share Posted August 15, 2011 ვა ძალიან საინტერესოა... ნეტა მალე გააკეთებენ იგივეს თამაშებში? ყოველ შემთხვევაში ისეთი სიძლიერის კარტებია საჭირო რომ მინიმუმ 30 FPS დაიჭირონ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted August 15, 2011 Author Share Posted August 15, 2011 ვა ძალიან საინტერესოა... ნეტა მალე გააკეთებენ იგივეს თამაშებში? ყოველ შემთხვევაში ისეთი სიძლიერის კარტებია საჭირო რომ მინიმუმ 30 FPS დაიჭირონ ანუ სხვაგან რომ ხდებოდეს გრაფიკული გამოთვლა და შენ უბრალოდ გამოსახულებას რომ იღებდე? მასეთი რამ (დაახლოებით) არის უკვე - OnLive Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted August 17, 2011 Share Posted August 17, 2011 ანუ სხვაგან რომ ხდებოდეს გრაფიკული გამოთვლა და შენ უბრალოდ გამოსახულებას რომ იღებდე? მასეთი რამ (დაახლოებით) არის უკვე - OnLive ხო ეგეთი არის მეც გამიგია მაგრამ ძალიან დაბალი რეზოლუციით ხერხდებაო გამოსახულების გადმოცემაო (თუმცა ეგ ცუდი ვარიანტია უფასო თამაშები მერე სადღა გვექნება ) მე ვგულისხმობდი ისეთი ძლიერი კომპი ჰქონდეს გეიმერს რომ თამაშის გამოსახულებას პირდაპირ არენდერებდეს... თუმცა მაგას ჯერ კიდევ კაი ბლომად სჭირდება სიმძლავრეები მურის კანონი კი უახლოეს მომავალში დამთავრდება და აღარ გამოვა ყოველ წელს უფრო ძლიერი ჩიპები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted November 14, 2011 Author Share Posted November 14, 2011 Nvidia Maximus Technology (Quadro + Tesla) Launching Today! დიდი ბოდიში, ვერ ვიცლი თემების წერას სწავლა-განათლების გამო... 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 14, 2011 Share Posted November 14, 2011 CPU ბაზარი უნდა ნვიდიას უფრო სწორად wokrstation ბაზარზე თავისი GPGPU დანერგვა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 15, 2011 Share Posted November 15, 2011 NVIDIA Maximus ოფიციალური ანონსი რუსულათ http://www.3dnews.ru/news/619904 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.