Jump to content

თემა სადაც საინტერესო მონაკვეთები დაიდება


Recommended Posts

ამ თემაში დავდებ(თ) საინტერესო ისტორიულ მონაკვეთებს

როგორიცაა ეს:

ალექსანდრო ჯუზეპე ანტონიო ანასტასიო ვოლტა-იტალიელი ფიზიკოსი,ქიმიკოსი,ფიზიოლოგი,რომელის მიღწევის საპატივსაცემოდაც ელექტრული დაძაბულობის საზომ ერთეულს „ვოლტი“ უწოდეს.

მისი მეცნიერული მიღწევა შემდგომში მდგომარეობს:ვოლტამ პირველად მოათავსა ზინკისა და სპილენძის ფირფიტები მჟავაში,რომ მიეღო მუდმივი დენი,მან პირველმა შექმნა დენის მომცემი ქიმიური წყარო.

1800 წელს ააგო ქიმიური ბატარეა,სადაც რეალიზებული იყი ქიმიური გზით ელ. მუხტის მიღება.

ალექსანდრო ვოლტა გახლდათ მეოთხე შვილი პადრე ფილიპო ვოლტას ოჯახში .იგი დაიბადა 1745 წლის 18 თებერვალს იტალიაში(კომო).ბავშვი სოფელში მცხოვრებს მიაბარეს და 13 თვის განმავლობაში მივიწყებული ჰყავდათ.ბავშვი,რომელიც ასეთი მიდგომით გაიზარდა ჯანმრთელი და კერკეტი კაკალი ,მაგრამ მოველურო გამოდგა,ამბობდნენ რომ სიტყვა „დედა“ მან 4-ე წლის ასაკში წარმოთქვა,ნორმალურად კი 6-ე წელს ალაპარაკდა.მის ცხოვრებაში ცვლილება მოხდა 1752 წელს,როდესაც დაკარგა მამა და აღმოჩნდა ბიძის სახლში.

ბიძამ აღზარდა ბატარა ვოლტა,დაასწავლა ლათინური,არითმეტიკა,მოქცევის წესები......გაწეულმა შრომამ შედეგი გამოიღო.

იგი გარდაიცვალა 1827 წლის 5 მარტს.

შესაძლებელია თქვენთვის საინტერესო თემის დაწერა(თუ მე დამაინტერესა)

შეგიძლიათ განათვსოთ ნებ. ისტორიული ფაქტი.

როგორ და ვინ გამოიგონა ელექტროსკამი?

ამერიკელები ადამიანის მოკვდინების ჰუმანურ მეთოდის ძებნაში იყვნენ,რადგან ყველაზე გამოცდილი ოფიციალური მკვლელიც კი ვერ ახერხებდა ჩამოხრჩობის პროცესის ოპტიმალურად მიმდინარეობას ,მათ სურდათ უფრო ჰუმანური მკველობის პროცესის ორგანიზება,სწრაფად ,ეფექტურად,ხარისხიანად.

მათი სურვილი შესმენილი იქნა 1881 წელს ალფრედ საუდვიკის მიერ,ნიუ-ორკის შტატიდან,იგი გახლდათ კბილის ექიმი,მას ამ ჰუმანურმა იდეამ „დაარტყა“ მას შემდეგ,რაც ნახა ,თუ როგორ შეეხო მოხუცებული ადამიანი ელექტოგენერატორს.დენითან შეხებისას სიკვდილი სწრაფად დადგა.საუნდვკმა მიაშურა სენატორ დავიდ მაკმილანთან,რომ შეეცვალათ ჩმოსახრჩობი თოკი ელ.დენით.1886 წლს კი შეიქმნა კომისია ჰუმანურად ადამიანის მოკვდინების შესახებ.ამ პროცესში კი მუდმივი დენის გურუ,ტომას ედისონი ჩერთო და სრულყო გეგმა.გამომგონებელმა უესტ ორანჟეში,ნიუ-ორკის შტატში მოაწყო მისი გმნილების გამოცდა ახალხოდ,სადაც რამოდენიმე კატა და ძაღლები იყო მონაწილე.გამოიყენეს 1000 ვოლტი(ცვალებადი დენი),წარმოდგენა წარმატებით დასრულდა.1888 წელს კი ნიუ-ორკში მიიღეს კანონი ამ ჰუმანური მეთოდის პრაქტიკაში დანერგვაზე.1889 წლის 1 იანვარს ნიუორკში ეს მეთოდი ოფიციალურად გამოიყენებოდა.

სურათზე ალენ ლი დევისი,რომელიც ჰუმანური მეთოდით მოკლეს

13a68de4bc97.jpg

ფილარია ბანკროფტა

მთავარი მიზეზი ფილარია ბანკროფტას გავრცელების არის პარაზიტი,რომელიც გადააქვს კოღოს,ტკიპს,რომლებიც სისხლის წოვისას აავადებენ ადამიანს ან ცხოველს ამ პარაზიტით.

ფილარიები სახლდებიან ადამიანის ლიმფურ ძარღვებში, და იწვწვენ ანთებას,შედეგი- სპილოს დაავადება(ფილარიოზი).

ხშირ შემთხვევებში ისინი კიდურებს,სარძევე ჯირკვლებს და კვერცხის "ქისას" აზიანებენ.

დაზიანებული ადგილი იზრდება,ცნობილია შემთხვევები,როდესაც დასივებული ადგილს 70კგ მიუღწევია წონაში.

დედამიწაზე 120 მილიონი ადამიანია ამ პარაზიტით დაავადებული,კონკრეტულად ლიმფური ფილარიოზით.

ფილარია არ კლავს,მაგრამ უქმნის დაავადებულს სერიოზულ ფიზიკურ პრობლემებს.

b9318177a39d.jpg

ceb0a725ccfb.jpg

ანდრე მარი ამპერი( Andre Marie Ampere)-პიროვნება,რომლის საპატივსაცემოდ ელექტრული ძაბვის საზომ ერთეულს ამპერი უწოდეს,ცნობილი ფრანგი ფიზიკოსი,მათემატიკოსი,პარიზის მეცნიერთა აკადემიის წევრი..... იგი დაიბადა 1775 წლის 22 იანვარს ლიონში(საფრანგეთი).

e719d4d9631296bd6215240eb37fabd0.jpg

ანდრე მარი ამპერს უმეტესობა ნაშრომი ელექტროდინამიკაში აქვს შესრულებული.1820 წელს მან შემოიღო წესი მაგნიტური ველის მიმართულების გასაგებად მაგნიტურ ისარზე,რომელიც ცნობილია ამპერის წესის სახით.ჩატარა უამრავი ცდა მაგნიტსა და ელ.დენს შორის ურთიერთქმედებაზე,ჩამოაყალიბა ამპერის კანონი,მაგნეტიზმის თეორია განვრცო,წამოაწენა აზრი ელექტრომაგნიტური პროცესების სიგნალთა გადასაცემის გამოსაყენებლად.

1822 წელს მან აღმოაჩინა მაგნიტური გულარის ეფექტი(ვიდეოკარტაზე,დედაპლატაზე....ყველგანაა),აგრეთვე მეტალის(რკინის) გულარით ელ.ველის გაზრდასაც მიაღწია,რომელიც მაგნიტური გულარის შიგნით იყო მოთვსებული.

285685309.jpg

1829 წელს მან გამოიგონა ხელსაწყო კომუტატორი და ელექტრომაგნიტური ტელეგრაფი.

1830 წელს შემოიღო ტერმინი „კიბერნეტიკა“.

მისმა ცხოვრებამ კაცობრიობის განვითარებას დიდი კვალი დაუტოვა და მისი დამსახურების საპატივსაცემოდ დენის ძაბვის საზომ ერთეულს „ამპერი“ უწოდეს.

ეს პიროვნება გარდაიცვალა 1836 წლის 10 ივნისს მარსელში,იგი ამ დროს 61 წლის გახლდათ.

დღევანდელ ცხოვრებაში საღეჭი რეზინი ყოველდღიურ ცხოვრების ნაწილად იქცა,მაგრამ ეს პროდუქტი დაახლოვებით 100 წლის წინ იქნა მოგონილი.

ძველად საღეჭი რეზინის შემცვლელი იყო ხის ფისი.ცნოდილია რომ ამ ფისს იყენებდნენ მაიას ტომი და ძველი ბერძნები.

თეთრკანიანმა მაცხოვრებლებმა გადაიღეს ეს თვისება:ისინი იყენებდნენ ფიჭვის წვენს და ფუტკრის ფიჭას.

პირველ მიმსგავსებულ პროდუქტად ითვლება ჯონ კერტისის მცირე საქმე ფიჭვის საღეჭი რეზინის დამზადებაში,რომელიც ორგანიზებული იყო 1848 წელს.იგი არც ისე პოპულარული იყო,რადგან ფიჭვის ფისიდან არასაჭირო მინარევების მოცილება შეუძლებელი იყო იმდროინდელი ტექნოლოგიით.

თანამედროვე საღეჭი რეზინის გამოგონების თარიღად ითვლება 1869 წლის 28 დეკემბერი,როდესაც უილიამ სემპლომ ოგაიოს შტატიდან მიიღო პატენტი საღეჭი რეზინის დამზადების,ანუ კაუჩუკის კომბინაცია სხვა ნივთიერებასთან,მაგრამ მას გასაყიდად სღეჭი რეზინი არასდროს დაუმზადებია(ბუნებრივ ლატექსს იძლევა ხე ჰევეა,მისი ჰაერზე დაყოვნებით კი მიიღება კაუჩუკი,ინდიელების ენაზე კაუჩუკი ხის ცრემლებს ნიშნავს,კაუჩუკის გოგირდთან გაცხელებით მიიღება რეზინი)

საღეჭი რეზინის ისტორიაში გარდატეხა მოხდა 1869 წელს,როდესაც ტომას ადამსმა ნიუორკიდან შეისყიდა მექსიკის ყოფილი პრეზიდენტისგან და გენერალისგან ანტონიო ლოპეზ დე სანტა ანასგან ტონობით კაუჩუკი.ადამსმა მოინდომა სღეჭი რეზინების მცირე რაოდენობის დამზადება თავის სასადილო ოთახში.მან თავისი საქონელი დასაგემოვნებლად დასდო იხლომახლო მაღაზიებში მისი გაყიდვისუნარიანობის დასადგენად.ხალხს მისი საღეჭი რეზინები მოეწონა და მისი ბიზნესიც მომგებიანი გახდა.

რაღაც დროის მანძილზე ადამსი ერთადერთი მწარმოებელი იყო საღეჭი რეზინების,მაგრამ 20-ე საუკუნის დასაწყისში მას კონკურენტები გამოუჩნდა,მთავარი როლი კი რეზინების წარმოების განვითარებაში კომპანია Wrigley’s-ს მიუძღვის.

ამ ტრანსნაციონალური წარმოების ისტორია საწყისს იღებს 1892 წელს,როცა საკმაოდ წარმატებულმა საპნების გამყიდველმა უილიამ რეგლმა ყურადღება მიაქცია იმას,რომ მყიდველები მის მაღაზიაში არა საპნის გულისთვის,არამედ საღეჭი რეზინის იმ ორი ფირფიტისთვის მიდიოდნენ,რომელიც თან ერთვოდა მას.ასე Wrigley-ს საპნების გამყიდველმა დაიწყო ცნობილი საღეჭი რეზინის წარმოება.

ფიჭვის საღეჭი რეზინი ვერ აკმაყოფილებდა მომხმარებლების გამოვნებას,რადგან არომატის დაბალი ხარისხი ჰქონდა და არარსებობდა საჭირო ტექნოლოგია ინგრედიენტების გადამუშავებისთვის:ფისი,კაუჩუ

კის დამუშავების ზუსტი ტექნოლოგიების არცოდნის გამო.სწორედ არის გამო პატენტის რეგისტრაციიდან საღეჭი რეზინი ბაზარზე გამოჩენამდე დიდი დრო გავიდა.

საღეჭი რეზინის გამოგონებიდან მწარმოებლები ცდილობდნენ მის მოდერნიზირებას.

1871 წელს ადამსმა დაამატა სხვა ექსტრაქტი გემოს გაუმჯობესებისთვის.შემდეგ კი მწარმოებლებმა სხვა დანამატების გამოყენებაც დაიწყეს.

1880 წელს აფთიაქარმა ჯონ კოლგანმა გააუმჯობესა საღეჭი რეზინის არომატი:მან შეურია არომატიზატორი შაქარს,მანამ სანამ მას დამატებდა კაუჩუკში.ამ მეთოდმა საღეჭი რეზინის გემო გააუმჯობესა და უფრო მდგრადი გახადა.

20-ე საუკუნის დასაწყისში კომპანია ბიმან-მა გამოუშვა საღეჭი რეზინა პეპსინის შემადგენლობით,რომელიც კუჭის „გაუმართაობას“ შველოდა(პეპსინი არის კუჭის წვენის ფერმენტი,რომლის საშვალებით საკვები მუშავდება).

ფრანკ კინინგმა პირველად გამოიგონა „კბილის რეზინი“ dentine ,რომელიც კბილებს იცავდა.(კარიესისგან)

მშრალი კანონის დროს მწარმოებლებმა დაამატეს საღეჭ რეზინს მიხაკის ან მენთოლის არომატი.

1928 წელს ვოლტერ დიმერმა კომპანია flira-სგან შექმნა ნარევი გასაბერი რეზინისთვის (бабл-гама).პირველი ნაწარმი ამ მეთოდით გამოშვებული იქნა

ვარდისფერი ფერით,ეს ერთადერთი შესაღები იყო,რომელიც მას ხელთან ახლოს აღმოაჩნდა და ამით თავისი ქმნილება უფრო გაყიდვისუნარიანი გახდა.აქედან მოყოლებული უმეტესობა საღეჭი რეზინის იღებება ვარდისფრად.

შაქრის შემცვლელების გამოგონების შემდეგ 1950 წელს გამოჩნდა რეზინი შაქრის გარეშე,რაც ამცირებს კარიესის რისკს.

20-ე საუკუნის მეორე ნახევარში კი გამოჩნდა კბილის მათეთრებელი საღეჭი რეზინი.

როგორ მზადდება საღეჭი რეზინი

evolution:

მცირე ინფორმაცია კარატე kyokushin_ის შემქმნელის მასუტაცუ ოიამას შესახებ:

მას ოიამა 1923 წელს კორეაში, მაგრამ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მან იაპონიაში გაატარა, ის ვარჯიშობდა სხვადასხვა საბრძოლო სახეობებზე და აგროვებდა საუკეთესო ილეთებსა და ტრადიციებს, რომლებსაც თავი მოუყარა თავისივე შექმნილ კარატეს სახეობა კიოკუშინკაიში. ოიამა გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით, არსებობს ლეგენდა მის მიერ დათვთან შებრძოლების შესახებ (ტყეში გახსიზვნის დროს როდესაც დღეში 12 საათს ვარჯიშობდა), არ ვიცი რამდენად მართალია ეს ამბავი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი რომ ოიამა შიშველი ხელით კლავდა ხარებს:

f01a97d5dafa.jpg

ოიამა ერთადერთია კიოკუშინის ისტორიაში ვინც მეათე დანის აღება შეძლო. ოიამას სიცოცხლის ბოლო წლებში კიოკუშინი 120 ქვეყანაში იყო გავრცელებული და 10 მილიონზე მეტი მიმდევარი იყო რეგისტრირებული.

მას ოიამა 1994 წელს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

kanku_2.jpg

კიოკუშინკაის ისტორია:

კიოკუშინ-კარატეს სტილის დამაარსებელი მასუტაცუ ოიამა დაიბადა 1923 წელს სამხრეთ კორეაში. მან საბრძოლო ხელოვნებაში მეცადინეობა ჯერ კიდევ კორეაში დაიწყო და 1938 წლიდან იაპონიაში გააგრძელა. 20 წლისას უკვე IV დანი ჰქონდა ოკინავურ კარატეში. პირველი დოჯო ტოკიოში 1953 წელს გახსნა. ბევრი მოსწავლე მოვიდა სხვა განსხვავებული სტილებიდან და მასწავლებელმა შექმნა თავისი მიმართულება, ადარებდა ერთმანეთს სხვადასხვა ტექნიკას და იღებდა საუკეთესოს სხვა სკოლებიდან. პირველი "ოიამას სკოლა” იაპონიის გარეთ, ჰავაიზე 1957 წელს გაიხსნა. 1964 წელს ოიამამ შექმნა კარატეს საერთაშორისო ორგანიზაცია (IKO), ამ დროიდანვე დაიწყო ტერმინ ”კიოკუშინის” ხმარება თავისი სკოლის აღსანიშნავად. (კიოკუ - ზღვარი, შინ - ჭეშმარიტება, კაი - შეერთება, შეკავშირება, ე.ი. საჭიროა დრო ჭეშმარიტების სრული შეცნობისათვის).

მასუტაცუ ოიამას მიერ ფორმულირებული კიოკუშინ-კარატეს პრინციპები დღეს მისგან ჩამოყალიბებული კარატეს საერთაშორისო ორგანიზაციის დევიზია: ”თავი გეჭიროს დაბლა (იყავი თავმდაბალი), თვალები - მაღლა (იყავი პატივმოყვარე), იყავი თავშეკავებული სიტყვებში, სხვებს პატივისცემით და ზრდილობიანად მოექეცი, მოეხმარე საკუთარ მშობლებს”.

მთელ მსოფლიოში, მოსწავლეები, რომლებიც კიოკუშინ-კარატეს შესწავლას იწყებენ, პირობას დებენ, რომ თავისი მონაცემები, ნიჭი და უნარი გარშემომყოფი ადამიანების კეთილდღეობას მოახმარონ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ მოვალეობებს სწავლაში, შრომაში და ოჯახში. ვარჯიშებზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას მოსწავლეები არ იყენებენ ანგარებიანი მიზნების მისაღწევად. კარატეს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებაში და ყველა რეგიონალური ორგანიზაციის წესდებაში ხაზგასმულია, რომ კიოკუშინ-კარატე-დოს მოსწავლე არ უწევს პროპაგანდას დისკრიმინაციას ან ცრუ შეხედულებებს, დაფუძნებულს ეთნიკურ, რასობრივ, ეროვნულ, პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, რელიგიურ, სქესობრივ ან ასაკობრივ მონაცემებზე და აღიარებენ, რომ ყველა ხალხს თანაბარი უფლებები გააჩნია. ორგანიზაციის მთავარი მიზანია სხვადასხვა ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობისა და მშვიდობის მიღწევა.

კარატეს საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა სხვადასხვა ღონისძიებები (ტურნირები, შეკრებები, საჩვენებელი გამოსვლები და სხვ.), იგი ხელს უწყობს კიოკუშინ-კარატე-დოს პრინციპებისა და ტექნიკის გავრცელებას მთელ მსოფლიოში. დღეს მოსწავლეთა რაოდენობა 12 მილიონამდე აღწევს და შეიძლება ითქვას, რომ კიოკუშინ-კარატე სადღეისოდ ყველაზე პოპულარული სახეობაა საბრძოლო ხელოვნებებს შორის.

მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ოიამას მიმდევრები ვარჯიშობენ, IKO-მ 8 რეგონად დაჰყო. ეფექტური მართვისათვის შექმნილია კიოკუშინ-კარატეს რეგიონალური და ეროვნული ორგანიზაციები. მაგალითად, ევროპის რეგიონში შედის ავსტრია, ბელორუსია, დანია, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, უკრაინა და სხვ. ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში შედიან კანადა და აშშ. ბრაზილია, არგენტინა, ჩილე, კოლუმბია შედის სამხრეთ ამერიკის რეგიონებში. ბევრი ორგანიზაცია შევიდა აფრიკის რეგიონში, სამხრეთ აზიაში - ირანი, შრი-ლანკა, ინდოეთი, სინგაპური, ფილიპინები. რუსეთის რეგიონში - რუსეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი.

IKO-ს ღონისძიებათა ქსელი საკმაოდ გაჯერებულია. ყოველ რეგიონში (ევროპა, აფრიკა, რუსეთი, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია, იაპონია) ერთი წლის განმავლობაში ტარდება სულ მინიმუმ 3 მსხვილი ტურნირი: რეგიონალური შეჯიბრებები წონითი კატეგორიების მიხედვით, აბსოლუტური ჩემპიონატი და აბსოლუტური ღია ტურნირი, რომელში მონაწილეობის უფლება სხვა რეგიონის სპორტსმენბსაც აქვთ. სხვადასხვა ქვეყნებში რეგულარულად ეწყობა შეკრებები, ჩემპიონატები ქალებისათვის, მოზარდებისთვის და სხვ. ოთხ წელიწადში ერთხელ ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება

sosai.jpg

დოჯო კუნ

კიოკუშინკაი კარატეს მებრძოლის ფიცი

1. ვფიცავთ, თავდაუზოგავად ვავარჯიშოთ ჩვენი სხეული და სული.

2. ვფიცავთ, მთელი ჩვენი შეგრძნებით ჩავწვდეთ საბრძოლო ხელოვნების ჭეშმარიტ არსს, რათა მუდმივ მზადყოფნაში ვიყვეთ.

3. ვფიცავთ, ჭეშმარიტი სიმტკიცით აღვზარდოთ ჩვენში თვითგანდგომის სული.

4. ვფიცავთ, დავიცვათ თავაზიანობის წესები, პატივი ვცეთ უფროსებს და არ დავუშვათ ძალადობა.

5. ვფიცავთ, მივყვეთ ჩვენს სარწმუნოებას და არ დავივიწყოთ თავმდაბლობის ნამდვილი ღირსება.

6. ვფიცავთ, ჩვენი სრულყოფისათვის მუდამ ვესწრაფოთ სიბრძნესა და სიძლიერეს.

7. ვფიცავთ, მთელი ჩვენი ცხოვრება ვიაროთ კარატეს გზით სრულყოფისაკენ, უზენაესი ჭეშმარიტების (კიოკუშინ-ის) მისაღწევად.

იმედია მოგეწონებათ :) პირადად მე ძალიან მიყვარს ეს სახეობა და როგორცკი მოვახერხებ აუცილებლად უნდა დავუბრუნდე.

0f06c0b1cae3.jpg

გთავაზობთ ამ გენიალური ადამიანის მცირე ბიოგრაფიას და მის ბრძნულ გამონათქვამებს, რომლითაც მსოფლიო საუკუნეზე მეტია საზრდოობს.

“მაჰათმა განდი” იყო ადამიანი რომელმაც მსოფლიო შეცვალა. რატომ?

1) მან ინდოეთი გაანთავისუფლა ბრიტანელებისგან, რომლებიც ინდოეთში მრავალი საუკუნის განმავლობაში თარაშობდნენ.

2) მან დაარსა “სატიაგრაჰა”, პირველი ორგანიზაცია, რომელიც ყოველგვარ უთანხმოებას მხარეებს შორის ძალადობის გარეშე აგვარებდა.

3) ბევრის თქმით, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ინდოეთი ყოველგვარ ტერორიზმს და ომს იგნორირებას უკეთებს.

განდის სიკვდილი

იგი 1948 წლის 30 იანვარს 78 წლის ასაკში მოკლეს. როდესაც მაჰათმა განდი თავის ორ შვილიშვილთან ერთად ტაძრისკენ მიემართებოდა, მასთან ახალგაზრდა ჰინდუ მიიჭრა. იგი ჩაიჩოქა განდის წინაშე, თითქოს კურთხევას სთხოვსო, მაგრამ მის ხელში იელვა რევოლვერმა და სამჯერ დაახალა მოხუც განდის. იგი ადგილზევე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით იგი იმიტომ მოკლეს, რომ მუსლიმთა მიმართ ლოიალურობას ამჟღავნებდა, ჰინდები და მუსლიმები ერთმანეთის მიმართ ლიალურები რომ არ არიან ყველას მოგეხსენებათ.

გთავაზობთ მის გამონათქვამებს, რომლითაც არამარტო ინდოეთი არამედ მთელი მსოფლიო დღესაც საზრდოობს.

“ჯერ იგნორირებას გაგიკეთებენ, შემდეგ დაგცინებენ, შემდეგ გეჩხუბებიან, შემდეგ შენ იმარჯვებ”

“ადამიანი თავისი ფიქრების ნაყოფია, რასაც იფიქრებს, ის გახდება “

“რელიგია, რომელიც პრაკტიკულ საკითხებს არ ითვალისწინებს, და არ გადაჭრის ამ პრობლემებს, არ არის რელიგია”

“ლაჩარს არ შეუძლია სიყვარულის გამოხატვა; სიყვარული მამაცის პრეროგატივაა”

“კომპრომისი მომეცი-წაიღეზეა დაფუძნებული, მაგრამ შეუძლებელია ფუნდამენტის გაცემა-წამოღება. ნებისმიერი კომპრომისი თუნდაც უბრალო ფუნდამენტზე, დანებებაა. რადგან ეს ყოველთვის გაცემაზეა დამოკიდებული”

“თვალი თვალის წილ, მთელი სამყაროს დაბრმავებით სრულდება”

“ერთი პატარა საქმე, ათას ნაქადაგებ საათს სჯობს”

“სიბრაზე არა-ძალადობის მტერია, ხოლო სიამაყე მონსტრი რომელიც ყლაპავს მას”

“იყავი ცვლილება, რომლის დანახვაც გსურს სამყაროში”

“უზენაესის ტახტის წინაშე, კაცი თავისი საქმნით კი არ განისჯება, არამედ მისი მიზნებით, რადგან ღმერთი კითხულობს ჩვენს გულებს”

“კაპიტალი,როგორც ასეთი, არ არის ბოროტება, ეს მისი არსწორად გამოყენებაა ბოროტება. კაპიტალი, ერთი ფორმით თუ მეორით, ყოველთვის იქნება საჭირო “

“შეცდომების აღიარება წააგავს ცოცხის მიერ ჭუჭყის გადახვევტვას და ზედაპირის სინათლისა სისუფთავის გამოეჩენას. მე ძლიერი ვარ იმისთვის, რომ შევძლო აღსარება”

“თითოეულმა ჩვენთაგანმა მშვიდობა საკუთარ თავში უნდა იპოვოს, და რომ ეს მშვიდობა ნამდვილია, იმით გავიგებთ თუ არ მოქმედებს მასზე გარეშემო სიტუაციები”

გძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი.

მტკიცე დისციპლინა – ტანჯვით მიიღწევა.

მე ვისურვებდი – სიცოცხლეში მოვსწრებოდი ინდოეთის თავისუფლებას, მაგრამ თუ ამას ღმერთი არ მაღირსებდა, შევებრძოლებოდი არა ღმერთს, არამედ საკუთარ თავს.

“მე ვეწინააღმდეგები ძალადობას, რადგან როცა ჩანს, რომ კარგს აკეთებს, ეს დროებითია. ხოლო მისი ცუდი სამუდამო”

გავაგრძელოთ ლეგენდალური ფიზიკოსით ალბერტ აინშტაინით

93q6k.jpg

წყარო: management.ge

ძმები რაიტები-გამომგონებლები,რომლებმაც მსოფლიო სხვა თვალით დაგვანახეს…

58b4d9f1b61f.jpg

ბავშვობის გატაცება: საფრენი აპარატები

განათლება: დადიოდნენ საშუალო სკოლაში, მაგრამ არ მიუღიათ დამთავრების დიპლომი.

75aec791bbd6.jpg

საკუთარი ბიზნესი: გამომცემლები, გამოსცეს ორი გაზეთი; ველოსიპედების მაღაზიის მფლობელები/ მწარმოებელები, „Wright Cycle Co.“; თვითმფრინავის გამომგონებლები/მწარმოებლები; პილოტების ტრენერები; „Wright Company“.

8d4dca527b18.jpg

ძმები რაიტების ოცნება: ძმები რაიტები ადრეული ასაკიდან ოცნებობდნენ ფრენაზე. 1978 წ. მამამ, რომელიც იყო ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი და ხშირად მოგზაურობდა, უყიდა საფრენი სათამაშო, გაკეთებული ქაღალდის, ბამბუკის და კორპისაგან.

წლების განმავლობაში უილბერი შეპყრობილი იყო იდეით, რომ ფრენა შესაძლებელია. 1890–იან წლებში, მან წაიკითხა ყველა წიგნი და ნაშრომი, რაც კი არსებობდა ფრენის მეცნიერების შესახებ. ძმებმა ააგეს პირველი უპილოტო საფრენი აპარატი. ამ ექპერიმენტმა დაარწმუნა, რომ მათ შეეძლოთ თვითმფრინავის გაკეთება. მას შემდეგ, ჩაატარეს არაერთი ექსპერიმენტი და პირველებმა აღმოაჩინეს, რომ გრძელი და ვიწრო ფორმის ფრთა იყო იდეალური არქიტექტურა ფრენისთვის. როცა ნახეს, რომ მსუბუქი გაზის ძრავა არ არსებობდა, მათ თვითონ შექმნეს იგი. ძრავას ქონდა 12 ცხენის ძალა და იწონიდა 152 ფუტს.

c0da137ad117.jpg

პირველად ცაში: 1903 წ. 17 დეკემბერს, ქ. კიტი ჰოუკში, ორვილი აფრინდა 120 ფუტ სიმაღლეზე. ამ 12 წამიანმა ფრენამ შეცვალა მსოფლიო, აიყვანა რა იგი თავისუფლების ახალ სიმაღლეებზე და მისცა ადამიანებს შესაძლებლობა, ემოგზაურათ ისეთ ადგილებში, რაზეც მანამდე ვერც იოცნებედნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძმების გმირობამ მე–20 საუკუნის ცხოვრება გარდაქმნა, მეორე დღეს, მხოლო ოთხმა გაზეთმა დაწერა მათი მიღწევის შესახებ, თუმცა, ეს ახალი ამბავი ყველას გაზვიადებულად ეჩვენა.

სკეპტიციზმის ალში: მიუხედავად იმისა, რომ ძმების გმირობამ მე–20 საუკუნის ცხოვრება გარდაქმნა, მეორე დღეს, მხოლო ოთხმა გაზეთმა დაწერა მათი მიღწევის შესახებ, თუმცა, ეს ახალი ამბავი ყველას გაზვიადებულად ეჩვენა.

პლანერის გამოგონებისა და ადამიანის ფრენის შესაძლებლობის არავის სჯეროდა. ევროპაც სკეპტიკუად შეხვდა ამ ამბავს. პრესა მათ მატყუარებს უწოდებდა. ამიტომ ძმებმა გადაწყვიტეს მოეწყოთ საჩვენებელი ფრენები. ისინი მთელს ევროპაში აწყობდნენ ფრენის დემონსტრირებას. 1908 წ. 8 აგვისტოს, უილბერმა საფრანგეთში იფრინა 1 წთ და 45 წამი, რამაც განაცვიფრა მაყურებელი.

ორვილმა აშშ–ს არმიაში მოაწყო საფრენი აპარატის დემოსნტრირება. 1908 წ. 9 სექტემბერს მან იფრინა 62 წუთი და 15 წამი. 1909 წ. კი ძმები უკვე ცნობილები იყვნენ.

83051233051d.jpg

პირველი კომერციული ფრენა: ეს ცნობილი რეისი Wright Company–მ განახორციელა 7 ნოემბერს, 1910 წ. რომლის დროსაც ორი რულონი აბრეშუმი გადაიტანეს დეიტონიდან კოლუმბუსში, ოჰაიო, ერთ–ერთი დიდი მაღაზიისთვის. მათ ამ გადაზიდვისთვის მიიღეს 5 000 დოლარი. პლანერმა 105 კმ. 1 საათსა და 6 წუთში დაფარა. აბრეშუმის პატარა ნაჭრები კი სუვენირებად გაიყიდა.

abfff3742373.jpg

ტრივია: ძმები შეპირდნენ მამას, რომ არასოდეს იფრენდნენ ერთად, რადგან ტრაგედიის შემთხვევაში, ერთ–ერთ ძმას მაინც შეძლებოდა საქმის გაგრძელება.

მათ მხოლოდ ერთხელ იფრინეს ერთად, 1910 წ. 25 მაისს, მამის ნებართვის მიღების შემდეგ. ამ ფრენისას პილოტი ორვილი იყო.

68f65cfca7f1.jpg

“თვითმფრინავი მაღლა იმიტომ რჩება, რომ არ აქვს ჩამოვარდნის დრო” ~ ორვილი

d4389bc4c7c0.jpg

“არავითარი სპორტი არ შეედრება ავიატორების გაცმოდილებას, როცა ისინი თეთრი ფრთებით დასრიალობენ ჰაერში” ~ უილბერი

“ფრენის სურვილი გადმოგვეცა ჩვენი წინაპრებისგან, რომლებიც, პრეისტორიულ ხანაში თავიანთ რთულ მოგზაურობისას უგზო მიწებზე, შურით უყურებდნენ სივრცეში თავისუფლად მოფარფატე ჩიტებს თუ როგორ დაჰქროდნენ სრული სიჩქარით, ყველა დაბრკოლებაზე მაღლა, ჰაერის უსაზღვრო გზატკეცილზე” ~ ორვილი

წყარო:management.ge

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ამ თემაში დავდებ(თ) ამათუიმ ხელსაწყოს თუ მოწყობილობის გადიდებულ სურათებს მცირედი ახსნით

იმედია დაგაინტერესებთ

ჭავლური პრინტერის(hp) კარტრიჯი

97jtj.jpg

p8ir8.jpg

პატარა ხვრელები მფრქვევანებს წარმოადგენს

მელნის გადმოსროლა ხდება ასე:

reyhg.gif

6pcnw.jpg

კარტრიჯში შემავალი ელექტროდები აცხელებენ მელანს დენის მიწოდებისას,გაცხელებით მელანი უფრო თხიერდება და "გამოძვრება" იმ ხვრელებში,რათქმაუნდა თითოეულ ხვრელს აქვს თავისი გამაცხელებელი,რომ მელანი საჭირო ადგილას და საჭირო დროს დაეცეს.

ტექნოლოგია მარტივია და ეფექტური

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

6 მარტს 1983 წელს გამოშვებული იქნა პირველი მობილური ტელეფონი კომერციული მოხმარებისთვას.ამ დღეს კომპანიაAT&T Bell Labs და Motorolaმუშაობდა პარალელურად მობილური ტელეფონის გამოგონებაზე,მაგრამ მოტოროლამ დაასწრო და გამოიგონა ტელეფონიDynaTAC 8000X. AT&T Bell Labs გამოაცალა ლუკმა Motorolaმ

http://amobile.ru/images/invention/DynaTAC8000X.jpg

ეს იყო 15 წლის მუშაობის შედეგი და 100 მილიონი დოლარის ხარჯი.

ტელეფონი იწონიდა სულ რაღაც 794გრამს.მისი ზომები იყო 33 x 4,4 x 8,9 სმ.

აკუმლატორი ჰყოფნიდა 8 საათს ლოდინისას,ლაპარაკის დროს კი 1საათი,მისი მონიტორი შედგებოდა მანათობელი დიოდებისაგან .

მისი ფასი იყო 3995 დოლარი.

იგი ჰგავდა უფრო აგურს,ვიდრე ტელეფონს.

ბევრის კითხვით თავს არ იკლავთ და ამიტომ მცირედი იყოს

DynaTAC8000X.jpg

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...

ეს არის ღვიძლის,სანაღვლე გზების,პანკრეასის,ელენთის,თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების სურათები და მათი დიაგნოსტიკის მეთოდები.

გადმოსაწერი ლინკი:

http://allshares.ge/download.php?id=2116C9C826

ხელმარცხნივ ჯანმრთელი,ხელმარჯვნივ ექინოკოკოზით დაავადებული ღვიძლი

ექინოკოკი პარაზიტია და ორგანიზმში გაურეცხავი ხილი/მწვანილი,ამ პარაზიტი დაავადებული ხორცის მირთმევის შედეგია.

გამოიყოფა განავლოვან მასებთან ეს პარაზიტი და შედეგი ...

7pyat.png

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

გაზის კამერები,სადაც ნაცისტები ხალხს ხოცავდნენ, 1941 წელს აუშვიცში გამოსცადეს

მანამდე კი,ამერიკელებმა ჩაატარეს ცდა ნევადას შტატში,1923 წელს ციხის სტომატოლოგ ტერნერის ინიციატივით,პირველი ცდა ჩტარდა მძინარე მსჯავდებულებზე,რადგან ასე სიკვდილის მოახლოება არ ეგრძნოთ,მაგრამ ამ ექსპერიმენტში 2 ზედამხედველიც გააყოლა საიქიოს ტერნერმა და გადაწყვიტეს ცალკე აეშენებინათ სპეციალური ოთახი,სადაც მსჯავდებულებს დაჟუჟავდნენ ობტამ,რაც განახორციელეს წარმატებით 1924 წელს.

იყო ასევე მობილური გაზის კამერები "გაზვაგენ",მანქანა,სადაც გამონაბოლქვით ხოცავდნენ ნაცისტები ხალხს.

1941-დან 1942 წლამდე დოკუმენტებში აღნიშნულია,რომ 97 000 ადამიანი გააგორეს.

თავად გაზვაგენ კამერა,ვრცლად კი ვიკიპედიაში მოიძიეთ:

Bundesarchiv_Bild_183-V00670A%2C_Berlin%2C_Auto_mit_Holzgasantrieb.jpg

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.