X-treme user Posted July 25, 2011 Share Posted July 25, 2011 თითქმის ერთი წლის წინ, კომპანია Thermalright-მა წარადგინა რადიატორი HR-02, რომელიც განკუთვნილი იყო პროცესორების პასიურ გაგრილებაზე 130 ვ-მდე. ამჯერად, ოფიციალურ საიტზე შესაძლებელია ამ პროდუქტის უფრო ახალი ვერსიის ნახვაც, რომელიც აღინიშნება HR-02 Macho სახელწოდებით. გაბარიტები და მასა უცვლელი დარჩა (140 х 102 х 162 მმ, 860 გ), ხოლო ნიკელირებულ ზედაპირიდან კვლავაც ექვსი U-მოყვანილობის სითბური მილაკი გამოდის, თუმცა საფარველის გარეშე. გარდა ამისა, კომპლექტში უკვე შედის 140 მმ ზომის საფირმო ფენი Thermalright TY-140, რომელიც ასრულებს 900-დან 1300 ბრ/წთ-ში და მაქსიმალურ ჰაერის ნაკად 73 ფუტ3-ის დროს, გამოსცემს არაუმეტეს 21 დბ ხმაურს. ქულერის სამაგრის სისტემა თავსებადია LGA 775/1155/1156/1366 და Socket AM3/AM2/AM2+ პლატფორმებთან. ყველაზე მთავარი ცვლილება, ალბათ მაინც შემცირებული ფასია, რომელიც ევროპაში იწყება 37,9 ევროდან და სწორედ მაღალი ღირებულება განაპირობებდა იმ ფაქტს, რომ მისი წინამორბედი ბევრი ენთუზიაზისტისთვის ხელმიუწვდომელი იყო. overclockers.ru 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted July 25, 2011 Share Posted July 25, 2011 ფენი მიამატეს და ეგ არის ინოვაცია? ა ფასი დაგუდიათ კიდე :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted July 25, 2011 Share Posted July 25, 2011 ხო ეგაა და თან ვიდზე სკაიტე ნინძას დაამსგავსეს მგონი :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.