Jump to content

Nvidia - პროექტი Maximus და Monterey Technology


Recommended Posts

Nvidia - პროექტი Maximus და Monterey Technology

SIGGRAPH 2011-ისთვის nVidia-მ წარადგინა თავისი 2 ახალი ტექნოლოგია workstation მომხმარებლებისთვის: პროექტი მაქსიმუსი (Project Maximus) და ქვადრო ვირტუალური გრაფიკის ტექნოლოგია (Quadro Virtual Graphics Technology) (იგივე Monterey Technology)

მაქსიმუს ტექნოლოგია გულისხმობს nVidia Quadro და Tesla კარტების ჰიბრიდულ მუშაობას workstation-ებში, ეს მათი ფუქნციების გაერთიანებას წარმოადგენს. რენდერინგს ისეთ პროგრამაში როგორიცაა 3ds Max შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს GPU ორივე ასპექტში, ანუ მოდელირებისა და ანიმაციის დროს გრაფიკული ერთეულები იმუშავებენ, ხოლო ფინალური რენდერის დროს (ray-tracing) კი გამომთვლელი ერთეული ჩაირთვება. კონკრეტულ კონფიგურაციაზე ეს ყველაფერი ერთ GPU-ზე მოხერხდება. ზუსტად ეს არის პროექტი მაქსიმუსის დანიშნულება.

lojvs.jpg

(სურათის წყარო: www.engadget.com)

Ray-tracing საკმაოდ ნელი პროცესია - შესაძლებელია საათებიც კი იყოს საჭირო სცენის რენდერისთვის, სცენის მანიპულირება რეალურ დროში ძალზედ რთული პროცესია. მაგრამ ray-tracing ისეთ GPU-ზე, როგორიცაა nVidia-ს OptiX, ბევრად სწრაფია. მართალია მას კვლავ არ შეუძლია ძალიან სწრაფად რეალურ დროში შედეგის ჩვენება, მაგრამ საკმარისად სწრაფია რომ ფინალური სცენის შთაბეჭდილება შექმნას.

ასეთი დემონსტრაცია ჩვენ ვნახეთ nVidia-ს Design Garage Demo-ში (GTX 480-ისთვის რომ იყო), სადაც მანქანის რეალურ-დროში რენდერი ხდებოდა.

პრობლემა ამ Design Garage-ში, ისევე როგორც 3ds Max-ში, ისაა რომ ray-tracing მხოლოდ ერთ GPU-ს იყენებს მაგ მოცემულ მომენტში. მთელი დრო ray-tracing-ზე იხარჯება და შედეგი ისაა რომ პროგრამების ინტერფეისში მხოლოდ რამდენიმე კადრს ვიღებთ წამში, რაც უშნო და მოუხერხებელია (და ტვინის ტ**ნაა). თუნდაც უკანასკნელი თაობის Fermi-იც კი ვერ გაექცევა იმ ფაქტს რომ ორი სამუშაო უკეთ სრულდება ორ პარალელურ პროცესორზე ვიდრე იგივე სიმძლავრის ეკვივალენტურ 1 პროცესორზე. ამიტომაცაა თანამედროვე პროცესორები მრავალბირთვიანები. საბოლოოდ იმის თქმა მინდა რომ მაქსიმუსით შესაძლებელია სცენის რენდერი 2 პროცესად დავყოთ და პარალელურად გამოვთვალოთ - ერთ ერთეულზე გრაფიკული სამუშაო შესრულდება, მეორეზე კი ray-tracing/გამოთვლები - შედეგად კი "გლუვ" smooth FPS-ს მივიღებთ მთლიან სიჩქარეზე.

nz8b2.jpg

ე.ი. რა ყოფილა მაქსიმუსის მთავარი დანიშნულება? ის რომ სისტემა უფრო ეკონომიური გავხადოთ, თორემ ახლაც კი შეიძლება - წადიდ იყიდეთ ქვადროს და ტესლაც, პრობლემა არაა. მსგავს სიხშირეზე მომუშავე Tesla C2070 ბაზარზე 1000$-ით იაფი ღირს ვიდრე Quadro 6000. არადა ორივეს თითქმის ერთნაირი დიზაინი აქვთ. ორ Quadro 6000-ს იგივე გამოთვლით სიმძლავრე აქვს რაც ერთ Tesla C2070, და ზუსტად ამის მიზეზით მუშაობენ ამ პროექტზე, რომ მარტივი გახადონ ამ ორი პროდუქტის ერთობლივად მუშაობა.

workstation-ები სოფტის, ჰარდის, დრაივერებისა და აპლიკაციების კომპლექსური მიქსტურაა. და მაქსიმუსის ტესტირება ჯერაც ხდება და სანამ 3ds Max და მსგავსი პროგრამები არ "გადაიწერებიან" შესაბამის ტექნოლოგიებზე მანამდე კვალვ ტესტირების პროცესში დარჩება :D + აუცილებელია თურმე ტექნოლოგიის სერტიფიცირება.

-----------------------------------------------------------------------------------------

შემდეგი ტექნოლოგია, რომელიც nVidia-მ წარადგინა SIGGRAPH 2011-ზე, ეს არის Quadro Virtual Graphics Technology, aka Monterey Technology.

და ალბათ როგორც მიხვდით აქაც საქმე cloud-ს ეხება :) nVidia is moving to the cloud :D და მიზანიც საკმაოდ მარტივია - გამოვიყენოთ Quadro ბარათები "over-the-air", ანუ მასზე დისტანციური წვდომის შესაძლებლობა იქნება.

gpecl.jpg

(სურათის წყარო www.engadget.com)

უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, საქმე იმაშია რომ ეს ახალი ტექნოლოგია დისტანციურად მართვად Quadro-ს აღიქვამს როგორც ლოკალურს და ასე ახერხებს მის გამოყენებას. ნაკადის გადაცემა H.264 კოდირებით ხდება (რომელსაც თავად GPU კისრულობს რა თქმა უნდა), რომელიც შემდეგ კვლავ დეკოდირებული იქნება კლიენტის ბარათით. შეიძლება ეს ტექნოლოგია გაგონებთ Microsoft RemoteFX-ს, და მართლაც ასეა - ძალიან გვანან ერთმანეთს. nVidia-ს არ უთქვამს რითია არის ბევრად უპირატესი მისი ტექნოლოგია, თუმცა ერთი ცხადია - RemoteFX-ს Dx9-ის მეტი მხარდაჭერა არ აქვს, აი სად იგებს nVidia :)

კომპანია ფიქრობს რომ ეს ტექნოლოგია საკმაოდ პოპულარული იქნება მობილურ სეგმენტში. არ არის ნთქვამი გამოსვლის თარიღი, თუმცა ისე ჩანს რომ ამ წლის ბოლოსთვის ვიხილავთ.

წყარო: Anandtech

Engadget

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

ვა ძალიან საინტერესოა...

ნეტა მალე გააკეთებენ იგივეს თამაშებში? ყოველ შემთხვევაში ისეთი სიძლიერის კარტებია საჭირო რომ მინიმუმ 30 FPS დაიჭირონ

Link to comment
Share on other sites

ვა ძალიან საინტერესოა...

ნეტა მალე გააკეთებენ იგივეს თამაშებში? ყოველ შემთხვევაში ისეთი სიძლიერის კარტებია საჭირო რომ მინიმუმ 30 FPS დაიჭირონ

ანუ სხვაგან რომ ხდებოდეს გრაფიკული გამოთვლა და შენ უბრალოდ გამოსახულებას რომ იღებდე?

მასეთი რამ (დაახლოებით) არის უკვე - OnLive

Link to comment
Share on other sites

ანუ სხვაგან რომ ხდებოდეს გრაფიკული გამოთვლა და შენ უბრალოდ გამოსახულებას რომ იღებდე?

მასეთი რამ (დაახლოებით) არის უკვე - OnLive

ხო ეგეთი არის მეც გამიგია მაგრამ ძალიან დაბალი რეზოლუციით ხერხდებაო გამოსახულების გადმოცემაო (თუმცა ეგ ცუდი ვარიანტია უფასო თამაშები მერე სადღა გვექნება :D) მე ვგულისხმობდი ისეთი ძლიერი კომპი ჰქონდეს გეიმერს რომ თამაშის გამოსახულებას პირდაპირ არენდერებდეს... თუმცა მაგას ჯერ კიდევ კაი ბლომად სჭირდება სიმძლავრეები მურის კანონი კი უახლოეს მომავალში დამთავრდება და აღარ გამოვა ყოველ წელს უფრო ძლიერი ჩიპები

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

Nvidia Maximus Technology (Quadro + Tesla) Launching Today!

დიდი ბოდიში, ვერ ვიცლი თემების წერას სწავლა-განათლების გამო...

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

NVIDIA Maximus ოფიციალური ანონსი რუსულათ http://www.3dnews.ru/news/619904

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.