Jump to content

Thermaltake-ის წყლის სისტემები


Recommended Posts

როგორც ჩვენთვის ცნობილია, წყლის გაგრილების მზა მინი-ნაკრებებ ან ჩაკეტილ სისტემებზე დიდი მოთხოვნაა, მიუხედავად მათი უფრო ნაკლები ეფექტურობისა (ჰაერის გაგრილების ტოპ-სისტემების ფასსა და ეფექტურობასთან შედარებით). ბევრ მომხმარებელს იზიდავს ასეთი მოწყობილობების გარეგნული მხარე, ხოლო ზოგიერთს კი სურს, რომ ამგვარად, საკუთარი თავი ენთუზიაზისტების რიცხვს მიეკუთვნოს. ობიექტურად რომ ვისაუბროთ, აღნიშნულ პროდუქტებს გააჩნიათ დადებითი მხარეები: უმძლავრეს ჰაერის ქულერებთან შედარებით, პროცესორზე დაყენებისას, ისინი იკავებენ უფრო მცირე ადგილს და იძლევიან მაღალი რადიატორების მქონე, ოპერატიული მეხსიერების დაუბრკოლებლად ჩადგმის საშუალებას. კიდევ ერთი პლიუსი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია იყოს სითბოს მოცილება, სისტემური ბლოკის კორპუსის გარეთ.

669d141f68e1fa8b1ccbc31bd26fac60.jpg

ვებ-გვერდი TechPowerUp იუწყება, რომ ცნობილმა კომპანია Thermaltake-მა განაახლა Big Water სერიის წყლის გაგრილების სისტემები. მათ შორის ერთ-ერთი, სახელწოდებით Big Water 760 Plus-ის დაყენება შესაძლებელია კეისის ორ 5.25-დუიმ ზომის განყოფილებაში და შედგება 500 ლ/სთ-მდე წარმადობის მქონე პომპებისაგან, მცირე რეზერვუარისა და რადიატორისაგან 120 მმ ფენით. ამგვარ სისტემებს ის ადრეც უშვებდა, თუმცა ამჯერად გამოიყენება განსაკუთრებული ახალი და თხელი ბლოკი, რომელსაც კომპანია მაღალეფექტურს უწოდებს.

98b56a28e554212db3031640469d2f49.jpg

გარდა ცალკეული გაყიდვებისა, Big Water 760 Plus ხელმისაწვდომი იქნება კორპუს Level 10 GT LCS-ის კომპლექტთან ერთად. მეორე ნაწარმია მოდელი Big Water A80, რომელიც შედგება წინასწარ შევსებულ და ჰერმეტიულად დახურულ გაგრილების სისტემისაგან, სადაც სითბომომცილებელში მოთავსებულია მცირე ზომის პომპაც. გარდა ამისა, ის აღჭურვილია 120 მმ-იანი რადიატორით, ხოლო ნაკრებში შესულია 2500 ბრ/წთ-მდე სიჩქარის მქონე, აღნიშნული ფორმ-ფაქტორის ფენი, რომლის ხმაურის მაქსიმალური დონეც 43 დბ-ია. ოფიციალურ საიტზე მოცემულია გაგრილების სისტემის მცირე შედარება - ყველაზე დიდ დატვირთვაზე და შტატური სიხშირეებით მომუშავე, პროცესორ Intel Core i7-965-ის ქარხნულ ქულერთან. შედეგად, გამარჯვებულის წოდება მოიპოვა წყლის გაგრილების პროდუქტმა და მეტოქეზე 10O ცელსიუსით უკეთესი შედეგი აჩვენა. Big Water 760 Plus-მაც გაიარა ანალოგიური ტესტირება და გამოდგა 16O-ით ეფექტური. ორივე ახალი ნაწარმი, კორპუსთან ერთად, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ჩაეშვება გაყიდვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა, ინფორმაცია ღირებულების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

მადლობა სიახლისთვის,მე მგონი მაინც აწყობა ჯობია,თუმცა ეს ბევრად იაფი დაჯდება

Link to comment
Share on other sites

მაგრად მომეწონა , და დიდ პატივს ვცემ ამ ფირმას :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

აწყობილი წყლის სისმტები საუკეთესო აქვს

ცოტა ხმამაღალი ნათქვამია :)

იაფფასიანებში coolitsystems-ი სჯობს

http://www.coolitsystems.com/index.php/en/products/cpu-coolers.html

ძვირიანებში koolance:

http://www.koolance.com/water-cooling/default.php?cPath=28_41

Link to comment
Share on other sites

ცოტა ხმამაღალი ნათქვამია :)

იაფფასიანებში coolitsystems-ი სჯობს

http://www.coolitsystems.com/index.php/en/products/cpu-coolers.html

ძვირიანებში koolance:

http://www.koolance.com/water-cooling/default.php?cPath=28_41

ფასი/ხარისხიც ვიგულისხმე

mainstream სეგმენტია შედარებით და ხარისიც მშვენიერია

Link to comment
Share on other sites

ფასი/ხარისხიც ვიგულისხმე

mainstream სეგმენტია შედარებით და ხარისიც მშვენიერია

OK. გასაგებია :)

Link to comment
Share on other sites

ცოტა ხმამაღალი ნათქვამია :)

იაფფასიანებში coolitsystems-ი სჯობს

http://www.coolitsystems.com/index.php/en/products/cpu-coolers.html

ძვირიანებში koolance:

http://www.koolance.com/water-cooling/default.php?cPath=28_41

ჯერ ქულაიტი რა ნაგავია

ხოდა მერე ეგ რო რამეს აჯობებს ის რაღაა უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის

თემის ავტორს მადლობა :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.