X-treme user Posted July 19, 2011 Share Posted July 19, 2011 კომპანია GeIL (Golden Emperor Industries Ltd.)-მა გამოუშვა დესქტოპ DDR3 მეხსიერების მოდულის ორი სერია - Enhance Corsa და Evo Corsa, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სათამაშო კომპიუტერებისათვის და შედგებიან 4-არხიანი ნაკრებებისაგან. სხვა სიტყვებით, მწარმოებელი ემზადება Sandy Bridge-E პროცესორებზე დაფუძნებულ სისტემების გამოსვლაზე. რა თქმა უნდა, აღნიშნული ტიპის კომპლექტის გამოყენება შესაძლებელია Dual-channel კონფიგურაციაშიც. გარდა ამისა, ახალ ხაზში შესულია 2-2 მოდულიანი 2-არხიანი ნაკრებები. Evo Corsa სერია მოიცავს GOC34GB1866C9DC, GOC34GB2133C9DC, GOC38GB1866C9QC და GOC38GB2133C9QC კომპლექტებს. მათგან პირველი ორის ტევადობა 4 გბ-ია (2 გბ х 2), დანარჩენისა კი - 8 გბ (2 გბ х 4). პირველი და მესამე მუშაობენ 1866 მჰზ სიხშირეზე, მეორე და მეოთხე კი - 2133 მჰზ-ზე. კვების ძაბვა, ყველა შემთხვევაში 1.5 ვ-ია, ხოლო დაყოვნებები კი - CL9-10-9-28. Enhance Corsa-ში შევიდნენ GEC34GB1333C9DC, GEC34GB1600C9DC, GEC38GB1333C9QC და GEC38GB1600C9QC ნაკრებები. პირველი ორი 4, ხოლო დანარჩენი კი - 8 გბ ტევადობით. პირველი და მესამე ფუნქციონირებენ 1333 მჰზ-ზე და CL9-9-9-24 ტაიმინგებზე, II და IV კი - 1600 მჰზ-სა და CL9-9-9-28-ზე. ძაბვა აქაც 1,5 ვ გახლავთ. მწარმოებელმა შეამოწმა მოდულები მაღალ სიხშირეებზე მუშაობის შესაძლებლობაზე და მოახდინა შესაბამისი პარამეტრების ჩაწერა XMP პროფილებში. DDR3-1333 მოდულების გამოყენება დასაშვებია 1500, ხოლო DDR3-1600 კი - 1700 მჰზ-ზე. ინფორმაცია პროდუქტების ღირებულებასა და გაყიდვების დაწყების თარიღის შესახებ, ჯერჯერობით არ ვრცელდება. IXBT 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted July 19, 2011 Share Posted July 19, 2011 მეორე და მეოთხე კი - 2133 მჰზ-ზე. კვების ძაბვა, ყველა შემთხვევაში 1.5 ვ-ია, ხოლო დაყოვნებები კი - CL9-10-9-28. ჩემი G.skill-ებია ზუსტად ეგეთი ნეტა რა ღირს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted July 21, 2011 Share Posted July 21, 2011 ვერ გავიგე GOC38GB2133C9QC ეს კიტი 4 გიგაბაიტიანია CL9-10-9-28 დაიმინგებით? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted July 21, 2011 Author Share Posted July 21, 2011 ეგ კიტი 8 გბ-იანია, მაგ ტაიმინგებით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.